Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.695
  • comments
    0
  • views
    830.326

Contributors to this blog

About this blog

Read more  

Entries in this blog

გზების დეპარტამენტი - მიწის მასის ჩამოშლის გამო, შატილის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამით მოსული ნალექის შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ipn

პრეზიდენტი - მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! - არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს - წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს

მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს - "წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში". "ამ დროს კი როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად მიეკუთვნება

ბექა ლილუაშვილის პასუხი Postv-ის შეკითხვაზე სტრასბურგის დასკვნასთან დაკავშირებით: -  ჩვენ „ოცნებას'' ბრალს ვდებთ სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის შემცველი მუხლის ამნისტირებაში (ვიდეო)

პასუხი Postv-ის შეკითხვაზე სტრასბურგის დასკვნასთან დაკავშირებით: -  ჩვენ „ოცნებას'' ბრალს ვდებთ სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის შემცველი მუხლის ამნისტირებაში. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 376552844_1025435921981870_8895332836534624443_n.mp4

ხანძარი სახელმწიფო არქივის ფილმების საცავში

8 სექტემბერს, საღამოს ხანძარი გაჩნდა სახელმწიფო არქივის ფილმების საცავში. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს კინოარქივის  პრესსამსახურმა დაუდასტურა.  პრესამსახურის ცნობით, საცავში ინახებოდა ფილმების ნიტროფუძიანი ფირები. ეს თვითაალებადი ფირებია, უცნობია განადგურდა თუ არა ყველა.  საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით ხანძარი ლოკალიზებულია. უწყება თავდაპირველად ამბობდა, რომ ეს იყო არქივის ეზოში ცალკე მდგარი შენობა, თუმცა როგორც “ნეტგაზეთს” უთხრეს, არ ფლობდნენ ინფორმაციას, ვის ეკუთვნოდა ეს შენ

ჯოზეფ ბორელი - ემოციურია იმ ადამიანების ცხოვრების ხილვა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ, უნდა დავეხმაროთ მათ, რითიც შეგვიძლია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, 15 წელია, უსაფრთხოების განცდას უზრუნველყოფს. „აქ უკვე 15 წელია, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს, ამ ზონაში, ადმინისტრაციუ

მაშველებმა გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას. გურიის რე

ბერდია სიჭინავა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს 1 გამარჯვებული - სახელმწიფო და 2 დამარცხებული - “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება”

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს 1 გამარჯვებული - სახელმწიფო და 2 დამარცხებული - “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება”., - ამის სესახებ განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ.   მისივე თქმით,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტზე განხორციელდა ჯგუფური ძალადობრივი შტურმი, რომელსაც ხელმძღვანელობდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკანორ მელია.

შსს - ორი მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს. "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მიერ, ჭაბურღილის დატბორილი ტერიტორიიდან, ორი ადამიანი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას არის გამოყვანილი.ჯამში მეხანძრე მაშველების მიერ, 13 მოქალაქე უსაფრთხო ადგილასაა გამოყვანილი, ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი პირის მიმართ სამ

ოზურგეთში, სტიქიის ზონაში, 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად, 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ სილაურში მოხუცი ქალის საცხოვრებელი სახლი წუხელ განვითარებულმა მეწყერმა მთლიანად გაანადგურა. სტიქიის დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. ცნობისთვის, წუხელ ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში პრობლემები შეიქმნა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მაშველები 3 ადამიანს ეძებდნენ, საიდანაც ორი უკვე ნაპოვნია. 1 გარდაცვლილი ბავშვია, კიდევ ერთ მოზარდს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

ბექა ლილუაშვილი - ბორელთან დღევანდელ შეხვედრას შევაფასებდი, როგორც "ოცნებისთვის" და ასევე ოპოზიციის იმ ნაწილისთვის ცივი წყლის გადავლებად, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა "ოცნების" მიერ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას

ბორელთან დღევანდელ შეხვედრას მე შევაფასებდი, როგორც ოცნებისთვის და ოპოზიციის იმ ნაწილისთვის ცივი წყლის გადავლებად, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა ოცნების მიერ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი წერს. მისი თქმით, დღეს, ოცნებამ სცადა, კვლავ გადაეტანა პასუხისმგებლობა ყველაზე, საკუთარი თავის გარდა, რაც  არ გაუვიდათ - მათ შეახსენეს, რომ მხოლოდ 3 რეკომენდაციაა შესრულებული.  

როგორ წაართვა კულტურის სამინისტრომ ფეისბუქის გვერდი მწერალთა სახლის შემოქმედებით ჯგუფს

გუშინ და დღეს მწერალთა სახლის ფეისბუქგვერდზე რამდენიმე წინააღმდეგობრივი განცხადება გამოქვეყნდა. 7 სექტემბერს მწერალთა სახლის გვერდზე გაზიარდა კულტურის სამინისტროს განცხადება, რომელშიც გაკრიტიკებული იყო მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი ნატაშა ლომოური. მოგვიანებით განცხადება წაიშალა და დაწერეს, რომ ის იყო შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური. მოგვიანებით აღნიშნული განცხადებაც წაიშალა ფეისბუქისგვერდიდან. 8 სექტემბერს მწერალთა სახლის გვერდზე ისევ გამოქვეყნდა კულტურის სამინისტროს ის განცხადება,

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირს საქართველო არც მიუტოვებია, არც მიატოვებს! - საქმეა გასაკეთებელი და დროც არის ამისთვის, გააკეთეთ! ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე საერთოდ!

გთხოვთ, არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, ასეთი რამ არასდროს იქნება მიღებული ჩემს მიერ, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია - თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ბორელმა აღნიშნა, ახლა მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს მიმართული რ

ფრენების აღდგენა, ინფორმაციის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება - გზავნილები ბორელისგან

ფრენების აღდგენარუსეთთან, ინფორმაციის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, დემოკრატიული სისტემების მნიშვნელობა – ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.

ჯოზეფ ბორელი - ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული

ამ ეტაპზე, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდგომი ნაბიჯები ევროპის გზაზე, დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჯოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრ

შსს - მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, ჯუმათის დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი პირი, ხოლო სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა. „სტიქიის ადგილზე მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები. ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილ

ანა ბუჩუკური - ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური ტყუილი "რუსთავი 2"- გან და ეს არ არის პირველი შემთხვევა

„ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური ტყუილი რუსთავი 2- გან. ეს არ არის პირველი შემთხვევა მათგან. ზუსტად რუსთავი 2 იყო, რომელმაც ვითომ „ექსკლუზიური“ ამბავი - აბსოლუტური ტყუილი გაავრცელა და იქიდან დაიწყო პროპაგანდა, თითქოს ვაშინგტონში გიორგი გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, ეს იყო დიდი ტყუილი #1, დიდი ტყუილი #2 - გიორგი გახარიას „კოკაინშიკობასთან“ დაკავშირებით და გუშინდელი დიდი ტყუილი #3, რაც ცოტა ღიმილის მომგვრელია, რადგან კადრში, ვიდეოში ჟურნალისტებთან გახარია სხვა რამეს ამბობს და რ2-მა მაგ

ლილუაშვილი - ღარიბაშვილს გააზრებული არ აქვს პასუხისმგებლობა, რომ ის პრემიერ-მინისტრია, სახელმწიფო ბიუჯეტი კი არის საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები ისევ ხალხის სარგებელისთვის და არა იმისთვის, რომ  ხელისუფლებიდან ვინმე გამდიდრდეს (ვიდეო)

"ღარიბაშვილს გააზრებული არ აქვს პასუხისმგებლობა, რომ ის არის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი. სახელმწიფო ბიუჯეტი არის საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები, იმისთვის, რომ მათვე მიიღონ სარგებელი და არა იმისთვის, რომ  ხელისუფლებიდან ვინმე გამდიდრდეს."   ბექა ლილუაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი. 372962081_143101832197109_4400962185295229762_n.mp4

მიხეილ დაუშვილი - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტზე ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი... ამ უმძიმესი დანაშაულის ორგანიზატორები და მონაწილეები, დასჯილები კი არა, ამნისტირებული არიან, ეს ყველაფერი არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტზე ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი და იქ ჩადენილი იყო კონკრეტული დანაშაულები.  მეორე, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მელია დასაკავებელი იყო და მისი დაკავების საფუძველი იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და კანონიერი და იქ არ შეიძლება, რაიმე კითხვა არსებობდეს.  მესამე, ის ფაქტი, რომ დღეს ამ უმძიმესი დანაშაულის ორგანიზატორები და მონაწილეები არათუ დაუსჯელები, რამედ ამნისტირებული არიან, ეს ყველაფერი არის „ოცნების“

ქობულეთში ადიდებულმა მდინარემ ქუჩები დატბორა

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ქალაქში გუშინ ძლიერი წვიმა იყო, ადიდდა მდინარე აჭყვა და დაიტბორა ქუჩები. რამდენიმე სოფელში კი მეწყერული პროცესები განვითარდა.    

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის გარკვეულ მონაკვეთზე უხვი ნალექის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე უხვი ნალექის გამო, მდ. ლესის წყლის ადიდების შედეგად, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ცნობით, როგორც კი აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონე დაიწევს,  მყისიერად დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს. გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენ

„კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა საჭირო“ — ბორელის მიმართვა

ჟოზეფ ბორელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის რანგში პირველად სტუმრობს საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, პარლამენტსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ბორელის თქმით, მათთან განიხილავ აქამდე მიღწეულ პროგრესს საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში და სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ გასაკეთებელ

პირმა არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოები მოიპოვა და სოცქსელში ყიდდა — საგამოძიებო სამსახური

15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების მოპოვებისა და შემდეგ სოციალურ ქსელში მათი გაყიდვის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო, მისი ნდობა მოიპოვა, გააგზავნინა ინტიმური ფოტოები და ვიდეოები, შემდეგ კი სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიში შექმნა და სხვა პირებს აღნიშნულ ფოტო-ვიდეოს თანხის სანაცვლოდ უგზავნიდა. გამოძიება დაზარალებულ

შსს - სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, საძიებო სამუშაოები გრძელდება

სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. მათივე ინფორმაციით, სტიქიის ადგილებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე

ლანჩხუთის მერი - ლანჩხუთში ერთ ბავშვს ვეძებთ, რომელიც სახლში იყო, სახლი კი სტიქიის შემდეგ მიწაში დაიმარხა, ტექნიკაც ვერ მუშაობს, ძალიან დიდი ლაფია და ტალახია - გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხიდები ფაქტობრივად მოწყვეტილია, ზღვა მდინარეს აღარ იღებს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, მის მუნიციპალიტეტში ერთ მოზარდს ეძებენ. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკა მუშაობს და მეწყერსაშიში ზონებიდან მოქალაქეები გამოჰყავთ. „მთელი ღამის განმავლობაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გადაუდებელი წვიმა იყო გუშინ, 21:00 საათზე რომ დაიწყო, არ გაჩერებულა. სამაშველო ჯგუფები ადგილზე მაქსიმალურად იყვნენ გასულები. ყველგან მუშაობდნენ, მაგრამ ფიზიკურად უძლურები იყვნენ. მეწყერმა

ბერდია სიჭინავა - ვინ გაასხვისა რაჭის ტყეები? (ვიდეო)

ვინ გაასხვისა რაჭის ტყეები?   ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 374652513_1300148120613093_6982611464863588345_n.mp4
×
×
  • შექმენი...