Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.589
  • comments
    0
  • views
    306.803

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 488 ბავშვი დაიღუპა

ომის შედეგად უკრაინაში 488 ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში. „2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 1504-ზე მეტი ბავშვი არის დაზარალებული, 488 ბავშვი დაიღუპა, 1016-ზე მეტმა მიიღო დაზიანება ", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან გრძელდება მუშაობა საბრძოლო მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზ

ვალერი ზალუჟნი გენერალ მარკ მილის - ჩვენს გეგმებს ვახორციელებთ, წინ მივიწევთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალ მარკ მილის ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესახებ ტელეფონით ესაუბრა. „ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით მძიმე თავდაცვითი და შეტევითი ბრძოლები მიმდინარეობს. გვაქვს გარკვეული წარმატებები, ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს, წინ მივიწევთ“, - აღნიშნა ზალუჟნიმ. მისი თქმით, „რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრის წინა დღეს უკრაინის არმიის პრიორიტეტები

რუსებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმააციით, რუსებმა ოდესისკენ „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს. დარტყმა შავ ზღვაში მყოფი გემიდან განხორციელდა. აფეთქების ტალღამ დააზიანა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები ქალაქის ცენტრში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი ადამ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კრივი-რიჰზე თავდასხმაზე - რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს, მათ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. „რუსეთის სარაკეტო დარტყმას უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირა. ეს არის ის, რასაც ამ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ვხედავთ : სისტემატური, მიზანმიმართული კამპანია მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საჰაერო და სარაკეტო დარტყმები

უკრაინის გენშტაბი - გასულ ღამეს უკრაინულმა ძალებმა 3 ფრთოსანი რაკეტა და ირანული წარმოების 9 დრონი გაანადგურეს

გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს უკრაინის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. შეტევა განხორციელდა საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით და ასევე „კამიკაძე“ დრონებით, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში. კერძოდ, შავი ზღვის აკვატორიიდან ოდესის მიმართულებით განხორციელდა დარტყმა 4 „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტით. „სამი რაკეტის ჩამოგდება მოვახერხეთ, ერთი კი სამოქალაქო ობიექტს მოხვდა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბი. ასევე, აზო

ვლადიმერ პუტინი - უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია

უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვების გამოყენებით. ის 4 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.   „ეს არის ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, რომელიც იყენებს, როგორც ახლახანს საჯაროდ ვთქვი, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვებს. ეს 4-დან დაიწყო და ახლაც გრძელდება", - განაცხადა პუტინმა.   პუტინმა განმარტა, რომ არსებული მდგომარეობის შესახებ მორ

იენს სტოლტენბერგი - უკრაინელი ჯარისკაცები თანდათან იპყრობენ პოზიციებს - მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს შეტევა სისხლიანი და მძიმე იქნება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის კონტრშეტევის პირველ დღეებს დადებითად აფასებს. ამის შესახებ მან USA Today-სთან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები თანდათან “იპყრობენ პოზიციებს,” და რუსებს ბრძოლით უკვე რამდენიმე პატარა ქალაქი და სოფელი წაართვეს. ამავდროულად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სწრაფ და მნიშვნელოვან წარმატებებთან მიმართ ფრთხილად ყოფნაა საჭირო. “მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს შეტევა სისხლიანი და მძიმე იქნება. რუს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად - რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა, ალბათ, თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს

შანტაჟზე მოგახსენეთ, დანარჩენს ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს ვრცლად, თუ რა ფორმით, როგორ ხდებოდა მასზე გავლენის მოხდენა, - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი სხილაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას, ხდებოდა თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად. „რაც შეეხება ხატია დეკანოიძის შეკითხვას შანტაჟთან და პრე

რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ლუგანსკში აფეთქებებია

ოკუპირებულ ლუგანსკში აფეთქებების ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს. მათი ცნობით, ლუგანსკში რამდენიმე აფეთქება გაისმა, ქალაქში კვამვლის ღრუბლები შეინიშნება. “ტასის” ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ბრიტანული წარმოების 2 Storm Shadow რაკეტით დაბომბეს. იპნ

უკრაინის ეკოლოგიურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, წყალდიდობის ზონაში ქოლერის ჩხირები აღმოაჩინეს, თუმცა დაავადების აფეთქება არ დაფიქსირებულა

კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, წყალდიდობის ზონაში ეკოლოგებმა ქოლერის ჩხირები აღმოაჩინეს, თუმცა დაავადების აფეთქება არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან უკრაინის სახელმწიფო ეკოლოგიური ინსპექციის წარმომადგენელმა, ოლეგ პავლენკომ განაცხადა. „ჩვენ ვახორციელებთ სამხრეთ ოლქის მონიტორინგს, ყოველდღიურად ვიღებთ წყლის სინჯებს და ვატარებთ ანალიზებს. ძალიან დიდი დაბინძურება არ არის, თუმცა უკვე გვაქვს ქოლერისა და ნაწლავური ჩხირების აღმოჩენის რამდენიმე შემთხვევა“, – განაცხადა სახელმ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ივნისისთვის - დოლარი - 2.6057 ლარი, ევრო - 2.8136 ლარი, ფუნტი - 3.2748 ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6057 ლარი ეღირება, ევრო – 2.8136 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2748 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6034 ლარი ღირდა, ევრო – 2.8044 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2740 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 ივნისს ამოქმედდება.   ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი

მედიის ცნობით, საფრანგეთმა უკრაინაში გაგზავნა გამომძიებლებისა და ექსპერტების ჯგუფები, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ

საფრანგეთმა უკრაინაში გამომძიებლებისა და ექსპერტების ორი ჯგუფი გაგზავნა, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. 10-11 ივნისს უკრაინაში საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტთა ორი ჯგუფი გაემგზავრა. როგორც მედია წერს, პირველ ჯგუფში შედიან გამომძიებლები, ხოლო მეორეში ტექნიკური ექსპ

პოლიციელის თქმით, ძვირადღირებულ ნივთებს ინახავდა მანქანაში, რომლის დაწვაშიც ლაზარეს ადანაშაულებენ

დღეს, 13 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით დაიწყო. პროცესზე დაიკითხა 2 მოწმე: ექსპერტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე. დაკითხვის საგანს წარმოადგენდა პოლიციის კუთვნილი ავტომობილი, რომელზე ცეცხლის წაკიდებასაც ლაზარე

„ამოცნობა არ შემიძლია" - რას (ვერ) ამბობს მოწმე პოლიციელი | ლაზარეს პროცესი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე გამოჰკითხეს. მათ შორის, პოლიციელი, რომლის მანქანის დაწვასაც ედავება პროკურატურა გრიგორიადისს. როგორც მოწმე გიორგი მაისურაძე თავად ამბობს 8-9 მარტს აქციაზე მართლწესრიგს და უსაფრთხოებას იცავდა. ის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილეა. რა თქვა ბრალდების მოწმემ?  ბრალდების მოწმეს დღეს სასამართლოზე არ უთქვამს, რომ პირი, რომელიც მის

უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში 14 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, კიდევ 28 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრ ვილკულის განცხადებით, 14 ივნისი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ნანგრევებში ერთი ადამიანია დარჩენილი. დღეს, გამთენიისას რუსეთმა იერიში მიიტანა ქალაქ კრივი-რიჰზე. დაბომბილია ხუთსართულიანი საცხოვრებელი

ზელენსკი უკმაყოფილოა თავშესაფრების შემოწმების შედეგებით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ივნისს უკმაყოფილება გამოხატა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი, დაბომბვისგან თავდაცვის თავშესაფრების შემოწმების შედეგებით. თავშესაფრების შემოწმების ბრძანება მან გასცა მას შემდეგ, რაც დაიღუპა 3 ადამიანი, რომლებმაც რუსეთის საჰაერო იერიშის დროს ვერ შეძლეს კიევში მდებარე თავშესაფარში შეღწევა. საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა და ვიცე-პრე

ანა ბუჩუკურის საპარლამენტო გამოსვლა შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე - მხარდაჭერა მაღაროელებს! (ვიდეო)

მხარდაჭერა მაღაროელებს! ჩემი დღევანდელი საპარლამენტო პოლიტგანცხადება შრომითი პირობების გაუმჯობესებას დავუთმე - ანა ბუჩუკური (პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი) 353642249_1312065206052313_288140041620726460_n.mp4

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერი - უკრაინულმა მხარემ ბერდიანსკის მიმართულებით 500 მეტრიდან 1 კმ-მდე წინ წაწევა შეძლო

უკრაინელი მედია, უკრაინელი სამხედროების მიერ ბერდიანსკის მიმართულებით განხორციელებული კონტრშეტევის შედეგებზე წერს. მათი ცნობით, უკრაინული მხარის მიერ „კონტროლზე აყვანილი“ ტერიტორიების ფართობმა სამ კილომეტრამდე შეადგინა. „შეტევითი ოპერაციების მსვლელობისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბერდიანსკის მიმართულებით 500 მეტრიდან 1 კმ-მდე წინ წაწევა შეძლეს“, - განუცხადა Military Media Center-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალიოვმა. იპნ

გაერო კრივი-რიჰზე თავდასხმაზე - რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ ერთხელ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე - მშვიდობიანი მოსახლეობა სამიზნე არ უნდა იყოს

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ ერთხელ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე და ტანჯვა მოუტანა უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს კოორდინატორი ჰუმანიტარულ საკითებზე დენის ბრაუნი სოციალურ ქსელში წერს, სადაც კრივი-რიჰზე რუსების მიერ დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. „დღეს დილით, კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსი განადგურდა და მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ნათელია: მშვიდობიანი მოსახლეობ

რუსი გენერალი უკრაინელების სარაკეტო დარტყმის შემდეგ დაიღუპა – წყაროები

რუსი გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი უკრაინაში, სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, იტყობინებიან სხვადასხვა, მათ შორის პრო-რუსული წყაროები. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას გორიაჩევი მეხუთე სატანკო ბრიგადის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ 35-ე არმიის უფროსის მოადგილე გახდა, საბოლოო ჯამში კი ამავე არმიის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. გორიაჩევი გახდა მეათე რუსი გენერალი, რომელიც ომში დაიღუპა. ნეტგაზეთი

6 დაღუპული – რუსებმა ზელენსკის მშობლიურ ქალაქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა ღამით ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივიი რიჰზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის თქმით, დარტყმები განხორციელდა „რამდენიმე აბსოლუტურად მშვიდობიან ობიექტზე“, მათ შორის ხუთსართულიან სახლზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი. გარდა ამისა, ნანგრევების ქვეშ შეიძლება შვიდი ადამიანი იყოს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დარტყმის კომენტირებისას განაცხადა, რომ „რუსი მ

ბაჩო ოდიშარია ადასტურებს, რომ კინოცენტრში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ტელეკომპანია „ფორმულასთან” საუბრისას ადასტურებს, რომ  დაინიშნა  კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში: „რეორგანიზაციების საკითხებში ჩავერთვები, შევისწავლი როგორ მოქმედებს, ფუნქციონირებს კინოცენტრი. გავიგებ ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს, ვეცდები ამის გამოსწორებას. მაგასაც გავარკვევ რატომ არის ეს პროტესტის საგანი.” ჟურნალისტის კითხვაზე – ვერ ხვდება, რატომ შეიძლება იყოს ეს პროტესტის საგანი, ოდიშარია პასუხობს:

ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებული მაღაროელებმა პროტესტის მეშვიდე დღეს, 12 ივნისს გვიან ღამით შიმშილობა დაიწყეს.  ამის მიზეზი, მაღაროელების თქმით, კომპანიის მხრიდან მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა გახდა. შიმშილობა 9 მაღაროელმა დაიწყო. შიმშილობის დაწყების შესახებ გვიან ღამით ისაუბრეს მაღაროელებმა “მაუწყებელთან”.  კომპანიას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადა მაღაროელებმა გუშინ დღის ბოლომდე მისცეს.  “ეს არ ყოფილა უეცარი გადაწყვეტილება, ამას ჩვენ ვფიქრობდით, მაგრამ არ

ირაკლი კობახიძე - როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე, თებერვალში გავაუქმებთ ამ კანონს

როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე, ჩვენ თებერვალში გავაუქმებთ ამ კანონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ევროკომისია პერსონალიზებულ მიდგომას შეინარჩუნებს და ევრორეკომენდაციებში დეოლიგარქიზაციის პუნქტს დატოვებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ძალში შევა. როგორც კობახიძე აცხადებს, ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის წინააღმდეგობაა. კერძოდ, მმართველი

გიორგი გახარია - ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს

ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია "ტვიტერზე" წერს. მისივე განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონის ინიცირებით, „ქართული ოცნების“ მიზანი ბიძინა ივანიშვილის ფულის დაცვა და ოლიგარქიული მმართველობის გამყარებაა"  
×
×
  • შექმენი...