Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.280
  • comments
    0
  • views
    702.962

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ომბუდსმენი - სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 3 პირს, რომელთაგან ერთ-ერთმა ისაუბრა პოლიციის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, რაც ეცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებული ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს შეხვდა, რომელთაგან ერთ-ერთმა, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ისაუბრა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული დაკავებულის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება. „საქართველოს სახალხო დამცველ

ვიოლა ფონ კრამონი - მაშინ, როცა ყველა ცდილობს ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის

რუსეთისთვის სანქციებისგან გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენა, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან - ეს ყველაფერი ევროპისკენ/ევროკავშირისკენ სწორ სვლას ჰგავს, - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ირონიით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტსა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. „მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის"

გიორგი გახარია - ბათუმში განვითარებული მოვლენები - „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მიზანმიმართული დარღვევით რუსეთის მოქალაქეების შემოშვება, „ოცნების“ მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია

ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, - ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის, "ასტორია გრანდეს" შემოსვლა. როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს. „ყალბი პროპაგანდა ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე და „ევროპის განზრახვაზე წაგვართვას ქართული იდენტობა“ რუსული სახელმძღვანელოს კარგად ცნობილი მეთოდებია. ბა

„გავლენიანი ჯგუფი კლანისადმი ლოიალურ პირებს ნიშნავს“ - კოალიცია შოთა ქადაგიძის არჩევაზე

კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეფასებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე შოთა ქადაგიძის არჩევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ გავლენიანი ჯგუფი საკვანძო თანამდებობებზე ნიშნავს თავისი ინტერესების გამტარებელ, კლანისადმი ლოიალურ პირებს. 27 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად შოთა ქადაგიძე აირჩია. დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 16 ივნისის სხდომაზე ზურაბ აზნაურაშვილმა პირადი განცხადებით მიმართა

საგანგაშოა, რომ პოლიცია ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ზღუდავს დემონსტრანტების უფლებებს - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში რუსული კრუიზის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი გაათავისუფლოს. ორგანიზაციის შეფასებით, საგანგაშოა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა ყველა სხვა შემთხვევასთან შედარებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ამ საფუძველით ზღუდავს დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს. საქართველოს ახა

პარტიამ „საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფუძნა

პარტიამ „საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფუძნა. პარტიის ახალგაზრდების ინიციატივითა და პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფუძნდა.   შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ახალგაზრდული ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წამო

"მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი" - დეგნანი ბათუმის ნავსადგურში Astoria Grande-ს საწინააღმდეგო აქციაზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აჩვენებენ, რომ არ მიესალმებიან ადამიანების ჩამოსვლას იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებმაც სთხოვეს შეეფასებინა ბათუმის ნავსადგურში სოჭიდან გამოსული Astoria Grande-ს საწინააღმდეგოდ გამართული აქცია. "მნიშვნელოვანი არ არის, რას ვფიქრობ მე. მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის აზრი, რომლებმაც აჩვენებს - არავინ უნდა ელოდოს, რომ მიესალმებიან ხალ

ლვოვა-ბელოვას თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს რუსეთში

რუსეთის ბავშვთა უფლებების დაცვის კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს რუსეთში. ლვოვა-ბელოვამ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა, რომ ამ ბავშვების დიდი უმრავლესობა რუსეთში მშობლებისა და ნათესავების თანხლებით ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი. მათ ბრალი წაუყენეს რუსეთში უკრაინელი ბავშვების

2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, 10:00 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის თქმით, 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. როგორც მან გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა საგნის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აბიტურიენტებს სამი დღე ექნებათ იმისთვის, რომ ქულებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადები შეიტანონ. მისივე თქმით, აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან, მეორე დღის საღამოს

რუსებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰში მაღალსართულიან შენობაზე სარაკეტო დარყმა განახორციელეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა. „კრივ-რიჰი. რუსებმა ქალაქს ორი რაკეტა ესროლეს. ერთი რაკეტა საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხსართულიან შენობას მოხვდა. ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ, ხალხია მოყოლილი. ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობენ", - წერს მინისტრი. მისივე თქმით, მეორე რაკეტამ საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გაანადგურა.

“უკრაინის მოქალაქე ვარ” — ბათუმში, აქციაზე, ქალი დააკავეს [ვიდეო]

ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ, კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავების მომენტში ქალი ამბობდა, რომ ის უკრაინის მოქალაქე იყო. ახალგაზრდა ქალის დაკავების ამსახველი ვიდეო “ლელოს” წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გამოაქვეყნა. სანამ პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაიყვანდნენ, ქალი ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ წაართვეს როგორც უკრაინის დროშა, ისე ტელეფონი. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ქალს თავზე ხელებს აჭერენ და ასე აიძულებენ ავტომობილში ჩაჯდომას.

პროტესტი ბათუმში: ნავსადგურის ტერიტორიიდან ავტობუსი პოლიციის ძალით გამოიყვანეს

ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება აქცია, რომლითაც მოქალაქეები რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის ქალაქში შესვლას აპროტესტებენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული, რომელმაც ჯერ კიდევ 30 ივლისის ღამით ბარიკადები განალაგა, რათა მოქალაქეებს გემთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ. 31 ივლისს, დაახლოებით 10:20 საათზე, ტერიტორიიდან ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები გამოვიდნენ, რასაც შეკრებილთა მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები, ზოგ შემთხვევაში კი კვერცხებისა და ბოთლების სროლა

შსს-ის ცნობით, ბათუმში აქციაზე 9 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავა, – ამის შესახებ „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს. „სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდა 9 პირი. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”, – აცხადებს შსს. რუსეთიდან წამოსული საკრუიზ

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ციალა ჩართოლანის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია იმართება

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზი სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას მასპინძლობს, რომლის თემაა „სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები VI“. კონფერენცია ეთნოგრაფ ციალა ჩართოლანის 90 წლის იუბილეს ეძღვნება. ციალა ჩართოლანი 30 წლის განმავლობაში იყო მუზეუმის დირექტორი, მას „სვანეთის საგანძურის მცველს“ უწოდებენ. კონფერენციაზე, რომელსაც უხუცესი ეთნოგრაფი თავადაც ესწრება, საუბრობენ მის წვლილზე ქართული ეთნოგრაფიის განვითარებაში, ასევე გან

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივანო-ფრანკოვოს საავადმყოფოში სამხედროები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ივანო-ფრანკოვოში საავადმყოფოს ეწვია, სადაც სამხედროები მკურნალობენ. „სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ჩვენი დამცველები მკურნალობენ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს გაწეული გმირობისთვის. მადლობა ყველა უკრაინელს ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. აუცილებლად იქნება გამარჯვება! სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ!", - წერს უკრაინის პრეზიდენტი „ფეისბუქზე“. ზელენსკიმ, ასევე, გამართა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის შეხვედრა, სადაც

რომის პაპი რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთს მოუწოდა, აღადგინოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება.   კვირას საკუთარ გზავნილში მან განაცხადა: „მივმართავ ჩემს ძმებს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ შავი ზღვის ინიციატივა განახლდეს და მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება მოხდეს”, - დასძინა მან. შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმებაში რუსეთთა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება. „თანდათან ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე - მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, „უკრაინა ძლიერდება“, ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ზამთარში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმებისთვის უნდა მოემზადოს. ”მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, ისევე, როგო

თურქეთში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

თურქეთის ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, რის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც ბურსა-ყარსის რეისს ასრულდებდა, სოფელ კარაკურტთან 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა. მიმდინარეობს ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების დადგენა. ipn

სერჰი ჩერევატი - უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებენ და ტერიტორიებს იბრუნებენ

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით საოკუპაციო ძალების 44 ჯარისკაცი გაანადგურეს, ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით კი - 35, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას, ზეწოლას ახდენენ მტერზე, ახორციელებენ თავდასხმის ოპერაციებს და მეტრ-მეტრობით იბრუნებენ ტერიტორიებს. მისი განმარტებით, ბახმუტის მიმართულებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში,

ზელენსკი დონბასში ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლoდიმირ ზელენსკი შაბათს, 29 ივლისს დონბასს ფრონტის ხაზზე მყოფ „სპეციალურ ძალებს“ ესტუმრა, მაღალი შეფასება მისცა მათ საქმიანობას და განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსულ არმიას რამდენიმე მიმართულებით "განსაკუთრებით ხელშესახებ დარტყმებს" აყენებენ. კონტრშეტევის ძირითად მიმართულებად ზელენსკიმ ბახმუტი, ავდევკა, მარიინკა, სოლედარი და კრასნოგოროვკა დაასახელა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 29 ივლისს დონეცკის რაიონის ბახმუტთან სამხრეთ

რუსული მედია - მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა და ბიზნეს ცენტრის შენობაში აფეთქება მოხდა

მოსკოვზე, ღამით, უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, „მოსკოვი-სიტიში“ ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი. რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა განაცხადეს, რომ ორი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც დედაქალაქზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრ

რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას დაარტყეს, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. "რუსმა ტერორისტებმა სუმის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს", - აცხადებენ სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში. სამართალდამცავების ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ერთი მშვიდობი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ბახმუტთან და სამხრეთში

უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ბახმუტთან და სამხრეთში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს. „დღეს მოძრაობა გავაგრძელეთ სამხრეთის ფლანგზე ბახმუტის გარშემო. არის გარკვეული წინსვლები. ჩრდილოეთის ფლანგი - ბრძოლები გრძელდება პოზიციების ცვლილების გარეშე. ბახმუტის მიმართულებაზე მტერს ახლა დამატებითი ძალები და საშუალებები მიაქვს,” - წერს მალიარი. მისი თქმით, თავად ქალაქ ბახმუტში ახლა ორივე მხარე აგრძელე

პაპილომავირუსის 12 ათას ვაქცინას ვადა გასდის — რატომ ვერ აითვისა ის სახელმწიფომ

საქართველოში უახლოეს 2 თვეში ვადა გასდის პაპილომავირუსის 12 ათასზე მეტ ვაქცინას, შესაბამისად, მას ვერავინ გამოიყენებს — ეს არის ვაქცინა, რომელსაც ათასობით ქალის დაცვა თითქმის 100%-ით შეუძლია საშვილოსნოს ყელის კონკრეტული ტიპის კიბოსგან. ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რატომ ვერ მიაღწია სახელმწიფომ ვაქცინაციის მიზნობრივ მაჩვენებელს და რატომ გასდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინას ვადა? საშვილოსნოს ყელის კიბო მეოთხე ადგილზეა ქალებში გავრცელებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. ჯანდაცვის მსოფლი

გაერო - 2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა. გაეროს დაქვემდებარებაში მყოფი მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე 2019 წლის ივლისი იყო, თუმცა მიმდინარე წლის ივლისი წინა რეკორდზე 0.2 გრადუს ცელსიუსით მეტი იქნება. ორგანიზაციის მტკიცებით, 1900-იანი წლების შემდეგ პლანეტაზე გლობალური ტემპერატურა 1.5 გრადუს ცელსიუსით არის გაზრდილი
×
×
  • შექმენი...