Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.271
  • comments
    0
  • views
    702.444

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიშა დაუშვილი - სად არის ხელისუფლება?! საკუთარ ჩარტერებს მშვენივრად აორგანიზებენ... (ვიდეო)

“ სად არის ხელისუფლება?! საკუთარ ჩარტერებს მშვენივრად აორგანიზებენ, ხოლო როცა ჩვენს მოქალაქეებს ეხებათ საქმე, ვხედავთ რომ წინა რიგებში არ აყენებენ და შესაძლებლობას აძლევენ გაიაშვილს მოცემული ვითარებით ისარგებლოს.  როცა ვსაუბრობთ “ოცნების” მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის მიტაცებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ვინ დაეხმარა მათ ამაში. სწორედ “ნაც.მოძრაობა” იყო ის პარტია, რომელმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას მურუსიძის კლანს დაუჭირა მხარი.  ოჩამჩირეში რუსული სა

ანა ბუჩუკური - სადეპუტატო კითხვით მივმართავ ღარიბაშვილს: ელაპარაკა თუ არა თავის მეგობარ ორბანს ნაცების რეჟიმის მაღალჩინოსნების ექსტრადირებაზე?

სადეპუტატო კითხვით მივმართავ ღარიბაშვილს: ელაპარაკა თუ არა თავის მეგობარ ორბანს ნაცების რეჟიმის მაღალჩინოსნების ექსტრადირებაზე?  ორბანთან მეგობრობით მიხეილ სააკაშვილი ამაყობდა, დღეს ღარიბაშვილი ამაყობს. ღიმილის მომგვრელია, როცა ნაცებს და ქოცებს მეგობრებიც საერთო ჰყავთ. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.

„ჩვენს სოფელში სკოლა არ არის“ | რა ბარიერებს აწყდებიან ადამიანები ჯავახეთიდან

ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ადამიანებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ იარსებონ. ენობრივი ბარიერი, რთული სოციალური პირობები, სრულფასოვანი განათლების მიღების პრობლემა – ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რა პრობლემებსაც აწყდებიან ნინოწმინდის, ახალქალაქისა თუ მათი მიმდებარე სოფლების მკვიდრები. სწორედ ამ პრობლემებზე მათ თავად ისაუბრეს ღია ტიპის შეხვედრებზე, რომლებიც სხვადასხვა სოფელში, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციებთან „წინ ახალ

კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლების სარჩელი სასამართლომ განსახილველად მიიღო

კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლების სარჩელი საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო, – ამის შესახებ „პუბლიკას” დამოუკიდებელ პროფკავშირ „გილდიაში” განუცხადეს. სასამართლოში მათ ინტერესებს სწორედ „გილდია” იცავს. სასამართლოს კინოცენტრის დირექტორის პირველმა მოადგილემ, მაია ჭილაშვილმა, დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა, პორტალის მენეჯერმა, დავით დავითიანმა და კინოკომისიის მიმართულების მენეჯერმა, დავით ვაშაძემ მიმართეს.  ისინი გათავისუფლების შესახებ დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობა

ეროვნული ბანკი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ქუსიკაშვილმა დატოვა

ეროვნული ბანკი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ქუსიკაშვილმა დატოვა. ინფორმაცია მან „ფორმულას“ დაუდასტურა, თუმცა დამატებითი კომენტარი არ გააკეთა. თამარ ქუსიკაშვილი მეოთხე ადამიანია, რომელმაც ეროვნული ბანკი ბოლო 3 კვირის განმავლობაში დატოვა. მანამდე სებ-დან ორი ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი და სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე წავიდნენ. 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის

„პლეიბოიმ“ ჰამასის მხარდაჭერის გამო მია ხალიფას კონტრაქტი გაუწყვიტა

ჟურნალმა „პლეიბოიმ“ ყოფილ პორნოვარსკვლავ მია ხალიფასთან კონტრაქტი გაწყვიტა, მიზეზად კი ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდაჭერა დაასახელა. „ბოლო დღეების განმავლობაში მიამ გააკეთა ამაზრზენი კომენტარები „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმასთან და უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების მკვლელობების შესახებ“, — განაცხადა „პლეიბოიმ“. საერთაშორისო მედიის ცნობით, „პლეიბოიმ“ ვებსაიტიდან ხალიფასთან დაკავშირებული კონტენტი სრულად წაშალა. „ჰამასი“ ისრაელეთა მკვლელობისა და გატაცების ამსახვ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის გარდაცვალების საქმეზე ინსპექტორი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის, დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი იქნა მხილებული. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს, №10-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრ

მიხეილ დაუშვილი - მოვუწოდებთ მთავრობას, დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში და ჩვენ მოქალაქეებს დროულად დაბრუნების საშუალება მიეცეთ

მოვუწოდებთ მთავრობას, დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში და ჩვენ მოქალაქეებს, ვისაც ამის სურვილი აქვთ, მიეცეთ საშუალება, დროულად დაბრუნდნენ,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისრაელიდან საქართველოში დაბრუნება ბევრ ბარიერთან არის დაკავშირებული, მათ შორის ფინანსური კუთხით. "ჩვენს მოქალაქეებს ისრაელში რაც ახლა სასწრაფოდ სჭირდებათ და სადაც სჭირდებათ ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა, ეს არის ის, რომ ვისაც სურვილი აქვს ქვეყანაში

ანა ბუჩუკური - რეფორმების ნაცვლად ხელისუფლება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს მფარველობს - როგორც ჩანს, „ოცნებას“ შიში აქვს, რომ თუ ამ ადამიანებს სააშკარაოზე გამოიყვანს, ისინი მმართველი პარტიის მძიმე გადაწყვეტილებებზე ალაპარაკდებიან

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის, ანა ბუჩუკურის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უარი აქვს გაცხადებული. მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სასამართლო რეფორმის შესახებ ვენეციის კომისია დასკვნა შეაფასა, სადაც ნათქვამია, რომ რეკომენდაციების ნაწილი შესრულებული არ არის. ანა ბუჩუკურის აზრით, რეფორმების ნაცვლად, ხელისუფლება მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო კლანს მფარველობს. „ყველაფერი მოსწრებადია, თუკი პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ ამ პ

ზურაბიშვილი: ფრენებზე ფასების გაზრდის ნაცვლად, დაეხმარეთ მოქალაქეებს დაბრუნებაში

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ავიაკომპანიებმა ფრენებზე ფასები ხელოვნურად არ უნდა გაზარდონ და მძიმე ვითარებაში საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნებაში დაეხმარონ. ასე ზურაბიშვილი კომპანია „ჯორჯიან ეარვეისზე” გავცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ თელ ავივიდან თბილისისკენ ფრენის ფასი გაზარდა. „ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე, დღეს 9 ოქტომბრის ბილეთის ფასი აღემატებოდა 2 000 ლარს. კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა” ბილეთის ფასის გაზრდა უარყო

თავდასხმა ისრაელზე, დღე 4 — განახლებადი

მოკლედ: ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ სრულად აღადგინეს კონტროლი ღაზასთან საზღვარზე; ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლები 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ასეულობით ისრაელელი დახოცეს; ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს, დაშავებულია 2400-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ეს არ არის საბოლოო მონაცემები; ისრაელის საპასუხო იერიშებს ღაზას სექტორში 600-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციით დაგმო ოჩამჩირეში ბაზის საკითხი: რას აპირებს ქართული პარლამენტი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და მოსკოვის სურვილს, ააშენოს საზღვაო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირეში. რეზოლუციის სახელწოდებაა “შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ”. დოკუმენტის დასაწყისში ნათქვამია, რომ ასამბლეა უმკაცრესად გმობს რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვ

საქართველოს სასამართლო რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა

ვენეციის კომისია საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც მიმოიხილავს შეუსრულებელ, ნაწილობრივ შესრულებულ ან ბოლომდე შესრულებულ რეკომენდაციებს. კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წელს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში 5 ძირითად რეკომენდაციაზე მიუთითა. ის ხაზს უსვამს პირველი რეკომენდაციის პრიორიტეტულობას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას ეხება. კომისიის შეფასებით, ხსენებული რეკომენდაცია არც “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებშია

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამ

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

პალესტინა რუსულ მხარესთან რეგულარულ კონტაქტებს ინარჩუნებს და ამჟამად მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში პალესტინის ელჩმა, აბდელ ჰაფიზ ნოფალმა განაცხადა. „ვაგრძელებთ ყოველდღიურ კონტაქტს მოსკოვთან. ახლა მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის“, - განაცხადა დიპლომატმა. მისი თქმით, პალესტინური მხარე ისრაელთან კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციას აფასებს.

ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზას საზღვარს სრულად ვაკონტროლებთ

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, მათმა სამხედროებმა ღაზას საზღვარზე კონტროლი დაიბრუნეს. ”გასული დღის განმავლობაში სასაზღვრო ღობიდან არცერთი ტერორისტი არ შემოსულა“, - აღნიშნა დანიელ ჰაგარმა მედიასთან საუბარში. მისივე თქმით, საბრძოლო-საინჟინრო ჯარები საზღვრის გალავნის ხვრელების მახლობლად მდებარე ტერიტორიების დანაღმვაზე მუშაობენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ტერორისტების მცირე რაოდენობა ისრაელის ტერიტორიაზე კვლავ იმალება. ipn

პოლიციამ საგარეჯოში, 14 წლის ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 27 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა

პოლიციამ საგარეჯოში, 14 წლის ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 27 წლის ძებნილი მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 14 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავა

თბილისში მარიჯანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ერთი კედელი ძლიერი ქარის გამო გადაინგრა და ბლოკებმა ავტომობილები დააზიანა

თბილისში მარიჯანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ერთი კედელი ძლიერი ქარის გამო გადაინგრა და ბლოკებმა ავტომობილები დააზიანა.  თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რადიო თავისუფლება

მიშა დაუშვილი - მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ასეთი საფრთხეების დროს, როგორიცაა ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსება, შეგვიძლია გადავდოთ ვიწროპარტიული ინტერესები და ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის საკითხებზე (ვიდეო)

“მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ასეთი საფრთხეების დროს, როგორიცაა ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსება, შეგვიძლია გადავდოთ ვიწროპარტიული ინტერესები და ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის საკითხებზე.” მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 387176047_1067895720906622_8721599661130333189_n.mp4

ანა ბუჩუკური - ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნის პარალელურად, “ოცნება” გვარწმუნებს, რომ მხოლოდ მშვიდობისთვის იღვწის და თითქოს ყველაფერს აკეთებს ომის თავიდან აცილებისთვის (ვიდეო)

"რასაც რუსეთი ოჩამჩირის გავლით ცდილობს, არის საქართველოში გახსნას მეორე ფრონტი. ოჩამჩირე 50 კმ-ითაა დაშორებული ზუგდიდან და არავინ იცის, რა მიზნით და რა გეგმით აპირებს რუსეთი ამ ფლოტის გახსნას, შესაბამისად შეიცავს დიდ საფრთხეებს. ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, როცა “ოცნება” გვარწმუნებს, რომ მხოლოდ მშვიდობისთვის იღვწის და თითქოს ყველაფერს აკეთებს ომის თავიდან აცილებისთვის.” ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 387188750_85520224

ნათია მეზვრიშვილი - რატომ ვერ იქნება არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტი? (ვიდეო)

რატომ ვერ იქნება არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტი ? ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  387785812_156245037560060_597828128955635669_n.mp4

ევროკავშირი პალესტინას დახმარებას უწყვეტს

ევროპულმა კომისიამ პალესტინისთვის 691 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. „ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ტერორიზმისა და სისასტიკის მასშტაბები გარდამტეხი მომენტია“, - წერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერის“ გვერდზე. მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პალესტინის დახმარებისთვის მომავალი გადახდები დაუყოვნებლივ შეჩერებულია, ხოლო ახალი ბიუჯეტის შესახებ განხილვები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ც

წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა

უამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წიფნაგვარაში მეწყერი ჩამოწვა.   როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ტექნიკა უკვე ადგილზეა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ევროკავშირის საგარეო მინისტრები ისრაელის საკითხზე ხვალ საგანგებო შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 10 ოქტომბერს, შეხვედრას გამართავენ და ისრაელში არსებული სიტუაციას განიხილავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს. „ხვალ მოვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას ისრაელსა და რეგიონში არსებული ვითარების განსახილველად“, - აცხადებს ბორელი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ომანის დედაქალაქ მასკატში იმყოფება, რომელიც ევროკავშ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინაში და ისრაელში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისრაელში ტერორისტები ისევე მოქმედებენ, როგორც რუსეთი უკრაინაში. „ერთი და იგივე ბოროტებაა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ იქ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას. გამოცხადებული ზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი იგივეა“, - აღნიშნა ზელენსკიმ, რომელმაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ირანს კავშირი
×
×
  • შექმენი...