2024 წლის 1 იანვრიდან „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ აღარ იარსებებს. შესაბამის, 2-პუნქტიან ბრძანებას ხელი დღეს, 28 სექტემბერს, მოაწერა არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგად, ბაქომ აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.
შაჰრამანიანის ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრამდე დაიშლება ყველა „სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაც
ხვალ, 29 სექტემბერს, 16:00 საათზე, კულტურის სამინისტროში კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე იქნებიან ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელები და სხვა წარმომადგენლები.
უწყების განცხადებით, სამინისტროში შეხვედრას გაუძღვება მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია. შეხვედრას ასევე დაესწრება სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გუგა მირიანაშვილი.
„საქართველოს კულტურის,
თბილისში გამართულ აქციებზე დაკვირვებით იკვეთება, რომ იქ მობილიზებულ პოლიციელთა რაოდენობა არაპროპორციულია დემონსტრანტების რაოდენობასთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” (HRC) მოამზადა.
ორგანიზაციის მონიტორები, 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში, 10 საპროტესტო აქციას დააკვირდნენ.
ავტორთა თქმით, არის შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა რაოდენობა თვალშისაცემად მეტია, ზოგჯერ კი პირიქით – იმდენად ნ
რუსულმა ძალებმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან Shahed-136/131 ტიპის 44 დრონით შეუტიეს, დრონები ჯგუფურად, პრიმორსკო-ახტარსკისა და ჩაუდას რაიონებიდან გაუშვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 34 დრონი გაანადგურეს.
„შეტევის მოგერიებაში ჩართულია გამანადგურებელი თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური სახანძრო ჯგუფები“, - აცხადებენ შეიარაღებულ ძალებში.
28 სექტემბრი
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა, ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა" დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, შესაბამისი გამოძიების ჩატარების მიზნით, მისი ბაქოში ჩასვლა მოითხოვა.
„ყველამ იცით, რომ მე ვარ შეყვანილი აზერბაიჯანის „შავ სიაში“ და აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა ჩემი ბაქოში ჩასვლა შესაბამისი გამოძიებისთვის. გადავწყვიტე სტეფანაკერტიდან შუშაში ჩავსულიყავი. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გამოიწვევს დიდ ტკივილს, შფოთვას და სტრესს, პირვ
საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას.
"დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით, ხელი ასწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, ხელი
ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია.
ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ
“ოცნება” თუ ფიქრობს, რომ ივანიშვილის ინტერესებს უნდა გადააყოლოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, “ნაც.მოძრაობა” თვლის, რომ სააკაშვილს უნდა გადააყოლოს. ამით კი ვზიანდებით ჩვენ, ჩვენი შვილები და ამ ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოება.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
384334725_643397181257058_6265685055144373495_n.mp4
„თეა წულუკიანმა გადაწყვიტა, რომ რუსუდან თევზაძემ არჩევით პოზიციაზე, ხაზს ვუსვამ - არჩევით პოზიციაზე, უბრალოდ აღარ უნდა იმუშაოს და უნდა დატოვოს თანამდებობა, ვინაიდან ეს მას ასე სურს.“ - რუსუდან თევზაძე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი
ამ საქმეში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის აშკარა ნიშნების არსებობის გამო, „სამართლიანი არჩევნები“ რუსუდან თევზაძის უფლებებს სახალხო დამცველთან იცავს.
384426670_1082115719831524_6697932285054588452_
“პრეზიდენტის იმპიჩმენტი ახლა ევროინტეგრაციის იმპიჩმენტის ტოლფასია.
შესაძლოა “ნაც.მოძრაობა” აღმოჩნდეს სწორედ იმპიჩმენტის მხარდამჭერი. ამის მაგალითები გვაქვს, უკეთესი არგუმენტი რა უნდა იყოს, როცა უკვე მხარი დაუჭირეს რამდენიმე თვის წინ ოცნების წარმოდგენილ მოსამართლეებს.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
384739098_995336054919252_1364675704547599804_n.mp4
აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული.
ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პენი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივები უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე უნდა იქნეს გამოყენებული.
მისივე თქმით, შესაბამისი იურიდიული გუნდები ამ საკითხზე საგანგებოდ მუშაობენ.
„რომ მეთქვა
27 სექტემბერს, ზუსტად 30 წლის წინ, დაეცა სოხუმი, თუმცა ჩვენი მტრების აგრესიული მცდელობების მიუხედავად, ვერ იქცა ჩვენს წარსულად!, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, რუსეთი, რომელიც ჩვენი საერთო მტერია, დღესაც უკანონოდ აგრძელებს აფხაზეთის ოკუპაციას და ქართველებს და აფხაზებს ართმევს ერთიან სახელმწიფოებრივ მომავალს!
"ჩვენ აუცილებლად ვიპოვით ერთმანეთს, რადგან ერთად გვაქვს ასაშენებელი
„გაუქმდეს ლიცენზია” – ონში რაჭაში ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა, რის შემდეგად ორგანიზატორებმა ქალაქის ცენტრში კარავი დადგეს და 24-საათიანი მორიგეობა დაიწყეს.
რაჭის მოსახლეობა, აქტივისტები, დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ტყის გადაცემას აპროტესტებენ და ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებაც მიმდინარეობს.
ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმე დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტ
არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა! - ითქვა, რომ სტუდენტებს ვალი გაუნულდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვალი ჩამოეწერებათ, ვალი აღარ ექნებათ, თუმცა ეს ბიუჯეტიდან 40 მილიონის გადახდის საჭიროებას არ მოითხოვს! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ “ევროოპტიმისტების“ წევრებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც მან მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.
როგორც ოპოზიციონერმ
შოთა ტყეშელაშვილი
26.09.23 20:37
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამა არის შეჩერებული - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
“პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეე
ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირმა თავისი ინსტიტუტების რეფორმირება უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ გაფართოების შემდეგი ტალღებისთვის მოემზადოს და ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან უკვე ამა წლის შობამდე ფორმალური მოლაპარაკებები დაიწყოს.
ამის შესახებ რობერტა მეცოლამ The Guardian-ს განუცხადა.
„ევროკავშირმა ცვლილებების მასშტაბური ტალღა უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ მოემზადოს უკრაინის, როგორც წევრი სახელმწიფოს მიღებისთვის. ამ ცვლილებებში სავაჭ
რამდენიმე დღის წინ, გია ბურჯანაძემ საზოგადოებას გაუმხილა, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის. მსახიობის თქმით, მძიმე პერიოდი გადაიტანა და ახლა ოპერაციისთვის ემზადება. ცნობილი გახდა, რომ გია ბურჯანაძე თურქეთის იმ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს, სადაც მისი კოლეგა, სოსო ჯაჭვლიანი იმყოფება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მათი მეგობარი, პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე ესაუბრა.
„მძიმე ჯვარს ვატარებ ამ დაავადების სახით. მეოთხე სტადიის სიმსივნე მაქვს, ახლა ოპერაცია მელოდება.. მჯერა, ყველაფერი კარგად
„ქართულმა ოცნებამ“ ეროვნული ბანკი, დამოუკიდებელი ინსტიტუცია პარტიულ ორგანიზაციად აქცია და მიაღებინა ის გადაწყვეტილება, რომელიც საკუთარი მოკავშირის და პარტნიორის დასაცავად სჭირდებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც იცავ ოთარ ფარცხალაძეს, რომელზეც გეუბნებიან, რომ არის „ეფესბეს“ აგენტი, ამით საქართველოში რუსულ ინტერესებს იცავ.
„ჩვენმა მთავარმ
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება.
განცხადება მან ეროვნულ ბანკში ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დასავლური სანქციების აღსრულების წესი შეცვალა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ საკითხის შესწავლა დაიწყო.
თუმცა, IMF-ის პროგრამა რამდენიმე თვის წინ შეჩერდა და ეს უშუალოდ ოთარ ფარცხალაძეს არ უკავშ
“როცა მთელი მსოფლიო ებრძვის რუსეთს სანქციებით, ჩვენთან ეროვნული ბანკი ისეთ ბრძანებას გამოსცემს, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესია. “
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
384379946_829370871967238_2063525871438469904_n.mp4
საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტ
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღს ქართველი პოლიტიკოსები განცხადებებით გამოეხმაურნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, “სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი”.
“ომმა მძიმე კვალი დააჩნია ჩვენს ქვეყანას – ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიბზარა. თბილისის მერიის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, ამის სავარაუდო მიზეზი გზის ქვეშ წყლის მილის დაზიანებაა, რის შედეგადაც ნიადაგი გამოირეცხა.
გზის საფარის აღდგენითი სამუშაოების გამო ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა გარკვეულ პერიოდით ცალმხრივად შეიზღუდება. აღნიშნული სამუშაოების გამო გუშინ საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო 23:00 საათიდან. ამ დროისთვის [11:30 სთ] მოძრაობა აღდგენილია.
რაც შეეხება გზის საფარს, მერიის
ორთაჭალაში ადელხანოვების სახლს ანგრევენ. ამ სახლს მრავალფეროვანი და საინტერესო ისტორია აქვს.
გრიგორი ადელხანოვმა თბილისში ტყავის ფაბრიკული დამუშავება დაიწყო.
თბილისში ადელხანოვის მიერ ტყავის ფაბრიკული დამუშავება ფართო მასშტაბით 1875 წლიდან იწყება.
XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში რამდენიმე სამრეწველო აქციონერული ამხანაგობა არსებობდა. ისინი პროდუქციის წარმოების გარდა, მისი გასაღებითაც იყვნენ დაკავებულები. მაგალითად, “ტყავისა და ქეჩის მწარმოებელი აქციონერული საზოგადოება”, რომელიც ადელხანოვ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ვვარაუდობს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე ქართული ბანკებიდან თანხის გატანას ვერ მოახერხებდა.
ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა ნათია თურნავას ჰკითხა, ხომ არ აქვს ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის მიერ ქართული ბანკებიდან თანხის გატანის შესახებ, რაზეც თურნავამ უპასუხა, რომ კლიენტის კონფიდენციალურობის გამო კონკრეტულად ვერაფერზე ისაუბრებს.
„რაც შეეხება ეჭვებს, რა