Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.280
  • comments
    0
  • views
    703.025

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ოზურგეთელი ფეხბურთის მსაჯი ქალბატონი, მზეკო შარაშენიძე პარიზში მიიწვიეს

24 წლის სპორტსმენი,  ოზურგეთელი  მსაჯი, მზეკო შარაშენიძე ახლა პარიზშია. მასთან ერთად არიან ქართველი მსაჯები, ელენე ელოშვილი და სოფო წულაია. ისინი,  ტურნირის ისტორიაში პირველად საქართველოდან მიწვეული იქნენ საერთაშორისო ტურნირზე,  სადაც შეჯიბრებები ტარდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში (9- დან 20 წლამდე). „მოხდა ისე, რომ 22  წლის ოზურგეთელი, მზევინარ  შარაშენიძე  უკვე გამოცდილი მსაჯია და ფიფას  წოდებაზეც   ოცნებობს.  თუმცა, მას მშობლიურ ოზურგეთში,  როგორც ფეხბურთის ფანატიკოს მსაჯს, არ იცნო

ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში, ბიჭმა, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, დაკავებულია 4 პირი. იპნ

ყოველი მეოთხე – რას ამბობენ რიცხვები ბავშვთა სიღარიბეზე

საქართველოში 16 წლამდე 230 865 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ასეთია სოციალური მომსახურების სააგენტოს ივნისის ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი ამ ასაკის ბავშვების 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემა სხვადასხვა ტიპის ბენეფიტისგან შედგება, მათ შორისაა, სოციალური შემწეობა და არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილი სოციალური შემწეობა. საარსებო შემწეობის მიღების უფლება

ნინო კირთაძე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება

რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ კინემატოგრაფისტების პროტესტის ფონზე, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს თავად რეჟისორმა დაუდასტურა. მისი თქმით, განცხადება 11 ივლისს დაწერა და 13-ში დაკმაყოფილდა. ნინო კირთაძე იყო საქართველოს წარმომადგენელი ფონდ „ევრიმაჟსა“ და „ევროპული კინო პრომოუშენში“. იგი ამ პოზიციებს ტოვებს. ევრიმაჟი არის ევროპული ფონდი, რომელიც აფინანსებს ერთობლივ კინოწარმოებებს. საქართველო ევრიმაჟის წევრ

რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა

რუსებმა შავ ზღვაში მაღალი სიზუსტის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობა გაზარდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 9-დან 11 ერთეულამდე გაზარდა, მათ შორის არის ორი რაკეტების მზიდი, რომლებსაც ერთდროულად 12 „კალიბრის“ გასროლა შეუძლია. "ოპერაციული ვითარება შეიცვალა. შავ ზღვაში უკვე 11 ხომალდია. ხმელთაშუა ზღვაში კი „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების ერთი მზიდია", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების

გახარია - საქართველო თუ არ აღმოჩნდა ცივილიზებული სამყაროს მხარეს, გამოდის, რომ ფუჭია 30 წლის განმავლობაში დაკარგული ამდენი სიცოცხლე (ვიდეო)

"ეს ომი რომ დასრულდება, ამ ზავის ნაწილი თუ არ იქნა საქართველო, საქართველო თუ არ აღმოჩნდა ცივილიზებული სამყაროს მხარეს, გამოდის, რომ ფუჭია 30 წლის განმავლობაში ამდენი დაკარგული სიცოცხლე, ამდენი დაღვრილი სისხლი, ამდენი დამოუკიდებლობისთვის გაწირული ახალგაზრდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წელს - ვინ იხდის ამის ფასს? ხალხს რას ეუბნებიან? მაშინ როდესაც უბრალოდ არაფერი რომ არ მოიმოქმედო - გაჩუმდე, ხმა არ ამოიღო, იმ ხალხის ოცნება ასრულდება." ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" თა

ანა ბუჩუკური - ბაკალავრიატის საფეხურზე სულ რეგისტრირებულია 178 450 სტუდენტი, აქედან, ფინანსური დავალიანების გამო, თითქმის 12%-ს სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული - ხელისუფლებას არ აქვს სტუდენტების პრობლემების მოგვარების არავითარი სისტემური ხედვა

მაშინ, როცა ხელისუფლება ეკონომიკური ზრდით იწონებს თავს, ეს ზრდა არ აისახება საზოგადოების მრავალ სეგმენტზე, მაგალითად - არაფერი შეცვლილა სტუდენტებისთვის. უფრო სწორად, შეიცვალა უარესობისკენ - უძრავი ქონების ფასის გაზრდის გამო, მათ ბინის ქირა გაუძვირდათ., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს. ანა ბუჩუკურის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ 800 000 ამერიკელ სტუდენტს სესხი გაუუქმა., ჩვენთან კი, ხელისუფლებას არ აქვს სტუდენტების პ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის მიმართ გლობალურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დასრულდება ომი

ომის დასრულების სიჩქარე პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის მიმართ გლობალურ მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ახლა, როდესაც ომის დასრულების სიჩქარე პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის გლობალურ მხარდაჭერაზე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ასეთი მხარდაჭერა იყოს მაქსიმალურად ინტენსიური და შინაარსიანი,“ – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ თვეში მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის

აბასთუმნის ტუბდისპანსერზე გადაღებული ფილმი “ვერცხლის გარგრის” მფლობელი გახდა

მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმი “ჯადოსნური მთა” ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის გარგრის მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუდია Opyodoc ავრცელებს. სტუდიის ცნობით, “ფილმი აბასთუმნის ტუბერკულოზის საავადმყოფოს შესახებ გვიყვება, რომლის არსებობის ერთადერთი და უკანასკნელი დოკუმენტი, დღეს სწორედ ეს ფილმია”. ”საქართველოს ხელისუფლება ცენზურას აწესებს. ქართველი კინორეჟისორები ამას თითქმის სამი კვირაა აპროტესტებენ. ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ მთა

სამხრეთ კორეის პირველმა ლედიმ უკრაინელი ბავშვები მოინახულა

15 ივლისს, უკრაინის ბავშვთა დაცვის ცენტრში, უკრაინელ მოზარდებს შეხვდნენ უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაია და სამხრეთ კორეის პირველი ლედი, კიმ კონ ჰი. როგორც უკრაინის სახალხო დამცველი, დმიტრო ლუბინეცი წერს საკუთარ ტელეგრამ არხზე, ცენტრში მისულ სტუმრებს მან მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ბავშვთა უფლებების დარღვევისა და ასევე ომის შედეგად დაღუპული და დაშავებული ბავშვების შესახებ. დმიტრო ლუბინეცის თქმით, ამ ხნის განმავლობაში, უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული მხოლოდ

სიმონიანი და სობჩაკი არაფერში გვჭირდება - პოდოლიაკი ეხმაურება ФСБ-ს განცხადებას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კომენტარს აკეთებს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც უკრაინა გეგმავდა კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის მკვლელობას. ამ ინფორმაციას პოდოლიაკი უკრაინის სატელევიზიო ეთერში, ტელემარათონის დროს გამოეხმაურა: „ისინი აბსოლუტურად არაფერში გვჭირდება. ეს ცხადია. ისინი აბსოლუტურად არაფერზე ახდენენ გავლენას“. 15 ივლისს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ი

უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 5 მიმართულებით 39 შეტაკება მოხდა

რუსული ძალები ძირითადად ხუთი მიმართულებით, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით კონცენტრირდებიან, სადაც, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წუხელ რუსები უკრაინას საზენიტო მართვადი რაკეტებით დაესხნენ თავს, თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინას Shahed-ის ორი დრონით

ეფ-ეს-ბე ირწმუნება, რომ სობჩაკის და სიმონიანის მკვლელობა აღკვეთა

რუსეთის ეფ-ეს-ბე ირწმუნება, რომ დააკავა ნეონაცისტური ორგანიზაციის წევრები, რომლებიც პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანის და ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის მკვლელობას გეგმავდნენ. მოსკოვი ტრადიციულად აცხადებს, რომ ამ დანაშაულის უკან კიევი იდგა და უკრაინის სპეცსამსახურები თვითეული მკვლელობისთვის დაკავებულებს გარკვეულ თანხას ჰპირდებოდნენ. ეფ-ეს-ბე-ს განცხადებით, დაკავებულებმა ბრალი “აღიარეს”. თუმცა გამოცემა “ინსაიდერი” ნეონაცისტურ გაერთიანებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულები

ოლექსი დანილოვი - ვილნიუსის სამიტზე ბევრი რამ მივიღეთ, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ ჩვენი ერისთვის და პრეზიდენტისთვის ესეც უდიდესი გამარჯვებაა

შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, მისი ქვეყნისთვის გამარჯვებით დასრულდება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მისმა ქვეყანამ ძალიან ბევრი მიიღო ნატო-ს ვილნიუსის სამიტიდან, ხოლო შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, მისი ქვეყნისთვის გამარჯვებით დასრულდება. „ძალიან ბევრი მივიღეთ. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ, რაც ახლა მივიღეთ, - ჩვენთვი

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს. „დღეისთვის სამშობლოში მხოლოდ 383 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება შევძელით. რუსეთის ფედერაცია ჩვენი ბავშვების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის და არაა დაინტერესებული იმაში, რომ ოჯახები ხელახლა გაერთიანდნენ“, - წერს ლუბინეცი. ლუბინეცი უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას და სამხრეთ კორეის პირველ ლედის კიმ კონ ჰის შეხვდა

კილოგრამზე 6 ლარი - ვის მოუწევს კატალიზატორის ექსპორტზე ახალი საფასურის გადახდა

შემოსავლების სამსახურმა კატალიზატორის ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების (მათ შორის, ამორტიზებული მაყუჩის ფილტრის ან/და მაყუჩის კერამიკული ფილტრის) ნარჩენის/ჯართის ექსპორტზე კილოგრამზე 6 ლარიანი საფასური დააწესა. როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალა. შესაბამისად, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ ვის მოუწევს ექსპორტზე დაწესებული ახალი საფასურის გადახდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით

მაღალი ტემპერატურის გამო იტალიის 15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა

ევროპის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა. BBC-ის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულებს იტალიის სამხრეთ რეგიონებში მიაღწია, სადაც 15 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს ქუჩაში გასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ. მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო კვირაში იტალიაში ქვეყნის ისტორიაში რეკორდული ტემპერატურა, 48.8 გრადუს ცელსიუსი დაფიქსირდება. მედიის ინფორმაციით, მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა იტალიაში, ე

ბექა ლილუაშვილი - არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების სრული მობილიზება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ოცნებამ“ ერთად ვერ შეძლონ 50%-ის აღება (ვიდეო)

”არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების სრული მობილიზება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ოცნებამ“ ერთად ვერ შეძლონ 50%-ის აღება. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი, ჩვენი მოქალაქეებისთვის.”   ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 360126813_200414903000953_6832515970818419995_n.mp4

მომდევნო 10 წელში უკრაინას 4,5 მლნ მუშახელი დასჭირდება – უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო

მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინას დამატებით 4,5 მილიონი მუშახელის მოზიდვა მოუწევს, რათა ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენა მოახერხოს. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს. სამინისტროს განცხადებით, უკრაიანაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდეც კი, ქვეყანა მუშახელის დეფიციტს განიცდიდა. თუმცა ახლა 6 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო და ამიტომ სამუშაო ძალის მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, 

ვალერი ზალუჟნი - საკუთარი ხალხის გადასარჩენად, რატომ უნდა ვეკითხებოდე ვინმეს ნებართვას, თუ რა ვაკეთო მტრის ტერიტორიაზე? - ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვკლათ მტერი, თუ პარტნიორებს თავიანთი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ

ომში მტრის მის ტერიტორიაზე მოკვლა შეიძლება და საჭიროა კიდეც, თუ პარტნიორებს თავიანთი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. გამოცემის თანახმად, ზალუჟნი ახლა საკუთარი თავის წინაშე აყენებს კითხვას: “როგორ შემცირდეს დანაკარგები? როგორ შემიძლია შევამცირო დანაკარგები?” ზალუჟნის თქმით, შეიარაღების უკმარისობის, დასავლური ავიაციის არმიწოდებისა და შორი მანძილის რაკეტების

გია ფერაძის ქალიშვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა

ამ წუთებში, ძალზე სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 39 წლის ასაკში, საბერძნეთში, გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი. ჩვენი ინფორმაციით, მარიკუნა მეგობართან იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  მარიკუნას ჰყავს ერთი ქალიშვილი, ირინა.  ttimes.ge

იაპონიაში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ

იაპონიის პოლიცია საქართველოს ელჩზე თემურ ლეჟავაზე შესაძლო თავდასხმას იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ლეჟავას მძღოლმა პარასკევს შუადღეს პოლიციას დაურეკა და განაცხადა, რომ საქართველოს საელჩოსთან მამაკაცმა მას საყელოში სტაცა ხელი. მედიას პოლიციისა და საელჩოს მძღოლის სიტყვები მოჰყავს, რომ აღნიშნულმა მამაკაცმა ელჩის მანქანის წინ საკუთარი მანქანა გააჩერა და მძღოლის მხრიდან კარი გააღო. ლეჟავას “ტვიტერ” პროფილზე გამოქვ

რუსეთში, ურალის ატომური სადგურის პერსონალი ევაკუირებულია

ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში სვერდლოვსკის რეგიონში, ურანის გამდიდრების ცეხში ბირთვული საწვავის ცილინდრის ჰერმეტიზაცია დაირღვა. მომხდარის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა, პერსონალი ევაკუირებულია. ქარხნის მფლობელი სახელმწიფო კორპორაცია „როსტომი“ აცხადებს, რომ ინციდენტი ლოკალიზებულია, მოსახლეობას რისკებს არ უქმნის და ცეხი გაწმენდილია. სააგენტო „რია ნოვოსტი“ ერთი გარდაცვლილის შესახებ იუწყება და მის სახელსა და თანამდებობას არ ასახელებს. „როსატომი“ კი, ამ ადამიანს „

საქართველოში არსებობს პედოფილების რეესტრი – რა ხდება შსს-ს ბაზაში მოხვედრის შემდეგ?

„სტატისტიკას ვერ გეტყვით, როგორ მუშაობს, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერს, მით უმეტეს საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც განვითარებადი დემოკრატიაა და არა კონსოლიდირებული დემოკრატია, დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნებას: როდესაც საკითხი არის პრიორიტეტული ხელმძღვანელი პირისთვის, ის საქმე კეთდება,“ – მიიჩნევს ანა ბუჩუკური, პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. მას ვესაუბრეთ 2020 წელს მიღებულ კანონზე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძ

პენტაგონი უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას ადასტურებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალა უკვე მიიღო. ”ამ დროისთვის, კასეტური საბრძოლო მასალები მართლაც ჩასულია უკრაინაში”, - განაცხადა გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა. ამასთან, ამერიკელ გენერალს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენეს თუ არა უკრაინელმა ჯარისკაცებმა მიღებული კასეტური საბრძოლო მასალა. შეგახსენებთ, მანამდე, ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ტავრიას“ მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნ
×
×
  • შექმენი...