Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    497.314

ბიძინა ივანიშვილის და სალომე ზურაბიშვილის პრივატული საუბრის დეტალები


PLANETA_INFO

1.120 views

,, ,,ქრონიკისთვის" ცნობილი გახდა სალომე ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის საუბრის დეტალები. 10 მაისს, გვიან ღამით, საქართველოში დაბრუნებული სალომე დარწმუნებული იყო, რომ შაბათს პრემიერი სწორედ მას წარადგენდა საპრეზიდენტო კანდიდატად. 13:00 საათზე მათ შორის აუდიენცია გაიმართა და ქალბატონმა სალომემ განმარტა, რა იყო მისი ჩამოსვლის მიზანი. თუმცა, პრემიერმა პირდაპირ უთხრა, რომ მისი კოალიციისა და პარტიის წევრი არ არის, შესაბამისად, არც არასოდეს განუხილავს საპრეზიდენტო პოსტზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა. დიპლომატმა პრემიერს შეახსენა, რომ მას აქვს ცალკე დამოუკიდებელი პარტია და ის აპირებს, დამოუკიდებლად წარადგინოს კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე იმ პირობით, თუკი ივანიშვილი მხარს დაუჭერს. აქაც კატეგორიული უარი მიიღო და პრემიერმა განუმარტა, რომ ეს იყო შეუძლებელი, რადგან მას ამ პოსტზე ჰყავს კანდიდატი და შესაბამისად, მხარს მარგველაშვილს დაუჭერს. ცხადია, სალომე ზურაბიშვილი პრემიერთან შეხვედრიდან ნასიამოვნები არ წამოსულა. ჩვენი ინფორმაციით, ის ცალკე დაიწყებს ბრძოლას. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მარგველაშვილის დიდი სიმპათიის მიუხედავად, ის ჩაერთვება საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში, ოღონდ, მოგვიანებით. აქვე გეტყვით, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობაში" საპრეზიდენტო პოსტზე წარსადგენად დიდი ბრძოლაა გამართული, მიუხედავად იმისა, რომ დავით ბაქრაძე არის ყველაზე ლიბერალი და საზოგადოებისთვის მეტ–ნაკლებად მისაღები პოლიტიკური ფიგურა, ის კატეგორიულად ცდილობს, გაეთიშოს ამ მარათონს. თუმცა, ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ყველაზე დიდი საპრეზიდენტო ამბიცია კი ამ დროისთვის ,,ნაციონალური მოძრაობიდან" აქვთ გიორგი ბარამიძეს და ,,ივანე გაღლეტილს". ეს უკანასკნელი, უბრალოდ, ანეკდოტია".

 

(,,კვირის ქრონიკა"N19; ავტორი: ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...