აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, 28 ივლისს გალში დაკარგული 1995 წელს დაბადებული ნათია ბახტაძე მოკლულია, მკვლელობის ბრალდებით კი ერთი პირია დაკავებული.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული ქალაქ ოჩამჩირის მკვიდრია, რომელმაც დანაშაული აღიარა.
ამჟამად, როგორც აფხაზური მედია წერს, საგამოძიებო უწყება ქალის ცხედარს მდინარე ენგურში ეძებს.
netgazeti
შოვში, სტიქიის ზონაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენმა სამუშაოები დილამდე შეაჩერა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. მიზეზი ცუდი ხილვადობაა.
ამასთან, ცოცხალი ძალის მიერ სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
შოვში, მეწყერი დღეს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი.
ამ დროისთვი
რაჭაში, შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მაშველებმა მიწის მასის დამუშავებისას ორი პირის ცხედარი იპოვეს.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა სამი ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.
შოვში, მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში დედამისია ჩარჩენილი და მას მაშველები ვერ პოულობენ.
„სახლში, სამზარეულოში იყო. არ ჩანს არსად, მაშველები არიან მისული, მაგრამ არ ჩანს. სახლის სახურავი ჩანს მარტო იმ ადგილზე, სხვა არაფერი“, - აცხადებს მოქალაქე მედიასთან.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
სართიჭალაში მშენებლობაზე მძღოლი დაიღუპა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს რამდენიმეტონიანი ბეტონის ფილა დაეცა.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
publika
სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება, – ამის შესახებ აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (სოფ. შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრ
რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის გამო ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად გამოირთო.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
„ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი ი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის ქრისტინე კობახიძის ინფორმაციით, რაჭაში, მეწყრულ ზონაში, სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მყოფი დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფება.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში უახლოეს პერიოდში ჩაერთვება.
„შოვში ვერტმფრენი წუთი-წუთზე დაჯდება, შემდეგ უკვე სამაშველო ოპერაცია დაიწყება, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. [მეწყრულ ზონაში მყოფი] რამდენიმე მოქალაქე დამიკავშირდა და მათ ვერტმფრენისთვის ლოკაც
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.
„საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.
გვსურ
რაჭაში, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ჩარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ადგილზე უამრავი ბავშვი და მოხუცია.
როგორც მოქალაქე აღნიშნავს, თუ სამაშველო ვერტმფრენი დროზე არ მივა, შესაძლოა, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
„მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს, თუ წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს. უამრავი ბავშვი და მოხუცია, შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. არის 2 მეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო „სა
რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
ipn
"მივმართავ ყველას! აბედათის ციხე-დარბაზი გადასარჩენი გვაქვს!
მარტვილის მუნიციპალიტეტში, აბედათის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარეობს სპეციალისტების მიერ IV-VI საუკუნეებით დათარიღებული „აბედათის ციხე-დარბაზი“, რომელიც მკვლევართა აზრით ლეგენდარული „ონოგურისია“, აქვეა IX საუკუნეში ელინისტური ხანის (ძვ.წ. III-I ს.ს.) კერამიკული მასალები, შუა საუკუნის ფულის მონეტები და სხვა. აღნიშნული „ციხე-დარბაზი“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
ეკლესია რე
სამ აგვისტოს, დილით, რუსულმა ძალებმა არტილერიული დარტყმები განახორციელეს ხერსონზე. უკრაინული მხარის ცნობით, ჭურვები მოხვდა ეკლესიასა და ტროლეიბუსს.
ხერსონის ადმინისტრაციის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დაჭრილია ტროლეიბუსის სამი მგზავრი – საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაბომბვისას ეკლესიასთან გადაადგილდებოდა.
დაშავდნენ 39 წლის მამაკაცი და 53 წლის ქალი, ხოლო 74 წლის მამაკაცი დაიჭრა გულ-მკერდის არეში. მან აგრეთვე მიიღო თავის დახურული ტრავმა. „ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან“, – აღნიშნ
პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენებით ყველაზე მეტად პოლიცია დაზარალდა.
გახარიას თქმით, პოლიციელებს, ერთი მხრივ, მოუწიათ “ოცნების” დავალების შესრულება, მეორე მხრივ კი- “ნაციონალური მოძრაობის” უსაფუძვლო კრიტიკის მოთმენა. გახარია ამბობს, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთს კვებავს და გამოსავალია, რომ არჩევნებზე მათ ვერ გადალახონ 50%-იანი ბარიერი.
“ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ტურიზმთან არავითარი კავშირი არა აქვს. არავინ არ არის ტურიზმი
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციის გამო ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის განცხადებით, სამუშაოებს ერთი თვე დასჭირდება.
როგორც უწყებაში ამბობენ, რეაბილიტაცია ჩატარდება 400 კვადრატული მეტრის ფართობის გზაზე – „ჩატარდება კაპიტალური სამუშაოები, სავალ ნაწილზე მოეწყობა ქვაფენილი, ასევე განახლდება ბეტონის ჩამკეტები“.
რეაბილიტაციის პერიოდში, მერიის ცნობით, ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: „ბარნოვის ქუჩიდან მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლ
რუსულმა ძალებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით, წარუმატებელად სცადეს დაკარგული პოზიციის აღდგენა კურდიუმოვკას დასავლეთით, ანდრეევკას სამხრეთით და დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას დასავლეთით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენშტაბის ცნობით, ფრონტზე, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 44 შეტაკება მოხდა.
მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ქალაქ მარინკას მიდამოში.
ასევე, გენშტაბის ცნობით,
"ვფიქრობ, მთავარი, რაც ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს, არჩევნების გასაყალბებლად ოცნების უკვე დაწყებული კომპლექსური მუშაობაა. ფაქტია, ეშინიათ და ჩქარობენ.
ცესკოს ბოლომდე დამორჩილების შემდეგ, კანონის უზენაესობის სახელით, მათი პროპაგანდის ინსტრუმენტებით, ძალიან საშიშ პროცესებს აწარმოებენ იმ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ უნდობლობის დასანერგად, რომლებსაც გადამწყვეტი როლი აქვთ არჩევნებზე დაკვირვებაში, მის შეფასებაში (ამ მხრივ სახალხო დამცველი უკვე გადაზღვეული ჰყავთ
კობახიძემ ძალიან კარგად იცის როგორი დიდი მავნებლობაა აფხაზეთსა და კოსოვოს შორის პარალელის გავლება. გავახსენებ ბატონ კობახიძეს, რომ კოსოვო საქართველოს მხრიდან აღიარებული არ არის - ეს ერთი, ხოლო მეორე, საქართველოს შემთხვევაში ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა სხვათაშორის აფხაზეთში ბატონო ირაკლი, ხოლო კოსოვოში იყო პირიქით - ალბანელების ეთნიკური წმენდა. კობახიძის ამ საქციელს საზოგადოება აუცილებლად დაარქმევს სახელს!”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
3653
თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას
იუსტიციის სახლი ავრცელებს.
ამავე ცნობებით, მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს, ამ რეჟიმში, 21:00 საათამდე მოემსახურება;
„მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს „რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს“, რომლებსაც „რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს.
ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო გემის ჩასვლასთან დაკავშირებით საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას, ზახაროვამ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები არის მორიგი „შეკვეთილი ქმედება, რომელიც ქვეყანაში მრავლად ტარდ
უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე “დიდი შვიდეულის” დეკლარაციას 12 ქვეყანა შეუერთდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ნატო-სკენ გზაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები. ამ წლის მეორე ნახევარში, ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი საკმაოდ რეალური გახდება. ამ მომენტისთვის, [უკვე] 12 პარტნიორი ქვეყანა შეუერთდა “დიდი შვიდეულის” საერთო დეკლარაციას. ესენი არიან ბელგია, დანი
უკრაინას მშვიდობის გლობალური სამიტის ჩატარება შემოდგომაზე სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან თათბირის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას ახლა ხუთი ორიენტირი გააჩნია, რომელთაგან მთავარი - მშვიდობის ფორმულის რეალიზებაა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფოებისა და ერების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობისკენ, საერთაშორისო სიმშვიდისა და რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების არარსებობისკენ მიისწრაფვის და მშვიდობის
კიბოს გვიან სტადიაში გადარჩენილი ადამიანის სისხლძარღვებში, მეცნიერებმა კიბოს საოცარი, „ცოცხალი წამალი“ აღმოაჩინეს.
მსგავსი: მეცნიერებმა კიბოს უჯრედების გავრცელების ახალ, მოულოდნელ გზას მიაგნეს — #1tvმეცნიერება
„ბოლო 50 წლის განმავლობაში კიბოს მკურნალობაში ყველაზე დიდი მიღწევის“ მიღებიდან ერთი შემდეგ, ამ პაციენტის სხეულს ჯერ ისევ იცავს მკვლელი იმუნური უჯრედების მთელი ფლოტი, რომლებსაც T ლიმფოციტებს უწოდებენ.
გაერთიანებული სამეფოს კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრებმა
შიმშილობა დაიწყო ინგა ბაშიროვმა, მშობელმა, რომლის აბიტურიენტი შვილიც NAEC-მა გამოცდაზე არ დაუშვა, მიუხედავად სასამართლო განჩინებისა.
საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელსაც ისტორიის ეროვნულ გამოცდამდე გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, ხოლო გამოცდის შემდეგ ოპერაციის შემდგომ გართულებებს მკურნალობდა.
საქმე ოჯახმა სასამართლოშიც მოიგო. სასამართლომ დაავალა ცენტრს, რომ აბიტურიენტი დამატებით დაუშვას გამოცდაზე. სასამართლომდე კი ოჯახმა წერილობით მიმართა ცენტრმა.
აბიტურიენტისა და ოჯა