Jump to content
Planeta.Ge

PLANETA_INFO

პლანეტელი
  • პოსტები

    1.419
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი PLANETA_INFO

  1. ხელისუფლების დღევანდელი საქციელი დოყლაპიობაა, - ამის შესახებ "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, უკმაყოფილოა იმით, რომ 7 ნოემბრის, 26 მაისის და სხვა დანაშაულების გამოძიება ფერხდება. "ძალიან "ბუქსაობს" ჩვენი მართლმსაჯულების მანქანა, რის გამოც მეც უკმაყოფილო ვარ და საზოგადოებაც... თუ მართლმსაჯულების სისტემას არა აქვს უნარი, დამნაშავეები დასაჯოს, მაშინ ჩვენ მოვიფიქრებთ რამეს და მერე ჩვენ გაგვასამართლონ... თუ ვინმეს ჰგონია, მშვიდად დაველოდებით, როგორ მორიგდება "ოცნება" და "ნაცმოძრაობა", ძალიან ცდება. "ნაცმოძრაობა" უნდა ჩამოსცილდეს ხელისუფლებას", - აცხადებს დავითაშვილი. "ხალხის პარტიის" ლიდერი განაწყენებულია იმ კოლეგებზეც, რომლებმაც სერგო რატიანთან მომხდარი ინციდენტის გამო გააკრიტიკეს. დავითაშვილს არ ესმის, რატომ ეუხერხულებათ კოალიციის წევრებს გაჭირვებაში თანაგუნდელის გამხნევება. "მეც მაქვს ჩემი წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ უნდა იჯდეს სახლში, მაგრამ კოლეგებს ჩემს შეხედულებებს არ ვახვევ თავზე. ხიდაშელისა და უსუფაშვილის ნათქვამიდან ყველაზე მეტად ის მეწყინა, რომ მე და რატიანი გაგვათანაბრეს. უსუფაშვილმა თქვა, ჩემს ოლქში თუ იყრიან კენჭს, ხმას არც ერთს არ მივცემო. არ მინდა გაბრაზებულმა ვუპასუხო დათოს, მაგრამ ერთს მაინც ვეტყვი - დათო უსუფაშვილი და დათო ბაქრაძე დიდუბეში რომ იყრიდნენ კენჭს, მაინც უსუფაშვილს მივცემდი ხმას, მაგრამ თუ ასეთ განცხადებებს კიდევ გააკეთებს, მეეჭვება ჩემი ხმა ეყოს გამარჯვებისთვის. ჩემი კეთილი რჩევაა, თინამ თავი დაანებოს პიედესტალიდან ხალხის დამოძღვრას და ასეთი ტონით ლაპარაკს... ხიდაშელმა განაცხადა, ჩვენი ხელისუფლება ყველა დამნაშავეს სჯისო, მაშინ უსუფაშვილი რატომ ელაპარაკება ბაქრაძეს, ვინც პარლამენტის შენობა განზრახ გაანადგურა? ამას გამოძიება კი არა, სამართლებრივი შეფასება უნდა. ვეკითხები პარლამენტის თავმჯდომარეს: რატომ არ არის ბატონ ბაქრაძეზე საქმე აღძრული, ვინ აფერხებს ამ პროცესს? ეს არ არის შერჩევითი მართლმსაჯულება?!", - აღნიშნავს დავითაშვილი. მისივე თქმით, არც ის ესმის, რატომ არ სვამს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. დავითაშვილი ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ 7 ნოემბრის მოვლენების გამო იგი დასაკავებელია. ამ კუთხით ხელისუფლების პასიურობას კი დავითაშვილი "დოყლაპიობას" უწოდებს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/230016-koba-davithashvili-khelisuflebis-dghevandeli-saqcieli-doylapiobaa.html http://youtu.be/9rpLR4hAITQ
  2. http://goodlogo.com/images/logos/berlinale_logo_3057.gif ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. ,,ბერლინალე-63”-ის პრიზიორები უკვე ცნობილია. როგორც ყოველთვის, ინტელექტუალური და საავტორო ფილმების ფესტივალი გზას უხსნის დებიუტანტებს, წარმოაჩენს ახალ და უცნობ სახეებს. ,,ბერლინალეს” პროგრამა ,,ფორუმში” მონაწილე ქართველი რეჟისორის ნანა ექვთიმიშვილის ფილმმა ,,გრძელი ნათელი დღეები”” ამ პროგრამის სპეციალური პრიზი მიიღო საუკეთესო დებიუტისთვის. გერმანული პრესის დადებითი რეცენზიები დაიმსახურა ზაზა რუსაძის ფილმმაც ,,ჩემი საბნის ნაკეცი”. ,,ბერლინალე-63” დასრულდა, კინოსამყარო ოსკარების დაჯილდოების მოლოდინშია... http://www.youtube.com/watch?v=S1KrNUzBRjg
  3. ,,ბერლინალეს” პრიზები განაწილდა ,,პლანეტა.გე”-ს კორესპონდენტი გერმანიიდან: http://goodlogo.com/images/logos/berlinale_logo_3057.gif ,,პლანეტა.გე”-ს კორესპონდენტი გერმანიიდან: დღეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზების მფლობელთა ვინაობა გახდა ცნობილი. ვერცხლის დათვები მიიღეს: საუკეთესო სცენარისთვის, ირანელმა ჯაფარ პანაიმ ფილმისთვის ,,ჩამოშვებული ფარდები”. ხელოვნების განვითარებისთვის ოპერატორული ნამუშევარი ყაზახური ფილმის ,,ჰარმონიის გაკვეთილები”, ოპერატორს ერგო. საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ბოსნიელი ნასიფ მუჩიჩი გახდა ფილმში ,,ეპიზოდი ჯართის შემგროვებლის ცხოვრებიდან”, შესრულებული როლისთვის. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ჩილელმა პაულინა გარსიამ გაიმარჯვა ფილმში ,,გლორია” შესრულებული როლისთვის. http://jafrianews.files.wordpress.com/2011/02/irani-film-winner-berlinale.jpg?w=593 საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის ვერცხლის დათვი დევიდ გორდონ გრინს ერგო ფილმისთვის ,,პრინცი აველანჟე”. კინომატოგრაფიის პერსპექტივის ალფრედ ბაუერის სახელობის პრიზი მიიღო ფილმ ,,ვიცი + ფლომ დათვი დაინახეს” რეჟისორმა დენის კოტემ. ჟიურის გრან-პრი, ვერცხლის დათვი ბოსნიელ რეჟისორს დენის ტანოვიჩს ერგო ფილმისთვის ,,ეპიზოდი ჯართის შემგროვებლის ცხოვრებიდან”. ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს დათვი რუმინულმა ფილმმა ,,ბავშვის პოზა”-მ მიიღო. ფილმის რეჟისორია გალინ პეტერ ნეტცერი. ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა კაცზეა, რომელსაც ავარია მოუვა და მისი მანქანა ბავშვს დაეჯახება. კაცის გავლენიანი დედა ყველა გზას და საშუალებას იყენებს, რომ შვილი ციხეს გადაარჩინოს. http://www.charivari.de/ddp/Basis/400/i430024219716940_bld_online_400.jpg ,,ბერლინალეს” ძირითადი პროგრამის პრიზები ასე განაწილდა, რაც შეეხება ,,პანორამას” და ,,ფორუმის” პროგრამებს, აქ ნაჩვენები ფილმების დაჯილდოვება ხვალ შედგება. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში აჩვენეს ქართველი რეჟისორის ზაზა რუსაძის ფილმი. ხვალ გავიგებთ შეძლებს თუ არა ქართული ფილმი პრიზის მიღებას. ხვალ, 17 თებერვალს ,,ბერლინალე-63”-ი საზეიმოდ დაიხურება.
  4. http://planeta.ge/page/videos.html/_/პოლიტიკა/ქართული-პოლიტიკა/ნაციონალები-რეპრესიებზე-საუბრ-r219 თქვენი აზრი
  5. http://youtu.be/dRVghWfcogg
  6. ფედერაციებში ნაცების სელებრიტები და ახლობლები ოცნების სელებრითებით და ახლობლებით ხომ არ იცვლებიან? ოღონდ ხავერდოვნად?
  7. წალენჯიხის თავმჯდომარემ და გამგებელმა თანამდებობა დატოვეს. მათი თქმით, მათზე ზეწოლა არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ 9დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია დატოვეს და ქართული ოცნების წევრები გახდნენ. საკრებულოს თავჯდომარის პოსტზე დავით სიჭინაძის და დავით მელქანიას კანდიდატურები განიხილება. გამგებლის პოსტზე კი ჟურნალისტ ბერდია კალანდიას კანდიდატურა სახელდება. რიგგარეშე სხდომა წალენჯიხაში 7დეკემბერს გაიმართება, სადაც საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. http://www.obieqtivi.net/demo/news.php?id=10440 მე მაინც ვთვლი, რომ საწიროა ახალი არჩევნები. არაა ეს პოლიტიკური ურთიერთიერთობების სწორი ფორმა
  8. პლანეტას სურვილი აქვს განავითაროს სხვადქასხვა აპოლიტიკური განყოფილება. შემოგვიერთდით :) ძალიან გვინდა სულ პოლიტიკაზე არ იწერებოდეს ბლოგები და პოსტები
  9. http://ghn.ge/news-64390.html ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას პარლამენტში განაცხადა. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ის, რაც ჩვენს ციხეებში, განსაკუთრებით კი გლდანსა და ქუთაისში ხდება, შეიძლება ფაშისტურ გერმანიასა და ბოლშევიკური რუსეთის საკოცენტრაციო ბანაკებში დამკვიდრებულ იმ პრაქტიკას შევადაროთ, რომლის მთავარი დანიშნულება ადამიანების ფიზიკური და სულიერი განადგურება იყო. თუ გვერდზე გადავდებთ გაზის კამერებსა და მასობრივი დახვრეტებს, რასაც მადლობა ღმერთს ჩვენს სინამდვილეში ადგილი არ აქვს", - განაცხადა დეპუტატმა და დაინტერესდა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების დანაშაულში ეჭვმიტანილმა ყველა მოხელემ გაიარა თუ არა სამედიცინო შემოწმება, რადგან მისი თქმით, შეუძლებელია ფსიქიკურად ნორმალურმა ადამიანმა სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი ქმედებები ჩაიდინოს.
  10. http://www.interpressnews.ge/ge/politika/198449-ashsh-saqarthvelos-strategiuli-qartiis-farglebshi-samushao-shekhvedra-dghes-gaimartheba.html საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ამჯერად ოთხი სამუშაო ჯგუფიდან დემოკრატიის შესახებ ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ქართული მხრიდან დელეგაციას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს, ხოლო აშშ-ის მხრიდან კი - სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი.
  11. მიცვალებულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო .ქვეყნის პირველ პირთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. http://www.interpressnews.ge/ge/politika/198463-mikheil-saakashvilma-2008-tslis-rusuli-agresiis-shedegad-daghupul-gmirtha-memoriali-gvirgvinith-sheamko.html
  12. http://www.interpres...armoadgina.html ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი, რომელიც 2011 წლის 22 ივლისს 77 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, თავს დამნაშავედ არ ცნობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "სქაი ნიუსი" იუწყება .დღეს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ თავს "სამხედრო მეთაურად" მიიჩნევს, ამიტომ მისი საქმე სამხედრო ტრიბუნალმა უნდა განიხილოს და არა ჩვეულებრივმა სასამართლომ. ამ დროისთვის განსასჯელი უკვე სასამართლოს დარბაზში იმყოფება. სასამართლოზე, რომელიც ოსლოში დღეს დაიწყო, 800 ჟურნალისტია აკრედიტებული. მთავარი საკითხი, რომელიც 10-კვირიან პროცესზე უნდა გაირკვეს ისაა, არის თუ არა ბრეივიკი შეურაცხადი
  13. http://www.interpres...armoadgina.html ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი, რომელიც 2011 წლის 22 ივლისს 77 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, თავს დამნაშავედ არ ცნობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "სქაი ნიუსი" იუწყება .დღეს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ თავს "სამხედრო მეთაურად" მიიჩნევს, ამიტომ მისი საქმე სამხედრო ტრიბუნალმა უნდა განიხილოს და არა ჩვეულებრივმა სასამართლომ. ამ დროისთვის განსასჯელი უკვე სასამართლოს დარბაზში იმყოფება. სასამართლოზე, რომელიც ოსლოში დღეს დაიწყო, 800 ჟურნალისტია აკრედიტებული. მთავარი საკითხი, რომელიც 10-კვირიან პროცესზე უნდა გაირკვეს ისაა, არის თუ არა ბრეივიკი შეურაცხადი http://ghn.ge/news-64482.html ანდრეს ბრეივიკი ტერორიზმში თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა მის მიერ ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე ჩადენილ ფაქტს არ უარყოფს. ოფიციალური ბრალდების მოსმენის შემდეგ, ბრეივიკმა უარყოფითად უპასუხა მოსამართლეს კითხვას - ცნობს თუ არა იგი თავს დამნაშავედ. მან ასევე განაცხადა, რომ არ ცნობს სასამართლოსაც, რადგან იგი "მულტიკულტურის მხარდასაჭერად" მოქმედებს. სასამართლო დარბაზში, როგორც კი ბრეივიკის ბორკილები მოხსნეს, მან ხელი გულზე მიიდო და შემდეგ ნაცისტური ჟესტით მიესალმა დარბაზში მყოფთ. ბრეივიკი აცხადებს, რომ შრომის პარტიის ტოლერანტული პოლიტიკა ხელს უწყობს ევროპაში მუსულმანების დამკვიდრებას, რის გამოც მის მიერ განხორციელებული თავდასხმას გამართლებულად მიიჩნევს. ბი-ბი-სის ინფორმაციით, ბრეივიკის ცრემლიც კი წასკდა მას შემდეგ, რაც მის მიერ გადაღებული ვიდეორგოლის დემონსტრირება მოხდა, სადაც იგი იდეოლოგიურად ცდილობს გაამართლოს ტერაქტები. ამავე დროს დამნაშავე გულგრილად უსმენდა დაღუპულთა გვარების ამოკითხვას. პროპკურატურა მოითხოვს, რომ ბრეივიკს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. ბრეივიკის მიერ დახოცილი 77 ადამიანიდან 8 ოსლოში, ავტომობილში ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა, ხოლო 69 კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში, შრომის პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. დაღუპულთა შორისაა ქართველი თამთა ლიპარტელიანი.
  14. 1. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ქვედომეინი პლანეტაზე ალიასის და რედირექტის გზით 2. ექსტრაქტ თეგის მეშვეობით გააკონტოლოთ ,თუ რა სიახლის დადება გსურთ მოკლე სიახლეებში 3. არ ხართ შეზღუდული ბლოგების რაოდენობაში.თითოეულ მათგანს შეგიძლიათ მიანიჭოთ საკუთარი ქვედომეინი 4. უახლოეს ხანში რამდენიმე ცნობადი სახე და კერძო ორგანიზაცია გახსნის თავის ბლოგს ჩვენს პლანეტაზე 5. თემატიკა შეუზღუდავია. არ გესაჭიროებათ ადმინისტრაციის ნებართვა,თუმცა პორნოგრაფიული და სპამკონტენტზე იარსებებს კლასიკური შეზღუდვა 6. შექმენით საკუთარი კატეგორიები .ჩანაწერები განათავსეთ კატეგორიების შესაბამისად 7.დაამატეთ თეგები,რაც გამოჩნდება მთავარ გვერდზე 8.ბლოგსერვისი მუდმივად განახლდება და გაითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესებს. გახსენით ტქვენი გვერდი.დადევით,რაც გინდათ ჩვენთან. 9.სერვისი უფასოა
  15. პლანეტა ჯის სკრიპტი თვითონ ახერხებს მონახოს შესაბამისი სკინი. არსებობს 3 ვერსია 1. სრული ანუ კლასიკური - სრულმაშტაბიანი საიტი რომელიც გამოიყენება ჩვეულობრივი კომპიუტერის მოხმარების დროს 2. მობილურის ვერსია მობილური ვერსია ქართული ფონტით 3.ტრანსლიტი ქართულ ენაზე ლათინური ფონტით თუ თქვენმა ბრაუზერმა აირჩია თქვენთვის არასასურველი სკინი. თქვენ შეგიძლიათ ხელით გადართოთ http://s019.radikal.ru/i601/1204/39/41ae8cfcf747.jpg ეფექტურად ხდება პლანეტის კონტენტის კონვერტაცია ლათინურ ფონტზე ანუ ჩვეულობრივი მობილურით ,რომელსაც არა აქვს ქართული ფონტის მხარდაჭერა, თქვენ დარჩებით პლანეტასთან ერთად http://s017.radikal.ru/i442/1204/ba/46ba18b90355.jpg
  16. თუ ვინმეს უნდა ბლოგერობა ალო ჯის საიტზე , შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. თქვენს ნაწერს სოციალური ქსელებით გავრცელდება, ჩვენი ფორუმიც ხელს შეგიწყობთ. თემატიკა შეუზღუდავია. ( პოლიტიკის გარდა) http://site.alo.ge ...ძალიან ესაჭიროებათ სხვადასხვა აზრის ხალხი
×
×
  • შექმენი...