Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.280
  • comments
    0
  • views
    703.466

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ეფესბემ“, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით, პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს. „განცხადებებს, რომლებიც ევგენი პრიგოჟინის სახელით ვრცელდება, არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ. ამ განცხადებებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [“ეფესბე”] მიერ შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მოვითხოვთ, დაუყოვ

ევგენი პრიგოჟინი - ნაძირალა შოიგუ შეჩერებული იქნება, ეს სამხედრო გადატრიალება არაა, სამართლიანობის მარშია - ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ

„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან გასარკვევად მიდიან და „ეს სამხედრო გადატრიალება არაა“. „შოიგუ ამ წამს როსტოვიდან გაიქცა. ლაჩრულად გაიქცა, როგორც ქალაჩუნა. იმისთვის, რომ არ აეხსნა, რატომ ასწია ვერტმფრენები ჩვენი ბიჭების(ვაგნერელების) გასანადგურებლად, რატომ ახორციელებდა სარაკეტო დარტყმებს. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება… ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები არანაირად არ უშლის ხელს სამხედროებს. ჩვენ

მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა

„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემები Meduza და 161.ru, ასევე რუსული “ტელეგრამ” არხები ავრცელებენ. ადგილობრივი გამოცემა 161.ru-ს წყაროების ცნობით, როსტოვის ოლქში გეგმა “ციხესიმაგრე” გამოცხადდა. „არის ბრძანება სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, „როსგვარდიის" სრული შემადგენლობა, ასევე გავაძლიეროთ პოსტები “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან” და “დონეცკის სა

ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს

„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” ბანაკები დაბომბეს. ამის შესახებ განცხადებას პრიგოჟინის პრესსამსახური “ტელეგრამში” ავრცელებს. მისი თქმით, „ისინი, ვინც კერძო სამხედრო კომპანიის [“ვაგნერის”] ბანაკებზე დარტყმა მიიტანა, დაისჯებიან”. ამავდროულად, თავად დარტყმებში პრიგოჟინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. „ყველას, ვინც ეცდება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხეა და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ. ყველას სი

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13 ფრთოსანი რაკეტა გავანადგურეთ

რუსულმა ძალებმა, წუხელ, უკრაინის ტერიტორიაზე Ту-95МС ტიპის 4 ბომბდამშენიდან გაშვებული რაკეტებით იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსებმა X-101 / X-555 ტიპის 13 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, მაგრამ უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს. რაკეტების უმეტესობა ხმელნიცკის ოლქში განადგურდა. „23 ივნისის ღამეს მტერმა სტრატეგიული თვითმფრინავიდან შეუტია უკრაინას. ამჯერად თავდასხმა მიმართული იყო ხმელნიცკის ოლქის სამხედრო აეროდრომზე",

საპატრიარქო ქაშვეთის ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში დაცვის თანამშრომელზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 21 ივნისს, 07:30 საათზე, ახალგაზრდა მამაკაცმა დარაჯ გოჩა ჭიჭიაშვილს, რომელიც თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, თავის არეში რკინის საგანი ჩაარტყა. „ბოლო დროს სხვადასხვა მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულმა დამოკიდებულებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შედ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური - ჩვენი ძირითადი ძალები ბრძოლაში ჯერ არ შესულან, ყველაფერი წინაა

ჩვენი ძირითადი ძალები ბრძოლაში ჯერ არ შესულან, ყველაფერი წინაა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრე სირსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, „ყველას სურს დიდი გამარჯვების მყისიერად და ეგრევე მიღწევა“. „ჩვენც გვსურს ეს, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს პროცესი რაღაც დროს დაიკავებს, ვინაიდან ორივე მხრიდან ბევრი ძალა, ბევრი ტექნიკა და ბევრი საინჟინრო ბარიერია კონცენტრირებული. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ძირითადი ძალებ

შოთა არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში ითამაშებს

5 აგვისტოს, ლონდონის „ჩელსის“ საშინაო სტადიონზე „სტემფორდ  ბრიჯზე“ უკრაინის მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება. Game4Ukraine-ს საქველმოქმედო ხასიათი ექნება და შემოსული თანხა ჩერნიგოვის ოლქში დაზიანებული სკოლების აღდგენას მოხმარდება. გუნდების კაპიტნები „არსენალის“ ფეხბურთელი, ოლექსანდრ ზინჩენკო და ლეგენდარული  უკრაინელი თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო არიან. ცნობილია, იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორისაა, შოთა არველაძე. არველაძე ზინჩენკოს გუნ

ბადრი ესებუას 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ეკატერინე ბებიამ მას სასჯელის ზომად 13 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. სასამართლომ ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო მისთვის წაყენებულ 4 ბრალში - ტერორისტული აქტის ჩადენაში, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებაში, იძულებაში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში. (სისხლის სამართლის კოდ

ევროპულმა საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების მე-11 პაკეტი დაუწესა რუსეთს

ევროპის კავშირის საბჭომ სანქციების რიგით მე-11 პაკეტი დაუწესა რუსეთს, შარშან თებერვალში უკრაინაში მისი არმიის შეჭრის გამო. ამ პაკეტის თანახმად, მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდა ადრე დაწესებულ ზოგიერთ ზომას, ხოლო სანქცირებული პირების სიას დაემატა ათეულობით ახალი იურიდიული პირი მთელ მსოფლიოში, რათა ქვეყნებმა და კომპანიებმა ვერ შეძლონ ადრე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა. საბჭომ სანქციები გამოაქვეყნა 23 ივნისს, მათი დამტკიცების შემდეგ და განაცხადა, რომ პაკეტი უზრუნველყოფს რუსეთისთვი

უკრაინამ კიდევ 51 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინაში რუსეთიდან კიდევ 51 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს, ამის შესახებ საიტი "კრიმ.რეალიი" იტყობინება, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით. "მოხდა იმ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოსვენება, რომლებმაც სიცოცხლე უკრაინას შესწირეს. დღეს შესაძლებელი გახდა სამშობლოს 51 მცველის ცხედრების სახლში დაბრუნება", - ნათქვამია უწყების ოფიციალურ ცნობაში. რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში დაღუპული რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების ნეშტების გადასვენება რეგ

ანა ფოტიგა - მივესალმები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას - მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ

მივესალმები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების მიმართ ერთგულებისკენ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საპატიმროდან გათავისუფლებას. „დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმ სიძნელეებისა და გართულებებისა, რასაც საქართველოს შემთხვევაში ბოლო თვეებში შევესწარით, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიული

ანჯეი დუდა - რუსეთი ჰგავს გარეულ მხეცს - თუ მხეცი ადამიანის ჭამას დაეჩვია, უნდა მოკლა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, აუცილებელია რუსეთის შეიძლება სწრაფად შეჩერება, რადგან მან შემდგომში, შეიძლება, უკრაინის მთელი ტერიტორიის დაპყრობა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე თავდასხმა მოინდომოს. დუდამ, უკრაინულ მედია საშუალებებთან ინტერვიუში, რუსეთი შეადარა „გარეულ მხეცს, რომელიც ადამიანს ჭამს“. „არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს, რადგან ის გააგრძელებს წინსვლას. ეს იქნება მისი იმპერიალიზმის ხელშეწყობა. რუსეთი ჰგავს გარეულ მხეცს, რომელიც ადამიანს შეჭამს. თუ მხე

საქართველოში 25 ივნისიდან გამოიდარებს

23 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 24 ივნისს მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს, ხოლო 25-26 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 23-24 ივნისს წვიმაა მოსალოდნელი, 25-26 ივნისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფ

რუსეთში ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ ამოფრქვევა დაიწყო. „ვულკანის ზომიერად ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება. ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ფერფლის ამოტყორცნა. მიმდინარე აქტივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე“, - აღნიშნულია კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევის რეაგირების ჯგუფის განცხადებაში, რომელიც აგროვებს მონაცემებს ვულკანური აქტივობის შესახებ. კლიუჩევსკაია, რომელიც თითქმის 5 კილომეტრის სიმაღლისაა, ყველა

„ერთი ნაბიჯით მიახლოება კანდიდატის სტატუსთან“ – ფონ კრამონი გვარამიას შეწყალებაზე

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას. ფონ კრამონის შეფასებით, პრეზიდენტმა მიიღო „რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ინტერესშია პოლარიზაციის შემცირება და მართლმსაჯულებაში დომინანტი უსამართლობის შეცვლა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მწვავე უკმაყოფილე

ბერდია სიჭინავა - 2024 წლის არჩევნები უნდა იყოს პოლიტიკური კერპების მსხვრევის არჩევნები (ვიდეო)

“2024 წლის არჩევნები უნდა იყოს პოლიტიკური კერპების მსხვრევის არჩევნები. დღეს ეს ქვეყანა ორ ადამიანს ჰყავს აყვანილი პოლიტიკურ მძევლად -  ეს არის სააკაშვილი და ივანიშვილი, რაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეიქმნას, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებს უპასუხებს.“   ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 354427767_776332737378336_3618654026577099109_n.mp4

„მხარდაჭერა გვჭირდება!“ – „რუსულ კანონს” ყირგიზეთშიც იღებენ

ყირგიზეთის ხელისუფლება გეგმავს, რამდენიმე ახალი კანონი მიიღოს, რომლებიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმართულია ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობაზე და გადმოღებულია რუსეთიდან. არგუმენტები და ნორმები, რომელთა მიღებაც ყირგიზეთში სურთ, ძალიან ჰგავს საქართველოში, „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის მიღების მცდელობისას ხელისუფლების რიტორიკას „გამჭვირვალობაზე“. ახალი კანონები რეგიონის ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში ყირგიზეთი სხვადასხვა შეფასებით, შუა აზ

„არავინ იცის როდის ჩაწყდება“ - საფრთხის შემცველი ლიფტები ქალაქში

ეს მონაცემები აღწერს ბოლო რამდენიმე წელიწადში თბილისში ლიფტის ჩაწყვეტისა და მასში მყოფი მოქალაქეების დაშავების ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს. თუმცა, როგორც დედაქალაქში არსებულ ძველ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ჰყვება, ლიფტის სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის გამო მომხდარი შემთხვევები, რომლებიც ფატალურად არ სრულდება, მაგრამ მათ გადაადგილებას ხშირად რისკის შემცველად აქცევს, მათი ყოველდღიურობის ნაწილია. თბილისში მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ საბჭოთა დროინდელ ლიფტებს იყენებს. ამ ლიფტების უ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსში უკრაინის ელჩი დაითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგორ ქიზიმი ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. „გათავისუფლდეს ქიზიმ იგორ იურიევიჩი ბელარუსის რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან“, - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში. იგორ ქიზიმს ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობა 2017 წლის თებერვლიდან ეკავა. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი ბელარუსიდან გ

კელი დეგნანი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე - პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოში პოლარიზაციის შესამცირებლად

აშშ მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს საქმე პრობლემატური იყო თავიდანვე. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოში პოლარიზაციის და დაყოფის შესამცირებლად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა არ არის ქართველების დაყოფის დრო, ახლა ქართველების ერთად დგომის დროა. „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გარკვევით განაცხადა, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება. შეერთებული შტატები და სხვა პარტნიო

კახაბერ ქემოკლიძე - რეალურად ოცნებამ პრეზიდენტს მადლობა უნდა გადაუხადოს...

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ, რეალურად, "ოცნებამ პრეზიდენტს მადლობა უნდა გადაუხადოს!" მისი თქმით, გვარამიას შეწყალება პოზიტიურად “გაყიდვადია” 12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში, ასევე რომ არა პრეზიდენტის ეს შეწყალება, სტრასბურგში გვარამიას გამართლება ოცნებისთვის იქნებოდა სრული პოლიტიკური ფიასკო.    "-ოცნების უგუნურებით და აბსოლუტური არაკომპეტენტურობით

შარლ მიშელი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ და დეპოლარიზაციისკენ არსებით ნაბიჯს უწოდებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც არსებით ნაბიჯს საქართველოში დეპოლარიზაციისკენ. ამის შესახებ საქართველოს შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. განცხადების თანახმად ის, ასევე, მიესალმება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო არ შეეცდება "უცხოური გავლენის" შესახებ კანონის მიღებას. "საქართველო

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსულმა ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს, ხმელნიცკსა და სხვა ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგემ რაკეტები სტრატეგიული თვითმფრინავებიდან ისროლა. "ყურადღება! რაკეტები (სავარაუდოდ X-101/X-555) მიემართებიან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. კურსი შეიძლება შეიცვალოს. საჰაერო

გაერო-მ რუსეთი, უკრაინაში ბავშვების მკვლელობის გამო, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა

გაერო-მ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ანგარიშში, რომლის შინაარსი სააგენტოსთვის ცნობილი გახდა. Reuters-ის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა „დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა უკრაინის სკოლებსა და საავადმყოფოებზე“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოი
×
×
  • შექმენი...