Jump to content
Planeta.Ge

PLANETA_INFO

პლანეტელი
  • პოსტები

    1.419
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი PLANETA_INFO

  1. ,,პროკურატურას ვანო მერაბიშვილისგან ძალზე აინტერესებს გიგა ბოკერიასა და მისი ლიბერალური გუნდის წევრების დანაშაულებრივი საქმეები და თუ ვანო ალაპარაკდა, ბოკერიასა და მის გუნდსაც შავად ექნებათ საქმე. კახა ბენდუქიძის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებები დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, მაგრამ ბოკერიას დამფინანსებლებიდან კიდევ ერთ პოლიტიკოს–ბიზნესმენს აქვს ცუდად საქმე. ჩვენი ინფორმაციით, რაც ბრალად წაუყენეს, იმ საქმეების გარდა, პროკურატურა ვანოს, ერთ–ერთი პირველი ვინც იქნება, გივი თარგამაძის შესახებ დაუსვამს კითხვებს. გიგა ბოკერიას ,,გაჭედვა" ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმითაც შეუძლია. ერთ–ერთი დანაშაული, რაც ვანოს ბრალად ედება, სწორედ 26 მაისის ტრაგედიის მოწყობაა. მედიით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაციები, რომ 26 მაისის სისხლიანი ღამის თანაავტორები ბოკერია, გივი თარგამაძე და სხვა პოლიტიკოსები იყვნენ, რომ სწორედ გიგა ბოკერიას კატეგორიული მოთხოვნა იყო, მომიტინგეებისთვის გასასვლელი არ დაეტოვებინათ და რუსთაველის გამზირის მიმდებარე ყველა ქუჩა სპეცრაზმელებს ჩაეხერგათ....ლოგიკურად, თუ ვანომ მოისურვა, გიგა ბოკერიასაც მოისვამს გვერდით. წესით, მას უნდა ჰქონდეს მტკიცებულებები, რომ ბოკერია თანამონაწილეა 26 მაისის ტრაგედიისა. ვანომ თუ ერთი პირი მოაღო, ბევრ პოლიტიკოსს გაიყოლებს, საამისოდ 26 მაისის საქმეც იკმარებს. ბოკერიას გარდა, ათამდე პოლიტიკოსის გვარი სახელდებოდა, ვინც რაღაც ფორმით მონაწილეობდა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, თუ როგორ დაესაჯათ 26 მაისის აქციის მონაწილენი". (,,კვირის ქრონიკა"N21; ავტორი:ხათუნა ელბაქიძე)
  2. ,, ვანო მერაბიშვილს ჯერ კიდევ სამი დღით ადრე ჰქონდა თვითმფრინავის ბილეთი აღებული კიევის რეისზე, ის 23 მაისს უნდა გაფრენილიყო. ,,ქრონიკის' წყაროს ინფორმაციით, მერაბიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავისმა ფანებმა ფარულად შეატყობინეს, რომ მაისის ბოლოს დაპატიმრებას უპირებდნენ. ამ შეტყობინების შესახებ უშიშროებასა და პროკურატურაში ასევე ფარულად გაიგეს და ამიტომაც დაასწრეს. ეს ინფორმაცია რომ სიმართლეს შეეფერება, იქიდანაც დასტურდება, რომ მერაბიშვილის დაპატიმრებამდე ორი დღით ადრე მისი მეუღლე, თაკო სალაყაია გაფრინდა საფრანგეთში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბილეთები გაცემულია ორ პიროვნებაზე, ვანო მერაბიშვილსა და პარლამენტარ დავით საყვარელიძეზე. ამ უკანასკნელს თავისი მეგობარი და თანამებრძოლი კიევამდე უნდა ჩაეცილებინა. მას შემდეგ, რაც მერაბიშვილი კიევი–პარიზის თვითმფრინავში მოკალათდებოდა, საყვარელიძე საქართველოში დაბრუნდებოდა. ვინაიდან გაპარვის გეგმა ჩაიშალა, თაკო სალაყაიას სხვა გზა აღარ დარჩა, 22 მაისს ისიც თბილისში ჩამოფრინდა. ვანო მერაბიშვილმა სცადა, ირაკლი ოქრუაშვილის გზას დასდგომოდა. ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის ყოფილი ხერხემალი არც ისეთი გაღლეტილია, რომ საფრანგეთში თავი ვერ გაეტანა სასურველ მომენტამდე, მაგრამ გეგმა ჩაიშალა და არ არის გამორიცხული, რომ დროებით...ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მერაბიშვილი რა დოზით დაფრქვავს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და რამდენ ყოფილ მაღალჩინოსანს ჩაუშვებს პროკურატურის სასარგებლოდ. როგორც ამბობენ, ვანიჩკამ თანაგუნდელების მხილება უკვე დაიწყო, რასაც, წესით, უამრავი ყოფილი პოლიცმაისტერის დაპატიმრება უნდა მოჰყვეს. ამჟამად ქვეყნიდან გასულია ,,ნაცმოძრაობის" კიდევ სამი წამყვანი ფიგურა – ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი ტალინში იმყოფებიან, იქ იღებენ დირექტივებს თავიანთი პატრონებისგან, ხოლო გიგა ბოკერია უფრო მაღალ დონეზე გადის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ისმენს ანტიბიძინისტურ მოძღვრებას. ხერხემალში გადატეხილი ,,ნაცმოძრაობა" მიხეილ სააკაშვილმაც დაიკიდა ფეხებზე, ის ხან ალჟირის ვიცე–პრეზიდენტს ხვდება, ხან – ჰაიტის პრეზიდენტს, ხან კიდევ ვანუატუსა და ლაოსის პრემიერ–მინისტრებს...ისე, თუკი მერაბიშვილი მოინდომებს, სააკაშვილსაც შეუქმნის დიდ პრობლემებს და არ არის გამორიცხული, საფრანგეთში ერთად გაემგზავრონ...ოდესღაც". (,,კვირის ქრონიკა"N21; ავტორი:გელა ზედელაშვილი)
  3. ,, ვანო მერაბიშვილის დაჭერის შემდეგ, დიდი გლოვა დაიწყო ,,ნაციონალურ მოძრაობაში". ყველა დარწმუნდა, რომ ხელშეუხებელი აღარავინაა და ვის როდის წააბრძანებენ პროკურატურაში ძველი ცოდვების მოსაკითხად, კაცმა არ იცის. უცოდველი კი ,,ნაცბელადებში" არავინ არის. მერაბიშვილის დაჭერის მერე უზომოდ შეშინებულია მიხეილ სააკაშვილი. ის დარწმუნდა, რომ ვერც ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის, ვილფრედ მარტენსის საპროტესტო წერილები უშველის და ვერც ამერიკელი ნეოკონსერვატორი სენატორ–კონგრესმენებისა. სააკაშვილი მიხვდა, რომ საქართველოში სიტუაციას ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს და მასთან ფარულ შეხვედრას ეშურება. სააკაშვილ–ივანიშვილის შესაძლო შეხვედრა, ჯერჯერობით, დავით ბაქრაძესა და დავით უსუფაშვილს შორის განიხილება. სააკაშვილი აღარანაირ წინაპირობას აღარ უყენებს ივანიშვილს. მეტიც, ის თანახმაა, მისი ყველა კანონიერი მოთხოვნა შეასრულოს, ივანიშვილის მიერ შეთავაზებულ რეჟიმში ითანამშრომლოს პრემიერ–მინისტრთან და მის ინიციატივებს დაყაბულდეს. სააკაშვილი ერთადერთს ითხოვს – მშვიდად დაასრულოს საპრეზიდენტო ვადა და არც მანამდე და არც შემდეგ, მის წინააღმდეგ არ განხორციელდეს სამართლებრივი დევნა. პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რომ მის მიერ ჩადენილი უკანონობის შესახებ, ძალიან ბევრი იცის ვანო მერაბიშვილმა. მერაბიშვილმა თუ მოისურვა და ეს ხელისუფლების ნებაც იქნება, სააკაშვილის გასკვანჩვა დროის საქმეა – საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის მეორე დღესვე აღუძრავს საქმეს პროკურატურა. ოქტომბრამდე კი ცოტა დრო დარჩა და ეტყობა, მიშამ იგრძნო კანონის მსახვრალი და ყველგანმწდომი ხელის ძალა ვანოს დაჭერით. ამიტომაც არის დაფეთებული. აქვე ჩნდება კითხვა, კი მაგრამ, თუ ასეა შეშინებული და იქით ეხვეწება სააკაშვილი ივანიშვილს შეხვედრას, მაშ რატომ არ ცვლიან რიტორიკას თავად ან მისი პარტიის სხვა ლიდერები? ამაზეც მოგახსენებთ. სააკაშვილ–ივანიშვილის შეხვედრა რომ შედგეს, ამ ფარული შეხვედრის შესახებ არა თუ ვინმემ უნდა გაიგოს, არამედ ფიქრადაც კი არავის არ უნდა მოუვიდეს. სწორედ ამიტომ არ სრულდება ეს ,,ნაციონალური" კაკაფონია და მიშაც ისე გამოიყურება, თითქოს განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა და ვანოს დაჭერით მხოლოდ ზომიერად იყოს შეშფოთებული. მიშა თანაგუნდელებს ამშვიდებს, რომ ბრძოლას აგრძელებს და ამ დროს კი კაპიტულანტურ ზავზე მოლაპარაკების დაწყებას აწარმოებს. თავად ,,ნაციონალური მოძრაობის" არაერთი ლიდერი ,,ქრონიკიდან" შეიტყობს, რომ სააკაშვილი ივანიშვილთან შეხვედრას იხვეწება, თავის გადარჩენას ეშურება და მთელი პარტია ფეხებზე ჰკიდია. სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებას ითხოვს და წინასწარ თავისი არც ერთი თანაგუნდელისთვის რაიმე გარანტიები არ მოუთხოვია. არ არის გამორიცხული, სააკაშვილს სხვა გეგმები ჰქონდეს და თავსაც იკატუნებდეს. ვირეშმაკობა მისი პოლიტიკის სტილია. შესაძლოა დროის მოგების მიზნით სჭირდება ეს მოლაპარაკებები, შესაძლოა თავისმა დასავლელმა პატრონ–მრჩევლებმა უთხრეს კიდეც, ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო. ფაქტი ისაა და ამას თავად ,,ნაციონალური" წყაროებიც ადასტურებენ, რომ მიშა გატყდა და ძველებურად ყოჩაღად ვეღარ არის. ცდილობს შეეგუოს რეალობას და დაკარგულის – უახლოეს მომავალში ქვეყნის მმართველობის დაბრუნებაზე, აღარც კი ოცნებობს. ვანო მერაბიშვილი კი მართლა ძალიან დიდ საფრთხედ იქცა ,,ნაციონალი" ლიდერებისთვის. ვანოს ფაქტებითა და მტკიცებულებებით შეუძლია გაამყაროს ნებისმიერი ბობოლა ,,ნაციონალის" დანაშაული, არადა, პროკურატურასთან თანამშრომლობისა და თანაგუნდელთა გაწირვის საბაბი ნამდვილად გააჩნია. მას საკუთარი მეუღლე – თაკო მერაბიშვილი ჰყავს გადასარჩენი. სანდრო გირგვლიანის საქმის ხელახალი გამოძიება, ფაქტობრივად, დასრულებულია და ყველა ის პირი, ვინც ამ საქმეში იყო გარეული, ხელახლა უნდა დაიკითხოს. გირგვლიანის საქმეზე 4 ადამიანი იჯდა ციხეში, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი ხალხის გასაჩუმებლად დაიჭირეს, ციხეში სასანატორიუმე პირობებში აცხოვრებდნენ და ოთხივე, 2008 წლის სექტემბერში შეიწყალა პრეზიდენტმა. ახლა, გია ალანია, ოლეგ მელნიკოვი და სხვები რომ ადგნენ და გამოძიებას განუცხადონ, სანდრო გორგვლიანის დასჯა თაკო მერაბიშვილმა დაგვიკვეთა და ცემის დროს შემოგვაკვდაო, მერაბიშვილის ცოლს ციხე ელის....ცოლის გადასარჩენად, სავარაუდოდ, ვანო ყველაფერზე წავა და გამოძიებას წვრილად ჩაუკაკლავს ყველა ,,ნაციონალის" დანაშაულს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილისას. ამ გზით, თეორიულად შესაძლოა, მან გარიგებას მიაღწიოს გამოძიებასთან და ცოლს ციხე ააცილოს თავიდან...მარტო ის რად ღირს, ვანო მერაბიშვილმა ყველა იმ ბანკის ადგილსამყოფელი და საბანკო ანგარიშები რომ დაასახელოს, სადაც სააკაშვილის კლანს ბიუჯეტიდან მოპარული მილიარდები აქვს გადამალული? ,,ქრონიკის" ინფორმაციით, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ამ ბანკებისა თუ საბანკო ანგარიშების შესახებ, მხოლოდ ოთხმა კაცმა იცის – ვანო მერაბიშვილმა, მიშა სააკაშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და მიშას ბიძამ, თემურ ალასანიამ. რომელი გასთქვამს საიდუმლოს და გამოძიებას ვინ დააყენებს სწორ კვალზე, ეს სულ ერთია; კლანი უკანონოდ მოპოვებულ მილიარდებს დაკარგავს....ვანომ თუ მოისურვა და პოლიტმოწინააღმდეგეებს სასურველი ინფორმაციები გაუმხილა, პარტიის საბოლოო დაშლა დღეების საქმეღა იქნება. ამიტომ, ,,პატიმარი მერაბიშვილი", შესაძლოა, დიდი პოლიტიკური ვაჭრობის საგნად იქცეს..." (,,კვირის ქრონიკა"N21; ავტორი:ხათუნა ელბაქიძე)
  4. ინტერვიუ სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბართან ,,დღეს დამტკიცდა, რომ არავინ იქნება ხელშეუხებელი, არც მოქმედი და არც ყოფილი თანამდებობის პირი, მათ შორის არც სასულიერო პირი, დანაშაულზე მოხდება ადეკვატური რეაგირება. ხშირად გაუკეთებია პრემიერ-მინისტრს განცხადება, რომ გარკვეული ტიპის ამნისტია უნდა გამოცხადდეს შემსრულებლებზე. იმ ადამიანებს, ვინც ამ რეჟიმს ემსახურებოდნენ, უკანონობას სჩადიოდნენ, ყველას პასუხს ვერ აგებინებ, რადგან ისინი პრაქტიკულად იყვნენ რეჟიმის მსხვერპლნი და ასეთები არიან ასეულათასობით, მაგრამ ისინი, ვინც იყვნენ დამკვეთები, იდეოლოგები, ვინც დანაშაულებრივ სქემებს ადგენდნენ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ადამიანის წამებასა და კორუფციაში, ცხადია, მათზე ამნისტია ვერ გავრცელდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი გადაფარვის მიზნით ვანო მერაბიშვილის დაკავება 21 მაისს არ მომხდარა. მისი დაკავება და ბრალის წარდგენა მოხდა მაშინ, როცა პროკურატურა გამყარდა მტკიცებულებებით. მოარული ხმებით, ყველამ ვიცოდით, რომ მერაბიშვილს წვლილი მიუძღოდა იგივე გირგვლიანის საქმის არასწორ გამოძიებაში. მტკიცებულებების მოგროვებას სჭირდებოდა დრო, ამიტომაც გრძელდებოდა დიდხანს გამოძიება. არ შეიძლება ადამიანი დააკავო და შემდგომ მოიძიო მტკიცებულებები. ისჯება ის, ვინც კონკრეტული დანაშაულები ჩაიდინა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ 17 მაისის აქცია ინსპირირებული იყო გარე ძალების მიერ და არც იმ შეთქმულების მჯერა, რომ მერაბიშვილი და ბოკერია სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ. დასავლეთის ანალოგს შეგახსენებთ. გერმანიაში თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა იმის გამო, რომ მან შვებულებიდან თავის ქვეყანაში დაბრუნების გამო სახელმწიფო თვითმფრინავი გამოიყენა. ეს გახდა საკმარისი იმისთვის, რომ უზარმაზარი სკანდალი ატეხილიყო. ჩვენ ვნახეთ, რაში იფლანგებოდა სააკაშვილის დაცვის საიდუმლო ხარჯები. ეს ყველაფერი კორუფციის ნაირსახეობაა. კორუფცია სხვა კი არაფერია. ან იგივე თბილისის მერი ავიღოთ, შეგახსენებთ სტრიპტიზბარში გადახდილ ფულებს, ეს არის გარყვნილება, პლუს კორუფცია. პრეზიდენტს აქვს სრული უფლება, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მაგრამ ეს არ არის კარგი ქცევის მაჩვენებელი. თუ პრეზიდენტს უნდა, ხალხის თვალში იყოს მართალი, ის უნდა მივიდეს პროკურატურაში და მისცეს ჩვენება, თუ რატომ გადაწყვიტა 3.000-ლარიანი საჩუქარი გაეკეთებინა არა თავისი ჯიბიდან, არამედ ბიუჯეტიდან ეყიდა საჩუქარი რომელიმე პარლამენტარისთვის. შეიძლება პრეზიდენტმა დაასაბუთოს, რატომ უყიდა რომელიმე რუს ჟურნალისტს, ან რომელიმე კინოვარსკლავს ძვირფასი საჩუქარი და თქვას, რომ ეს იყო ქვეყნის იმიჯისთვის აუცილებელი, მაგრამ, როცა ის თავისი გუნდის წევრებს, პარლამენტარებს უკეთებს საჩუქრებს, ამის დასაბუთება გაუჭირდება. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, პრეზიდენტი დაკითხვაზე გამოცხადდეს და გამოძიებას მისცეს ჩვენება. ეს იქნება გახსნილობის კარგი მაგალითი, რომ მას არ ეშინია კორუფციაში ბრალდების. მეტსაც გეტყვით, პრეზიდენტი დაიკითხება და უნდა დაიკითხოს. ძალიან ბევრ საკითხზე". (,,ალია"N52; ავტორი: ნინო სამხარაძე)
  5. ინტერვიუ მოძრაობა ,,თეთრებისა" და ,,სახალხო კრების" ლიდერ თემურ შაშიაშვილთან ,,დღეს საქართველოს გადარჩენა გადის ეკონომიკაზე. ამ ეკონომიკას ჰყავდა ძალიან დიდი მტერი – ვანო მერაბიშვილი. ამ ადამიანს კიდევ ბევრი საშინელება უკავშირდება თავის სოფელშიც კი, მაგრამ ახლა მაგაზე არ მინდა საუბარი. ის, რაც მერაბიშვილს ნაკეთები აქვს, ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი რამისთვის სამუდამო პატიმრობაა. უცხოელი პატრონები ვეღარ დაიცავენ. ბიძინა ივანიშვილის ვიზიტებმა შედეგი გამოიღო. მან დაუდო უცხოელებს მაგიდაზე მასალები. საშინელებები აქვთ გაკეთებული ბოკერიას, უგულავას, მერაბიშვილსა და სხვებს. მილიონობით დოლარს ისე ხარჯავდნენ, არავის არაფერს ეკითხებოდნენ. ამ ხალხის დაცვა არანაირად არ შეიძლება... ჩვენ გვეუბნებიან, ბიუჯეტი გაგიფლანგეს და მოითმინეთო, ესე იგი, მონები ხართო! გამოიძიონ, როგორ მიჰყიდეს არაბებს მიწები, როგორ გააიაფეს, როგორ შემოუერთეს მცხეთის ტერიტორიის ნაწილი თბილისს. ამ ყველაფერს ვანო მერაბიშვილი აკეთებდა. იძახიან, ვანოს სახლი არ ჰქონიაო, მაშინ წავიდეთ, გადავიღოთ მისი ექვსი სასახლე და მერე დავსვათ კითხვა – ვისია? იგივე მახათას მთაზე რომ აიშენა, მართლა ვისია? ამათ ეგონათ, რომ 50 წლით მოვიდნენ, თორემ ხალხს ქონებას რომ ართმევდნენ და დანაშაულს სჩადიოდნენ, ძალიან კარგად იცოდნენ. როგორ შეიძლება მიტაცებული აგარაკები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფულით გაარემონტო? გერმანიაში ერთ–ერთმა ადამიანმა ბანკიდან სესხი აიღო და ვიღაც მაღალჩინოსანი მიეხმარა. როგორც კი ეს გაიგეს, კაცი პასუხისგებაში მისცეს. გერმანიის პრეზიდენტმა დისერტაცია დაიცვა, ერთ ადგილზე ნაშრომში ავტორი არ მიანიშნა და ამას გადააყოლეს. გესმით რას ნიშნავს ევროპული დემოკრატია? ამას დავანებოთ თავი, უფრო მძიმე თემები გვაქვს წინ: ჩვენი თავდაცვის მინისტრი რომ იყო და მერე ამერიკაში გაიქცა, იცით, სად დაინიშნა? მარშალის ფონდის თავმჯდომარის მოადგილედ. ეგ ფონდი ამერიკაშია. რატომ წაიყვანეს სააკაშვილის აპარატის უფროსი რომ იყო და არჩევნების დროს ფულს ჩემოდნებით არიგებდა, დათო ტყეშელაშვილი ამერიკაში? ნახევარს ჯიბეში იდებდა, ნახევარს თავიანთ მომხრეებს აძლევდა. როგორც ჩანს, ამერიკაშიც არ აწყობთ ამათი დაჭერა. იმ 4 მილიარდს რატომ არავინ კითხულობს, ამათ რომ გაფლანგეს? ვინც ეს 4 მილიარდი დახარჯა, მათთან შეხება ძალიან გაუჭირდება ბიძინა ივანიშვილს. პირველ რიგში, ამერიკელებსა და ბარაკ ობამას უნდა აინტერესებდეთ, როგორ გაიფლანგა 4 მილიარდი. მაშინ, როცა აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში კრიზისი იყო, ესენი თავიანთ სასახლეებს აშენებდნენ იმ ფულით! მე მაქვს ეჭვი, რომ იქიდან ფულის ნაწილი ამერიკაშია დაბრუნებული. როგორც წესი, 30 პროცენტი უკან ბრუნდება ხოლმე...დღეს მერაბიშვილის პატრონები უნდა ამბობდნენ, ეს რა გიქნია ვანო, ამდენი ფული სად წაიღე?! არა, დაუკვირდით, არც იცავენ, არც ხმას იღებენ, გასუსულები არიან, ერთი–ორი ადამიანის გარდა. რა თანხებია გასული უშიშროების საბჭოდან, ვინმეს წარმოუდგენია? რასაც თავიანთ ქვეყნებში არავის პატიობენ, საქართველოში შეიძლება თურმე იმის პატიება. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ, თუ ამათ არ აპატიებს ხალხი, არც ამერიკა დაიცავს!...ვერც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გაბედავდა იმას, რაც სააკაშვილმა გაბედა... რკინიგზა რომ გაიყვანა აეროპორტამდე, იმ მატარებელში ჩამჯდარი გინახავთ ვინმე? ეს უბედურება 30 მილიონი დაჯდა. გომბორის გზა რომ გააკეთა, 65 მილიონი დაჯდა. აბა, ერთი ჰკითხე კახელებს, ამ გზის გაკეთება ამდენი ღირს? არ არსებობს არცერთი სკვერი, შეღებილი სახლი, დარგული ხე, სადაც 40 პროცენტი კორუფცია არ იყო...ახლა ისეთ რამეს გეტყვით, დაუჯერებელი იქნება, მაგრამ უნდა დამიჯეროთ: როცა მე გუბერნატორი ვიყავი, გზის დაგება კვადრატული მეტრი ღირდა 20–22 ლარი, ასე გავაკეთეთ ჩვენ ქუთაისში აღმაშენებლის გამზირი. მოვიდა თუ არა სააკაშვილი, სამ თვეში 120–130 ლარი დაადო. ამათ აღმაშენებლის ძეგლის გადატანა უფრო ძვირი დაუჯდათ, ვიდრე ჩვენ დადგმა!". (,,ალია"N52; ავტორი: გელა ზედელაშვილი)
  6. ინტერვიუ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავასთან ,,ნათქვამია, რასაც დასთესავ, იმას მოიმკი...ვანო მერაბიშვილს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, წვრილი კრიმინალით დაწყებული, სახელმწიფო დანაშაულებით დამთავრებული...26 მაისის ბრალდება გასაგებია, მაგრამ რაც შეეხება ვითომ დასაქმების პროგრამას, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასალების გარკვეული ნაწილი გამოძიებას გარედან მიეწოდა. მე არ ვიცი, კონკრეტულად ეს ახალაიამ მიაწოდა, თუ ვინ, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ გარედანაა მიწოდებული. ნუ ეგონება გიგი უგულავას, რომ ის გადარჩება. მისი პასუხისმგებლობა დიდი ხანია დგას. იმედი მაქვს, რომ სასამართლო დღეს მაინც გაუსწორებს თვალს რეალობას, მიხვდებიან, რომ სააკაშვილისა და კუბლაშვილის მონობის დრო დამთავრდა და მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. ყველამ გაითვალისწინოს, ძალიან მალე თვით სააკაშვილი და კუბლაშვილი წარსდგებიან გამოძიების წინაშე იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი....უგულავა უნდა იჯდეს მერაბიშვილის გვერდზე, ეს აუცილებლად მოხდება და თანაც, ძალიან მალე. სხვათა შორის, ამერიკელების რუპორი– დიმიტრი შაშკინი ღიად აცხადებს,– ის დარწმუნებულია, რომ გიგი უგულავას ძალიან მალე დააკავებენ. უგულავას დაპატიმრებას წინ არაფერი უდგას... ოქტომბრამდე სააკაშვილის დაპატიმრება არ მოხდება, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდეს, თუმცა ისე იქცევა, რომ არც ესაა გამორიცხული, მაგრამ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს დაკითხვებზე სიარული, მერაბიშვილი ისეთ თემებზე ალაპარაკდება, რომ საზოგადოება შოკში ჩავარდება. ამას თავის გადარჩენის მიზნით გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, ვანო სააკაშვილს თან გაიყოლებს. რაც შეეხება გირაოთი განთავისუფლებულ ზურაბ ჭიაბერაშვილს, მისი მთავარი ამოცანაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მაგას გადაწყვეტილების გამოტანას არავინ ეკითხებოდა, რასაც ავალებდნენ, იმას ასრულებდა. თავისთავად ესეც დანაშაულია, მაგრამ არ მგონია, ის სადმე გამქცევი იყოს. მერაბიშვილი კი ნამდვილად უნდა იჯდეს ციხეში, მას გვერდით უნდა მიუსვან ბოკერია, სააკაშვილი, ლომაია და არც ბენდუქიძეს აშორებს ციხემდე შორი მანძილი". (,,ალია"N51; ავტორი:ნინო სამხარაძე)
  7. ,,17 მაისის აქციამ ყველას დაანახვა, რომ ცეცხლთან და ქართველის რელიგიურ გრძნობებთან თამაში ერთია. რაკიღა ბოკერია უკვე მეშვიდე თვეა, სამოქალაქო დაპირისპირებაზე ოცნებობს, მიხვდა, რომ საამისოდ საუკეთესო საშუალება ხალხის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. ხარს წითელი ნაჭერი აღიზიანებს, ქართველ ხალხს – უტიფარი და აგრესიული პედარასტები და მათი აღლუმი რუსთაველზე. ბოკერიას გუნდი ახლა მუშაობს გეგმაზე, რომ გეიაქციებს მუდმივი ხასიათი ჰქონდეს, იქნებ როგორმე საქმე მსხვერპლამდე და მართლა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანონ. მართალია ქვეყანაში არ არის დაპირისპირების რეალური საფუძველი და დღეს, არც იმ ერთ მუჭა გეებს ერჩის ვინმე, მაგრამ მათთვის მთავარია, ეს დაპირისპირება ხელოვნურად დაიწყოს და მერე, პროცესების ესკალაციასა და მომხრეებსაც გაიჩენენ. ბოკერის გეგმის ერთი ნაწილია, მისი მომხრეების მიერ სექსუმცირესობების დევნა და შევიწროება, რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეებს დაჰბრალდებათ. უკვე შეიქმნა რამდენიმე დაჯგუფება, რომლებიც გეებსა და ლესბოსელებს, მათ მხარდამჭერებს, ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდებიან. ეს მოხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ ვინმე დააკავა პოლიციამ, ცხადია, ადმინისტრაციული ჯარიმით გამოუშვებენ, ლიბერალებს ამ ჯარიმის გადახდა არ გაუჭირდებათ, დაიხსნიან და მერე გაემიჯნებიან, მათ საქციელს დაგმობენ და რელიგიურ ექსტრემიზმზე ააყეფებენ ,,ნაციონალურ მედიას". ეს მოძალადე ადამიანები კი თავს გაასაღებენ რელიგიის დამცველებად, რომელიმე ეკლესიის მრევლად. ისინი კონკრეტული სასულიერო პირებისკენ გაიშვერენ ხელს და იტყვიან, რომ მათ დავალებებს ასრულებდნენ, მათთან შეთანხმებით სცემდნენ კონკრეტულ გეებსა და ლესბოსელებს და ამით შეეცდებიან, მეორე კურდღელიც დაიჭირონ – ხალხში სასულიერო პირების მიმართ უნდობლობა და აგრესია გააჩინონ. ამ დღეებში უთუოდ მოხდება სერიოზული თავდასხმები სექსუმცირესობებზე და წინასწარ იცოდეთ, ამას ისევ მათი მხარდამჭერები განახორციელებენ. ამ საცოდავებს, ქართველ გეებსა და ლესბოსელებს, თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ბოკერია და ესენი ვერაფერს ხვდებიან. 6–ფერიანი დროშის ფრიალი და რუსთაველზე აღლუმის გამართვა მართლა საკუთარი უფლებების დაცვა ჰგონიათ. ბოკერიას დაჯგუფების გეგმის ერთი ნაწილი ის არის, რომ სექსუმცირესობების აქციები დაამთხვიონ დიდ რელიგიურ დღესასწაულება, რათა მორწმუნეები და სასულიერო პირები კიდევ უფრო შეურაცხყონ, ხალხს მოთმინების ფიალა აუვსონ და დიდი შუღლი გამოიწვიონ. ერთ–ერთი ასეთი, მეტ–ნაკლებად მასშტაბური აქცია 5 ივნისს, მცხეთაშია დაგეგმილი... გიგა ბოკერია ამჟამად ამერიკაში იმყოფება. ის შეხვდა ამერიკელ ნეოლიბერალ პოლიტიკოსებს, მათ შორის სააკაშვილის ერთ–ერთ მამობილს, სენატორ ჯოზეფ ლიბერმანს.ლიბერმანი და ბოკერია არაოფიციალურად შეხვდნენ ერთმანეთს. ბოკერიამ დახმარება და მისი, ყველაზე პროამერიკული გუნდის გადარჩენა სთხოვა ლიბერმანს. ამას კი, ცხადია, დიდი ფული და გავლენის უზარმაზარი მანქანის ამუშავება სჭირდება. ლიბერმანი თანახმაა ყველაფერი გააკეთოს ბოკერიას ანტიქართული გუნდის გადასარჩენად, მაგრამ მარტო ვერ გადაწყვეტს ამ საკითხს. პირადად ლიბერმანმა ბოკერიას დიდი შემწეობა აღუთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ის ბრძოლას არ შეწყვეტს ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. ამერიკაში, არც რესპუბლიკური და არც დემოკრატიული პარტიის ლიდერებში, არც თეთრ სახლში, ამის წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ საქმე მაინც მაშინ გადაწყდება, როცა ბოკერია სხვა ლიდერებსაც შეხვდება. ერთ–ერთი მათგანი, ვისაც ბოკერია ამ დღეებში ეახლება, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სენატორი, ჯონ მაკკეინია. სწორედ მაკკეინთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს გიგა ბოკერია კონკრეტულ პასუხს და ,,სამოქმედო გეგმას". როგორც ჩანს, ბოკერიას ამერიკაში კარგად მიუდის საქმეები, იქიდან დამაიმედებელ მესიჯებს უგზავნის თანაგუნდელებსაც. ესენიც იმიტომ არიან, რომ აქ არავინ და არაფერს ეპუებიან..." (,,ალია"N51; ავტორი:ხათუნა ელბაქიძე)
  8. ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ,,თუკი ვანო მერაბიშვილი ალაპარაკდა,გამოძიება აუცილებლად მივა მიხეილ სააკაშვილამდე. ზუსტად გირგვლიანის საკითხია ძირითადი, რის გამოც მერაბიშვილი დააკავეს. მთლად მართალი არ იქნება, მერაბიშვილმა თქვას, გირგვლიანის მკვლელობა სააკაშვილმა დამავალაო, მაგრამ გააჩნია სხვა საქმეებზე რას მოყვება. სხვა ფაქტების გარშემო მასალების დაგროვების პროცესია, დარწმუნებული იყავით, რომ ამ პროცესში მერაბიშვილზე სხვა მასალებიც დაიდება. ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას დაკითხვა თანაბარ რეჟიმში მიმდინარეობდა, შესაძლოა, შემდეგი გიგი უგულავა იყოს. მე მგონია, გიგი უგულავას დააკავებენ. უგულავას დანაშაულები უფრო ეკონომიკური ხასიათის არის, თუ არ ჩავთვლით, 2008 წლის ომის პერიოდს. ვანო მერაბიშვილის დანაშაულს კი, სერიოზული ეკონომიკური დანაშაულების გარდა, სერიოზული პოლიტიკური ელფერი დაკრავს, მგონია, რომ ვანო მერაბიშვილი ამიტომაც იქნა დაკავებული. მე ვფიქრობ, 17 მაისი იყო მერაბიშვილისა და მისი გუნდის სერიოზული პროვოკაციის ჩანაფიქრი დიდი მიზნებისთვის". (,,ალია"N50; ავტორი:ნინო სამხარაძე)
  9. ,, 17 მაისის აქციის სულისჩამდგმელები ,,ნაციონალები" იყვნენ, კერძოდ, ამ მართლა ავადსახსენებელი პარტიის ნეოლიბერალი ლიდერები, გიგა ბოკერიას თამადობით. აქციას ,,ნაციონალებში" კოორდინატორიც ჰყავდა – დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი უწევდა კოორდინაციას მთელ პროცესს..კი, იმ დღეს ქუთაიში იყო და საპარლამენტო სხდომასაც ესწრებოდა, მაგრამ მუდმივ კონტაქტში გახლდათ აქციის ლიდერებთან და მათ ,,საგზაო რუკასაც" უმოწმებდა. სწორედ ჩიორა თაქთაქიშვილის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მიუხედავად ხალხის სიჭარბისა, აქციის მონაწილენი ამ მრავალი ათასი ადამიანის შუაგულში შეჭრილიყვნენ და უკან არ დაეხიათ. არადა, ამ გეებისა და ლესბოსელების ლიდერებს სხვა რა გზა ჰქონდათ? ჩიორას დასტურ–რეკომენდაციის გარეშე გრანტებს ვეღარ მიიღებენ და ეს მართლა ცოდვილი ხალხი ლამის სასაკლაოზე მირეკეს, ხალხის შუაგულისკენ გაუძღვნენ. გეი–მოძალადეების ეს ,,სოლისებური გარღვევა" რომ დაინახეს, აი, ამის შემდეგ გახდნენ მათი მოწინააღმდეგენი მართლა დასაბმელნი. ამის მერე იყო ზოგიერთ სასულიერო პირსაც რომ უმტყუნა ნერვებმა...საბედნიეროდ, ძალზე სწრაფად და ადეკვატურად მოქმედებდნენ პოლიციელები, მათ საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად გამოგლიჯეს ხალხს ცოდვისშვილები და გაარიდეს იქაურობას, ამ დროს იყო სწორედ, სასულიერო პირთა უმრავლესობას პირველმა შფოთმა რომ გადაუარა, ყველაზე აგრესიულ მრევლს უკან დასდევდნენ და აშოშმინებდნენ, უყვიროდნენ, – თუ სისხლი დაიღვარა, ეს ჩვენი და ეკლესიის მარცხი იქნებაო. ,,ნაციონალური მოძრაობის" კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, გიგა ბოკერიას დანა პირს არ უხსნიდა, როცა დარწმუნდა, რომ აქცია უმსხვერპლოდ დასრულდა. ბოკერია და მისი დამქაშები, რაც მოხდა, უფრო დიდ არეულობას გეგმავდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. გიგა ბოკერიასა და ჩიორა თაქთაქიშვილს შელაპარაკებაც მოსვლიათ იმ საღამოს. ბოკერია უყვიროდა ჩიორას, რომ მისი გეგმისთვის არ უნდა გადაეხვიათ და მაშინ უფრო დიდი არეულობა მოხდებოდა. ეტყობა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, გარკვეულ მომენტში, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო, ბოკერიას გეგმა შეცვალა და უფროსმაც მაგრად გამოჯორა. გიგა ბოკერიას მარტივი გათვლები ჰქონდა. რამდენიმე ადამიანი რომ დაღუპულიყო, ნებისმიერი მხრიდან, საერთაშორისო მედიისთვის ეს აქცია მარტო 17 მაისს არ ექნებოდა მთავარ თემად. ერთი კვირა მთელი ევროპა–ამერიკა ამ ამბავზე ილაპარაკებდა. მეორეც, ბოკერია და მისი გუნდის უცხოელი ლობისტები უცხოეთში ერთ კაკაფონიას ატეხდნენ, რომ ხელისუფლება სუსტია და ქვეყანას ვერ მართავს, საქართველოში ადამიანის ელემენტარული უფლებები ირღვევა და სასულიერო პირების ლიდერობით მოწყობილი აქცია მსხვერპლით დასრულდა, რომ საქართველოში ინკვიზიცია მძვინვარებს და ამას დასაბამი ხელისუფლების შეცვლის მერე მოჰყვა. ცხადია, მსხვერპლი უდიდესი დარტყმა იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის. ბოკერიას და მის თანამზრახველებს მეორე მიზანიც ჰქონდათ. თუ ამ ორი აქციის მონაწილენი ერთმანეთს არ დახოცავდნენ, მაშინ პროცესები უმართავი უნდა გაეხადათ და ირაკლი ღარიბაშვილი აეძულებინათ, სპეცრაზმით, რეზინის ტყვიებითა და მხუთავი გაზით დაეშალა აქცია. იქ ერთ სპეცრაზმელს ერთი რეზინის ტყვიაც რომ გაესროლა, აი, მერე გენახათ უკონტროლო პროცესები – იმ ხალხის შემკავებელი ძალა ვერც ,,სპეცნაზი" იყო და ყველაზე უარეს შემთხვევაში. შესაძლოა ,,რელიგიური რევოლუციაც" მიგვეღო. ხალხი ერთიანად გადაუვლიდა ,,ნაცმოძრაობასაც" და ,,ქართული ოცნების" იმ წარმომადგენლებსაც, რომელთა დამოკიდებულება და რიტორიკა ამ აქციის მიმართ დიდად რომ არ განსხვავდება ,,ნაციონალებისგან"...საბედნიეროდ, გიგა ბოკერიამ ვერცერთი მიზანი ვერ აისრულა..." (,,კვირის ქრონიკა"N20; ავტორი:ხათუნა ელბაქიძე)
  10. ინტერვიუ ,,ქართული დასის" ლიდერ ჯონდი ბაღათურიასთან ,,არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არ არის საჯარო მთავრობა, არ არის მინისტრი და არც სხვა თანამდებობის პირი, მაგრამ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომელსაც შემდეგ მთავრობას ახვევენ. მათი ვინაობის დასახელება ჯერ არ მინდა. მე იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანას არ მართავს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის ეკონომიკასთან და ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს სწორედ ჩრდილოვანი მთავრობა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არის კმაყოფილი პრემიერ მინისტრი. დღევანდელი მთავრობა კი არ არის ჩრდილოვანი, არამედ ქვეყანას მართავს ჩრდილოვანი მთავრობა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამთავრობო გადაწყვეტილებებს იღებენ არა თანამდებობის პირები, არამედ ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც თავის პოზიციას მთავრობას ახვევენ. ასეთივე მაგალითი წინა ხელისუფლების დროსაც გვქონდა და მაშინ ჩრდილოვან მთავრობას წარმოადგენდა ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი. მერე ამ პროცესს ოქრუაშვილი ჩამოაშორეს და ეს სამი კაცი იღებდა გადაწყვეტილებებს ეკონომიკურ, სოციალურ, აგრარულ თუ სხვა საკითხებზე. მათ გადანაწილებული ჰქონდათ გავლენის სფეროები. ჩვენ რეალურად ყველამ ვიცით, ვინ არის ეს ჩრდილოვანი მთავრობა. ამ განცხადებას ვაკეთებ იმ მიზნით, რომ მინდა ის საინფორმაციო იზოლაცია, რომელშიც ივანიშვილი იმყოფება, გავაგებინო და გაიგოს, რომ საქმე ცუდად მიდის. პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ვუსმენდი და შევატყვე, რომ უკმაყოფილო არ არის ქვეყნის განვითარებით. სამწუხაროდ, ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ ხალხი უფრო გაღარიბდა და უსამართლობის მიმართ უფრო მძაფრი გრძნობა აქვთ. მე პროკურორი არ ვარ, ყველა საქმე მე ხომ არ უნდა გამოვიძიო. მე ვთქვი და ცოტა რაღაცა მათაც უნდა გააკეთონ. ჩემი კრიტიკის მიზანი ის კი არ არის, რომ ვინმეს ნიშნი მოვუგო, არამედ სიტუაცია გამოსწორდეს. ქვეყანაში საქმე ძალიან ცუდად მიდის. ყველა განცხადებას ჰყავს თავისი ადრესატი. ჩემი განცხადების ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, რადგან მგონია, მის გარდა, ყველამ იცის "ჩრდილოვანი მთავრობის" არსებობის შესახებ. ახლა თუ კონკრეტული სახელების დასახელებას დავიწყებ, ის იძულებული გახდება, დაიცვას თავი, ან უარყოს, რაც კინკლაობა გამოვა და რეალურად საქმეს არ წაადგება. სხვათა შორის, ამ "ჩრდილოვანი მთავრობის" წარმომადგენლები არ არიან მაინცდამაინც ცნობილი პირები, მაგრამ ისინი ალაგებენ, ბიზნესებში ვინ რა წილი უნდა მიიღოს, როგორ გადანაწილდეს, ამიტომ ეს ბანდა უნდა დაიშალოს". (,,ალია"N47; ავტორი:მირანდა ნაბახტეველი)
  11. ინტერვიუ ,,ტრადიციონალისტთა" ლიდერ აკაკი ასათიანთან ,,კახა კუკავასთან მაქვს ურთიერთობა, ასევე სხვებთანაც...საუბარი მიდის მემარჯვენე ძალების კონსოლიდაციაზე, კოორდინაციაზე, მოგეხსენებათ, რომ კახა კუკავა და ,,ქართული დასი"– ჯონდი ბაღათურია ერთად არიან, ჯერჯერობით ჩვენ ვართ მოლაპარაკების სტადიაში. დღეს თანდათან ყალიბდება ისეთი ვითარება, რომ პარტიები არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მეტ შანსს ხედავენ. პოლიტიკოსები უშანსო თამაშებში იშვიათად ერთვებიან. ახალი ხელისუფლების მოსვლიდან დღემდე, პარლამენტსგარეთ დარჩენილმა პოლიტიკოსებმა ჩავთვალეთ, რომ ,,ოცნებისადმი" თუნდაც მეგობრული კრიტიკით, ,,ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე დავასხამდით წყალს. ამიტომაც ყველანი გავედით თამაშიდან, ახლა ჩვენ შევდივართ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში, შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" გადავიდა მესამე ადგილზე და კოალიცია ,,ქართულ ოცნებასაც" იმდენი მხარდამჭერი არ ჰყავს. ჩვენ ვემზადებით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, მე ვფიქრობ, თუ გამოვიდა მემარჯვენე ძალთა გაერთიანება, რაზეც მიდის ახლა კონსულტაციები, მას ეყოლება ერთიანი კანდიდატი, თუ ვინ იქნება, ჯერ ცნობილი არაა...გამორიცხული არ არის, რომ ჩვენი საერთო კანდიდატი იყოს ნინო ბურჯანაძე, საბოლოოდ, დიდი მიზნისთვის კონსენსუსი შესაძლებელია". (,,ალია"N47; ავტორი:ნინო სამხარაძე)
  12. ინტერვიუ მოძრაობა ,,ეროვნულების" ლიდერ სანდრო ბრეგაძესთან ,,ახალი ხელისუფლება არის დაკომპლექსებული. ამ ტიპებმა, ანუ ,,ნაციონალებმა" იმდენს მიაღწიეს, რომ ესენი დააშინეს. უკვე ფიქრობენ, ვაიმე, ისეთი რაღაცა არ წამოგვცდეს, რაც ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოტრიალდებაო...არა, რაა, ამათი კოჰაბიტაცია გადაიზარდა უკვე ძალიან ცუდ ტენდენციაში. მე უკვე მიჩნდება განცდა, რომ პრემიერ–მინისტრი ვიღაცებს სპეციალურად ჰყავთ იზოლაციაში, საინფორმაციო ვაკუუმში. ეს კეთდება შეგნებულად და არ დამთავრდება კარგად. ვანო მერაბიშვილი და სხვები რომ პოლიტიკურ ოპონენტებად გადაიქცევიან, რა გინდა, რომ გააკეთო?ქართველი ხალხი მაგათ პოლიტიკურ ინტრიგებს ვერ გადაჰყვება. მე ვაცალე, მეგონა, წესიერად მოიქცეოდნენ და ქვეყანას მიხედავდნენ. მე ახლა მივმართავ ახალი ხელისუფლების წევრების უმრავლესობას: გადმოდით დაბურულმინებიანი ,,პრადოებიდან", გამოდით ქუთაისისა და თბილისის რესტორნებიდან, გადით ხალხში, რომელმაც თავისი ბრძოლით მოიტანა პირველი ოქტომბერი. თქვენს გვარებს ნუ დამასახელებინებთ, ოქტომბრამდე ზოგიერთი თქვენგანი ემსახურებოდით სააკაშვილ–მერაბიშვილის რეჟიმს, ჩირგვებში იყავით ჩამალულები. ახლა გებოძათ ისეთი თანამდებობები, რომელსაც ფერად სიზმარშიც ვერ ნახავდით. დღეს რომელიმე მინისტრთან ან პარლამენტართან დალაპარაკება რომ დაგჭირდეს, ისე არიან დამალულები, კარგი მაძებარი ძაღლიც კი ვერ იპოვის, გაზულუქდნენ. ძალიან ცდებიან, მათი ასეთი საქციელი აუცილებლად გამოიღებს საშინელ შედეგებს! ერთი ჩაატაროს ბიძინა ივანიშვილმა ექსპერიმენტი, აიღოს ტელეფონი და უცხო ნომრით დაურეკოს თავის მინისტრებს, ან პარლამენტარებს, თუ ვინმე უპასუხებს, იმასაც ვნახავთ. ტელეფონს საერთოდ არ აიღებენ, გაუთიშავენ. ამათ არა მხოლოდ გაასწრეს ,ნაციონალებს", არამედ უკვე დაემსგავსნენ კომუნისტების დროინდელ ჩინოვნიკებს. ბიძინა ივანიშვილმა საიდან უნდა იცოდეს, ამა თუ იმ სამინისტროში რას აკეთებენ დეპარტამენტების უფროსები?" (,,ალია"N47; ავტორი:გელა ზედელაშვილი)
  13. ინტერვიუ საინფორმაციო პორტალ ,,პლანეტა.გე"–ს ხელმძღვანელ სოფიო ხორგუანთან ,,მარგველაშვილი არ ასოცირდება არც ერთ პარტიულ ჯგუფთან, არც გავლენის ჯგუფებთან. დღეს არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, ეს საუკეთესო არჩევანია, თუმცა შესაძლებელი იყო სხვა კანდიდატურების მოძებნაც. განათლებულია, გამოცდილი ადამიანია, არა აქვს ხინჯიანი პოლიტიკური წარსული. ის არც რომელიმე ბიზნესჯგუფთან ასოცირდება, ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა, რომ მარგველაშვილი არ ასოცირდება პოლიტიკურ და ბიზნესწრეებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ამერიკული ოცნება, რომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი შეიძლება გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი. ობამაც არის ამერიკული ოცნების ასრულება. სხვა ტიპის ლიდერების დრო მოდის....თუ ხარ პროფესიონალი, შეიძლება ბევრს მიაღწიო. ხალხისთვის გასაგებ ენაზე საუბრობს. იგივე შეიძლება თქვა ირაკლი ღარიბაშვილზეც.... მარგველაშვილის დასახელებამ არ გამოიწვია რყევები კოალიციაში. ესეც სწორი გათვლა იყო, თუმცა ყველა პარტიას ჰქონდა თავისი ინტერესი და სურვილი, გაძლიერებულიყო. რომელიმე პარტიასთან დაკავშირებული პირი ასეთ ასოციაციას გამოიწვევდა. ამავე კონტექსტში, ალბათ, ალასანიას კანდიდატურაც არ განიხილებოდა, თორემ ალასანიაც წესიერია და ღარიბაშვილიც და კიდევ ბევრი სხვაც კოალიციაში. ამიტომაც არ იყო ხმალაძე, რადგან ის ასოცირდებოდა რესპუბლიკურ პარტიასთან, არც შარტავა. ყოველ მათგანს თავისი დადებითი თვისებები ჰქონდა. სალომე ზურაბიშვილს იმის პრობლემა აქვს, რომ ბოლო სამი წელი საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი არ არის დასაკარგი კადრი, სიამოვნებით ვიქნებოდი ფოთის მერიო, ერთხელ ინტერვიუში თქვა. მისი წინაპარი იყო ნიკო ნიკოლაძე. მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნურად უნდა დაუთმოს ,,ქართულმა ოცნებამ" პოსტები სხვა პარტიების წარმომადგენლებს. სულაც არ არის აუცილებელი, მინისტრი იყოს დარგის სპეციალისტი. საჭიროა იყოს პოლიტიკური ფიგურა, ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა უნდა შეეძლოს, მოზაიკის დალაგებისა და მასზე ქვების სწორად დაწყობის, ასევე გადაწყვეტილებების სწორად მიღების უნარი უნდა ჰქონდეს. ერთპარტიული ნიშნით აღმასრულებელ ხელისუფლებაში ადამიანების დანიშვნა არ არის აუცილებელი". (,,ახალი თაობა"N113(6114); ავტორი: თამარ ნინიძე)
  14. ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ,, მე კი მივედი დასკვნამდე, რომ ხვედელიძე თამაშობდა ორმაგ თამაშს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. მთავარია ის, რომ გელა ხვედელიძე იყო ერთ–ერთი, ვინც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დაამუხრუჭა, დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა ახალგაზრდა მინისტრი, რომელიც საქმეში გამოუცდელია, სწორედ გელა ხვედელიძემ დაარწმუნა, ლილუაშვილისნაირი კაცი საჭიროა იმისთვის, რომ სიტუაცია ხელიდან არ გაექცეს. დარწმუნებული ვიყავი შუბი ხალთაში არ დაიმალებოდა და ერთი შეხედვით ხვედელიძე გადაჰყვა უმნიშვნელო დეტალს, კერძო საუბრებში არც ხვედელიძე და არც ლილუაშვილი არ მალავდნენ, რომ სწორედ ხვედელიძის დამსახურება იყო ვაჟა ლილუაშვილის პატიმრობიდან განთავისუფლება. ლილუაშვილისთვის თავისუფლების მინიჭება მოხდა სწორედ ამ კომპრომატების გადაცემის ხარჯზე. გელა ხვედელიძის დაპატიმრება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეს არის ბრწყინვალე სვლა და კონკრეტულად ღარიბაშვილის მხრიდან, ხვედელიძე დაკავებულია ისეთ რამეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ღარიბაშვილმა ამ ნაბიჯით არა მხოლოდ მსოფლიოს დაანახა, რა შეუძლია ამ ხელისუფლებას, არამედ აჩვენა, რომ ,,კაგებეს" მემკვიდრეებს სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა და მეორე – თვითონ ამ სიბინძურის გამკეთებელი არ არის. მე ვთვლი, რომ ამ ნაბიჯით არ უნდა გაჩერდნენ, პირველ ნაბიჯს მეორეც უნდა მიაყოლონ იმისთვის, რომ ხალხმა ახალი ხელისუფლების ირწმუნოს, ხვედელიძე ბევრს გაიყოლებს. დარწმუნებული ვარ, ლაფანყურის გამოძიება დღეიდან სწორად წარიმართება. ...ბოლო სამი კვირაა, რომ გამოძიება არასწორი გზით მიდის. მეორეხარისხოვან თემებზე გადავიდნენ, ამას ვგრძნობდი. ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილე ადამიანები, შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ რჩებიან. გია ლორთქიფანიძეს რომ ხვედელიძე აფარებდა ხელს, ამას რად უნდა ლაპარაკი. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, ნურავინ შეეცდება ბიძინა ივანიშვილის მოტყუებას. ვინც მასთან მუშაობს და ამას ვერ ხვდება, მაშინ იდიოტი ყოფილა და მასთან არ უნდა იმუშაოს, რადგან ივანიშვილის მოტყუება აუცილებლად დასრულდება კრახით. ორი ასეთი შემთხვევა უკვე მოხდა, ერთ შემთხვევაში მინისტრმა დატოვა თანამდებობა, მეორე შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირი დააკავა. თუ არ ჩავთვლით იგორ გიორგაძის ეპიზოდს, საქართველოს უახლეს ისტორიაში მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, ეს არის აბსოლუტურად სწორი გზავნილი, რომ არავისი დანდობა არ იქნება". (,,ალია"N45; ავტორი: ნინო სამხარაძე)
  15. ,, ,,ქრონიკისთვის" ცნობილი გახდა სალომე ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის საუბრის დეტალები. 10 მაისს, გვიან ღამით, საქართველოში დაბრუნებული სალომე დარწმუნებული იყო, რომ შაბათს პრემიერი სწორედ მას წარადგენდა საპრეზიდენტო კანდიდატად. 13:00 საათზე მათ შორის აუდიენცია გაიმართა და ქალბატონმა სალომემ განმარტა, რა იყო მისი ჩამოსვლის მიზანი. თუმცა, პრემიერმა პირდაპირ უთხრა, რომ მისი კოალიციისა და პარტიის წევრი არ არის, შესაბამისად, არც არასოდეს განუხილავს საპრეზიდენტო პოსტზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა. დიპლომატმა პრემიერს შეახსენა, რომ მას აქვს ცალკე დამოუკიდებელი პარტია და ის აპირებს, დამოუკიდებლად წარადგინოს კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე იმ პირობით, თუკი ივანიშვილი მხარს დაუჭერს. აქაც კატეგორიული უარი მიიღო და პრემიერმა განუმარტა, რომ ეს იყო შეუძლებელი, რადგან მას ამ პოსტზე ჰყავს კანდიდატი და შესაბამისად, მხარს მარგველაშვილს დაუჭერს. ცხადია, სალომე ზურაბიშვილი პრემიერთან შეხვედრიდან ნასიამოვნები არ წამოსულა. ჩვენი ინფორმაციით, ის ცალკე დაიწყებს ბრძოლას. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მარგველაშვილის დიდი სიმპათიის მიუხედავად, ის ჩაერთვება საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში, ოღონდ, მოგვიანებით. აქვე გეტყვით, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობაში" საპრეზიდენტო პოსტზე წარსადგენად დიდი ბრძოლაა გამართული, მიუხედავად იმისა, რომ დავით ბაქრაძე არის ყველაზე ლიბერალი და საზოგადოებისთვის მეტ–ნაკლებად მისაღები პოლიტიკური ფიგურა, ის კატეგორიულად ცდილობს, გაეთიშოს ამ მარათონს. თუმცა, ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ყველაზე დიდი საპრეზიდენტო ამბიცია კი ამ დროისთვის ,,ნაციონალური მოძრაობიდან" აქვთ გიორგი ბარამიძეს და ,,ივანე გაღლეტილს". ეს უკანასკნელი, უბრალოდ, ანეკდოტია". (,,კვირის ქრონიკა"N19; ავტორი: ნინო სამხარაძე)
  16. ინტერვიუ საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ კახა კახიშვილთან ,,ჩემი ინფორმაციით გიგი უგულავა და გიგა ბოკერია არიან დაინტერესებული, რომ ალასანიამ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. მე არ დავკონკრეტდები, თუმცა გეტყვით, რომ "ნაციონალების" კონკრეტული ფრთა ყველაფერს აკეთებს, ალასანია დაიყოლიოს. ირაკლი ალასანია კარგად უნდა დაფიქრდეს, რის შესაძლებლობები აქვს და ისიც არ დაკარგოს, რაც მას ამ ეტაპზე აქვს. "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან სურს, რომ მათ დაშლამდე დაიშალოს კოალიცია "ქართული ოცნება". "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა ეს არის გარდაუვალი პროცესი, ეს თვითონაც კარგად იციან, ოღონდ ამას ჭიმავენ ოქტომბრამდე. ამიტომაც "ნაციონალები" ყველანაირად ცდილობენ, პირველი დარტყმა განხორციელდეს კოალიცია "ქართულ ოცნებაზე", დაიშალოს და ამით შექმნან არასტაბილურობის განცდა. ნაცმოძრაობას" ორ პოლიტიკურ ძალასთან უნდა ეთამაშა - "რესპუბლიკელებისა" და ან ალასანიას ფრთასთან. "რესპუბლიკელებთან" თამაშს "ნაცმოძრაობის" მხრიდან ამ ეტაპზე აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ უსუფაშვილი მყარად გრძნობს თავს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ამავდროულად, "რესპუბლიკელებს" სრული კარტ-ბლანში აქვთ პარლამენტში, ამიტომ, ამ ეტაპზე "რესპუბლიკელები" "ნაციონალების" არანაირ შემოთავაზებაზე არ წავლენ და ისინი კოალიციის დაშლის მიზეზი არ გახდებიან. სუსტი რგოლი არის ალასანია, რომელიც არასდროს მალავდა პრეზიდენტობის ამბიციებს, მაგრამ ივანიშვილის განცხადებამ ის სერიოზულად გამოაფხიზლა. სწორედ ამას ჩაეჭიდნენ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები და ახლა ცდილობენ, ალასანია სხვადასხვა მხრიდან დაარწმუნონ, რომ ის დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგეს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ალასანია, "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის წევრი იყო, შეიძლება დღეს პოლიტიკურად დაძაბული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საერთო ენას ვერ გამონახავენ. ნაცმოძრაობაში" ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ისინი ორიენტირებულები იყვნენ, რომ ხელისუფლებაში დაახლოებით 30 წელი დარჩებოდნენ, ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ, მიხეილ სააკაშვილმა კი მათ გეგმებს მართლაც წყალი გადაასხა, როდესაც 1-ელ ოქტომბერს გამოვიდა 8 საათზე და განაცხადა, რომ არჩევნები "ნაციონალებმა" წააგეს. ფაქტობრივად, მან გზა მოუჭრა მანიპულაციებისთვის და არჩევნების შემდგომ მასშტაბურ გაყალბებას. "ნაცმოძრაობაში" ყოველთვის იყო შიდა დაპირისპირებები. ბოლო პერიოდში დაპირისპირება იყო მერაბიშვილ-კეზერაშვილსა და ახალაიებს შორის, უგულავასა და ბოკერიას ფრთა არ იყო კარგად შეთამაშებული "ნაცმოძრაობის" ძირითად ფრთასთან, მაგრამ იმის გამო, რომ ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყველას ჰქონდა საშუალება, ბიუჯეტიდან ფული მოეპარა, ამიტომაც ეს დაპირისპირება გარედან მწვავედ არ ჩანდა. მაგრამ დღეს, როდესაც ისინი არიან ოპოზიციაში და ოპოზიციაში ყოფნა არის ძალიან რთული. გაახსენდათ ყველაფერი, ამ ხნის მანძილზე ვინ ვის რა უთხრა, ვინ ვის რა აწყენინა და ახლა ცდილობენ, ერთმანეთს ღიად გაემიჯნონ, რათა საკუთარი თავი დაიმკვიდრონ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში. დღეს ყველაზე რთულ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რომლისგანაც გამიჯვნა სურს აბსოლუტურად ყველას, რადგან სააკაშვილისგან აღარავინ არაფერს ელოდება. გარდა ამისა, სააკაშვილს აბრალებენ ყველა პრობლემას..."
  17. ინტერვიუ ეროვნულების ერთ–ერთ ლიდერ სანდრო ბრეგაძესთან ,,პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი წარსული მოღვაწეობით და აწმყოთი არ გახლავთ ის პიროვნება, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მართოს. ეს არის გამორიცხული, რაც არ უნდა ძლიერი მრჩევლები ან ძლიერი გარემოცვა ჰყავდეს მას, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ფლობს სიტუაციას და მის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი არის მხოლოდ მის მიერ გადადგმული ნაბიჯი. ის შეიძლება რჩევას ეკითხებოდეს ბევრ ადამიანს და ეს ბუნებრივიც არის. მე არ მიყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც რჩევას არ ეკითხებიან არავის. რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს და რაც არ უნდა განათლებული იყოს ადამიანი, როდესაც ის სახელმწიფოს მართავს, რა თქმა უნდა, ის რჩევებს უნდა ეკითხებოდეს თავისი გუნდის წევრებს ან მრჩეველთა საბჭოს. ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად სწორად იქცევა, რომ რჩევას ბევრ ადამიანს ეკითხება, ხოლო შემდგომში გადაწყვეტილებას თვითონ იღებს. თუკი ვინმეს რჩევას ეკითხება, ეს არანაირად დანაშაული არ არის, ეს ასეც უნდა იყოს. თავის დროზე შევარდნაძესაც რომ ჰყოლოდა მრჩევლები და ამ მრჩევლებისთვის ყური დაეგდო, ან სააკაშვილს რომ ყოლოდა მრჩევლები და მათი რჩევისთვის მოესმინა, დღეს ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა. ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე თვითონ იღებს და აღასრულებს კიდევაც თავის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ხუხაშვილის ფაქტორს, რაღაც მეცნიერებასავით უნდა შეიქმნას ალბათ ხუხაშვილის ირგვლივ, რადგან საკმაოდ ბევრი ჭორ–მართალი არის ამ ადამიანზე...მე ვფიქრობ, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ პიროვნების ირგვლივ არის ატეხილი, გარკვეულწილად გამოიწვია იმან, რომ გია ხუხაშვილს თავის დროზე არ ჰქონდა სტატუსი და ფაქტიურად სტატუსის გარეშე მუშაობდა ის საქართველოს მთავრობაში. ეს იყო ალბათ ერთგვარი შეცდომა იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს სტატუსი არა აქვს და როდესაც ის მუშაობს მთავრობაში, შემდგომში ეს ყველაფერი ხდება მითქმა–მოთქმის და გარკვეულწილად გაღიზიანების საფუძველიც. აბსოლუტურად ლეგალური იყო, როდესაც ბატონი ხუხაშვილის როლის ლეგალიზაცია მოხდა, როდესაც ის დაინიშნა ოფიციალურად პრემიერის მრჩევლად". (,,ახალი თაობა" N107 (6108); ავტორი:ნონა ცაბაძე)
  18. ბატონო გია! როგორ მომავალს ხედავთ ,,ქართველი ჯორჯ ვაშინგტონისთვის" ( რა თქმა უნდა სააკაშვილს ვგულისხმობ)...
  19. ბატონო გია! პრემიერმა უკმაყოფილება გამოთქვა მისი გუნდის ერთ–ერთი მინისტრის მიმართ, თუმცა ინტრიგა ჩამოაგდო და ვინაობა არ დაასახელა, ახლა მედია და ექსპერტები მკითხაობენ, ვის მოხსნის ივანიშვილი. მამუკა არეშიძემ მიგვანიშნა, რომ ,,ლაფატკაზე" ეკონომიკური ბლოკის მინისტრი დევს. იქნებ თქვენ შეიტანოთ მეტი სიცხადე ამ ,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან" საკითხში?
  20. ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებაში დიდი ინტრიგა შემოიტანა, როცა განაცხადა, რომ მას დიდი იმედი აღარ აქვს, ერთ–ერთ მინისტრთან ურთიერთობების დალაგება მოახერხოს. ის არ აკონკრეტებს ამ მინისტრის ვინაობას... მასმედიაში კი ვერსიები ვერსიებზე ვრცელდება, ვინ შეიძლება დაკარგოს მინისტრის პორტფელი ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან "მინისტრების ერთი ნაწილი ჩემთვის ძალიან ახლობელია, ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით, აქედან გამომდინარე არაკორექტული იქნება ჩემი მხრიდან რომელიმე მათგანის დასახელება, როგორც იმ მინისტრის, რომელსაც პრემიერი გაათავისუფლებს, მაგრამ მე შემიძლია იმ მიზეზებზე გელაპარაკოთ, რამაც განაპირობა ზოგიერთი მათგანის უარყოფითად წარმოჩინება. საქმე ისაა, რომ არსებობდა ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. როდესაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, მას ვერ წარმოედგინა, რომ ასეთი არეულობა დახვდებოდა, ზოგადი წარმოდგენები ჰქონდათ, თუ რა ვალდებულებების წინაშე იდგა წინა ხელისუფლება და რა საიდუმლო დოკუმენტები იდო სხვადასხვა საერთაშორისო კორპორაციებთან, ეს კიდეც გამოიხატა ტარიფების ვერდაწევაშიც. რეალური სურათის არცნობამ გამოიწვია ის, რაც დღეს ხდება. სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა მყისიერი წარმატებისათვის, ამას თავისი ლოგიკური მიზეზები ჰქონდა. თვითონ ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, მინისტრი იყოს კარგი მენეჯერი, მცოდნე ადამიანი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს დავალებას და ამას დამატებული, თვითონ მინისტრი უნდა ამდიდრებდეს საკუთარი ცოდნითა და ფანტაზიით დასახულ დავალებას. სამწუხაროდ, ადამიანების ერთი ნაწილი ამ ტიპის ინიციატივას მოკლებული აღმოჩნდა. შეიძლება ადამიანი იყოს აქტიური, მაგრამ მისი აქტიურობა უნდა იყოს წარმატებაზე ორიენტირებული. ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანება, სავარაუდოდ, გამოიწვია იმან, რომ ვიღაცამ მოინდომა მინიხაზინის მოწყობა. ამის თაობაზე მე ვიცი მხოლოდ ზოგიერთი რამ, კერძოდ, რომელიღაც მინისტრმა მოინდომა ექსკლუზიურად წამგებიან საერთაშორისო კორპორაციასთან ჰქონოდა კონტრაქტი, რაც სახელმწიფოსთვის წამგებიანი შეიძლება იყოს. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ზოგიერთმა მინისტრმა იმედი გაუცრუა, ზოგიერთი მინისტრი კი ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია. მოკლედ, ასეა თუ ისე, უმძაფრეს პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, ზოგიერთი მინისტრი თუ უწყების ხელმძღვანელი პროცესებს ჩამორჩა. არ გეტყვით იმ მინისტრის სახელს, ვინც პრემიერის სამიზნე გახდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიცი. ხალხს მისი ვინაობა იმიტომ აინტერესებს, რომ შემდგომში ტალახში ათრიოს. ადამიანს, რომელიც შემიძლია დავასახელო, იმ უარყოფით თვისებებთან ერთად, რომელიც მინისტრობის პოსტზე წარმოაჩინა, აქვს დადებითი მხარეც. არ მინდა ამ ადამიანის გასვრა და მორჩა. შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა ამ მინისტრზე ცოტა ხნის შემდეგ აზრი შეიცვალოს, მე კი დამრჩება ეს ნათქვამი. თუმცა გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ მინისტრი, რომლის მიმართაც პრემიერს პრეტენზიები აქვს, გახლავთ ეკონომიკის გუნდიდან". (,,ალია"N40(2794); ავტორი:ნინო სამხარაძე)
  21. ბატონო გია, თქვენს მიმართ ბრალდებები უამრავია. ამბობენ რომ კლანების ჩანაცვლება ხდება და მერაბიშვილის კლანი ხვედელიძე–ხუხაშვილის კლანმა შეცვალა. თქვენს სახელთან აკავშირებენ დავით ჩხატარაშვილს. იქნებ გვითხრათ, რა ბიზნესებს ფლობთ და რა კავშირი გაქვთ ჩხატარაშვილებთან და ჯანაშვილებთან?...
  22. ბატონო გია! რკინიგზის გენერალური დირექტორის მრჩეველი, ახლა პრემიერის მრჩეველი საგარეო–პოლიტიკურ საკითხებში (თანაც ანაზღაურების გარეშე), ექსპერტი ყველა დარგსა და სფეროში...რა ხდება, იქნებ აგვიხსნათ (ამბობენ, რომ ,,საყველაფრო" გაქვთ დამთავრებული)...ბოლო–ბოლო, ვინ არის გია ხუხაშვილი და რა ფუნქციები აქვს დღევანდელ ხელისუფლებაში? კიდევ, ამბობენ თქვენ შემოგაქვთ იმპორტული კვერცხი და ქართული წარმოების ჩაძირვა გინდათ
  23. ინტერვიუ ადამიანის უფლებათა დამცველ გიორგი ფარესიშვილთან ,,უშიშროება ყოველთვის ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ისეთი ადამიანებით დაკომპლექტებას, რომლებიც სხვადასხვა გარემოებების გამო, ადვილი სამართავები არიან, პატარკაციშვილის გარემოცვაში მოახვედრეს პიროვნებები, ვინც დაღუპავდა მას და დაღუპეს კიდევაც. იგივე ხდება ივანიშვილის მიმართაც. და მას, თქვენი გაზეთის დახმარებით კიდევ ვაფრთხილებ. ნაციონალური მოძრაობა უნდა გამოცხადდეს დამნაშავე ორგანიზაციად, მაგრამ არ აკეთებენ ამას. არც პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვენ, თუმცა ამისთვის ყველანაირი საფუძველი აქვთ! ვანო მერაბიშვილის, გიორგი ლორთქიფანიძის დაპატიმრების საფუძველიც აქვთ და შალვა ჯანაშვილისაც, მაგრამ დღეს ის მინისტრის მრჩეველია. ნაციონალების რეჟიმის კლანები იმდენად შემჭიდროვებულნი იყვნენ სიბინძურეებით, ერთმანეთს ვერ წირავდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ერთ–ერთის გაწირვა აუცილებელი გახდა და მერაბიშვილის კლანმა გასწირა ახალაიას კლანი. პრეზიდენტი მერაბიშვილის კლანში იყო. ივანე მერაბიშვილისა და ხვედელიძე–ხუხაშვილის კლანებს შორის კი შედგა გარკვეული გარიგება და ,,ოცნებისტებმა" ნაციონალების ამ კლანის ,,გაპრავება" მოახდინეს. ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვცემდნენ, გვტყეპდნენ, გვარბევდნენ, ქართველი ერი გააუპატიურეს, ამათ ეს ადამიანები ,,გაათეთრეს" და ეს უნდა ავიტანოთ?! დათა ახალაია ბოლოს მიხვდა, რომ საბოლოოდ გაწირა მერაბიშვილის კლანმა, ოპოზიციად რომ დამკვიდრებულიყო და ამიტომ გამოაქვეყნა ასეთი წერილები. ციხეებში საშინელებები მერაბიშვილისა და სააკაშვილის გარეშე არ ხდებოდა. თუ ასე არ არის, რატომ აფარებენ ხელს გიორგი ლორთქიფანიძეს? რატომ მართავს გოგავა დღემდე არაფორმალურად, მერაბიშვილის ყოფილი ,,მეორე ხელი" საზღვრის დაცვის პოლიციას?! რატომ არის შალვა ჯანაშვილი – დამნაშავე და მიტინგების დარბევის დამგეგმავი, ახლა მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე?! რატომ გახდა დავით ჩხატარაშვილი გია ხუხაშვილის მარჯვენა ხელი?! ვანოს კლანისთვის ამ ეტაპზე ბიზნესები არ იყო მნიშვნელოვანი. ისინი მზად იყვნენ დაეთმოთ ყველა ბიზნესი, პოლიტიკური ,,გაპრავების" სანაცვლოდ. მათ 9 წლის განმავლობაში უკვე ,,დათრეული" აქვთ მილიარდები. ამჯერად მათი მიზანი პოლიტიკურად თავის გადარჩენა იყო, ამიტომაც დათმეს ბიზნესწილები უპრობლემოდ, ხუხაშვილის და მისი კლანის სასარგებლოდ. ეს არის იმ ხალხის თავზე გადავლა, რომლებმაც ამდენი აიტანა წლებისა განმავლობაში. ქვეყანას წინსვლას ეს ვერ მოუტანს, რადგან მოხდა მხოლოდ ერთი კლანის მეორით ჩანაცვლება და პოლიტიკური და მატერიალური აღებ–მიცემობა გაგრძელდება. დანარჩენი რა და როგორ იქნება ქვეყანაში, ხალხი რა მდგომარეობაში ჩავარდება, ამას უკვე გავლილი წლებისა მაგალითიც გვიჩვენებს. ნაციონალები ,,გაპრავებულები" არიან დ ახლა პოლიტიკურ ვაჭრობას ეწევიან. ამის მაგალითი არის პრეზიდენტისგან ვეტო სასამართლოს ცვლილებებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცარგვალს ნაციონალების ვარსკვლავი კვლავ არ მოსცილდება, რამაც დიდი ალბათობით, შეიძლება ქვეყანას დიდი არეულობა მოუტანოს. ეს რომ არ მომხდარიყო, ხალხმა ამიტომ შეცვალა ნაციონალური ხელისუფლება ,,ოცნებით", აღარ უნდოდა კლანური მმართველობა გაგრძელებულიყო, მაგრამ ესენი აგრძელებენ. ხალხი შეიძლება ცოტას კიდევ დაელოდოს, მაგრამ მერე აუცილებლად გადაირევა, უმართავი პროცესები წავა და უმართავი პროცესები დღეს საქართველოს არ აწყობს. ამაზე ღიად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს თავიდან ავიცილოთ. ხალხი ადრე თუ გვიან ხმას ამოიღებს, მაგრამ ხუხაშვილის წინააღმდეგ კი არა, ივანიშვილის წინააღმდეგ და ხომ ხვდებით, ხუხაშვილი და მისი კლანი ამ კაცს, საქართველოსა და ქართველ ხალხს რასაც უკეთებენ? ... პროფესიონალი კადრები გარეთ არიან და ქვეყანას მართავს ისევ ის ხალხი, ვისი საქმეებიც, რბილად რომ ვთქვა, შესასწავლია. ვთქვათ, მართლა არ გვყავს კვალიფიციური კადრი, ხომ შეიძლება ახალი კადრების მომზადება?! მაშინ ამას ხომ მაინც უნდა აკეთებდნენ, თუ დამნაშავეებს უნდა ჩაუგდონ ხელში ისევ ქვეყანა?! დაიღუპნენ ქართველები, სულ ერთი და იგივე ადამიანები რომ არიან შეუცვლელად?! ამიტომაც ვამბობ, რომ მოხდა კლანური გარიგებები და ეს გზა არ მიგვიყვანს ტაძრამდე". (,,კვირის ქრონიკა"N17(591); ავტორი:ნელი ვარდიაშვილი)
  24. ინტერვიუ ,,ქართული ოცნების" წევრ მერაბ შათირიშვილთან ,,ყველა რაიონში, ყველა სფეროში და ყველა კუთხე-კუნჭულში ერთი და იგივე სიტუაციაა. ყოველდღიურად იზრდება უკმაყოფილება... მე მიკვირს, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ივანიშვილს მიაწვდის რეალურ ინფორმაციას? აი, ახლა ვიტყვი ყველაფერს და ამის შემდეგ გამოვიდეს ვინმე, ან დამირეკოს, შემეკამათოს, რომ სურათი სხვანაირია და რამე მეჩვენება. სურათი არის ასეთი: ფაქტობრივად, ყველა რაიონში, ყველა ქალაქში მიდის პოლიტიკური საბოტაჟი, პოლიტიკური სპეკულაცია. მოკლედ რომ ვთქვა, ნებისმიერ ადგილზე ქაოსური ვითარებაა. ვინც დღეს,,`ნაციონალებს" ვადას უხანგრძლივებს, ის მოღალატეა! ,,ნაციონალებისთვის" განსაკუთრებით ,,რესპუბლიკელებისა" და .,,თავისუფალი დემოკრატების" კარია გახსნილი. რა თქმა უნდა, ყველამ თავის პარტიას უნდა მიხედოს, რაც უნდათ ის უქნიათ, მაგრამ ეს იწვევს მოსახლეობის გაღიზიანებას. დღეს .,,ქართული ოცნება" დასუსტებულია, კოალიციაში შემავალი პარტიები ცდილობენ, თვითონ გაძლიერდნენ და რეგიონებში თანამდებობებიც მოიპოვონ. რეგიონებში, სადაც მიწები იხვნება, ,,ნაციონალები" არწმუნებენ მოსახლეობას, ჩვენ რომ ვაწვებით ახალ მთავრობას და ივანიშვილს, საქმე ამიტომ კეთდებაო. მეტიც, ,,ქართული ოცნება" აივსო ,,ნაციონალებით", ოღონდ ამათ სამსახურები შეინარჩუნონ და ყველგან ძვრებიან. ახლა დაიწყო ტენდერების გამოცხადება, ყველგან ისევ ის ფირმები იგებენ, რომლებიც სააკაშვილის დროს სასათბურე პირობებში იყვნენ. ნახონ, რა ხდება სამშენებლო სფეროში, კონკურსების პირობებს რატომღაც ისევ ისინი აკმაყოფილებენ. თითქოს ეს ბუნებრივიცაა, ვინც მიშამ გაანადგურა, ის რანაირად მოვა ამათთან? ასეა პროგრამების საკითხებში, ახალ პროექტებში, ტენდერებში. ნახეთ, რა ხდება კულტურის სამინისტროში, როგორ ტარდება კონკურსები. ეს ყველაფერი გროვდება და მე დარწმუნებული ვარ, მივიღებთ საშინელ ქაოსს, საშინელ ქარიშხალს! აგერ, განათლების სამინისტორმ გამოაცხადა კონკურსი რესურსცენტრების ხელმძღვანელების თაობაზე, ვინ გაიმარჯვეს? ისევ ,,ნაციონალებმა"! ამას დავანებოთ თავი, ელემენტარული ახსნა-განმარტებები არ კეთდება მოსახლეობაში, თითქოს ეზარებათ. არადა, უნდა გამოხვიდე და ხალხს უთხრა, დამნაშავეებს რატომ ვერ იჭერ. მე ვიცი, ესენი რომც დაიჭირონ, მიშა გამოუშვებს, შეიწყალებს და უფრო გმირები გახდებიან, მაგრამ გლეხი კაცი ამას არ უყურებს და გული უტყდება. ბოლო-ბოლო, თუ დეიდაშვილ-მამიდაშვილობა არ დამთავრდა, ჩვენ ამ წრიდან ვერ გამოვალთ! არ ვიცი, თუ არავის მიაქვს ამბავი ივანიშვილთან, მაშინ თქვენი გაზეთი მაინც შეუტანონ. ალბათ, გახსოვს, არჩევნებამდე ,,გლობალ ტვ"-ის ანტენებს რომ ამონტაჟებდნნ, ხომ? თითქოს განაახლეს, მაგრამ ვინც ,,ქართული ოცნების" მომხრე იყო, იმათ არ უმონტაჟებენ. ახლა ვიყავი გურიაში ჩასული, ჩემს სოფელში, გავგიჟდი, ჩემს სახლმადეც კი ვერ მოვიყვანე ხელოსნები. სოფლის გამგებელს ვეუბნები, რატომ აკეთებთ ასე-მეთქი? დგას და ხმას არ იღებს. ვერ გავიგე, რატომ ანიჭებენ უპირატესობას ყველგან ,,ნაციონალებს"? ადრე ვლაპარაკობდით, ვწერდით, მაგრამ ქარავანი თავისი გზით მიდიოდა, ახლაც თუ ასე გაგრძელდა, რა გამოვა? კი, ბატონო, ვიცით, ყველაფერს ერთი კაცი ვერ გასწვდება, გარშემო კიდევ ისეთი რაღაცეები ხდება, ეს აშაკარა ღალატია!". (,,ალია"N39(2793); ავტორი: გელა ზედელაშვილი)
  25. ინტერვიუ პოლიტოლოგ პეტრე მამრაძესთან სტრასბურგში ვიზიტის შემდეგ პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს სრულუფლებიან ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში – არჩილ გეგეშიძეს პირადი შეხვედრისას განუცხადა, რომ ის დაინტერესებულია საქართველოსთან კარგი ურთიერთობების გაგრძელბით და მზადყოფნას გამოთქვამს, გაიცნოს ახალი ხელისუფლება. საქმე ისაა, რომ სააკაშვილმა პრემიერს ჩაასწრო აშშ–ში, ისევე, როგორც თავის დროზე ის ჩავიდა სტრასბურგში და საქართველოს ხელისუფლება უმაღლესი ტრიბუნიდან გამოლანძღა. მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე კარგად იცნობს მიხეილ სააკაშვილს, ამიტომ საინტერესოა მისი მოსაზრება: ,, უკვე გამოჩნდა ფოტოები, როგორ ეფერება ბუში სააკაშვილს და მის მეუღლეს – სანდრას, უკვე დაიბეჭდა ჯონ ბაიდენთან მისი შეხვედრა, ასევე შეხვდა რასმუსენს. გარდა ამისა, არის უფრო მნიშვნელოვანი მომენტი, ყველაფერს აკეთებს, დაასწროს ივანიშვილს და აგიტაცია–პროპაგანდა გასწიოს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში მაინც ჭრის. კერძოდ, ის აწარმოებს იდეოლოგიას, ყველა დაარწმუნოს, რომ ივანიშვილი არის რუსეთის პროექტი. მაშინ როცა ამ წლების მანძილზე თავად არის რუსეთის პროექტი და ეს წლებმა დაამტკიცა. ის რა ხანია ამერიკელებს უმტკიცებს, რომ ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო უკან, რუსეთში შეათრიოს, უარი თქვას ევროპულ ღირებულებებზე, ნატოზე, დასთანხმდეს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, მთელი ეს არსენალი აქვს თავის ქეისში და წელიწადნახევრის მანძილზე ყველას უმტკიცებენ, რომ ივანიშვილი რუსეთის პროექტია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, მაშინ, როცა პრემიერ–მინისტრს დაგეგმილი აქვს ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე როგორც ვიცი, სააკაშვილის ვიზიტი არც ოფიციალურია და არც სამუშაო, უბრალოდ, ის ივანიშვილის და ახალი ხელისუფლების ანტიპროპაგანდისთვის იმყოფება შტატებში. სხვა მნიშვნელოვანი იქ არაფერი ხდება, რადგან სააკაშვილს ამის რესურსი არ აქვს. სააკაშვილი ახლა რადიკალურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს და ამას არც მისი ლობისტები ურჩევენ, რადგან ეს იქნება ძალიან წამგებიანი, ხალხს ექნება ძალიან მძაფრი რეაქცია, მაშინ მოუწევს ამ ქვეყნიდან გაქცევა. სააკაშვილი ამიტომ ვერ მიდის ამ რისკზე, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და რომელიმე ძალოვანი მინისტრი გაათავისუფლოს. თუ არ მოინახა ყველასათვის გასაგები საბაბი, სააკაშვილი ამას ვერ გააკეთებს. კერძო ლობისტურ კომპანიებთან სააკაშვილი აგრძელებს ურთიერთობას და მუშაობს, მე ვიცნობ მათ ხელწერას, მე გეტყვით სიტყვასიტყვით, რასაც ამერიკელებს ეტყვის, – ჩვენ რაც შევძელით, გავაკეთეთ, ქვეყანა რუსეთს არ დავუთმეთ, მაგრამ მათ ვეებერთელა ფული ჩადეს და დღეს საქართველოს კრემლი მართავს, დაგვიდექით გვერდით, თორემ საქმე ცუდად იქნებაო. ჩემმა უცხოელმა მეგობრებმა სწორედ ეს მითხრეს, სააკაშვილი ამერიკელებს გვერდით დგომას სთხოვსო". (,,ალია"N39(2793); ავტორი: ნინო სამხარაძე)
×
×
  • შექმენი...