Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    495.481

თუ ქართველი ხალხი არ აპატიებს, ,,ნაციონალებს" არც ამერიკა დაიცავს


PLANETA_INFO

1.247 views

ინტერვიუ მოძრაობა ,,თეთრებისა" და ,,სახალხო კრების" ლიდერ თემურ შაშიაშვილთან

 

,,დღეს საქართველოს გადარჩენა გადის ეკონომიკაზე. ამ ეკონომიკას ჰყავდა ძალიან დიდი მტერი – ვანო მერაბიშვილი. ამ ადამიანს კიდევ ბევრი საშინელება უკავშირდება თავის სოფელშიც კი, მაგრამ ახლა მაგაზე არ მინდა საუბარი. ის, რაც მერაბიშვილს ნაკეთები აქვს, ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი რამისთვის სამუდამო პატიმრობაა. უცხოელი პატრონები ვეღარ დაიცავენ. ბიძინა ივანიშვილის ვიზიტებმა შედეგი გამოიღო. მან დაუდო უცხოელებს მაგიდაზე მასალები. საშინელებები აქვთ გაკეთებული ბოკერიას, უგულავას, მერაბიშვილსა და სხვებს. მილიონობით დოლარს ისე ხარჯავდნენ, არავის არაფერს ეკითხებოდნენ. ამ ხალხის დაცვა არანაირად არ შეიძლება...

ჩვენ გვეუბნებიან, ბიუჯეტი გაგიფლანგეს და მოითმინეთო, ესე იგი, მონები ხართო! გამოიძიონ, როგორ მიჰყიდეს არაბებს მიწები, როგორ გააიაფეს, როგორ შემოუერთეს მცხეთის ტერიტორიის ნაწილი თბილისს. ამ ყველაფერს ვანო მერაბიშვილი აკეთებდა. იძახიან, ვანოს სახლი არ ჰქონიაო, მაშინ წავიდეთ, გადავიღოთ მისი ექვსი სასახლე და მერე დავსვათ კითხვა – ვისია? იგივე მახათას მთაზე რომ აიშენა, მართლა ვისია? ამათ ეგონათ, რომ 50 წლით მოვიდნენ, თორემ ხალხს ქონებას რომ ართმევდნენ და დანაშაულს სჩადიოდნენ, ძალიან კარგად იცოდნენ. როგორ შეიძლება მიტაცებული აგარაკები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფულით გაარემონტო? გერმანიაში ერთ–ერთმა ადამიანმა ბანკიდან სესხი აიღო და ვიღაც მაღალჩინოსანი მიეხმარა. როგორც კი ეს გაიგეს, კაცი პასუხისგებაში მისცეს. გერმანიის პრეზიდენტმა დისერტაცია დაიცვა, ერთ ადგილზე ნაშრომში ავტორი არ მიანიშნა და ამას გადააყოლეს. გესმით რას ნიშნავს ევროპული დემოკრატია? ამას დავანებოთ თავი, უფრო მძიმე თემები გვაქვს წინ: ჩვენი თავდაცვის მინისტრი რომ იყო და მერე ამერიკაში გაიქცა, იცით, სად დაინიშნა? მარშალის ფონდის თავმჯდომარის მოადგილედ. ეგ ფონდი ამერიკაშია. რატომ წაიყვანეს სააკაშვილის აპარატის უფროსი რომ იყო და არჩევნების დროს ფულს ჩემოდნებით არიგებდა, დათო ტყეშელაშვილი ამერიკაში? ნახევარს ჯიბეში იდებდა, ნახევარს თავიანთ მომხრეებს აძლევდა. როგორც ჩანს, ამერიკაშიც არ აწყობთ ამათი დაჭერა. იმ 4 მილიარდს რატომ არავინ კითხულობს, ამათ რომ გაფლანგეს? ვინც ეს 4 მილიარდი დახარჯა, მათთან შეხება ძალიან გაუჭირდება ბიძინა ივანიშვილს. პირველ რიგში, ამერიკელებსა და ბარაკ ობამას უნდა აინტერესებდეთ, როგორ გაიფლანგა 4 მილიარდი. მაშინ, როცა აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში კრიზისი იყო, ესენი თავიანთ სასახლეებს აშენებდნენ იმ ფულით! მე მაქვს ეჭვი, რომ იქიდან ფულის ნაწილი ამერიკაშია დაბრუნებული. როგორც წესი, 30 პროცენტი უკან ბრუნდება ხოლმე...დღეს მერაბიშვილის პატრონები უნდა ამბობდნენ, ეს რა გიქნია ვანო, ამდენი ფული სად წაიღე?! არა, დაუკვირდით, არც იცავენ, არც ხმას იღებენ, გასუსულები არიან, ერთი–ორი ადამიანის გარდა. რა თანხებია გასული უშიშროების საბჭოდან, ვინმეს წარმოუდგენია? რასაც თავიანთ ქვეყნებში არავის პატიობენ, საქართველოში შეიძლება თურმე იმის პატიება. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ, თუ ამათ არ აპატიებს ხალხი, არც ამერიკა დაიცავს!...ვერც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გაბედავდა იმას, რაც სააკაშვილმა გაბედა... რკინიგზა რომ გაიყვანა აეროპორტამდე, იმ მატარებელში ჩამჯდარი გინახავთ ვინმე? ეს უბედურება 30 მილიონი დაჯდა. გომბორის გზა რომ გააკეთა, 65 მილიონი დაჯდა. აბა, ერთი ჰკითხე კახელებს, ამ გზის გაკეთება ამდენი ღირს? არ არსებობს არცერთი სკვერი, შეღებილი სახლი, დარგული ხე, სადაც 40 პროცენტი კორუფცია არ იყო...ახლა ისეთ რამეს გეტყვით, დაუჯერებელი იქნება, მაგრამ უნდა დამიჯეროთ: როცა მე გუბერნატორი ვიყავი, გზის დაგება კვადრატული მეტრი ღირდა 20–22 ლარი, ასე გავაკეთეთ ჩვენ ქუთაისში აღმაშენებლის გამზირი. მოვიდა თუ არა სააკაშვილი, სამ თვეში 120–130 ლარი დაადო. ამათ აღმაშენებლის ძეგლის გადატანა უფრო ძვირი დაუჯდათ, ვიდრე ჩვენ დადგმა!".

 

(,,ალია"N52; ავტორი: გელა ზედელაშვილი)

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...