Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.271
  • comments
    0
  • views
    702.477

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

განათლებისა სამინისტრო მოსწავლის მიმართ ბულინგზე - ფსიქოლოგები მუშაობენ ბავშვებთან და მშობლებთან - შიდა აუდიტი სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეს ეხმიანება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს. „საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურულ

მიხეილ დაუშვილი - დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი მხარდაჭერა უფრო დიდია, ვიდრე რეიტინგებშია ასახული

დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი მხარდაჭერა უფრო დიდია, ვიდრე რეიტინგებშია ასახული, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტიულ რეიტინგებზე და სოციოლოგიური კვლევების შედეგებზე საუბრისას განაცხადა. მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნებზე „ოცნებამ“ და „ნაცებმა“ ერთად 50%-ზე ნაკლები აიღონ, რათა ერთად კოალიციის შექმნა მოუწიოთ. „ჩვენ ერთი რაღაცის გვჯერა, რომ გაცილებით უფრო დიდი პოტენცი

„თბილისიმარათონი 2023“-თან დაკავშირებით პირველ ოქტომბერს რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

„თბილისიმარათონი 2023“-თან დაკავშირებით, პირველ ოქტომბერს, 06:00-დან 10:00 საათამდე დედაქალაქში სატრანსპორტო გადაადგილება გარკვეულ ქუჩებზე შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა ჩაიკეტება თავისუფლების მოედანზე და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პი

კულტურის სამინისტროში კონსერვატორიის რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

კულტურის სამინისტროში, 29 სექტემბერს, კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსა და ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოს შეხვედრის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე კონსერვატორიისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ „მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზზე, რომლითაც ახალი რექტორის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა და განიხილეს რექტორის მოახლოე

აქტივისტები პრეზიდენტისგან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას მოითხოვენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 8-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ახალგაზრდებმა პრეზიდენტისგან გრიგორიადისის შეწყალება მოითხოვეს. „ლაზარე ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც სამშობლოზე გული შესტკივა, მზად არის, რომ სამშობლოს გულისთვის თავი გაწიროს”, – ამის შესახებ გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ პოლიტმეტრის ეთერში ისაუბრა. მას იმედი აქვს, რომ საზოგადოების ბრძოლა ლაზარეს გათავისუფლებისთვის შედეგს გამოიღებს.

ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, არ იქნება

მწერალთა სახლის ახალი მენეჯმენტის მიმართ მწერლებისა და გამომცემლების ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, არ იქნება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს, 2018 წელს კი საპატიო მასპინძელი ქვეყანა იყო. წელს ფრანკფურტის წიგნი ბაზრობა 18 ოქტომბერს უნდა გაიხსნას. ყოველწლიურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით ეწყობოდა. როგორც

თუფაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 1 პირი დააკავეს — მედია

ლას-ვეგასის პოლიციამ 27 წლის წინ მოკლული ამერიკელი რეპერის, თუფაქ შაკურის საქმესთან დაკავშირებით კაცი დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ. Associated Press-ის თანახმად, საუბარია 60 წლის დუეინ დევისზე, რომელიც პარასკევს, დილის საათებში დააკავეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან მას. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხსენებული პიროვნება გამომძიებლებისთვის კარგა ხნის მანძილზე იყო ცნობილი. დევისს, რომელიც კალიფორნიაში მოქმედი ერთ-ერთი ბანდის წევრი იყო,  მე

კაცი, რომელსაც არასრულწლოვანების გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, დააკავეს

კაცი, რომელსაც არასრულწლოვანების გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, პოლიციამ კი „საფარის“ ინფორმაციით ელექტრო სამაჯურით გუაშვა, გუშინ ღამით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესაებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. თავდაპირველად ორგანიზაციამ 28 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18 და 19 წლის გოგოები 60 წლამდე კაცს გაუპატიურებაში, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის ვიდეოს უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებაში, ასევე არასრულწლოვნებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. თუმცა კაცმ

მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს

მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს

ბექა ლილუაშვილი - ჩვენი მთავარი საარჩევნო მიზანი, რაზეც ველაპარაკებით საზოგადოებას არის ის, რომ ორივე ერთმანეთზე მავნებელი ძალა უნდა დასრულდეს, რაც ნიშნავს, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ოცნება“ ჯამურად არ უნდა აცდეს 50%-ს (ვიდეო)

“ჩვენი მთავარი საარჩევნო მიზანი, რაზეც ველაპარაკებით საზოგადოებას არის ის, რომ ორივე ერთმანეთზე მავნებელი ძალა უნდა დასრულდეს, რაც ნიშნავს, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ოცნება“ ჯამურად არ უნდა აცდეს 50%-ს. რატომ? იმიტომ, რომ ერთმანეთზე ექნებათ დასწრება, რომელი შეუქმნის ერთმანეთს კოალიციას- „ნაცები“ შეუქმნიან „ქოცებს“ თუ“ ქოცები“ შეუქმნიან „ნაცებს“. ეს ხომ ქმედებებზე დაფუძნებული მსჯელობაა, რაც ჩვენ გვინახავს.” ბექა ლილუაშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი.

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც მამა მოკლა და ცხედარი აგარაკზე გადაიტანა

შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს 1995 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, მამა მოკლა და ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით მათსავე აგარაკზე გადამალა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მოსახლეობა ჯვარი-მესტიის გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით გამოვიდა, 2 მათგანი პოლიციამ გაიყვანა

ხმაური და დაპირისპირება იყო ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით სოფელ ჭალეს მუნიციპალიტეტის ეწერფერდის თემის მოსახლეობის აქცია მიმდინარეობდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც მათ გზის გადაკეტვა სცადეს. როგორც ადგილობრივები „ტვ პირველს“ ეუბნებიან, საჭიროა გზის რეაბილიტაცია, რადგან გზაზე გადაადგილება არის რთული, იგვიანებს სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სკოლებში ვერ დადიან ბავშვები. „გზა არ არის… ბავშვები სკოლებში რომ გავუშვათ მაგის საშუალება არ გვა

სუს-ში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით, სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი გამოკითხვაზე დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უწყებაში მათი გამოკითხვა 15:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძ

ხუხაშვილი - რატომ გახარია? პასუხი მარტივია - ის არის ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი, საკმაოდ კომპეტენტური გუნდით, რომელიც თანაბრად არის დისტანცირებილი ნაცებისგან და ქოცებისგან

"რატომ გახარია? პასუხი მარტივია - ის არის ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი, საკმაოდ კომპეტენტური გუნდით, რომელიც თანაბრად არის დისტანცირებილი ნაცებისგან და ქოცებისგან. ეს პოზიცია დღეს არის ყველაზე მოთხოვნადი. ამომრჩეველი დაიღალა არჩევანით მანკირ წარსულსა (ნაცები) და მანკიერ აწმყოს (ქოცები) შორის და ეძებს მეტ-ნაკლებად მისაღებ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ დახშული წრიდან გამოიყვანენ და უკეთესი მომავლის არჩევანს შესთავაზებენ."  გია ხუხაშვილი, ანალიტიკოსი ჯორჯიან თაიმსი

გიორგი გახარია ნანა ჯანელიძის ფილმზე - ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ, თბილისშიც და სოხუმშიც (ვიდეო)

ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ, თბილისშიც და სოხუმშიც...  "მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ, თბილისშიც და სოხუმშიც. რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომისა და წარსულისა, ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს". გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე 384550531_1017295836124925_4618197894283074768_n.mp4

დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს - ქართული ოცნება 37%, გამარჯვების პლატფორმა 22%, საქართველოსთვის 10% | Edison Research- ის კვლევა

დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს - ქართული ოცნება 37%, გამარჯვების პლატფორმა 22% | Edison Research- ის კვლევა პოლიტიკა პუბლიკა20:40, 28 სექტემბერი, 2023 Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება – 37% გამარჯვების პლატფორმა – 22%

კაცი, რომელსაც არასრუწლოვნების გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, შსს-მ ელ. სამაჯურით გაუშვა — “საფარი”

18 და 19 წლის გოგოები 60 წლამდე კაცს გაუპატიურებაში, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის ვიდეოს უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებაში, ასევე არასრულწლოვნებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. თუმცა კაცმა პოლიციის განყოფილება გამოკითხვის შემდეგ შემაკავებელი ორდერითა და ელექტრონული სამაჯურით დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია “საფარი” ავრცელებს, რომელიც გოგოების ინტერესებს იცავს. ორგანიზაციის ცნობით, გოგოებმა პოლიციას 9 დღის წინ, 19 სექტემბერს მიმართეს, თუმცა, მიუხედ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში 21 326 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-ივნისში 6 539

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 21,326 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-ივნისში 6,539 - ამასთან, 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმადვე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რიცხვი 1995-2021 წლებთან შედარებით 3-ჯერაა გაზრდილი. „უკრაინ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება

საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება - იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია, - ამის შესახებ აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაში - “საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ზრდას განაგრძობს: 2023 წლის იანვარი-ივნისი“. როგორც ორგანიზაციის კვლევის შედეგებშია აღნიშნული, დამოკიდებულების ზრდა ყველა

ბექა ლილუაშვილი - ნაკლებად მგონია, რომ Game of Thrones-ის მწარმოებლებმა გიგი უგულავა თავის პრომოუტინგისთვის დაიქირავეს, თავი დაანებოს ფანტასტიკის სფეროს

მელია დღეს ახალ პლატფორმაზე კი არ უნდა საუბრობდეს, ციხეში უნდა იჯდეს,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ეთერში გიგი უგულავას გაკეთებულ განცხადებას ერთობის თაობაზე, სადაც უგულავამ Game of Thrones გაიხსენა და აღნიშნა, რომ როცა “თეთრი ზომბები მოდიან, ყველა გამონახავს საერთო ენას", ლილუაშვილი უგულავას ურჩევს ფანტასტიკას თავი დაანებოს. „რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო - ნაკლებად მგონია, რომ Game o

ანა ბუჩუკური -  "ოცნების’’ პროპაგანდის ლოგიკა არის შემდეგი - რაც უფრო დაუჯერებელ ტყუილს ვიტყვი, უფრო მარტივად გავყიდი (ვიდეო)

"ოცნების’’ პროპაგანდის ლოგიკა არის შემდეგი - რაც უფრო დაუჯერებელ ტყუილს ვიტყვი, უფრო მარტივად გავყიდი. ანუ თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ არის შავი.     "ოცნების"  ხელისუფლება გვიმტიცებს, სალომე ზურაბიშვილი რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს ხვდება, ეს ცუდია საქართველოსთვის… სასაცილოა უბრალოდ.   ეს არის "ოცნების" გასაცოდავებული სახის დასტური. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 384385806_1030557834742229_6170517930378237427_n.mp4

დაუშვილი - ლავროვმა პირდაპირ დაადასტურა, „ოცნების“ ხელისუფლება „ჩაუშვა“, რომ ფრენების აღდგენა, ეს იყო შეთანხმებული მოქმედება, “ოცნების“ ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის (ვიდეო)

“დღეს ლავროვმა პირდაპირ დაადასტურა, „ოცნების“ ხელისუფლება „ჩაუშვა“, რომ რეალურად ეს იყო არა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, არამედ ეს იყო შეთანხმებული მოქმედება, “ოცნების“ ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის.” მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი.  384752305_1736015380178597_3200447196257494685_n.mp4

მიშა დაუშვილი - ხედავენ, რომ მთავარი მეტოქე გახარიაა. “ოცნების” სურვილია, რომ 2024 წლის არჩევნებში ერთადერთ მეტოქედ ყავდეს “ნაციონალური მოძრაობა” (ვიდეო)

“ისინი ხედავენ, რომ მთავარი მეტოქე გახარიაა. “ოცნების” მთავარი მიზანი და სურვილია, რომ 2024 წლის არჩევნებში ერთადერთ მეტოქედ ყავდეს “ნაციონალური მოძრაობა”. მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი.  384760003_275056622075676_6473414670314928865_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - მთელი “ოცნების” ნარატივი აწყობილია იმაზე, რომ, რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო მეტად იყიდება მათი პროპაგანდის საშუალებებით (ვიდეო)

“მთელი “ოცნების” ნარატივი აწყობილია იმაზე, რომ, რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო მეტად იყიდება მათი პროპაგანდის საშუალებებით.” ბექა ლილუაშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი.  384416097_1088528325451272_6581433059719292846_n.mp4

ქეთევან ბაკარაძე - ჩვენ თუ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას (ვიდეო)

“ჩვენ თუ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად ვგულისხმობ ნატოსა და ევროკავშირს, მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ უალტერნატივო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.” ქეთევან ბაკარაძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი.  384387978_234054242645756_7488043336807848166_n.mp4
×
×
  • შექმენი...