Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.271
  • comments
    0
  • views
    702.377

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პარლამენტმა „უხამსობის რეგულირებაზე" კანონპროექტი III მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში. კანონს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა – 3. კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით განიხილა და I მოსმენით გუშინ, 18 ოქტომბერს დაამტკიცა, II და III მოსმენით კი ერთ დღეში განიხილა. მთავარი ცვლილება, რომელიც მედიისთვის საფრთხის შემცველია, გულისხმობს „უხამსობისთვის” პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასევე, კომუნიკაციების კომისიას ენიჭება მასზე რეაგირების უფლებამოსილება.  „ქართუ

პარლამენტმა მაუწყებლობის კანონში სადავო ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა 79 ხმით, 3-ის წინააღმდეგ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა. კანონპროექტით, სიძულვილის ენის და უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. უხამსობა და სიძულვილის ენა აქამდეც არ იყო დაშვებული, თუმცა მასზე თავად მაუწყებლები რეაგირებდნენ თვითრეგულირების მექანიზმის საშუალებით. საკითხის თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გ

სროლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსტეტთან — დაწყებულია გამოძიება

თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება უწყებამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს. ნეტგაზეთი

ბექა ლილუაშვილი - გუშინ „ოცნება" დამარცხდა - ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითს წყალი შეუდგა (ვიდეო)

"გუშინ „ოცნება" დამარცხდა. ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითს წყალი შეუდგა. რუსული კანონი დაიწყეს და ბოლომე ვერ მიიყვანეს, იმპიჩმენტი დაიწყეს და ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მიზნებს ვეღარ ასრულებს." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  391640775_623543369854514_1753478420947875956_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის პრელუდია ემსახურება იმას, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი “ოცნების” ბოსებმა თავიანთი ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღების დროს (ვიდეო)

“თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის პრელუდია ემსახურება იმას, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი “ოცნების” ბოსებმა თავიანთი ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღების დროს. წაგებას, რომ მოგებად ასაღებს ის “ოცნება”, როგორ დაამთავრებს მმართველობას ამას ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ძალიან კარგად ვნახავთ. როგორ დაამთავრა “ნაცებმა” გვახსოვს”  ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393716763_872607851234001_399742530328523270_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - ქართულად გახმოვანებული ფილმებისა და სერიალების გათიშვის საკითხს, ეს ხელისუფლება სერიოზულად არ აღიქვამს

ქართულად გახმოვანებული ფილმების და სერიალების გათიშვის საკითხს, მგონი სერიოზულად არ აღიქვამს ეს ხელისუფლება. გასაგებია, ინტელექტუალური საკუთრება და კანონიერება. მაგრამ ვინმემ შესთავაზა სექტორს რაიმე სხვა გამოსავალი, ვიდრე სერვერების განადგურებაა? შესთავაზეს, რომ კანონის ფარგლებში მოეყვანათ საქმიანობა და სახელმწიფო დაეხმარებოდათ?  ქვეყანაში, ამდენი სახელმწიფო სუბსიდია რომ მიემართება, იმ ბიზნესების "დასახმარებლად" რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების საკუთრებაშია და სინამდვილეშ

რიში სუნაკი ისრაელში ჩადის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში გაემგზავრა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება. ბრიტანეთის პრემიერი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით ჩავა, რომლის ფარგლებში სხვა ქვეყნებს ეწვევა. დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მი

ბექა ლილუაშვილი - თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ “ოცნება” შევიდა ისეთ თამაშში საიდანაც წაგებული გამოვიდოდა?! მათ უბრალოდ ჩაეშალათ ის მოლაპარაკებები, რომლებსაც აწარმოებდნენ (ვიდეო)

“თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ “ოცნება” შევიდა ისეთ თამაშში საიდანაც წაგებული გამოვიდოდა?! ეს ხომ ფაქტია, რომ წაგებულები დარჩნენ. აქ სხვა რამ მოხდა. მათ უბრალოდ ჩაეშალათ ის მოლაპარაკებები, რომლებსაც აწარმოებდნენ.”  ბექა ლილუაშვილი, პარტია "საწართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  394025569_6690960887661246_4327248252422508799_n.mp4

ანა ბუჩუკური - ძალიან კარგად გვესმის და დარწმუნებული ვარ ქალბატონ სალომესაც, რომ ამ პროცესების უკან რეალურად დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ ის ესაუბრებოდა მხოლოდ ირაკლი კობახიძეს, რაც გულწრფელად, რომ ვთქვა არ მომეწონა (ვიდეო)

“ადამიანები, რომლებიც არიან სრულ გაურკვევლობაში, იწყებენ პროცესებს, ქმნიან კრიზისებს, გვაზიანებენ სახელმწიფოს, როგორც ეს იყო რუსულ კანონზე, როგორც ეს იყო იმპიჩმენტზე და ვერ მიჰყავთ თან ეს ყველაფერი ბოლომდე, საბოლოოდ კი გვიტოვებენ დაზიანებულზ სახელმწიფოს და დაზიანებულს სახელმწიფო ინტერესებს. რაც შეეხება პრეზიდენტს, ყველას ძალიან კარგად გვესმის და დარწმუნებული ვარ ქალბატონ სალომესაც, რომ ამ პროცესების უკან რეალურად დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ ის დღეს ესაუბრებოდა მხოლოდ ირაკლ

მიშა დაუშვილი - იმპიჩმენტის პროცესს “ოცნება” არ დაიწყებდა, თუ მათ არ ექნებოდათ წინასწარი გარანტია, თუნდაც ფარული მოლაპარაკებებით, რომ პროცესს ბოლომდე მიიყვანდნენ და ექნებოდათ 100 ხმა. უბრალოდ ეს მათ არ გამოუვიდათ (ვიდეო)

“იმპიჩმენტის პროცესს “ოცნება” არ დაიწყებდა, თუ მათ არ ექნებოდათ წინასწარი გარანტია, თუნდაც ფარული მოლაპარაკებებით, რომ პროცესს ბოლომდე მიიყვანდნენ და ექნებოდათ 100 ხმა. უბრალოდ ეს მათ არ გამოუვიდათ.  მოლიდინი ქალბატონი პრეზიდენტის სიტყვისგან გაცილებით მაღალი მქონდა, ვიდრე მოვისმინეთ.”  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393935139_349175690891548_3259914440254583827_n.mp4

ბერდია სიჭინავა - ჩვენმა ღიაობამ, გამჭირვალობამ და იმპიჩმენტის პროცესში პოზიციონირებამ განაპირობა ის, რომ “ოცნებამ” ვერ შეძლო 100 ხმის მობილიზება (ვიდეო)

“ჩვენმა ღიაობამ, გამჭირვალობამ და იმპიჩმენტის პროცესში პოზიციონირებამ განაპირობა ის, რომ “ოცნებამ” ვერ შეძლო 100 ხმის მობილიზება. ჩვენ დავინახეთ, რომ პრევენცია შევძელით და დღეს “ნაციონალური მოძრაობა” არ შევიდა სხდომაზე, სარეგისტრაციო ბარათებით ისხდნენ თავიანთი ფრაქციის ოთახში.” ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  393227116_641974791455951_6320637585987127737_n.mp4

„როგორ აუხსნით შვილებს, რომ პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი" | პრეზიდენტის სიტყვა პარლამენტში

„ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო” – ასე დაიწყო პარლამენტში სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. საკანონმდებლო ორგანო დღეს მის იმპიჩმენტს განიხილავს. ზურაბიშვილმა თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას. მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას კონსტიტუციის არსი და სული

რუსმა სამხედროებმა შიდა ქართლიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ღრომისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავებების მორიგი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ჟენევის საერთაშო

“ჩანს, რომ ეს [საავადმყოფოს დაბომბვა] სხვების გაკეთებულია და არა თქვენი” – ბაიდენი ნეთანიაჰუს

როგორც ნიუ იორკ ტაიმსი იუწყება, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იზიარებს ისრაელის მხრიდან იმის მტკიცებას, რომ 17 ოქტომბერს, ღამით ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებელი ისრაელი არ არის.  “ძალიან დამამწუხრა და აღმაშფოთა ღაზაში გუშინდელმა აფეთქებამ. იმაზე დაყრდნობით, რაც მე ვნახე, ისე ჩანს, რომ ეს სხვების გაკეთებულია და არა თქვენი. თუმცა ამაში ბევრი არ არის დარწმუნებული”, – ამბობს ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის მიმდინარეობისას.  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯ

TI: პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახდენს. ორგანიზაცია იმპიჩმენტს „სადამსჯელო“ პროცედურას უწოდებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მმართველ ძალას თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს მიტაცებული და და მათზე სრულ კონტროლს ახორციელებს. TI პარლამენტარებს მოუწოდებს, იმოქმედონ ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. პარლამენტში პრეზიდენტის იმპი

შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ტაშის გამო უსაყვედურა

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ტაშის გამო უსაყვედურა. პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავენ. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლა დაამთავრდა და მმართველი პარტია გააკრიტიკა, ადმინისტრაციის წევრებმა ტაში დაუკრეს – ისინი სხდომას თვალ-ყურს ლოჟიდან ადევნებენ. შალვა პაპუაშვილმა მათ უთხრა: რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის კი საჭიროა, 100 ხმა. სხდომის დაწყებამდე, „ოცნების” წევრემ

პრეზიდენტის იმპიჩმენტი — რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა, იმპიჩმენტისთვის 100 ხმაა საჭირო

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი განხილვას ესწრება. კვორუმი შედგა. რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის კი საჭიროა, 100 ხმა. სხდომის დაწყებამდე, „ოცნების” წევრემა თქვეს, რომ იმპიჩმენტი არ შედგება, „შანსი ნულია”. სხდომა მმართველი პარტიის თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო. კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევია და ის აღარ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. თუ იმპიჩმენ

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ გვგონია, რომ სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია არის შესვლა და წითელ ღილაკზე ხელის დაჭერა. თუმცა ვითვალისწინებთ ჩვენს დამოკიდებულებას პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით და ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ (ვიდეო)

“ჩვენ გვგონია, რომ სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია არის შესვლა და წითელ ღილაკზე ხელის დაჭერა. თუმცა ვითვალისწინებთ ჩვენს დამოკიდებულებას პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით და ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ. “  ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393927062_714210507311602_2078396561337210661_n.mp4

ანა ბუჩუკური - არაფერი აღარ ინდობა ამ დარბაზში, ბოლო წლებში რასაც კადრულობდა “ნაც.მოძრაობა” იგივე მეორდება ახლა, “ოცნების” პირობებში (ვიდეო)

“არაფერი აღარ ინდობა ამ დარბაზში, ბოლო წლებში რასაც კადრულობდა “ნაც.მოძრაობა” იგივე მეორდება ახლა, “ოცნების” პირობებში.”    ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393916425_696815395665781_7079322886296414050_n.mp4

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვაზე

ნეტგაზეთი გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის სიტყვას პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე. ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო. პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ. სხვა არაფერში და ამაში ვითომც და პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე. საკონსტიტუციო სასამა

სალომე ზურაბიშვილი - როგორ გგონიათ, მე, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო? - ამის იმედი ნუ გექნებათ

დღეს დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი მახსენდება, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა - მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ, რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო? - ამის იმედი ნუ გექნებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინა

პრეზიდენტი - თურმე გეწყინათ, როცა „პატარა კაცებად“ მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები და მომავალი თაობა, მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ - დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება!

თურმე გეწყინათ, როცა გუშინ „პატარა კაცებად“ მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი, მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ - დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი დღეს მას კი არ უწყობს იმპიჩმენტს, არამედ თავის თავს, ქვეყანას, მის

პრეზიდენტი - დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს და ეს ამ ქვეყნისთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა - ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს

დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს და ეს გეგმა ამ ქვეყნისთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ. პრეზიდენტის თქმით, არავინ არ დაიჯეროს, რომ ქართველ ხალხს ვინმე გადაიყვანს რუსეთის გზაზე. „ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა თავისი არჩევანი და ამაში დიდი ფასიც გადაიხადა, დღე

პრეზიდენტი უმრავლესობას - ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო, პირველად იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ - 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება ისტორიაში შევა როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე

16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე - საკონსტიტუციო სასამართლომ აბუჩად აიგდო და დააკნინა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტერგრაციის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო უ

ვრცელდება ცნობა ხერსონის ოლქში უკრაინელების წინსვლის შესახებ

უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთის ფრონტზე, ხერსონის ოლქში, სოფელი პოიმა დაიკავეს და დამატებითი ძალების დახმარების შემდეგ, პესჩანოვკისკენ წაიწიეს, იტყობინება რუსული სამხედრო ტელეგრამ-არხი „რიბარი“. „რიბარის“ გარდა უკრაინელთა ამ წარმატებაზე ცნობებს არავინ ავრცელებს – არც ოფიციალური მოსკოვი და არც ოფიციალური კიევი თუ უკრაინული მედია. სოფლის მდებარეობა ხერსონის ოლქში – რუსეთის კონტროლირებად დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე. ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...