საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ხალხისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსშიც, მოლდოვაშიც, საქართველოშიც. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „ლიეტუველი ძმები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჩემპიონები არიან“ უკრაინის უფლების დაცვაში, რომ თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი - ისეთი, რომელიც თავისუფალია.
„ ვინც უფროსები ხართ, სხვებზე უკეთ იცით, თუ რამდენად ძვირფასია უფლება, თავად განსაზღვრო საკუ
გოგა რაზმაძე 12 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. 20 წლის იყო საპატრულო პოლიციელის ფორმა რომ ჩაიცვა. 2018 წლიდან კი როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში შეიქმნა, გოგა რაზმაძე, კონკურსის გავლის შემდეგ, ამ დეპარტამენტის თანამშრომელი გახდა.
ის დღესაც დეპარტამენტის თანამშრომელია, უფრო ზუსტად კი დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსი. თუმცა, კიდევ რამდენ ხანს დარჩება ის შინაგან საქმეთა სამინისტროშ
- ხელისუფლება, რომელიც მზად არის ერთი ადამიანის ინტერესისთვის ქვეყნის ევროპული მომავალი სასწორზე დადოს, ყველაფრის მკადრებელია.
- ოცნებამ გადალახა, მათ შორის, ის ზღვარიც, რითაც ის ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავდებოდა - ხელისუფლებაში მოსვლისას მისთვის მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა იყო და ახლა ვხედავთ ადამიანების ჩაგვრას, ძალადობას, მოქალაქეების ერთმანეთზე გადაკიდებას.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე
347557499_629582912458289_236537544867093
რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, უკრაინის მომავალი რომ ნატოშია და ამ ქვეყნის გზა გასცდა გაწევრების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, - ამის შესახებ ვილნიუსის ნატოს სამიტის კომუნიკეშია ნათქვამი. ამასთან, ერთი შეხედვით, ადგილიდან დაიძრა ევროკავშირში თურქეთის გაწევრების საკითხიც. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთისა და შვედეთის ლიდერებს შორის ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ერდოღანი თანახმაა, შვედეთის ნატო-ში გაწევრების განაცხადს მხარი დ
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში, „მთავარი არხის“ დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან და სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ლექსმანმა აღნიშნა, საქართველოში ღრმა პოლარიზაციაა.
„ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მეგობრები და გვიხარია, რომ ნიკა გვარამია დღეს ჩვენ გვერდით არის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს დავეხმაროთ გახდეს ევროკავშირის წევრი და გახ
ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.
„გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას.
ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.
არჩევანი ჩვე
ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გავცვლით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, თითქოს აშშ და გერმანია განზრახ არიდებენ თავს უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მკაფიო დროის ჩარჩოს მიწოდებას იმ შემთხვევისთვის, თუ სამომავლოდ წევრობის საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების საგანი გახდება.
ნიდერლანდები დამატებით 8 მილიონ ევროს გამოყოფს ნატოს ფონდისთვის, რომლიდანაც მათ შორის საქართველოც მიიღებს დახმარებას. ამის შესახებ ალიანსის ვილნიუსის სამიტზე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსკოვი აქტიურად ცდილობს ჩაერიოს იმ სამი ქვეყნის [საქართველო, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცოგოვინა] შიდა საქმეებში, ვინც ზემოთ ხსენებული ფონდიდან დახმარებას მიიღებს. ეს დახმარება მოიაზრებს მომარაგებას დრონების საწინააღმდეგო სისტემებით, კიბერუსაფრთხოების გაუმჯე
„დიდი შვიდეულის“ წევრები უკრაინას უსაფრთხოების განმტკიცებაში დაეხმარებიან. როგორც ამ ქვეყნებისა და უკრაინის ლიდერების პრესკონფერენციაზე ითქვა, დახმარება მოიაზრებს თითოეული ქვეყნის ორმხრივ შეთანხმებას კიევთან.
„შვიდეულის“ წევრები მოუწოდებენ სხვა მსურველ ქვეყნებსაც, მათაც დადონ მსგავსი შეთანხმებები უკრაინასთან.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამ გარანტიების ფარგლებში უკრაინა მიიღებს თანამედროვე საჰაერო, სამხედრო და საზღვაო სამხედრო ტექნიკას. „შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინ
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ინფორმირებულია შსს-ს თანამშრომლის საჯარო განცხადების შესახებ, რომელშიც გოგა რაზმაძე მის მიმართ ზეწოლაზე საუბრობს.
მისივე თქმით, რაზმაძემ მას პირადად მიმართა და სახალხო დამცველის აპარატმა მოკვლევა დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გოგა რაზმაძე სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ამის შესახებ მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა Facebook-ზე.
გოგა რაზმაძე ამბობს, რომ შსს-ს ადამიანი
ეროვნული კინოცენტრიდან მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველზე კიდევ ორი თანამშრომელი, დავით დავითიანი ლევან აბდუშელიშვილი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ორივე მათგანმა თავადვე გაავრცელეს facebook პოსტით.
როგორც დავით დავითიანმა „პუბლიკას“ უთხრა მათ გარდა კიდევ 3 თანამშრომელია გათავისუფლებული, თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.
11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა.
რეორგანიზაციის შედეგად შტატი გაუქმებულ
“ადამიანის უფლებების დაცვა აღარ არის პრიორიტეტი ხელისუფლებისთვის, გამქრალია პოლიტიკური დღის წესრიგიდან.
სახელმწიფო ერთი ხელით ატყუებდა საზოგადოებას, რომ დაიცავდა, მეორე ხელით კი ძალადობას აორგანიზებდა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთს დააპირისპიროს.”
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე
358564018_662240105368823_3791000711391891317_n.mp4
გორელმა დავით კლდიაშვილმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო.
ოლიმპიადა ,,IMO-2023'' იაპონიაში იმართება, დაიწყო 2 ივლისს და დამთავრდება 13 ივლისს.
ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ მათემატიკური საერთაშორისო ოლიმპიადა უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც აერთიანებს ყველაზე ნათელ ახალგაზრდა გონებას მთელი მსოფლიოდან. ოლიმპიადა წარმოადგენს მრავალწლიანი მათემატიკური ძალისხმევისა და პრობლემების გადაჭრის ასობით მცდელობის კულმინაციას.
,,ვიმედოვნებთ, რომ ყველა მონა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის გამშვებ დანადგარებს და რაკეტებს მიაწვდის. აღნიშნული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები ძალზედ მნიშვნელოვანია რუსეთის ტერორისგან დაცვისთვის და ასევე, საუკეთესო სიგნალია იმის შესახებ, რომ ევროპა უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის სივრცედ დარჩება.
„მადლობას ვუხდი გერმანიას უკრაინის მ
ბათუმში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანში” აცხადებენ, რომ მოზარდს ექსპერტიზა თბილისში უტარდება.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ამბობს, მომხდარის შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო, რის შემდეგაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს.
თიკო აბაშიძის თქმით, 13 წლის გოგონა ბებიასთან ერთად ცხოვრობდა და მასზე სოციალური სამსახური მონიტორინგს ახორციელებდა.
„აღნიშნული მოზარდის კლასის ხელმძღვანელმა გ
რა საჭიროა გარემოსდაცვითი განათლება?
რუსუდან თევზაძე - პარტია #საქართველოსთვის განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტი
"მწვანე ზონა"
10000000_291400693261172_5610078392353772858_n.mp4
"მეჩვენება, რომ აღმოსავლეთის გაფართოვებისკენ მიმავალი გეოპოლიტიკური ქარავანი მიდის და საქართველო რჩება სადღაც სამხრეთ კავკასიურ უდაბნოში, რომელიც გამომდინარეობს ამ არ გამოყენებული გეოპოლიტიკური შესაძლებლობებიდან.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი
358600169_309617614751219_3862484031219318498_n.mp4
ი
გაერთიანებული სამეფო უკრაინას 64.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს, რომელიც აღჭურვილობის შეკეთებისა და უკრაინაში სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად იქნება განკუთვნილი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი ტრანშის ფარგლებში, რომელსაც ნატო-ს სამიტზე განიხილავენ, გაერთიანებული სამეფო და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უზრუნველყოფენ Challenger 2-სთვის ათასობით დამატებით საბრძოლო მასალას და 70-ზე მეტ საბრძოლო და ლოგისტიკურ მანქანა
რუსეთმა უკრაინაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ მიიტანა იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას ირანული წარმოების 15 დამრტყმელი დრონით შეუტიეს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან (კურსკი). საჰაერო ძალების ცენტრალური და აღმოსავლეთის სარდლობების პასუხისმგებლობის ზონაში განადგურებულია 11 დრონი. ჯერჯერობით უცნობია 4 უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგები.
დრონებით წუხანდელი შეტევის ერთ-ერთი სამიზნ
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ დავით სერგეენკოს, რომელიც სხდომებს ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ არ დასწრებია, დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება. საკითხი განსახილველად შეტანილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 14 ივლისის სხდომის დღის წესრიგში.
რამდენიმე თვის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლებიც სა
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის გაწევრიანება როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ამ ქვეყნისგან სიღრმისეულ შიდა გარდაქმნას, ინსტიტუტების და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას მოითხოვს და ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს ოფიციალურ კიევს იმაში, რომ ალიანსში გაწევრიანების გზა, რაც შეიძლება მალე გაიაროს.
მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა იმისთვის, რომ უკრაინის სურვილი გახდეს არამარტო ევროკავშირის, არამედ ნატოს წევრი ქვეყანა, ასრულდეს.
„ჩვენ გვაქვს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას მხარს უჭერს და მზად არის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა მიიღოს.
მისივე თქმით, ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ნატო-სთან კოორდინირებით უსაფრთხოების გარანტი გახდეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ერთად ვიყოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ევროკავშირსა და ნატო-ს შორის ჩინებული თანამ
ვილნიუსში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი იმართება. სამიტი ხვალ დასრულდება, მაგრამ ძირითად საკითხებზე მოკავშირეები დღეს უკვე საუბრობენ, დღესვე გამოქვეყნდა კომუნიკე, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. თუმცა ვილნიუსის სამიტზე ცენტრალური ადგილი უკრაინის საკითხს ეკავა.
უკრაინის გზა ალიანსის წევრობამდე
კიევმა გასულ წელს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრება მოითხოვა და განაცხადი შეიტანა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტამდე რამდენჯერმე განაცხადა
NATO-ს ვილნიუსის სამიტზე ალიანსის ტრადიციული კომუნიკე გამოქვყენდა. კომუნიკე მოკავშირეების ერთობლივი დოკუმენტია, რომელიც NATO-ს მიმდინარე პოლიტიკას ეხება არაერთი მიმართულებით. 2023 წლის სამიტზე შექმნილ კომუნიკეში საუბარია საქართველოს შესახებაც. ალიანსის წევრები კიდევ ერთხელ გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთს, რომ მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება უკან წაიღოს და გაიყვანოს თავისი ჯარი.
კომუნიკეში ალიანსის წევრები კიდევ ერთხელ ახსენებენ
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში უკრაინულმა ძალებმა დაბომბეს სასტუმრო „დიუნა“, რომელშიც, ბერდიანსკის ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, განთავსებულნი იყვნენ რუსული სამხედრო ძალების ხელმძღვანელები.
უკრაინის გარდა, ბერდიანსკში ერთ-ერთი ობიექტის დაბომბვაზე საუბრობს რუსი სამხედრო კორესპონდენტი ვლადიმერ როგოვი. იგი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელ შენობას მოხვდა ჭურვი.
ბერდიანსკის ლეგიტიმური ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე, შენობა „ფაქტობრივად მიწასთანაა გასწორებული“.