Jump to content
Planeta.Ge

PLANETA_INFO

პლანეტელი
  • პოსტები

    1.419
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი PLANETA_INFO

  1. მოდით, გავარკვიოთ, ვინ ითვლება საქართველოში მარტოხელა დედად? როგორაა დაცული მათი ინტერესები და რა დახმარება-შეღავათები არსებობს იმისთვის, რომ ქალს ჰქონდეს სტიმული, გააჩინოს ბავშვი, ჰქონდეს დედობის ბედნიერება და თავს გრძნობდეს, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. სახელმწიფო გვესაუბრება დემოგრაფიის საკითხებზე, მაგრამ რას აკეთებს ის ამის ხელშეწყობისთვის? დემოგრაფიული ფონდი და სხვა ფონდები გაართმევენ თავს ამ საკითხებს?
  2. ანუ, როგორ და რატომ განკარგავდა ბიუჯეტის თანხებს დაზარალებულთა ინტერესების "დამცველი" არასამთავრობო ორგანიზაცია? გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ქვეყანას, სხვა პრობლემების პარალელურად, მოყვება ერთ-ერთი დიდი, გადაუჭრელი და ქრონიკულად სადავო პრობლემა - კოოპერატიული ბინათმშნებლობა, რომელიც არაერთხელ გამხდარა ხმაურიანი აქციების, სასამართლო დავების, კორუფციული გარიგებების და თაღლითებისთვის ხელის მოთბობის საფუძველი. თავის დროზე,უბინაო და ახალი ბინის მაძიებელმა მოსახლეობამ, სახელმწიფო ბანკებში შეიტანა თანხები. სახელმწიფომ, თავის მხრივ, აიღო მათი ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულება. თავიდან პროცესი დაიძრა - დაიწყო კოოპერატიული ბინათმშენებლობა, რომელთა უმრავლესობა ვერ დაამთავრეს, ბევრი, არც დაუწყიათ. მშენებლობებიც გაჩერდა და მას შემდეგ დარჩა ეს ხალხი ღვთის ანაბარა... ზოგი დასამთავრებელ კორპუსებში შესახლდა, ზოგი ნაქირავებ ბინაში ან ნათესავის სახლში ცხოვრობს დღემდე და ასეთი რამდენიმე ათასია. ჩამოყალიბდა გარკვეული მავნე ტრადიცია ხელისუფლების მხრიდან, საბჭოთა ანაბრების თემასავით ეს თამაც მუდმივადაა წინასაარჩევნო სპეკულაციის და პოპულიზმის საგანი. არადა პრობლემის მიღმა ცოცხალი ადამიანები დგანან უკვე სერიოზულად დანგრეული ჯანმრთელობით და მომავლით. საქართველოში ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით შეცვლისთანავე, ანუ შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ამბობენ, რომ თანხები გაქრა.. 1998 წელს შევარდნაძის მთავრობამ აღნშნული თანხა სახელმწიფო ვალად აღიარა. ფინანსთა სამინისტროს დაევალა ვალის გადახდის „წესის“ შემუშავება და მისი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დასამტკიცებლად წარდგენა. წესი შეიმუშავეს, თუმცა "მაცნეში" არ დაბეჭდილა და ამიტომ კანონის ძალა არ ჰქონდა. მართალია ვალის გადახდის „წესი“ არ გამოქვეყნდა,მაგრამ რამდენიმე კორპუსის მშენებლობა დასრულდა და 2 მილიონ ლარამდე კომპენსაცია გაიცა დაზარალებულებზე 2003 წლამდე. მას შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია არაერთი დადგენილება, განკარგულება, ავანსად გაცემულია არაერთი ოპტიმისტური დაპირება, მაგრამ... თემა დღესაც ისევ მწვავე და აქტუალურია, გაცილებით გაზრდლი მასშტაბებით. "პლანეტას" დაუკავშირდა ერთ-ერთი დაზარალებული, ქალბატონი ირინა თაბუაშვილი, რომლის აზრითაც გილაურის მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის დადგენილება მხოლოდ უგულავას პიარ-კამპანიის ნაწილი იყო. რომელშიც ჩართული იყო მერია და დაზარალებულთათვის ვალის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთების გადაცემას ითვალისწინებდა. თუმცა, როდესაც დაზარალებულებმა მერიას მიმართეს, მათთვის მხოლოდ მაშინ გახდა ცნობლი, რომ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა და, ნუსხაში ნაკვეთების დაზუსტებამდე, მათ ვერავინ დააკმაყოფილებდა. გარვეული პეროდის შემდეგ, მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 332 პირს მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადასცა. ნაკვეთების გადაცემა ეტაპობრივად, პრეზიდენტის რამდენიმე განკარგულების საფუძველზე მოხდა და ადგილობრივი თვითმმართველობის და თბილისის მერის 2010 წლის არჩევნებს "დაემთხვა". არჩევნების დამთავრებიდან ზუსტად 10 დღეში კი, გილაურის განკარგულებაში ცვლილებები შევიდა და კომპენსაციების გაცემის პროცესი შეჩერდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ორ კვირაში, პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, ნიკა გილაურის განკარგულება საერთოდ გააუქმა. 2010 წელს თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული დაახლოებით 4500 პირი იყო აღრიცხული. რა პრინციპით შეირჩა ამ 4500-დან 332 და როგორ განისაზღვრა გადასაცემი მიწის ფართები? ამ საკითხზე მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსს, დავით ჭედიას, აქვს მარტივ პასუხი - შერჩევის პროცესს მართავდა "საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია", რომელიც მერიის შენობაში ფუნქციონირებდა. ჭედიას თქმით სწორედ ამ ასოციაციმ მიაწოდა სები და დოკუმენტაცია და მერია პროცესშ არ ერეოდა. პრივატიზაციის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ვაშაყმაძის განცხადებთ, - კოოპერატივების წევრები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, ვალის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის აღების, სწორედ ამ ასოციაციაში გაერთიანდნენ, ანუ მას მიმართეს და პროცესს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელები ნანა წიქარიშვილი და ქეთევან ოსიყმიშვილი წარმართავდნენ. 1998 წლიდან. სახელმწიფომ ისინი, რატომღაც, აღიარა „შუამავლად“ მთავრობასა და დაზარალებულთა შორის და მიანდო მათ საბიუჯეტო სახსრების,ასევე ქ.თბილისის მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვა. ქეთევან ოსიყმიშვილის თქმით, კომპენსაციის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის აღების მსურველი მხოლოდ 1500 დაზარალებული აღმოჩნდა.. თუმცა, საეჭვოა მსურველთა რიცხვი მეტი არ ყოფილიყო, სწორი ინფორმირებულობის შემთხვევაში. ოსიყმაშვილის განცხადებით, კომპენსაცია მიიღო იმან, ვინც მოასწრო და დროულად შეიტანა მოთხოვნა მერიაში. ანუ 332 ადამიანმა. ნანა წიქარიშვილი არ მალავს, რომ მერიის ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ იყო გამიზნული.. ასოციაციის გამგეობის ერთერთი წევრი ამბობს, რომ საქმე მოსწრებაზე არ ყოფილა და მიწები განაწილდა ვალის დაფარვის წესის მიხედვით, ანუ რიგითობა დადგინდა ქვითრების, თანხის შეტანის დროის მიხედვით.. კოოპერატიული ბინათმშენებლობის ცენტრ „ერთობის“ თავმჯდომარის, ლაშა გეგეჭკორის აზრით, - საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ასოციაციის თავმჯდომარე ქეთევან ოსიყმიშვილი N632 კოოპერატივის თავჯდომარეცაა. მისი კოოპერატივის 253 წევრიდან, 104 წევრმა მიიღო კომპენსაცია ნაკვეთების სახით... საინტერესოა რა პრინციპით შეარჩია ქალბატონმა ქეთევანმა ეს 104 ადამიანი?? .. მართლაც საეჭვოა რომ 332 ადამიანიდან, სწორედ ოსიყმიშვილის კოოპერატივის წევრები დაკმაყოფილდნენ.. რა პრინციპით შეირჩნენ თავად ამ კოოპერატივის წევრებიც? ასოციაციის წინა თავმჯდომარეს - ნანა წიქარიშვილს - სახელმწიფოსგან 12 100$ კომპენსაცია აქვს მიღებული 2000 წელს, რაც ასოციაციის დოკუმენტებით დასტურდება. თუმცა 2004 წელს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მიერ შედგენილ სიაში ნანა წიქარიშვილი ისევ ფიქსირდება, როგორც დაზარალებული. წიქარიშვილი განმარტავს, რომ კოოპერატივის საერთო კრებამ დაადგინა რიგითობა და მას მიანიჭეს რიგით პირველი 154 წევრს შორის, კომპენსაციის მიმღებთა სიაში. დაზარალებული დალი გაბეჩიას თქმით.. წიქარიშვილმა, რომელიც ჩაუდგა ასოციაციას სათავეში და გამგეობამ, მერიასთან შეთანხმებით სრულიად უგულებელყო წესდება, ხელში ჩაიგდო, მერიასთან ერთად, კომპენსაციების თუ ქონების გაცემის პროცესი. მათ კომპენსაციები გასცეს წიქარიშვილთან დაახლოებული კოოპერატივების თავმჯდომარეების კოოპერატივების წევრებზე. წიქარიშვილის ასოციაცია დაბინავებული იყო მერიის შენობაში, სადაც ხვდებოდა კოოპერატივების წევრებს, ავსებდა საბუთებს და პირდებოდა კოოპერატივების წევრებს, რომ აუცილებლად მოხდებოდა მათთვის ქონების გადაცემა. ანუ ნანა წიქარიშვილი ფაქტიურად მერიის პიარს ეწეოდა წინასაარჩევნოდ. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის წიქარიშვილის ასოციაციას მერიაში ოფიციალურად საოფისე ფართიც კი ჰქონდა გამოყოფილი მეორე სართულზე. იურისტთა აზრით, ამ ისტორიაში აშკარად იკვეთება კორუფციის ნიშნები. საეჭვოა, რის საფუძველზე და რა ნიშნით გამოარჩია მერიამ ერთი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და, კანონის გვერდის ავლით, გადასცა უფლება, თვითონ განესაზღვრა კომპენსაციის მიმღებთა რიგითობა. აღნიშნული კანონდარღვევის გამო, რა თქმა უნდა, არავის პასუხი არ უგია.. არც მერიაში და არც ასოციაციაში.. არსებობს მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წელს გამოცემული განკარგულება, მოქალაქეებისთვის პირდაპირი განკარგვის წესით ქონების გადაცემის შესახებ, რის მიხედვითაც ქონება 20-მდე დაზარალებულს გადაეცა. რაც ასევე კორუპციის უტყუარი ფაქტია, რადგან ყველა ამ შემთხვევაში გადაცემა მოხდა, ვალის გადახდის წესის გარეშე. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეებიც და არასამთავრობო ორგანიზაციაც შეიძლება მივიჩნიოთ კორუფციული გარიგების მხარეებად. თუმცა, ამ არაჯანსაღი ქმედებების სათავე უფრო შორიდან იწყება, მაშინ, როდესაც ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის დაფარვის წესის შემუშავება დაევალა. მან კი 1999 წლის 18 ოქტომბრის N226 ბრძანებულებით საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციას გადასცა კომპენსაციის მიმღებთა რიგითობის დადგენის უფლება, რიგითობა წესების უხეში დარღვევით დადგინდა ასოციაციის მიერ, ყოველგვარი კრებების და ოქმების გარეშე, წიქარიშვილისა და ოსიყმიშვილის შეხედულებისამებრ. დღემდე კომპენსაცია მხოლოდ 800-მდე ოჯახს აქვს მიღებული.. 7500-ზე მეტი დაზარალებული კვლავ უშედეგოდ ელოდება ქონების დაბრუნებას.. ყველას კარგად ახსოვს, რომ 2011 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაცემული დაპირებების ნუსხაში, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო კოოპერაციული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა პირველი რიგის ამოცანად განსაზღვრა.. მთავრობის 2004 წლის 108 დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საბინაო სამშენებლო კოოპერატივების პრობლემების შემსწავლელი კომისია. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ესაა ყოვლად უშედეგო კომისია, სადაც წევრების გარდა, არაფერი იცვლება. ​პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 105-ე დადგენილებით უკვე შეცვალა კომისიის წევრთა შემადგენლობა.. დაზარალებული ირინა თაბუაშვილი აცხადებს, რომ წიქარიშვილისა და ოსიყმიშვილისთვის დღემდე პასუხი არავის მოუკითხავს კანონდარღვევის გამო. მეტიც! ისინი დღესაც გვევლინებიან შუამავლად ბინათმშენებლობით დაზარალებულებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის.. ისინი წარმოადგენენ დაზარალებულებს სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ტელევიზიების თოქ-შოუებში.. ანუ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია დღესაც მონოპოლისტია დაზარალებულების უფლებათა დამცველებს შორის და საინტერესოა ეხლა ვის ინტერესებს იცავს?? კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობის“ მიმართულების კოორდინატორი ლაშა გეგეჭკორი მიიჩნევს, რომ არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და საინიციატივო ჯგუფს არ აქვს უფლება, განკარგოს სახელმწიფო სახსრები და ქონება. მთავრობის მხრიდან ეს აშკარა კანონდარღვევაა. ეს კორუფციის გამოვლინებაა. "რა დარღვევები იყო აქამდე ამ თემასთან დაკავშირებით, ეს შესაბამისი ორგანოების გასარკვევია. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა ორ ნაწილად იყოფა: დაზარალებულთა ინფორმირებულობის უზრუნველყოფა-იურდიულად სწორად იცოდნენ თავიანთი პრობლემის არსი და, მთავრობასთან მათი საკითხის მიტანა. ბატონმა ხადურმა ეს ვალი მილიარდ ცხრაას მილიონად შეაფასა. კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ვალშია. ბინები-ასაშენებელია 800.000 კვმ..ერთი კვადრატი ჯდება შავი კარკასი, მაქსიმუმ 300$. თუ გავითვალისწინებთ არაპირდაპირ ხარჯებსაც, გამოდის მაქსიმუმ 300-350 მილიონი $. ააშენონ ბინები: ხალხი დასაქმდება, ხელფასიდან გადასახადები ისევ უკან დაუბრუნდება ბიუჯეტს.გააკეთონ 5 წლიანი პროგრამა და დაიწყონ. როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ცენტრმა მიმართა მთავრობას და პარლამენტს ამ წინადადებით. ვიცოდით რა მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ და შევთავაზეთ ერთობლივად მუშაობა. ჩვენი შეთავაზება უპასუხოდ დარჩა. ასევე გადაუჭრელი რჩება პრობლემაც"...
  3. ბატონო ranger777 ამ საკითხზე დავუკავშირდით ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფს სამინისტროს, საიდანაც გვირჩიეს, რომ დარეკოთ 15 05ზე, დატოვოთ პირადი ნომერი და აუცილებლად გაარკვევენ, რა ტიპის დახმარება შეიძლება განხორციელდეს თქვენთან მიმართებაში. როგორც გავარკვიეთ, 100%-იანი დაზღვევა არ ნიშნავს ყველანაირი დაავადების და, მით უმეტეს, მკურნალობის და კვლევების დაფინანსებას.კვლევები ფინანსდება მხოლოდ წინასაოპერაციო პერიოდში. ვეტერანთა დაზღვევა 100%-ით აფინანსებს მხოლოდ გეგმიურ ოპერაციებს 15000 ლარის ფარგლებში და 12000 ლარის ფარგლებში ონკოლოგიურ დაავადებებს. რაც შეეხება თერაპიულ და რეაბილიტაციურ მკურნალობას, სამწუხაროდ ეს დაზღვევა არ აფინანსებს. ჩვენი თხოვნაა, დაგვიკავშირდეთ და უფრო კონკრეტულად გავარკვიოთ საკითხი.
  4. უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება. უკრაინის რადამ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. შესაბამისად, იანუკოვიჩს მან უფლებამოსილება შეუჩერა. ასევე დანიშნა უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები. ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ის არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. შესაბამისად, არც გადადგომას აპირებს და არც ქვეყნის დატოვებას. როგორც მან დღეს, კიევის დროით, 16 საათზე განაცხადა, - უკრაინაში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალებას. თავს დამნაშავედ არ გრძნობს. სიუჟეტში იანუკოვიჩის ადგილ-სამყოფელად მითითებული იყო ხარკოვი - ქალაქი აღმოსავლეთ უკრაინაში.
  5. იყო დრო საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როცა ცეკა-ს მდივნობა, ან წარმატებული სახელმწიფო მოხელის კარიერა თუ გინდოდა, განათლებით ისტორიკოსი უნდა ყოფილიყავი. ეს ტრადიცია პატივცემულმა ედუარდმა დაამკვიდრა და წარმატებით განახორციელა. ახლა დგას სხვა პროფესიის აღზევების ჟამი. ამჯერად იურისტებს გაუმართლათ. გასაგებია, რომ ამდენი უსამართლობის შემდეგ, ხელისუფლების დიდი სურვილია, მოაქციოს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში, მაგრამ მხოლოდ სამართალმცოდნეებით პურს ვერ ჭამ, ზოგჯერ სხვა პროფესიებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მითუფრო, რომ, ამ ქვეყანაში, რომელსაც სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პრეტენზია აქვს, ჯერ-ჯერობით თავად სამართალიც გვარიანადაა დამშეული. სამართლის ხარისხიანი სპეციალისტები იმ უწყებებშიც კი სანთლით საძებარია, სადაც მათი ყოფნა აუცილებელია. ეს შესავალი იმისთვის დაგვჭირდა, რომ სულ ახლახანს, 14 თებერვალს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა ( ამბობენ, რომ აირჩიეს, მაგრამ ფიცის და გასაკვირი ბოლოს ამბავი ყველამ კარგად ვიცით. ვადაგასულ საბჭოს წევრებს რომ თავმჯდომარეს აარჩევინებ და ახლადასარჩევ საბჭოს რომ მისი შეცვლის უფლება აღარ აქვს, აბა რა ქვია ამას?) ფინანსთა სამინისტროს კვოტით წარდგენილი კანდიდატი - მერი დაუშვილი, რომელიც პროფესიით ბიოტექნოლოგია, თუმცა, იურისტის დიპლომიც აქვს. მას პირველი პროფესიით არასდროს უმუშავია. კარიერა საგადასახადო სამსახურში დაიწყო და შემოსავლების სამსახურში გააგრძელა. დაუშვილის საქსტანდარტის ხელმძღვანელად დანიშვნის ფაქტს ჯერ-ჯერობით ორი ნათელი მხარე აქვს - ის, რომ უწყების ხელმძღვანელად ქალბატონის დანიშვნა ევრო-სტანდარტებს შეესაბამება და სახელმწიფო უწყებებში გენდერული ბალანსი მისასალმებელია და, რომ ამ ქალბატონს, როგორც ჩანს, ინტუიციაც უჭრის, რახან წინასწარ გათვალა, რომ ბიოტექნოლოგს აუცილებლად გამოადგებოდა მომავალში იურისტის დიპლომი. გამოადგა კიდეც - მშვენიერი კარიერაა ქალბატონისთვის მის ასაკში. რაც მთავარა, კინაღამ მესამე და მნიშვნელოვანი პლუსი გამოგვრჩა - ამიერიდან ფინანსთა მინისტრი უფრო გულდამშვიდებულად გაამყარებს თავის შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებს სტატისტიკაზე დაყრდნობით. ამ სვლით სად რა გათვალა ბატონმა ხადურმა, ეს თავად უკეთ მოეხსენება, როცა თავისი სამინისტროს კვოტით პრემიერს შესთავაზა იურისტი, თანაც უბრალო იურისტი კი არა, ნაციონალური შემოსავლების სამსახურის სკოლაგამოვლილი. ნებისმიერ, ლოგიკაზე აწყობილ და პერსპექტივაზე გათვლილ ქვეყანაში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელად მოიაზრება 3 პროფესიის კადრი: სტატისტიკოსი, მათემატიკოსი, მინიმუმ, ეკონომისტი მაინც. მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში ლოგიკა და პერსპექტივა რა მოსატანია, როცა ფინანსთა სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ყველაფერში, რასაც თვლა ან გამოთვლა სჭირდება. არადა, საბედნიეროდ, ქვეყანაში ნამდვილად მოიპოვება მაღალი დონის პროფესიონალი კადრი სტატისტიკოსებისაც, მათემატიკოსებისაც და ეკონომისტებისაც. რა უნარ-ჩვევებით გამოირჩევა საქსტატის ახალი ხელმძღვანელი, უცნობია, მაგრამ, უეჭველად ექნება მის დანიშვნას საგულისხმო მიზეზი. ქალბატონი დაუშვილის შრომით გამოცდილებაში მნიშვნელოვანი ეპიზოდი აქვს დათმობილი შემოსავლების სამსახურს - 2011 - 2014 - შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2010 - შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2009 - შემოსავლების სამსახური ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2008 - შემოსავლების სამსახური ცენტრალური აპარატის ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტი სტატისტიკის და ანალიზის სამმართველოს უფროსი; 2007 - შემოსავლების სამსახური ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის სამმართველოს აღრიცხვა-ანგარიშგების და ანალიზის განყოფილების უფროსი; ინფორმაციისთვის: სტატისტიკის დეპარტამენტის მმართველი საბჭოს წევრად ითვლება პირი, დამტკიცებული პარლამენტის ხმათა უმრავლესობით. საბჭოს ახალი შემადგენლობისთვის პრემიერი ვალდებულია წარადგინოს, მინიმუმ, რვა კანდიდატი. საქართველოს პრემიერ მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის N 35 ბრძანებით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის [მუხლი 11, პუნქტი 3. საბჭოს 3 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი. მე-12 მუხლის პირველი[მუხლი 12. პუნქტი 1. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები. კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მათ მიერ საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით - 4 წლით. საქართველოს კანონი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს არსებულ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − არსებული ვაკანტური თანამდებობების ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას. საქართველოს პარლამენტი კანდიდატურების წარდგენიდან 21 დღის ვადაში, ხოლო საპარლამენტო არდადეგების შემთხვევაში − სესიის განახლებიდან 2 კვირის ვადაში, ფარული კენჭისყრით თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოს წევრების დანიშვნაზე. ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურას თანხმობა მიეცემა, თუ მიიღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრე საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტ ხმას მიიღებს ვაკანტური თანამდებობების რაოდენობაზე მეტი კანდიდატი, მაშინ ჩაითვლება, რომ თანხმობა მიეცა უფრო მეტი ხმის მქონე კანდიდატს. კანდიდატების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა თანაბარი რაოდენობის ხმების მქონე კანდიდატებს შორის. თუ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს თანხმობა არ მიეცა, საქართველოს პრემიერ- მინისტრი 21 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალ კანდიდატურებს, რომლებიც აირჩევიან ამ მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემდეგ საბჭოს შემადგენლობას ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მიხეილ ჯანელიძე და მერი დაუშვილი, დამტკიცებულნი არიან პარლამენტის მიერ საბჭოს წევრებად. საბჭოს თავმჯდომარის არჩევა მისი დანარჩენი წევრების პრეროგატივაა. დაუშვილი კი აირჩია საბჭომ, რომელსაც საქმიანობის კანონით განსაზღვრული ვადა უკვე ამოეწურათ. ეს "პასაჟი" შემთხვევით გამოეპარათ ვითომ? ახალი წევრების შესარჩევად ჯერ ღია კონკურსი არ გამოცხადებულა. წესით, უახლოეს მომავალში უნდა გამოცხადდეს ღია კონკურსი, შეირჩევა ახალი საბჭო, მაგრამ ძველი საბჭოს გადაწყვეტილებას თავმჯდომარესთან დაკავშირებით, ახალი საბჭო ვეღარ შეცვლის. http://geostat.ge/in...d=109&lang=geo#
  6. პუტინის საყვარელ და ერთგულ "კამსამოლკას" გამოუსწორებელი შეცდომა გაეპარა - კრემლმა იჩქარა პუტინის გეგმის შესრულებისას. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავიდა რეპორტაჟი "რადიკალების მიერ უმაღლესი რადას აღების შესახებ" "ლაივ ჟურნალი" ავრცელებს შემდეგ სკანდალურ ინფორმაციას: "ესეც ბოლო ფაქტი კრემლის აქტიურ მონაწილეობისა კიევის მოვლენებში. როგორც დილით ვწერდი, კრემლის გეგმა ძალიან მარტივი იყო - ძალოვანების აგდება, ნებისმიერი გზით მათი იარაღით უზრუნველყოფა და ამ დროს პარალელურად ღია მკვლელობების დოკუმენტური კადრებით პროვოცირება. ამით მათ გზას უხსნიდნენ რადისკენ და მინისტრთა კაბინეტისკენ, საიდანაც წინასწარ მოახდინეს "ღირებული" და "მნიშვნელოვანი" თანამშრომლების ევაკუირება. ძალიან მეშინოდა, რომ ოპოზიცია წავიდოდა ამ სცენარით, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. სამაგიეროდ, კრემლმა ჩაისვარა - პუტინს ყველაფერი გეგმიური უყვარს, საათებში და წუთებში გაწერილი და ზუსტად კონკრეტულ მითითებულ დროს "კომსომოლსკაია პრავდამ" გაავრცელა მასალა რადიკალების მიერ დაპყრობილი უმაღლესი რადიდან, რომელსაც თან დაურთეს საშინელებების ამსახველი კომენტარები. ვინმეს კიდევ დარჩა ეჭვი სახელმწიფო გადატრიალების ავტორზე? ახლა ეს მასალა საიტზე უკვე აღარ დევს, მაგრამ სიტყვა-სიტყვით იგივე ინფორმაცია გავრცელდა რუსული რადიოსადგურების მიერ", - წერს "ლაივ ჟურნალი".
  7. პუტინის საყვარელ და ერთგულ "კამსამოლკას" გამოუსწორებელი შეცდომა გაეპარა - კრემლმა იჩქარა პუტინის გეგმის შესრულებისას. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავიდა რეპორტაჟი "რადიკალების მიერ უმაღლესი რადას აღების შესახებ" "ლაივ ჟურნალი" ავრცელებს შემდეგ სკანდალურ ინფორმაციას: "ესეც ბოლო ფაქტი კრემლის აქტიურ მონაწილეობისა კიევის მოვლენებში. როგორც დილით ვწერდი, კრემლის გეგმა ძალიან მარტივი იყო - ძალოვანების აგდება, ნებისმიერი გზით მათი იარაღით უზრუნველყოფა და ამ დროს პარალელურად ღია მკვლელობების დოკუმენტური კადრებით პროვოცირება. ამით მათ გზას უხსნიდნენ რადისკენ და მინისტრთა კაბინეტისკენ, საიდანაც წინასწარ მოახდინეს "ღირებული" და "მნიშვნელოვანი" თანამშრომლების ევაკუირება. ძალიან მეშინოდა, რომ ოპოზიცია წავიდოდა ამ სცენარით, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. სამაგიეროდ, კრემლმა ჩაისვარა - პუტინს ყველაფერი გეგმიური უყვარს, საათებში და წუთებში გაწერილი და ზუსტად კონკრეტულ მითითებულ დროს "კომსომოლსკაია პრავდამ" გაავრცელა მასალა რადიკალების მიერ დაპყრობილი უმაღლესი რადიდან, რომელსაც თან დაურთეს საშინელებების ამსახველი კომენტარები. ვინმეს კიდევ დარჩა ეჭვი სახელმწიფო გადატრიალების ავტორზე? ახლა ეს მასალა საიტზე უკვე აღარ დევს, მაგრამ სიტყვა-სიტყვით იგივე ინფორმაცია გავრცელდა რუსული რადიოსადგურების მიერ", - წერს "ლაივ ჟურნალი".
  8. როგორც ამჟამად მაიდანზე მყოფი ქართველი იტყობინება, კიევში დაღუპულთა რაოდენობა ორივე მხრიდან გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალური წყაროებით ვრცელდება. "ქართული ბრიგადიდან", რომელიც ადგილობრივი ქართველებითაა დაკომპლექტებული, დაღუპულია 14 ქართველი. ფლობს თუ არა ამ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება, მიმდინარეობს თუ არა საქართველოს დიპკორპუსის მიერ გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა და რა ღონისძიებებს ატარებს ამ მხრივ, უცნობია. შეიარაღება დიდი რაოდენობით აქვს ორივე მხარეს. ძალიან ორგანიზებულები არიან. სახელისუფლებო მხრიდან განსაკუთრებით აქტიურობს იანუკოვიჩის ვაჟი. პრაქტიკულად ის მართავს ვითარებას. მეორე მხარეს "ბენდერების" დაჯგუფება აკონტროლებს. ისინი ახდენენ მაიდანზე მყოფი ხალხის სურსათით და წყლით მომარაგებას. სასტიკად აკრძალულია ალკოჰოლი. "ტიტუშკა" ხელისუფლების ზონდერ-ბრიგადა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, და პოლიცია განაპირა რაიონებში უსაფრდება მომიტინგეებს, და ადგილზე უსწორდებიან და არ აძლევენ ცენტრისკენ გადაადგილების საშუალებას. ირგვლივ ყველაფერი იწვის. არეულობას კახი კალაძის რამდენიმე რესტორანიც ვერ გადაურჩა და დაიწვა. უკრაინელი ხალხი პოზიციების დათმობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას.
  9. როგორც ამჟამად მაიდანზე მყოფი ქართველი იტყობინება, კიევში დაღუპულთა რაოდენობა ორივე მხრიდან გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალური წყაროებით ვრცელდება. "ქართული ბრიგადიდან", რომელიც ადგილობრივი ქართველებითაა დაკომპლექტებული, დაღუპულია 14 ქართველი. ფლობს თუ არა ამ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება, მიმდინარეობს თუ არა საქართველოს დიპკორპუსის მიერ გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა და რა ღონისძიებებს ატარებს ამ მხრივ, უცნობია. შეიარაღება დიდი რაოდენობით აქვს ორივე მხარეს. ძალიან ორგანიზებულები არიან. სახელისუფლებო მხრიდან განსაკუთრებით აქტიურობს იანუკოვიჩის ვაჟი. პრაქტიკულად ის მართავს ვითარებას. მეორე მხარეს "ბენდერების" დაჯგუფება აკონტროლებს. ისინი ახდენენ მაიდანზე მყოფი ხალხის სურსათით და წყლით მომარაგებას. სასტიკად აკრძალულია ალკოჰოლი. "ტიტუშკა" ხელისუფლების ზონდერ-ბრიგადა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, და პოლიცია განაპირა რაიონებში უსაფრდება მომიტინგეებს, და ადგილზე უსწორდებიან და არ აძლევენ ცენტრისკენ გადაადგილების საშუალებას. ირგვლივ ყველაფერი იწვის. არეულობას კახი კალაძის რამდენიმე რესტორანიც ვერ გადაურჩა და დაიწვა. უკრაინელი ხალხი პოზიციების დათმობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას.
  10. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს, კვირას, გაიმართება, იტყობინება სარწმუნო წყარო “ქართული ოცნებიდან”. თვითმმართველობის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, 2014 წლის არჩევნებზე აირჩევა მუნიციპალიტეტების საკრებულოები და გამგებლები, მერები. თბილისელები ასევე აირჩევენ უბნის საბჭოებსაც. არჩეული კანდიდატების უფლებამოსილების ვადა იქნება 3 წელი. პრემიერის ინიციატივით, ყველა თვითმმართველ ქალაქში მერები პირდაპირი გზით 50%-იანი ბარიერით აირჩევა. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ძალებს სთავაზობს, ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევაც 50%-იანი ბარიერის გადალახვის გზით მოხდეს. ღარიბაშვილმა მმართველი კოალიცია აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე დაითანხმა. ახალი კოდექსით თვითმმართველობის შესახებ, მომავალ არჩევნებზე პირდაპირი არჩევნებით აირჩევა უკვე ცნობილი 5 თვითმმართველი ქალაქის მმართველობა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და დაემატა ის ქალაქები, რომელთა მოსახლეობა 15 000-ზე მეტია: თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი. არჩევის წესს დაარეგულირებს საარჩევნო კოდექსი, რომელიც ჯერ-ჯერობით განხილვის პროცესშია. გუშინ შედგა საკომიტეტო მოსმენა, დღეს კოდექსი მიიღეს პირველი მოსმენით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით საარჩევნო კანონმდებლობა 6 თვით ადრე უნდა შეიცვალოს ქვეყანაში. საინტერესოა, კანდიდატის წარდგენის უფლება მხოლოდ პარტიებს ექნებათ თუ საინციატივო ჯგუფებსაც.
  11. მოგესალმებით ბატონო დავით! როგორც ცნობილი გახდა, თქვენ ბრძანდებით „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ქ.თბილისის მერობის კანდიდატი. ბატონო მინისტრო,თქვენ ასევე ხართ „სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის“ წევრი. კომისია, „საშინაო ვალის“ სხვადასხვა მიმართულებებს შორის, ასევე სწავლობს კოოპერატიული ბინათმშენებლების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ სავალო ვალდებულებას. დედაქალაქში ამ სახის დაზარალებულად ითვლება 3700 ადამიანი. გთხოვთ, გაგვაცნოთ თქვენი ხედვა ამ პრობლემის მოგვარებისადმი. პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით, ლაშა გეგეჭკორი ცენტრ „ერთობის“ მიმართულების კოორდინატორი. 18/02/2014წ.
  12. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის სამი კანდიდატი (23-დან) უკვე შეარჩია პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და გადაუგზავნა პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისთვის. ესენი არიან: ვახტანგ აბაშიძე - 2000-2004 წლებში იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი და თავმჯდომარე. ამჟამად მუშაობს კომპანია "სილქნეტში"სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ. ვახტანგ ხუნდაძე - 1979-1974, 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიასა და რადიოში 2011 წელს იყო გაზეთ "დრონის" ჟურნალისტი ; ხათუნა მაისაშვილი - 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფო კანცელარიის ანალიტიკოსი. 2003-2010 წლებში ილიაუნის მასწავლებელი 2011 დან დღემდე ჯავახიშვილის უნივერსტეტის მოწვეული პროფესორი; 1997 წლიდან დღემდე გაზეთ "7 დღის" დამფუძნებელი და თანარედაქტორი . იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი დაეთანხმება, კანდიდატურები დასამტკიცებლად გადაეგზავნება პარლამენტს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია ექვსწლიანი ვადით დანიშნული ხუთი წევრისაგან შედგება. საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო. გიორგი ჩიქოვანის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ კომისიის წევრის ადგილი ვაკანტური გახდა. კომისიის ძირითად მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის: - ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა; - თანასწორუფლებიანი და სამართლიანი კონკურენტული გარემოს შექმნა; - თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა; - მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე. https://www.president.gov.ge/ge/PressOffice/Documents?8641 საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 3 იანვრის N 03/01/01 განკარგულებით გამოცხადებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სია 1. ბორის ჯანჯალია 2. ხათუნა მაისაშვილი 3. ვახტანგ აბაშიძე 4. გიორგი ხონელია 5. დავით თუთბერიძე 6. მერაბ ქათამაძე 7. თეიმურაზ ბერიანიძე 8. დავით წივწივაძე 9. ვახტანგ გეგელია 10. ტარიელ გვალია 11. მამუკა ლობჟანიძე 12. დავით ცინცაძე 13. ბეჟან ხარებაშვილი 14. არჩილ ძიძიგური 15. ვახტანგ ხუნდაძე 16. გიორგი ნაჭყებია 17. გიორგი ლეონიძე 18. სოფიო ხორგუანი 19. მიხეილ გოთოშია 20. ავთანდილ ცაგარეიშვილი 21. ნათია კუპრაშვილი 22. ლია მუხაშავრია 23. ავთანდილ კახნიაშვილი
  13. ყოფილ პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დღეს ქუთაისში, მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით. მას ასევე ეკრძალება თანამდებობის დაკავება 1 წლის და 6 თვის ვადით, სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს. ამ ბრალდებისთვის, ამნისტიის გათვალისწინებით, მერაბიშვილს 1 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მერაბიშვილი ასევე დამნაშავედ სცნეს: სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნტით (მითვისება-გაფლანგვა), რისთვისაც ამნისტიის გათვალისწინებით, მიესაჯა 4 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნტით (მითვისება-გაფლანგვა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა) წარდგენილ ბრალდებაში, რისთვისაც მიესაჯა 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოო ჯამში, მერაბიშვილის სასჯელის ზომად განისაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ საქმეში მერაბიშვილთან ერთად ბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილს მხოლოდ 50 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რადგან წარდგენილი ბრალდება - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მულის მე-2 ნაწილი) სამსახურებრივი გულგრილობით (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი) ბრალდებით შეეცვალა, ჭიაბერაშვილს უკან დაუბრუნდება გირაოს სახით გადახილი 20 ათასი ლარი. ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარუდგინეს. საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის მინისტრი. მერაბიშვილის საბრალდებო საქმეში ფიგურირებს მეორე ეპიზოდიც - შინაგან საქმეთა მინისტრობისას კერძო საკუთრების - კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება.
  14. სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელების მომხმარებელთათვის -Iran's FARS news agency-ს ცნობით, რამდენიმე დღის წინ სირიელი გოგონა მხოლოდ იმ მიზეზით ჩაქოლეს, რომ ფესიბუქს მოიხმარდა. შარიათის სასამართლომ მას ასეთი მძიმე განაჩენი გამოუტანა და ეს სასჯელი ელის ყველა გოგონას და მოზარდს, ვინც სოციალურ ქსელში დარეგისტრირდება ამ ქვეყანაში. http://daily.bhaskar.com/article/WOR-syrian-girl-stoned-to-death-for-using-facebook-account-4521918-NOR.html
  15. სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელების მომხმარებელთათვის -Iran's FARS news agency-ს ცნობით, რამდენიმე დღის წინ სირიელი გოგონა მხოლოდ იმ მიზეზით ჩაქოლეს, რომ ფესიბუქს მოიხმარდა. შარიათის სასამართლომ მას ასეთი მძიმე განაჩენი გამოუტანა და ეს სასჯელი ელის ყველა გოგონას და მოზარდს, ვინც სოციალურ ქსელში დარეგისტრირდება ამ ქვეყანაში. http://daily.bhaskar.com/article/WOR-syrian-girl-stoned-to-death-for-using-facebook-account-4521918-NOR.html
  16. საკრებულოს უმრავლესობის განცხადებაში აღნიშნულია: "29 დეკემბრის სხდომის შემდეგ, როცა თბილისის საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა თბილისის მერიის მიერ შემოთავაზებულ 2014 წლის ბიუჯეტის პროეტქს, მერიის ხელმძღვანელობასა და საკრებულოს უმრავლესობას შორის გაიმართა შეხვედრა, სადაც მხარეები შევთანხმდით, რომ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები და კომისიები საკრებულოს სხდომის დღემდე ინტერნსიურად ვიმუშავებდით იმისთვის, რომ მერიისთვის შეგვეთავაზებინა ბიუჯეტის პროექტში იმ საკითხების ასახვა, რომელიც თბილისელების დაკვეტა და მოთხოვნა არის. საკრებულოს უმრავლესობამ ამ დროის განმავლობაში კონსტრუქციულ და საქმიან რეჟიმში იმუშავა და შედეგადად თბილისის მერიას ჩვენგან გაეგზავნა წინადადებების პაკეტი, რომელთა ბიუჯეტის პროექტში გათვალისიწინებაზე თბილისის მერიის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა. საკრებულოს უმრავლესობა დაინტერესდა თუ რის ხარჯზე და რა ფინანსური რესურსების საშუალებით აპირებდა მერია ჩვენი მოთხოვნების და წინადადებების გათვალისწინებას. აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიამ აირჩია სრულიად უპრეცედენტო გზა და ჩვენი მოთხოვნების “დაკმაყოფილებას” არ არსებული თანხებით ცდილობს, რამდენადაც მოთხოვნების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ისინი საზოგადოებრივი მსჯელობის გარეშე აპირებენ გაყიდონ თბილისელების ქონება, მიწები და შენობები, მაგალითად ჭადრაკის სასახლე, დიღმის ჭალები, თბილისის ზღვის ტერიტორიები და სხვა და სურთ ამ მეთოდით გააჩინონ განცდა იმისა რომ ფული არსებობს. გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს გახლავთ “ნაციონალური მოძრაობის” ავანტურისტული გეგმა, რადგან იმ შემთხვევაში თუ ობიექტები არ გაიყიდა და ფული არ გაჩნდა, ბიუჯეტს ელოდება გარღვევა, ბიუჯეტი არ შედგება და ამას თვითმმართველობის არჩევნებით მოსულ ქალაქის ახალ ხელისუფლებას გადააბრალებენ. იმის ნაცვლად, რომ მერიას ჩვენი შეთავაზებები რეალურად არსებული ფულადი რესურსის ფარგლებში მოექცია, მათ გადაწყვიტეს მიმართონ გზას, რომელსაც წინასწარ განწირული ბიუჯეტისკენ მიყავს ქალაქი. გვინდა ვუთხრათ თბილისელებს, მერია არ აპირებდა არცერთი თქვენი მოთხოვნის გათვალისწინებას, მათ ლეიკემიით დაავადებული ადამიანების მკურნალობის, კოოპერატიული ბინათმშენებლობის, გაზის, შუქის და წყლის დავალიანების მქონე ოჯახების დახმარების, ავარიული სახლების გამაგრების, უსახლკაროთათვის ბინების მშენებლობის შესაძლებლობას უპასუხეს ფარსით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საბოტაჟური და ავანტიურისტული ბიუჯეტის მომწონებული თბილისის მთავრობა არ იმსახურებს დედაქლაქის წარმომადგენლობითი ორგანოს და თბილისელების ნდობას და ეს ფაქტი კიდევ უფრო ლეგიტიმურს ხდის ჩვენს მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით".
  17. საკრებულოს უმრავლესობის განცხადებაში აღნიშნულია: "29 დეკემბრის სხდომის შემდეგ, როცა თბილისის საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა თბილისის მერიის მიერ შემოთავაზებულ 2014 წლის ბიუჯეტის პროეტქს, მერიის ხელმძღვანელობასა და საკრებულოს უმრავლესობას შორის გაიმართა შეხვედრა, სადაც მხარეები შევთანხმდით, რომ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები და კომისიები საკრებულოს სხდომის დღემდე ინტერნსიურად ვიმუშავებდით იმისთვის, რომ მერიისთვის შეგვეთავაზებინა ბიუჯეტის პროექტში იმ საკითხების ასახვა, რომელიც თბილისელების დაკვეტა და მოთხოვნა არის. საკრებულოს უმრავლესობამ ამ დროის განმავლობაში კონსტრუქციულ და საქმიან რეჟიმში იმუშავა და შედეგადად თბილისის მერიას ჩვენგან გაეგზავნა წინადადებების პაკეტი, რომელთა ბიუჯეტის პროექტში გათვალისიწინებაზე თბილისის მერიის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა. საკრებულოს უმრავლესობა დაინტერესდა თუ რის ხარჯზე და რა ფინანსური რესურსების საშუალებით აპირებდა მერია ჩვენი მოთხოვნების და წინადადებების გათვალისწინებას. აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიამ აირჩია სრულიად უპრეცედენტო გზა და ჩვენი მოთხოვნების “დაკმაყოფილებას” არ არსებული თანხებით ცდილობს, რამდენადაც მოთხოვნების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ისინი საზოგადოებრივი მსჯელობის გარეშე აპირებენ გაყიდონ თბილისელების ქონება, მიწები და შენობები, მაგალითად ჭადრაკის სასახლე, დიღმის ჭალები, თბილისის ზღვის ტერიტორიები და სხვა და სურთ ამ მეთოდით გააჩინონ განცდა იმისა რომ ფული არსებობს. გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს გახლავთ “ნაციონალური მოძრაობის” ავანტურისტული გეგმა, რადგან იმ შემთხვევაში თუ ობიექტები არ გაიყიდა და ფული არ გაჩნდა, ბიუჯეტს ელოდება გარღვევა, ბიუჯეტი არ შედგება და ამას თვითმმართველობის არჩევნებით მოსულ ქალაქის ახალ ხელისუფლებას გადააბრალებენ. იმის ნაცვლად, რომ მერიას ჩვენი შეთავაზებები რეალურად არსებული ფულადი რესურსის ფარგლებში მოექცია, მათ გადაწყვიტეს მიმართონ გზას, რომელსაც წინასწარ განწირული ბიუჯეტისკენ მიყავს ქალაქი. გვინდა ვუთხრათ თბილისელებს, მერია არ აპირებდა არცერთი თქვენი მოთხოვნის გათვალისწინებას, მათ ლეიკემიით დაავადებული ადამიანების მკურნალობის, კოოპერატიული ბინათმშენებლობის, გაზის, შუქის და წყლის დავალიანების მქონე ოჯახების დახმარების, ავარიული სახლების გამაგრების, უსახლკაროთათვის ბინების მშენებლობის შესაძლებლობას უპასუხეს ფარსით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საბოტაჟური და ავანტიურისტული ბიუჯეტის მომწონებული თბილისის მთავრობა არ იმსახურებს დედაქლაქის წარმომადგენლობითი ორგანოს და თბილისელების ნდობას და ეს ფაქტი კიდევ უფრო ლეგიტიმურს ხდის ჩვენს მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით".
  18. ინტერვიუ პოლიტიკური მოძრაობა ,,საქართველოს გზის" თავმჯდომარე თემურ მურვანიძესთან ,, არის სამალავები ცოცხალი ძალისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია...ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით იყოს გარკვეული ტიპის საწყობები და სამალავები, ამის შესახებ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, მაგრამ უნდა იცოდნენ შესაბამისმა სტრუქტურებმა....ამ სამალავების შესახებ ძალოვანმა სტრუქტურებმა არაფერი იცოდნენ, ანუ არ იყო ოფიციალური სამალავების სიაში...ეს არის სამალავები შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის, ალბათ, გახსოვთ, წინასაარჩევნოდ რა პერიოდი იყო...როგორც ჩანს, ჰქონდათ გარკვეული გეგმა და სქემა...გადამოწმების პროცესი მიდის აჭარის რეგიონში. ჩვენი ინფორმაციით, იქაც არსებობს სამალავები. ასევე არსებობს თბილისთან ახლოს...სამწუხაროდ, ამაზე ჯერ დაწვრილებით ვერ ვლაპარაკობ...ერთი რამ ცხადია, ამ ყველაფერს ერთი მეგის ქარდავა ვერ გასწვდებოდა, ვერ გააკეთებდა, რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობდა. ამის შესახებ აუცილებლად ეცოდინებოდა ვანო მერაბიშვილსა და სხვა ძალოვან მინისტრებს, აღარაფერს ვამბობ მიხეილ სააკაშვილზე. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ამ ყველაფრის შემოქმედი მხოლოდ მეგის ქარდავა იყოს. შეიძლება იურისტებს მტკიცებულებები სჭირდებათ, მაგრამ მე პირადად დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კეთდებოდა მიხეილ სააკაშვილის დავალებით...ჩვენ დაკავებული ვართ არა მხოლოდ იმ ინფორმაციების მოპოვებით, სად არის სამალავები, არამედ იმითაც, როგორ იგეგმებოდა ეს ყველაფერი და როდის დაიწყო. ალბათ, გახსოვთ, როგორი მაღალი იყო მოსახლეობის საპროტესტო განწყობა 2007 წელს. აი, ამ დროიდან იწყებენ რაღაც დაზღვევის მექანიზმებზე მუშაობას. რა თქმა უნდა, აგვისტოს ომმა ეს პროცესი ერთგვარად შეაჩერა, მაგრამ მეორე მხრივ, ხელ–ფეხი გაუხსნა ასეთ ავანტიურაზე წასასვლელად...სააკაშვილმა 2007 წლიდან დაიწყო თავის დაზღვევა და 2008 წლიდან უკვე სამალავებზე გადავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ოფიციალური სამალავების სია, ახლა კეთდება მეორე სია, უკვე არაკანონიერი სამალავებისა...ერთი რამის დადასტურება ნამდვილად შემიძლია, სოფელ მუხურის მიდამოებში ხშირად ხედავენ ქარდავას რამდენიმე ადამიანთან ერთად. ბუნებრივია, ყველა ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება და ამას აქვს თავისი პროცედურები. მინდა ვთქვა, რომ ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან კარგად მუშაობს". (,,ალია"N78;ავტორი:გელა ზედელაშვილი)
  19. ,,გასაგებია, რომ ,,ნაციონალები" მოითხოვდნენ თავის ,,მესაფლავეზე" შურისძიებას, მაგრამ ამავე დროს, გააქტიურდა ,,რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი. თურმე, მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა შეცდომა დაუშვა, ბედუკაძე კი არ უნდა გაენთავისუფლებინა, ციხეში უნდა გამოემწყვდია, როგორც წამების ერთ–ერთი მონაწილე. ჟურნალისტები ამის თაობაზე ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილსაც ეკითხებიან...ის ამბობს, ამ საკითხს არ ვიცნობ, გავერკვევი და მერე გიპასუხებთო. ივანიშვილი სიტუაციაში მალევე ერკვევა და განცხადებას ავრცელებს, სადაც ითხოვს, კბილაშვილმა გადახედოს აღნიშნულ საკითხსო. ამის შემდეგ გამოდის იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ის ეთანხმება ივანიშვილის მოთხოვნას. ფაქტობრივად, ლადო ბედუკაძეს არავინ ექომაგება...არავინ ამბობს: ხალხო, რას აკეთებთ, რომ არა ეს კაცი და ციხის კადრები, ბევრი თქვენგანი ვერც პარლამენტში მოხვდებოდა და ვერც მთავრობაში. არა, რაკი ივანიშვილმა თქვა, ყველა ერთ დუდუკზე უკრავს. არადა რა გამოდის? სანამ ბედუკაძე პროკურატურას თანამშრომლობასა და ინფორმაციის მიწოდებაზე დასთანხმდებოდა, ყველა ვარიანტში მიიღებდა გარანტიებს კბილაშვილისგან, რომ სასჯელს ასცდებოდა. გამოდის, კბილაშვილს აიძულებენ, სიტყვა გატეხოს და აქ არა მარტო კბილაშვილზე ტყდება ჯოხი, სახელმწიფოც კარგავს ავტორიტეტს მოსახლეობის თვალში და მეორეც – ახალი ხელისუფლება ზარალდება. რომელიღაც შუა ან ქვედა რგოლის ჩინოვნიკს ძალიანაც რომ ნდომებოდა პროკურატურისთვის ზემდგომთა დანაშაულებზე ინფორმაციის მიწოდება და მხილება, აღარავინ წავა რისკზე, აღარავინ ითანამშრომლებს პროკურატურასთან. არადა, ბევრ ადამიანს ბევრ ბობოლა ,,ნაციონალზე" ცოტა რამ არ ექნება მოსაყოლი. ბოლოს და ბოლოს, ღირსების საქმეა, რომ ადამიანს, რომელმაც თავი გადადო, ჯერ პასუხისმგებლობა მოუხსნა და შემდეგ ციხეში შეაბრუნო თინა ხიდაშელის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, რომლის აზრებიც ერთი–ერთზე ემთხვევა ,,ნაციონალების" აზრებს?! არადა, ეს ის ხიდაშელია, რომელიც ორიოდე კვირის წინ ტრაბახობდა, წასულია ,,ნაციონალების" საქმე, ციხის კადრებზე ევროპარლამენტში რომ ვისაუბრეთ, დაიშოკნენო" (,,ალია"N77; ავტორი: გელა ზედელაშვილი)
  20. ,,რაც ბიძინა ივანიშვილი ყვარლიდან გამოლანძღა, მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აჭარაში იმალება. რამდენიმე დღის წინ ბათუმში პოლიტპატიმრები კვერცხებით რომ დახვდნენ, იმის მერე გარეთ მხოლოდ ღამის 3 საათზე გამოდის ველოსიპედითო. სამართალდამცავებმა კვერცხების სროლის მცდელობა მშვიდობიანი ფორმით აკრძალეს, არც არავინ დაუპატიმრებიათ და არც არავინ უცემიათ. წყარო იმასაც გვეუბნება, რომ აჭარის მთავრობას, ცენტრალური მთავრობის დავალებით, მიშა სააკაშვილის ბუღალტერისთვის უთქვამს: ამიერიდან "შერატონსა" თუ სხვა სასტუმროებში ნებივრობის თანხებს ვეღარ დაგიფინანსებთო. სააკაშვილს არ დაუჯერებია, ნაღდად მატყუებენ, ასე არ გამწირავენო, რამდენიმე დღის წინ დაუდია თავი და მაინც მისულა "შერატონში". იქ უთქვამთ, ან ნაღდი ფული გადაიხადეთ, ან კიდევ გადმორიცხეთო. გადარიცხვა არ მოხერხდა, ნაღდი ფული არ გადაიხადეს და სააკაშვილი ქუჩაში აღმოჩნდაო... თუმცა, რაღა ქუჩაში? ხომ ვწერდით, სააკაშვილი ამიერიდან თავისი დედის ბინაში იცხოვრებსო. არადა, სანამ მიშას "საგულაო" ფული ბიუჯეტიდან იხარჯებოდა, ის მთელი ამალით დადიოდა და იყო ერთი ამბავი - ბოზები, ჩათლახები და ასე შემდეგ. ბათუმელები ამბობენ, ცოტა დავისვენეთ, გზები ისე ხშირად აღარ იკეტება, ახლა თავისუფლად დავდივართ და აწი ვიცით, რომ "შერატონიდან" მიშა აღარ გამოვარდება და ყვირილით არ ირბენს ეზოშიო! იყო დრო, როცა არც სააკაშვილის დაცვას ჰქონდა მოსვენება, არც აჭარის სამართალდამცავ სტრუქტურებს და არც მოსახლეობას. თუმცაო, ამბობენ ბათუმელები, ღამღამობით ახლაც გამოდის დედამისის სახლიდან, რომელიც "ბათუმი-პლაზას" ტერიტორიაზეა და ბულვარში დახეტიალობს ველოსიპედითო. ახლა თურმე ვეღარ ყვირის, ემანდ არავინ მიცნოს, კვერცხები არ დამიშინოსო. არაა... სადაც მიშაა, იქ პრობლემები მაინც იქნება. როგორც ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი, თამაზ ბაკურიძე ამბობს, ახლა პრობლემა იმ ადამიანებს ექმნებათ, რომლებიც "ბათუმი-პლაზას" სიახლოვეს ცხოვრობენ: "სააკაშვილი რომ მოვარდება ხოლმე დედამისის ბინასთან, არის ერთი ალიაქოთი, ხალხს გავლის საშუალებაც აღარ ეძლევა. არადა, ეს ძალიან მოძრავი ადგილია. მოკლედ, ჯერ ბობოყვათის რეზიდენციის დაფინანსება შეუწყვიტეს, ხოლო შემდეგ "შერატონისა". ერთი რამე ვერ გამიგია, რა უნდა ყოველდღე მიშას ბათუმში? ვერტმფრენით ჩამოდის, "გულაობს" და ისევ მიდის. ისე, ეგ ვერტმფრენიც რომ ჩამოართვან, რა მოხდება? თუკი ყველა აგარაკი, ყველა რეზიდენცია მთავრობის განკარგულებაში გადავიდა, ამ თვითმფრინავებმა რაღა დააშავა? გვარცხვენს სააკაშვილი, ძალიან გვარცხვენს! ჯერ ბობოყვათის რეზიდენციაში დაჰყავდა ბოზები, გამოვიდოდა სექსის შემდეგ, გამოიძახებდა ტელევიზიებს, დააყენებინებდა მიკროფონებს, იგიჟებდა და მერე ისევ გააგრძელებდა გართობას. ამას წინათ სააკაშვილი ავიდა ზემომთიან აჭარაში რაღაც ღონისძიებაზე, ვეღარ მოითმინა, სადღაც პატარა "ბუტკაში" ქალი შეიყვანა იხმარა, თავისი ცხოველური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილა და ისევ დაბრუნდა. რა არის ახლა ეს, არ არის ავადმყოფი?!" სხვათა შორის, აჭარაში მიხეილ სააკაშვილს უკვე გამოუჩნდნენ ახალ ხელისუფლებაზე გაბრაზებული მიმდევრები: ხალხო, სააკაშვილი ქალებს მაინც ხმარობდა, ამათ რომ ეგეც არ შეუძლიათო? რაღა დაგიმალოთ და... ვერ გაამტყუნებ აჭარლებს, ადამიანებს რაღაცას რომ დაჰპირდები, უნდა შეუსრულო, თორემ წავლენ და მიშას შეეკვრებიან. აი, ასე იბადებიან საქართველოში "მიშმაკები"! კიდევ ერთი პრეტენზია: კაი, მიშა გიჟია, მაგრამ გიორგი მარგველაშვილს რაღა დაემართა, ამასწინებზე მანქანის ოთხივე ფანჯარა ჩაწეული ჰქონდა, მუსიკა კიდევ ბოლომდე აწეული და ძაან მაგარი სისწრაფით მიჯლიგინობდაო. ეტყობა, პრეზიდენტებში ასეთი ბედი გვაქვს, სანამ თავზე მოგვაჯდებიან, ცუციკებივით არიან, უცებ შანსი თუ გაუჩნდათ და გაინაღდებენ, მერე აუშვებენ ხოლმე აფრებს. ვაი, ჩვენს პატრონს! კიდევ ერთი - ბათუმელებს ყველაზე ცუდი მმართველი, რომელიც ამ დრომდე უნახავთ, ეს იყო ლევან ვარშალომიძე, მაგრამ თუ ამ ადამიანზე უარესებიც არსებობდნენ, ვერ წარმოიდგენდნენ. შესაძლოა, არჩილ ხაბაძე პატიოსანი ადამიანია, ვიდრე ვარშალომიძე, ის უტიფარი იყო, მაგრამ, როგორც ლიდერი, ხაბაძე არაფერს წარმოადგენსო. მოკლედ, მიშა სააკაშვილი "გულაობს", ახალი მთავრობა უყურებს... მართალია, ფინანსები გადაუკეტეს, მაგრამ მაგისთვის ბალი მაინც ათი შაურია... მე თქვენ გეტყვით, სახლში არაფერი წაუღია, აი!" (,,ალია"N76; ავტორი: გელა ზედელაშვილი)
  21. ინტერვიუ ,,სახალხო კრების" ერთ–ერთ ლიდერ ლაშა ამირეჯიბთან ,, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ბიძინა ივანიშვილი სერიოზულ ოპოზიციას არ შექმნის, ამიტომ ამბობს, მე კოალიციაში მაქვს საამისო რესურსიო. მიდის გარე ძალების აბსოლუტური იგნორირება. ჩემი ინფორმაციით, ამ საკითხებს ამერიკის ელჩი წყვეტს. ბიძინა ივანიშვილს მეტი გამოსავალი არა აქვს. ეყოლებათ ,,ნაციონალები" კიდევ 3 წელი და 3 თვე პარლამენტში, ვერაფერს ვერ გააკეთებენ. თუმცა აქ ერთი პრობლემაა, ამ ეტაპზე ძალიან სერიოზულად მუშაობენ, ყველაფერს თითზე იხვევენ, ყველაფერზე პრეტენზიები აქვთ. წესით, არ უნდა მისცე ამის საშუალება, თორემ ყველაფერს აქეთ შემოგიტრიალებენ. მე ვეჭვობ, როდესაც ბატონმა ბიძინამ თქვა, პროკურატურა სუსტიაო, აქ სხვა საქმეებიც იგულისხმა, პროკურატურა ისეთ ნაბიჯებს დგამს, კარგად არ დამთავრდება ეს ყველაფერი, ისე არ მიდის საქმე, როგორც საზოგადოება ელოდა. აქ ისევ ამერიკელებთან მივდივართ, მათ ასე მოისურვეს. ... ბატონი ბიძინა სამართლიანი კაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოუყარა თავი სამართლიანობას, ზედა ეშელონებში უსამართლობა გუგუნებს...იგივე პროკურატურაში, იგივე ბიზნესში და ასე შემდეგ. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ივანიშვილმა უნდა დაიხუროს ქუდი და წავიდეს ჭორვილაში, უარი თქვას ხელისუფლებაზე. ამასობაში, არ არის გამორიცხული, აგრესიული ძალებიც შემოვიდნენ საქართველოში და მერე რა სიტუაცია იქნება, ძალიან რთული სათქმელია. ივანიშვილს შეეძლო, წასულიყო და წყნარად ეცხოვრა, მაგრამ ახლა მიხვდა, რა პრობლემები დაიკიდა კისერზე. მანამდე ეგონა, რომ შეძლებდა ქვეყნის მართვას...ახლა დაინახა ღალატის ელემენტები და ამან ცოტა დათრგუნა. ამიტომ ხშირად იმეორებს, მე თავი გავწირეო. რა თქმა უნდა, მან არა მხოლოდ თავი გაწირა, მთელი ოჯახი დარტყმის ქვეშ დააყენა. ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა, როდესაც შემოვიდა პოლიტიკაში, მაგრამ ვერ გაითვალისწინა ღალატი, ზურგის შექცევა, საქმის არგაკეთება და ასე შემდეგ. ამერიკელები ეუბნებიან, ეს ლიბერალური ჯგუფი, თინა ხილაშელი, მისი ქმარი ად დანარჩენები უნდა იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. პარლამენტს დღეს ქართული ელემენტები აკლია". (,,ალია"N76; ავტორი:გელა ზედელაშვილი)
  22. ინტერვიუ უმრავლესობის წევრ გია ცაგარეიშვილთან ,,კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის დანაშაული გამოიკვეთება,ვინც იყო დამკვეთი სახელმწიფოს მხრიდან, ვინც რიცხავდა თანხებს, ვინც იღებდა და ანაწილებდა და ვინც აშენებდა პარლამენტს. ასე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მიეცეს პასუხისგებაში და დაისაჯოს ამ უმსგავსოების გამო. პარლამენტის შემთხვევა არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ რა ჯაჭვურად იყო დამნაშავეთა წრე ერთმანეთთან გადაბმული კორუფციის მიზნით... ლაშა თორდიას განცხადება იმას ნიშნავს, რომ ,,დრონი მეფობენ და არა მეფენი"...ლაშა თორდიას მსგავსად გაოცებას ვერ მალავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კიდევ ბევრი ადამიანი სხვანაირად უყურებს ამ პროცესებს. მე ამით ვერ გამაკვირვებენ, ასევე თქვენც არ გაგიკვირდებათ, ბევრი გვინახავს ადამიანთა გადასხვაფერება. ზოგადად, ჩვენ შანსს მივცემთ ადამიანს, რომ გამოსწორდეს და მართალ გზაზე დადგეს. იმუშაონ და გამოადგნენ ქვეყანას. მაგალითად, თუ ლაშა თორდიას, რომელიც იყო ,,ნაციონალური მოძრაობის" სახე, არა აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება, იმუშაოს, მაგრამ დამნაშავე ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს. აქვე მინდა გითხრათ, რომ დაიწერა 160–გვერდიანი დასკვნა, რომელიც თავიდან ბოლომდე ასახავს იმ დარღვევასა და პრობლემას, რაც 2012 წელს იყო კონტროლის პალატაში ბეჟაშვილისა და მოგელაძის გადამკიდე. მიხეილ სააკაშვილის ხელში ის გამოიყენებოდა ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად. სახელიც შეუცვალეს, კონტროლის პალატას უწოდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. მერე სადამსჯელო სამსახური შეიქმნა აუდიტის წიაღში, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ავაზაკი ქალბატონი მოგელაძე. იცით, პრივატულ საუბრებში კომისიის წევრებს რას ეუბნებოდა ქალბატონი მოგელაძე?..მე რომ ვაჯარიმებდი ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, ისინი არ მეცოდებოდნენ, რადგან ვიცოდი, მათ ივანიშვილი გადაარჩენდა. უყიდდა ბინებს, მანქანებს, მიწას...რატომ უნდა ეყიდა ბიძინა ივანიშვილს ,,ოცნების" წევრებისთვის ბინები ან მანქანები, ეს ხომ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მოგელაძე ასე ლაპარაკობდა კულუარებში,– ივანიშვილს ბევრი ფული აქვს და კოალიციის წევრებს დაეხმარებაო. იმასაც ამბობდა, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები მეცოდებოდნენ, რადგან სააკაშვილი არაფერს უყიდდათო. ამ ლოგიკით არ აჯარიმებდა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. წარმოიდგინეთ რა მორალი აქვს ამ ქალბატონს? ასე რომ, მასალები, რომელიც გამომზეურდა, რას სჩადიოდა აუდიტის სამსახური, არის საგანგაშო. ეს მასალებიც გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას. არის უამრავი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. თქვენ უნდა ნახოთ, როგორ იყო აწყობილი პრემიების სისტემა ბატონი ბეჟაშვილის ხელში, რომელიც ხელმძღვანელობდა აუდიტის სამსახურს. 10 ათასობით და 100 ათასობით ლარს იღებდნენ პრემიებს ის ადამიანები, ვინც აუდიტის სამსახურში ლევან ბეჟაშვილის მიყვანილები იყვნენ. ნათესავები, მისი მეგობრის მეუღლეები, მეგობრები, თუ ნაცნობები. 5000 და 7000 ლარს ყოველთვიურად პრემიებს იღებდნენ მაშინაც კი, როცა შვებულებაში იყვნენ. სიაში ვის არ შეხვდებით. მაგალითად, მარიამ საჯაიას დედას – ნაზი არონიას, რომელზეც გაცემულია დიდი რაოდენობის პრემია... ბეჟაშვილისა და მოგელაძის ბედი უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს ძიება... დარწმუნებული ვარ, შედეგებს საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს". (,,ალია"N74; ავტორი:ნინო სამხარაძე)
  23. ინტერვიუ საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესთან ,, ევროდეპუტატებში ძალიან დიდი როლი ითამაშა ბოლო კადრებმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოაჩინა სამალავებში, ციხის კადრებმა არჩევნები მოიგო, ხოლო ადამიანების გაუპატიურებისა და სასტიკი მოპყრობის ბოლო კადრებმა თავდაყირა დააყენა ევროსაბჭოში ვითარება. კომიტეტის მოსმენაზე, ფაქტობრივად, ,,სახალხო პარტიის" გარდა, ყველა პარტიის წარმომადგენლებმა, უარი თქვეს საქართველოს მონიტორინგის საკითხის განხილვაზე. საოცარი რამ მოხდა, კომიტეტებსა და ბიუროზე ერთადერთი ქვეყანა იყო რუსეთი, რომელმაც ზუსტად ის პოზიცია დაიჭირა, რასაც ითხოვდნენ ,,ნაციონალები", სესიის სხდომიდან სია რომ ამოვიღოთ, ვინ მისცა ხმა და ვინ არა, აღმოაჩენთ, რომ რუსეთის დელეგაციის უმეტესობამ ხმა მისცა საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიაზე მონიტორინგის ჩატარებას, რასაც ითხოვდა ,,სახალხო პარტია" და ,,ნაციონალური მოძრაობა". ბიუროზე საქართველოში დემოკრატიის გაუარესების თაობაზე მონიტორინგის თემა ჩავარდა, ხმები გაიყო, სესიაზე ამ საკითხის გატანის წინააღმდეგი იყო 13, ,,სოციალისტებმა", ლიბერალებმა, ასევე ,,სახალხო პარტიის" რამდენიმე წევრმა მისცა წინააღმდეგ ხმა, რომ ეს საკითხი განხილულიყო, საბოლოოდ სესიაზე საკითხის გატანა გადაწყვიტა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ჟან კლოდ მინიონმა, რომელიც, სხვათა შორის, არის ცნობილი ლობისტი და მხარდამჭერი მიშა სააკაშვილის. ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის დროს სტრასბურგში მინიონს დავუსვი შეკითხვა, – 9 წლის მანძილზე თქვენი მხრიდან საქართველოზე არაფერი გამიგია, სააკაშვილი იყო თქვენი ფავორიტი ადამიანი...მან მიპასუხა, – არ მყავს საყვარელი ადამიანები, მე მყავს დემოკრატიის მომხრე ადამიანები, რომლებთანაც ვურთიერთობო. ფაქტობრივად, ჟან კლოდ მინიონი საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდა და დააყენა საკითხი ,,ოცნების" სასარგებლოდ, მინიონი იყო მე–14 ხმა, რომლის ხმამაც განაპირობა ,,ნაციონალური მოძრაობის" კრახი. შეცვალეს ფორმულირება, ამოიღეს დემოკრატიის გაუარესება საკითხის სათაურიდან და გაკეთდა ასეთი სათაურით: ,,საქართველოს საკითხი". თქვენ უნდა გენახათ ,,ნაციონალების" გავეშებული და გაოგნებული სახეები, ისინი ამას ნამდვილად არ ელოდნენ. კანდელაკი დადიოდა და ,,სახალხო პარტიის" წარმომადგენლებს ცალ–ცალკე ელაპარაკებოდა. ისინი ცდილობდნენ, საკითხი ისე გაეტანათ, როგორც მათ სურდათ, მაგრამ მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. რაც შეეხება კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, არ შემიძლია, არ ავღნიშნო თედო ჯაფარიძისა და თინა ხიდაშელის ძალიან დიდი ღვაწლი ამ საკითხში, მათ კოლოსალური სამუშაო გასწიეს. სესიაზე მოხდა საოცარი რამ, ,,ნაციონალების" ლობირებული საკითხი სამარცხვინოდ ჩავარდა, დეპუტატების უმრავლესობამ უარი თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზე მონიტორინგი ჩატარდეს. ,,ნაციონალებს", ფაქტობრივად, ევროსაბჭომ ცივი წყალი გადაასხა, ისხდნენ ,,ნაციონალები" დამწუხრებულნი...." (,,ალია"N70; ავტორი:ნინო სამხარაძე)
  24. ინტერვიუ განათლების და მეცნიერების მინისტრთან, ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატთან –გიორგი მარგველაშვილთან ,, მესმის საზოგადოების სერიოზული შფოთი, მაგრამ მოდით, ამ ბუნებრივი შფოთვის შემდეგ დავიწყოთ ამ პროცესის რაციონალური გააზრება. ბიძინა ივანიშვილის წასვლის შესახებ ინფორმაცია ჩემთვის არ იყო ახალი, რადგან ეს ბატონმა ბიძინამ დაახლოებით ორი წლის წინათ გაანდო საზოგადოებას თავის პირველ მიმართვაში. როგორც კი მიმართვა წავიკითხე, არ მიფიქრია, რომ ეს ადამიანი თვალთმაქცობს. მაშინაც მისი პოზიცია აღვიქვი, როგორც მისი გულწრფელი პოზიცია. ახლა გადავიდეთ მის არგუმენტებზე. ივანიშვილი დაგვპირდა, რომ ის ააშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს. თუ სამოქალაქო საზოგადოება არ იქნება ძლიერი, რაც არ უნდა ძლიერი მთავრობა ჰყავდეს, ასეთ ქვეყანას მომავალი არ უწერია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი მიდის იმ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება მდგრადი ქვეყნის განვითარებას, რათა ამ ქვეყანაში არა მხოლოდ ეს მთავრობა იყოს წარმატებული, არამედ ყველა, ანარქიას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. ხელისუფლება გაყოფილი იქნება შტოებს შორის. მე შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ადამიანს აიძულებს, იფიქროს, რომ შეიძლება გიორგი მარგველაშვილისგან ჩამოყალიბდეს ან კორუმპირებული ადამიანი, ან დიქტატორი. თუმცა ბუნებრივია, არასდროს არ უნდა დაგემართოს ამპარტავნება და საკუთარ თავზე არ უნდა თქვა, რომ რაიმე საშიშროების წინაშე არ დგახარ. თუ რომელიმე ჩვენგანმა გადაუხვია სწორ გზას, გარანტი იმისა, რომ ეს იქნება დროულად აღკვეთილი, არის ის ბალანსი, რომელიც არსებობს ხელისუფლების შტოებს შორის. ჩვენ მოვალე ვართ, ერთმანეთს მივუთითოთ შეცდომაზე, გარანტი არის სამოქალაქო საზოგადოება, რომელშიც იქნება ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე - ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, თქვენ, სამოქალაქო საზოგადოებას, და ჩვენ, მთავრობას, გვაქვს ვალდებულება, გვაკონტროლოთ, რამე არასწორად არ წავიდეს. რაც შეეხება იმას, იქმნება თუ არა საშიშროება ივანიშვილის მთავრობიდან წასვლის შემდეგ, თავად ივანიშვილმა თქვა, რომ, თუ ასეთი საშიშროებაა, თუ იქნება საშიშროების განცდა, ოღონდ რეალური და არა ეფემერული, ის არ წავა თანამდებობიდან. არ მინდა ცალ-ცალკე ინდივიდების განხილვა დავიწყო, თავად ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ის ფიქრობს ახალ პრემიერზე. ამ საკითხს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. განათლების მინისტრის შემცვლელიც კი პრემიერის პრეროგატივაა, რომ დაასახელოს კანდიდატურა, მაგრამ ვიტყვი მხოლოდ ერთს და ინდივიდებზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ... ჩემი და ლევან ვასაძის ბავშვობიდან მოყოლებული მეგობრობა არანაირად არ არის დაკავშირებული ლევანის პრემიერად დასახელებასთან. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ნამდვილად არ ყოფილა პრემიერ-მინისტრად ლევან ვასაძის კანდიდატურაზე საუბარი. მე და ლევანი წავედით ჩვენი ბავშვობის მეგობართან, მეუფე შიოსთან სენაკში, სადაც სკოლის გახსნაში მე და ლევანი ვეხმარებით, ლევანი ფინანსურად, მე კი - ჩემი გამოცდილებით. ახლა, რადგან მეუფე შიოსთან წავედით, მცდელობა იმისა, ამ ფაქტიდან რამენაირად გამოადნონ, ეს იმას ნიშნავს, პრემიერობა განიხილებაო, ცოტა რთული კომბინაციაა. ჩემთან ლევან ვასაძის კი არა, არავის კანდიდატურა არ განხილულა, თუმცა ვიცი, რომ ბატონ ბიძინას ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები აქვს და ფიქრობს". (,,ალია"N69; ავტორი: ნინო სამხარაძე)
×
×
  • შექმენი...