Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    498.358

მარგველაშვილის კანდიდატურა პრემიერის სწორი გათვლების შედეგია


PLANETA_INFO

1.184 views

ინტერვიუ საინფორმაციო პორტალ ,,პლანეტა.გე"–ს ხელმძღვანელ სოფიო ხორგუანთან

 

,,მარგველაშვილი არ ასოცირდება არც ერთ პარტიულ ჯგუფთან, არც გავლენის ჯგუფებთან. დღეს არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, ეს საუკეთესო არჩევანია, თუმცა შესაძლებელი იყო სხვა კანდიდატურების მოძებნაც. განათლებულია, გამოცდილი ადამიანია, არა აქვს ხინჯიანი პოლიტიკური წარსული. ის არც რომელიმე ბიზნესჯგუფთან ასოცირდება, ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა, რომ მარგველაშვილი არ ასოცირდება პოლიტიკურ და ბიზნესწრეებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ამერიკული ოცნება, რომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი შეიძლება გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი. ობამაც არის ამერიკული ოცნების ასრულება. სხვა ტიპის ლიდერების დრო მოდის....თუ ხარ პროფესიონალი, შეიძლება ბევრს მიაღწიო. ხალხისთვის გასაგებ ენაზე საუბრობს. იგივე შეიძლება თქვა ირაკლი ღარიბაშვილზეც.... მარგველაშვილის დასახელებამ არ გამოიწვია რყევები კოალიციაში. ესეც სწორი გათვლა იყო, თუმცა ყველა პარტიას ჰქონდა თავისი ინტერესი და სურვილი, გაძლიერებულიყო. რომელიმე პარტიასთან დაკავშირებული პირი ასეთ ასოციაციას გამოიწვევდა. ამავე კონტექსტში, ალბათ, ალასანიას კანდიდატურაც არ განიხილებოდა, თორემ ალასანიაც წესიერია და ღარიბაშვილიც და კიდევ ბევრი სხვაც კოალიციაში. ამიტომაც არ იყო ხმალაძე, რადგან ის ასოცირდებოდა რესპუბლიკურ პარტიასთან, არც შარტავა. ყოველ მათგანს თავისი დადებითი თვისებები ჰქონდა. სალომე ზურაბიშვილს იმის პრობლემა აქვს, რომ ბოლო სამი წელი საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი არ არის დასაკარგი კადრი, სიამოვნებით ვიქნებოდი ფოთის მერიო, ერთხელ ინტერვიუში თქვა. მისი წინაპარი იყო ნიკო ნიკოლაძე. მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნურად უნდა დაუთმოს ,,ქართულმა ოცნებამ" პოსტები სხვა პარტიების წარმომადგენლებს. სულაც არ არის აუცილებელი, მინისტრი იყოს დარგის სპეციალისტი. საჭიროა იყოს პოლიტიკური ფიგურა, ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა უნდა შეეძლოს, მოზაიკის დალაგებისა და მასზე ქვების სწორად დაწყობის, ასევე გადაწყვეტილებების სწორად მიღების უნარი უნდა ჰქონდეს. ერთპარტიული ნიშნით აღმასრულებელ ხელისუფლებაში ადამიანების დანიშვნა არ არის აუცილებელი".

 

(,,ახალი თაობა"N113(6114); ავტორი: თამარ ნინიძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...