Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.280
  • comments
    0
  • views
    703.053

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას - ახლა არა, ახლა ომია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალი და ეს სიგნალი ახლა გვჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ზუსტად ახლა სჭირდება მკაფიო სიგნალი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მომავალი წევრობის შესახებ. მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტი შეიძლება გახდეს ისეთი, რომელიც სჭირდება უკრაინას, თვით ალიანს და გლობალურ უსაფრთხოებას. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის პოზიციის მიუხედავად, უკრაინა იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას. „უკრაინა ვილნიუსის სამიტის მოლოდინშია. ეს სამიტი შეიძლება გახდეს ზუსტად ისეთი, რაც სჭირდება

უამინდობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. აეროპორტის ცნობით, მუშაობა, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07:00 საათამდე შეწყდება. აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა. "უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის ს

წყლის გასაწმენდად განკუთვნილი ნახევარი მილიონი მიითვისა "ხელვაჩაურის წყალკანალის" დირექტორმა - პროკურატურა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო "ხელვაჩაურის წყალკანალის" ყოფილი დირექტორი და მას დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება "ხელვაჩაურის წყალკანალის" დირექტორს ედავებოდა 2019-2021 წლებში წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხის, ჯამში მილიონ ლარზე მეტის, მითვისებას. დავით მიქელაძე 2022 წლის 17 ოქტ

ავტოავარია თბილისში — დაშავდა 1 ადამიანი

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 10 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ჩააქრეს. ავარიის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება. მუხლი, ჯერჯერობით, დაუზუსტებელია. ავტოსაგზაო შემთ

ოლაფ შოლცი - შვედეთი ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თურქეთის ევროკავშირში წევრობა კი არ არის ამ საკითხთან დაკავშირებული, ამიტომ ამ ორი თემის ერთად განხილვა სწორად არ მიმაჩნია

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, თურქეთის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არ არის დაკავშირებული ნატოში შვედეთის წევრობასთან. „შვედეთი ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თურქეთის ევროკავშირში წევრობა კი არ არის ამ საკითხთან დაკავშირებული, ამიტომ ამ ორი საკითხის ერთად განხილვა სწორად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთი ნატოში შვედეთის გ

სოფელ ჩალაუბანში 80 წლის ქმარმა 70 წლამდე ცოლი მოკლა

კახეთში მკვლელობა მოხდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, 80 წლის ქმარმა 70 წლამდე მეუღლე, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ქალი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილის მეზობლებს დეტალებზე საუბარი უჭირთ. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ხანდაზმული წინასწარი

გიტანას ნაუსედა - უკრაინისთვის, რომელიც თითქმის წელიწადნახევარია რუს მონსტრს გმირულად ებრძვის, ნატოში წევრობა არ უნდა გახდეს ჰორიზონტი, რომელსაც, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გშორდება - ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის “აბსოლუტურად დარწმუნებულია“ იმაში, რომ ვილნიუსის სამიტზე ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე „ერთობა და მძლავრი გზავნილი“ იქნება. ასევე, მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე ალიანსში შვედეთის გაწევრიანების საკითხზე თურქეთსა და შვედეთის შორის არსებული უთანხმოების მოგვარება არის დაგეგმილი. „შვედეთმა თურქეთთან ადრე შეთანხმებული პირობები მკაფიოდ შეასრულა და იმედი გვაქვს, რომ ანკარის თავშეკავება ამ საკითხში დაძლეული იქნება“, - გან

ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამიტის მეორე დღეს, 12 ივლისს დაგეგმილია ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია. მანამდე ვილნიუსის სამიტში ზელენსკის მონაწილეობა საეჭვო იყო, რადგან უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა მონაწილეობაზე, თუ იქ რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმებოდა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ბერდია სიჭინავა - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური კორუფციის ჭაობში ჩაძირული ხელისუფლების მიერ ზარზეიმით გახსნილ შადრევანში პატარა გოგონა დაიღუპა და ამაზე - პოლიტიკური, ან ადამიანური პასუხისმგებლობა, დღემდე არავის უგრძვნია

ყველას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური კორუფციის ჭაობში ჩაძირული ხელისუფლების მიერ ზარზეიმით გახსნილ შადრევანში პატარა გოგონა დაიღუპა და ამაზე არათუ პოლიტიკური, ადამიანური პასუხისმგებლობაც დღემდე არავის უგრძვნია!, - ამის შესახებ სოოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს.  როგორც სიჭინავა აღნიშნავს, ამ ქვეყანაში, სამართალიც ელიტურია და "მხოლოდ ივანიშვილს და ელიტურ ოჯახებს ემსახურება".    "ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელი გადაწ

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 8 პირს პატიმრობა მიუსაჯეს, 1 - გამართლდა

თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმით 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ბრალდებულიდან 8-ს პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დღეს, 10 ივლისს, გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებ

ნათია მეზვრიშვილი - ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა, ბრალდებულები ციხეში გაუშვეს, მაგრამ მართლმსაჯულება არ აღსრულებულა - კორუფციისთვის არავინ დასჯილა

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - ბრალდებულები ციხეში გაუშვეს, მაგრამ მართლმსაჯულება არ აღსრულებულა - სიკვდილის რისკები ისევ სახეზეა იმიტომ, რომ ელიტური კორუფციისთვის, რამაც რეალურად ბავშვის სიკვდილი გამოიწვია, არავინ დასჯილა; მერიაში კორუფცია გრძელდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის - ელიტური, პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრა პრიორიტეტს არ წარმოადგენს, რასაც არც მალავე

ძლიერმა წვიმამ აფხაზეთში სახლები დატბორა, დააზიანა გზები და რკინიგზა

აფხაზეთში, გაგრაში 8-9 ივნისს ძლიერმა წვიმამ გაგრაში 800-მდე სახლი დატბორა. როგორც აფხაზური მედია წერს სტიქიის შედეგებს ადგილობრივი საგანგებო სიტუაციათა სამსახური ამ დრომდე ებრძვის – მაშველები შენობებში დაგროვებულ წყალს ტუმბავენ. უწყების ოფიციალური ცნობითვე, სტიქიამ როგორც კერძო სახლები, ასევე მაღალსართულიანი სახლები და ქუჩები დატბორა. ასევე, ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა გზები, რკინიგზის ლიანდაგი და 250-მდე ავტომობილი. დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადებით, ძლიერმა წვიმამ, საერთო

ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას რუსებმა ორეხოვო დაბომბეს, დაიღუპა 4 ადამიანი

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ორეხოვოში, ჰუმანიტარული დარიგების დახმარების პუნქტთან მართვადი ავიაბომბა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი – განაცხადა ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური მალაშკომ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 11 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო სამძებრო სამუშაოები გრძელდება, ვინაიდან ნანგრევების ქვეშ ადამიანები შეიძლება იყვნენ მოყოლილნი.

იუსტიციის საბჭოს სსიპ ორნახევარი მილიონის მანქანებს ყიდულობს

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ავტომანქანების შესაძენად ტენდერს აცხადებს. ტენდერის ღირებულება 2 485 740 ლარია. საბჭოს 34 ავტომობილის შეძენა სურს. შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2023 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. იუსტიციის საბჭოსთვის მანქანის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს, ელშუსებით, კ

საქართველოს მთავრობას არ სურს ან არ შეუძლია დაიცვას პრაიდის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებები - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქრატველოს ხლეისუფებას არ სურს ან არ სეუძლია დაიცვას კონსტიტუციური უფლებები. „ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა კიდევ ერთხელ, ძალადობრივად დაარღვიეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში. საქართველოს მთავრობასა და პოლიციას კიდევ ერთხელ არ სურთ ან არ შეუძლიათ დაიცვან პრაიდის მონაწილეების კონსტიტუციური უფლებები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისუსტის ნიშანია” – წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე. გუშინ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზები

ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება მოხდეს

არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია, ვინც შეიძლება ასეთ ამბოხებას მხარი დაუჭიროს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ პუტინის რეჟიმის სისუსტე გამოავლინა. "ის პოლიტიკური ფიგურა გახდა. რატომ გაჩერდა? ზუსტად არ ვიცი. მათ თავად გადაწყვიტეს შეჩერებულიყვნენ. პუტინს არ აქვს სამხედრო ძალ

ბექა ლილუაშვილი - თუკი დადასტურდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დროს უმრავლესობა სხდომათა დარბაზში არ იყო, ეს უმძიმესი პასუხისმგებლობის საკითხი იქნება და კენჭისყრის შედეგები უნდა ანულირდეს

თუკი დადასტურდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დროს უმრავლესობა სხდომათა დარბაზში არ იყო, ეს უმძიმესი პასუხისმგებლობის საკითხი იქნება და კენჭისყრის შედეგები უნდა ანულირდეს , - ასეთია “საქართველოსთვის" დეპუტატის ბექა ლილუაშვილის პოზიცია. როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, ძალიან საეჭვო იყო, რომ როცა პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრის შედეგები გამოცხადდა და ამ შედეგზე ეჭვი გაჩნდა, უმრავლესობის წევრები ადგილიდან უცბად წამოიშალნენ და დარბაზიდან გავიდნენ. ლილუაშვილის თქმით, არ არის გამ

უკრაინის გენშტაბი - მძიმე ბრძოლები ოთხი მიმართულებით გრძელდება, რუსებს და უკრაინელებს შორის 30-მდე შეტაკება მოხდა

უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. გენშტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. „მძიმე ბრძოლები გრძელდება. ამ მიმართულებებით, დღე-ღამის განმავლობაში, 30-მდე შეტაკება მოხდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები ბახმუტის მიმა

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაკეტვა, შესაძლოა, გადავადდეს

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაკეტვა, შესაძლოა, გადავადდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ვარკეთილის მეტროსადგურის დაკეტვასთან დაკავშირებით თბილისის მერია კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ზუსტი ვადები ცნობილი მოგვიანებით გახდება. ცნობისთვის, თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „ვარკეთილი“, რეაბილიტაციის გამო, 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში უნდა დაკეტილიყო. სავარაუდო თარ

უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალი - უკრაინული ძალები ბახმუტის მახლობლად წინსვლას აგრძელებენ

უკრაინული ძალები ქალაქ ბახმუტის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ Telegram-ზე განაცხადა. „თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას და მტერი ხაფანგშია“, - აღნიშნა მან. 8 ივლისს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა „სტაბილურად მიაღწიეს ქალაქის როგორც ჩრდილოეთს, ასევე სამხრეთს“. ipn

ხულო "საქართველოსთვის" - ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირადი თუ კორუფციული ინტერესებიდან გამოდინარე გადაწყვიტა ცენტრალური გზის მიმდებარედ თავისუფალი ტერიტორიის მოწესრიგება (ფოტოები)

"წარმოგიდგენთ ხულოს მუნიციპალიტეტის დაბის ე.წ ქვედა ცენტრის ტერიტორიას, სადაც არის ხულო- ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირადი თუ კორუფციული ინტერესებიდან გამოდინარე გადაწყვიტა ცენტრალური გზის მიმდებარედ თავისუფალი ტერიტორიის მოწესრიგება. აღნისნულთან დაკავშირებით 2021 წელს გამოცხადდა ელ. ტენდერი, რომლის საფასურს შეადგენდა მილონ 57000 ლარი. ხოლო ელ. ტენდერის დასრულების შემდგომ მეწარმესთან ხეშეკრულება გაფორმდა ჯამში 948386 ლარზე."

დმიტრო კულება - შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ვილნიუსის სამიტის შემდეგ ნატო-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის შესახებ გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე შეთანხმებულია. კულებამ სოციალურ ქსელ Threads-ში დაწერა, რომ მიუხედავად ყველა სკეპტიკოსისა და ოპონენტისა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში უკრაინა წინ მიიწევს. "უკვე შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისა და ნატო-სთვის. სამიტის შემდეგ ალიანსისკენ ჩვენი გზა აუცილებლად შემოკლდება და ეს არის ძალიან მნი

მულახში მანქანა მდინარეში გადავარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც, მანქანა მდინარეში გადავარდა. დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს. იპნ

გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენა დაამტკიცა

გერმანიის პარლამენტმა Panzerhaubitze 2000-ის თვითმავალი ჰაუბიცებისთვის, Leopard 2-ის ტანკებისთვის და Puma-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის საბრძოლი მასალის შეძენას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საბრძოლო მასალის შეძენა გათვალისწინებულია როგორც ბუნდესვერის, ასევე უკრაინის საჭიროებისთვის. "რუსეთის ფედერაციის თავდასხმამ უკრაინაზე მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს აუცილებელს

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი - ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია

უკრაინაში, ომის 500 დღის განმავლობაში, რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული. "500 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსი სამხედროები აპირებდნენ კიევის აღებას სამ დღეში, მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერცერთ დასახულ მიზანს უკრაინაში", - ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინელების მტკიცე და ოსტატურმა წინააღმდეგობამ შეაჩერა რუსეთის მრავალი შეტევა, მა
×
×
  • შექმენი...