Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.280
  • comments
    0
  • views
    702.994

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5731 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5731 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5731 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5771 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8909 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8910 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

კარლოს ალკარასი უიმბლდონის გამარჯვებულია - რამდენი გამოიმუშავა ჩოგბურთელმა?

2023 წლის უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირი კაცებში დასრულდა. ესპანელმა ამომავალმა ვარსკვლავმა, 20 წლის კარლოს ალკარასმა ფინალში ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად მიჩნეული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და პრესტიჟული გათამაშება პირველად მოიგო. ნერვიული სტარტისა და პირველ სეტში მარცხის შემდეგ, ესპანელმა თამაშში დაბრუნება შეძლო და 4 საათიანი და 42 წუთიანი მატჩი, საბოლოოდ, მისი გამარჯვებით დასრულდა. უიმბლდონის 4-გზის ჩემპიონისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ეს მატჩი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზ

ძევერაში გერმანიის მთავრობის დახმარებით სახლები შენდება დევნილებისთვის

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სახლები შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იტყობინება. სააგენტოს ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახლები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით შენდება. განცხადებების მიღება უკვე დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში მიიღება. როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის - ჩვენ არ გვეშინია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შავი ზღვის დერეფანმა რუსეთის ფედერაციის გარეშეც შეძლოს მუშაობა. მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა გაეროს და თურქეთის ხელისუფლებას უკრაინის ინიციატივის გაგრძელების შესახებ. "რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ გვაქვს კავშირი გემების მფლობელებთან და თუ თურქეთი გაატარებს, ისინი მზად არია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას გმობს. „მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ევროკავშირის სოლიდარობის ბილიკები“ გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი. განცხადება გაავრცელა ნიდერლანდების საგარეო საქმ

ზელენსკის თქმით, უკრაინა მარცვლეულის ტრანსპორტირებას რუსეთის გარეშე განაგრძნობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, განაგრძოს „მარცვლეულის შეთანხმების“ მოქმედება რუსეთის გარეშეც და საპასუხო სიგნალებს გაუგზავნის შეთანხმების შუამავლებს — თურქეთსა და გაეროს. ზელენსკის თქმითვე, მან უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, ოფიციალური სიგნალები გაუგზავნონ გაეროსა და თურქეთს, რათა უკანასკნელებმა დაადასტურონ, რომ მზად არიან ინიციატივის გასაგრძელებლად. რუსეთმა 17 ივლისს განაცხადა, რომ წყვეტს მონაწილეობას შეთანხმებაში, ვინაიდან სხვა მხარეებ

ბაქომ უკრაინის დასახმარებლად 7.6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

აზერბაიჯანმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 7,6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შესაბამის, განკარგულებას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა. “ჰუმანიზმის პრინციპზე დაყრდნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე მსოფლიოს ბევრ ქვეყანას უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას”. ოფიციალური ცნობითვე, აღნიშნული ფული გამოყოფილია უკრაინისთვის ელექტროაღჭურვილობის შესასყიდად და გასაგზავნად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანმა რამდ

შალვა კერესელიძე ირაკლი ღარიბაშვილს - გაიღვიძე, პრემიერო, ადექ, ტანი დაძარი!

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი შავლა კერესელიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს: "- გაიღვიძე, პრემიერო, ადექ, ტანი დაძარი!!! თვალებგაცისკროვნებული მზერით სიარულს, ფარისევლობას და თვალთმაქცურ მოქცევას ჯობს, რეალობას თვალი გაუსწოროთ და მოსახლეობისგან დაცლილ და ფუძეჩაბნელებულ მაღალმთიან სოფლებზე და ხეობებზე იფიქროთ ვიდრე ხალხის მეხსიერებაში პოლიტიკურად ფეიკი პრემიერ-მინისტრის სახელით დარჩეთ. -  საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,მთის დღეები“

შალვა კერესელიძე - ის რომ თურმე ,,მთის დღეები“ საქართველოში უშუალოდ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მეორე წელია იმართება - ტყუილია

პარტია "საქართველოსთვის" წევრისა და დეპუტატის, შალვა კერესელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,მთის დღეები“ საქართველოში თურმე უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მეორე წელია იმართება“, - რაც ტყუილია.   "არ მინდოდა ამ საკითხზე გამოხმაურება, მაგრამ ვფიქრობ არც უპასუხობა იქნება სწორი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასეთ თვალთმაქცურ ოფიციალურ განცხადებაზე", - აღნიშნავს შალვა კერესელიძე.   ,,შარშან დავიწყე

სენაკში ქუჩები და სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, სენაკში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების ნაწილი, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ანალოგიური მდგომარეობაა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულშიც და ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. სენაკის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე — მობილიზებულია ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას გაუწევენ

ივნისში ყველაზე მეტი თანხა - 129 მილიონი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 353.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.4%-ით ნაკლებია 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.1% 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის. 2023 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 75.5 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია.

პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ დავუწესეთ რუსეთს სანქციები - ველოდებით, რომ ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან

რუსეთის სასტიკი, გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, შეგვეზღუდა მიმოსვლა, კონტაქტები - ველოდებით, რომ ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორი არის ევროკავშირის პოზიცია, როცა საქმე ეხება რუსეთთან კონტაქტებს, რუსეთთან ფრენებსა და რუს ტურისტებს. რუსეთის სასტიკი, გაუმართლებელი, არაპროვოცირებუ

მაია კახნიაშვილი - ზესტაფონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებს როგორც იქნა ეღირსათ სათამაშოები 21-ე საუკუნეში

ზესტაფონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებს როგორც იქნა ეღირსათ სათამაშოები. 21-ე საუკუნეში საბავშვო ბაღში რომ სათამაშოს ქონა გაგიხარდება ადამიანს, იქ კომენტარიც ზედმეტია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ზესტაფონის საკრებულოს წევრი მაია კახნიაშვილი წერს.     მისივე განცხადებით, პარტია საკრებულოს ყველა სხდომაზე აყენებდა საკითხს საბავშვო ბაღებში არსებულ პრობლემების შესახებ. "კერძოდ: ინვენტარის (თეფშები, ლამბაქები და ფინჯნები), სათამაშოების

კრემლმა შეწყვეტილად გამოაცხადა „მარცვლეულის შეთანხმება"

რუსეთი უარს ამბობს, გააგრძელოს გაეროსა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს, დღის ბოლოს, ამოიწურება. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეთანხმებამ მოქმედება „ფაქტობრივად“ უკვე შეწყვიტა, რადგან არ სრულდება რუსეთთან დაკავშირებული პირობები. „ამიტომ, მისი მოქმედება წყდება“, - განაცხადა პესკოვმა.

საქართველოს "საუკუნის მოცეკვავე" აღარ ჰყავს - გარდაიცვალა ომარ მხეიძე

88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ომარ მხე­ი­ძე. ამის თა­ო­ბა­ზე "ფე­ი­ბუს­ქის" პი­რად გევ­რდზე მისი შვი­ლიშ­ვი­ლი დე­ი­კო მხე­ი­ძე წერს:   "მე ბა­ბუა აღარ მყავს, სა­ქარ­თვე­ლოს - დიდი ადა­მი­ა­ნი. ახლა ნამ­დვი­ლად ბევ­რს იქე­ი­ფებს თა­ვის დიდ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ბევ­რს იცეკ­ვებს, ბევ­რს იმ­ღე­რებს..." ომარ მხე­ი­ძე ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სხვა­ვა­ში 1935 წლის 25 აპ­რილს და­ი­ბა­და.1975 წელს და­ამ­თავ­რა ი

გარდაიცვალა მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი

პარიზში გარდაიცვალა ბრიტანელ-ფრანგი მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი, რომელიც 76 წლისა იყო. ამის შესახებ იტყობინებიან Le Parisien-ი და BFMTV. მედიის თანახმად, ბირკინი მკვდარი ნახეს თავის ბინაში. მაისის ბოლოს მან გააუქმა ყველა კონცერტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ აპირებდა სცენაზე დაბრუნებას. ჯეინ ბირკინი 1946 წელს დაიბადა ლონდონში. პირველ ფილმში ის 1965 წელს გადაიღეს. 1969 წელს რეჟისორმა პიერ გრიმბლიმ ის მთავარ როლში ათამაშა „სლოგანში“, რომელშიც ასევე მთავარი როლი შეას

ნეპოტიზმზე გვესაუბრება მინისტრი, რომელმაც ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დანიშნა სრულიად არაკომპეტენტური კადრი კინოცენტრის დირექტორად - ჩხეიძე

კინოცენტრის ყოფილი დირექტორი, გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კინოცენტრის დღეს გამოქვეყნებული განცხადება რეჟისორ ნინო კირთაძეს უკავშირდებოდა და ნათქვამი იყო, რომ „კირთაძე „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა დანიშნული”. გაგა ჩხეიძე წერს, რომ მან კირთაძე ნამდვილად დანიშნა 2019 წელს, „ევრიმაჟში” ერთპიროვნულად, რადგან მისი თქმით, ნინო კირთაძე თავისი შემოქმედებით, სახელით და საერთაშ

თურქეთიდან დაბრუნებული დენის პროკოპენკო „აზოველებს“ შეხვდა

„აზოვის“ ეროვნული გვარდიის ბრიგადის მეთაური დენის პროკოპენკო (რედისი), თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, პერსონალს შეხვდა. „აზოვის“ ცნობით, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო ამჟამად რეაბილიტაციას გადის და მალე განაახლებს სამსახურს. „ტყვეობაში ყოფნისას ვთქვი, რომ ჩემთვის ეს ომი არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენს უკანასკნელ მებრძოლს არ დავაბრუნებთ ტყვეობიდან და არ აღვადგენთ უკრაინის საზღვრებს 1991 წლის მდგომარეობამდე. მე ვარ ჯარისკაცი. მე არ მაინტერესებს არანაირი სხვა საქმიანობა, გარდა სა

შატილის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შატილის გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად კლდის მასა ჩამოიშალა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა: „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები) ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ — ვკითხულობ

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში გზები და სახლები დაიტბორა

უხვი ნალექის გამო ქუთაისში საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. ადგილობრივი მედიის “ქუთაისიპოსტის” ცნობით, ძლიერი წვიმის გამო, ქუთაისის იუსტიციის სახლიც დაიტბორა. ასევე, რამდენიმე ქუჩაზე შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დრომდე გრძელდება წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, უწყების სპეციალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ბოლო 24 საათში, რუსების ცოცხალი ძალა, 20 საარტილერიო საშუალება და საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 15 დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. მათივე ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა ცოცხალი ძალის თავმოყრის ტერიტორიას, საცეცხლე პოზიციებზე განლაგებულ 20 საარტილერიო იარაღს, საჰაერო თავდაცვის ორ სისტემასა და რადიოელექტრონული ბრძოლის ორ სადგურს დაარტყეს. ამასთან, გენშტაბ

ბექა ლილუაშვილი - „ფეიკების“ ქარხნად გადაიქცა „ქართული ოცნება“ - შეუძლებელია ჩვენი პარტიის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირება

„ფეიკების“ ქარხნად გადაიქცა „ქართული ოცნება“ - შეუძლებელია ჩვენი პარტიის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირება, რადგან საქმეები ლაპარაკის ნაცვლად, მეტყველებს განზრახვებზე. თუ ვინმე სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებით, ესაა „ქართული ოცნება“, - ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი უმრავლესობის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომელთა წარმომადგენლებიც კახეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენენ“. ლილუაშვილი აცხად

მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე - ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, ხანმოკლეა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერი უკანონო ნაგებობის არსებობა ხანმოკლეა. „ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, აუცილებლად ხანმოკლეა, განურჩევლად განადგურების მიზეზებისა“, - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, წუხელ ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წარმ

ანა მალიარი - აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება დაიძაბა - ბახმუტის მიმართულებით წინ მივდივართ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება გაუარესდა. „მტერი ორი დღეა ხარკოვის ოლქში კუპიანსკის მიმართულებით აქტიურ შეტევას ახორციელებს, თავდაცვაზე ვართ, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მხარეთა პოზიცია დღეში რამდენჯერმე დინამიურად იცვლება. ბახმუტის მიმართულებით თანდათან წინ მივდივართ. ბახმუტის ირგვლივ სამხრეთ ფლანგზე ყოველდღიური წინსვლაა. ჩრდილოეთ ფლანგზე ვცდილობთ პოზიციების შენარჩუნებას, მტერი თავდასხმას ახორციელებს“, - განაცხადა მალიარმა.

მატილდა გვარლიანი Vogue España-სთვის

ქართველ მოდელ მატილდა გვარლიანთან ერთად ვემზადებით მომავალი დასვენებისთვის და მეგობრებთან ერთად პიკნიკზე წასასვლელად. ესპანელი ფოტოგრაფის, ხავიერ რუისის ფოტოსესია ძალიან ზუსტად გადმოსცემს ჩვენს მხიარულ განწყობას: მზიანი ამინდი, მსუბუქი საზაფხულო კაბა, ახლად დაკრეფილი ყვავილები და წვნიანი, მწიფე კენკრა. ბომონდი
×
×
  • შექმენი...