-
პოსტები
1.419 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი PLANETA_INFO
-
ავსტრალიის ტყეებში გავრცელებული ცეცხლის კვამლმა ბრაზილიამდეც მიაღწია
PLANETA_INFO posted a blog entry in სიახლეები პლანეტაზე
ავსტრალიის ტყეებში მძვინვარე ხანძრის კვამლი წყნარ ოკეანეს გასცდა, სამხრეთ ამერიკამდე მიაღწია და ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიაში არსებული კერძო მეტეოროლოგიური კომპანია MetSul-ი ავრცელებს. ადრე იუწყებოდნენ, რომ ხანძრის კვამლმა ჩილესა და არგენტინამდეც მიაღწია და მისი დანახვა ჩილეს თითქმის ყველა ცენტრალური და სამხრეთით მდებარე ქალაქებიდან შეიძლებოდა. ,,ავსტრალიის ხანძრებისგან გამოწვეული კვამლი, რომელიც ატმოსფეროს უერთდება, ამ დილით ბრაზილიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ლივრამენტოს ცაზე (რიო გრანდე დო სოლის შტატი) რუხ ფერად შეიმჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ცაზე ღრუბელი არ იყო.“ - ნათქვამია MetSul-ის მიერ სოცისლურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიის ინფორმაციით, კვამლის მცირე კონცენტრაცია აღნიშნული შტატის სამხრეთ-დასავლეთით, ურუგვაის საზღვართანაც შეიმჩნევა. კომპანია აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობისთvის საშიში რისკი არ არსებობს, რადგან კვამლი საკმაო სიმაღლეზეა და ჰაერის ხარისხზე გავლენას ვერ ახდენს. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ხანძარი, რომლის ლოკალიზებასაც ამ დრომდე ვერ ახერხებენ, უკვე, რამდენიმე თვეა მძვინვარებს. არსებული მონაცემებით ცეცხლმა 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიწვა ათასობით საცხოვრებელი სახლი და განადგურდა მილიონობით ცხოველი და ფრინველი. ზოგიერთ ადგილას ხანძარი ისეთი სიმძლავრისაა და კვამლიც ისეთი სქელი, რომ საჰაერო გზებით მათი ჩაქრობა შეუძლებელი ხდება. ძლიერი ხანძრების გამო, ავსტრალიის სხვადასხვა რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. -
გთავაზობთ ფრაგმენტებს გამოჩენილი ქართველი მწერლების საახალწლო ფიქრებიდან და სურვილებიდან, რომელიც თავის დროზე, მათი მღვაწეობის პერიოდში, სხვადასხვა ქართულ საინფორმაციო საშუალებაში დაიბეჭდა. ვაჟა ფშაველა: ,,ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს. კაცი, რომელიც ხვალინდელი დღისგან არაფერს მოელის, გადუწყვეტია იმედი, ცოცხალ-მკვდარია, ის ცოცხლებში ჩასათვლელი არაა… ყოველ მის საქმეს, მოძრაობას და მოქმედებასაც არა აქვს შნო, არა აქვს ლაზათი. იმას არც თავმოყვარეობა აქვს, არც სხვის სიყვარული შეუძლიან, არც საქმისა, აკლია მხნეობა. ეგრეთვე თუ ერი, როგორც კრებული ადამიანთა. საწყალია ის ერი, რომელსაც დაუკარგავ იმედი ხვალინდელი დღისა, საუკეთესო მერმისისა. თამამად ვიტყვი, რაც უნდა დაბეჩავებული იყოს ერი, რაც უნდა გასაწ####ბული, თუ საუკეთესო მერმისს მოელის და არ გადაუწყვეტია იმედი და არ ფიქრობს: ეგ არის, ჩემი საქმე მორჩომილია, დაღუპული ვარო, ის ერი არც დაიღუპება, არც მოკვდება. მომაკვდინებელს გარემოებაში და პირობებში რომ იყოს, პირობებს შესცვლის და გაიმარჯვებს კიდეც. ხომ იცით კერძო ცხოვრებიდან მაგალითები, ექიმის იმედიანს სიტყვას მომაკვდავი სნეული ფეხზე წამოეყენოს. იმედიანმა სიტყვამ იმედი დაუბადა გულში სნეულს და გააცოცხლა. მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ იმედს როცა აძლევს ექიმი, თან წამალსაც შესაფერს აძლევს სნეულს, ისეთს წამალს – მის სნეულებას რომ მოუხდეს და არა შხამს, საწამლავს. შეიძლება სნეული ცალკე აღებული ადამიანი, მარტო იმედით მორჩეს, უწამლოდ, უარარაოდ, ხოლო დასნეულებული, დაავადებული ერი არასოდეს მარტო ცარიელის იმედით არ მორჩება, თუ წამალი არ მიეშველა. მაინც ერი იმედიანად არადროს არც არის, თუ იგი თავის სხეულში არა ჰპოვებს წამალს, არა ჰხედავს ნიშნებს საუკეთესო მერმისისას და მომავლისას. …ამ ახალწლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად, რომ ყველამ უნდა მოინანიოს წარსულის წლის შეცოდებანი და ახალს წელს მივეგებნეთ ახალის ძალით, მხნეობით, გულწრფელად და ჩავჭიდოთ ღრმად გულში ეს მცნება: საცა ვცხოვრობთ, და რომელ ქვეყნის შვილებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით ვსაზრდოობთ, იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ ჩვენის ძალ-ღონის დაგვარად რაც-კი შეგვიძლიან, რომელი ასპარეზიც უნდა იყოს – ეკონომიური, ზნეობრივი, პედაგოგიური, ლიტერატურული და სხვა. თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ვიქნებით კარგნი, ჩვენს საკუთარს შინაურს საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით… თუ არა და, ტყუილი მოცდენაა, ამაო შრომაა, ვინც იმას ამბობს, კაცობრიობას უნდა ვარგოვო და ეს სარგებლობა ჯერ თავის ძმებისთვის ვერ მოუტანია, თავის ქვეყნისათვის – რომლის ღვიძლი შვილია, – რომლის ავი და კარგი ესმის (და თუ არ ესმის თავის შინაობის ავი და კარგი, ის სხვისას როგორ გაიგონებს და, მაშასადამე, ან რას არგებს).” ილია ჭავჭავაძე: ,,...მართალია, დღევანდელის დღის გამწარებული კაცი ხვალის იმედზეა ხოლმე, მაგრამ ესეც კი უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალე შვილია დღევანდელის დღისა და დღევანდელი დღე შვილია გუშინდელისა. რაკი ასეა, მაშ დედა ვუნახოთ, მამა ვუნახოთ და შვილი ისე გამოვნახოთ, ქართულის ანდაზისამებრ, და მაშინ დავინახავთ, - რა წითელი კოჭი უნდა ბრძანდებოდეს ჩვენთვის ეს ახლად შობილი ახალი წელიწადი, რომლის მზე და მთვარე, ნათელი და ბნელი პირველ შეხედვით თვალით არა სჩანს, აბა ერთი გვიბრძანეთ, - რა მოვუხანით, რა მოვუთესეთ, რომ რა მოგვამკევინოს. „ყოველი მსგავსი მსგავსსა ჰშობსო“, ნათქვამია, და უხეირო, უსაქმურ წელიწადისაგან ნაშობი რა ხეირს მოგვიტანს. განა ამისთანა წელიწადი ერთი და ორია!.. ეს რამდენი დრო და ჟამია, რაც ჩვენ ვიძახით: „წახდნენ ყოველნი ჩვენთვისა, რაიც გვქონდა ქონებანიო“. ვინ არის ამის მიზეზი? არავინ, ჩვენს მეტი, და ამის მაგიერ, რომ ყოველმა ახალმა წელიწადმა ჩვენს თავზე მიგვახედოს, დაგვიჟინია „შემოვდგით ფეხი და გწყალობდეთ ღმერთიო“ და გვგონია, რომ რაკი ეს ვთქვით, ციდან მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდება. ის-კი აღარ გვახსოვს, რომ ღმერთი მარტო გამრჯელის მწყალობელია და უხეიროს, უქმს, უსაქმურს პირს არიდებს. დღენი დღესა სცვლიან, წელიწადნი წელიწადს და ჩვენი თავი კი ისევ ისე წყალს მიაქვს, ანდაზისა არ იყოს, - ურია წყალს მიჰქონდა და გზაც ის იყოვო. გაურჯელს კაცს წყალი წაიღებს. მაშ რა მოუვა. ამას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა. „ღმერთმა ტკბილად დაგაბეროსო“, ერთმანეთისათვის ვნატრულობთ ხოლმე, როცა-კი ახალი წელიწადი კარს დაგვირაკუნებს. რა დიდად სანატრელი რამ არის ეს დაბერება. დაბერებიდან ერთი ფეხის გადადგმაღაა სიკვდილამდე. და რაკი ამაზე მიდგება საქმე, მაშინ ყოველისფერი მწარეა. ან თვითონ სიბერე თავის-თავად მწარეზე უმწარესი არ არის განა? თუ ესეა, აბა ეხლა თარგმნეთ, რას ნიშნავს ტკბილად დაბერება? აშკარაა, ტკბილად დამწარებას და ნუთუ ამაზე უკეთესი სანატრელი აღარა გაგვაჩნია-რა. ამაზე უკეთესი სანატრელი ვეღარა გვიპოვია-რა. ნატვრის უნარიც კი დაგვკარგვია, მოდი და წყალი ნუ წაგიღებს ამისთანას. სხვა რა გზაა? სხვა გზა ის არის, რომ ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ „მხნე იყავ და განძლიერდი“ - აი ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა. აკაკი წერეთელი: „რატომ არის ყოველთვის და მუდამ სასიამოვნო ახალი წელიწადი? რატომ გვიხარია ყველას ახალი წლის დადგომა? სულ უბრალო მიზეზის გამო: იმიტომ, რომ ადამიანი არასოდეს არ არის კმაყოფილი თავის წარსულის და აწინდელი ცხოვრებისა და ამ თავის ცხოვრების გაუმჯობესობას, ყველა თავის სურვილთა და წადილითა სისრულეში მოყვანას შემდეგში, ახალი წელიწადის განმავლობაში მოელის. გასაკვირველი ეს არის, რომ ეს იმედი თითქმის მუდამ უმტყუნდება ადამიანს. თავის წადილი და ნატვრა თითქმის არასოდეს, არც ერთს ახალი წლის განმავლობაში არ უსრულდება, მაგრამ იმის ბუნება იმნაირად არის გაჩენილი, რომ სასოწარკვეთილებაში არ ვარდება, მაინც კიდევ მოელის, უცდის, იმედოვნებს და შეჰხარის ყოველ ახალ წელიწადს. და ეს იმედი, ეს რწმენა, რომ მომავალ წელს შეასრულებს იმას, რაც გასულში არ შეუსრულებია, ანუგეშებს, ამხნევებს, ენერგიას აძლევს ადამიანს; ეს იმედი არის კაცობრიობის წინ წამყენებელი, აღმძვრელი ძალა პროგრესისა, როგორც იტყვიან.“
-
საქართველოში ინდაურის პირველი გამოჩენის თარიღი, პლატონ იოსელიანის მიხედვით ასეა ცნობილი: იდგა 1800 წლის 25 დეკემბერი, შობადღე, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XIII სასიკვდილო სარეცელზე იწვა და მძიმე ავადმყოფი საძინებლიდან უცქერდა მისი ოთახის პირისპირ დადგმულ „ნაკურთხ კარავში“ დაწყებულ საშობაო წირვას, რომლის დასრულების შემდეგაც მოახსენეს მეფეს: „ახლად მოყვანილთა ინდოეთისა ქათამთათვის თფილისს, უცხოდ სადმე სანახავისა. ინება რათა აჩვენონ მას. მსწრაფლ აცნობეს რუსის სალდათსა, ქათამთა ამათ რუსეთით მომყვანსა და მოჰგვარეს მეფესა 2 მამალი და 4 დედალი. მუნ მხლებელთა კაცთა დაუსტვინეს და ქათამთა გაშალეს ფრთები, დაუშვეს ბოყვნი, იწყეს ხმაურობა თვისებრი. განცვიფრებით მსინჯველსა მათსა მეფეს მოახსენეს ღირსება და გემოვნება ინდოეთისა ქათმის ხორცისა. „ნუთუმე სჭამენ ამათსა ხორცსა?“ - იკითხა მეფემ. – „დიახ, მეფევ! დიდსა ხმარებაშია რუსეთში ხორცი ინდოეთისა ქათმისა“. – „ღმერთმან დამიფაროს მაგათის ჭამისაგან“, - ბრძანა მეფემან და მაშინვე დაიწერა პირჯვარი ხელითა, რომლითაცა მარადის ჩვეულებისამებრ პირჯვარის გამოსახვისა დროსა, ხვდებოდა ცხვირსა მისსა. ესრეთ წარიყვანა ინდოეთისა ქათმები რუსის სალდათმან და აქედამ განითესა საქართველოში ინდოეთისა ქათმისა სიმრავლე და ეწოდა მათ დღემდე ი ნ დ ო უ რ ი“. ინდაური იდო არტურ ლაისტის პირველი სტუმრობისას ილიას სახლში გაშლილ სუფრაზე (თამადობდა თვითონ მასპინძელი), რომელსაც ეკატერინე გაბაშვილი ასე აღწერს: სუფრა წმინდა ქართული ხასიათის იყო, ფლავიდგან დაწყებული ტრადიციულ ინდაურამდე...
-
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე დღეს შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცავმა უწყებამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი და მის დამზადება-გავრცელებაში ბრალდებული პირები დააკავა. ექიმი ფეისბუკის პირად გვერდზე სპეციალურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, თუ როგორ მოქმედებს მის მომხმარებელზე ნარკოტიკული ნივთიერება ალფა პვპ და თითოეულ მოქალაქეს მიმართავს, ფრთხილად იყვნენ. ,,თავიდან დავდებ მაინც რომ ნაკლები კითხვა იყოს !! ეს არის ის ნივთიწრება რომელიც დღეს ამოიღეს უპრეცენდენტო რაოდენობა _იცი ალფა პვპ მაქვს ( საუბარია ე. წ აბაზანის მარილი). საიტიდან გამოვიწერე. არაფერი არ არის ცოტას „მოგხოდავს“ და კარგ ხასითზე დაგვაყენებს. მოვწიოთ და მერე „მაგრა ვიდვიჟენიებთ...“ ასე იწყება ვითომ ძალიან ჩვეულებრივი დიალოგი დღეს ახალგაზრდებს შორის!.. და მერე სრულდება კომით, ხან სიკვდილით ან ძლერი პარანოიდული ფსიქოზით და უმძიმესი თავის ტვინის შეუქცევადი ორგანული დააზიენებებით. არ მეგონა თუ ასე რთულად იყო საქმე, ახლახანს დავბრუნდი დასავლეთიდან, შევხვდი ბევრ ექიმს და ვესაუბრე „ემერჯენსის“ წარმომადგნელებს. დღე არ გავა რომ ვინმე არ მოხვდეს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში უძლერესი აღზნებით, ფსიქოზით ან/და კომატოზური მდგომარეობით. ვითომ უვნებელი ნარკოტიკი, რომელიც დღეს არის ყველაზე გავრცელებული საქრთველოში და იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ნარკოგენული თვისებებით, ბევრჯერ აღემატება მეტამფეტამინს და მის მსაგვს ნარკოტიკულ საშულებებს. აღნიშნული ნარკოტიკის სისტემატიური მიღების შემდეგ ვითარდება უმძიმესი ფორმის დამოკიდებულება რომლიც ვლინდება პარნაოიაში, აგრესიაში, თვითდაზიენების შემთხვევებში, მეტყველების და მოძრაობის გაძნელებასა და თავის ტვინის უმძიმეს ორგანულ დაზინებებში!.. აგრეთვე ზედოზირება ხასითდება მაღალი ცხელებითა და მიკარდიუმის ინფარკტით ან/და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით. ზუსტად შსს - ს ბოლო ოპერაციის დროს იყვნენ დაკვებული ის პირები, რომლებიც ამ ნარკოტიკულ საშულებას ინტერნეტით ავრცელებდნენ. თუმცა, ეს წვეთია ზღავში. ეს ვნებს თქვენ შვილებს, ახლობლებს. ამ ნარკოტიკზე უნდა აუხსნათ, რომ უმძიმესი შედეგი მოაქვს მის მოხმარებას და საჭიროა ექიმის დროული ინტერვენცია თუ ამ ნარკოტიკის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება გაჩნდა. ეს მეხება მეც, შენც, თითოეულ თქვენგანს ვინც ამ პოსტს კითხულობს და ბევრ იმ ადამიანსაც, ვის ყურამდეც ჩემი ხმა შეიძლება არც კი მივიდეს, ამიტომ მოგიწოდებთ, იყავით ფრთხილად!"- წერს ზურაბ სიხარულიძე.
-
როგორ გამოიყურება სოხუმის მთავარი ნაძვის ხე
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
-
ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის, მათ შორის ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ დღეს მედიისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცენდენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს. დაკავებულია საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი კი მხილებულია. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი და დროებითი საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან სულ ამოიღეს, ფხვნილის სახით 21 კილოგრამამდე და სითხის სახით, 10 ლიტრამდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონამდე ლარს შეადგენს. ასევე, თბილისსა და ბათუმში ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერება. გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფება, ინტერნეტ აპლიკაცია ,,ტელეგრამში“ შექმნილი ჯგუფების გამოყენებით, სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა- შენახვას და რეალიზაციას ახდენდა. აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების რეგიონალური მენეჯერი, უკრაინის მოქალაქე ნ.კ. ორგანიზაციისთვის შესაბამის კადრებს არჩევდა, შერჩეული კადრები საქართველოში ჩამოჰყავდა და მათ კოორდინაციას უწევდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ყირგიზეთის მოქალაქე დ.კ. თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ხოლო საქართველოს მოქალაქე გ.რ. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპეციალურად მოწყობილ ნარკოლაბორატორიებში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებისა და პრეკურსორის შერევის შედეგად, ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს ამზადებდნენ და დამფასოებლებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდნენ. მათ უშუალო კავშირი ჰქონდათ თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდნენ. რუსეთის მოქალაქე რ. ი-ს ფიქტიური ფირმის სახელზე საზღვარგარეთიდან იგზავნებოდა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ნარკოლაბორატორიაში მომუშავე პირებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდა. მას უშუალო კავშირი ჰქონდა თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც ქიმიური ნივთიერებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდა. გამოძიებით, ასევე, დადგენილია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ხ.ტ. ყირგიზეთის მოქალაქის, დ.კ.-ს მიერ ლაბორატორიაში დამზადებულ და სხვადასხვა ადგილას განთავსებულ ნარკოტიკულ ნივთიერება ,,ალფა-პვპ“-ს იღებდა, აფასოებდა და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მომუშავე კურიერებისთვის სხვადასხვა მისამართზე ათავსებდა. ყირგიზეთის მოქალაქეები: უ.შ. და ა.ბ. ნარკოტიკულ ნივთიერება „ალფა-პვპ“-ს, რომელსაც ხ.ტ. სამალავებში ათავსებდა, მითითებული მისამართებიდან იღებდნენ, აფასოებდნენ და მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა ადგილზე დებდნენ. ყველა ბრალდებული საკომუნიკაციო საშუალებად იყენებდა ინტერნეტ აპლიკაცია „ვიპოლს“, რომლის მეშვეობითაც კავშირი ჰქონდათ, როგორც უშუალო ხელმძღვანელებთან, ასევე საქართველოში მყოფ რეგიონალურ მენეჯერთან. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და 3-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 266-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. -
ცოტნე გამსახურდია შესაძლოა სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. თუ მომდევნო დღეებში პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდდება, კვირის ბოლოს, შესაძლოა ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა აცნობა. ,,ოპერაციები ჩატარდა არაჩვეულებრივად, ასევე, კარგად უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, სარეაბილიტაციოდ და რეანიმაციის ბოლო ეტაპზე, ფიქრობთ გადაყვანას საერთაშორისო სტანდარტების კლინიკაში.“ - აღნიშნა ანა ჯაბაურმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში. ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, საკუთარი სახლის სიახლოვეს დაჭრეს. მისი დაჭრის საქმეზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 4 პირია მიცემული. -
ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში მათ საქმე აქვთ ,,ახალი ტიპის პროვოკაციასთან.“ ასე გამოეხმაურნენ ისინი, ცხინვალის ციხიდან ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და დასავლეთის სახელმწიფოების მოწოდებებს. ოკუპირებული რეჟიმის აზრით, მათ არ შეეძლოთ ყურადღების მიღმა დაეტოვებინათ ქართული და დასავლური პოლიტიკური წრეების მიერ, საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების ,,ისტერიული მოთხოვნა“ და აღნიშნავენ, რომ ,,ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, საზღვრის უკანონო დამრღვევები დამსახურების მიხედვით ისჯებიან.“ აღნიშნულ განცახდებაში ოკუპირებული ცხინვალის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ,,საზღვრის დარღვევის“ სხვა, უმეტეს შემთხვევებში, ადმინისტრაციული ზომების მიღების შემდეგ, მათ საქართველოს მოქალაქეები საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს დაუბრუნეს. ,,რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილს, მისი მოქმედებები შეიცავს ისეთი დანაშაულის ნიშნებს, რისთვისაც ის სასჯელს, სამხრეთ ოსეთში არსებული კანონმდებლობის მიხედვით, დამსახურებულად იხდის და მისი პროფესიული საქმიანობა ამასთან არაფერ შუაშია. გაფრინდაშვილი გვევლინება სხვადასხვა ძალების შინაგანი პოლიტიკური ბრძოლის მძევლად, ის არის ჩვეულებრივი დამნაშავე, რიგითი პროვოკატორი და არა გმირი, როგორც მის სამშობლოში უნდათ წარმოაჩინონ.“ - ასე ეხმაურებიან ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებს და საპროტესტო გამოსვლებს. ,,არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ მსგავსი პროვოკაციები ხდება სხვადასხვა არჩევნების მიჯნაზე. გაფრინდაშვილის შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ახალი ტიპის პროვოკაციასთან. სამხრეთ ოსეთის მთავრობა ფლობს სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართული სპეცსამსახურები ჰუმანიტარული პროფესიის, ეგრეთწოდებულ, იდეოლოგიურ მოხალისეებს პოულობენ და ღირსეულ ჯილდოს სანაცვლოდ, ასეთი დანაშაულისათვის აქეზებენ. სამწუხაროა, რომ ცნობილი თბილისელი ექიმი, რომელსაც აშკარად ესმოდა, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ პროექტს, შეგნებულად წავიდა ასეთ პროვოკაციაზე, რათა გარკვეული მხარის პოლიტიკურ სურვილები დაეკმაყოფილებინა, რომ მათ შიდა ოპონენტებზე გავლენა მოეხდინათ. შედეგი ცნობილია - თავიანთი პოლიტიკური რეიტინგის ასამაღლებლად, ამ სიტუაციით მხოლოდ საქართველოს ყველაზე ზარმაცმა პოლიტიკოსებმა არ ისარგებლეს.“ - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთწოდებული საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, რეჟიმი საქართველოს დასავლელ მეგობრებსაც მიმართავს და ,,ურჩევს“: ,,ვიდრე მკვეთრ განცახდებებს გააკეთებენ, მანამდე, უმჯობესი იქნება, საქართველოს შიდა საქმეების რეალურ ვითარებაში თუ გაერკვევიან და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრონ გაფრინდაშვილის უფლებების დაცვაზე.“
-
ეს არის უბედურება და ამით ქულების ჩაწერა არაეთიკურია
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ფსიქიატრთა და ფსიქოლოგთა აზრით, ყოველი სიტყვა, რომელსაც ჩვენ ემოციურ ნიადაგზე, უარყოფით კონტექსტში დავწერთ, შეიძლება ჩვენგან სრულიად დისტანცირებულ ადამიანში კრიზისის მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს. 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობასა და სუიციდის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე, ასევე, მომხდარი შემთხვევის შემდეგ საზოგადოების მიერ გამოხატულ ემოციურ რეაქციასა და საპროტეტსო პერფომანსებზე დღეს ქართველ ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა მცირე ნაწილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. ისინი ჟურნალისტებს სისტემურ პრობლემებსა და მზგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების გზებზეც ესაუბრნენ. გთავაზობთ ამონარიდებს სპეციალისტთა გამოსვლებიდან. თამარ გაგოშიძე, ნეიროფსიქოლოგი: ჩვენ ემოციური ადამიანები ვართ და ემოციებს ძალიან რეაქტიულად გამოვხატავთ, რაც გასაგებია, რადგან ყველა შეგვძრა ამ ამბავმა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რას შედეგს მოგვიტანს ეს რეაქცია. დღეს მიდის სასოწარკვეთილი ბავშვის ფრაზების ტირაჟირება, რომელიც არის შველის სასოწარკვეთილი ძახილი, პერფომანსებს ვაწყობთ და არ ვფიქრობთ იმაზე, გარდატეხის ასაკის მოზარდებს რა რეაგირება ექნებათ. გარდატეხის და მოზარდობის ასაკის თავისებურებები ისაა, რომ ბავშვები ემოციურად ძალიან რეაქტიულები არიან, ამიტომ ზედმეტი ფრაზების წარმოთქმისას ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან მათი ტირაჟირებით კიდევ უფრო უარესი შედეგები შეიძლება გამოვიწვიოთ. მოზარდობის ხანაში ჩვენ ყველას გვქონია სუიციდური აზრები და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა აღიარება, ყველას გვაქვს აღიარების მოთხოვნილება. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილება აქვს მოზარდს და თუ აღიარება სიკვდილის მერე იქნება, მაგაზეც თანახმაა. მესმის, რომ გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ემოციები, მაგრამ დიდი თხოვნა მექნება საზოგადოებასთან, უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ ბავშვებზე, რომლებიც სკოლებში დადიან, რომელთაც ზუსტად ანალოგიური პრობლემები აქვთ, ასეთი ცხოვრების გამო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ აღარ გვინდა ასეთი ცხოვრება, უნდა შევცვალოთ, მაგრამ პერფომანსებით არაფერი შეიცვლება. მინდა სწორედ იმაზე ვისაუბროთ, როგორ შეიძლება შევცვალოთ ეს მანკიერი წრე, სადაც ახალგაზრდები კლავენ ერთმანეთს, იკლავენ თავს და ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. ეს ლოზუნგებიც ჩვენი საზოგადოების პრობლემაა, ამიტომ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს. ორი წლის წინ მოხდა ხორავას ქუჩის მძიმე შემთხვევეა, რა გაკეთდა მას მერე? რა გააკეთა განათლების სამინისტრომ, რა გააკეთა შშს-მ? მანდატურის სამსახური და ნულოვანი ტოლერანტობა ამ ამბავს არ შველის, ამ ამბავს შველის ადამიანების გაზრდა, მაგრამ ჩვენ რომ ადამიანები გავზარდოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ადამიანები. ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხვა ადამიენბის პატივისცემა. ბავშვებს რა ადარდებთ? მათ პატივს არ სცემენ, მათ ღირსებას ლახავენ და პასუხისმგებლიან ადამიანებად არ ზდრიან. ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ვისურვებდი, რომ ამოქმედდეს პროგრამები, რომელიც მსგავსი შემთხვევბის პრევენციას მოახდენს. ყველა დამნაშავე ვართ, სამართალდამცველები, სკოლა, განათლების სისტემა, ოჯახი... ოჯახს, მშობელს დღეს ძალიან უჭირს, ვინ ანათლებს მშობელს? ვინ ეხმარება მასწავლებელს? მარტო ხელებს ვიშვერთ... ცალ-ცაკლე დახმარება არ გამოდის, მთლიანი, სისტემური მიდგომებია საჭირო, ფსიქოლოგიური სამსახურები, სოციალური მუშაკია საჭირო. ჩვენ ყველა ერთმანეთზე ვძალადობთ და მერე გვიკვირს, ბავშვები რატომ ძალადობენ. მედიასაც მიუძღვის ამაში წვლილი. დილა იწყება ძალადობით და ბავშვი ამის მოდელირებას აკეთებს. ამიტომ საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ ხდება, ასეთი სასოწარკვეთილი ფრაზების ტირაჟირება და უბედურების პერფომანსირება. ეს არის უბედურება და ამით ქულების ჩაწერა, რბილად რომ ვთქვა, არაეთიკურია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დანარჩენი მოზარდების სიცოცხლეზე. ნინო ოკრიბელაშვილი ფსიქოლოგი: აღნიშნული ფრაზის გაზიარება, ხშირ შემთხვევაში, სპონტანურად, ემოციურად ხდება, მაგრამ როდესაც ამ ფრაზას, ბევრი აზიარებს, ძალიან ძნელია, დაიჭირო, რეალურად ვის უჭირს. ამიტომ ოჯახსაც და ჩვენს პროფესიულ თემსაც უძნელდება ამ ნიშნის, ძახილის ამოცნობა. შემთხვევა ისეთია, სკოლაში რომ გვასწავლიდნენ, მგელი, მგელიო და როდესაც მგელი რეალურად მოვიდა, სოფელმა ვერ დაინახა მგლის საშიშროება. ამიტომ, რთული და მძიმე ფრაზებით საუბარი დავუტოვოთ იმ ადამიანებს, ვისაც მართლა უჭირთ და უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რას ამბობენ ისინი. ითქვა, რომ პრობლემა სისტემურია და მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ის გამოცდილებები, რომელიც აქვს პროგრესულ და წარმატებულ საზოგადოებებს. არსებობს გარკვეული ინსტრუქციები და რეგულაციები, რომელსაც სკოლაში შევიტანთ და ამის შესახებ ეცოდინება არა მარტო სკოლის დირექციას ან განათლების სამინისტროს, არამედ საზოგადოებასაც. შემდეგ, ამათუ იმ რეგულაციის აღსრულებას, საზოგადოება მოსთხოვს როგორც კონკრეტულად სკოლას, ასევე პედაგოგსაც და ზემდგომ ორგანოებსაც. ყოველთვის არის საშუალება, დავიწყოთ საუბარი ჩვენს პრობლემაზე. ახალგაზრდებს, რომლებიც სპონტანური გადაწყვეტილებების, ემოციური რეაქტიულობის კონტექსტში ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფია, უნდა მივცეთ საშუალება, რომ უფროსებთან, კოლეგებთან, გაწონასწორებულ ადამიანებთან სასაუბროდ დრო, ადგილი და გზები იპოვონ. მხოლოდ დიალოგში გამოჩნდება, ხოლმე, ის ჭეშმარიტება, რასაც ჩვენ პრევენციას ვუწოდებთ. სახელმწიფოს შემუშავებული და დამტკიცებული აქვს სუიციდის პრევენციის გარკვეული სტრატეგიები, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მხოლოდ პენიტენციალურ სისტემას ეხება. სწორედ ასეთი ტიპის გაიდლაინების დაგეგმვა იქნება შემდეგი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. სწორედ ამისთვის გვჭირდება ბავშვთა ფსიქოლოგების და ფსიქიატრების მხარდაჭერა, რათა ყველანი ერთად დავდგეთ და ეს პრობლემა დავძლიოთ. გთხოვთ ყველას, რომ თავი შევიკავოთ ისეთი განცხადებებისაგან, რომელიც ხელს უწყობს ემოციური მდგომარეობის გამწვავებას და სოციალურ ქსელში ნუ გავუწევთ ტირაჟირებას. ყოველი სიტყვა, რომელსაც ჩვენ დავწერთ, შეიძლება კრიზისის მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს ჩვენგან სრულიად დისტანცირებულ ადამიანში. დავით ზურაბიშვილი, ბავშვთა ფსიქიატრი: ალბათ, მარტო ოჯახს არ უნდა მივუსამძიმროთ, უნდა მივუსამძიმროთ საკუთარ თავსაც, იმიტომ, რომ ეს ბავშვი ჩვენი ნაწილიცაა. ბავშვი, მოზარდი სუიციდურ თვითდაზიანების, თვიდესტრუქციის ნაბიჯს დგამს მაშინ, როდესაც ის ხვდება ჩიხში. თუ ის არის მარტო, ამ ჩიხს უყურებს, როგორც კედელს, რომლის გასანგრევადაც დგამს არასწორ ნაბიჯს. ერთადერთი საშუალება, რამაც შეიძლება მოზარდი შემოატრიალოს, არის ვინმესთან ურთიერთობა, საუბარი, გინდ თანატოლთან, გინდ უფროსთან, თუნდაც ცხოვლეთან, რომელსაც რაღაცას მოუყვება, დაელაპარაკება, თავის ემოციას გასცემს. რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ თანამოსაუბრე ასაკით უფროსი იქნება, უფრო კომპეტენტურიც და იგრძნობს, რომ ბავშვი რაღაც საფრთხის წინაშეა. ამ რისკისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ როგორც კი დავინახავთ კლასელს, მეგობარს, ახლობელს, თუ ის არის ზედმეტად ჩაფიქრებული ან ზედმეტად ჩუმად, ნუ მოგვერიდება, მოვეფეროთ, ვესაუბროთ. თუ არაფრის თქმა არ უნდა, ფიზიკურად მაინც ჩავეხუტოთ, რადგან ეს არის მისი გახსნის გზა და მისი ემოციის გადმოსაცემად საჭირო საშუალება. -
რა ბედი ელის ,,სოხუმელ“ ლომის ბოკვერს?
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
რა ბედი ელის სოხუმში, კერძო პირის საკუთრებაში მყოფ ლომის ბოკვერს, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე, გარკვეული მიზეზების გამო, მისი მფლობელის ვინაობაც არ ხმაურდება. ვიდეო და ფოტოკადრები, სადაც ჩანს, როგორ სთავაზობენ ტურისტებს ახალ ათონში ლომის პატარა ბოკვერთან გადაღებას, სოციალურ ქსელებსა და აფხაზურ საიტებზე, პირველად აგვისტოში გამოჩნდა და აფხაზურ საზოგადოებაში მალევე ხმაურიანი განხილვის თემად იქცა. როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ცხოველთა დაცვის ფონდ ,,ბაგირას“ დამფუძნებელი, იულია ემხვარი ადგილობრივ პრესასთან აცხადებს, ლომის ბოკვერი, რომელსაც ახალ ათონში ფოტოსესიისთვის იყენებდნენ, ერთ-ერთმა სოხუმელმა აფხაზმა გამოისყიდა და იშვილა. ,,თავის დროზე, ყოფილ მეპატრონეს ბოკვერი 50 ათას რუბლად უყიდია და მას, ტურისტულ სეზონზე, გადაღების საშუალებით, ყოველდღიურად 20 ათასი რუბლის მოგება მოჰქონდა, მაგრამ შემდეგ გასაყიდად გაიმეტა, რადგან ცხოველი ფიზიკურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.“ - განაცხადა ემხვარმა. მისი თქმით, ბოკვერის მდგომარეობის შესახებ აფხაზეთის ეგრეთწოდებული ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს აცნობა, მაგრამ იქ განუცხადეს, რომ მათ ლომის ბოკვერის მიღება და მის მომავალზე ზრუნვა არ შეეძლოთ, რადგან აფხაზეთში გარეული ცხოველების რეაბილიტაციის ცენტრი არ არსებობს. ცხოველთა დაცვის ფონდის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ასეთ ცენტრს მოსკოვში მიაგნეს და დახმარების თხოვნით მიმართეს. ცენტრი ბოკვერის მისაღებად მზად იყო, მაგრამ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ხელისუფლებამ მოსკოვიდან დახმარების მიღებაზე უარი თქვა და ემხვარი ამ საქმიდან სარგებლის მიღებაშიც დაადანაშაულა. სწორედ ამის შემდეგ, აფხაზეთის მკვიდრმა, რომლის სახელი და გვარიც არ ხმაურდება, ყოფილი მეპატრონისგან ბოკვერი 25 ათას რუბლად იყიდა. იულია ემხვარი ამბობს, რომ ამჟამინდელი პატრონი მისი ნათესავია და ინფორმაციაც მისგან აქვს. ,,ამჟამად, ლომის ხუთი თვის ბოკვერი კომფორტულ პირობებშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც თანდათან უმჯობესდება. ვეტერინარი მას მუდმივ მეთვალყურეობას უწევს. პატარა ლომი არ არის აგრესიული და ჯერ-ჯერობით ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მისი პატრონები აპირებენ საკუთარი ,,სახლი“ აუშენონ.“ - ამბობს აფხაზ ჟურნალისტებთან იულია ემხვარი. -
ესტონელ მოსწავლეებს ასწავლიან დამოუკიდებლად აზროვნებას, ფიქრს, ასევე, თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. სასკოლო განათლების ხარისხის მიხედვით ახლახანს გამოქვეყნებულ რეიტინგში ესტონეთმა, ევროპის ქვეყნებს შორის პირველი, ხოლო მსოფლიო რეიტინგში - მეხუთე ადგილი დაიკავა და ლატვია, რუსეთი და ყოფილი საბჭოთა სისტემის სხვა წარმომადგენლები შორს ჩამოიტოვა. როგორ შეძლეს ეს ესტონეთმა და ესტონელმა მოსწავლეებმა? მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევით, აღნიშნულ ახალ რეიტინგში ესტონელმა მოსწავლეებმა ევროპაში პირველი ადგილი ყველა კატეგორიაში დაიმსახურეს (კითხვა, მათემატიკა და ზუსტი მეცნიერებები). მოსწავლეთა განსწავლულობის ხარისხის შეფასების საერთაშორისო პროგრამა, 21-ე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, ყოველ სამ წელიწადში ატარებს კვლევებს, რომლის მიხედვითაც ესტონეთმა 2015 წელსაც პირველი ადგილი დაიკავა. ამ კვლევების ფარგლებში, სწავლების დონისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესამოწმებლად, დეტალურ ტესტირებას ათეულობით ქვეყნის 15 წლის ასაკის ასობით ათასი მოსწავლე გადის. ცნობილია, რომ საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემის სერიოზული გარდაქმნა ესტონეთში საბჭოეთის დაშლიდან პირველივე წელს დაიწყეს. მაგალითად, ერთიანი გამოსაშვები გამოცდები და მიღებული ქულების მიხედვით სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების სისტემა, ესტონეთში გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან შემოიღეს. დღეს, საბჭოთა წყობილების დანგრევიდან 28 წლის შემდეგ, ესტონეთის სკოლა საბჭოთა მოდელისგან საკმაოდ შორს დგას. ,,თუ როგორ უნდა ასწავლონ ბავშვებს, ამ საკითხში ჩვენი მასწავლებლები ფართო პროფესიული დამოუკიდებლობით სარგებლობენ.“ - წარმატებისთვის საჭირო პირობების ჩამოთვლას ამ ფაქტორიდან იწყებს ესტონეთის პარლამენტის დეპუტატი ლიინა კერსნა, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში განათლების საკითხებით არის დაკავებული. ,,ესტონეთში გავრცელებულია სწავლების თანამედროვე მეთოდები- განაგრძობს ის - მათ შორის, პრობლემური სწავლება, ციფრული სწავლება, პროექტების სწავლება, ცხოვრებისეული უნარები. ამ მეთოდების მიზანი სხვადასხვა საგნის ერთმანეთთან დაკავშირებაა, რათა სწავლა უფრო პრაქტიკული და რეალურ ცხოვრებასთან მორგებული გახდეს, ბავშვს საგნის არსი და კანონზომიერება კარგად ესმოდეს. პრობლემური სწავლება ნიშნავს იმას, როცა მზა ცოდნის ნაცვლად მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ერთად წამოჭრან პრობლემა, ერთადვე აღმოფხვრან ის და ასე მივიდნენ ცოდნამდე. პროექტის სწავლება გულისხმობს მეთოდს, როცა მოსწავლეები სხვადასხვა დისციპლინაში სხვადასხვა პროექტს მარტო ან ჯგუფურად ახორციელებენ. ციფრულ განათლებაში შედის როგორც კომპიუტერული ცოდნა, ისე ინტერნეტში მუშაობა და ჩვეულებრივი სწავლება. რაც შეეხება ცხოვრებისეული უნარების სწავლას, ამ მეთოდის გამოყენება დაწყებით კლასებშივე ხდება. ესტონეთის პარლამენტის დეპუტატის აზრით, ესტონეთის სკოლის მნიშვნელოვანი წარმატების საწინდარი პედაგოგთა მაღალი მომზადების დონეა. სხვა საკითხებთან ერთად, სკოლებში ახალგაზრდა ენთუზიაზისტების მიზიდვას და გაჩერებას, ხელს უწყობს კარგი ანაზღაურებაც. ესტონეთში პედაგოგის საშუალო ხელფასი 1513 ევროა, რაც ქვეყანაში არსებულ ზოგადად საშუალო ხელფასზე მაღალია (საშუალო ხელფასი ესტონეთში - 1145 ევრო). ლიინა კერსნა ვარაუდობს, რომ ესტონეთის სკოლების სწავლების ხარისხის ამაღლებას ის გარემოებაც ეხმარება, რომ ესტონელი მოსწავლეები თავიანთი ინტერესების მიხედვით, სხვადასხვა წრეებში აქტიურად მონაწილეობენ. ,,ეს ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ თავიანთი ძლიერი მხარეები, გაიფართოვონ თვალსაწიერი და ინტერესი სპეციფიური საგნების მიმართ. ინტერესთა სფეროების მიხედვით არსებული წრეების სია პატარა სოფლის სკოლებშიც კი შთამბეჭდავია.“ - აცხადებს კერსნა. ამას გარდა, დეპუტატი აღნიშნავს სიტყვიერი შეფასების სისტემის მნიშვნელობასაც. მისი თქმით, ეს სისტემა ხელს უწყობს ბავშვებში ცნობისმოყვარეობისა და თვიშეფასების ამაღლებას, რაც სწავლის ხარისხისთვის ძალიან საჭირო ფაქტორია. ესტონეთის სკოლების უმცროს და საშუალო კლასებში, აქტიურად გამოიყენება სიტყვიერი შეფასების მეთოდი, როცა მასწავლებელი მაღალი ან დაბალი ქულით კი არ აფასებს მოსწავლეს, არამედ უწერს ან ეუბნება: ,,ძალიან კარგია“ ან ,,აი, აქ კიდევ არის სამუშაო.“ უფროს კლასებში კი ქულებს წერენ. ესტონეთში მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ორგანიზატორის, გუნდა ტირეს თქმით, წარმატებისკენ ყველაზე მეტად მიზანსწრაფულნიც, ასევე,ესტონელი მოსწავლეები აღმოჩნდნენ. ,,ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი ინტელექტი თავადვე განავითარონ და ეს განვითარება საკუთარი უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ.“ - აცხადებს გუნდა ტირე.
-
როცა საუბრობენ დღევანდელი მთავრობის საგარეო პოლიტიკის კურსზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის საკადრო შემადგენლობა, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს საქართველოს პრემიერის კანცელარიაში. დღეისათვის საქართველოს მთავრობის კანცელარიის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თეა გოგუაძე-აპფელია, რომელიც ნინო ბურჯანაძის ახლო გარემოცვიდანაა და "ვიკილიქსის" მონაცემებით, ბურჯანაძის ერთ-ერთი საკვანძო თანამშრომელია. ამის დასტურად იხილეთ შემდეგი ლინკები: http://www.governmen..._str_15last.JPG http://government.go...3_299594_50.pdf https://wikileaks.or...LISI2084_a.html
-
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატები შეარჩია. წყაროს ცნობით, კანდიდატთა სიაში მოხვდნენ გიორგი ფრუიძე, სიმონ ნოზაძე და აკაკი სიხარულიძე, რომელსაც ამ კომისიაში მუშაობის ვადა ახლა ამოეწურა. სიაში ასევე მოხვდა ამ კომისიის რამდენიმე მოქმედი თანამშრომელი. როგორც ჩანს, აქცენტი ამჯერადაც კეთდება ერთმანეთთან კარგად შეთამაშებულ გუნდზე და არა ახალ კომპეტენტურ კანდიდატებზე. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.
-
შსს-ში შემორჩენილი ნაციონალური კადრების წმენდა დაიწყო!
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
როგორც პლანეტას სახელისუფლებო წრეებთან დაახლოვებულმა წყარომ აცნობა. წუხანდელ საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მშვიდად არ ჩაუვლია. რამდენიმე თანამდებობის პირი გათავისუფლდა, მათ შორის თბილისის სუს-ის უფროსი. წყაროს ცნობით, განთავისუფლებული პირები ვანო მერაბიშვილის კადრად ითვლებოდნენ. რისთვის ინახავდა ჭიკაიძის უწყება აღნიშნულ კადრებს, ან ახლა რატომ მოხდა მათი განთავისუფლენა, ამას, ალბათ, მალე შევიტყობთ. -
ეროვნული სტატისტიკის სამსახური საბოტაჟის რეჟიმში
PLANETA_INFO posted a blog entry in სიახლეები პლანეტაზე
ნაციონალური კადრების კვლევებზე გაწერილი სახელმწიფო პოლიტიკა მთავრობა სტატისტიკით უნდა საუბრობდეს და არა ემოციებით! დღეს მთავრობაც და საზოგადოებაც ემოციურად ვსაუბრობთ შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკის ზრდის ტემპებზე, სოციალურ ფონსა და ინფლაციაზე, ციფრებით მანიპულირებაზე, მშრალ სტატისტიკაზე, ხელოვნურ სტატისტიკაზეც. თუმცა, სახელმწიფოს ციფრები არ მართავენ. ისინი გვიჩვენებენ- როგორ იმართება ქვეყანა... სტატისტიკური კვლევების ისტორია მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. ის სერიოზულ მეცნიერებადაც ჩამოყალიბდა და, როგორც წესი, ნორმალურ სახელმწიფოებში, გზას უკვალავდა და უკვალავს პრაქტიკას. კარგად ვიცით, რას ამბობდა მარკ ტვენი სტატისტიკაზე: „არსებობს სამი სახის ტყუილი - უწყინარი ტყუილი, თავხედური ტყუილი და სტატისტიკაო!“ ამ ფრაზას, სხვათა შორის, ხშირად იყენებდა ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, ყოფილი ფინანსთა და პრემიერმინისტრი დიზრაელიც. შეიძლება აწ გარდაცვლილ ბენდუქიძეს მარკ ტვენისა და დიზრაელის გავლენა ჰქონდა, როცა ამ სამსახურის არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავდა, მაგრამ, შემდეგ ისიც დაარწმუნეს, რომ მარკ ტვენმა ცინიკურად იხუმრა სტატისტიკის მანკიერ მხარეზე და საქართველოში ტატისტიკის სამსახური ლიკვიდაციას გადაურჩა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე მისი საქმიანობის შესახებ ნათქვამია, რომ სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური ან/და დაინტერესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად; სტატისტიკის წარმოებისას და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელებისას დაცული უნდა იქნეს სისტემატურობა, საიმედოობა და მიუკერძოებლობა, რაც გულისხმობს სტატისტიკის წარმოებას პროფესიული და ეთიკური სტანდარტების საფუძველზე, აგრეთვე განხორციელებული პოლიტიკისა და პრაქტიკის გამჭვირვალობას, ყველა მომხმარებლისათვის სტატისტიკური მონაცემების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; სტატისტიკის წარმოება უნდა განხორციელდეს სწორად, ზუსტად და თანამიმდევრულად, რაც გულისხმობს სტატისტიკური სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და რესურსების შესარჩევად სამეცნიერო კრიტერიუმების გამოყენებას, აგრეთვე სტატისტიკის წარმოებისათვის გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის საჯაროობას; დაცული უნდა იქნეს დაკვირვების ერთეულთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც შეგროვდა სტატისტიკური მიზნით, ადმინისტრაციული თუ სხვა წყაროებიდან. აკრძალულია ამ ინფორმაციის არასტატისტიკური მიზნით გამოყენება ან მისი უკანონოდ გავრცელება; და, რაც მნიშვნელოვანია - სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო დანახარჯი უნდა იყოს შედეგის მნიშვნელობისა და მიღებული სარგებლის პროპორციული. ეს ბოლო პუნქტი განსაკუთრებით აქტუალურია ახლახანს გამოქვეყნებული პრემიალური ხარჯების ფონზე. კერძო და პირადი სარგებელი სახეზეა, მაგრამ ქვეყანას ამით ჯერ ვერაფერი სარგებელი უგემია და თუ რატომ ხდება ასე, ქვემოთ მოგახსენებთ. იმავე გვერდზე იმასაც ვკითხულობთ, რომ „ოფიციალური სტატისტიკის ეფექტიანი წარმოებისათვის საქსტატი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.“ საქსტატი აქტიურად მონაწილეობს და არცერთ შანსს არ უშვებს უცხოეთში პროფესიულ სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობისას, მაგრამ ჩვენი მეგობარი უცხოელი „ტრენერები“, კერძო საუბრებში, გაოცებას ვერ მალავენ - რატომ სხედან, ბოლო დროს, ქართველი სტატისტიკოსები „მოწმის ფორმატში“ ასეთ შეხვედრებზე? რატომ არ უჩნდებათ კითხვები, ინიციატივები და არ აქტიურობენ მნიშვნელოვანი თემების განხილვისას? პასუხი მარტივია - იმისთვის რომ იაქტიურო, კითხვა და ინიციატივა დასვა, ამ საქმეში ელემენტარული მაინც უნდა გაგეგებოდეს. ქართული სტატისტიკის რეალობა კი გარკვეული ჯგუფების კერძო ინტერესები, კონკრეტული ადამიანების დასაქმება და სახელმწიფოს ხარჯზე მეტი სარგებლის ნახვაა. თუ უფრო შორს არ წავალთ და არაპროფესიონალთა და ინერტულთა შეგნებულ თუ უნებურ „დანაშაულებრივ უსაქმურობაზე“ არ ვისაუბრებთ. სამწუხაროდ, ნებისმიერი არასწორად ჩატარებული კვლევა მცდარი პოლიტიკის საინფორმაციო საფუძველი ხდება. 2014 წლის 21 თებერვალს ბლოგში ,,ქართული სტატისტიკა სტატისტიკოსების გარეშე, ანუ კიდევ ერთი გათვლილი სვლა ხადურისგან“ (იხ. ბმულზე: http://planeta.ge/blog/13/entry-716-) არასწორ საკადრო ცვლილებებზე ვსაუბრობდით. მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და შესაბამისი შედეგებიც სახეზეა. თუ სტატისტიკის სამსახურის საკადრო საკითხი დროულად არ მოგვარდა, ინფორმაციული დივერსიისა და საბოტაჟის მძიმე შედეგები მალე თითოეული ჩვენგანის რეალობაზე აისახება. 2005 წლიდან დღემდე საქსტატმა 4 ხელმძღვანელი გამოიცვალა და ამჟამად მე-5 წრეზე მიდის. 5-დან 4 ხელმძღვანელი ფინანსთა სამინისტროს კადრი იყო, რომლებსაც სამსახურის ხელმძღვანელად მოსვლასთან ერთად მოჰყვა ფინანსთა სამინისტროში ,,დაწუნებული“ კადრების შლეიფი. სტატისტიკის სამსახური, ბოლო წლების მანძილზე, ფინანსთა სამინისტროს „საკადრო სანაგვედ“ იქცა და ტენდენცია დღესაც გრძელდება. სახეზეა პრინციპული შეუთავსებლობა. სტატისტიკის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის წარმატების თუ წარუმატებლობის მონიტორინგია. ეს განსაკუთრებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ეროვნულ ბანკს შეეხება. მარტივი მაგალითი - სტატისტიკის სამსახური ზომავს ინფლაციას, ხოლო ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა დეგეგმეს რაღაც დონის ინფლაცია. როგორ ფიქრობთ? ფინანსთა სამინისტროდან ან ეროვნული ბანკიდან მოვლინებული კადრი დაუშვებს რაიმე ,,არასწორი“ ინფორმაციის პუბკლიკაციას? დავუშვათ დაიგეგმა ეკონომიკური ზრდის გარკვეული დონე, რომელზე პასუხისმგებელიც ზემოაღნიშნული სამინისტროები არიან: როგორ ფიქრობთ დაუშვებს მათგან მოვლინებული ხელმძღვანელი ასეთი ინფორმაციი პუბლიკაციას? რა თქმა უნდა - არა... პრობლემა ისაა, რომ სტატისტიკა მხოლოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მონიტორინგს არ მოიცავს. სტატისტიკა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხება. ასეთი საკადრო გადაწყვეტილებები კი აუცილებლად იწვევს სამსახურის მუშაობის ასიმეტრიულობას და ფინანსთა სამინისტროს ინტერესებში შემავალი საკითხების გარდა სხვა სტატისტიკას ნაკლები ყურადღება ეთმობა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე დღევანდელ მდგომარეობას ორი ძირითადი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: · სტატისტიკა ამზადებს ინფორმაციას და აწვდის მთავრობას, მაგრამ მთავრობა ვერ ან არ იყენებს ამ ინფორმაციას; · სტატისტიკა არ აწვდის მთავრობას შესაბამის ინფორმაციას და მთავრობაც იძულებულია ცალკეულ მოვლენებზე იმპულსური რეაქციების შემოიფარგლოს. ორივე შემთხვევაში დაზარალებული რჩება: მთავრობა, რომელსაც არ აქვს რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და ვერ ხედავს გატარებული პოლიტიკის რეალურ შედეგებს, შესაბამისად, არაეფექტურად გეგმავს მომავალ ღონისძიებებს და თითოეული მოქალაქე, რომელიც იძულებულია ელექტრონული თუ ბეჭდური მედიიდან მხოლოდ ამ არაფრის მაქნის და ფსიქიკისათვის ერთობ საზიანო ,,დისკუსიებს“ ადევნებს თვალს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ 2013-14 წლებში ქვეყანაში დამაკმაყოფილებელი ტენდენციებია, როგორც ეკონომიკური ისე სოციალური მიმართულებით, მაგრამ სტატისტიკა ამას საგულდაგულოდ უმალავს როგორც მთავრობას, ისე - მოსახლეობას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ორი: სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელობა ამას აკეთებს შეგნებულად. არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ყოფილ ხელისუფლებასთან აფილირებული თანამდებობის პირები, არცთუ დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ ისეთ ღონისძიებებში, რომელიც მოქმედ მთავრობაზე პოზიტიური განწყობის შექმნას შეუწყობს ხელს. ანდა, სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელობას არ ჰყოფნის კომპეტენცია ამ ტენდენციების იდენტიფიცირების, შეფასების და არგუმენტირებისათვის. თუ გადავხედავთ სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელთა კორპუსს (იხილეთ ბმულები) არცერთი ვარაუდი საფუძველს მოკლებული არაა და სავსებით რეალურ ფორმულირებად გამოიყურება ,,არაკომპეტენტური დივერსანტი“ http://geostat.ge/?a...d=109&lang=geo# http://geostat.ge/?a...id=322&lang=geo http://geostat.ge/?a...id=487&lang=geo http://geostat.ge/?a...d=1531&lang=geo), თუ ლოგიკას მივყვებით, სტატისტიკის დუმილი დადებით ტენდენციებზე ან უცოდინრობის გამოა, ან ინფორმაციული დივერსიაა. სულ ახლახანს ჩატარდა უმნიშვნელოვანესი სტატისტიკური ღონისძიება, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. აღწერამ უღიმღამოდ ჩაიარა. ამ ღონისძიების ჩატარებაც ისეთივე პარტიზანულ რეჟიმში მოხდა, როგორც, თავის დროზე, სტატისტიკის ხელმძღვანელობის დანიშვნა. სპეციალისტების აზრით, უკიდურესად გადატვირთული იყო აღწერის კითხვარი: მოსახლეობის საყოველთაო აღწერის კითხვარში არ შეიძლება ისეთი კითხვების შეტანა, რომელზეც გარანტირებულად ვერ იქნება მიღებული სრული პასუხი. აღწერის კითხვარები გადატვირთული იყო ისეთი კითხვებით. როგორიცაა ჯანმრთელობის მდგომარეობა და საარსებო საშუალებები. ორივე მათგანი მოითხოვს დეტალურ შესწავლას და შეუძლებელია აღწერის დროს დასმული ორიოდე კითხვით ამ საკითხებზე რაიმე ღირებული წარმოდგენის შექმნა, სამაგიეროდ იქმნება ასეთი ცოდნის პრეტენზია, რაც არასწორი დასკვნების საფუძველი ხდება. გასული წლის ნოემბერში ერთდროულად ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო და სასოფლო სამეურნეო აღწერა. ამ ორი დიდი სამუშაოს გაერთიანება სარისკო და უმაღლესი კლასის მომზადებას საჭიროებს. სახეზეა ინფორმაციის კონფიდეციალობის შესახებ სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპის აშკარა დარღვევა: აღწერის დროს მოთხოვნილი იყო ოჯახის თითოეული წევრის პირადი ნომერი, რაც კატეგორიულად დაუშვებელია სტატისტიკური კვლევების ჩატარების დროს, ვინაიდან საიდენტიფიკაციო ნიშნის მოთხოვნა მნიშვნელოვნად ამცირებს რესპონდენტის გულწრფელობის ხარისხს. ეს აუცილებლად იმოქმედებდა სოფლის მეურნეობის აღწერით მოთხოვნილ რაოდენობრივ ინფორმაციაზე. მაგალითად ოჯახი, რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი სოციალური დახმარების მიღებაზე (ასეთი კი საქართველოში ოჯახების ნახევარზე ცოტა მეტია - 500 ათასი ოჯახზე მეტი) პირადი ნომრის მოთხოვის შემდეგ, აუცილებლად დამალავდა საკუთრებაში მყოფი მიწის, ძროხის და სხვა აგრარული რესურსების შესახებ ინფორმაციას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოჯახის ყველა წევრი გარანტირებულად ვერ იქნებოდა სახლში გამოკითხვის დროს და ოჯახის სხვა წევრების პირადი ნომრები ძალიან ცოტა პროცენტმა თუ იცის ზეპირად, ცდომილების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არასწორად იყო შერჩეული აღწერის დრო: აღწერა, ზოგადად, ტარდება მაშინ, როდესაც მოსახლეობა ნაკლებად მობილურია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც უმრავლესობა იმ მისამართზეა, სადაც ცხოვრობს. ამიტომ, წინა აღწერები, 1-14 იანვარს ტარდებოდა, რადგან ამ პერიოდში ყველა ცდილობს სახლში იყოს. გასულ წელს აღწერა 5-19 ნოემბერს ჩატარდა. სავარაუდო ორიენტირი სტატისტიკოსებისთვის, ალბათ, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 97-ე წლისთავი იყო... ამდენად აღწერა ჩატარდა იმ დროს, როდესაც შრომითი მიგრანტები, სავარაუდოდ, არ იქნებოდნენ სახლში და აღწერის შედეგებიც საკმაოდ აცილებული იქნება რეალობას. აღწერის პერიოდად ასეთი უფერული დროის შერჩევის ერთერთი სავარაუდო არგუმენტი, სპეციალისტთა აზრით, გაეროს მითითებებია, რომლის თანახმადაც, 2002 წელს ჩატარებული აღწერის მომდევნო რაუნდი 2004-2014 წლებში უნდა ყოფილიყო და თუ აღწერა 2015 წლის იანვარში ჩატარდებოდა, მაშინ ჩაითვლებოდა, რომ საქართველომ რაუნდი ჩააგდო. არგუმენტი არ ამართლებს არც კვლევით მიღებულ შედეგს და არც სოლიდურ დანახარჯს. უმჯობესია, ჩავარდეს რაუნდი, ვიდრე თვითონ აღწერა. მიღებული შედეგები ვერ იქნება იდეალურად შედარებადი წინა აღწერების შედეგებთან. ეს ერთი კონკრეტული ფაქტია სტატისტიკის არასწორი მუშაობის. ჩნდება „გონივრული ეჭვი“ - ასეთი ქმედების საფუძველს წარმოადგენს რეალობა - აღნიშნულ სამსახურს დღესაც მართავენ ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერები - თავმჯდომარის ორი მოადგილე. ფაქტია, რომ სტატისტიკის სამსახურის ახალი თავმჯდომარის დანიშვნისას, გარკვეულ პირებს ჰქონდათ მცდელობა გაეყვანათ ამ თანამდებობაზე ზაზა ბროლაძე - ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ამ სამსახურის თავმჯდომარე. ბროლაძის პერიოდს კი მთელი რიგი გადაცდომები უკავშირდება, რომლებიც დაფიქსირებულია კიდეც კონტროლის პალატის შესაბამის აქტში, სადაც საუბარია თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, კვლევების გაყალბებაზე, თანამშრომლებზე გაფორმებული სახელფასო ბარათებიდან თანხების მითვისებაზე და ა.შ. (ამ აქტში ასევე ფიგურირებს დღეისათვის საქსტატის ერთ-ერთი მოადგილე თენგიზ ცეკვავა). კულუარული ინფორმაციით, ხადურის სამეგობროს სხვა წევრები თითქმის სრული შემადგენლობით ფიგურირებენ ამ დოკუმენტში და ეს ერთი დაჯგუფებაა, რომელიც სხვადასხვა სახით განაგრძობს ეროვნული სტატისტიკის დასამარებას. ამავე ,,სამეგობროდან“ იყო საქსტატის წინა თავმჯდომარე ზაზა ჭელიძე, რომლის „მოღვაწეობიდან“ თვალსაჩინო მაგალითად სტატისტიკის სამსახურის „პრივატიზებული“ შენობა და ამ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დაფანტვა წყნეთსა და ნაძალადევში. ბროლაძის კანდიდატურას, საბედნიეროდ, პარლამენტში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. საყურადღებოა, რომ ბროლაძე ფიგურირებს ალასანიას თავდაცვის მინისტრობისას ჯარისკაცების საკვებით მოწამლვის ფაქტის საქმეში. კერძოდ, მას იმ პერიოდისთვის ეკავა მინისტრის მოადგილის თანამდებობა მომარაგების დარგში. კულუარული ინფორმაციით, ამ კადრს ლობირებდნენ ძმები ჩხენკელები და ნ. ხადური. ბროლაძის კანდიდატურის ჩავარდნის შემდეგ საქსტატის თავმჯდომარედ მერი დაუშვილი დასვეს, მთელი რიგი პროცედურული დარღვევებით. კერძოდ: იგი დაინიშნა საქსტატის ძველი სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედების პერიოდში. არადა, კანონი ძველი საბჭოს დათხოვნას და თავმჯდომარის ახალი საბჭოს წევრებიდან წარდგენას მოითხოვს. ძველი შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭოს, მერი დაუშვილის დანიშვნის დროს, ფორმალურად ამოწურული ჰქონდა უფლებამოსილების ვადა. ძველი სამეთვალყურეო საბჭო 2009 წელს ნაციონალური მოძრაობის ფავორიტი წევრებით დაკომპლექტდა. საინტერესოა კანდიდატურის დამტკიცების ტემპიც. საკითხი პარლამენტში შემოვიდა დილით და შუადღეს უკვე დამტკიცებული იყო ისე, რომ არ ყოფილა არც საკომიტეტო მოსმენა, არც ფრაქციის სხდომებზე განხილვა, არც კითხვებზე პასუხების გაცემა. სხვაგვარად რომ ვთქვათ სტატისტიკის სამსახურის უფროსის კანდიდატურა პარტიზანულ რეჟიმში ,,გააპარეს“. ასევე აღსანიშნავია სტატისტიკის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცების პერიპეტიებიც, რომელიც ,,შეთქმულების“ ყველა პრინციპის სრული დაცვით განხორციელდა. ანუ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა დაკომპლექტდა ისე, რომ ამის შესახებ არაფერი გაუგიათ საქართველოში სტატისტიკის სფეროში მეტნაკლებად წონადი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს. რაც შეეხება მერი დაუშვილს, ის აბსოლუტურად არაკომპეტენტური პერსონაა სტატისტიკის კუთხით. მას არც ცოდნა და არც მცირედი გამოცდილება გააჩნია ამ სფეროში. შედეგად მართვის სადავეები ისევ მოადგილეების (თენგიზ ცეკვავა და მაია გუნცაძე) ხელშია, რომლებიც, ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ. მაია გუნცაძე და მერი დაუშვილი ერთად მუშაობდნენ შემოსავლების სამსახურში 2007–2010 წლებში. გამოცდილება და კომპეტენცია არც ახლადდანიშნულ მესამე მოადგილე დავით მოწონელიძეს აქვს. როგორც ამბობენ, ის, ფაქტიურად, უფუნქციო მოადგილეა. მისი შტატი სხვა საშტატო ერთეულების ხარჯზე შეიქმნა. ეს ფაქტიც მხოლოდ სამსახურის მიმართ პარაზიტულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ დემოკრატია სტატისტიკის ბოროტად გამოყენებაა. ზოგიერთები საქართველოში, დიდი ხანია, უკვე ბოროტად იყენებენ სტატისტიკას. ეს კი ის ტრადიციაა, რომელსაც თუ დროულად არ შეველევით, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა. -
საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც ამბობენ, პრეტენზიებმა და საყვედურებმა იმატა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. უცხოეთის მოქალაქეებისათვის საქართველოში შემოსვლა-ბინადრობის საკითხებზე დაწესებული ახალი საკანონმდებლო შეზღუდვები პრობლემებს უქმნის საქართველოს მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებს. ჩამომსვლელ და აქ მცხოვრებ უცხოელთა დიდი ნაწილის აზრით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შორის ან კომუნიკაცია არ არსებობს ამ საკითხზე, ანდა სამინისტროებშიც უჭირთ ახალი კანონის გაგება. ნებისმიერ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები ექმნებათ საქართველოში წლების განმავლობაში მოღვაწე ბიზნესმენებსა და მეწარმეებს. ბევრ მათგანს არ უგრძელებენ ბინადრობის მოწმობას მიზეზის დასახელების გარეშე. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს მედიკამენტებზე ჩხრეკენ და აჯარიმებენ რეცეპტის არქონის გამო. წარმოიდგინეთ, რამხელა სასიცოცხლო პრობლემა ექმნება (შთაბეჭდილებას და განწყობას რომ თავი დავანებოთ.) 2 კვირით საქართველოში ჩამოსულ უცხოელს, რომელსაც არავინ აცნობა ახალი შეზღუდვების შესახებ და რომელსაც დღეში 3ჯერ სჭირდება მისთვის საჭირო აბი, რომელიც ყოველთვის თან აქვს. ქართველი მესაზღვრეები კი პრეპარატს ართმევენ და აჯარიმებენ. საგარეო სამინისტროს სანდო წყაროს ცნობით, მსგავსი პრობლემა ევროკავშირის რამდენიმე მოქალაქეს უკვე შეექმნა. აღშფოთებულმა ელჩებმა ამას წინათ ვიცე პრემიერ, ეკონომიკის მინისტრთან დემარშის დროს ხაზგასმით აღნიშნეს იმ საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც დგას საქართველო ამგვარი გაუაზრებელი ნაბიჯებით. ისიც ითქვა, რომ ევროკავშირის მოთხოვნა არ იყო საქართველოში ვიზებისა და ბინადრობის გამკაცრება. საკითხი ეხება მიგრაციის მოწესრიგებას, რაც, როგორც ჩანს, კარგად ვერ გაიგეს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ელჩებთან შეხვერისას მინისტრმა კვირიკაშვილმა ამ დრკონული კანონების შემსუბუქების პირობა დადო. პირობის შეუსრულებლობა კი მექანიკურად ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეზღუდვას, ინვესტორთა გადინებას, იმიჯის შელახვას და ეს ყველაფერი მხოლოდ დაუდევარი მინისტრების მიზეზით.
-
დაპირება ამომრჩევლის მიმართ - არა! "პორტირებულებს" და "კითხვის ნიშნიანებს", როგორც ჩანს, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ყოფილ კადრებს შეეხო. კალაძის მიერ კატეგორიულად "დაწუნებული" შიხიაშვილის აქტიური თანამებრძოლი და მარჯვენა ხელი - ჯაბა სამუშია მაინც მოხვდა ოცნების სიაში. კახა კალაძის არაერთი დაპირებისა, რომ სხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან პორტირებულები "ქართული ოცნების" სიაში არ მოხვდებოდნენ, თბილისის საკრებულოში, საარჩევნო ბლოკ ,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია–ქრისტიან– დემოკრატიული გაერთიანების" წყალობით მოხვედრილი ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი სამუშია ( რომელიც ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი იყო, ვიდრე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები’’ სახელს შეიცვლიდნენ და ,ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო'-ს დაირქმევდნენ) თემქაზე იყრის კენჭს. კულუარული ინფორმაციით, შიხიაშვილის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე ჯაბა სამუშიას სიაში მშვიდად და უმტკივნეულოდ მოხვედრა ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყო. სამუშია ხადურის პროტეჟე ყოფილა. იმასაც ამბობენ, ხადური გიორგი თარგამაძეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში პირველ ხუთეულში ყავდაო და მისი ოცნების სიით არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება იმდენად მოულოდნელი იყო ქრისტიან-დემოკრატების ლიდერისთვის, რომ კარგა ხანს ყოფილა შოკში (არაა გამორიცხული შოკი მოდელირებულიც ყოფილიყო.) როგორ აღმოჩნდა უცებ ახლანდელი ფინანსთა მინისტრი "ოცნების" საპარლამენტო სიაში, ეს თავად უკეთ მოეხსენება. მერე ჯაბა სამუშიაც პარტია „ქართულ ოცნებაში“ მოხვდა, სადაც ხადური პოლიტსაბჭოს წევრია. მერე ჯაბა იმ სახელმწიფო კომისიის წევრად შეიყვანა სადაც თვითონაა თავმჯდომარე-ეს ის კომისიაა, საშინაო ვალის პრობლემებს რომ სწავლობს... "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარ კანდიდატთა სია ასეთია: მოსკოვის გამზირი-ლია ჯახველაძე, მესამე მასივი -ლევან დარახველიძე, ვარკეთილის 3-ი-ია მაკასარაშვილი, თემქა-ჯაბა სამუშია, ნაძალადევი-გივი გოგლიძე, ვაზისუბანი-ირაკლი აბუსერიძე, ლოტკინი-დავით ჭელიძე. მთამინდა- ჯაბა ჯიშკარიანი , ვაკე- გიოგი მუსხელიშვილი, საბურთალო/ვაჟა- გოჩა ბაბუნაშვილი, საბურთალო/ვეძისი- გივი ჭიჭინაძე, საბურთალო/ბახტრიონი-დავით ზურაბიშვილი, ს აბურთალო/დიდი დიღომი- შორენა ბუხრაშვილი, დიდუბე- ზაზა ჭილაძე , დიღომი-ზაზა კოლელიშვილი, კრწანისი- ბექა ნაცვლიშვილი, ავლაბარი/მეტრომშენი- ლია ჯიშკარიანი, „ბოგდან ხმელინცკი"- ზურაბ ნეფარიძე, ავჭალა-თემურ გოცირიძე, მუხიანი-ქეთი ჯოხაძე, გლდანი/ლუწი-ნინო გოგუაძე, გლდანი/კენტი- მურთაზ შელია. ლილო-გულიკო ზუმბაძე.
-
ირაკლი შიხიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო სიის მიღმა რჩება. "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული წყაროს ცნობით, მასთან დაკავშირებით პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებით შიხიაშვილი კმაყოფილი ვერ იქნება, მითუმეტეს იმ აქტივობების ფონზე, რომელსაც ის ბოლო პერიოდში იჩენდა, მაგრამ უკმაყოფილების ხმამაღლა გამოხატვას აზრი არ აქვს. რამდენიმე დღის წინ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, ოფიციალურად განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიები დაკომპლექტდება მხოლოდ იმ ადამიანებით, რომელთა მიმართ საზოგადოებას კითხვები არ აქვს. ასეთ ადამიანებში მან, ცხადია, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, აქტვისტები და შემდეგ უმრავლესობაში პორტირებული პერსონებიც იგულისხმა. -
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში - ქეთრინ ეშტონმა - ელჩების როტაციას მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, სექტემბრიდან ევროკავშირს საქართველოში ახალი ელჩი - იანოშ ჰერმანი - ეყოლება. წარმოშობით ფინელი, უნგრეთის მოქალაქე. ამჟამინდელი ელჩი - ფილიპ დიმიტროვი კი, სავარაუდოდ, პენსიაზე გავა. რა თქმა უნდა, პლანეტა. გე. დაინტერესდა მომავალი ელჩის ბიოგრაფიით და საინტერესო ფაქტები აღმოაჩინა - 1952 წელს დაბადებულ იანოშ ჰერმანს განათლება საბჭოთა რუსეთში აქვს მიღებული. მან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი (МГИМО)1975 წელს დაამთავრა და შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 1976 წლიდან 1983 წლამდე პერუში, ხოლო 1983-დან - 1989 წლამდე მექსიკაში, უნგრეთის საელჩოში. დიპლომატიური კარიერისთვის ამ მონაცემებში განსაკუთრებული თითქოს არაფერია, თუმცა, საგულისხმოა, რომ ეს ის პერიოდია, როცა, ლათინურ ამერიკაში სოციალისტური ქვეყნებიდან, რუსეთის "კგბ"-ს გარეშე საელჩოებში დამლაგებელიც კი არ ინიშნებოდა. 1989 წლიდან - 1995 წლამდე იანოშ ჰერმანი უნგრეთში მუშაობდა პრემიერ--მინისტრის ოფისში. 1995-1998 წლებში იყო უნგრეთის ელჩი ათენში, შემდეგ უნგრეთის წარმომადგენელი ევროსაბჭოში. ამჟამად არის ევროკავშირის ელჩი ნორვეგიაში.
-
გურამ ოდიშარია ძალიან მალე დატოვებს კულტურის მინისტრის თანამდებობას. მისი თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი უკვე გადაწყვეტილია, აცნობა პლანეტა.გე-ს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა წყარომ. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს საკმარისზე მეტი მიზეზი დაუგროვდა ამ გადაწყვეტილებისთვის, თუმცა, ოდიშარიას შემცვლელის კანდიდატურა ჯერ-ჯერობით განხილვის პროცესშია. იგივე წყაროს ცნობით, მალე დადგება კიდევ ერთი მინისტრის შეცვლის საკითხიც.
-
თბილისის საკრებულომ, სამთვიანი ბატალიების შემდეგ, როგორც იქნა, 7 მარტს ქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა. უკვე წლებია, ბიუჯეტის უმწვავეს საკითხად რჩება კოოპერატიული ბინათმშენებლობის თემა, რომელსაც წინა ხელისუფლება დიდი წარმატებით იყენებდა წინასაარჩევნოდ, როცა სპეკულირებდა ამ საკითხის უახლოეს მომავალში მოგვარების პერსპექტივთ. იყო ცალკეული გამონათებებიც, როცა, მართალია, მთელი რიგი დარღვევების ფონზე, მაგრამ მაინც ხდებოდა "დაზარალებულთა" გარკვეული ნაწილის დაკმაყოფილება. თუმცა, ამ კატეგორიის მოქალაქეების უმრავლესობისთვის საკითხი ისევ ღიად და პრობლემად რჩება. საინტერესო ისაა, რომ მთელი სამი თვის მანძილზე საკრებულოს თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში წარმატებით "პორტირებული" ბატონი შიხიაშვილი, მერიის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაუმჭვირვალეობას აპროტესტებდა და წარმოდგენილ თანხებს საეჭვოდ მიიჩნევდა. მოხდა ისე, რომ საკრებულოს მიერ გასულ კვირას დამტკიცებულ ბიუჯეტში, კონკრეტულად მის ხარჯვით ნაწილში, გაცილებით მეტი ბუნდოვანებაა თუნდაც 46 მილიონთან დაკავშირებით, რომელიც , როგორც ბატონი ჯაბა სამუშია განმარტავს, შემდგომში უნდა ჩამოიშალოს. ჩვენს არასტაბილურ და იმედგაცრუებებით სავსე ქვეყანაში ლოგიკურად ჩნდება კითხვა - ვაიდა, არ ჩამოიშალოს? როცა უმწვავესი პრობლემა, რომელიც წლობით ქუჩაში დარჩენილ და სახელმწიფოს მიერ დაზარალებულ ადამიანებს ეხება ჩამოშლა-არჩამოშლაზეა დამოკიდებული, ცხადია, საზოგადოება გულდამშვიდებული ვერ იქნება. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჯაბა სამუშიას კვირა დღეს გამართული შეხვედრა დაზარალებულებთან, იმედის საფუძველს ჯერ-ჯერობით ვერ იძლევა. შეხვედრას ასზე მეტი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ესწრებოდა და მათ იმ კორპუსების ჩამონათვალი წარუდგინეს, რომელთა დასრულებაც წელს იგეგმება. სამუშიას თუ დავუჯერებთ, 2014 წლის ბიუჯეტში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემების მოსაგვარებლად 3 მილიონი ლარია გამოყოფილი და, შესაბამისად, 7 მარტს დამტკიცებული ბიუჯეტი წინგადადგმული ნაბიჯია. სამუშია დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ თავის დროზე თბილისის ბიუჯეტიდან გიგი უგულავას მიერ გაყინული თანხები, დღევანდელმა საკრებულოს უმრავლესობამ ბიუჯეტში შესაბამისი პუნქტის გაჩენით გაალღო და რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემის მოგვარება დაიწყება. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისგან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მადლობებიც მიიღო იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც, ჯაბა სამუშია წლების განმავლობაში ეწეოდა მათი პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ამბავი, ცხადია ყველას გაგვიხარდებოდა, რომ არა ერთი საეჭვო დეტალი - მერიის მიერ 28 თებერვლით დათარიღებულ, ბიუჯეტის რიგით მე-4 ვარიანტის პროგრამული ნაწილი და საკრებულოს მიერ 7 მარტს დამტკიცებული, საკრებულოს ვარიანტის ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი აბსოლუტურად იდენტურია, ხოლო ხარჯვით ნაწილში, გაცილებით გამჭვირვალედ გამოიყურება მერიის ვარიანტის პუნქტი 2.2.-რომელიც თავიდანვე ჩამოშლილია ქვეპუნქტებად, და, ერთ-ერთი, 2.2.3.-კოოპერატიული კორპუსების დასრულებაა,თანხით 3 მილიონი ლარი. საკრებულოს ვარიანტის პუნქტი 2.2. არ არის გაშიფრული და მითითებულია მხოლოდ თანხა - 46 მილიონი ლარი. ჩნდება მარტივი კითხვა - რატომ უნდა ვენდოთ სამუშიას სიტყვაზე, როცა შესაძლებელია, ამ სიტყვების გადატანა ფურცელზე და განმტკიცება დოკუმენტალურად. რატომ ართულებს საკრებულო დოკუმენტს, როცა შესაძლებელია მისი გამარტივება? ხომ არ არის ეს რიგითი წინასაარჩევნო სვლა, რომ მოცემულ ეტაპზე გაიმყარონ დაზარალებულთა ნდობა და არჩევნების შემდეგ, აღმოჩნდეს ისე, რომ ჩაივლის არჩევნები და ეს მუხლი კი არ ჩამოიშლება, მის ნაცვლად ჩამოიშლება ის დასამთავრებელი კორპუსები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ? სასაცილოა, როცა მერიის მრავალწლიანი, ყველასთვის კარგად ცნობილი "მოღვაწეობის" ფონზე დღევანდელი საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ეჭვს ბადებს. არადა, მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის ვარიანტის უპირატესობა მოცემულ ნაწილში აშკარაა, სამწუხაროდ. რას ემსახურება საკრებულოს დოკუმენტის ამ ფორმით ჩამოყალიბება, იმედია, საკრებულოში იციან. არადა, იყო იმის საშუალებაც და მოვალეობაც, რომ ქალაქის ძირითადი კანონი ყოფილიყო უფრო გამჭვირვალე და თვალსაჩინოდ გაწერილი, რაც, რატომღაც არ მოხდა. მოხდება თუ არა კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარის ჯერ ჩამოშლა და მერე მისი რეალობაში განკარგვა, ეს შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ.
-
რუსეთი მორიგ ფინანსურ ორმოში ჩაითრიეს, ის ომს ვერ გაბედავს
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
რუსეთი მორიგ ფინანსურ ორმოში ჩაითრიეს, ის ომს ვერ გაბედავს - განაცხადა "პლანეტა.გე"-სთან საუბარში კონფლიქტოლოგმა მალხაზ ჩემიამ. მისი აზრით, ამჯერად განტევების ვაცი - უკრაინაა. თუ პუტინი შეცდა და ხვალ დილისთვის უკრაინულ ბაზებს ყირიმში ცეცხლი გაუხსნა - უარესად ჩაეფლობა ... რუბლი კატასტროფულად დაეცემა. ფინანსური კრიზისი კი ყოველგვარ შეიარაღებაზე უარესია. ამ ეტაპზე გადამწყვეტია, - ჩაერთვება თუ არა რუსეთი ომში. მას საბანკო რეზერვი ნახევარი ტრილიონი აქვს, ორ დღეში რუბლის სტაბილიზაციისთვის დახარჯა 10 მილიარდი. რუბლი კი მაინც გარბის... მის სუსტ წერტილს ურტყამს ახლა დასავლეთი - გაზის და ნავთობის შესყიდვები შემცირდა, თუმცა, ნავთობის ფასმა ამ მომენტში მოიმატა. "პროგნოზი რთულია. თუ რუსი გაისვრის, მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ ყველაფერზე წამსვლელია, რასაც უარესად შემოუტრიალებენ. თუ აქტიურ მოქმედებებზე გადავა - თავის არსენალს ბოლომდე უკრაინასთან ვერ გამოიყენებს , ხოლო ომს დიდი კუჭი აქვს და რუსეთის რესურსი ერთ თვესაც არ ეყოფა. უკრაინას კი წააჩოქებს , მაგრამ ჭაობში ჩაეფლობა და თვითონაც წაიჩოქებს... ზუსტად ასე დაშალეს ”მშობლიური” - სსრკ. საქართველოს ხელისუფლება სწორ პოზიციებს აფიქსირებს. მან მსგავსი "წამოკიდებების" მცდელობა აიცილა. მთავარია,ახლა არ ჩავყვეთ ნგრევაში , რაც გამსახურდიამ და სააკაშვილმა გააკეთეს. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას თვით რუსეთმა მოაწერა ხელი 97-ში ამერიკა ინგლისთან და საფრანგეთთან ერთად, ატომური განიარაღების სანაცვლოდ," - აცხადებს ჩემია. -
რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში მოსკოვი გაიმარჯვებს, - განუცხადა "პლანეტა.გე"-ს პოლიტიკურმა ექსპერტმა, კონფლიქტოლოგმა, გია აბაშიძემ. მისი თქმით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესები, რაც რუსეთს გააჩნია უკრაინაში - უძლიერესი სამხედრო ფლოტი, ბირთვული რაკეტების მატარებელი წყალქვეშა ნავები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული მრეწველობის დარგები, რომლებიც პირდაპირაა მიერთებული რუსეთის ეკონომიკაზე. როგორც ჩანს, დასავლეთი ეკონომიკური სანქციების იქეთ, რუსეთს ვერაფრით უპასუხებს, რაც ძალიანაც არ დააზიანებს კრემლს მოკლე ვადაში. ექსპერტი აქცენტს აკეთებს ევრაზიის გადანაწილების ხელახლა ამოქმედებულ გეგმაზე. ‘’რუსეთი ნაწილობრივ აღიდგენს გავლენას საბჭოური ეპოქის ტერიტორიების ნაწილზე, ხოლო აშშ და ევროპა, გლობალური თამაშის ფონზე, სხვა დათმობებს მიიღებენ პუტინისაგან’’, განაცხადა აბაშიძემ. მისი აზრით, მოვლენათა ამგვარი, არასახარბიელო სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველოს [არ აქვს მნიშვნელობა რომელი მთავრობაა სათავეში], ვეღარ ექნება რუსეთთან მაღალ ტონალობაში საუბრის შესაძლებლობა და დათანხმდება ჩრდილოეთიდან თაფლაკვერის პრიზმით მოწოდებულ ნებისმიერ წინადადებას. აბაშიძის აზრით,- სამწუხაროდ, ქართულ საექსპერტო-მედია წრეებში რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ჯანსაღი ანალიზი მწირია. იგი რუსულ-ინგლისურენოვან დაინტერესებულ თანამოქალაქეებს ურჩევს ინტერნეტში მოიძიონ შესაბამისი რუკები, რუსეთის ბიუჯეტი და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ისტორია.
-
კვიციანი უკვე დაკავებულია. როგორც კი ემზარ კვიციანი თბილისის აეროპორტში გამოვიდა საპასპორტო გამშვებ პუნქტთან, მას უკვე ელოდა 20-ზე მეტი სამართალდამცველი. მასთან 3 ოფიცერი მივიდა და გაიყვანა. ემზარ კვიციანს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ერთ-ერთმა მგზავრმა დააფიქსირა ტელეფონით ეს კადრები, მაგრამ მას სამართალდამცველებმა ვიდეო იძულებით წააშლევინეს და შემდეგ 20 წუთით შეაყოვნეს საპასპორტო კონტროლზე, ტექნიკური ხარვეზის მიზეზით.
-
მარტოხელა დედები და ქართული კანონმდებლობა
PLANETA_INFO replied to PLANETA_INFO's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://commersant.ge/?page=news&id=6805 დემოგრაფიული ფონდი მრავალშვილიანებისთვის საგადასახადო შეღავათების, ახალ დაქორწინებულებისთვის კი წახალისების ინიციატივით გამოდის commersant.ge დემოგრაფიულმა ფონდმა 5 კანონპროექტი და 10–მდე პროექტი წარმოადგინა. პარლამენტი ყოველი მესამე ახალშობილის დაფინანსების შესახებ კანონპროექტს უახლოეს მომავალში განიხილავს. როგორც commersant.ge–ს დემოგრაფიული ფონდის თავჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ განუცხადა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მაღალმთაინ რეგიონებში ყოველი მესამე ახალშობილი 200 ლარს, ხოლო დაბლობში კი 150 ლარს მიიღებს. ,,შობადობა ყველაზე მაღალი აჭარაში, ქვემო ქართლსა და თბილისშია, სწორედ ამიტომ პირველ ეტაპზე იქ ახალშობილის დაფინანსება არ განხორიცელდება, თუმცა საქართველოს სხვა ყველა დანარჩენ რეგიონში დაფინანსება ჩვეულ რეჟიმში მოხდება,“ - აცხადებს ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, მომზადებულია კიდევ 4 კანონპროექტი, რომელიც მომავალ წლებში ეტაპობრივად განხორციელდება. კერძოდ: 1) მრავალშვილიანებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 2) საგადასახადო კოდექსში ცვლილებები მრავალშვილიანებისთვის ხელფასების დაბეგვრის მოხსნის შესახებ 3) ყოველ მესამე შვილზე კომუნალური გადასახადებზე შეღავათები 4) ახალდაქორწინებულების წახალისება. ჩიბურდანიძის თქმით, ყოველ წელს ბიუჯეტში ამ კუთხით ახალი ინიციტივა ჩაიდება, რადგან ეს პროექტები მცირე თანხებთან არ არის დაკავშირებული და ყველა მათგანი ერთდორულად ვერ განხორციელდება. ამასთან, ფონდის თავმჯდომარე 10 ახალ პროექტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მათი გახორციელება ისევე მნიშვნელოვაია, როგორც კანონპროექტების მიღება. მათ შორის შემდეგი პროექტებიცაა: 1) აბორტის პრევენციის საკონსულტაციო ცენტრები (პროექტის ბიუჯეტი: 1,3 მლნ. ლარი (წლიური); 2) ორსულთა სახლები (პროექტის ბიუჯეტი: 300 000 ლარი (ერთი სახლი წლიურად); 3) სოციალური სახლები ორსული ქალებისთვის; 4) სოფლად დაბრუნება - უკუმიგრაცია. ჩიბურდანიძის თქმითვე, ერთი წლის განმავლობაში ფონდი არამარტო კანონპროექტებზე მუშაობდა, არამედ რეალურ დახმარებებსაც ახორიცელდება: კერძოდ, 1 ივნისამდე დააფინანსა 14 მშობიარობა და ბავშვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია. გარდა ამისა, ერთჯერადი ფულადი დახმარებები (500, 700, 650 ლარის ოდენობით) გაიცა მრავალშვლიან ოჯახებზე. ცნობისთვის: დემოგრაფიული აღორძინების ფონდის საბჭოს, რომლის პრეზენტაცია გასული წლის ივლისში გიმართა, სათავეში ბიზნესმენი ლევან ვასაძე უდგას, ხოლო წევრები „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, კომპანია „რედიქსის“ გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი, „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე, მედია პალიტრის დამფუძნებელი და გაზეთ „კვირის პალიტრის“ მთავარი რედაქტორი გოგა თევდორაშვილი და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო არიან.