Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    493.626

17 მაისის აქცია ბოკერიამ დაგეგმა, კოორდინაციას კი ჩიორა თაქთაქიშვილი უწევდა


PLANETA_INFO

1.181 views

,, 17 მაისის აქციის სულისჩამდგმელები ,,ნაციონალები" იყვნენ, კერძოდ, ამ მართლა ავადსახსენებელი პარტიის ნეოლიბერალი ლიდერები, გიგა ბოკერიას თამადობით. აქციას ,,ნაციონალებში" კოორდინატორიც ჰყავდა – დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი უწევდა კოორდინაციას მთელ პროცესს..კი, იმ დღეს ქუთაიში იყო და საპარლამენტო სხდომასაც ესწრებოდა, მაგრამ მუდმივ კონტაქტში გახლდათ აქციის ლიდერებთან და მათ ,,საგზაო რუკასაც" უმოწმებდა. სწორედ ჩიორა თაქთაქიშვილის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მიუხედავად ხალხის სიჭარბისა, აქციის მონაწილენი ამ მრავალი ათასი ადამიანის შუაგულში შეჭრილიყვნენ და უკან არ დაეხიათ. არადა, ამ გეებისა და ლესბოსელების ლიდერებს სხვა რა გზა ჰქონდათ? ჩიორას დასტურ–რეკომენდაციის გარეშე გრანტებს ვეღარ მიიღებენ და ეს მართლა ცოდვილი ხალხი ლამის სასაკლაოზე მირეკეს, ხალხის შუაგულისკენ გაუძღვნენ. გეი–მოძალადეების ეს ,,სოლისებური გარღვევა" რომ დაინახეს, აი, ამის შემდეგ გახდნენ მათი მოწინააღმდეგენი მართლა დასაბმელნი. ამის მერე იყო ზოგიერთ სასულიერო პირსაც რომ უმტყუნა ნერვებმა...საბედნიეროდ, ძალზე სწრაფად და ადეკვატურად მოქმედებდნენ პოლიციელები, მათ საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად გამოგლიჯეს ხალხს ცოდვისშვილები და გაარიდეს იქაურობას, ამ დროს იყო სწორედ, სასულიერო პირთა უმრავლესობას პირველმა შფოთმა რომ გადაუარა, ყველაზე აგრესიულ მრევლს უკან დასდევდნენ და აშოშმინებდნენ, უყვიროდნენ, – თუ სისხლი დაიღვარა, ეს ჩვენი და ეკლესიის მარცხი იქნებაო.

,,ნაციონალური მოძრაობის" კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, გიგა ბოკერიას დანა პირს არ უხსნიდა, როცა დარწმუნდა, რომ აქცია უმსხვერპლოდ დასრულდა. ბოკერია და მისი დამქაშები, რაც მოხდა, უფრო დიდ არეულობას გეგმავდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. გიგა ბოკერიასა და ჩიორა თაქთაქიშვილს შელაპარაკებაც მოსვლიათ იმ საღამოს. ბოკერია უყვიროდა ჩიორას, რომ მისი გეგმისთვის არ უნდა გადაეხვიათ და მაშინ უფრო დიდი არეულობა მოხდებოდა. ეტყობა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, გარკვეულ მომენტში, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო, ბოკერიას გეგმა შეცვალა და უფროსმაც მაგრად გამოჯორა.

გიგა ბოკერიას მარტივი გათვლები ჰქონდა. რამდენიმე ადამიანი რომ დაღუპულიყო, ნებისმიერი მხრიდან, საერთაშორისო მედიისთვის ეს აქცია მარტო 17 მაისს არ ექნებოდა მთავარ თემად. ერთი კვირა მთელი ევროპა–ამერიკა ამ ამბავზე ილაპარაკებდა. მეორეც, ბოკერია და მისი გუნდის უცხოელი ლობისტები უცხოეთში ერთ კაკაფონიას ატეხდნენ, რომ ხელისუფლება სუსტია და ქვეყანას ვერ მართავს, საქართველოში ადამიანის ელემენტარული უფლებები ირღვევა და სასულიერო პირების ლიდერობით მოწყობილი აქცია მსხვერპლით დასრულდა, რომ საქართველოში ინკვიზიცია მძვინვარებს და ამას დასაბამი ხელისუფლების შეცვლის მერე მოჰყვა. ცხადია, მსხვერპლი უდიდესი დარტყმა იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის. ბოკერიას და მის თანამზრახველებს მეორე მიზანიც ჰქონდათ. თუ ამ ორი აქციის მონაწილენი ერთმანეთს არ დახოცავდნენ, მაშინ პროცესები უმართავი უნდა გაეხადათ და ირაკლი ღარიბაშვილი აეძულებინათ, სპეცრაზმით, რეზინის ტყვიებითა და მხუთავი გაზით დაეშალა აქცია. იქ ერთ სპეცრაზმელს ერთი რეზინის ტყვიაც რომ გაესროლა, აი, მერე გენახათ უკონტროლო პროცესები – იმ ხალხის შემკავებელი ძალა ვერც ,,სპეცნაზი" იყო და ყველაზე უარეს შემთხვევაში. შესაძლოა ,,რელიგიური რევოლუციაც" მიგვეღო. ხალხი ერთიანად გადაუვლიდა ,,ნაცმოძრაობასაც" და ,,ქართული ოცნების" იმ წარმომადგენლებსაც, რომელთა დამოკიდებულება და რიტორიკა ამ აქციის მიმართ დიდად რომ არ განსხვავდება ,,ნაციონალებისგან"...საბედნიეროდ, გიგა ბოკერიამ ვერცერთი მიზანი ვერ აისრულა..."

 

(,,კვირის ქრონიკა"N20; ავტორი:ხათუნა ელბაქიძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...