Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    498.257

ივანიშვილის მოტყუებას ნურავინ შეეცდება


PLANETA_INFO

995 views

ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან

 

,, მე კი მივედი დასკვნამდე, რომ ხვედელიძე თამაშობდა ორმაგ თამაშს, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. მთავარია ის, რომ გელა ხვედელიძე იყო ერთ–ერთი, ვინც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დაამუხრუჭა, დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა ახალგაზრდა მინისტრი, რომელიც საქმეში გამოუცდელია, სწორედ გელა ხვედელიძემ დაარწმუნა, ლილუაშვილისნაირი კაცი საჭიროა იმისთვის, რომ სიტუაცია ხელიდან არ გაექცეს. დარწმუნებული ვიყავი შუბი ხალთაში არ დაიმალებოდა და ერთი შეხედვით ხვედელიძე გადაჰყვა უმნიშვნელო დეტალს, კერძო საუბრებში არც ხვედელიძე და არც ლილუაშვილი არ მალავდნენ, რომ სწორედ ხვედელიძის დამსახურება იყო ვაჟა ლილუაშვილის პატიმრობიდან განთავისუფლება. ლილუაშვილისთვის თავისუფლების მინიჭება მოხდა სწორედ ამ კომპრომატების გადაცემის ხარჯზე. გელა ხვედელიძის დაპატიმრება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეს არის ბრწყინვალე სვლა და კონკრეტულად ღარიბაშვილის მხრიდან, ხვედელიძე დაკავებულია ისეთ რამეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ღარიბაშვილმა ამ ნაბიჯით არა მხოლოდ მსოფლიოს დაანახა, რა შეუძლია ამ ხელისუფლებას, არამედ აჩვენა, რომ ,,კაგებეს" მემკვიდრეებს სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა და მეორე – თვითონ ამ სიბინძურის გამკეთებელი არ არის. მე ვთვლი, რომ ამ ნაბიჯით არ უნდა გაჩერდნენ, პირველ ნაბიჯს მეორეც უნდა მიაყოლონ იმისთვის, რომ ხალხმა ახალი ხელისუფლების ირწმუნოს, ხვედელიძე ბევრს გაიყოლებს. დარწმუნებული ვარ, ლაფანყურის გამოძიება დღეიდან სწორად წარიმართება. ...ბოლო სამი კვირაა, რომ გამოძიება არასწორი გზით მიდის. მეორეხარისხოვან თემებზე გადავიდნენ, ამას ვგრძნობდი. ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილე ადამიანები, შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ რჩებიან. გია ლორთქიფანიძეს რომ ხვედელიძე აფარებდა ხელს, ამას რად უნდა ლაპარაკი. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, ნურავინ შეეცდება ბიძინა ივანიშვილის მოტყუებას. ვინც მასთან მუშაობს და ამას ვერ ხვდება, მაშინ იდიოტი ყოფილა და მასთან არ უნდა იმუშაოს, რადგან ივანიშვილის მოტყუება აუცილებლად დასრულდება კრახით. ორი ასეთი შემთხვევა უკვე მოხდა, ერთ შემთხვევაში მინისტრმა დატოვა თანამდებობა, მეორე შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირი დააკავა. თუ არ ჩავთვლით იგორ გიორგაძის ეპიზოდს, საქართველოს უახლეს ისტორიაში მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, ეს არის აბსოლუტურად სწორი გზავნილი, რომ არავისი დანდობა არ იქნება".

 

(,,ალია"N45; ავტორი: ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...