დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
„დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს არ აკონტროლებენ. საერთოდ არაფერს. სრული ქაოსი. პროგნოზირებადობის სრული არარსებობა. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს არ უნდა ეშინოდეს. ჩვენ ვიცით რა გვიცავს. ჩვენი ერთიანობა. უკრაინას ნამდვილად შეეძლება ევროპის დაცვლა ნებისმიერი რუსული ძალისგან და მნიშვნელობა არ აქვს მათ ვინ ხელმძღვანელობს. ჩვენ დავი
ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ დათანხმდა თავისი ძალების შეჩერებას. რამდენიმე წუთის წინ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესამსახურმა განაცხადა, რომ პრიგოჟინი „ვაგნერელების“ შეჩერებას და დეესკალაციას დათანხმდა.
პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერს“ მოსკოვამდე 200 კილომეტრი დააკლდა და ამ გზაზე „ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაღვარა“, მაგრამ ახლა „რუსული სისხლის“ დაღვრა არ სურს და „უკან აბრუნებს კოლონებს“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთში შექმნილ ვითარებაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა დღეს, 24 ივნისს. მან სხვადასხვა სახელმწიფო უწყება მწვავედ გააკრიტიკა და პრემიერმინისტრს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა მოსთხოვა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციის მიღება მხოლოდ თავდაცვის ძალებიდან შეძლო.
ამის შემდეგ მან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ მიმართა:
კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა,
მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული, სიტუაცია რთულია. ამის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.
„ძვირფასო ქალაქელები, მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. სიტუაცია რთულია. რისკების მინიმიზაციის მიზნით ოპერატიული შტაბის ფარგლებში ჩემს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდეს - სახელმწიფო უწყებებისა და უწყვეტი ციკლის სამრეწველოების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ქალაქის სამსახურების გამონაკლის
სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისათვის გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.
ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის გ
პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა. სპეციალური რეჟიმი გაუქმდა და ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, 1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება, ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, მოლაპარაკების საგანი გახდება.
„პროფკავშირებ
ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა, მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.ასევე, უკრაინის სპეცსამსახურებში შემოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის დედაქალაქი პანიკამ მოიცვა და მისასვლელი ხიდების დანაღმვის მომზადება არის დაწყებული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური ავრცელებს.
„სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ექსტრემულ რეჟიმში დატოვა მოსკოვი“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩსმა ტვიტერზე რუსეთში შექმნილ ვთარებაზე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებს საზღვარს არ გაუხსნის.
„ლატვია ყურადღებით აკვირდება რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და პარტნიორებთან ინფორმაციას ცვლის. საზღვრის კონტროლი გაძლიერებულია, რუსების მოქალაქეებზე ვიზის გაცემა, ან საზღვარზე შემოშვება რუსეთში მიმდინარე მოვლენების გამო, არ განიხილება“, — წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ის ასევე დასძენს, რომ ლატვიამ რუ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი დღეს, 20:00 საათზე ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
ბრიფინგის თემა უცნობია.
მოსკოვიდან პირდაპირი ფრენების ბილეთები „ვაგნერის“ მოახლოებასთან ერთად ამოიყიდა, - ამის შესახებ „გარდიანი“ გერმანულ გამოცემა „შპიგელზე“ დაყრდნობით იუწყება.
„შპიგელის“ ცნობით, მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის.
ამას გარდა, როგორც „გარდიანი“ წერს, „Google Maps“-ის მიხედვით, რუსეთის M4 მაგისტრალზე, მოსკოვის სამხრეთით, გზები გადაკეტილია.
შეგახსენებთ, რომ „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულ მაგისტრალზე „ვაგნერის“ კოლონა გამოჩნდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ის რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან კონტაქტზეა.
„რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღების ვაკვირდები ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან ერთად“, - განაცხადა მიშელმა.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმაც.
როგორც სუნაკმა „ბიბისის“ განუცხადა, ის მოკავშირეებთან რუსეთში მიმდინარე შეიარაღებული აჯანყების განხილვას გეგმავს.
„ჩვენ ყურადღებით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალ” – ზე 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.
„ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების
ხელისუფლება ინსტრუქციებს აშკარად მოსკოვისგან ელოდება. თუ ასე არაა,
სად არის პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო რესპუბლიკაში?
სად არის პრემიერი?
სად არის სუს-ის უფროსი?
სად არის შს მინისტრი (იმავდროულად, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი)?
სად არიან ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები?, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, როცა ქვეყანას რეალურ
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ვაგნერი” მოსკოვისკენ მიიწევს – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სმაინისტროს ინფორმაციაშია საუბარი.
მანამდე გავრცელდა სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის განცხადება, სადაც იგი ეხმაურება ვლადიმერ პუტინს და ამბობს, რომ ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ცდება, და რომ იგი დანებებას არ აპირებს.
ამ დროისთვის ვორონეჟის ოლქში თავდაცვის ძალებსა და ვაგნერს შორის შეტაკებები მიმდინაროებს. რუსეთის თავდაცვის ძალებმა დაბობმეს ვაგნერის კოლონა, ვაგნერ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა რუსეთში მიმდინარე პროცესებს.
„ყურადღებით ვაკვირდები რუსეთში დაწყებულ პროცესებს. ჩვენი საზღვრები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღის კონტექსტში“, — დაწერა პრეზიდენტმა.
ჯერჯერობით, საქართველოს მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია შეიარაღებულ ამბოხზე, რომელიც რუსეთში 23 ივნისის ღამეს დაიწყო.
კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 ივნისის ღამით განაცხადა, რომ კორუფ
რუსეთის ხელისუფლებამ დედაქალაქ მოსკოვში, ასევე მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში 24 ივნისის დილიდან „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ გამოაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დაპირისპირება რუსეთის არმიის ხელმძღვანელობასთან და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ქალაქ დონის როსტოვის დაკავება. „ვაგნერმა“ თავის საბოლოო მიზნად მოსკოვამდე ჩასვლა და თავდაცვის მინისტრის, ასევე გენშტაბის ხელმძღვანელის დაკავება დაისახა.
„კონტრტერორისტული ოპერაციის რ
სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა – შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც პრიგოჟინის მხრიდან — როგორც ჩანს, რეალურ შეიარარებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც კრემლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.
პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს რუსეთის რეგულარული არმია და შოიგუ დაადანაშაულა „ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. იგი ამბობს, რომ 25-ათასიან ჯართან ერთად აპი
„ვაგნერის“ მებრძოლებმა ქალაქ ვორონეჟში ყველა სამხედრო ობიექტზე აიღეს კონტროლი. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული რედაქციის წყაროები იუწყებიან.
„ბიბისის“ ცნობით, ქალაქ ვორონეჟის ოფიციალურ პირებს აღნიშნულზე ჯერ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ. იმავდროულად, ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში ჯავშანტექნიკის გადაადგილების შესახებ ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.
მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ვორონეჟის რეგიო
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, არც ერთი მისი მებრძოლი არ დანებდება, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ითხოვს.
"სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ცდება. ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით. პრეზიდენტის, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მოთხოვნით, არავინ დანებდება. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ისევ კორუფციაში, მოტყუებაში და ბიუროკრატიაში იცხოვროს... როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ, უკრაინასთან ვიბრძ
შაბათს დილით „Telegram“-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსი სამხედროების წინააღმდეგ მოქმედებებში, „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის ყველა წევრი "მზადაა სიკვდილისთვის“, - ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
„ყველა ჩვენგანი მზად არის სიკვდილისთვის. 25,000-ვე, შემდეგ კი მომდევნო 25 000", - თქვა მან აუდიოგზავნილში და დასძინა, რომ ეს "რუსი ხალხისთვის" ხდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს
ვორონეჟის ოლქში „ვაგნერისა“ და სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს.
"ვორონეჟის ოლქის სოფელ ვერხნი მამონში აფეთქებების ხმა გაისმის. სოფელი როსტოვი-ვორონეჟის გზაზე მდებარეობს. ოლქში აფეთქებებია. ისმის სროლის ხმა. ავიაცია М-4-ის ტრასას ბომბავს, რომელზეც „ვაგნერის“ მებრძოლები გადაადგილდებიან", – იუწყება ადგილობრივი ტელეგრამ-არხები.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „ვაგნერელები“ ვორონეჟის ოლქის გავლით მოსკოვისკენ დაიძრნენ. დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, კონფლიქტი უა
რუსეთში შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირების პარალელურად, ზემო ლარსზე დილიდან ხალხმრავლობა შეინიშნება. როგორც ტელეგრამ-არხში „ზემო ლარსი“ აქტიურად იწერება, დილიდან არ წყდება ხალხის ნაკადი, რომლებიც გაურკვევლობისგან გაქცევას ცდილობენ.
თავდაპირველად, სიტუაციის დაძაბვისთანავე ლარსთან დიდი საცობი შეიქმნა, ამჟამად ის შედარებით განეიტრალებულია და მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ტელეგრამზე რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს რჩევებსაც აძლევენ: „თუ ახლა საქართველოში მოდიხარ
რუსეთის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი რეგიონებს მოუწოდებს, შავი ჭირის პრევენციისთვის მოემზადონ.
აღნიშნულ განცხადებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონღოლეთის 17 რეგიონში, მათ შორის რუსეთის საზღვართან ახლოს, შავი ჭირის 137 კერაა აღმოჩენილი.
ამასთან, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (“როსპოტრებნადზორის”) ინფორმაციით, რუსეთში ჭირის შემთხვევები 2017 წლიდან არ დაფიქსირებულა.
„უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაცი
"ვაგნერის" ბუნტი „უკანასკნელი დროის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა რუსეთის სახელმწიფოსთვის“, აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ ვაგნერის დაქირავებულმა სამხედროებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი სულ მცირე ორ ადგილას, აიღეს კონტროლი დონის როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბზე, რომელიც მართავს რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინაში.
ასევე ნახეთ
სამხედრო ამბოხი რუსეთში - განახლებადი
„უახლოეს საათებში
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის, „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს , მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და „დაიცვას ქვეყნის ინტერესები”.
„არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან. საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო”. – წერს სო