Jump to content
Planeta.Ge

PLANETA_INFO

პლანეტელი
  • პოსტები

    1.419
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი PLANETA_INFO

  1. ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან "შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ უწყებაში ისევ ის ადამიანები სხედან თანამდებობებზე, რომლებიც წლების განმავლობაში იქ მუშაობდნენ, რომლებიც შემჩნეული არიან განსაკუთრებულ დანაშაულებში. ეს არის 60-კაციანი ჯგუფი, რომელიც მართავდა ქვეყანაში ტერორის პოლიტიკას. აი, ამ ჯგუფის წევრები დღეს ისევ არიან ამ თანამდებობებზე. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ტიპის ფრაზა, რომ სჯობია ესენი კვლავ თანამდებობებზე იყვნენ, ვიდრე ქუჩაში. ამ ფრაზას არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ, მე ვიცი დღეს რა რთულ მდგომარეობაშია ირაკლი ღარიბაშვილი, აქ კოაბიტაციაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ღარიბაშვილს პირადად, ტოტალურად ატყუებენ, გააზრებულად და მიზანმიმართულად. ამას სჩადიან ის ადამიანები, ვინც დღემდე ინარჩუნებენ სამინისტროში თანამდებობებს. ისინი დღევანდელ მინისტრს აჩვენებენ, რომ არიან კომპეტენტურები და მათი გამოყენება არის საჭირო. მე ვლაპარაკობ მხოლოდ იმ 60-კაციან ბირთვზე. ეს 60-კაციანი ბირთვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნან საშანტაჟო ფორმატი....მე არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ მათგანს აქვს გარკვეული მასალები ხელისუფლებაში მყოფ პიროვნებებზე და ცდილობენ, ამ მასალის მეშვეობით აშანტაჟონ დღევანდელი ხელისუფლება. კომპრომატები მათ არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე აქვთ, არამედ ჟურნალისტებზე, მეწარმეებზე, საზოგადოების წარმომადგენლებზე, სხვადასხვა ტიპის კომპრომატებია, შეიძლება ეს იყოს დელიკატური ტიპის მასალებიც, მათ პირად ცხოვრებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს კომპრომატი იყოს მასალები მეწარმეების ბიზნესსაქმიანობაზე. სქემა იყო ასეთი - თვითონ უბიძგებდნენ გადაცდომისკენ და შემდგომ კომპრომატად დებდნენ მას. მთავარი არის ის, რომ ესენი არიან ინფორმაციის მატარებელნი და არა ის, რომ მათ საქმე იციან და ინახავენ სამინისტროში იმ 60-კაციან დაჯგუფებას...წარმოიდგინეთ, ამ კომპრომატების გამო ერთმანეთი რა დღეში ჰყავთ, ამიტომ არის, რომ "ჰიდრა" უნდა გაისრისოს. ანუ ის 60 ადამიანი თავისი კომპრომატებით უნდა გაისრისოს და თუ ამ კომპრომატების დემონსტრირებას მოახდენენ, როგორც ისინი იმუქრებიან, სხვათა შორის, ვიდეოკომპრომატებიც აქვთ, მათ შორის რამდენიმე დეპუტატზე, აი, იმ კომპრომატებს უნდა შეეწირონ, ზუსტად. რაც შეეხება ვანოს სიურპრიზს, ვიცი, ძალიან აქტიურად მუშაობენ. წინა კვირას ვიყავი კახეთში და ჩემი თვალით ვნახე, როგორ მუშაობენ "ნაციონალების" აქტივისტები, თუ რამდენ ფულს ჰპირდებიან, 400-დან 1500 ლარამდეა საუბარი. ორიენტირებული არიან, მოხდეს ნებისმიერი ექსცესი ქვეყანაში. ამ ხალხს აგროვებენ არა მარტო ფულით, არამედ კომპრომატებით. 80 ათასი კაცი უნდა გამოიყვანონ რუსთაველზე, ეს არის კონკრეტული ციფრი, რომელიც მთლიანად რუსთაველს ავსებს. ვფიქრობ, ეს აქცია ორიენტირებულია სამოქალაქო დაპირისპირებაზე". (,,ალია"N28(2782); ავტორი:ნინო სამხარაძე) მოწონება
  2. ინტერვიუ მოძრაობა ,,ეროვნულების' ლიდერ სანდრო ბრეგაძესთან ,,არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში ,,ნაციონალებმა" გახსნეს თავიანთი ოფისი. სწორედ ამ ოფისში მიდის მოლაპარაკებები, ფულის გადარიცხვა-გადმორიცხვები და იწერება სცენარები. იქ ძალიან ხშირად ჩადიან ადეიშვილი, უდესიანი, დათა ახალაია და ის ადამიანები, რომლებსაც მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. ამ შეკრებების დროს ასევე დუბაიში ჩადის სააკაშვილი და ერთად აწყობენ გეგმებს. მე ახალი მთავრობისა მიკვირს, თუ ყველაფერი იციან და არაფერს აკეთებენ, ეს დანაშაულია, თუ არ იციან, მაშინ მე დამიძახონ და დეტალურად ვეტყვი ყველაფერს....მაგალითად, ზურაბ ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდება, ძალიან ძვირადღირებული მანქანებით დაბრძანდება და საკმაოდ დიდი ფული ტრიალებს ამ ბანდის ხელში. წესით, ქართულმა სპეცსამსახურებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ. კი, ბატონო, თუ არაფერს არ გააკეთებენ, სიტუაცია ამყრალდება და მერე გვიანი იქნება". (,,ალია"N28(2782); ავტორი: გელა ზედელაშვილი)
  3. ბატონო დავით! როგორია სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი და რა პრიორიტეტებზეა გათვლილი?
  4. ინტერვიუ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ჩემი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ ელისო კილაძესთან ..ქართულ ოცნებას" უნდა გამოეჩინა კეთილი ნება, როგორც გამარჯვებულ კოალიციას და შუალედური არჩევნები სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის უნდა დაეთმო, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება გამოცოცხლდეს, ,,ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური თამაშის წესებს ამკვიდრებს და სხვა პოლიტიკური მოთამაშეები, თუნდაც ნინო ბურჯანაძე, გადადის თამაშგარე მდგომარეობაში. როცა ქვეყანაში არის მხოლოდ ორი ძალა, იქ ყოველთვის არსებობს სხვადასხვა კულუარული გარიგებების შესაძლებლობა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საღმა პოლიტიკურმა ძალებმა კონსულტაციები უნდა დაიწყონ მეასამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე. რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, მაქვს ინფორმაცია, რომ ნაძალადევის რაიონს დაჟინებით ითხოვდა ირაკლი ალასანია. მოგეხსენებათ, თეა წულუკიანმა გაიმარჯვა იქ და აუცილებლად ,,დემოკრატებისგან" უნდა ყოფილიყო წარდგენილი კანდიდატი. ვფიქრობდი, რომ ივანიშვილი ალასანიას დაუთმობდა ნაძალადევის რაიონს, თუნდაც იმიტომ, რომ მათ შორის რეალურად დაწყებული დაპირისპირება, რომელიც გაურკვეველ სტადიაშია გადასული, შეენიღბათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ივანიშვილი ხელოვნურ გარიგებებზე არ წავიდა და ეს კვოტა ,,რესპუბლიკელებს" მისცა. ველოდი იმასაც, რომ ბიძინა ივანისვილი კეთილ ნებას გამოიჩენდა და ნაძალადევის რაიონში სოსო მანჯავიძეს კონკურენტს არ დაუყენებდა. მომწონს თუ არა ვინმე, ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, ციხის სკანდალურ ფაქტებთან დაკავშირებულმა ყველა პიროვნებამ ძალიან დიდი რისკი გასწია, ერთ-ერთი მათგანი კი ამ ჯგუფიდან, არის სოსო მანჯავიძე და ადამიანს ეს დამსახურება უნდა დაუფასონ". (,,ალია"N26(2780); ავტორი:ნინო სამხარაძე)
  5. ინტერვიუ სამცხე–ჯავახეთის ყოფილ გუბერნატორ გიგლა ბარამიძესთან ,,არსებობს ვერსია, რომ სააკაშვილმა უცხოეთიდან მიიღო დავალება ეროვნული უმცირესობებისთვის ავტონომიის მინიჭების თაობაზე და ცდილობს, ეს დავალება პოსტიდან წასვლამდე შეასრულოს.. – ასეთი დავალება სახელმწიფო დონეზე არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არიან ფინანსურად ძლიერი, აგრესიული ჯგუფები, რომლებიც მზად არიან, ყველანაირი თანხა გადაიხადონ და თავიანთი სურვილები აისრულონ. საუბარი არ არის მხოლოდ სომხურ ლობიზე, თურქ–მესხებთან დაკავშირებითაც მუშაობდა ასეთი ლობი და ქვემო ქართლის საკითხებზეც. სააკაშვილი კი, ოღონდ ვინმემ ფული დაანახოს და, საკუთარ დედასაც გაყიდის. ჯერ კიდევ არჩევნებამდე ნათელი იყო, რომ სააკაშვილი ამ კარტს აამოქმედებდა, საჯარო განცხადებაც გავაკეთე, მაგრამ ზომები არ მივიღეთ. შედეგი კი სახეზეა: აღარ გაჩერდა, უცბად გაახსენდა ეროვნული უმცირესობები და ჩახალიანი. ანეკდოტია, ტელევიზიით გამოვიდა და დაგვამუნათა: ჩახალიანი რომ გამოვუშვით, ახლა დაიწყებაო და ჩამოთვალა ქვეყნის ამოვარდნა, დაშლა და გაუბედურება. თვითონ რაც აქვს გულში, იმას აბრალებს ჩახალიანს. სააკაშვილი დღეს ყველაფერზეა წამსვლელი. რა კოჰაბიტაციაზეა საუბარი, მისი ჯგუფი მეხუთე კოლონაა და მათთან თანაცხოვრება შეიძლება? პირადი ურთიერთობები მქონდა და მაქვს ტერ–პეტროსიანთან, ქოჩარიანთან, ნორმალური ურთიერთობა მაქვს სერჟ სარქისიანთან, გარეგინ მეორესთან, მის ძმასთან–ეზრასა და ბევრ სხვა პოლიტიკურ მოღვაწესთან, ამიტომ კარგად ვიცი, ოფიციალურ სომხეთში არ დგას ეს საკითხი. არც თავში უდევთ და არც გულში. მათ არ უნდათ ჯავახეთში დესტაბილიზაცია, არაფერში სჭირდებათ. წმინდა პრაგმატულადაც რომ ვიმსჯელოთ, შეუძლია სახელმწიფოს, რომელსაც პრობლემები აქვს ისლამურ სამყაროსთან, მეორე ფრონტი სხვაგან გახსნას? ეს ხომ გამორიცხულია. პირადადაც უთქვამთ: ჩვენს ინტერესებში ასეთი რამ არ შედისო და გულწრფელად იყვნენ დაინტერესებულნი, ჯავახეთში წესრიგი ყოფილიყო. გარედან ასეთი მხარდაჭერით, ქვეყნის შიგნით კიდევ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს წესრიგი ჩვენ დავამყარეთ და ჩავაბარეთ სააკაშვილს. ჯერ გასუსული იყო და ახლა გაახსენდა რაღაც პრობლემები. არადა ეგ რომ სტრასბურგის მაღაზიებში დადიოდა, ჩვენ ჯავახეთში ვმუშაობდით და ვაწყნარებდით სიტუაციას". (,,ვერსია"N34(790); ავტორი:დავით დევიძე)
  6. ინტერვიუ ,,სახალხო კრების" ერთ–ერთ ლიდერ ლაშა ამირეჯიბთან ,,მე ვიცი ერთი რამ, რაიონებში არის ძალიან ცუდი სიტუაცია. რაკი ,,ნაციონალებს" დასაყრდენი თვითმმართველობებში დარჩათ, მთელი ფინანსები და ძალები იქითაა მობილიზებული. მიშა ოცნებობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე და არ არის გამორიცხული, ამას მიაღწიოს კიდეც. კი მიიღო პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილი ჯერ ისევ მთავარსარდალია. თუნდაც, ავიღოთ ალასანიას უწყება...ირაკლი ნაწყენია ბიძინაზე, რადგან ჰგონია, რომ მას ცუდად მოექცნენ. რამე რომ მოხდეს, შენ როგორ ფიქრობ, ჯარი საით დადგება? დიდი ალბათობით, იქით, რომელ ნავშიც მინისტრი ჩახტება. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ალასანია პირდაპირი პროდუქტია ამერიკელების და რასაც ისინი ეტყვიან, იმას გააკეთებს...შესაძლებელია ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში. გააჩნია, ესენი როგორ დააბამენ ამერიკელებს. რამდენიმე ლობისტური ჯგუფი ახლა ინტენსიურად მუშაობს ,,თეთრ სახლზე" და მიდის დარწმუნება, რომ სააკაშვილი თავის ხალხთან ერთად უნდა მობრუნდეს. მე არ ვიცი რა დაშლასა და დანაწევრებაზეა ლაპარაკი, ამათ დაინახეს, რომ ცენტრში აგებენ, მაგრამ სამაგიეროდ ძალები ჰყავთ გადასროლილი რეგიონებში. ამას ემატება ის ყველაფერი,– არავითარი ცვლილებები პროკურატურაში, არავითარი ცვლილებები პოლიციაში. რა თქმა უნდა, დამნაშავე პროკურორები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სიტუაცია ისევ შემოატრიალონ, მათ არ იციან, რა ელოდებათ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. სულაც რომ ხალხმა აიღოს თავზე ხელი და ყველას გადაუაროს, ესეც ხომ დიდი საშიშროებაა?მოდი, კარგად შევხედოთ სიტუაციას, იქნებ ,,ნაციონალები" განგებ თამაშობენ, რომ ყურადღება მოგვადუნებინონ? ამაზე ფიქრობს ვინმე? დაშლა და გადააადგილება სხვადასხვა რამეა, მე როგორც ვაკვირდები, ისინი გადახალისებაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე დაშლაზე. მე ასეთი დამტკბარი გოკა გაბაშვილი, დავით ბაქრაძე და გია ბარამიძე არასოდეს მინახავს, ეს არ გიჩენს ეჭვებს?". (,,ალია"N25(2779); ავტორი:გელა ზედელაშვილი)
  7. ინტერვიუ პოლიტოლოგ მამუკა არეშიძესთან ,,ორხელისუფლებიანობა ქვეყნის განვითარებას ხელს არ უწყობს. მე ვერ ვხედავ კონსტრუქციულ კამათს ამა თუ იმ თემაზე, არამედ ვხედავ გაუთავებელ კონფრონტაციულ კამათს ყველაფერზე და თან არაფერზე. პრაქტიკულად, უმრავლესობა ეფექტურად ვერ მუშაობს, რადგან ნებისმიერი იდეა. კანონი თუ პროექტი არ ხდება ღია კრიტიკის საგანი, ეშინიათ, ფიქრობენ, - არიქა, ამით ,,ნაციონალური მოძრაობა' არ გავახაროთო. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში იდგმება არასწორი ნაბიჯები და მიიღება არასწორი გადაწყვეტილებები. ყველა ელოდება მეორე მხარის სერიოზულ შეცდომას, ეს იქნება შიდა თუ საგარეო პოლიტიკა. აი, მაგალითად, რუსეთთან მიმართებაში. ბევრი ჩემი კოლეგა ორიენტირებულია იმაზე, რომ წინა ხელისუფლებას რუსეთთან რა კავშირებიც ჰქონდა, კრიმინალური, კორუფციული კავშირების დეზავუირება მოახდინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ქართული საზოგადოების მხრიდან რუსეთთან მიმართებაში გარკვეული ნაბიჯები იდგმება. დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ დეკლარაციების დონეზეა კავშირების მომხრე, ჯერ კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს, თუ არ ჩავთვლით, ქართული პროდუქციის რუსეთში გატანის ხელშეწყობას. მაგრამ ქართული საზოგადოების ეს აქტიურობა მისასალმებელია, თუმცა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. ამ მხრივ გააქტიურდა, მიუხედავად იმისა, რომ სიფრთხილეა საჭირო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავჩერდეთ, რადგან სხვა გზა, უბრალოდ, არ დაგვრჩენია. უამრავი გეოპოლიტიკური საფრთხეები გვაქვს და ჩვენი ვალია ამ საფრთხეების შემცირება. ეს არის პოლიტიკური ისლამის საფრთხე, გნებავთ, რუსეთიდან მომავალი საფრთხე, ამ საფრთხეების შემცირებაა აუცილებელი და სწორედ ამიტომ დგამს ქვეცნობიერად საქართველოს საზოგადოება ამ ნაბიჯებს". (,,კვირის ქრონიკა"N12(586); ავტორი:ნინო სამხარაძე)
  8. ,, ყაზტრანსგაზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკა სარია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას მათ უწყებაში საგადასახადო შემოწმების შესახებ არ ადასტურებს. მისი თქმით, ამჟამად, ,,ყაზტრანსგაზში" არც გეგმიური და არც არაგეგმიური შემოწმება არ მიმდინარეობს.
  9. ,,ტელეკომპანია ,,იმედი" 10-წლის იუბილეს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად ხვდება. არხს, როგორც დღეს გახდა ცნობილი, 30-წლიანი სატელევიზიო გამოცდილების მქონე დენ ბეიტსი უხელმძღვანელებს. რევაზ საყევარიშვილი, რომელიც გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ,,იმედში" რჩება და მუშაობას ტელევიზიის მფლობელი კომპანიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს.
  10. ინტერვიუ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ სულიკო ყამარაულთან ,,პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მითითებით, საქართველოს მთავრობამ აგრარული უნივერსიტეტი და მასში შემავალი 14 სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი თავისი შენობა–ნაგებობებით, მიწითა და სხვა ქონებით, საკუთრებაში გადასცა ბატონ კახა ბენდუქიძეს, ჩვენ მიერ მოკვლეული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ეს ქონება შედგება 974 230 კვმ მიწის ფართობისგან, რომელიც უმნიშვნელო ფასად – 4 მილიონ აშშ დოლარად – გადაეცა ბატონ კახა ბენდუქიძეს, თანაც – განვადებით ( მან ეს თანხა 2 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს). მარტივი გამოთვლებით გამოდის, რომ ბენდუქიძემ 1 კვმ მიწის ფართობი 4,1 აშშ დოლარად შეისყიდა. არადა, ამ ზონაში ერთი კვ. მეტრი მიწის მინიმალური საბაზრო ფასი შეადგენს 200 აშშ დოლარს, ანუ ბენდუქიძისთვის გადაცემული ფართობის რეალური ფასია 194, 8 მლნ დოლარი. ამაში არ არის გათვალისწინებული დაახლოებით 120 ათასი კვმ შენობა–ნაგებობების ღირებულება და იმ მოძრავი ქონების საფასური, რომელიც გააჩნდა იმ დროისათვის საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და მასში შემავალ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებს. ამ შენობა–ნაგებობის 1 კვმ ფართობის ფასი, სულ მცირე, 500 დოლარადაც რომ ვიანგარიშოთ, შეადგენს 60 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მოძრავი ქონების რეალური ფასია 25 მლნ დოლარი. ანუ მთლიანად იმ ქონების ღირებულება, რაც გადაეცა ბატონ ბენდუქიძეს, არის 280 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ,,დიდსულოვანმა" ბენდუქიძემ თანხმობა განაცხადა მხოლოდ 4 მილიონის გადახდაზე და თანაც – განვადებით....ბენდუქიძემ ჩალის ფასად ჩაიგდო ხელში სახელმწიფო საკუთრება. ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება, რომელიც ე.წ. აგრარული განათლების რეფორმის ,,ნაციონალისტურ" რიტორიკაშია გახვეული. ქონების დასაკუთრების შემდეგ, ბატონმა კახა ბენდუქიძემ ჩაატარა ე.წ. რეფორმები და გააუქმა უნიკალური ლაბორატორიებით, სამეცნიერო–კვლევითი ბაზებით აღჭურვილი თითქმის ყველა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, დაანგრია ზოგიერთი კვლევითი ინსტიტუტის შენობა, დაითხოვა საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერები, სამაგიეროდ, სამსახურში მიიღო ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, აწ უკვე ყოფილი მაღალჩინოსნები: ანდრია ურუშაძე, ხატია დეკანოიძე, თამარ ჩერგოლეიშვილი, ვატო ლეჟავა, შოთა უტიაშვილი და სხვ. ყოფილი მაღალჩინოსნების ერთად თავშეყრის პოლიტიკა რასაც მოუტანს სოფლის მეურნეობასა და მთლიანად ჩვენს ქვეყანას, ალბათ, ყველასათვის გასაგებია". (,,ყველა სიახლე"N11(357); ავტორი: ნანა ფიცხელაური)
  11. ,,მას შემდეგ, რაც სამტრედიის რაიონის მაჟორიტარი, კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრი გახდა, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი, თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი, ხოლო ბაღდათის რაიონის მაჟორიტარი, არჩილ კბილაშვილი – მთავარი პროკურორი, 27 აპრილს ვაკანტურ ადგილებზე ბედს სხვები ცდიან....ნაძალადევის რაიონში ,,ქართული ოცნებისა" და ,,ნაციონალების" კანდიდატს ,,წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი, სოსო მანჯავიძე შეეცილება, მაგრამ საინტერესოა ვის წარმოადგენს თავად ბიძინა ივანიშვილი? 10 მარტამდე კოალიციაში ინტენსიურად განიხილებოდა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, იუსტიციის ყოფილი მონისტრის (მიხეილ სააკაშვილის) ყოფილი მოადგილის, შემდეგ კი პრეზიდენტის (ედუარდ შევარდნაძის) საპარლამენტო მდივნის, მარიამ ცაცანაშვილის კანდიდატურა. როგორც ამბობენ, მას მხარს თავად ივანიშვილიც უჭერდა, მაგრამ ამ დროისთვის სიტუაცია აირია, პარლამენტში სამ მანდატს ის პარტიები ითხოვენ, რომლებსაც შედარებით მცირე წარმომადგენლობა ჰყავთ, ასეთები არიან: ,,მრეწველები", ,,კონსერვატორები" და ,,ფორუმი". მართალია მარიამ ცაცანაშვილის კანდიდატურა ჯერ არავის მოუხსნია, მაგრამ თუ სამი ადგილი ამ პარტიებმა ,,დაითრიეს", ,,ოცნების" რჩეული გაწბილებული დარჩება, რაც არა მგონია, პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყოს". (,,ალია"N19(2773); ავტორი:გელა ზედელაშვილი)
  12. ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ,,ივანიშვილი ემზადება სერიოზული ნახტომისთვის. ეს არის სერიოზული საკადრო წმენდა და საკუთარი გუნდის სერიოზული გადახალისება. კულუარული თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები უკვე მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ პიარჯგუფებმა მუშაობა დაიწყეს. ეს ძალიან მნისვნელოვანი საკითხია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. პიარ–ჯგუფი სერიოზულ მონიტორინგს ახორციელებს. როგორც ვიცი ივანიშვილის გაღიზიანების ხარისხი მისი ზოგიერთი თანაგუნდელის მიმართ გაიზარდა...კონკრეტული გვარ–სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რომ დავასახელო, ისინი პრევენციულ ღონისძიებას გაატარებენ და მოემზადებიან კრიზისული სიტუაციისთვის. გაიხსენეთ ბატონი ბიძინას ინტერვიუ, ახსენეთ საგარეო საქმეთა მინისტრის გვარიც. შესაძლებელია ივანიშვილის უკმაყოფილების ადრესატი ფანჯიკიძეც იყოს. მე შემიძლია მხოლოდ ირიბი მაგალითები მოვიყვანო, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ მიმითითებს ამაზე. როგორც ვიცი, დაახლოებით 4–5 მინისტრის გადაყენება არ ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ,,ნაციონალების" წისქვილზე დაასხამს წყალს. ასევე სააკაშვილს მისცემს საშუალებას, თვითონაც გადააყენოს რამდენიმე მინისტრი, რომლის გადაყენების უფლებაც მას კონსტიტუციურად აქვს. კერძოდ, სამი ძალოვანი მინისტრი თუ გადააყენა სააკაშვილმა, დამთავრდება ამბავი, მთავრობა გადაყენებულია. ისე, რამდენიმე მინისტრის მიმართ გაღიზიანება აშკარად იგრძნობა ივანიშვილის ქმედებაში. არ მინდა ზედმეტად ვილაპარაკო და ზედმეტი მტრები გავიჩინო, ჩვენი ამოცანაა პროცესების განვითარებას შევუწყო ხელი და არა ის, რომ ზოგიერთი ადამიანი დაისაჯოს". (,,ალია"N19(2773);ავტორი: ნინო სამხარაძე)
  13. ინტერვიუ ,,სახალხო პარტიის" ლიდერთან და უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილთან ,,19 აპრილი – ეს არის ,,ნაციონალების" მომხრეების გამხნევების დღე, შეკრებენ მათ, ვინც დაკითხვაზეა დაბარებული, ასეთი კი უამრავი ადამიანია ,,ნაციონალებში", საუკეთესო შემთხვევაში ეს ხალხი გადაკეტავს რუსთაველს და თუკი სააკაშვილი გამოიყენებს თავის ბერკეტებს, მხოლოდ მივესალმები ამ ამბავს. ჩემს გეგმებში ჯდება, დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ გადალახოს ბარიერი. ვიღაცეებისაგან განსხვავებით, ეს არ მაშინებს, მიხარია...თუ ამას გააკეთებს სააკაშვილი, დაასრულებს ,,ნაციონალურ მოძრაობას", ბატონ ბიძინას იმას ვთავაზობდი, რომ ხელოვნურად გამოგვეწვია კრიზისი, არ დაგვემტკიცებინა ბიუჯეტი და დამდგარიყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დღის წესრიგში. თუ სააკაშვილი ამას თვითონ გააკეთებს და იმ ტოტს მოიჭრის, რაზეც ზის, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ამ იდეის განხორციელებაში სააკაშვილის მოწინააღმდეგეები თავისი თანაპარტიელები იქნებიან, თორემ ჩვენ რა გვედარდება. ,,ნაცმოძრაობა" – ეს არის ისტორიის გადაშლილი ფურცელი, რაც მალე დამთავრდება, უკეთესია. ამის უმოკლესი გზა არის არჩევნები და რაც მალე იქნება, მით უკეთესი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დასავლეთის ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ახალი ხელისუფლების მიმართ შესაძლოა, ხელისუფლების დამხობას ხელი შეუწყოს. ეს ახლოსაა ლოგიკასთან, ხელები მექავება, როდის განხორციელდება ,,ნაციონალების' მხრიდან ამის მცდელობა. მოუთმენლად ველი , გველეშაპის თავი ბოლომდე გავჭყლიტოთ". (,,კვირის ქრონიკა"N10(584); ავტორი:ნინო სამხარაძე)
  14. ,,დღეს ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს" არც გენდირექტორი ჰყავს და არც საინფორმაციო სამსახურის უფროსი. ამ ვაკანსიებზე არაერთი კანდიდატურა განიხილება. შესაძლოა, დირექტორად ,,იმედის" ყოფილი შეფი, გიორგი არველაძე დანიშნონ, რადგან ეს ბიჭი, ,,ნაცების" ნებისმიერი სურვილის უსიტყვო შემსრულებლადაა ცნობილი. კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ სააკაშვილი მზადაა, მანანა მანჯგალაძეს შეელიოს და ,,პირველი არხის" გენერალურ დირექტორად გაუშვას, ოღონდ კი ამ არხზე მისი გუნდის გავლენა არ შესუსტდეს. განიხილება ეკა კვესიტაძის კანდიდატურაც.. თუმცა არ არის გამორიცხული, კვესიტაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნოს – მას ორივე პოსტზე განიხილავენ. ჟურნალისტ ლიკა ხურციძესაც აქვს ,,მოამბის" უფროსის პოსტის დაკავების შანსი, ოღონდ, მინიმალური. ლაპარაკია ,,რუსთავი 2"–დან ,,კურიერის" პროდიუსერის, ნანა ინწკირველის გადმოყვანაზეც. მას საინფორმაციოს უფროსად მუშაობის გამოცდილება აქვს – ,,იმედში" ეს პოსტი ეჭირა. მოკლედ, ჯერ გაურკვეველია, ვინ დაიკავებს ვაკანტურ ადგილებს, მაგრამ ცხადია, ,,პირველ არხზე" არაფერი შეიცვლება. და კიდევ, ჭანტურიას მმართველობის დროს გაჩენილი მუქთამჭამელები – 260 ადამიანი დღემდე გაფორმებულია ,,საზოგადოებრივ მაუწყებელში", იღებენ მაღალ ხელფასს, მაგრამ ისინი თვალით არავის უნახავს. ესენი არიან ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ოჯახის წევრები, ნათესავები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და ზოგიერთი ,,ნაც–პოლიტიკოსის" საყვარელი. მაგალითად, ,,პირველ არხზე" გაფორმებულია სხვადასხვა სამოდელო სააგენტოს 50–მდე მოდელი და მათ თვეში 2000–დან 3000 ლარამდე აქვთ ხელფასი, ,,სამსახურში" კი ერთხელაც არ ყოფილან. პრინციპში მათ სხვა სამასახურისთვის უხდიან ამხელა გასამრჯელოს – ,,ნაციონალ' პოლიტიკოსებთან სექსისთვის...გიორგი არველაძის სტრიპტიზ ბარის ერთ–ერთი მოცეკვავეც ყოფილა გაფორმებული ტელევიზიაში, რომელიც ერთ–ერთი ,,ნაც–დეპუტატის' ძმის საყვარელია და თვეში 3000 ლარს უხდიან ,,ხელფასად". მიხეილ სააკაშვილის სამი ყოფილი საყვარელიც იღებს ყოველთვიურად 3000–3000 ლარს და ისინიც მოდელები არიან....ამ 260 კაცის საშუალო ხელფასად 2500 ლარი რომ ავიღოთ, გამოდის, თვეში 65 000 ლარს იჯიბავენ, წლიურად კი – 7 მილიონ 800 000 ლარს"... (,,კვირის ქრონიკა"N10(584); ავტორი:ხათუნა ელბაქიძე)
  15. ,,საპარლამენტო უმრავლესობაში დიდი სამზადისია, მარტის შუა რიცხვებში საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები. პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ ცვლილებებს დაახლოებით 130 დეპუტატი მისცემს ხმას, ანუ უმცირესობიდან სადღაც 45 დეპუტატი, რაც ნამდვილად გაბერილი ჩანს, მაგრამ, როგორც უმრავლესობის ერთ–ერთი წევრი პირად საუბარში ამბობს, თვითონაც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ სააკაშვილის საპარლამენტო გუნდში ამდენი მომხრე გამოუჩნდებოდათ. მისივე თქმით, ასეთებად ძირითადად მაჟორიტარები მოიაზრებიან, გვარებიც უკვე დადგენილია და ამის გამო უმცირესობაში განხეთქილებაც დაიწყოო. ბუნებრივია,თუ მაჟორიტარების უმეტესობა მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ,,ნაციონალებში" ოდიოზურ და ნაკლებად ოდიოზურ ფიგურებს შორის აუცილებლად გაირბენს ,,შავი კატა". წყაროს თქმით, ცვლილებებს მხარს უჭერენ: ანზორ ბოლქვაძე, გოდერძი ბუკია, კახა ბუცხრიკიძე, გიორგი გოზალიშვილი (ამ ადამიანმა უკვე მოუხადა ბოდიში ბიძინა ივანიშვილს, ლაგოდეხში არ ვიქცეოდით კარგადო), გოჩა ენუქიძე, პაატა ლეჟავა, გურამ მისაბიშვილი და სხვები. ეს სია 100 პროცენტით არ არის დაზუსტებული, თუმცა, როგორც უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი მანანა კობახიძე ამბობს, მაჟორიტარების გარდა რამდენიმე მძიმეწონიანი ,,ნაციონალიც" უჭერს მხარს აღნიშნულ ცვლილებებს, მაგალითად, გია ბარამიძე...,,ეს ადამიანი კერძო საუბრებში გვეუბნება: კი, ბატონო, მხარს გიჭერთ, მაგრამ მაინც დავილაპარაკოთო"_აცხადებს კობახიძე". (,,ალია"N17(2771); ავტორი:გელა ზედელაშვილი)
  16. ,,სანაციონალეთს" – თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაუბრუნდა! შაშკინს მშობლიურ მიწაზე ფეხშიშველი სირბილი რომ მონატრებია, ეს აეროპორტშივე აღნიშნა: ,,ყველამ იცოდა, სად ვიყავი – ვიმყოფებოდი აშშ–ში და არ ვიმალებოდი. ვარ საქართველოს მოქალაქე და ამ ეტაპზე, გადავწყვიტე, სამშობლოში დავბრუნებულიყავი ოჯახთან ერთად". რატომ იყო წასული? შვებულება გაუგრძელდა! რატომ ჩამოვიდა? შვებულება დაუმრთავდა! ალბათ, ხვალ–ზეგ ახალი ,,ბომბიც" გასკდება და გაირკვევა, რაში ხარჯავდა თავდაცვის მინისტრი შაშკინი ბიუჯეტის თანხებს. ,,რამდენიმე დღე ვერ გაარკვიეს თავდაცვის სამინისტროში ერთი დანადგარის დანიშნულება. დიდი ძიების შემდეგ გაირკვა, რომ თურმე ეს დანადგარი ყავის ,,მადუღარა " იყო. ყავა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი შაშკინი სვამდა, 250 დოლარი ღირდა ერთი ჭიქა",– უთხრა ,,ალიას" სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა. ამ ფონზე ახალაია უფრო ხელგაშლილი, გულუხვი და თქვენ წარმოიდგინეთ ,,საზოგადო მოღვაწეც" კი ყოფილა, შაშკინს კი თურმე მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემა ეხერხებოდა..." (,,ალია"N17(2771); ავტორი:დარეჯან მეფარიშვილი)
  17. ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჩემი საქართველოს" ლიდერ ელისო კილაძესთან ,, ვანო მერაბიშვილი სრულიად პრაგმატულად უყურებს ამ სიტუაციას. თათბირებზე, ვიწრო წრეში ის ამბობს,– ჩვენ შუალედურ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, დავფიქსირდეთ უბრალოდ, როგორც პარტია, ჩვენ წავაგებთ საპრეზიდენტო არჩევნებსაც, ,,ცოცხების პარტიის" იმიჯს ვერ მოვიშორებთ, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე უნდა მივიღოთ მონაწილეობა, შეიძლება საკრებულოებში წარმოდგენილები ვიყოთ ფრაქციის დონეზე, უნდა ვიმუშაოთ და 2016 წლისთვის პოლიტიკურ ძალად უნდა ვიყოთ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. კილაძის ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში თათბირი იყო, გუბერნატორები ჰყავდათ დაბარებული, თითოეულ მათგანს მოსთხოვეს, მიტინგზე მოიყვანონ 1000–მდე კაცი. თუმცა მათი მხრიდან პასუხი იყო ადექვატური, ამ სიტუაციაში 1000 კაცის მობილიზაციას ვერ შევძლებთ, შეგვიძლია 200–300 კაცის ჩამოყვანა. დამთავრდა ის რეალობა, როცა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის მიტინგებზე ყვითელი ავტობუსებით ხდებოდა ხალხის მობილიზება. ყოფილა შემთხვევა, როცა მიშა აგვიანებდა, შეკრების ადგილას კომერციული სტრუქტურები ხალხს ნაყინითა და ცივი წყლით ამარაგებდნენ. ეს რეალობა ქვეყანაში აღარ არის, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი დაცვაც აღარ მიჰყვება, დაცვის ის თანამშრომლები, რომლებიც მასთან წლების განმავლობაში მუშაობდნენ, უარს ამბობენ სააკაშვილთან გადასვლაზე, ისევე, როგორც მასთან მუშაობა აღარ უნდა სპეცრაზმს, რომელიც პრეზიდენტს იცავს. ის არის სრულიად არაადეკვატური ადამიანი, არაპროგნოზირებად გიჟს ქუჩაში სდიონ, არავის არ უნდა". (,,ალია"N17(2771); ავტორი:ნინო სამხარაძე)
  18. ინტერვიუ საინფორმაციო პორტალ ,,პლანეტა. გე"-ს ხელმძღვანელ სოფიო ხორგუანთან ,,პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, ვინც ადამიანის უფლებები დაარღვია წლების განმავლობაში, ვინც დევნიდა განსხვავებულ აზრს, ვინც ართმევდა ადამიანებს კერძო საკუთრებას, მათ ეს არ უნდა შერჩეთ. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. ქვეყანა წინ ვერ წავა, თუ დაუსჯელობის სინდრომი ისევ დარჩება. მაშინ ახალი ხელისუფლებაც ჩათვლის, რომ რაც სურს, იმას გააკეთებს და დაუსჯელი დარჩება. ადეიშვილი ჩამოვა და იტყვის, რომ სახელმწიფო მოღვაწეა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, ასევე კოტე კუბლაშვილს ექნება იმის პრეტენზია, რომ სამართლებრივი რეფორმების ავტორი იქნება. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ დაუსჯელობის სინდრომი დასრულდეს. ეს არ უნდა იყოს გარიგების თემა. პოლიტიკური დიალოგის თემა შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები, სახელმწიფოს მოწყობის თემა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, საარჩევნო კოდექსი და სხვა. უნდა გავმიჯნოთ, რაზე შეიძლება დიალოგი და რაზე არა. რაზეც უკვე მოგახსენეთ, იმ თემებზე შეიძლება საუბარი, თანაც ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია. სააკაშვილის მძევლად ყოფნა, დამერწმუნეთ, არც ერთ ადამიანს არ უნდა, არადა სააკაშვილი ისეთ ამნისტიას ითხოვს თავისი თანაგუნდელებისთვის და ისე საუბრობს შანტაჟის ენით, რომ ასეთი განცდა ადამიანებს გააჩნიათ; თუმცა მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილს არა აქვს იმის რესურსი, რომ მთელი სახელმწიფო მისი მძევალი იყოს. ის არ არის დღეს იმ ვითარებაში, რო ნაღმის აფეთქება შეძლოს. მისი წვრილმანი მავნებლობის შედეგებს ვხედავთ.". (,,ახალი თაობა" N54(6055); ავტორი: თამარ ნინიძე)
  19. ინტერვიუ საინფორმაციო პორტალ ,,პლანეტა.გე"–ს ხელმძღვანელ სოფიო ხორგუანთან ,,სააკაშვილის ყველა ბოლოდროინდელი განცხადება მიმართული არ არის იქითკენ, რომ ქვეყანაში სტაბილური განვითარება იყოს,. ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, აცხადებს, რომ რუდუნებით აშენებდა სახელმწიფოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა, ეს მისი პროპაგანდის ნაწილია, რათა თავი გადაირჩინოს და გაემიჯნოს ყოველივე იმას,რისი შემოქმედი თავადვე იყო, ისე უნდა წარმოგვიდგინოს, რომ დღეს თუ ცუდი მდგომარეობაა ქვეყანაში, თურმე ეს მისი პასუხისმგებლობის საქმე არ არის. ის ქმნის მუდმივი დაძაბულობის ფონს, რომ ამ წნეხის პირობებში ადამიანმა ვერ დაგეგმოს ხვალინდელი დღე, სტრესის ქვეშ ადამიანი მოტივირებული არ არის და რეალურად ვერაფერს აკეთებს.... რასაც სააკაშვილი აკეთებს, ეს არის მავნებლობა, მისი განცხადებები ეთნიკურ უმცირესობებთან, ბანკებთან დაკავშირებით, რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გასატანად რუსი ექსპერტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ეს ყოველივე მიმართულია იმისკენ, რომ დაძაბულობა გაიზარდოს ქვეყანაში და განვითარების ტემპი შენელდეს. ქვეყანა ნამდვილად მიდის წინ. ერთ დღეში და ერთ თვეში შესამჩნევი ეს არ არის, მაგრამ რეალურად წინსვლა მიდის, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, არავის აწამებენ, გაუგებარ ტენდერებში გაურკვეველი პიროვნებები არ იგებენ, კერძო საკუთრებას არ გართმევენ, ეს წინგადადგმული ნაბიჯია. გაზის ტარიფი რომ ხუთი თეთრით შემცირდა, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობაში ვაუჩერებს არიგებენ, ასევე ჯანდაცვის სისტემაში რომ საყოველთაო დაზღვევის სისტემა შემოვიდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია...მაგრამ ამის მიუხედავად, მოქალაქეს აქვს მეტი მოთხოვნილება, რომ ქონდეს მეტი კომუნიკაცია ხელისუფლებასთან...შიში, რომელიც ამ წლების მანძილზე იყო, არსად წასულა, ისევ არის, ინიციატივის გამოჩენა, განსხვავებული აზრი, თავისუფალი აზრის დევნა გამჯდარია საზოგადოებაში, ამიტომ დიდი მოლოდინი გვაქვს ამ ხელისუფლების მიმართ." (,,ახალი თაობა"N54(6055); ავტორი: თამარ ნინიძე)
  20. ინტერვიუ მოძრაობა ,,ეროვნულების" ლიდერ სანდრო ბრეგაძესთან ,,ჩემი ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილს რამდენჯერმე აქვს გამოცხადებული თავის გარემოცვაში, რომ ის გადადგება, მას უნდა შეეშვას პოლიტიკას და ყველაფერს თავი მიანებოს!...მიშას იმდენი ფული აქვს, რომ, ალბათ, სადმე კურორტზე უნდა წასვლა, სადაც თავის გარემოცვას ხელიდან დაუსხლტება და დაემალება, მაგრამ სააკაშვილი თავისი გარემოცვის ტყვეა!...მან შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებისგან მიიღოს იმუნიტეტი, რათა არ აღმოჩნდეს გისოსებსმიღმა, რასაც ვერ ვიტყვით მერაბიშვილის, ადეიშვილის, ბოკერიას, უგულავასა და სხვა დამნაშავეებზე. აქედან გამომდინარე, ეს ხალხი ყველანაირად ცდილობს, მიშასთან ახლოს იყოს, რათა სააკაშვილი ხელიდან არ დაუსხლტეთ და მარტონი არ დარჩნენ!..ეს ადამიანები აშანტაჟებენ კიდეც სააკაშვილს და ეუბნებიან,- შენ ან ბოლომდე იბრძოლებ, ან ჩვენ მოვაღებთ პირს და ყველაფერს ვიტყვით, რომ სუყველაფერი შენი ბრძანებით კეთდებოდაო!... გარემოცვას შესაძლოა ძალიანაც აძლევდეს ხელს სააკაშვილის თავიდან მოშორება, მაგრამ ამ ეტაპზე მიშა მაგათთვის არის ფარი და მაგარი ,,ქოლგა"!...ვიდრე მიშას პრეზიდენტი ჰქვია, ,,ნაცმოძრაობისათვის" ძალიან ადვილია ელჩებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობა, მაგრამ მიშა არის ჩიხში,- არ იცის რა გააკეთოს!...დღეს მე პირველად დავინახე, რომ ბატონი ბიძინა მიხეილ სააკაშვილს აღიქვამს არასერიოზულ ადამიანად!...რაც შეეხებათ ,,ნაციონალებს", ბუნებრივია, მათში არიან ადამიანები, რომლებიც არ მოინდომებენ, საფლავში ჩაყვნენ ახალაიებს, ადეიშვილსა და მერაბიშვილს, რომლებსაც უსასტიკესი დანაშაული აქვთ ჩადენილი...ამდენად, მე ,,ნაციონალებში" დაპირისპირების გაღრმავებას ველოდები და სავარაუდოდ, შემოდგომისთვის ,,ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, აღარ იარსებებს!...მე, მაგალითად, იმის მომხრე ვიქნები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, სადაც, დამერწმუნეთ, ,,ნაციონალური მოძრაობა" ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს და აღმოჩნდება პარლამენტსმიღმა!... (,,ალია"N16(2770); ავტორი: დიტო ჩუბინიძე)
  21. ინტერვიუ საარჩევნო ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ კახა კახიშვილთან ,,მე არ ვურჩევ ახალ მთავრობას, რომ გაჰყვეს პოლიტიკური ამნისტიის გზას, რადგან ის გაბრაზება, რაც განპირობებულია 9 – წლიანი ხისტი მმართველობის გამო, გადავა ახალ ხელისუფლებაზე, თუკი ეს ამნისტია იქნება შეთანხმებული. სააკაშვილი ამ ვაჭრობით ცდილობს, რომ თავისი ერთი ბერკეტის დათმობით ახალ ხელისუფლებას ძალიან ბევრი რამ დაათმობინოს, მათ შორის იცით, რომ სააკაშვილის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ექნებათ სამართალდამცავებს და ამიტომაც ახლა იმუშავებს იმ თემებზე, რომ რეალურად მას არავინ შეეხოს. ფინანსური წყაროები, რომელიც მას აქვს, მის გარემოცვას, ხელშეუხებელი დარჩეს, იქ არის მთელი ბიზნესგადანაწილება და მარტივად არ არის მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემატიკაზე საუბარი. ჩემთვის ერთი რამ არის გაურკვეველი,– თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის უმრავლესობას რეალურად აქვს 100 ხმა, რა საჭიროა ეს უშედეგო შეხვედრები და სხვადასხვა თემებზე ვაჭრობა. ახალი მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს სტაბილურობის შენარჩუნება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომლის შემდეგაც აუცილებლად დღის წესრიგში უნდა დადგეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიული მოთხოვნა იყო ივანიშვილის მხრიდან, ეთქვა თანხმობა ან უარი კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, საბოლოო პასუხი სააკაშვილისგან მაინც არ არის, სააკაშვილი აცხადებს, რომ არ გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ ბერკეტს, მაგრამ ამავდროულად, არ ადასტურებს, რომ მისი საპარლამენტო შემადგენლობა მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ ცვლილებებს. საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაგვარკვიონ, რა მოხდა ივანიშვილის ბოლო შეთავაზებასთან დაკავშირებით, იყო თუ არა რეალურად პასუხი გაცემული დადებითი ან უარყოფითი პრეზიდენტის მხრიდან და თუ პასუხი არ იყო კონკრეტული, რას აპირებს პრემიერი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამის შესახებ". (,,ალია"N16(2770); ავტორი:ნინო სამხარაძე)
  22. საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი თვლის, რომ პრეზიდენტის და პრემიერის შეხვედრა იმ ფონზე, როდესაც ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა დაპირისპირებულ მდგომარეობაშია , ხოლო ეს ორი ადამიანი ამ ძალების ლიდერი, უფრო მეტია, ვიდრე ივანიშვილმა შეაფასა – ,,შეხვედრა შეხვედრისთვის“. როგორც დარჩიაშვილმა ,,პლანეტა.ჯი“–სთან საუბარში განაცხადა, ძირითადი პრობლემები, რომელზეც პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება, სულ სხვა კუთხით გამოჩნდა : ეს არის საკონსტიტუციო საკითხი, ,,ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრების საკითხი, სასამართლო და მედიის თავისუფლება. დარჩიაშვილი თვლის, რომ ,,კარგია რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა ისაუბრეს, თუმცა ცუდია რომ ივანიშვილი მოვლენებს ისევ პიროვნული კრიტერიუმებით აფასებს“. http://timer.ge/uploads/posts/2013-01/1359013569_davit-darchiasvili.jpg
  23. საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყნის პრემიერის დღევანდელ შეხვედრას ,,საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით აფასებს : ,,შეხვედრა შეხვედრისთვის“. როგორც ხუხაშვილმა ,,პლანეტა.ჯი“–ს განუცხადა, ის ამ შეხვედრისგან ბევრს არც არაფერს ელოდა. ექსპერტი სააკაშვილს ,,პოლიტიკურ შაჰიდს“ უწოდებს, რომლის მიზანია აიფეთქოს თავი და ააფეთქოს მთელი ქვეყანა. ამის მაგალითად ხუხაშვილი საერთაშორისო არენაზე პრეზიდენტის არაადექვატურ განცხადებებს ასახელებს, რომლებიც პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს. ხუხაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო სახიფათო ხდება სახელმწიფოებრივად, იგი ზიანს აყენებს ქვეყნის ინტერესებს. ხუხაშვილი იხსენებს ახლახანს აზერბაიჯანის მიმართ გაკეთებულ პრეზიდენტის განცხადებას, ასევე წითელი ცირკულარით ძებნილი უკრაინის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას, რითაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ორი ქვეყნის ურთიერთობას, მსგავს ,,გამოხტომებს“ ხუხაშვილი პრეზიდენტის ,,ცელქობას“ უწოდებს. რაც შეეხება 19 აპრილის მოლოდინს, ხუხაშვილი ატეხილ აჟიოტაჟს არასერიოზულად მიიჩნევს. მისი თქმით, ,,პაროდიული ნაპოლეონი“, ივანე მერაბიშვილი, მაქსიმუმ 30 – მდე კაცს გამოიყვანს და ,,ნაციონალების“ ნარჩენებს ერთად დავითვლით“. http://www.youtube.com/watch?v=d0zyYZwSMEs
  24. დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ივლიანე ხაინდრავამ ,,რესპუბლიკური" პარტია დატოვა, თავად პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ და იმაზე ფიქრობენ, რა გახდა მსგავსი ჭორის გავრცელების მიზეზი. როგორც ,,პლანეტა.გე"–ს ,,რესპუბლიკური" პარტიიდან აცნობეს, ბატონი ივლიანე ,,ამ წუთებშიც ოფისში იმყოფება და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ხვდება" , ხოლო რატომ არ ჩანდა ივლიანე ხაინდრავა პოლიტიკურ ავანსცენაზე, ამ კითხვაზე პარტიაში აცხადებენ, რომ ,,ის სწორედ ახლა აპირებს პოლიტიკურად გააქტიურებას". თავად ბატონი ივლიანე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. კოდი: ივლიანე ხაინდრავა ,,რესპუბლიკელებს" არ უღალატებს
  25. სააკაშვილისა და მისი ,,ბანდის" მანგლისის სასტუმროში ,,გულაობის" სკანდალური ფაქტები ,,ცხინვალის მიდამოებში ჯერ ისევ იხრწნებიან ქართველი მებრძოლების ცხედრები, ცხინვალისა და ვლადიკავკაზის ციხეებში ჯერაც აწამებენ ქართველ ვაჟკაცებს, რუსის ჯარი ჯერაც ჩექმით თელავს შიდა ქართლსა და სამეგრელოს...ჰოდა, ამ დროს, ამ ვაიპრეზიდენტს ვნებების დაოკება მოუნდა და მანგლისს მიაშურა. მესტუმრეთუხუცესობა დათო ბეჟუაშვილმა ითავა, რაკიღა უფროსი ძმა, გელა უცხოეთში იმყოფებოდა მივლინებით. მხოლოდ ერთი დღე და ღამე გაძლო შერცხვენილმა მთავარსარდალმა თანმხლებ ქალბატონთან ერთად. მერე, ეტყობა, თავისი ,,ნაცშპანა" მოენატრა და ამორეკა თბილისიდან–დავით კეზერაშვილი, პალიკო და კოტე კუბლაშვილები, ვანო მერაბიშვილი, დათა და ბაჩანა ახალაიები, სოსო თოფურიძე, ამირან მესხელი, შალვა ჯანაშვილი, ნიკა გილაური, კობა ხაბაზი, გია ბარამიძე, ეკა ხერხეულიძე, ალანა გაგლოევა, კობა ნაყოფია, გიგი უგულავა, ლადო ვარძელაშვილი, ერეკლე კოდუა...ეს მცირე ჩამონათვალია იმ ,,ნაცებისა", რომელთაც საკუთარი სურვილითა და პრეზიდენტის ნებით, ჯერაც საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ორდღიანი ღრეობა მოაწყვეს მანგლისში. ხალხს რომ ეგონა, ესენი საქვეყნო საქმითა და ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გაყვანით იყვნენ დაკავებულნი, დიდი ,,ტანცი–მანცი" ჰქონდათ გამართული სასტუმროში, ღამით ილხენდნენ, დღე კი ზოგი ბილიარდს, ზოგი–ჩოგბურთს და ზოგიც ბოულინგს თამაშობდა ,,პახმელიაზე". აი, ასე იცავდა ,,ნაცელიტა" სამშობლოს. ვინც უცხოეთში გაასწრო, იმათ ხომ სულ ცალ ფეხზე ეკიდათ ხალხიცა და ქვეყანაც, ვინც აქ დარჩა– იმათ ორივე დაიკიდეს ფეხებზე!" (,,კვირის ქრონიკა"N7(581);ავტორი:ხათუნა ელბაქიძე) კოდი: როგორ იცავდა ,,ნაცელიტა" სამშობლოს 2008 წელს....
×
×
  • შექმენი...