Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.368
  • comments
    0
  • views
    708.171

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ალექსანდრე მოწერელია - მივმართავ ყველას, აბედათის ციხე-დარბაზი გადასარჩენი გვაქვს!

"მივმართავ ყველას! აბედათის ციხე-დარბაზი გადასარჩენი გვაქვს! მარტვილის მუნიციპალიტეტში, აბედათის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარეობს სპეციალისტების მიერ IV-VI საუკუნეებით დათარიღებული „აბედათის ციხე-დარბაზი“, რომელიც მკვლევართა აზრით ლეგენდარული „ონოგურისია“, აქვეა IX საუკუნეში ელინისტური ხანის (ძვ.წ. III-I ს.ს.) კერამიკული მასალები, შუა საუკუნის ფულის მონეტები და სხვა. აღნიშნული „ციხე-დარბაზი“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. ეკლესია რე

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – ჭურვები ტროლეიბუსსა და ეკლესიას მოხვდა

სამ აგვისტოს, დილით, რუსულმა ძალებმა არტილერიული დარტყმები განახორციელეს ხერსონზე. უკრაინული მხარის ცნობით, ჭურვები მოხვდა ეკლესიასა და ტროლეიბუსს. ხერსონის ადმინისტრაციის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დაჭრილია ტროლეიბუსის სამი მგზავრი – საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაბომბვისას ეკლესიასთან გადაადგილდებოდა. დაშავდნენ 39 წლის მამაკაცი და 53 წლის ქალი, ხოლო 74 წლის მამაკაცი დაიჭრა გულ-მკერდის არეში. მან აგრეთვე მიიღო თავის დახურული ტრავმა. „ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან“, – აღნიშნ

გახარია: ფორმულა არის, “ოცნებამ” და ენმ-მ ვერ გადალახონ 50%-იანი ბარიერი

პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენებით ყველაზე მეტად პოლიცია დაზარალდა. გახარიას თქმით, პოლიციელებს, ერთი მხრივ, მოუწიათ “ოცნების” დავალების შესრულება, მეორე მხრივ კი- “ნაციონალური მოძრაობის” უსაფუძვლო კრიტიკის მოთმენა. გახარია ამბობს, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთს კვებავს და გამოსავალია, რომ არჩევნებზე მათ ვერ გადალახონ 50%-იანი ბარიერი. “ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ტურიზმთან არავითარი კავშირი არა აქვს. არავინ არ არის ტურიზმი

ბარნოვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციის გამო ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის განცხადებით, სამუშაოებს ერთი თვე დასჭირდება. როგორც უწყებაში ამბობენ, რეაბილიტაცია ჩატარდება 400 კვადრატული მეტრის ფართობის გზაზე – „ჩატარდება კაპიტალური სამუშაოები, სავალ ნაწილზე მოეწყობა ქვაფენილი, ასევე განახლდება ბეტონის ჩამკეტები“. რეაბილიტაციის პერიოდში, მერიის ცნობით, ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: „ბარნოვის ქუჩიდან მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლ

უკრაინის გენშტაბი - უკრაინა ფრონტზე ორი მიმართულებით წინ მიიწევს

რუსულმა ძალებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით, წარუმატებელად სცადეს დაკარგული პოზიციის აღდგენა კურდიუმოვკას დასავლეთით, ანდრეევკას სამხრეთით და დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას დასავლეთით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. გენშტაბის ცნობით, ფრონტზე, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 44 შეტაკება მოხდა. მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ქალაქ მარინკას მიდამოში. ასევე, გენშტაბის ცნობით,

ნათია მეზვრიშვილი - "ოცნებას" არჩევნების გაყალბების ფუფუნებას არ მივცემთ და ეს კარგად იციან

"ვფიქრობ, მთავარი, რაც ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს, არჩევნების გასაყალბებლად ოცნების უკვე დაწყებული კომპლექსური მუშაობაა. ფაქტია, ეშინიათ და ჩქარობენ.   ცესკოს ბოლომდე დამორჩილების შემდეგ, კანონის უზენაესობის სახელით, მათი პროპაგანდის ინსტრუმენტებით, ძალიან საშიშ პროცესებს აწარმოებენ იმ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ უნდობლობის დასანერგად, რომლებსაც გადამწყვეტი როლი აქვთ არჩევნებზე დაკვირვებაში, მის შეფასებაში (ამ მხრივ სახალხო დამცველი უკვე გადაზღვეული ჰყავთ

ანა ბუჩუკური - კობახიძემ ძალიან კარგად იცის როგორი დიდი მავნებლობაა აფხაზეთსა და კოსოვოს შორის პარალელის გავლება

კობახიძემ ძალიან კარგად იცის როგორი დიდი მავნებლობაა აფხაზეთსა და კოსოვოს შორის პარალელის გავლება. გავახსენებ ბატონ კობახიძეს, რომ კოსოვო საქართველოს მხრიდან აღიარებული არ არის - ეს ერთი, ხოლო მეორე, საქართველოს შემთხვევაში ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა სხვათაშორის აფხაზეთში ბატონო ირაკლი, ხოლო კოსოვოში იყო პირიქით - ალბანელების ეთნიკური წმენდა. კობახიძის ამ საქციელს საზოგადოება აუცილებლად დაარქმევს სახელს!” ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 3653

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი მუშაობას 3 აგვისტოს, დილიდან განაახლებს

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. ამავე ცნობებით, მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან შეუფერხებლად მიმდინარეობს. მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს, ამ რეჟიმში, 21:00 საათამდე მოემსახურება; „მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ

მარია ზახაროვა ბათუმის აქციაზე - ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია - რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს „რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს“, რომლებსაც „რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს. ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო გემის ჩასვლასთან დაკავშირებით საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას, ზახაროვამ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები არის მორიგი „შეკვეთილი ქმედება, რომელიც ქვეყანაში მრავლად ტარდ

ვოლოდიმირ ზელენსკი - წლის მეორე ნახევარში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი საკმაოდ რეალური გახდება - ამ მომენტისთვის 12 პარტნიორი ქვეყანა შეუერთდა “დიდი შვიდეულის” დეკლარაციას

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე “დიდი შვიდეულის” დეკლარაციას 12 ქვეყანა შეუერთდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა. “ნატო-სკენ გზაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები. ამ წლის მეორე ნახევარში, ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი საკმაოდ რეალური გახდება. ამ მომენტისთვის, [უკვე] 12 პარტნიორი ქვეყანა შეუერთდა “დიდი შვიდეულის” საერთო დეკლარაციას. ესენი არიან ბელგია, დანი

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვმუშაობთ იმაზე, რომ მშვიდობის გლობალური სამიტი შემოდგომაზე ჩატარდეს

უკრაინას მშვიდობის გლობალური სამიტის ჩატარება შემოდგომაზე სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან თათბირის დროს განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას ახლა ხუთი ორიენტირი გააჩნია, რომელთაგან მთავარი - მშვიდობის ფორმულის რეალიზებაა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფოებისა და ერების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობისკენ, საერთაშორისო სიმშვიდისა და რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების არარსებობისკენ მიისწრაფვის და მშვიდობის

აღმოჩენილია იმუნური უჯრედები, რომლებიც გვიანდელი სტადიის მრავალ სხვადასხვა კიბოს ანადგურებს — #1tvმეცნიერება

კიბოს გვიან სტადიაში გადარჩენილი ადამიანის სისხლძარღვებში, მეცნიერებმა კიბოს საოცარი, „ცოცხალი წამალი“ აღმოაჩინეს. მსგავსი: მეცნიერებმა კიბოს უჯრედების გავრცელების ახალ, მოულოდნელ გზას მიაგნეს — #1tvმეცნიერება „ბოლო 50 წლის განმავლობაში კიბოს მკურნალობაში ყველაზე დიდი მიღწევის“ მიღებიდან ერთი შემდეგ, ამ პაციენტის სხეულს ჯერ ისევ იცავს მკვლელი იმუნური უჯრედების მთელი ფლოტი, რომლებსაც T ლიმფოციტებს უწოდებენ. გაერთიანებული სამეფოს კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრებმა

შიმშილობა დაიწყო მშობელმა, რომლის შვილიც NAEC-მა დამატებით გამოცდებზე არ დაუშვა

შიმშილობა დაიწყო ინგა ბაშიროვმა, მშობელმა, რომლის აბიტურიენტი შვილიც NAEC-მა გამოცდაზე არ დაუშვა, მიუხედავად სასამართლო განჩინებისა. საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელსაც ისტორიის ეროვნულ გამოცდამდე გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, ხოლო გამოცდის შემდეგ ოპერაციის შემდგომ გართულებებს მკურნალობდა. საქმე ოჯახმა სასამართლოშიც მოიგო. სასამართლომ დაავალა ცენტრს, რომ აბიტურიენტი დამატებით დაუშვას გამოცდაზე. სასამართლომდე კი ოჯახმა წერილობით მიმართა ცენტრმა. აბიტურიენტისა და ოჯა

ცხინვალი 2 აგვისტოდან “სასაზღვრო ზონაში” ვაჭრობის დაშვებაზე იუწყება

“2 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს უფლება ეძლევა საყოფაცხოვრებო საქმიანობა განახორციელონ, კერძოდ, შეისყიდონ და გადმოიტანონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ცხინვალის, ზნაურისა და ლენინგორის [ახალგორი –რედ.] რაიონების სასაზღვრო ზონაში შესაბამისი ნებართვის გარეშე”, – ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი აცხადებს. ამასთან, როგორც უწყების ცნობაშია მითითებული, სასაზღვრო ზონაში გადასასვლელად მათ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერალური სამსახურის უახლოეს სამმართველოშ

ОДКБ სომხეთში მისიის განთავსების ინიციატივით გამოდის

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია –  ОДКБ სომხეთის სასაზღვრო რაიონებში საკუთარი მისიის განთავსებაზე სომხეთთან მოლაპარაკებებს ითხოვს. თუმცა უცნობია ამ ეტაპზე სომხეთის პოზიცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდა ორგანიზაციას იმისთვის, რომ შესაბამისი დახმარება არ გაუწია წევრ ქვეყანას – სომხეთს აზერბაიჯანთან საომარი დაპირისპირებების დროს. „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია,

სანქციები: საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში მანქანების ექსპორტი შეიზღუდა

საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე პირველი აგვისტოდან ამოქმედდა რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს. ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები წესდება „აშშ-ის და ევრიკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად“ და შეეხება როგორც რუსეთს, ის

კინოაკადემიის პრეზიდენტი, მინდია ესაძე თანამდებობას ტოვებს

საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი, კონსტანტინე (მინდია) ესაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს კინოაკადემიის facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების მოტივად ესაძე საზღვარგარეთ მოღვაწეობას ასახელებს. ააიპ „საქართველოს კინოაკადემია“ არის კინოხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებას, პოპულარიზაციასა და სხვა. publika

შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია - NAEC

„გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით“,- განმარტავენ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.“ ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი” უარს აცხადებს ს

მედია - ოკუპირებულ გალში მცხოვრები ნათია ბახტაძის დედა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ოკუპირებულ გალში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნათია ბახტაძეს გაუჩინარების საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ გამოცემა "ეხო-კავკაზა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახტაძე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გოგონას დედა, იამზე აგუმავა არ ადასტურებს. „ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია“, - წერს აგუმავა სოციალურ ქსელში. ოკუპირებული აფხაზეთის

ნათია მეზვრიშვილი - ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშით გვითხრა, რომ კანონები კარგი გვაქვს, აღსრულება - არა... რა წერია ანგარიშში საქართველოზე

"ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ოფიციალურ დონეზე კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ კანონები კარგი გვაქვს, აღსრულება - არა. პრაქტიკულად გვითხრეს, რომ იმ ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, რომლებიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვისაა საჭირო, უნდა გაძლიერდეს. - კერძოდ, „ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მო

კახაბერ ქემოკლიძე - კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით დასავლეთმა იჩქარა და არასწორად მისცა რუსეთს ის მინიმალური საფუძველი,რომ გამოეყენებინა კოსოვოს პრეცენდენტი არგუმენტად (ვიდეო)

“კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით დასავლეთმა, ჩემი აზრით, იჩქარა და არასწორად მისცა რუსეთს ის მინიმალური საფუძველი,რომ გამოეყენებინა კოსოვოს პრეცენდენტი არგუმენტად. დასავლეთის 90-იანი წლების გეოპოლიტიკური ვითარების გამო და იმიტომ, რომ დასავლეთს ძალიან სწრაფად უნდოდა ბალკანეთში სისხლის ღვრის დასრულება, დიპლომატია სჭირდებოდათ, რომ პროგრესი განეცადათ სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ სწრაფად შეიკრა გადაწყვეტილება, რომელმაც უკვე შემდგომში გამოიწვია ეს პროცესები.” კახაბერ ქემოკლიძე, პარტ

ლაშა მარკოზაშვილი - ირაკლი კობახიძის მიერ, კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის არასწორად დასმული ტოლობის ნიშანი, პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას

"ირაკლი კობახიძის მიერ, კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის არასწორად დასმული ტოლობის ნიშანი, პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას, რომელსაც კრემლი 2008 წელს საქართველოში, ხოლო 2014 წელს უკრაინაში შესვლისთვის იყენებდა. როგორც ჩანს, ოცნების ბოსებისთვის, საბოლოოდ გაქრა წითელი ხაზები და უკვე ღიად მონაწილეობენ რუსულ ჰიბრიდულ ოპერაციაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ. კობახიძე წარსულშიც არაერთხელ დახმარებია რუსულ გეგმებს და მომავალშიც დაეხმარება. ფაქტია, შემთხვევით არაფერი ხდება,

ანდრეი ერმაკი - რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მკაცრი სანქციებით - ყველა ქვეყანას შეუძლია მეტი გააკეთოს, თუ დაბლოკავენ იმ ჯაჭვებს, რომლითაც რუსეთი სანქცირებულ კომპონენტებს იღებს

რუსებმა კვლავ სცადეს თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჩვენს პორტებზე, მარცვლეულის ელევატორებზე. ისინი ყველაფერს აკეთებენ სანქციების გვერდის ავლისა და იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მოსაპოვებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი "ტვიტერში" წერს. მისი თქმით, რუსებს სურთ გაზარდონ იარაღის რაოდენობა, რათა დახოცონ ადამიანები, გაანადგურონ ინფრასტრუქტურა და გამოიწვიონ შიმშილი. "ამის შეჩერება შესაძლებელია უფრო მკაცრი სანქციებით, რომელი

ბექა ლილუაშვილი - ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ არის, ვერ არის, ეს არ არის ალტერნატივა, რომელიც უნდა განიხილებოდეს ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის - ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ძველ მიზანს, რომ უზრუნველყოს დასავლური ინვესტიციების შემოდინება

ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია, ის ქმნიდეს დამატებით გარანტიებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ინვესტიციები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან უნდა არსებობდეს. ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორი ვერ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ჩინურ ინვესტიციების ჩადებაში პრობლემას ვერ ხედავენ. მისი თქმით, ჩინეთ

გიორგი გახარია - კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება რუსეთის ნარატივს იმეორებს

კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს, რითაც კრემლმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ოკუპაცია „დაასაბუთა“. ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. იპნ
×
×
  • შექმენი...