Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.249
  • comments
    0
  • views
    702.122

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ფრანგული მედიის ცნობით, ბეგბედერი 12 დეკემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მივიდა. მათივე ცნობით, გაუპატიურებაზე გამოძიება გასულ ზაფხულს დაზარალებულის მიერ დაწერილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო. ნეტგაზეთი

ლაზარე გრიგორიადისის განცხადებით, განაჩენის შემდეგ, ოჯახი პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავს

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გირგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს პასუხობს. წერილში გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის „არაფერს ნანობს“. ასევე, ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით განწყობას აფიქსირებს და როგორც აღნიშნავს, მისი ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ. „ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ ს

„არასრულწლოვნებს მოტყუებით გააგზავნინეს ინტიმური ფოტო-ვიდეოები და გაასაჯაროვეს“ – ბრალდებულია 14 პირი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში 14 პირი ამხილა. მათგან 5 უკვე დაკავებულია. დაზარალებულთა ნაწილი არასრულწლოვანია. უწყების ინფორმაციით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გოგონაა, რომელმაც ნაცნობ 14 წლის ბიჭს ფეისბუქის მესენჯერში საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები გაუგზავნა. ბიჭმა გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები თავის ორ მეგობარს გაუგზავნა. საბოლოოდ, აღნიშნული ფოტოები და ვიდეოები გოგონას კლასელებს შორის გავრცელდა. კი

ალექსანდრე მოწერელია - რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს!

ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო სამძიმრით, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, მინდა მივუსამძიმრო, თემურ კირბაიას ოჯახს, ნათია ბახტაძის ოჯახს. კიდევ მსხვერპლია საქართველოში, ისევ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეიწირეს ჩვენი მოქალაქე. თემურ კირბაია მოკლეს, ნათია ბახტაძე მოკლეს. ირაკლი ბებუა დრანდის ციხეში იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ. ქრისტინე თაკალანძე - უკანონო პატიმრობაშია, ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო რეჟი

მიშა დაუშვილი - დიახ, ქართველ ხალხს ეჩქარება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი!

სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების ოფიციალურად გაფორმებამდე, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე საათია დარჩენილი ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი გამარჯვების ოფიციალურად გაფორმებამდე.   თუმცა, მთავარი წინ არის. საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებაა. ამისთვის კი ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. სწორედ ამ მიზნით 8 ნოემბერსვე, ანუ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღებისთანავე, ჩვენმა გუნდმა მივმართეთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შე

ბექა ლილუაშვილი - სწორედ ასეთია პოლიტიკური კორუფციის ფასი - ეკონომიკა იზრდება, ასევე იზრდება 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშები, იზრდება ოცნების შავი საარჩევნო ყულაბაც

გუშინ გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა. ღარიბაშვილის "ეკონომიკური დუღილის" ფენომენი,  ტყუილი - ჩვენმა მოქალაქეებმა ამხილეს!, - ამის შესახებ აცხადებს საპარალამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი.  მისივე თქმით, 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშებთან ერთად, იზრდება ოცნების შავი საარჩევნო ყულაბაც.   "მანამდე იყო რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ასევე ღარიბაშვილის ამ ცრუ თვითკმაყოფილებას წყალი შეუყენა და რუსი ტურისტები დაგვამადლა.

ბექა ლილუაშვილი - სინამდვილე ასეთია: ეკონომიკა იზრდება - ხალხის პრობლემებიც იზრდება... (ვიდეო)

"სინამდვილე ასეთია: ეკონომიკა იზრდება - ხალხის პრობლემებიც იზრდება. ანუ ღარიბაშვილი მხოლოდ ტექნიკურად კი არ იტყუება, როდესაც ხალხს ეკონომიკურ ზრდას ამადლის, მისი ტყუილი, სინამდვილეში ივანიშვილის ცნობილი ნარატივის პოლიტიკური მემკვიდრეობაა. ეს ნარატივი ასეთია: " ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს, მაგრამ ამის შეფასებისთვის ღრმა ანალიზის უნარს არის მოკლებული"  ბექა ლილუაშვილი, საპარალამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.    408887751_

ალექსანდრე მოწერელია - მინდა „ოცნების“ მესვეურებს მივმართო, იქნებ საზოგადოებას აუხსნან რუსეთთან ჯერ არ ნახული, არ გაგონილი პოლიტიკისა და დიპლომატიის არსი! (ვიდეო)

“მინდა „ოცნების“ მესვეურებს მივმართო, იქნებ საზოგადოებას აუხსნან რუსეთთან ჯერ არ ნახული, არ გაგონილი პოლიტიკისა და დიპლომატიის არსი!” ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 408881108_1527946551364897_6710633606097275450_n.mp4

მიშა დაუშვილი - სინამდვილეში, საქართველოს მიერ სტატუსის მიღებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - პირველი, რა თქმა უნდა არის ქართველი ხალხის ურყევი ნება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ეს ხალხმა ძალიან ბევრჯერ დაანახა მსოფლიოს (ვიდეო)

“სინამდვილეში, საქართველოს მიერ სტატუსის მიღებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - პირველი, რა თქმა უნდა არის ქართველი ხალხის ურყევი ნება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ეს ხალხმა ძალიან ბევრჯერ, ძალიან მკაფიოდ დაანახა მსოფლიოს. დიახ, ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა ქართველი ხალხის ბრძოლა გაითვალისწინეს. ასევე უდიდესი წვლილი აქვთ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მრავალი წელია შრომობენ საქართველოს მიახლოებისთვის ევროკავშირის სტანდარტებთან და მე ვამაყობ ნამდვილად იმით, რომ წარმოვადგენ ი

ანა ლუჰრმანი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ კვირაში, რადგან ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ კვირაში, რადგან ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობას, – ამის შესახებ გერმანიის ევროპისა და კლიმატის სახელმწიფო მინისტრმა ანა ლუჰრმანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ გაატარა რეფორმები, მაგრამ ცხადია, რომ ქვეყანას ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი. „მე ოქტომბერში ვიყავი საქართველოში და ვნახე, რამხელა ენთუზიაზმია ქვეყანაში ევროკავშირთან დაკავშირებით. საქართველ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკომისიამ გააკეთა შეფასება და თქვა, რომ საქართველო მზად არის, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ევროპაში უნდა შევთანხმდეთ ამ პროცესის დასაწყებად

ევროკომისიამ გააკეთა შეფასება და თქვა, რომ საქართველო მზად არის, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშანის კარინშიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროპაში უნდა შეთანხმდნენ ამ პროცესის დასაწყებად. ამასთან, როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დღეს დგას ორი მთავარი საკითხი, ერთი – ევროკავშირის სანდოობა, მეორე კი, რუსეთის ანგარიშვალდებულება. „რაც შეეხება ევროკავშირს და სანდოობას, ვენ ვთქვით, რომ გვსურს უკრაინის და მოლდოვის გა

ჯესიკა როსვალი - შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის

შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ შვედეთის ევროპულ საკითხთა მინისტრმა, ჯესიკა როსვალიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შვედეთი მუშაობს, რათა ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული. „ევროკავშირის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. შვედეთის მთავრობა მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდ

„წითელი ხაზები ჯერ კიდევ არ გადაულახავთ“ — გახარია „ოცნებაზე“

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ წითელი ხაზები „ჯერ არ გადაულახავს“. ამის შესახებ გახარიამ 9 დეკემბერს რაჭაში, პარტიის ადგილობრივ წევრებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსნაირ ქვეყანაში კორუფცია ღალატის ტოლფასია. გიორგი გახარია ხშირად საუბრობს კორუფციასა და ნეპოტიზმზე, როგორც ქვეყნის მთავარ პრობლემებზე. ამავდროულად, კორუფციის არსებობას თავისი პრემიერობის დროს უარყოფდა. „რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გახდა

პოლონეთის პარლამენტმა 11 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირა დონალდ ტუსკის კანდიდატურას.  მანამდე ამ თანამდებობას მათეუშ მორავეცკი იკავებდა, რომლის პარტიამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვეღარ შეძლო უმრავლესობის დაკომპლექტება.  ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს.  ორშაბათს ტუსკის კანდიდატურას პარლამენტში 248 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 201 კი წინააღმდეგი იყო.  პოლონეთის სამოქალაქო პლატფორმის პარტიის ლიდერი დონალდ ტუსკი გამოდის სიტყვით მას შემდეგ რაც

ნავალნი რუსეთის საპატიმროდან გაქრა, ამბობს მისი გუნდი

რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი გაიყვანეს საპატიმრო დაწესებულებიდან, სადაც გასული წლიდან იხდიდა სასჯელს და ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია, აცხადებენ მისი წარმომადგენლები.  ინფორმაციას როიტერსი და სხვა საერთაშორისო მედიებიც ავრცელებენ.  ნავალნის წარმომადგენლები  მოელიან, რომ მას გადაიყვანენ “მკაცრი რეჟიმის” კოლონიაში, მას შემდეგ, რაც აგვისტოში დამატებით 19- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.  როგორც როიტერსი აღნიშნავს, რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე პატიმრების მატარებლით გად

თითო დასაქმებულიდან 64 ლარი საზოგადოებრივ მაუწყებელს — დაფინანსების ახალი მოდელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან კონსულტაციების შემდეგ, პარლამენტმა მაუწყებლის დაფინანსების შესახებ პირველი მოსმენით  მიღებული კანონპროექტი შეცვალა. თუ კანონპროექტის ეს ვერსია შევა ძალაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში თითოეული დასაქმებულიდან 64 ლარით დაფინანსდება. ახალი კანონპროექტით, მაუწყებლის დაფინანსება 2026 წლიდან დამოკიდებული იქნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა

გარდაიცვალა მწერალი ზურაბ ქარუმიძე

ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეუღლე, ნინა ჯეჯელავა ადასტურებს. მწერალი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა. ზურაბ ქარუმიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. 1983-2000 წლებში ის იყო თსუ-ს XX საუკუნის დასავლური ლიტერატურის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი, კითხულობდა ლექციებს ევროპული ლიტერატურის და პოსტმოდერნიზმის შესახებ. 1994-95 წლებში მუშა

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში - თითოეულმა თქვენგანმა იცის, რას ნიშნავს ჯარისკაცისთვის, ელოდოს საბრძოლო მასალას - როცა წინ წასვლის ნაცვლად საბრძოლო მასალას ელოდები მაშინ, როცა მტერი თავდასხმებისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ში გადაუჭრელი საკითხები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შთააგონებს. “ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო თქვენთან, მეგობრებო. თუ ვინმე არის შთაგონებული კაპიტოლიუმში გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი ხროვა. ისინი ხედავენ ოცნებების ახდენას, როდესაც ხედავენ შეფერხებებს და სკანდალებს. ისინი ხედავენ, რომ თავისუფლება ეცემა, როდესაც თავისუფლებისთვის მებრ

ბექა ლილუაშვილი - მოსახლეობას ერთი მხრივ “ოცნება” ეუბნება, რომ შენ პრობლემა არ გაქვს და თვალებს ხუჭავს, მეორე მხრივ ოპოზიცია ეუბნება, რომ პოპულიზმით გადაარჩენს და პენსიას გაუზრდის 1000 ლარამდე (ვიდეო)

“მოსახლეობას ერთი მხრივ “ოცნება” ეუბნება, რომ შენ პრობლემა არ გაქვს და თვალებს ხუჭავს, მეორე მხრივ ოპოზიცია ეუბნება, რომ პოპულიზმით გადაარჩენს და პენსიას გაუზრდის 1000 ლარამდე. სწორედ ამიტომ აჩვენა კვლევებმა, რომ ამდენ ადამიანს აქვს გადაუწყვეტელი პოზიცია და “ოცნებისა” და “ნაცების” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა.”    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 10000000_672652208271408_3544156512137833248_n.mp4

დაუშვილი - “ოცნება” იბრალებს, რომ სტატუსი თავისი მოტანილია, აქეთ რადიკალური ოპოზიცია იბრალებს, რომ ევროინტეგრაცია სააკაშვილს უკავშირდება. მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს სტატუსი საქართველოს მოქალაქეების მონაპოვარია (ვიდეო)

“ოცნება” იბრალებს, რომ სტატუსი თავისი მოტანილია, აქეთ რადიკალური ოპოზიცია იბრალებს, რომ ევროინტეგრაცია სააკაშვილს უკავშირდება. მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს სტატუსი საქართველოს მოქალაქეების მონაპოვარია, ამიტომაც არ ენდობიან პარტიებს.”     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410116310_370653048662226_7002238290773190736_n.mp4

დმიტრო კულება - სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან - ორი წლის წინ ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მიიღებდა

იცით, რომ სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან. ორი წლის წინ აქ, ბრიუსელში გაფართოების შესახებ საუბარიც კი შეუძლებელი იყო. იმ დროს ვერც ჩვენ და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მივიღებდით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, უჭერს თუ არა უკრაინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და თვლის თუ არა, რომ ახლა ერთ გუნდში ყოფნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე — მოქალაქეთა მთავარი პრობლემები NDI-ის კვლევის მიხედვით

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე — ესაა ის საკითხები, რასაც საქართველოს მოსახლეობა მთავარ გამოწვევად ასახელებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ეროვნული დონის გამოწვევებს შორის ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მე-4 ადგილზეა. ჩამოთვლილთაგან, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი (მაქსიმუმ სამი პასუხი) – NDI-ს კვლევა განათლება NDI-ის კვლევის ფარგლებში ცალკე დაისვა კითხვა განათლების სისტემაში არსებულ პრობლ

79% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს — NDI

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. კერძოდ, გამოკითხულთა 79% ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისთვის მისაღებია, რაც წინა კვლევასთან შედარებით 3%-ითაა შემცირებული. ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი — ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. გამოკითხულთა 29%-ის აზრით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, იმისთვის, რომ საქართველო ევრო

პრეზიდენტმა კამპანიის დახურვაზე მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები და ელჩები მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ევროკავშირის წევრის ქვეყნების ელჩებს გადასცემს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი და მოქმედი პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები-მინისტრები. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ჯადოსნური ჯოხით უცებ ყველა ერთ აზრზე
×
×
  • შექმენი...