“2 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს უფლება ეძლევა საყოფაცხოვრებო საქმიანობა განახორციელონ, კერძოდ, შეისყიდონ და გადმოიტანონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ცხინვალის, ზნაურისა და ლენინგორის [ახალგორი –რედ.] რაიონების სასაზღვრო ზონაში შესაბამისი ნებართვის გარეშე”, – ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი აცხადებს.
ამასთან, როგორც უწყების ცნობაშია მითითებული, სასაზღვრო ზონაში გადასასვლელად მათ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერალური სამსახურის უახლოეს სამმართველოშ
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია – ОДКБ სომხეთის სასაზღვრო რაიონებში საკუთარი მისიის განთავსებაზე სომხეთთან მოლაპარაკებებს ითხოვს. თუმცა უცნობია ამ ეტაპზე სომხეთის პოზიცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდა ორგანიზაციას იმისთვის, რომ შესაბამისი დახმარება არ გაუწია წევრ ქვეყანას – სომხეთს აზერბაიჯანთან საომარი დაპირისპირებების დროს.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია,
საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე პირველი აგვისტოდან ამოქმედდა რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს.
ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები წესდება „აშშ-ის და ევრიკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად“ და შეეხება როგორც რუსეთს, ის
საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი, კონსტანტინე (მინდია) ესაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს კინოაკადემიის facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების მოტივად ესაძე საზღვარგარეთ მოღვაწეობას ასახელებს.
ააიპ „საქართველოს კინოაკადემია“ არის კინოხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებას, პოპულარიზაციასა და სხვა.
publika
„გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით“,- განმარტავენ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.“
ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი” უარს აცხადებს ს
ოკუპირებულ გალში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნათია ბახტაძეს გაუჩინარების საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ გამოცემა "ეხო-კავკაზა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახტაძე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გოგონას დედა, იამზე აგუმავა არ ადასტურებს.
„ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია“, - წერს აგუმავა სოციალურ ქსელში.
ოკუპირებული აფხაზეთის
"ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ოფიციალურ დონეზე კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ კანონები კარგი გვაქვს, აღსრულება - არა. პრაქტიკულად გვითხრეს, რომ იმ ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, რომლებიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვისაა საჭირო, უნდა გაძლიერდეს.
- კერძოდ, „ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მო
“კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით დასავლეთმა, ჩემი აზრით, იჩქარა და არასწორად მისცა რუსეთს ის მინიმალური საფუძველი,რომ გამოეყენებინა კოსოვოს პრეცენდენტი არგუმენტად. დასავლეთის 90-იანი წლების გეოპოლიტიკური ვითარების გამო და იმიტომ, რომ დასავლეთს ძალიან სწრაფად უნდოდა ბალკანეთში სისხლის ღვრის დასრულება, დიპლომატია სჭირდებოდათ, რომ პროგრესი განეცადათ სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ სწრაფად შეიკრა გადაწყვეტილება, რომელმაც უკვე შემდგომში გამოიწვია ეს პროცესები.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტ
"ირაკლი კობახიძის მიერ, კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის არასწორად დასმული ტოლობის ნიშანი, პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას, რომელსაც კრემლი 2008 წელს საქართველოში, ხოლო 2014 წელს უკრაინაში შესვლისთვის იყენებდა. როგორც ჩანს, ოცნების ბოსებისთვის, საბოლოოდ გაქრა წითელი ხაზები და უკვე ღიად მონაწილეობენ რუსულ ჰიბრიდულ ოპერაციაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
კობახიძე წარსულშიც არაერთხელ დახმარებია რუსულ გეგმებს და მომავალშიც დაეხმარება. ფაქტია, შემთხვევით არაფერი ხდება,
რუსებმა კვლავ სცადეს თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჩვენს პორტებზე, მარცვლეულის ელევატორებზე. ისინი ყველაფერს აკეთებენ სანქციების გვერდის ავლისა და იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მოსაპოვებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი "ტვიტერში" წერს.
მისი თქმით, რუსებს სურთ გაზარდონ იარაღის რაოდენობა, რათა დახოცონ ადამიანები, გაანადგურონ ინფრასტრუქტურა და გამოიწვიონ შიმშილი.
"ამის შეჩერება შესაძლებელია უფრო მკაცრი სანქციებით, რომელი
ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია, ის ქმნიდეს დამატებით გარანტიებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ინვესტიციები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან უნდა არსებობდეს. ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორი ვერ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ჩინურ ინვესტიციების ჩადებაში პრობლემას ვერ ხედავენ.
მისი თქმით, ჩინეთ
კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს, რითაც კრემლმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ოკუპაცია „დაასაბუთა“. ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
იპნ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტი", ასლან ბჟანია აცხადებს, რომ ე.წ. "რესპუბლიკა" მზადაა მიიღოს საკრუიზო ლაინერი Astoria Grande და რუს ტურისტებს თბილად დახვდეს.
"რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით, გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით კი ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება", - განუცხადა ბჟანიამ რუსულ გამოცემა TASS-ს.
გამოცემა წერს, რომ ბჟანიამ ამის შესახებ ბათუმის პორტში რუსი ტურისტების წინააღმდეგ გამართული "არამეგო
კობახიძე ფეიკნიუსების მოფიქრების მაგივრად, სჯობს, რამე სერიოზულით დაკავდეს.
არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენი გუნდის კარი ყველასთვის ღიაა, ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა სააკაშვილისა და ივანიშვილის მძევლობისგანაა დასახსნელი.
თუ ვინმე დღეს ერთმანეთთან თანამშრომლობს, ეს „ოცნება'' და „ნაციონალური მოძრაობაა''. “ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ ერთადერთ ალტერნატივად „ნაცები'' წარმოაჩინონ.
ანა ბუჩუკური, პარტია "
„ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში არა მხოლოდ პოლიტიკურ ტვირთშია პრობლემა, არამედ მათ „ნაცურ“ მენტალიტეტში, რადგან სისტემური დანაშაული დღესაც ვერ გადააფასეს., - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს იყო სისტემური დანაშაულები და არა – ერთეული შემთხვევები.
"სისტემური დანაშაული იყო სანდრო გირგვლიანის საქმე, რომელიც ერთი ადამიანის ტრაგედია არ იყო, აქ იყო ასახული ის, სისტემამ ადამიანი ჯერ როგორ მოკლა და რა
”ეს არის ახლა ოცნების მთავარი ამოცანა, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ნაცების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
364703254_818380113149723_5276558939676586188_n.mp4
”სტრატეგიული პროექტი- ანაკლია, რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი 2017 წლიდან როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, არ უნდა გახდეს ვაჭრობის და კორუფციული გარიგების საგანი. ხოლო ჩინეთთან დაკავშირებით რასაც ვისმენთ ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ქვეყნის საგარეო კურსით ვაჭრობა.”
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი
364792473_210356398651933_830341494438583335_n.mp4
მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები იწყება, რომლის ფარგლებშიც ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობა მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს განახორციელებს.
„პროექტის ფარგლებში 19 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და პანდუსები. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. დაგეგმილი სამუშაოების გამო პირველი აგვისტოდან მიცკევიჩის ქუჩაზე ტრა
დამოუკიდებელი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ ყურბან ბაირამის დღესასწაულზე პარლამენტის სხდომების გაცდენის გამო ხელფასის 10 პროცენტი ჩამოაჭრეს, რასაც სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, კონკრეტული რელიგიური მიმდინარეობა თუ რამდენიმე დღესასწაულს აღნიშნავს და ადამიანებს აქვთ უფლება, ეს დღესასწაული გაატარონ სახლებში და უქმედ იყოს გამოცხადებული, სხვა რელიგიური ჯგუფებისთვისაც მნიშვნელოვანი დღესასწაულები უქმედ უნდა იყოს გამოცხადებული.
„28 ივნისს იყო მუსლიმურ
უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. უნგრული მედიის ცნობით, უნგრეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ოპოზიციის მოწვევით გაიმართა, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა უნგრეთის მმართველი პარტია და მისი პარტნიორი „ქრისტიან-დემოკრატები“ სხდომაზე არ მივიდნენ, რის გამოც კვორუმი არ შედგა.
შესაბამისად, პარლამენტარებმა დღის წესრიგის დამტკიცება ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ,
ხორვატია თავისი პორტებით დაეხმარება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„შევთანხმდით ხორვატიის პორტების გამოყენების შესაძლებლობაზე დუნაისა და ადრიატიკის ზღვაზე უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის. ჩვენ ახლა ვიმუშავებთ ამ პორტებისკენ ყველაზე ეფექტური მარშრუტების მოწყობაზე და ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებაზე. ყოველი წვლილი ექსპორტის განბლოკვაში, ყოველი ღია კარი არის რეალური, ეფექტური წვლილი მსოფლიო სას
მოლდოვამ დაამტკიცა მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობა, რომელიც უკრაინას ექსპორტში დაეხმარება, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მოლდოვის პარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა მოლდოვისა და უკრაინის მთავრობებს შორის მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმების, რომელიც დააკავშირებს მოლდოვის სასაზღვრო სოფელ კოზაუტსა და უკრაინის ქალაქ იამპოლს.
მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების გადაწყვეტილებას მხარი 57-მა მოლდოველმა დეპუტატმა დაუჭირა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს უკრაინის პორტების ოკუპირების საშუალება არ აქვს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის გარემოება, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, პორტებს ესვრის, როდესაც ამ პორტების ოკუპირება არ შეუძლია, ტერორიზმად, ტერორისტულ აქტად და მოსახლეობის დაშინების მცდელობად უნდა ჩაითვალოს.
"პუტინს პორტების ოკუპირების საშუალება არ აქვს. ეს არ არის სამხედრო მოქმედებები. ეს ომიც არ არის. ჩვენი პორტების დაკავების საშუალება, უბრალოდ, არ აქვს. ჩვენ მთლ
სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი ამჯერადაც აქციის ფონზე დატოვა.
ბათუმში პროტესტი მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში ჩამოდგა. მომიტინგეები შეძახილებით რუსი ტურისტების ჩამოსვლას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, რომ საკრუიზო გემის დანიშნულების ადგილიდან ბათუმის პორტი ამოშლილიყო.
ადგილზე მთელი დროის განმავლობაში, სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. პორტის ტერიტორია რკინის ბარიკადებით იყო შემოსაზღვრული. აქციის დროს 23 ადამიანი დააკავეს.
ცნობისთვ