Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.249
  • comments
    0
  • views
    702.125

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა

პარლამენტმა ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებასთან დაკავშირებით შსს-ის ინიციატივა დაამტკიცა. მესამე მოსმენით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება. ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დრ

გიტანას ნაუსედა - ვულოცავ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, თქვენ დაიმსახურეთ ეს - თვალს ვადევნებდი, რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში, ნამდვილად კარგი გრძნობაა და ნება მიბოძეთ, გულით ვიზეიმო

ვულოცავ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან თქვენ დაიმსახურეთ ეს. ვიცი, როგორი იყო რეაქცია და თვალს ვადევნებდი, რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში. ნამდვილად კარგი გრძნობაა და ნება მიბოძეთ, გულით ვიზეიმო, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მეორე დღეა ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს. „საოცარი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, გუშინ ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე და დღეს ჩვენ ვზეი

სანდუ: EU-ის გაფართოება საუკეთესო ინვესტიციაა მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობისთვის

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინას კი – წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა. ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა. პუბლიკა

ზელენსკი: ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის

„ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის”, – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხსა და სალომე ზურაბიშვილს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა. პუბლიკა

აშშ-ის ელჩი - შეერთებული შტატები თქვენთან ერთად ზეიმობს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე - ევროპელები - ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ გზაზე და ასე გავაგრძელებთ

ვულოცავ ყველა ქართველს: გილოცავთ! დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები ენთუზიაზმით ზეიმობს საქართველოს მიღწევას, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს. მისი თქმით, შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. „ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპული ქვეყნების ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ე

შარლ მიშელი ადასტურებს, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაბლოკა - ევროკავშირი საკითხს მომავალი წლის დასაწყისში სპეციალურ სამიტზე განიხილავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს არ მისცა საშუალება, მიეღო საბიუჯეტო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისთვის დახმარების საშუალოვადიან პროგრამას მოიცავს, - ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან საუბარში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ დაადასტურა. მისი განმარტებით, განხილვის თემა მხოლოდ უკრაინის დაფინანსება არ ყოფილა და ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზეს „მეგაპაკეტის“ მიღება, რომელიც მოიცავდა დაფინანსებას უკრაინის მხარდასაჭერად, მიგრაციი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის გამოსვლას, რა დროსაც მან თბილისში არსებულ საცობებზე ისაუბრა და დედაქალაქის მერს ჰკითხა, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა. მას გამოსვლა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ორჯერ შეაწყვეტინა და მიუთითა, რომ შეფასების გაკეთების ნაცვლად, მხოლოდ კითხვა დასვას, რის შემდ

კაია კალასი - საქართველომ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება, ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება

საქართველომ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება, ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მეორე დღეა ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს. „ჩვენ საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რომ წინსვლისთვის საჭიროა დიდი პოლიტიკური ნება და ბევრი რეფორმის განხორციელება, მაგრამ ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ევროპული გზა აირჩია“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა. იპნ

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად (ვიდეო)

"ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით ამ უნიკალურ და უმნიშვნელოვანეს მიღწევას, რომელშიც ყველა ჩვენგანმა მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ, მათ შორის კეთილსინდისიერმა საჯარო მოხელეებმა, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში მთელი თავისი დღის წესრიგით აი ამ მიზანს ემსახურებოდნენ." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410111878_1514064509389269_322939257071884043_n.mp4

მიშა დაუშვილი - ევროკავშირი არის ის ადგილი და ის სამეგობრო, სადაც ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორია, ჩვენი რელიგია, ყველაფერი იქნება დაცული და შენახული იმ სახით, როგორც ჩვენ გვიყვარს (ვიდეო)

"ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამისთვის იბრძოდა და ვინც ამისთვის თავი გაწირა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი არის ის ადგილი და ის სამეგობრო, სადაც ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორია, ჩვენი რელიგია, ყველაფერი იქნება დაცული და შენახული იმ სახით, როგორც ჩვენ გვიყვარს და მოგვწონს, ამიტომ ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ." მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410170389_341875318598130_8351098549998449192_n.mp4

გახარიას გუნდი ყველა საზეიმო ღონისძიებას შეუერთდება (ვიდეო)

გახარიას გუნდი ყველა საზეიმო ღონისძიებას შეუერთდება. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410128974_2074037556316307_2239051343875845492_n.mp4

გიორგი შარაშიძის დღევანდელი გამოსვლა თბილისის საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)

გიორგი შარაშიძის დღევანდელი გამოსვლა თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის მერს, კახი კალაძეს უსმენდნენ. გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.  GAHsfBgsz1EMeG0CADp0RB7vl7J6bmdjAAAF.mp4

პრეზიდენტი - რაც დღეს ბრიუსელში ხდებოდა, არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ, ეს გვევალება

დღეს, რაც ბრიუსელში ხდებოდა, ეს არ მოხდებოდა, თუ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და 2-წლიანი უსასტიკესი ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებმა, თუ ვიცით, რას ნიშნავს ქართველობა. „მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენს

ემანუელ მაკრონი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოსთვოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. “ამ საღამოს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა და საქართველოსთვოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადავწყვიტეთ. გილოცავთ!”, - წერს მაკრონი “ტვიტერზე“. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. იპნ

სალომე ზურაბიშვილი - შარლ მიშელმა დამირეკა და მადლობა პირადად გადავუხადე - მისი სახით მთელ ამ პერიოდში გვყავდა დიდი მეგობარი - ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, დღეს ყველა გახარებულია

მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, რადგან ვიცი, რომ დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს ყველა გახარებულია, რადგან ყველამ იცის, რომ ევროკავშირი არის საქართველოს მომავალი და ქვეყანამ ამ მომავლისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა. „არ მინდოდა მოლოცვის დროს მარტო ვყოფილიყავი - ადმინისტრაციის ნაწილი, ვინც აქ იყო ამ საღამოს, ჩემთან არიან, რადგან ყველანი ერთად ვიყავით ამ დიდ მოლოდინში. მ

პრეზიდენტი - ვუერთდები პრემიერის ინიციატივით გამოცხადებულ სახალხო ზეიმს, ხვალ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ - თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერის ინიციატივით ხვალ დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. „პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, რადგან ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები. ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არაა უკანასკნელი დღე. ამით იწყება საქ

„ეს არის ისტორიული მომენტი და ძლიერი პოლიტიკური სიგნალი“ — მიშელი

„ეს არის ისტორიული მომენტი და აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას“, — განაცხადა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ. „ჩვენ ვხსნით მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან. ჩვენ ვაძლევთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ღია ვართ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად, როცა მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს, რაზეც ანგარიში მარტში გამოქვეყნდება“, — განაცხადა შარლ მიშელმა. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ძალიან

გიორგი გახარია - გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას და  გამარჯვებას ულოცავს.  „გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი! დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად. არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლ

თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

მერიის ინფორმაციით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. „ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიამ მიმდინარე წლის ნოემბერში გასცა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ქვეყანას აღნიშნული სტატუსი ოფიციალურად

ჯოზეფ ბორელი - დღეს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით

დღეს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღეს, უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და წევრობის კრიტერიუმებთან საჭირო თავსებადობის დონის მიღწევისას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით ჩვენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისადმი. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორები

სალომე ზურაბიშვილი - დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის - ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა

ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა. საქართველოს ევროპულ ოჯახთან ხელახლა გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა!” - წერს ზურაბიშვილი. იპნ

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს (ვიდეო)

გილოცავთ საქართველო - ასე ულოცავენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ელჩები სპეციალურ მიმართვას ვიდეორგოლის საშუალებით ავრცელებენ. “საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის - გილოცავთ საქართველო“ , -აცხადებს პაველ ჰერჩინსკი. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვი

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ

მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნან, და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღეს, რომელიც ჩვენი კავშირის ისტორიაში დარჩება. მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ”, - წერს ევროკომისიის პრეზ

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა. „ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვი

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. იპნ
×
×
  • შექმენი...