Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.271
  • comments
    0
  • views
    702.483

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ელეონორა არჩაია - დაინიშნოს ქუთაისსა და აეროპორტს შორის მუდმივი სატრანსპორტო მარშრუტი; შეიქმნას ტექნიკურად გამართული სისტემა, რომელიც უპრობლემოდ მოემსახურება ქუთაისში ჩამოსულ ასიათასობით სტუმარს

2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ერთი მილიონი მგზავრი მიიღო. მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული აეროპორტი ჩვენი ქალაქისა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და სიცოცხლისათვის. ტურისტები ქალაქში ათასობით დოლარს ხარჯავენ, რაც საკმაოდ დადებითად აისახება ქუთაისის ბიუჯეტზე და უამრავი ოჯახისათვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. სამწუხაროდ, აეროპორტიდან ქუთაისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს. ეს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადგილობრივე

სამწუხარო და უდროო – ჰერჩინსკი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას „სამწუხაროს და უდროოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი ზუსტად იმ დროს ემთხვევა, როცა ევროკომისიამ გაფართოების საკითხზე ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს. მისივე თქმით, ეს პროცესი დეპოლარიზაციის შემცირებას არ დაეხმარება. „მე უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ვარ, ძალიან ყურადღებით ვისმენ, რას ამბობს სხვადასხვა პოლიტიკოსი. ზოგი ამბობს, რომ საქართველომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შეასრულა, სხვა პოლიტიკოსებისგან

ურსულა ფონ დერ ლაიენი - საქართველოს მიმართ ჩვენი მთავარი გზავნილია: გამოიყენოთ შესაძლებლობა, იყავით მკაფიო რეფორმების განხორციელების პროცესში

ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის რომ გამოიყენოთ შესაძლებლობა ახლა, გააგრძელეთ წინსვლა და იყავით მკაფიო რეფორმების გატარების პროცესში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს ესპანეთის ქალაქ გრანადაში განუცხადა. მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. „ჩვენ შევაფასეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი კიდევ გასაკე

ევროკავშირის ელჩი - ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ უკიდურესად შემაშფოთებელია

რუსეთის მიერ 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების აშკარა დარღვევა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის პოზიცია: ჩვენს მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესა

ანა ბუჩუკური - გგონიათ, „ქართულ ოცნებას“ და „ნაცებს“ ერთმანეთში სავაჭრო ცოტა აქვთ?! დამერწმუნეთ „ნაცებს“ და „ოცნებას“ ბიზნესინტერესებიც ძალიან ბევრი აქვთ საერთო

თქვენ გგონიათ, სავაჭრო ცოტა აქვთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაცებს“ ერთმანეთში?! დამერწმუნეთ „ნაცებს“ და „ოცნებას“ ბიზნესინტერესებიც ძალიან ბევრი აქვთ საერთო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ამასთან, ბუჩუკური არც იმას გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზეც ვაჭრობდეს. „ცოტა გამკვირვებია, როცა ამ კითხვას (თუ რაზე დაყრდნობით საუბრობს ამაზე) სვამთ, მე ვიყავი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რომ მხარდაჭერა გამოუცხად

საქართველოს მომავალ კვირას ვიქტორ ორბანი ეწვევა

საქართველოს მომავალ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეწვევა, - ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა. „მომავალ კვირას თბილისში ჩამოვალ. თბილისში საერთო სამთავრობო სხდომა გვექნება. ყველა მინისტრი ჩემთან ერთად იქნება“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა. უნგრეთის პრემიერის თქმით, ის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. „სრულიად უსამართლოა, რომ არ გპირდებიან, რომ გახდები რაც შეიძლება მალე, რადგან დიდი საქმე გააკეთე და ჩვენ ძალიან გვჭირდები.

მიშა დაუშვილი - „ნაცები'' და „ოცნება'' რომ ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ამის ფაქტები უკვე არსებობს. სასამართლო სისტემაში „ოცნებას'' საკუთარი პოზიციების გამყარებაში „ნაცები'' დაეხმარნენ (ვიდეო)

„ნაცები'' და „ოცნება'' რომ ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ამის ფაქტები უკვე არსებობს. სასამართლო სისტემაში „ოცნებას'' საკუთარი პოზიციების გამყარებაში „ნაცები'' დაეხმარნენ. რაზე ვაჭრობენ ეს სხვა საკითხია, მაგრამ მოცემულობაა, რომ ისინი ერთმანეთში ვაჭრობენ. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 386605046_189367140853958_5933893062705443389_n (1).mp4

ბექა ლილუაშვილი -  „ნაცები'' და „ქოცები'' - ერთმანეთზე უარესები (ვიდეო)

„არავისთან დასამტკიცებელი ჩვენ არ გვაქვს და მითუმეტეს ჩვენს მოქალაქეებთან, რომ ეს ორი პარტია: „ნაცები'' და „ქოცები'' - ერთმანეთზე უარესი პარტიები არიან. იცით რა არის ამის მაგალითი? დღეს განიხილება გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონი, რასაც „ოცნება'' აკეთებს და ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებს, თავადვე ადასტურებს იმას, რომ უვარგისები არიან. ამას რატომ ვამბობ ახლა იცით? 2011 წელი მახსენდება, ზუსტად იგივე კანონში „ნაცებმა'' მსგავსი კანონები შემოიტანეს. ამას ვამბობთ,

ჯოზეფ ბორელი - ვამზადებთ გრძელვადიან ვალდებულებებს უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - უკრაინას მეტი შესაძლებლობები და უფრო სწრაფად სჭირდება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გრძელვადიან ვალდებულებს ამზადებს. ბორელის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში ის თავდაცვის ახალ მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდა, რომლის დროსაც ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს. "რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყველა ჩვენგანისთვის ეგზისტენციალური საფრთხ

ბერდია სიჭინავა - რა ჩაიდინა „ოცნებამ'' ზუგდიდში? გამოუძიებელი კრიმინალური ქრონიკა (ვიდეო)

რა ჩაიდინა „ოცნებამ'' ზუგდიდში? გამოუძიებელი კრიმინალური ქრონიკა ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  385895903_690796269268688_4162091657305894741_n.mp4

ცესკოს თავმჯდომარემ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა

ცესკოს თავმჯდომარემ პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა. როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების მოდერნიზების კიდევ ერთი ეტაპი დაასრულა წარმატებით. "არჩევნებმა, რომელიც დღეს გორში, კასპში და გურჯაანში გაიმართა, დაადასტურა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე სხვა ჩართული მხარეების, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის. საარჩევნო ელექტრონული

დმიტრო კულება - უკრაინა ზრდის იარაღის შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა არა მხოლოდ პარტნიორებისგან იღებს სამხედრო დახმარებას, არამედ ზრდის იარაღის შიდა წარმოებას. „რუსეთი ცდება, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას დაელოდოს. უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და რუსული აგრესია ჩაიშლება. ჩვენ არა მხოლოდ შემოგვაქვს იარაღი უკრაინაში, არამედ ვზრდით შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად ნატო-სა და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს კულება. შეგახსენებთ, 22 სექტემბერს

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა აღარასდროს გადაიხდის სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის

უკრაინა აღარასდროს გადაიხდის საკუთარი შვილების მომავლითა და საკუთარი სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. "დღეს უკრაინელების თანამედროვე თაობებს გვაქვს შესაძლებლობა, მივაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე ვახერხებდით. ჩვენი უკრაინის დაცვა რუსული შემოჭრისგან ეფუძნება ჩვენი საზოგადოების ისტორიულად უდიდეს ერთობას. ერთობას, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ. უკრაინა სარგებლობს მსოფლიოს ისტორიულად უდიდესი მხარდაჭერით ის აღარასდ

2-3 ოქტომბერს ამინდი გაუარესდება — გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 2-3 ოქტომბერს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 2 ოქტომბერს, ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოსა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა, ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალი

სლოვაკეთის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა პრორუსმა პოპულისტებმა აიღეს

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-პოპულისტურმა, პრორუსულმა პარტია  Smer-SSD-მა ხმების თითქმის 24% მიიღო, რითაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. შესაბამისად, მას მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებების დაწყება შეუძლია. მეორე ადგილზე 17%-ით გავიდა პარტია „ლიბერალ-პროგრესული სლოვაკეთი“. პირველ ადგილზე გასულ პარტიას მთავრობის ჩამოყალიბების და შესაბამისად, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუ კოალიციის ჩამოყალიბებას შეძლებს მესამე ადგილზე გასულ მემარცხენე-ცენტრ

ბოიკოტის გამო გამომცემლების ნაწილი ფრანკფურტში დამოუკიდებლად წარდგება

„მწერალთა სახლისადმი“ გამოხატული ბოიკოტის გამო ქართველი გამომცემლების ნაწილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დამოუკიდებლად წარსდგებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გამომცემელი გვანცა ჯობავა დღეს, 1 ოქტომბერს ავრცელებს. ჯობავა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მწერალთა სახლისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მთავარი მიზეზია ის საფრთხე, რომელიც, მათვე აზრით, კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკის გამო, თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესისა და ზოგა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე - მოვუწოდებთ, ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და მათ მიმართ კარგი მოპყრობისკენ

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის დიმიტრიოს კარაბალისის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არის დაკავებული საქართველოს 5, ხოლო აფხაზეთში - 4 მოქალაქე. როგორც მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თვითნებური დაკავებები პრობლემური საკითხია, რომელიც ორივე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გრძელდება. „2023 წელს თუ გადავხედავთ, ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთში 26, ხოლო აფხაზეთში 7 დაკავება მო

ნატო ლიეტუვაში სადაზვერვო თვითმფრინავებს აგზავნის

ნატო-მ ლიეტუვაში, ალიანსის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგისთვის, საჰაერო-სადესანტო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის (Awacs) სადაზვერვო თვითმფრინავები განათავსა, - ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს. ნატო-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებლის, დილან უაითის განმარტებით, აღნიშნულ სადაზვერვო თვითმფრინავებს თვითმფრინავებისა და რაკეტების აღმოჩენა ასობით კილომეტრის დაშორებით შეუძლიათ. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა გაზარდა ჩვენი ყურადღება ბალტ

ცესკო - 17:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა ამომრჩეველმა

ცესკოს პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა (17.3%) ამომრჩეველმა. მისივე ცნობით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა (17.3%) ამომრჩეველმა. ზოგადად საარჩევნო პროცე

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ჩვენ დავრჩებით საქართველოში იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება

ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება , -ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. „ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმ

„მთავარია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ვიბრძოლოთ“ — HRC ლაზარეს წერილს ავრცელებს

7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საპატიმროდან წერილს ავრცელებს, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაასაჯაროვა. წერილში ლაზარე ამბობს, რომ მარტის აქციებზე იმავე მიზეზით იმყოფებოდა, რის გამოც იქ ყველა სხვა მოქალაქე იყო. კერძოდ, აპროტესტებდა რუსულ კანონს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემებს წარმოშობდა: „ჯერ სტატუსის მინიჭებაზე არ მივსულვართ და ხელისუფლებამ გამიზნულად დაიწყო ისეთი ქმედებების ჩადენა, რ

სახელმწიფო მხოლოდ საარსებო შემწეობის გაცემით მიჯაჭვულობას ქმნის ოჯახებთან, ბავშვებთან – ნინო წულაძე

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. „პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ოდესაში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორელი „ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. „ოდესა მშვენიერი ისტორიული ქალაქია. ის ახალი ამბების სათაურებში თავისი ნათელი კულტურისა და სულის წყალობით უნდა იყოს. ამის ნაცვლად ის ახალ ამბებში როგორც პუტინის ომის სამიზნე ხვდება. ევროკავშირი მხარს უჭერს ობიექტების სტაბილიზებას, რომლებიც რუსეთის ბარბაროსული განადგურების შედეგად დაშავდნენ. ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ დონეცკის, ლუ

გიორგი შარაშიძე - რომელმა ორგანიზაციამაც არ უნდა ჩაატაროს კვლევა, ფაქტია, არც “ნაციონალური მოძრაობის” და არც “ოცნების” მონაცემები დიდად არ იცვლება. ერთადერთი მზარდი რეიტინგი ვისაც აქვს, ეს არის პარტია “საქართველოსთვის” (ვიდეო)

“რომელმა ორგანიზაციამაც არ უნდა ჩაატაროს ესა თუ ის კვლევა, ფაქტი არის ერთი- არც “ნაციონალური მოძრაობის” და არც “ოცნების” მონაცემები დიდად არ იცვლება. ერთადერთი მზარდი რეიტინგი ვისაც აქვს, ეს არის პარტია “საქართველოსთვის”. “ გიორგი შარაშიძე, პარტია “საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს წევრი.  384776143_205286505773975_5268074084238267226_n.mp4

კლასელების მხრიდან მოზარდის შესაძლო იძულებაზე გამოძიება დაიწყო

იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში კლასელების მხრიდან მოზარდზე შესაძლო იძულებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილზე, სადაც მოზარდს თვითდაზიანებების მიყენებას აიძულებენ და ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოიქცევა. „ნეტგაზეთი“ წერილს შეგნებულად არ ასაჯაროებს. მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფსიქოლოგი მაია ც
×
×
  • შექმენი...