Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური "ოცნებას" - დრო კიდევ გაქვთ, ორშაბათამდე... ისეთ სიმძიმეზე აწერთ ხელს, ისეთ ტვირთს იღებთ საკუთარ თავზე, მართლა არ ვიცი, რად გიღირთ ეს


"მე არ ვიცი, ღირს თუ არა ამის დაწერა ახლა, მაგრამ იქნებ ერთმა მაინც გაიგოს, მხოლოდ ერთმა მაინც…
ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი. მაშინაც, როცა ჰგონია, რომ არ აქვს. ცხოვრებაში დგება ძალიან რთული არჩევანის გაკეთების მომენტებიც. ჩემი არჩევანის გამო შეურაცხყოფაც ბევრი მომითმენია, მუქარაც, მოსყიდვაც უცდიათ, ოჯახზე ზეწოლაც… მაგრამ როცა იაზრებ, რომ შენი არჩევანი სწორია, არაფერს, საერთოდ არაფერს აქვს მნიშვნელობა. არაფერს აქვს იმის ფასი, როცა იცი, რომ სწორ მხარეს დგახარ. არაფერს.
მე არ ვიცი, ამ სიტყვებს ოცნებაში ჩარჩენილი რომელიმე ადამიანისთვის აქვს თუ არა რაიმე ფასი, მაგრამ კოლეგებო, თქვენ ახლა ისეთ სიმძიმეზე აწერთ ხელს, ისეთ ტვირთს იღებთ საკუთარ თავზე, ისტორიის ისეთ ბნელ მხარეს აღმოჩნდებით,
მე მართლა არ ვიცი, რად გიღირთ ეს.
დრო კიდევ გაქვთ, ორშაბათამდე.
არჩევანი ყოველთვის არსებობს. მაშინაც, როცა გგონიათ, რომ არ არსებობს."

ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. 

ბმული: https://www.facebook.com/anna.buchukuri.585/posts/862887849216613


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...