Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.149
  • comments
    0
  • views
    693.099

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შსს გაუჩინარებულ რუს აქტივისტზე: საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსი აქტივისტის, რაფაილ შეპელევის შესაძლო გაუჩინარების შესახებ აცხადებს, რომ მან საოკუპაციო ხაზი თავისი ნებით გადაკვეთა. შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყება აცხადებს, რომ რაფიელ შეპელევის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს მოკვლევა და გაესაუბრნენ ყველა შესაძლო მოწმეს. ინფორმაცია რუსი აქტივისტის საქართველოდან გაუჩინარების შესახებ რუსულენოვანმა მედიებმა 8-9 ნოემბერს

საქართველომ გაისად 5 და 8 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები უნდა დასაჯოს - ევროკომისიის ანგარიში

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად გამოაქვეყნა გაფართოების 122-გვერდიანი ანგარიში, რომელიც სხვადასხვა სფეროში გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებს მიმოიხილავს. დოკუმენტში ყურადღება ეთმობა 2021 წლის 5 ივლისს და 2023 წლის 8 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს. ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილში ევროკომისია გამოყოფს ოთხ კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც საქართველომ მომავალ წელს უნდა შეასრულოს. მათ შორის არის 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს გა

საქართველოში რუსი აქტივისტი გაუჩინარდა, ის, შესაძლოა, კირბალიდან იყოს გატაცებული

Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის, „არტპადგატოვკის” აქტივისტი, რაფაილ შეპელევი შესაძლოა რუსმა საოკუპაციო ძალებმა გორის სოფელ კირბალში დააკავეს. მანამდე გამოცემა იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება „პირველ დეპარტამენტზე” დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შეპელევი შესაძლოა რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს. კერძოდ, ამ ორგანიზაციამ თქვა, რომ შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. „პირველი დეპარ

„კარგი ამბავია“ – აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტი სტატუსის მონიჭების რეკომენდაციაზე

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ეხმაურება ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. როგორც კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს „კარგი ამბებია“, ვინაიდან „უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია“. 8 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: „ჩვენი ხმა ევროპას“

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: „ჩვენი ხმა ევროპას“. საუბარია პრეზიდენტის ინიციატივით გუშინ დაწყებულ კამპანიაზე, რომელსაც ხელი პირველმა თავად სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტზე ხელის მოწერა როგორც ონლაინ, ასევე პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში ადგილზე მისვლით შეუძლიათ. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის ლიდერებს მიმართავს და დეკე

სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს ,,From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle“.

2024 წლის 1-ელი იანვრიდან, აბორტამდე 5-დღიან მოსაფიქრებელ პერიოდთან ერთად, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა იქნება სავალდებულო

2024 წლის პირველი იანვრიდან, აბორტამდე 5-დღიან მოსაფიქრებელ პერიოდთან ერთად, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა იქნება სავალდებულო. უფრო კონკრეტულად, „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, აბორტის წინა კონსულტაცია/გასაუბრება ტარდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში. ამასთან, როგ

"საქართველოსთვის" - მადლობა ქართველ ხალხს! მადლობა თქვენ, რომ არაერთხელ შეუპოვრად დაუმტკიცეთ მსოფლიოს ის, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა და არა რუსეთი!

"მადლობა - ქართველ ხალხს! დღევანდელი დღე ეკუთვნის ქართველ ხალხს! მადლობა თქვენ, რომ არაერთხელ შეუპოვრად დაუმტკიცეთ მსოფლიოს ის, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა და არა რუსეთი! მადლობა, რომ ამისთვის უმძიმესი ფასის არაერთხელ გადახდის მიუხედავად, ურყევად რჩებით თავისუფლების ერთგულად და გესმით, რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა, უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ ევროპასთან ერთად. მადლობა - ევროპელ ხალხს! იმისთვის, რომ ხედავთ ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს და ხართ

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მესამე შანსი აღარ არსებობს. ის ან გაიგებს და გამოიყენებს ამ მეორე შანსს, გადადგამს ნაბიჯებს და ქვეყანას მოუტანს ლიდერობას გაწევრიანების პროცესში, ან მოუწევს სახლში წასვლა (ვიდეო)

“დღეს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მესამე შანსი აღარ არსებობს. ის ან გაიგებს და გამოიყენებს ამ მეორე შანს, ან გადადგამს ნაბიჯებს და ქვეყანას მოუტანს ლიდერობას გაწევრიანების პროცესში, ან არადა მოუწევს სახლში წასვლა, 2024 წლის არჩევნები შორს არ არის.” ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 400645966_640172308271442_7461011111446168934_n.mp4

ნატა საბანაძე - რეკომენდაციები, რომლის შესრულებასაც ჩვენგან ითხოვენ, საბოლოო ჯამში მიგვიყვანს სწორედ რეჟიმის დამსხვრევისკენ და ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი (ვიდეო)

"ის დემოკრატიის უკუსვლა, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში, ის ჰიბრიდული ტიპის რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა, სადაც ხელისუფლების ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში და გადაწყვეტილების მიღება ყოველ დღე უფრო და უფრო არადემოკრატიულია, საგარეო კურსი შეიძლება შეიცვალოს, გადაიხაროს ისე, რომ არანაირი კონსულტაციები არ ჩატარდეს საზოგადოებასთან, არ იყოს ჩართულობა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების, მათ შორის ოპოზიციის. ის დამოკიდებულება, რომ ძალაუფლება არის განუყოფელი და ერთადერ

ზურაბიშვილი ხალხს: ყველაზე მეტად ეს დღე თქვენია - ქართველმა ხალხმა თავისი გზა აირჩია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა საქართველოს მოსახლეობას ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე დადებითი შეფასების მოცემა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ეს დღე არის ქართველი ხალხის, რომელმაც აირჩია ევროპული გზა. პრეზიდენტის თქმით, ხალხს ამ გზიდან არ გადაუხვევია. ,,ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს,   ჩვენი პასუხი ოკუპაციას” – თქვა ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, სადაც მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები. ევროკომისიამ

საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები — ევროპარლამენტარები

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ეხმაურებიან ევროპარლამენტარები. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები”. მათი თქმით, ისინი გააგრძელებენ მონიტორინგს და მუშაობას იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია აისახოს ევროპის საბჭოს დეკემბრის ანგარიშში. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, ვი

ევროკავშირის ელჩი - უკიდურესად მნიშვნელოვანია, ევროკომისიის ანგარიში ძალიან დეტალურად იქნას გაანალიზებული და საქართველოს ხელმძღვანელობამ იმოქმედოს - ყველა ამ ნაბიჯზე ქმედებაა საჭირო

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ანგარიში ძალიან დეტალურად იქნას გაანალიზებული და საქართველოს ხელმძღვანელობამ ამ რეკომენდაციებზე იმოქმედოს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ “ინტერპრესნიუსის” მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. “გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ, არის ყოვლისმომცველი და ძალიან დეტალური დოკუმენტი. 136 გვერდი ინგლისურ ენაზე ძალიან დეტალურად. 30 თავში აღწერენ, რა პროგრესს მიაღწია საქართველომ და, რაც კიდევ

ევროკომისია - საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი

მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში , - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ პოლიტიკური დიალოგის წარმართვა ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თა

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინერმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. "საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭო

Politico: ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გასცემს

დღეს, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას, „თბილისისთვის კარგი ამბებია“, წერს გამოცემა „პოლიტიკო“. მათი ორი რესპონდენტის, – ანონიმური ოფიციალური პირების ცნობით, ევროკომისია წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას მისცემს, საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, კომისიის რეკომენდაცია მათთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება იქნება, აღნიშნავს „პოლიტიკო“. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2022-ის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირი

ბექა ლილუაშვილი -  ხელისუფლება ცდილობს მოჩვენებითი მშვიდობის პოლიტიკაში შეითრიოს მოსახლეობა. რუსეთი არის მტერი და მტერთან დათმობა ქმნის ამ მოჩვენებითი მშვიდობის მოცემულობას -  ამ ქვეყნის რეალური გრძელვადიანი მშვიდობის გზა, ევროინტეგრაციის გზაა (ვიდეო)

ხელისუფლება ცდილობს მოჩვენებითი მშვიდობის პოლიტიკაში შეითრიოს მოსახლეობა. რუსეთი არის მტერი და მტერთან დათმობა ქმნის ამ მოჩვენებითი მშვიდობის მოცემულობას.    ამ ქვეყნის რეალური გრძელვადიანი მშვიდობის გზა ევროინტეგრაციის გზაა. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის წევრი, დეპუტატი.  399343376_747192220578762_2770922988650172210_n.mp4

 მიშა დაუშვილი - “ოცნება” თავისი არაგონივრული და არაპრაგმატული პოლიტიკით მარტო გვტოვებს რუსეთთან (ვიდეო)

“რუსეთი ჩვენი მტერი და ოკუპანტია, ის დღესაც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. მოქალაქეებს ძალიან კარგად ესმის “ოცნება” რუსეთის აგრესიას სახელს რატომ ვერ არქმევს. მსგავს ვითარებაში ჩვენი გამოსავალია ერთი, რომ ჩვენ გავძლიერდეთ, მეორე გავძლიერდეთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერით. “ოცნება” კი თავისი არაგონივრული და არაპრაგმატული პოლიტიკით მარტო გვტოვებს რუსეთთან. რუსეთთან მარტო დარჩენა კი ნიშნავს იმას, რომ მსგავს შემთხვევებზე რეაგირებას ვერ მოახდენ, ვერც შენს თავს და მოქალაქეებს ვ

ანა ბუჩუკური - მნიშვნელოვანია ერთიანობის ჩვენება, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის - უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ოკუპაცია არის ზეპარტიული საკითხი და ამის ირგვლივ გავერთიანდეთ ყველა (ვიდეო)

"მნიშვნელოვანია ერთიანობის ჩვენება, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ოკუპაცია არის ზეპარტიული საკითხი და ამის ირგვლივ გავერთიანდეთ ყველა. ახლა საჭიროა ერთობლივი განაცხადის გაკეთება." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  399279700_1987252354977723_3118905473879214000_n.mp4

ნატა საბანაძე - რეალურად ომი არ დასრულებულა 2008 წელს. რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება ამ დრომდე, ამის ერთ-ერთი გამოვლინება სამწუხაროდ არის მსხვერპლი (ვიდეო)

“რეალურად ომი არ დასრულებულა 2008 წელს. რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება ამ დრომდე, ამის ერთ-ერთი გამოვლინება სამწუხაროდ არის მსხვერპლი. მტერი ვინ არის ძალიან ნათელია, რუსეთი. კონფლიქტი მოუგვარებელია, საქართველო მარტო ვერ მოახერხებს რუსეთთან გამკლავებას, ამის გამოცდილება გვაქვს. ამისთვის საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა, მეგობრების დარაზმვა, მაგრამ იმისთვის, რომ დაირაზმონ მეგობრები უნდა გყავდეს. ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ბოლო დ

ბექა ლილუაშვილი - დიახ რუსეთი არის მტერი და “ოცნება” ცდილობს ამ მტრისგან გამოძერწოს მეგობარი, ეს შეუძლებელია (ვიდეო)

“დიახ რუსეთი არის მტერი და “ოცნება” ცდილობს ამ მტრისგან გამოძერწოს მეგობარი, ეს არის შეუძლებელი. ყველაფრის დათმობა მტერთან არის შემგუებლური რეჟიმი. სად არის მშვიდობის პოლიტიკა, რომელზეც ამდენს საუბრობდა “ოცნება”. დღეს ჩვენს მოლაქეებს კლავენ, იტაცებენ, ძალადობენ. აი სწორედ ამას ვეძახით ჩვენ “ოცნების” მოჩვენებით მშვიდობას.”  ბექა ლილუაშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 400439572_283913027328761_43255382400309347_n.mp4

კახაბერ ქემოკლიძე - “ოცნებას” და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დღეს რომ ვუყურებ, შთაბეჭდილება მრჩება თითქოს სხვა განზომილებაში, სხვა პლანეტაზე არიან - მათ რეალური პრაგმატული პოლიტიკის არაფერი ესმით (ვიდეო)

“ოცნებას” და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დღეს რომ ვუყურებ, შთაბეჭდილება მრჩება თითქოს სხვა განზომილებაში, სხვა პლანეტაზე არიან. მათ რეალური პრაგმატული პოლიტიკის არაფერი ესმით. მათ რუსეთის საგარეო პოლიტიკა როგორც ჩანს არ იციან და მხოლოდ თავიანთ ბრძენ კაცს უჯერებენ. თუ კი ვინმე იყო მსგავსს სიტუაციებში ჩვენი მხარდამჭერი, საერთაშორისო პარტნიორებს ვგულისხმობ, დღეს ხმის ამომღები ამ ტრაგიკულ ვითარებაზე არავინ იქნება, რადგან “ოცნებამ” მეგობრები მტრად გამოაცხადა.”  კახაბერ ქემოკლი

 პარტია „საქართველოსთვის” წევრები სოფელ კირბალში ჩავიდნენ -  ანა ბუჩუკურის და ბექა ლილუაშვილის კომენტარი ადგილიდან (ვიდეო)

პარტია „საქართველოსთვის” წევრები სოფელ კირბალში ჩავიდნენ.  ანა ბუჩუკურის და ბექა ლილუაშვილის კომენტარი ადგილიდან. 400154148_1018174179490222_5183921556615709848_n.mp4

კახაბერ ქემოკლიძე - “ოცნებაში” პოლიტიკოსები არ არიან, ისინი არიან პოლიტიკანები, რომლებიც პოლიტიკას კი არ აკეთებენ , არამედ საზრდოს ეზიდებიან (ვიდეო)

“ოცნებაში” პოლიტიკოსები არ არიან, ისინი არიან პოლიტიკანები, რომლებიც პოლიტიკას კი არ აკეთებენ , არამედ საზრდოს ეზიდებიან. რაღაში გვჭირდებიან ხელისუფლებაში, თუ ოჩამჩირეში ბაზა გაახსნევინეს, თუ სოხუმის აეროპორტი გააკეთებინეს, თუ გალში ეთნიკურ ქართველებს აპარტეიდი დამართეს, თუ ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელები ვერ დაიჭირეს. ამ ყველაფრის კეთებას სჭირდება პოლიტიკური გამბედაობა, რომელიც “ოცნებას” არ გააჩნია.”  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. 
×
×
  • შექმენი...