Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.280
  • comments
    0
  • views
    702.995

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი - უმკაცრესად ვგმობ თავდასხმას ოდესაზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევა

ოდესაზე და მის მშვიდობიან მცხოვრებლებზე თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა. ზურაბიშვილის თქმით, ოდესაზე თავდასხმა არის რუსეთის მორიგი სამხედრო დანაშაული. „რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული, უმკაცრესად ვგმობ თავდასხმას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე – ოდესაზე და მის მშვიდობიან მცხოვრებლებზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დ

ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ ოდესის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო ტერორი წარმოადგენს „მარცვლეულის დერეფნის“ აღდგენის განეიტრალების მცდელობას

უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი მიიჩნევს, რომ ოდესის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო ტერორი წარმოადგენს „მარცვლეულის დერეფნის“ აღდგენის განეიტრალების მცდელობას. მისი თქმით, უკრაინა აცნობიერებს რუსეთის გეგმას და შესაბამისი რეაგირება ექნება. ამის შესახებ დანილოვმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „რუსების მიერ ოდესასა და რეგიონზე სარაკეტო თავდასხმების მთავარი მიზანი არის შავ ზღვაზე უკრაინის გასასვლელის სრული იზოლირების მცდელობა, ხოლო დაშინე

ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათივე თქმით, მამაკაცი ერთ-ერთი სასტუმროს 22-ე სართულიდან გადმოვარდა. იგი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. იპნ

14 მილიონს ვხარჯავთ მარკეტინგში, 100 მილიონზე მეტს, რომ უხარისხო ყურძენი გამოვუშვათ - სამანიშვილი სუბსიდირებაზე

ავტორი:ელენე გოგბერაშვილი „14 მილიონს მარკეტინგში ვხარჯავთ იმისთვის, რომ გაიზარდოს ღვინის ცნობადობა, ხარისხი, გაყიდვები წინ წავიდეს, 100 მილიონზე მეტს ვხარჯავთ იმაში, რომ გამოვუშვათ უხარისხო ყურძენი და გამოვიდეს წყალ-წყალა ღვინოები“,-ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მეღვინეობის ექსპერტმა გიორგი სამანიშვილმა რედაქტ2-თან ინტერვიუში რთველის სუბსიდირებაზე საუბრისას განაცხადა. მთავრობა რთველს სავარაუდოდ წელსაც დაასუბსიდირებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვე

ოდესაზე რუსეთის იერიშს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი ხელისუფალნი და პოლიცია იუწყებიან. ოდესის გუბერნატორის, ოლეჰ კიპერის თანახმად, 22 ივლისის ღამით განხორციელებული დაბომბვის შემდეგ, საავადმყოფოებში 14 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, 4 ბავშვი. კიპერის ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები. დაბომბვის შედეგად ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარიც დაზიანდა. ე

„ევროპის ისტორიის ახალი თავი დღეს უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში იწერება“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა, რომ უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება. ევროკომისიის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდო გადასცეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი - ოდესის გამო რუსი ტერორისტების წინააღმდეგ შურს აუცილებლად ვიძიებთ - ისინი ამ შურისძიებას იგრძნობენ

რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი კორპუსების, საკათედრო ტაძრის წინააღმდეგ - რუსული ბოროტების გამართლება არ შეიძლება. როგორც ყოველთვის, ეს ბოროტება წააგებს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. მისი თქმით, ამ თავდასხმებისთვის უკრაინა აუცილებლად შურს იძიებს. „ოდესის გამო რუსი ტერორისტების წინააღმდეგ შურს აუცილებლად ვიძიებთ. ისინი იგრძნობენ ამ შურისძიებას. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ეხმარება ხალხს და ყვე

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი - ბიუროკრატიაში გაწელილი დრო ძალიან საგანგაშოა, დაპირება და მისი შესრულება ერთმანეთს არ ემთხვევა - ორშაბათს ბრიფინგს გავმართავთ, სადაც სამომავლო გეგმას გამოვაცხადებთ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის მხრიდან არაკონსტრუქციულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამუშაო პროცესი ნდობას კარგავს. მშობლების ინფორმაციით, ორშაბათს ბრიფინგს გამართავენ და სახელმწიფოს მედიკამენტ „ვოზორიტიდის“ შემოტანისთვის კონკრეტულ ვადას დაუსახელებენ. როგორც აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედამ, მაკუნა გოჩიაშვილმა „პალიტრანიუსთან“ აღნიშნა, მედიკამენტის შემოტანის პროტოკოლი 15-დან 20-ივნისამდე უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა ის დღემდე არ დამტკიცებულა. მ

ვოლოდიმირ ზელენსკი - თანამშრომლობის ახალ, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს დონეზე გადავედით - სტოლტენბერგს წინადადებით მივმართე დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ საბჭო და უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება

შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კიევი ნატო-უკრაინას საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოვიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ბატონ სტოლტენბერგთან მარცვლეული დერეფნის განბლოკვისთვისა და მყარი მუშაობისთვის ჩვენი ნაბიჯები განვიხილეთ. ჩვენს თანამშრომლობაში ახალ, უმაღლეს დონეზე გადავედით - „უკრაინა-ნატოს” საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შესაძლოა იმუშაოს. იენსს [სტოლტენბერგს] წინადადებით მივმართე დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ ასეთი საბჭო შესა

პოლონეთში რუსეთის ელჩი დაიბარეს „სტალინის ნაჩუქარ მიწებზე“ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადების გამო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბოლო განცხადებების შემდეგ დაიბარა რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი. ამის შესახებ პოლონეთის პრეს-სააგენტო იტყობინება. სააგენტო ციტირებს მინისტრის მოადგილეს პაველ იაბლონსკის, რომელმაც რუსი დიპლომატის დაბარების მიზეზად დაასახელა კრემლის თავკაცის „პროვოკაციული განცხადებები“ და „რუსეთის ფედერაციის სხვა არამეგობრული ქმედებები პოლონეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ“. იაბლონსკის თქმით, შეხვედრა ხანმოკლე იყო,

უკრაინაში დაიღუპა რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი

უკრაინაში რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი დაიღუპა. ინფორმაცია შაბათს თავად სააგენტომ გაავრცელა და დაწერა, რომ ჟურავლიოვი გარდაიცვალა „უკრაინული დაბომბვის დროს“, ის მანქანით გადაადგილდებოდა ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ვასილიევკიდან სოფელ ვლადიმიროვკისკენ, სააგენტოს ცნობით, დაიჭრა მათი ფოტოჟურნალისტი კონსტანტინ მიხალჩევსკიც. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, დაშავებულები არიან „იზვესტიის“ კორესპონდენტი რომან პოლშაკოვ

ოდესის დაბომბვისას ჭურვი მოხვდა ფერიცვალების ტაძარს

23 ივლისს გამთენიისას რუსეთის არმიამ ოდესას შეუტია. ამის შესახებ იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი. რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი. გამოცემა "დუმსკაია" წერს, რომ ჭურვი მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე ფერიცვალების ტაძარს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა.   პირველი აფეთქებები დაახლოებით ღამის 1 საათზე დაფიქსირდა. ხელისუფლებამ მოსახლეო

ბერდია სიჭინავა - ეს პოლიტიკური გაერთიანებების ისტერიული კამპანია არის ფარისევლობა, პოლიტიკოსების ტრადიციული უნებისყოფობა და სიყალბე, რომელიც აუცილებლად დასრულდება ერთმანეთის ტალახში გორაობით

არჩევნებამდე როცა წელიწადზე მეტია დარჩენილი, ეს პოლიტიკური გაერთიანებების ისტერიული კამპანია არის ფარისევლობა, პოლიტიკოსების ტრადიციული უნებისყოფობა და სიყალბე, რომელიც აუცილებლად დასრულდება სამარცხვინო შედეგებით, ერთმანეთის ტალახში გორაობით და გინებით, რაც გახარიას გუნდის ესთეტიკა არასდროს ყოფილა, რაშიც არასდროს მიგვიღია და მივიღებთ მონაწილეობას!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს.   მისივე განმარტებით, პოლიტიკური

ჩვენი ღვინო ჩინეთის უბნის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში – ქართული ღვინის ახალი ეტაპი

ამიერიდან, როცა ჩინეთში მოხვდებით, შანხაიში, პეკინსა თუ სხვა დიდ ქალაქში, უბნის ჩვეულებრივ, ქსელურ მარკეტში დაგხვდებათ ქართული ღვინო „რანინა“. დუგლაძეების ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული ეს ღვინო მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე რომ მოხვედრილიყო დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული. Georgian Wine Network-ი კოორდინაციას უწევს ქართული ღვინის რამდენიმე კომპანიის საქმიანობას ჩინეთში. ორგანიზაცია ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ყველაზე მნიშვნელოვანი პრომოუტერია, რომელიც მრავალრიცხოვან შეხვედრებს, საღამოებს, გ

ანა ბუჩუკური - ჩვენს გუნდს არ სჭირდება 50%, იმისთვის, რომ „ოცნება“ ოპოზიციაში გაუშვას და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცეს ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა - ჩვენ ეს დავადასტურეთ მუნიციპალიტეტების დონეზე (ვიდეო)

“ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ოცნებასთან“ რაიმე ტიპის თანამშრომლობა. 2021 წლის არჩევნების შედეგებით, ანუ ფაქტებით გვაქვს დადასტურებული, რომ ჩვენს გუნდს არ სჭირდება 50%, იმისთვის, რომ „ოცნება“ ოპოზიციაში გაუშვას და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცეს ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა. ჩვენ ეს დავადასტურეთ მუნიციპალიტეტების დონეზე.” ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 360127956_309890588232564_5062868311866043256_n.m

ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული ბ.რ. და 1978 წელს დაბადებული ა.რ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლები

ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდის კარი ყველასთვის ღიაა, ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა სააკაშვილის და ივანიშვილის მძევლად არ უნდა დარჩეს (ვიდეო)

“ჩვენი გუნდი გაერთიანებას არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ აპირებს! ჩვენი გუნდის კარი ნებისმიერი იმ ადამიანისთვის არის ღია, ვისთვისაც მიუღებელია, რომ ეს ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილს მძევლად დარჩეს; ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც ეს ქვეყანა უნდა იყოს ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული.” ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი   360161239_595943986058268_396957498612923875_n.mp4

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთში სამკურნალოდ განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყება

24 ივლისიდან, ონკოპაციენტი ბავშვების ოჯახებს შეეძლებათ უკვე მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავიანთი ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ. მისი თქმით, განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში განიხილება და გადაწყდება, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ შესაძლებელი იქნება მისი რომელიმე უცხოურ კ

"როიტერსი": აშშ უკრაინას 400 მლნ დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს

სამშაბათს, 25 ივლისს, შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადებს, - ინფორმაციას სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სახმელეთო მანქანებს. მათ შორის, Stryker-ის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორს, ნაღმების გასაწმენდ მოწყობილობას, საბრძოლო მასალას სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს და ახვა. „როიტერს

ინგლისის ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი დაარქვეს

„ბიბისის“ ცნობით, ინგლისში, ესექსის საგრაფოს ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას, მეხუთე ავენიუს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი მიენიჭა და მას „მეხუთე ავენიუ – ზელენსკის ავენიუ“ ოფიციალურად ეწოდა. გამზირისთვის სახელწოდების მინიჭების ცერემონიას დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო უნდა დასწრებოდა, თუმცა ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ის ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ქუჩის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ჰარლო

პრიგოჟინმა ბელარუსში დაარეგისტრირა "ქონების მართვის კომპანია"

სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც მოსკოვის წინააღმდეგ გასულ თვეში აჯანყება მოაწყო, ბელარუსში შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია "Concord Management and Consulting"-ი დააარსა. გამოცემა Reform.by-ის ცნობით, კომპანია მოგილევის რეგიონულმა აღმასკომმა 19 ივლისს დაარეგისტრირა. მისი რეგისტრაციის მისამართი მდებარეობს ოსიპოვიჩის რაიონთან ახლოს მდებარე სოფელში, რომლის მახლობლად არის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების საველე ბანაკი, სადაც ისინი გადავიდნენ აჯანყებ

სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 3 ქართული ფილმი მონაწილეობს

სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 3 ქართული ფილმი მონაწილეობს. დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ ანნა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ და გიორგი ფარქოსაძის „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“. მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში კი აჩვენებენ ელენე ნავერიანის ფილმს – „შაშვი შაშვი მაყვალი“. პუბლიკა

„ბორკილები დამადეს, ორ კაცს ვეჭირე, ერთი მირტყამდა“ - 21 წლის ბიჭი პოლიციელს ძალადობაში ადანაშულებს

21 წლის ლაშა ჟღენტი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ გოგებაშვილზე პოლიციამ „ჩხრეკის მიზნით“ გააჩერა. ლაშა ჟღენტთან ერთად, გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა მისი ძმაც. ლუკა ჟღენტი ამბობს, რომ „პოლიციელები იყვნენ აგრესიულები და მის ძმაზე ფიზიკურად ძალადობდნენ”. ლაშა ჟღენტის დედა, სოფო გამცემლიძე ამბობს, რომ ამბის მედიით გაშუქების შემდეგ მას ტელეფონზე ურეკავენ და ეუბნებიან, რომ გაჩუმდეს. ის ამბობს, რომ მოითხოვა პოლიციის სამკერდე ჩანაწერებიც, თუმცა უთხრეს, რომ „ასეთი არ

„ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება“ - პარტია „საქართველოსთვის“

საქართველოს ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წერს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. ამის შესახებ პარტიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.   publika

იგორ სტრელკოვს [გირკინს] წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] ყოფილ ოფიცერს, დონეცკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს და ამჟამად სამხედრო კომენტატორ იგორ სტრელკოვს [გირკინს] მოსკოვის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა  შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მას ბრალი ედება ექსტრემისტული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებაში. სასამართლომ კი 18 სექტემბრამდე მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის გადაწყვეტილება დღეს, 21 ივლისს მიიღო. იგორ სტრელკოვი აღკვეთის ღონისძიების სახ
×
×
  • შექმენი...