Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    493.823

სააკაშვილმა ივანიშვილს დაასწრო და ახლა ამერიკაში მავნეობს


PLANETA_INFO

1.278 views

ინტერვიუ პოლიტოლოგ პეტრე მამრაძესთან

 

სტრასბურგში ვიზიტის შემდეგ პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს სრულუფლებიან ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში – არჩილ გეგეშიძეს პირადი შეხვედრისას განუცხადა, რომ ის დაინტერესებულია საქართველოსთან კარგი ურთიერთობების გაგრძელბით და მზადყოფნას გამოთქვამს, გაიცნოს ახალი ხელისუფლება. საქმე ისაა, რომ სააკაშვილმა პრემიერს ჩაასწრო აშშ–ში, ისევე, როგორც თავის დროზე ის ჩავიდა სტრასბურგში და საქართველოს ხელისუფლება უმაღლესი ტრიბუნიდან გამოლანძღა.

მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე კარგად იცნობს მიხეილ სააკაშვილს, ამიტომ საინტერესოა მისი მოსაზრება: ,, უკვე გამოჩნდა ფოტოები, როგორ ეფერება ბუში სააკაშვილს და მის მეუღლეს – სანდრას, უკვე დაიბეჭდა ჯონ ბაიდენთან მისი შეხვედრა, ასევე შეხვდა რასმუსენს. გარდა ამისა, არის უფრო მნიშვნელოვანი მომენტი, ყველაფერს აკეთებს, დაასწროს ივანიშვილს და აგიტაცია–პროპაგანდა გასწიოს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში მაინც ჭრის. კერძოდ, ის აწარმოებს იდეოლოგიას, ყველა დაარწმუნოს, რომ ივანიშვილი არის რუსეთის პროექტი. მაშინ როცა ამ წლების მანძილზე თავად არის რუსეთის პროექტი და ეს წლებმა დაამტკიცა. ის რა ხანია ამერიკელებს უმტკიცებს, რომ ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო უკან, რუსეთში შეათრიოს, უარი თქვას ევროპულ ღირებულებებზე, ნატოზე, დასთანხმდეს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, მთელი ეს არსენალი აქვს თავის ქეისში და წელიწადნახევრის მანძილზე ყველას უმტკიცებენ, რომ ივანიშვილი რუსეთის პროექტია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, მაშინ, როცა პრემიერ–მინისტრს დაგეგმილი აქვს ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მე როგორც ვიცი, სააკაშვილის ვიზიტი არც ოფიციალურია და არც სამუშაო, უბრალოდ, ის ივანიშვილის და ახალი ხელისუფლების ანტიპროპაგანდისთვის იმყოფება შტატებში. სხვა მნიშვნელოვანი იქ არაფერი ხდება, რადგან სააკაშვილს ამის რესურსი არ აქვს. სააკაშვილი ახლა რადიკალურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს და ამას არც მისი ლობისტები ურჩევენ, რადგან ეს იქნება ძალიან წამგებიანი, ხალხს ექნება ძალიან მძაფრი რეაქცია, მაშინ მოუწევს ამ ქვეყნიდან გაქცევა. სააკაშვილი ამიტომ ვერ მიდის ამ რისკზე, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და რომელიმე ძალოვანი მინისტრი გაათავისუფლოს. თუ არ მოინახა ყველასათვის გასაგები საბაბი, სააკაშვილი ამას ვერ გააკეთებს. კერძო ლობისტურ კომპანიებთან სააკაშვილი აგრძელებს ურთიერთობას და მუშაობს, მე ვიცნობ მათ ხელწერას, მე გეტყვით სიტყვასიტყვით, რასაც ამერიკელებს ეტყვის, – ჩვენ რაც შევძელით, გავაკეთეთ, ქვეყანა რუსეთს არ დავუთმეთ, მაგრამ მათ ვეებერთელა ფული ჩადეს და დღეს საქართველოს კრემლი მართავს, დაგვიდექით გვერდით, თორემ საქმე ცუდად იქნებაო. ჩემმა უცხოელმა მეგობრებმა სწორედ ეს მითხრეს, სააკაშვილი ამერიკელებს გვერდით დგომას სთხოვსო".

 

(,,ალია"N39(2793); ავტორი: ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...