-
პოსტები
1.419 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი PLANETA_INFO
-
ევროსაბჭოს კულუარები: ყინული გატყდა, ევროპამ სიმართლე გაიგო
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ინტერვიუ გიორგი ფოფხაძესთან ,,ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა...იმაზე უკეთესი, ვიდრე წინა გამოსვლები იყო საერთოდ. მე ვუსმენ ხოლმე და საქართველოში ის უფრო მკვახედ ლაპარაკობს. სხვათა შორის, ეს იყო გამოსვლა, რომელიც არ იყო სხვისი დაწერილი, საკუთარი სიტყვებით თქვა ის, რასაც ფიქრობდა. მერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილმა ამით ,,ნაციონალური მოძრაობის" ,,ბლატაობას" დაუსვა წერტილი ევროპაში....მე შეკითხვა დავუსვი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ჟან კლოდ მინიონს მიხეილ სააკაშვილზე. მთელი 9 წლის განმავლობაში ერთი მკვახე სიტყვაც კი არ გამიგონია ამ ადამიანის მისამართით და ევროსაბჭო ახალი ხელისუფლების მიმართ უფრო კრიტიკულია, ესე იგი, სააკაშვილი თქვენი საყვარელი კაცია, ანუ, როგორც ფრანგები იტყვიან, ეს არის თქვენი ,,შუშუ"– მეთქი? მე მეგონა, მინიონი იტყოდა, რომ სააკაშვილი არის დემოკრატი, არის ძალიან მაგარი და ასე შემდეგ. არა, მან თქვა: მე ვარ დემოკრატი და არც ,,შუშუები" მყავს, მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელმაც მხარი დაუჭირა ახალ ხელისუფლებასო. ეს არის სილის გაწვნა ,,ნაციონალებისთვის", ევროპამ აღიარა ახალი მთავრობის მიერ გაკეთებული ძალიან ბევრი რამე, შესაძლებელია, კოჰაბიტაციაზე და სხვა რაღაცეებზეც საკმაოდ ბევრია წასამუშავებელი, მაგრამ პრიორიტეტები სრულიად მისაღებია...ის პროვოკაციული კითხვა, რომელიც პოლონელმა დეპუტატმა დასვა, თქვენ პუტინი უფრო გიყვართო, ეს არის მიშა სააკაშვილის ,,პიარშიკების" მიერ მომზადებული, ასეთი კითხვების დასმა ბუნებრივად მეჩვენება, როცა რაღაცას იღებ, ის უნდა შეასრულო. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ ,,სახალხო პარტიის" სხვა დეპუტატებთან, მეც ველაპარაკე რამდენიმეს და პირად საუბრებში ამბობენ: ამ 23 კაცით ნუ განსაზღვრავთ ყველაფერს, ჩვენ სხვა აზრი გვაქვსო. რაც შეეხება მარტენსის განცხადებას, მე გეტყვით, რაშია საქმე: ,,ნაციონალები" 19 აპრილს აპირებდნენ რაღაც პროვოკაციის მოწყობას, ეს ყველამ ვიცით...მარტენსის განცხადება უნდა ყოფილიყო ამ საქმის ლოგიკური გაგრძელება. პროვოკაცია არ გამოვიდა, მაგრამ ეს წერილი ჩაშვებული იყო დასაბეჭდად და ვეღარ გააჩერეს. ამ დღეებში ალბათ გამოქვეყნდება დაკვეთილი სტატიები. განსაკუთრებით გამორჩეული იქნება ,,ნიუ–იორკ ტაიმსი" და ფრანგული გაზეთი ,,ფიგარო", სადაც მიშას ,,პიარშიკებს" მიუწვდებათ ხელი. ასეთი სტატიების გამოქვეყნება ივანიშვილსაც შეუძლია კონა მანეთად, მაგრამ მას არ სჭირდება ასეთი რაღაცეები. როცა გამოსვლა დამთავრდა, საღამოს მოხდა სასწაული, საქართველოს საელჩომ მოაწყო მიღება, სადაც მოვიდა მინიონი. ამით მან ივანიშვილს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა. ვიცი, რომ ,,ნაციონალებმა" ხავხავი ატეხეს, ივანიშვილი პუშკოვის წინ იჯდაო. მე ერთი რამ მაინტერესებს, 9 წლის განმავლობაში პუშკოვსა და რუსებს რომ არ ვხვდებოდით, ხომ მაგარ დღეში აღმოვჩნდით? ჯერ ერთი, ეს ბიძინას შეხვედრა არ იყო პუშკოვთან, მიღებაზე დაპატიჟებული იყვნენ თედო ჯაფარიძე, როგორც საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე და ასევე, სხვა ქვეყნების დელეგაციების თავმჯდომარეები. პუშკოვი არის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი. ივანიშვილს უნდოდა თუ არა, ის მაინც მოხვდებოდა ამ წვეულებაზე. ,,ნაციონალებს" იქ არაფერი არ ესაქმებოდათ! ყველაზე მწვავე კითხვები ბიძინას რუსებმა დაუსვეს, მიშას ლეკვები ცდილობენ კიდევ მოიგონონ რაღაც ხრიკები, სალაპარაკო არაფერი აქვთ და ბუზისგან აკეთებენ სპილოს, მე ჩვენი ე. წ. ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შევხვდი, ისინი ორი დღის განმავლობაში ხმაჩავარდნილები იყვნენ, შემდეგ მიიღეს დირექტივა თბილისიდან და უცებ აყვირდნენ, ივანიშვილი რუსებს ჩაეხუტაო, სხვათა შორის, ბატონმა ბიძინამ მათ დაუძახა, რაღაც ელაპარაკა...რაზე იყო საუბარი, მე არ ვიცი, მაგრამ სახეებზე აშკარად ეტყობოდათ, რომ მაინცდამაინც სახარბიელოს არაფერს ეუბნებოდა. ესენი დაღვრემილები იდგნენ...თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპა საკმაოდ ბიუროკრატიული მანქანაა, ძალიან დიდი შედეგი დღეს და ხვალ არ იქნება. თვით სააკაშვილსაც კი მაკკეინისა და ბუშის თავზე ხელის გადასმის მოპოვება დიდ შრომად დაუჯდა. ივანიშვილს ვიღაცის თავზე ხელის გადასმა არ სჭირდება, პროცესი დაიწყო, ანუ ყინული გატყდა და ესეც დიდი რამეა". (,,ალია"N38(2792); ავტორი:გელა ზედელაშვილი) -
ჟვანიას მკვლელობის საქმე ახალაიების დახმარებით გაიხსნება
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ინტერვიუ ახალაიების ნათესავთან (2005–2012 წლებში პროკურატურის თანამშრომელი) ,,დათა ახალაიას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი ბაჩო ახალაიას ლიკვიდაციას გეგმავდა ციხეში (მასაც ჰყავს მერაბიშვილის ახლო გარემოცვაში ინფორმატორები). სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ დათა ახალაიამ სოციალურ ქსელში თავისი ცნობილი განცხადება გაავრცელა. ამის შემდეგ ბაჩო ახალაიას სიცოცხლე უფრო მეტად იქნება დაცული. ამასთანავე, დათა ახალაია სამართალდამცავებს მიაწვდის ისეთ ღირებულ მტკიცებულებებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე, რომ ახალი ხელისუფლება, სავარაუდოდ, ახალაიებს ბრალს შეუმსუბუქებს. რაც შეეხება კონკრეტულ მასალებს, რომელიც აქვს დათა ახალაიას, მე როგორც იურისტი, არ ვიქნები მართალი, მოგვაწოდოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც გამოძიებას დააზარალებს. ვიტყვი მხოლოდ ერთ–ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის შესახებაც დათა და ბაჩო ახალაიებმა ძალიან ბევრი იციან და აქვთ მტკიცებულებანი. ეს გახლავთ ზურაბ ჟვანიას საქმე. ძალიან მალე ჟვანიას მკვლელობის საქმე გაიხსნება და გამოძიებას ექნება მტკიცებულება მასთან მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კავშირის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი ურცხვად აცხადებს, დათა ახალაია სულ სამჯერ თუ მინახავსო. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩია სამეგრელომ, მას ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა. ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევდა როლანდ ახალაია და მისი მთელი სანათესაო. ახლა კი გამოდის პრეზიდენტი და აცხადებს, ახალაიებს ახლოს არ ვიცნობო. რა თქმა უნდა, ძმები ახალაიები უნდა დაისაჯონ ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც მათ ჩაიდინეს, მაგრამ ასევე პასუხი უნდა აგონ მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმაც". (,,ყველა სიახლე" N17(363); ავტორი:დარეჯან ლიპარტელიანი) -
ადეიშვილი ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებს
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
,,გავრცელებული ინფორმაციით, ახალაიები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას და გარკვეული გარანტიის მიღებას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირება ზურაბ ადეიშვილმაც სცადა. როგორც ჩანს, მან ამისთვის ნიადაგი იანვარ–თებერვალში მოსინჯა. შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობს: ,,ცოტა ხნის წინ ადეიშვილის ახლობელი დამიკავშირდა და უცხოეთიდან მისი დანაბარები გადმომცა: – ჩემზე ძვირი გული ნუ ექნება, ჩემი ბრალი არ არის, ყველაფერს სააკაშვილი მავალებდაო". ეს თუ სიმართლეა (სავარაუდოდ, თამაზაშვილს ამგვარი სიცრუის ტირაჟირება დიდად არ უნდა აძლევდეს ხელს), არ არის გამორიცხული, სწორედ თამაზაშვილის საშუალებით ეცადა ადეიშვილს იმ უწყებებთან დაკავშირება, რომელთაც მისგან ინფორმაციაც აინტერესებთ და გარკვეულწილად უსაფრთხოების გარანტიებზეც შეუძლიათ ლაპარაკი. გარდა ამისა, მთავარ პროკურატურაში დღემდე საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ ე.წ. ადეიშვილის კადრები, რომელთა საშუალებითაც ასევე ადვილად შეძლებდა ყოფილი იუსტიციის მინისტრი ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, ნაცმოძრაობის ამჟამინდელ ,,ლიდერშიფს" არ ახსოვდეს, რაოდენ დიდ ინფორმაციას ფლობენ ახალაიებიც და ადეიშვილიც წინა ხელისუფლების შავბნელ საქმეებზე. მათი ახალ ხელისუფლებასთან გარიგება და ალაპარაკების საფრთხე, სავარაუდოდ, არაერთ ადამიანს უფრთხობს ძილს, შესაბამისად, ისინიც არ იქნებიან გულხელდაკრეფილი. შეგახსენებთ, სულ ახლახან ქვეყნის მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა: ,,თუკი დათა ახალაიას მეშვეობით დავადგენთ მნიშვნელოვან დანაშაულებრივ ქმედებებს, გვაქვს კანონით მონიჭებული უფლება, მასზე პასუხისმგებლობა შევამციროთ ან საერთოდ გავათავისუფლოთ". ეს განცხადება შეიძლება ღია შეთავაზებად შეფასდეს, ან იმის ნიშნად, რომ ახალაიებთან კულუარული მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და საზოგადოებას ახალაიების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისთვის ამზადებენ. რაც შეეხება ახალი ხელისუფლებისა და ადეიშვილის ურთიერთობას, სავარაუდოდ, ეს გაცილებით რთული პროცესი იქნება. თუ გაბედა ადეიშვილმა და მართლაც ითანამშრომლა ამა თუ იმ გახმაურებულ საქმეზე ხელისუფლებასთან, ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე. ისე, უკვე ჩანს ნიშნები, რომ ნაციონალები საბოლოოდ ემიჯნებიან ადეიშვილს და მისთვის აპირებენ ბრალდებების ტვირთის აკიდებას, შესაბამიასად, არ არის გამორიცხული, ,,დიდი ექსპროპრიატორი" შურისძიებისთვის ემზადებოდეს. ნაკლებად სავარაუდოა, ადეიშვილი საქართველოში ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს, თუმცა მასალების მიწოდება მთავარი პროკურატურისთვის მას უცხოეთიდანაც შეუძლია". (,,ყველა სიახლე"N17(363); ავტორი: ნათია დოლიძე) -
,,იქცევა თუ არა ახალი ხელისუფლების ერთგვარ გამოწვევად კობა დავითაშვილის ინტერვიუ, ამას დრო გვიჩვენებს. საზოგადოებას კარგად ახსოვს პრემიერ–მინისტრის ჟღერადი ფრაზა, – მე ისეთ დემოკრატიას შევქმნი საქართველოში, რომ ევროპას გავაოცებო! პრემიერიც მისივე დანაპირების გამოწვევის წინაშე დგას, საზოგადოება ელოდება მისი ამ დანაპირების შესრულებას და არა მხოლოდ ამას. მაშ, როგორ გავაოცებთ ევროპას დემოკრატიით, თუკი თანაგუნდელის არგუმენტირებული მხილება ხდება ,,ჩხუბის" მიზეზი? ან რატომ უნდა დატოვოს კობა დავითაშვილმა კოალიცია ,,ქართული ოცნება", ან რას ნიშნავს, თუკი ასე გააგრძელებს, მას ძალით დაატოვებინებენ კოალიციას? რატომ არ ინტერესდება ივანიშვილი დავითაშვილთან შეხვედრით და მისგან ინფორმაციის დეტალურად მიღებით? საწინააღმდეგო აზრის მქონე დეპუტატების წინა ხელისუფლებიდან გასვლა და ხშირ შემთხვევაში მათი გაძევება, ერთხელ უკვე იწვნია საქართველომ და ჩვენ მივიღეთ ავტორიტარული, ერთპიროვნული, დიქტატორული რეჟიმი სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სახით. ერთ-ერთი პირველი, ვინც ,,ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, ეს იყო პარტიის სიის პირველი ნომერი კობა დავითაშვილი, მისი პარტიიდან გამიჯვნის მოტივაციად თავდაცვის მინისტრის პორტფელზე უთანხმოებას ასახელებდნენ, სააკაშვილმა მაშინ დავითაშვილს მინისტრობაზე უარი უთხრაო...სირაქლემას პოზიციაში ყოფნამ და ,,ნაცმოძრაობიდან" პოლიტიკური ფიგურების ვარდნამ საშინელ ფინალამდე მიიყვანა პარტია, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტიდან დაწყებული, ევროპელი ლიდერებით დასრულებული, ,,დემოკრატიის შუქურას" უწოდებდნენ.. შეხვდება თუ არა სტრასბურგიდან დაბრუნების შემდეგ, პრემიერი კობა დავითაშვილს? დავითაშვილმა მასთან შეხვედრა თავად ითხოვა, რადგან არის სერიოზული საკითხები, რაზეც ტელეფონით საუბარი მინიმუმ არასერიოზულია. დიდი ალბათობით, პრემიერი მას აუცილებლად შეხვდება, თუკი მათ შორის გადარბენილი შავი კატა ძალიან დიდი არ არის, თუმცა ივანიშვილს ინფორმაციის რამდენიმე გზით გადამოწმება სჩვევია და არაა გამორიცხული, რომ ის აუცილებლად მოუსმენს დავითაშვილს, რადგან არის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც პრემიერ-მინისტრმა აუცილებლად უნდა იცოდეს". (,,ალია" N37(2791); ავტორი: ნინო სამხარაძე)
-
,,ხუხაშვილის კლანი" ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
,,ერთადერთი, ვინც გაბედა და ხუხაშვილის ბიზნესწილებზე ალაპარაკდა, ეს იყო ,,სახალხო კრების" წევრი ლაშა ამირეჯიბი: საქართველოში არსებობს 20– მდე მეფრინველეობის ფერმა, რომელთაც იმიტომ შექმნეს ასოციაცია, რომ მათზე ზეწოლა დაიწყო მათ სხვადასხვა მეთოდებით აიძულებენ, რომ შეამცირონ წარმოება. ბიზნესმენები ცოტ–ცოტა რაღაცაში ცოდავენ, თუმცა ესეც არ არის საჭირო. თუ დასჭირდათ ადამიანის ,,გაფუჭება", ხუხაშვილის კლანს ეს არ გაუჭირდება. მის გუნდში მოიაზრებიან მთავარი პროკურორის მოადგილე, ნაცვლიშვილი, ასევე ფინანსთა მინისტრი ხადური და კიდევ რამდენიმე ადამიანი. პრემიერ–მინისტრს თქვენი გაზეთის ფურცლებიდან შევთავაზებ, რომ გასცეს ბრძანება, უცხოეთიდან შემოსულ კვერცხს დაედოს წარმომავლობის ნიშანი. შემომტანებს ერთი ცალი კვერცხის საქართველომდე ჩამოტანა, სულ რაღაც, 15 თეთრი უჯდებათ, ქართველ მწარმოებლებს კი მისი წარმოება 23–24 თეთრი. არაკეთილსინდისიერი შემომტანი 5 თეთრს მიუმატებს და იაფად უკეთესად გაყიდის კვერცხს, რასაც ადგილობრივი მწარმოებელი ვერ იზამს. ის წარმოების ღირებულებაზე იაფად ვერ გაყიდის და იქმნება არაჯანსაღი კონკურენცია, საიდანაც ხალხი დიდ ფულს ხსნის. ეს ,,ხალხი" კი დღეს არის ხუხაშვილი და მისი კლანი. გლეხს მოუხნა ბიძინამ მიწა, მან ახლა უნდა დათესოს და მიიღოს მოსავალი შვრიის, ხორბლის, იონჯის. ამ მოსავლის 70–80 პროცენტის მყიდველი კი ქართველი მეწარმეა, რომელსაც აქვს ქათმის ან სხვა სახის მეურნეობა. თუ ხუხაშვილს შემოტანილი კვერცხით გაანადგურებინებენ ადგილობრივი ქათმისა და კვერცხის წარმოებას, გლეხისგან მიღებულ მოსავალსაც ხომ არავინ იყიდის და ეს საქმეც ფუჭი აღმოჩნდება. გამოდის, რომ ივანიშვილის პოლიტიკასაც ეწინააღმდეგება ეს ფინანსური მაქინაცია. ამ კომბინაციით ხუხაშვილი და მისი კლანი აღრჩობს როგორც გლეხს, ასევე ქათმისა და კვერცხის მწარმოებელს და ეს ივანიშვილმა არ უნდა დაუშვას. სამართლიანი იქნება ის, რომ შემოტანილ კვერცხს დაეწეროს, საიდან არის შემოტანილი... ჩვენ გქონდა კეზერაშვილების, ადეიშვილების, სააკაშვილების მაფიური, კლანური დაჯგუფებები. ნამდვილად არ გვინდა, რომ 3–4 წლის შემდეგ მივიღოთ ხუხაშვილ–ნაცვლიშვილის იგივე ფორმის დაჯგუფება და აქედანვე უნდა მოხდეს ამის აღმოფხვრა, რაც ივანიშვილს შეუძლია...ხუხაშვილის გზა ხალხისა და ბიძინას წინააღმდეგაა მიმართული. იცით ამით რა მოხდება? – როცა გლეხი ვეღარ გაყიდის თავის მოყვანილ პროდუქტს, ბიძინაზე გაბრაზდება. როცა მეწარმე ვერ გაყიდის პროდუქციას და მიღრჩობილი ეყოლებათ, ისიც ბიძინაზე გამწარდება და ამას უკეთებს ბიძინას ეს ხალხი. გაფუჭებულ პროდუქციას რომ შეჭამს მომხმარებელი და მოიწამლება, მაშინაც ბიძინაზე იყრის ჯავრს. ამ სიტუაციით მხოლოდ ხუხაშვილი და მისი გუნდი იხეირებს...თქვენი გაზეთით ივანიშვილი ალბათ შეიტყობს ამ ყველაფერს და წესით, უნდა მიხედოს ამათ. აგერ ვეუბნები, აღდგომის დღეებისთვის უკრაინიდან, ბულგარეთიდან და თურქეთიდან უკვე შემოტანილი აქვთ იაფფასიანი კვერცხი და მას აწერია, რომ ვითომ არის ქართული კვერცხი". (,,კვირის ქრონიკა"N16(590); ავტორი:ნელი ვარდიაშვილი) -
სააკაშვილს პოლიტიკურ სამარეში პარტიის ,,ფეისები" არ მიჰყვებიან
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
,,კულუარებში ლაპარაკობენ, რომ მერაბიშვილი და უგულავა თავის ბედს ბოკერიას გუნდს დაუკავშირებენ, მალე მიშას განუდგებიან და შეეცდებიან, ყველაფერი, რაც ჩაუდენიათ, პრეზიდენტს აჰკიდონო. იმასაც ამბობენ, მიშა და ვანო იმ ღამის შემდეგ ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, რადგან ვანომ პრეზიდენტს უთხრა, – შენს მეხამრიდად დარჩენას აღარ ვაპირებ, თავში საცემ–სახლელი ჩემიც მეყოფაო. ამ ვერსიას ერთი ფაქტიც აძლიერებს – 19 აპრილის აქციაზე მიხეილ სააკაშვილს არავინ ელოდა, გეგმით, ის იქ არ უნდა მისულიყო. თუმცა, მოულოდნელად მიშა მიტინგზე გამოცხადდა. სააკაშვილი სიტყვის სათქმელად ტრიბუნასთან მივიდა თუ არა, მერაბიშვილმა დატოვა აქცია და ჟურნალისტების არაერთგზის დასმულ კითხვასაც თავი აარიდა, რატომ სტოვებდა აქციას მაინცდამაინც პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისთანავე? მოკლედ, ,,ნაციონალებში" დიდი არეულობაა და რეალური შანსია, პარტიის გავლენიანმა ფიგურებმა სააკაშვილი მარტო დატოვონ. პრინციპში, ბოკერიას და სააკაშვილის ერთობა მხოლოდ ფასადურია, მერაბიშვილი და უგულავა მისგან დისტანცირებას ცდილობენ, ადეიშვილი პაპაჩემთანაა. ანუ, მთავარი დასაყრდენი, ვინც მას ხელისუფლებას უხანგრძლივებდა, უკვე გამოეცალა. დანარჩენები კი, ან თავად გაწირა, ან გაქცეულები არიან. სააკაშვილისგან დისტანცირება დაიწყო დავით ბაქრაძემაც. აქციაზე პროვოკაციის მოწყობის, სისხლის დაღვრისა და პროცესების უმართავ რეჟიმში გადაყვანის გეგმის შესახებ როცა შეუტყვია, ბაქრაძე შოკში ჩავარდნილა. გონს მოსულს კი პირდაპირ უთქვამს სააკაშვილისთვის, – თუ რაიმე პროვოკაციული გეგმის თანხლებით წარიმართება აქცია, იქ არათუ არ წამოვალ, მეტიც, ხალხს მოვუწოდებ, არ მოვიდნენ 19 –ში და მოსალოდნელი საფრთხის შესახებაც გავაფრთხილებო. ქართველ ხალხს რომ დიდი ტრაგედია ასცდა, მისი დამსახურებაც ყოფილა. ,,წონიანი ნაციონალები" ამბობენ, ბაქრაძე არც ბოკერიას გუნდშია, არც მერაბიშვილისა და აღარც სააკაშვილის, მაგრამ, ამერიკის საელჩოს გარდა, სხვა ქვეყნების დიპლომატებიც რომ ჩაერივნენ საქმეში, ეს მისი პირადი დამსახურებააო. ვერ გეტყვით, ეს ინფორმაცია რამდენად რეალურია და შემთხვევით, ვინმე ბაქრაძის გაპიარებას ამ ხმების გავრცელებით ხომ არ აპირებს...თუმცა, ფაქტია სააკაშვილს, უკვე გათხრილ და პირღია პოლიტიკურ საფლავში, როგორც ჩანს, არც ბაქრაძე ჩაჰყვება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, მიშა მალე მარიამ საჯაიას, ნუგზარ წიკლაურის და კაკო ბობოხიძის ამარაღა დარჩება". (,,კვირის ქრონიკა"N16(590); ავტორი: ხათუნა ელბაქიძე) -
19 აპრილს სისხლისღვრას ამერიკის ელჩმა გადაგვარჩინა
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
,,ნაციონალთა" ვიწრო წრე მართლა გეგმავდა ყველაზე წარმოუდგენელ პროვოკაციებს 19–ში, სისხლის დაღვრასაც და სხვა უბედურებებსაც, ეს, უმთავრესად, სააკაშვილის სურვილი იყო. მისი გათვლებით, ეს მისთვის ხელისუფლების შენარჩუნების და პასუხისმგებლობის არიდების ერთადერთი საშუალება გახლდათ. აღნიშნულ გეგმას მხარს უჭერდნენ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა. ამ გეგმის განხორციელებაზეც პასუხისმგებლობა მათ იკისრეს. თუმცა, ის არ განხორციელდა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ერთ ექსცესსაც არ ჰქონია ადგილი....რატომ აიღო ხელი სააკაშვილმა სისხლიან გეგმაზე.... თუ რამ უბედურება გვჭირდა ამ 9 წლის მანძილზე, უპირველესად, ამერიკის ხელისუფლებას უნდა ,,ვუმადლოდეთ", რადგან მათი ხელდასხმით მოვიდნენ სააკაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში, მათი ძალისხმევით შერჩათ ,,ნაციონალებს" უამრავი დანაშაული და არაერთი გაყალბებული არჩევნებიც ,,გაუპრავეს", თუმცა, ამჯერად ამერიკელებმა სააკაშვილს თავისი პროვოკაციული გეგმის განხორციელების საშუალება არ მისცეს. სააკაშვილ–მერაბიშვილ–უგულავას გეგმის დეტალები, ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც უწყოდა. სწორედ ნორლანდის უშუალო ჩარევის შემდეგ აიღო ხელი სააკაშვილმა თავის სისხლიან განზრახვაზე. გუნდის შიგნით კი ,,განხეთქილების ვაშლის" როლი გიგა ბოკერიამ შეასრულა. სისულელეა იმის თქმა, რომ გულჩვილობით ქართველი ხალხის სისხლის დაღვრას მოერიდა...ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამეულისა და ბოკერიას ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. გიგა ბოკერიამ მიშას უთხრა, რომ ის და მისი გუნდი, მას არც საფლავში ჩაყვებოდნენ და არც ჰააგის ციხეში აპირებდნენ მის გვერდით ჯდომას, თუ საქმე აქეთკენ წავიდოდა. ბოკერიასთვის მთავარი მისი გუნდის, ყველაზე პროამერიკული, ლიბერალური იდეების ყველაზე ერთგული პოლიტიკოსების გადარჩენაა. ყველაფერი ძალიან მარტივადაა – ბოკერიამ, ცხადია, დეტალურად იცოდა, რასაც გეგმავდა სამეული, შესაძლოა, ის თავიდან მათი თანამოაზრეც იყო, მაგრამ ეშმაკზე ბარე 5 წლით ადრე დაბადებული და ცივსისხლიანი გიგა ბოკერია ემოციურ გადაწყვეტილებებს არასდროს იღებს, მან კარგად აწონ–დაწონა დაგეგმილი პროვოკაციის შესაძლო შედეგები და დაასკვნა, რომ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართებოდა და სააკაშვილი ხელისაუფლებას ხელში ვერ ჩაიგდებდა, მას და მის გუნდს, ქართველი ხალხი, სააკაშვილთან ერთად, ,,ლინჩის წესით" გაასამართლებდა. ...ინფორმაციამ, რომ ბოკერია და მიშა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მიტინგის დაწყებამდე გაჟონა. ამიტომაც იყო, აქციაზე მიშა და გიგა ერთად რომ მივიდნენ, ვითომ იმის სადემონსტრაციოდ, რომ მათ შორის ცუდი არაფერი მომხდარა...სწორედ ბოკერიას და მისი გუნდის აქტიურობის შედეგი ყოფილა ამერიკის ელჩის გააქტიურება. კულუარული ინფორმაციით, აქციამდე ცოტა ხნით ადრე რიჩარდ ნორლანდს მიხეილ სააკაშვილისთვის უთქვამს: ჩვენ არაერთი სიბინძურე ,,გაგითეთრეთ" შენ და შენს გუნდს, მაგრამ ამჯერად სხვა ვითარებაა, ერთი წვეთი სისხლიც რომ დაიღვაროს რუსთაველზე და ხელისუფლებას ძალის გამოყენება დასჭირდეს აქციის დასაშლელად, ჩვენ განცხადებას გავაკეთებთ, რომ ოპოზიცია დესტრუქციულად მოქმედებდა და თავად გამოიწვია პროვოკაცია, ხოლო ხელისუფლებამ, ხალხისთვის უფრო დიდი საფრთხის თავიდან ასარიდებლად, კანონიერად იმოქმედაო არც ის გამორიცხო, რომ ჩვენი დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია შენი ბინძური გეგმების შესახებ, რომელიც ახლა სახელმწიფო დეპარტამენტშია, ხელისუფლებას გადავცეო. ამერიკის ელჩის გარდა, სააკაშვილს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საელჩოებიდან დაუკავშირდნენ და იგივე უთხრეს,– გვაქვს ინფორმაცია, რომ პროვოკაციას გეგმავ და ჩვენი მხარდაჭერის არანაირი იმედი არ გქონდესო. ეს შეხვედრა სააკაშვილის რეზიდენციაში 18 აპრილს, ღამით გამართულა. ამის შემდეგ სააკაშვილმა ხელი აიღო თავისი არაადამიანური გეგმის შესრულებაზე". (,,კვირის ქრონიკა"N16(590); ავტორი: ხათუნა ელბაქიძე) -
დედა, რა იყო ეს?...მთეეელი ორი თვით ადრე დაანონსებული აქციიდან რაღაცას ყველა ელოდა...პროვოკაციებს პროვოკაციებზე აცხობდნენ, რა სახის საფრთხეს და საშინელებას არ გვიხატავდნენ...ზოგს ,,ნაციონალების" დათვლა უნდოდა, ზოგს ქვეყნის არევა, რომ მღვრიე წყალში თავისი ოქროს თევზი დაეჭირა, ზოგს იმის თქმა, რომ ,,ცნობა მათი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია"....დიდი ხნის ლოდინის, წვიმიან-თოვლიანი და არა ,,ნებიერა გაზაფხულის" პირზე 19 აპრილიც მოვიდა...ჯერ დილიდან აპირებდნენ რუსთაველის და მიმდებარე ქუჩების გადაკეტვას, მერე გადაიფიქრეს. ოთხი საათიც და ,,რუსთავი-2"-ის პირდაპირი რეპორტაჟის მსვლელობამ ,,გონივრული ეჭვი" გამიჩინა. დავიჯერო ჩემს ბედრკულ ქვეყანაში ამდენი მომხრე ჰყავს ,,ნაციონალურ მოძრაობას"?! ჰოდა...გადავწყვიტე, მხოლოდ საკუთარ თვალს და ყურს ვენდო. წავედი და ვნახე...მათემატიკაში კოჭლი არ ვყოფილვარ, მაგრამ მხედველობა მაქვს არაჩვეულებრივი. კინო ,,რუსთაველიდან" ყოფილ კავშირგაბმულობის სახლამდე ფაშარად, ბუჩქებად დგანან...გავლა-გამოვლის პრობლემა არ არის, ბოდიშის მოხდაც არ მჭირდება. ძირითადად რაიონებიდან ჩამოსული ხალხია, ნაშრომ-ნაჯაფი სახით. აქეთ, წითელ ,,პომანდიანი" ქალბატონები (სკოლის და ბაღის მასწავლებლებს გვანან): ,,ქალბატონო რატომ ხართ აქ, რას მოითხოვთ?! (შევეცადე ხმა საქმიანი და კეთილგანწყობილი მქონდეს)...ამათვალ-ჩამათვალიერა, ისე ვაფახურებ თვალებს, მიამიტობის განსახიერება ვარ...,,რას გენაცვალე და...არ მინდა რუსეთი. შენ გინდა? (თავს ვაქნევ), კიდევ, რამდენი რამე გააკეთა მიშამ, არ უნდა დაინახო?"...ქალბატონო ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე რას გვეტყვით, დღევანდელ მთავრობას კურსის ცვლილებას ამჩნევთ?...- კითხვა აშკარად რთული ეჩვენა (პაუზა...ამ დროს ტრიბუნაზე ქალაქის მერი უგულავა გვიმტკიცებს, რომ ყველანი ვუყვარვართ და ყოველთვის მოვენატრებით (მეეც?)...-ნუუუ...ჯერ ვერ ვატყობ, მაგრამ ჯობია გავაფრთხილოთ" (ვერაფერს იტყვი, წინდახედული ქალბატონია)...ვემშვიდობები და თვალს ტრიბუნას ვავლებ...,,ნაციონალური მოძრაობა" არ მომკვდარა (ჰო...ჯერ სძინავს),- ხმის ჩაწყვეტამდე ყვირის კაკო ბობოხიძე...ყვირილი და ტანსაცმლიდან ამოხტომა ჯერ კიდევ წინაა...პრეზიდენტი სცენაზეა...ვაშაძის განცხადების მიუხედავად, სააკაშვილი აქციას არ დაესწრებაო, პრეზიდენტი გამოჩნდა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ივანიშვილის სცენარიც შეცვალა, როგორც ყოველთვის, მთავარი ის იყო, მერაბიშვილის დაანონსებული აქციის აზრი კი, ძლივს, საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა გამაგებინა. თურმე ახალი ეროვნული მოძრაობა დაიწყო...დედააა...რა იყო ეს? სულ ეს დარჩით ,,ნაციონალებო"...
-
ინტერვიუ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძესთან ,,19 აპრილთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია და მათ შორის ერთ–ერთი ასეთია: თუ მოხდა მასობრივი არეულობა, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და ხელში მთლიანად იღებს ძალაუფლებას. როგორ ვითარდება მოვლენები ამის შემდეგ, რა უფლებები აქვს პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით? –მე არა მგონია, რომ ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ჩვენ ვილაპარაკოთ, როგორია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წესები კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში. ასეთ შემთხვევებს მიეკუთვნება ეპიდემიები, სტიქიური უბედურებები და მასობრივი არეულობები. ამ დროს პრეზიდენტს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს პარლამენტს. პარლამენტი ვალდებულია, შეიკრიბოს 48 საათის განმავლობაში… ანუ შეუძლია, შეიკრიბოს მაშინვე, 5 საათის შემდეგ, ერთი დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა და კენჭი უყაროს საგანგებო მდგომარეობის დამტკიცებას, რისთვისაც საკმარისია ხმათა ჩვეულებრივი უმრავლესობა. თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა, პრეზიდენტის ინიციატივა გაუქმებულად ითვლება. პრეზიდენტს შეუძლია, დაითხოვოს მთავრობა, მაგრამ ამ პერიოდში ძველი მთავრობა აგრძელებს უფლებამოსილებას. დავუშვათ, მან წარმოადგინა ახალი მთავრობა, პარლამენტს შეუძლია, არ დაუმტკიცოს. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ უნდა წარმოადგინოს და არდამტკიცების შემთხვევაში ეძლევა პარლამენტის დათხოვნის უფლება, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ სადაცაა მაისიც დადგება, რის შედეგაც სააკაშვილი ვეღარ დაითხოვს პარლამენტს. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, ეს ბრძანებულება ძალაში შედის იმ წუთსვე, ანუ საჯაროდ გამოცხადებისთანავე, მაგრამ, როგორც კი პარლამენტი შეცვლის გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობა უქმდება. ასევე მან უნდა მიუთითოს მთელი რიგი სავალდებულო პარამეტრები: რა ტერიტორიაზე ცხადდება, რამდენი ხნით ცხადდება, რა უფლებები იზღუდება. მაგალითად, ვის როგორ ეძლევა გადაადგილების უფლება. ასევე, როგორ შეიძლება ინფორმაციის გავრცელება. ყველაფერი ეს უნდა იყოს აღნიშნული პრეზიდენტის ბრძანებულებაში". (,,ალია"N36(2790); ავტორი: გელა ზედელაშვილი)
-
,,ნაციონალური მოძრაობა" თვითლიკვიდაციის რეჟიმშია! პარტია უნდა განადგურდეს! სააკაშვილმა დააანონსა, რომ 19 აპრილის აქციას არ უერთდება. მას ახლა გაახსენდა, რომ ოპოზიციის აქციებზე სიარული პრეზიდენტის საქმე არ არის, არადა არჩევნებში წაგებულმა პრეზიდენტმა, თავი ოპოზიციის ლიდერად გამოაცხადა! თამაში დასრულებულია, სააკაშვილისგან გამიჯვნისა და მისი მოცილების სპეცოპერაცია კი დიდი ხნის წინ დაიწყო! მოწოდებული ინფორმაციით, ,,ნაციონალების" ლიდერების ნაწილი უკვე გაიქცა, ნაწილი კი 19 აპრილის აქციის შემდეგ გარბის! მაშ ასე, გუშინ, გვიან ღამით, აეროპორტიდან დაგვირეკეს და სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდეს. ნაციონალები და მათი მომხრე "ფეისები" 19 აპრილს, ღამით, ქვეყნიდან გარბიან, ჩეხეთის ავიახაზებით, რეისის ნომერია: ჩშA 35. აშკარაა, რომ ნაციონალები 19 აპრილს კარგს არაფერს ელოდებიან. არაა გამორიცხული მოხდეს შეტაკება, პროვოკაცია და სამოქალაქო დაპირისპირება, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრს საქართველოში აღარ დაედგომება. აქციას არ დაესწრებიან ჩიორა თაქთაქიშვილი და დავით დარჩიაშვილი, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს პრაღაში გაჰყვნენ. გიორგი ბარამიძე გაფრინდა კიევში, გიორგი ვაშაძე-რიგაში. ახლა კი სია, თუ ვინ დაჯავშნა ბილეთები 20 აპრილის ავიარეისებზე: გიორგი უგულავა- გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია); ვახტანგ ნაცვლიშვილი, ვაკის მაჟორიტარი, თბილისის საკრებულო- გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია); დავით წერეთელი, თბილისის საკრებულო- გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია); ირაკლი დვალი, თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან"- გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია); ხვიჩა სანაია, თბილისის საკრებულოს წევრი- გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია); მამუკა ახვლედიანი, ყოფილი ვიცე-მერი; ლელა კილაძე- გიგი უგულავას მეუღლე. მათ გარდა გვისახელებენ ,,ნაციონალების" ახლო გარემოცვად მოაზრებულ პირებს, მამულაშვილი კახა (,,მამულიჩა"), ლელა წურწუმია. სიაში მოხსენიებულია კიდევ არაერთი ადამიანი, რომელთა გვარებიც საზოგადოებისთვის ცნობადი არ არის, თუმცა, წყარო ამბობს, რომ ეს ადამიანები ,,ნაციონალების" აქტივისტები არიან და მერიის სხვადასხვა სამსახურებში მუშაობენ". (,,ალია"N35(2789); ავტორი:ნინო სამხარაძე)
-
ინტერვიუ ,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერ და უმრავლესობის წევრ დავით ბერძენიშვილთან ,, მართალია, დათა ახალაიას ადვოკატი გვარწმუნებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული საკმაოდ სკანდალური განცხადება რეალურად ყოფილ მაღალჩინოსანს, ბაჩო ახალაიას ძმას ეკუთვნის, მაგრამ პირადად მე, ეჭვების გასაფანტად მეტი ინფორმაცია მჭირდება. ჯერ კიდევ მაწუხებს საკმაოდ ლეგიტიმური კითხვა _ გამოიყენა თუ არა რომელიმე პოლიტიკურმა პერსონამ ან თუნდაც პოლიტიკურმა დაჯგუფებამ დათა ახალაიას სახელი საკუთარი მიზნების განსახორციელებლად? ფაქტია, ნაციონალური მოძრაობის დაშლის პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს. დღითიდღე მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გუნდზე გავლენას კარგავს, მეტიც, ის უკვე წარსულის პოლიტიკოსია და ეს აცოფებს. ნებისმიერ შემთხვევაში, წერილი დათა ახალაიამ დაწერა თუ ვინმე სხვამ, ის ნაციონალურ მოძრაობაში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემატიკას ობიექტურად ასახავს. დიდი ხანია ყველამ კარგად ვიცით, რომ ახალაიების ოჯახი და მერაბიშვილი არ მეგობრობენ, მეტიც, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, ერთმანეთს საკმაოდ მწვავედაც უპირისპირდებოდნენ. პირადად მე, განცხადების ავთენტურობის დადგენას დაველოდები, რადგან ახლა ისეთი პროცესის დასაწყისს ვხედავ, რომელზეც მარჩიელობით საუბარი გამართლებული არ იქნება. ნაციონალური მოძრაობის მეტ-ნაკლებად მოაზროვნე ნაწილმა კარგად იცის, რომ პარტიის ამ სახელწოდების ქვეშ, მით უმეტეს, სანამ სააკაშვილი და მერაბიშვილი გუნდის ლიდერებად მოიაზრებიან, მათი პოლიტიკური მომავალი აბსოლუტურად უპერსპექტივოა. თუ ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებს კარგად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ სააკაშვილი ახლა რეალურად ოპოზიციაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვის, თუმცა თავადვე კარგად იცის, რომ რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, პოლიტიკისგან აბსოლუტურად მარგინალიზებული გახდება. იდენტურ განცდებშია ვანო მერაბიშვილიც, შესაბამისად, 19 აპრილის კარიკატურულ აქციებზე დღეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აპოლიტიკური ნაწილი _ სააკაშვილი და მერაბიშვილი საუბრობენ და ორივე მხოლოდ ხავსს ეჭიდება. ნაციონალურ მოძრაობაში დიდი ხანია სხვადასხვა ინტერესი ერთმანეთს ეჯახება, ამიტომ ნამდვილად არ გამიკვირდება თუ პარტიის იდეოლოგებს მათივე თანაგუნდელები გარიყავენ. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტობის კანდიდატად მერაბიშვილს დაასახელებს, ვინმე სიკინჭილაშვილს თუ ქიბროწაშვილს, რომელსაც სააკაშვილი ხშირად ახსენებდა, მნიშვნელობა არ აქვს. ნაციონალების ვერც ერთი კანდიდატი პოლიტიკურ ასპარეზზე კონკურენტუნარიანი ვერ იქნება. სხვათა შორის, როცა მერაბიშვილი ,,აბჯარასხმული’‘ გვევლინებოდა, ბევრი აქებდა და ნაციონალური მოძრაობის ხერხემლადაც მიიჩნევდა, მაგრამ მას წლებია ვიცნობ და, კარგად ვიცი, რეალურად რასაც წარმოადგენს. გარწმუნებთ, ახლაც ზუსტად ისეთია, როგორიც ათი წლის წინ იყო _ ის აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანი ფიგურაა, რომლის პერსონას მხოლოდ კარიკატურული ელემენტები ახლავს, ქართულ პოლიტიკაში მისი სპიკერობაც განსაკუთრებით საინტერესოა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო ხანებში მან პრეტენზიები ხელოვნებათმცოდნეობაზეც გამოთქვა, მაგრამ წარმატებული ვერც რაბათის ციხის ,,დაცვაში’‘ აღმოჩნდა. სხვათა შორის, წლების წინ, მან მიწათმოქმედთა ასოციაცია დააფუძნა და ვურჩევ, ეს საქმე გაიხსენოს. ასე რომ, ახლა აბსოლუტურად განეიტრალებული ვანო საკუთარ გუნდსაც აღარ სჭირდება. . 19 აპრილის აქცია ჩანასახშივე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური განადგურების მანიშნებელი იყო. მას შემდეგ, რაც 19 აპრილის აქცია ორი თვით ადრე საგარეო კურსის ხაზგასასმელად დაანონსდა, ნაციონალურმა მოძრაობამ საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციას მხარი კოალიციასთან ერთად დაუჭირა. სხვათა შორის, პარლამენტშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ტენდენცია დიდი ხანია იკვეთება: მართალია, ნაციონალები ჯერ კიდევ ფრთხილობენ, თუმცა მაინც შესამჩნევია, რომ ხშირად ერთ აზრზე ჩამოყალიბება უჭირთ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ტექსტსაც ახმოვანებენ და პოლიტიკური განცხადებებისას არც ერთნაირი ტონალობა აქვთ. კერძოდ, როცა უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, თუ სააკაშვილი განსხვავებულად მოიქცევა, ჩემი ადგილი მის გუნდში არ იქნებაო, მან ქვეყნის პრეზიდენტს საკმაოდ მოზომილად გაფრთხილების სიგნალი გაუგზავნა. ამასთან, არც კაკო ბობოხიძის განცხადება იყო შემთხვევითი, როცა თქვა _ მართალია, ივანიშვილი არ მომწონს, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ვეთანხმებიო. ანუ ოპოზიციური ფლანგის საკმაოდ შემტევი დეპუტატი სააკაშვილს ღიად დაუპირისპირდა. სააკაშვილს დეპუტაციაზე სრული კონტროლის შენარჩუნება უნდა და გაცოფებულია, რომ ამ მიმართულებით მისი გუნდი ერთსულოვანი არ აღმოჩნდა. ფაქტია, საპარლამენტო უმრავლესობის დასაშლელად პირველმა ტალღამ უკვე გადაიარა, ახლა სულ ცოტა დროა იმისთვის საჭირო, რომ ეს პროცესი ნაციონალური მოძრაობის მარცხით დასრულდეს. სააკაშვილის მცდელობა, პოლიტიკაში ოპოზიციის ლიდერად დაბრუნდეს, სრული კრახისთვის განწირულია. საზოგადოებამ პირველ ოქტომბერს სწორედ მიხეილ სააკაშვილს უთხრა უარი, თუმცა აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქართველ ხალხს ის არც 2008 წლის იანვარში აურჩევია პრეზიდენტად. ერთი სიტყვით, სააკაშვილი დღეს მხოლოდ პოლიტიკური ნარჩენია, რასაც ,,აირაისა’‘ და ,,ენდიაის’‘ მიერ ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს. ამ ორგანიზაციების შედეგებს შეგნებულად იმიტომ ვასახელებ, რომ ნაციონალური მოძრაობა მათ მიერ ჩატარებულ გამოკვლევებს ეჭვქვეშ ვერ დააყენებს". (,,ვერსია" N43(799); ავტორი: რუსუდან შელია)
-
,,მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნაციონალები დათა ახალაიას გამოჩენას დიდხანს ელოდნენ. ზუსტად იმ დროიდან, რაც ბაჩო საქართველოში დაბრუნდა, ,,გმირის’‘ მანტია მოისხა და თანაგუნდელებს პირველი ნიშანი მისცა _ რასაც ვანოს დავპირდით, ავუსრულებთო. მაშინ ეს ინტრიგა მხოლოდ იმათ გაშიფრეს, ვინც იცოდა, რომ ახალაიები, ჯერ კიდევ 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე დარწმუნდნენ, რომ თანაგუნდელებმა გაწირეს. ,,ვერსია’‘ არჩევნებიდან ორი კვირის თავზე, კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ ნაციონალებში დიდი ,,რაზბორკა’‘ ავლაბრის რეზიდენციაში შედგა _ ბევრი ამბავი გაირჩა და მათ შორის, მამა ახალაიას ,,საარჩევნო ომის’‘ დეტალები, ციხის შიგნიდან დამანგრეველი ,,ციხის კადრების’‘ გამტანის საქმე, ახალაიების კლანის ბიზნეს- ინტერესები და დათას პირადი შუღლი უკვე გაპრემიერებულ მერაბიშვილთან. მაშინ ითქვა, რომ ახალაიები პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა ,,გადაარჩინა’‘, მისივე ლობირებით დატოვეს საქართველო და უსაფრთხოების გარანტიები, ფულადი კომპენსაცია, ასევე ბიზნესის შენარჩუნების პირობაც მისგან მიიღეს. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ხელისუფლების კულუარებში, ეს ამბავი არც გაკვირვებია, რადგან ყველამ იცოდა, რომ ახალაიებს პირადად პრეზიდენტი მფარველობდა. ასე მოხდა მაშინ, როცა გირგვლიანის საქმე დამოკლეს მახვილით დაეკიდა თავზე კუდის უფროსს, მაშინაც, როცა ბაჩო ახალაიას ციხეში ჩადენილი სისასტიკენი ,,გაუბაზრდა’‘ და მაშინაც, როცა ,,ერთი მანიაკი მინისტრის’‘, როგორც ბაჩოს ეძახდნენ, გამო, ლამის თავზე დაგვექცა წლობით ნაშენები ქართული თავდაცვის სისტემა. მერაბიშვილმა იცოდა, რომ ახალაიებს ასე იოლად ვერ მოერეოდა, თუმცა პატარ- პატარა ომები ყოველთვის ჰქონდა, თითქოს პრობლემებს მხოლოდ იმიტომ უქმნიდა, რომ საკუთარი ძალა გაეხსენებინა და ისიც შეემოწმებინა, შემთხვევით, სააკაშვილი ხომ არ ,,გაუნაწყენდათო’‘. თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა და ამჯერად, მხოლოდ იმას გაგახსენებთ, რომ იმ ,,რაზბორკაზე’‘ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მიშას უსაყვედურა _ ,,ახალაიას ნუ გადააყოლებ ქვეყანასაც და კარიერასაცო’‘. სააკაშვილმა ჩათრევას ჩაყოლა არჩია და მერაბიშვილის თამაშში შევიდა. ამბობენ, რომ სწორედ მაშინ დაპირდნენ თურმე მერაბიშვილს ახალაიები _ დრო მოვა და შეგისრულებთო. არჩევნებიდან რამდენიმე ხანში, ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა და ნაციონალების, თითქოს ერთიან გუნდში, პირველი ბზარიც გაჩნდა. მოგვიანებით, თავდაცვისა და შს ექსმინისტრი საბრალდებო სკამზეც აღმოჩნდა და სოლიდარობა გამოუცხადა ყველამ, მერაბიშვილის გარდა. არადა, პირველად საჯარო საყვედური ნაციონალების გენმდივნის მისამართით მხოლოდ დღეს გაისმა და ისიც თეა თუთბერიძის მხრიდან... მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან დიდი პოლიტიკური ინტრიგაა, რომლის პირველი შედეგი მაშინ გამოჩნდა, როცა გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დათა ახალაიამ უცხოეთში გაიტანა კომპრომატები, უკანონო თვალთვალისა და მოსმენის ჩანაწერები და საკუთარ თანაგუნდელებს შემოუთვალა _ გონს თუ არ მოხვალთ და ბაჩოზე ხელის შეწმენდას თავს არ დაანებებთ, ,,იუთუბიზე’‘ თითო კომპრომატი საათში ერთხელ დაიდებაო. როგორც ჩანს, მისი გაფრთხილება ყურს იქით გაატარეს. დათა ახალაიამ მოქმედება დაიწყო. სწორედ ამ კონტექსტში უნდა გავაანალიზოთ ,,ფეისბუქზე’‘ გამოქვეყნებული მისი განცხადება, სადაც კუდ-ის უფროსი მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ინიციატორად შს მინისტრს ასახელებს. მართალია, დათა ახალაიას წერილის ავთენტურობას მისი ახლობლები არ ადასტურებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ზუსტად იციან, რას გეგმავს ყოფილი მაღალჩინოსანი, რადგან უკვე დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მაჟორიტარმა, ახალაიების ოჯახის უფროსმა, როლანდ ახალაიამ ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ამასთან კუდ-ის ყოფილი უფროსის ადვოკატიც ამტკიცებს, რომ წერილი ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის, რომელიც უახლოეს ხანებში აპირებს საქართველოში დაბრუნებას და ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს. ფაქტია, კითხვებზე პასუხის გაცემა სხვებსაც მოუწევთ. ეჭვი არავის ეპარება, რომ დათა ახალაიას საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააპატიმრებენ. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, იგი ბრალდებულია სისხლის სამართლის დანაშაულში პოლიციელ აზარაშვილის საქმეზე, თუმცა ვანო მერაბიშვილის თავისტკივილი გირგვლიანის სკანდალური საქმე იქნება და მასში მისი მეუღლის, თაკო სალაყაიას მონაწილეობის ფაქტი. ჯერ კიდევ არავინ იცის, რა მტკიცებულებას დადებს გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის ყოფილი უფროსი, რომელსაც მოუწევს კოდუებთან, ადეიშვილთან დაპირისპირების დეტალები, ირაკლი ოქრუაშვილთან თბილისური თუ პარიზული სისხლიანი გარჩევებიც გაიხსენოს და კიდევ ბევრი ისეთი რამ, ნაციონალებს წირვას რომ გამოუყვანს. ჩემი არ იყოს და, გიგი უგულავასაც ამ განცხადების შემდეგ, სწორედ ოქრუაშვილი გახსენებია _ ,,ეს ძალიან ჰგავს ოქრუაშვილის ეპოპეას’‘, თუმცა ის კი აღარ უთქვამს, ვინ შეუგზავნეს საკანში ,,მოსალაპარაკებლად’‘ დაპატიმრებულ ოქრუაშვილს, ვისი დავალებით ემუქრებოდა ოჯახის განადგურებით და მოგვიანებით, ვინ და რა გარანტიებით გააცილა პარიზში ,,სამკურნალოდ’‘ ქვეყნის დამაქცევარი და ნაციონალების ,,მოღალატე’‘ ექსმინისტრი. იმედია, დათა ახალაია ამ ამბებსაც დოკუმენტურად გაიხსენებს! ვანო მერაბიშვილი დათა ახალაიას განცხადებას სოციალურ ქსელშივე ეხმაურება და ბოდვას უწოდებს: ,,საქმე გვაქვს ისეთ აბსურდთან, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ. ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველსმოკლებულ ბოდვას!’‘ ეჰ, ვანო კი ამბობს, ბოდვააო, მაგრამ ფაქტია, მერაბიშვილს, აშკარად, შიშისგან აბოდებს და ცდილობს, ყველაფერი ხელისუფლებას გადააბრალოს. ახალაიების კლანის დიდი შურისძიება გრძელდება. საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვანო მერაბიშვილს, როგორც თავად აცხადებს, თურმე დიდი ხანია არ უნახავს, არც ის იცის, როგორ არის და არც თურქეთში ავარიის შემდეგ დაინტერესებულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. საინტერესოა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი არც 19 აპრილის აქციაზე აპირებს მისვლას!" (,,ვერსია" N43(799); ავტორი: მაია ფურცელაძე)
-
ხათუნა კალმახელიძეს პროკურატურაში დაიბარებენ
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
,, კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი სიმამრის მოწამვლის მცდელობის საქმეზე გამოძიება მალე დასრულდება. ,,ალიამ" მოისმინა შს მინისტრის სიმამრის, გენერალ თამაზაშვილის ყოფილი თანამესაკნის ვუგარ ალიევის აღიარებითი ჩვენების სრული ვერსია, სადაც ის დეტალურად შიფრავს სქემას, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის მოწამვლა იგეგმებოდა. ამ სქემაში ერთ–ერთ მთავარ ფიგურად ალიევი ასახელებს ხათუნა კალმახელიძეს და ციხის უფროს ხუჭუას, რომლებიც მისი თანდასწრებით ინსტრუქციებს პერიოდულად იღებდნენ, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილისგან. როგორც ალიევი ამბობს, მას დაავალეს, რომ თამაზაშვილისთვის საუზმის დროს ჩაიში ჩაეგდო აბი, რომელიც იმ მომენტში არ იმოქმედებდა, სამაგიეროდ სამი თვის შემდეგ თამაზაშვილს ღვიძლი დაეშლებოდა. ამ დავალების შესრულებისთვის მას ვადამდე განთავისუფლებას დაპირდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ციხის სკანდალური ჩანაწერები გამოქვეყნდა, სიტუაცია შეიცვალა და თამაზაშვილი სიკვდილს გადაურჩა. პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის შოთა ტყეშელაშვილის ინფორმაციით, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ 2012 წლის აგვისტოში, სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და ციხის ადმინისტრაცია გეგმავდა ყალბი და ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით თამაზ თამაზაშვილის შვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რაც მიზნად ისახავდა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას. გარდა ამისა, ასევე დგინდება, რომ 2012 წლის სექტემბერში ხათუნა კალმახელიძემ და იგივე პირებმა დაგეგმეს თამაზ თამაზაშვილის მოწამლვა, რაც უნდა განხორციელებულიყო თამაზ თამაზაშვილის თანამესაკნის ვუგარ ალიევის მეშვეობით. ტყეშელაშვილის თქმით, გროვდება მტკიცებულებები და უახლოეს მომავალში ხათუნა კალმახელიძე დაბარებული იქნება პროკურატურაში". (,,ალია"N34(2788); ავტორი: ნინო სამხარაძე) -
შს მინისტრი გვირჩევს 19–ში პროვოკაციებს თავი ავარიდოთ
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ინტერვიუ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ,,– მესმის, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ, თუ რაიმე პროვოკაციას აჰყვება რომელიმე მოქალაქე და 19 აპრილს შეკრებილ მოსახლეობას, დემონსტრანტებს დაუპირისპირდება, ეს იქნება პირდაპირ ,,ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე წყლის დასხმა და ის იქნება ,,ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელი. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ მათ ინტერესებშია, რომ მოხდეს დაპირისპირება, კონფლიქტი მოქალაქეებსა და მანიფესტანტებს შორის, რაც ავტომატურად გამოიწვევს ჩვენს ჩაბმას ამ ორ ანტაგონისტურად განწყობილ მხარეს შორის. შესაბამისად, თხოვნით მოგმართავთ, მაქსიმალურად თავი შეიკავეთ საკუთარი ემოციების გამომჟღავნებისგან და არ შეხვიდეთ კონფლიქტში 19 აპრილის აქციის მონაწილეებთან. უახლოეს დღეებში საჯაროდ გამოვაცხადებთ, რა პრევენციულ ზომებს მივმართავთ 19 აპრილისთვის, ძალიან ბევრი კამერით მოხდება დაფიქსირება თითოეული ქმედების". (,,კვირის ქრონიკა"N15(589); ავტორი:ნინო სამხარაძე) -
იმაზე უკეთესად იქნება ყველაფერი, ვიდრე წარმოგიდგენიათ
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ინტერვიუ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ,,ბატონ ბიძინასგან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი იყო, არის და იქნება მაგალითის მომცემი. აბსოლუტურად სხვაგვარად შევხედე სამყაროს, შინაგანად მაქვს მე ჩემი მიდგომები და განსაკუთრებით ერთ რამეს ვერ ვიტან, ესაა უსამართლობა! მე თუ ადამიანს ნდობას ვუცხადებ და ჩემს ნდობას ვინმე ბოროტად იყენებს, ან ვერ მიმართლებს, მერე იმ ადამიანს გვერდიდან ვიშორებ. შემიძლია მაქსიმალურად გავუღო ყველა კარი, მეგობარი იქნება თუ კოლეგა, ბოლომდე ახლოს ვუშვებ, იცით, რატომ? ახლოდან ყველაფერს კარგად ხედავ. შესაბამისად, მე თუ აღმოვაჩინე, რომ ესა თუ ის ადამიანი, ან თანამშრომელი იქცევა ბრიყვულად, უსამართლოდ, უპასუხისმგებლოდ და არაკეთილსინდისიერად, ან უბრალოდ მას თუ არ აღმოაჩნდება სათანადო კვალიფიკაცია, ასეთ ადამიანს ვიშორებ. მართლმადიდებელი ვარ და შესაბამისად, მიმტევებელიც, მაგრამ ერთი რამ მაქვს ძალიან კარგად დამახსოვრებული, – ამ თანამდებობაზე არ ვარ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის, ხალხის და პრემიერ–მინისტრის წინაშე. შესაბამისად, ეს პასუხისმგებლობა არ მაძლევს უფლებას, მოვიქცე სხვანაირად, ვიყო უფრო მიმტევებელი, ან რაღაცაზე თვალი დავხუჭო. დროებით კოაბიტაციას, ანუ დროებით თანაცხოვრებას, სისუსტეს ვერ დავარქმევდი. მესმის, რომ მოქალაქეებს სურვილი აქვთ, სწრაფად მოხდეს სამართლიანობის აღდგენა, ეს ტერმინი ძალიან ბევრ რამეს მოიცავს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ 9 წელი ვითმენდით ამ ყველაფერს. ,,ნაციონალების" 9–წლიანი მმართველობის შემდეგ ერთმა ადამიანმა – ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და შეცვალა ხელისუფლება. შესაბამისად ეს არის გარკვეული პროცესი, რასაც მოქალაქეებმა სხვა თვალით უნდა შეხედონ. საარჩევნო პერიოდში მოქალაქეებისგან საყვედურებს ვისმენდით, რომ ,,ოცნება" ასეთი ტემპით არჩევნებს ვერ მოუგებს ,,ნაციონალურ მოძრაობასო", ყველაფერი ცუდად მიდისო იყო ამასთან დაკავშირებით გარკვეული წუხილი, კრიტიკა და ნერვიულობა, თუმცა ყველამ კარგად ვიხილეთ შედეგი. ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან კარგად მოფიქრებული გრძელვადიანი გეგმა, რომელიც შეასრულა წარმატებით, კიდევ უფრო წარმატებით ასრულებს მეორე გეგმას. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება ხალხისადმი,– ცოტა ხანს მოვითმინოთ. ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩემი მოწოდება და რჩევა. ახლა ვართ მოთმინების რეჟიმში, დიდი საქმეების გადაწყვეტას სჭირდება, დიდი მოთმინება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი იქნება იმაზე ბევრად უკეთესად, ვიდრე ეს რომელიმე ჩვენგანს წარმოუდგენია. მე ვიცი ზოგადად, როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები". (,,კვირის ქრონიკა"N15(589); ავტორი:ნინო სამხარაძე) -
მერაბიშვილი სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
,,ვანო მერაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს. ამ ინფორმაციის გაჟღერება იქნება პრევენცია, რომ არ ამუშავდეს მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური განადგურების ის სცენარი და თუ მერაბიშვილის გეგმა ამუშავდება, ეს ნიშნავს, რომ ახალი ხელისუფლება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დადგება. პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება და შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მივიღოთ. რაზე აქვს გათვლა ივანე მერაბიშვილს? – პრეზიდენტზე თავდასხმის ინსცენირებით მერაბიშვილი და მისის რაზმი ორ კურდელს იჭერს: 1. მსოფლიო სასტიკად დაგმობს ახალ ხელისუფლებას და იტყვის, რომ მათ ვერ შეძლეს ქვეყანაში წესრიგის დამყარება. ვერ დაიცვეს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი, რასაც მოჰყვება სააკაშვილისთვის დაცვის შეზღუდვის წინა პლანზე წამოწევა; ასევე დაიწყება ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა და ტერორისტული აქტის დამკვეთებად დასახელებისთვის მათ უამრავი ვარიაცია ექნებათ - რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინი, რომელიც სააკაშვილს ჯერ კიდევ წლების წინ "კვერცხებით" ჩამოკიდებით დაემუქრა. "ნაცშპანა" გაიხსენებს წინასაარჩევნო კამპანიას და იტყვის, აი, ხომ ვამბობდით, ბიძინა ივანიშვილი პუტინის კაციაო და შემოკრავენ განგაშის ზარებს. მეორე და მთავარ კურდღელს ვანო მერაბიშვილი დაიჭერს, თუკი მისი სცენარით დასრულდება პრეზიდენტზე ინსცენირებული ტერორისტული აქტი, რასაც რეალურად მოჰყვება სააკაშვილის სიკვდილი. ეს ნიშნავს, რომ ივანე მერაბიშვილი იშორებს მთავარ მოწმეს, დამკვეთს და ირეცხვას იმ ჭუჭყს, რასაც სააკაშვილთან ერთად "ნაცელიტა" სჩადიოდა. სააკაშვილი გარდაცვალების შემდეგ გახდება გმირი მსოფლიოში და ამ აქტით "ივანე გაღლეტილი" გახდება რეინკარნირებული პარტიის ერთპიროვნული ლიდერი და "ნაცებისთვის" ახალი ერა დაიწყება. ვანო მერაბიშვილს მიშასთვის უთქვამს, მყავს "ბოევიკების" ჯგუფი, მოდი, მოვახდინოთ ტერაქტის ინსცენირება და ავაფეთქოთ შენი "ჰიბრიდული" მანქანა, რომელიც ცხადია, არ იყო დაჯავშნული. ვანო მერაბიშვილის სცენარის მიხედვით, სააკაშვილი იჯდებოდა დაცვის მანქანაში; ვანო უმტკიცებდა პრეზიდენტს, რომ შენ ცხადია, გადარჩებიო; მსოფლიოში დიდ აჟიოტაჟს გამოვიწვევთ, პარტია წინ წამოიწვეს; ეს ყველაფერი დაბრალდებათ რუსებს; ივანიშვილს სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით – ეს ჩვენი გადარჩენი ბოლო შანსიაო. მიშას ეს სცენარი ჭკუაში დაუჯდა და ვანო მერაბიშვილს დასთანხმდა, თუმცა უახლოესმა გარემოცვამ პრეზიდენტი გადაარწმუნა და არგუმენტირებულად დააულაგა, რომ მერაბიშვილი მას სწირავდა. მათ უთხრეს სააკაშვილს: "აქ შეთქმულებას აქვს ადგილი და შენ ხომ არ გადარეულხარ, ვანო გკლავს, როგორც მთავარ მოწმეს, თავიდან გიცილებს, შენს დაცვაში ვანოს ხალხია; გაგყიდიან, შენს სურათს გამოფენენ გლოვის ნიშნად და იტყვიან, რომ “მიშა არის გმირი, მაგრამ მკვდარი და განეიტრალებული", ვანო კი გახდება მოქმედი გმირი. მიშას ეს გეგმა რომ გაუშიფრეს, გაცოფებულა, დასაბმელი გახდა, ვანოს კადრი კი, ვინც დაცვაში იყო, სამსახურიდან დახსნა. სააკაშვილს შიში გაუჩნდა და ვანო მერაბიშვილის მხრიდან რეალურად ელოდება დარტყმას. არაა გამორიცხული, რომ ვანო ეს მაინც გააკეთოს". (,,კვირის ქრონიკაN15(589); ავტორი: ნინო სამხარაძე) -
როლანდ ახალაია ვანო მერაბიშვილს მიუვარდა
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ,, ,,ალიას" ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილო ყოფილა არსებული საპარლამენტო უმრავლესობით. ასევე, ივანიშვილს უთქვამს, – ვერ მოვისვენებ, სანამ ,,ნაციონალებს' თამაშგარე მდგომარეობაში არ დავტოვებ, ხოლო პრეზიდენტ სააკაშვილს გიჟის ხალათს არ ჩავაცვამ და საკუთარი ფეხით საგიჟეთში არ გავუშვებო. მამუკა არეშიძე – პრემიერმა უკვე მერამდენედ გაუსვა ხაზი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ფაქტობრივად, მან გამოიწვია პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. უმრავლესობის წევრთა დიდი ნაწილი ტყუილად არის პარლამენტში, ისინი არ მონაწილეობენ კანონშემოქმედებით მუშაობაში. ივანიშვილს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მებრძოლები სჭირდება და ,,ქართული ოცნების" ყველა წევრი უნდა იყოს მკაფიოდ გამოკვეთილი მებრძოლი, რაც არ არის. მაგრამ პარლამენტის დაშლა–არდაშლის საკითხი პრემიერისა და სააკაშვილის ურთიერთგამოწვევაა. ვინც დაშლის პარლამენტს, ის გამოჩნდება ძალაუფლების უზურპატორად დასავლელი პარტნიორების თვალში, განსაკუთრებით კი ეს სააკაშვილს ეხება. ივანიშვილის ტექნოლოგია ხომ იმაში მდგომარეობს, კრიტიკულ და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს სააკაშვილი, რაც შეიძლება ხშირად გამოვიდეს ის მოთმინებიდან და შეცდომა დაუშვას. – ,,ნაციონალების" შიგნით დაპირისპირებაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა კონკრეტულ გვარ–სახელებს არ ასახელებენ. სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ძალიან დიდი ხმაურიანი გარჩევა მომხდარა ,,ნაციონალების" პარტიულ ოფისში. როლანდ ახალაია მივარდნია ვანო მერაბიშვილს და უთქვამს, რატომ არ იცავთ ჩემს შვილს, ბაჩო ახალაიას, წლების მანძილზე ბინძურ საქმეებს აკეთებინებდით და საბოლოოდ, თეა თუთბერიძის დასაცავი გახდა. თქვენ პროცესებზეც კი არ მისულხართო. იმ მომენტში ვანოს ხმა არ ამოუღია, მაგრამ მოგვიანებით საახლობლო წრეში უთქვამს, როლამდის მოვარდნა არც გამკვირვებია, რადგან დიდი ხანია ვიცი, რომ ჩემს ლიკვიდაციასაც კი გეგმავენო. ამის შესახებ თუ იცით რამე? – ეს დაპირისპირება მათ შორის დიდი ხანია არსებობს, თუმცა ,,ნაციონალების" კულუარებს არ გაცილებულა. სხვათა შორის, ახალმა ხელისუფლებამ ახალაიას დაჭერით, ერთგვარი ფანდი გააგორა. ჩვენ არ ვიცით ,,ნაციონალების" კულუარებში რა ხდებოდა, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, – ახალაია არჩევნების მეორე დღეს სულ სხვა პლატფორმაზე იდგა, ვიდრე ხელისუფლების დანარჩენი წარმომადგენლები. ისინი უჯერებდნენ დასავლეთს, ახალაია – არა...მაგრამ ახალაია ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთი ფრაგმენტია. ,,ნაციონალებში" არის დაჯგუფება, რომელიც ცდილობს სააკაშვილს არ ჩაჰყვეს პოლიტიკურ სამარეში, ვგულისხმობ ამ ჯგუფის ერთ–ერთ ლიდერს – დავით ბაქრაძეს. ეს ჯგუფი ცემა–ტყეპით არ უპირისპირდება დანარჩენ დაჯგუფებას, ისინი საზღვრებს არ გადადიან, თუმცა მათ შორის დაპირისპირება აშკარად იგრძნობა. ახალაიას დაჯგუფება ამბობს, – ჩვენ ვიდექით ბოლომდე სააკაშვილის გვერდით, მაგრამ დანარჩენები არიან დაუნახავი ღორები. მათ შორის დიდი გარჩევებია, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც არ სცდება კულუარებს, თუმცა არის ხალხი, ვისაც ინფორმაციები მაინც გამოაქვთ. ის ფაქტი, რამდენად შეიძლება გაღრმავდეს მათ შორის დაპირისპირება, რთული სათქმელია. ვიდრე მათთვის არსებობს სიმბოლო, როგორიც სააკაშვილია, მანამდე მაქსიმალურად შეეცდებიან, ეს დაპირისპირება ღია და საჯარო არ გახადონ, რადგან ისინი არიან კონსოლიდირებულნი, რათა სააკაშვილმა არ მიატოვოს. თუმცა გარწმუნებთ, როგორც კი სააკაშვილი წავა პოლიტიკური სცენიდან, ისინი ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდებიან და ერთმანეთს დაერევიან, ისინი იბრძოლებენ არა პირველობისთვის, არამედ იმისთვის, რომ სხვა მათზე უარესი გამოჩნდეს და დაიწყებენ ერთმანეთის დანაშაულების მხილებას, დაიწყებენ ერთმანეთის გაშავებას, პარალელურად გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომ ,,ნაციონალების" რამდენიმე წარმომადგენელი აქტიურად ცდილობს ,,ქართულ ოცნებასთან' მისასვლელი გზების მოძებნას, თუმცა ამ ეტაპზე, ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ". (,,ალია"N33(2787); ავტორი:ნინო სამხარაძე) -
მაღალჩინოსანი ქალბატონების უხერხული სექსუალური კადრები
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
,,ნაციონალები" ,,ქართულ ოცნებას" ფარული ჩანაწერებით დააშანტაჟებენ? ,,გავრცელებული ინფორმაციით, უცხოეთში გაქცეული სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა ბაჩო ახალაიას განთავისუფლებას ითხოვს. თუ მაისში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს არ გაანთავისუფლებენ და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვას არ შეეშვებიან, ის კომპრომატებს გაავრცელებს ფარული ვიდეოჩანაწერების სახით. დღეს ბევრი იცინის, მეგის ქარდავას რამე რომ ჰქონდეს, ან აქ დაატოვებინებდნენ, ან კიდევ, სადაც არის იქ მიიმწყვევდნენო. ფაქტია, არც ერთი გაკეთებულა და არც მეორე...მეტიც, საქართველოს მთავარი პროკურატურა კარგა ხანია, შეეშვა მაღალჩინოსნების დაბარება–დაკითხვებს და მთელი უმრავლესობა ლამისაა გადაჰყვეს ,,ნაცმოძრაობის" ,,გაპატიოსნებას". რა კომპრომატები შეიძლება ჰქონდეს მეგის ქარდავას? როგორც ,,ალიას" სანდო წყარო აცხადებს, ეს სწორედ ის ვიდეოჩანაწერებია, რომლის არსებობა ბიძინა ივანიშვილმაც ვერ დამალა ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე. ივანიშვილის თქმით, აჩვენეს ჩანაწერები და ნახა, რომ მისი გუნდის წევრები ხშირად ღალატობენ ცოლებს...,,ალიას" ინფორმატორის მტკიცებით, აქ მხოლოდ კაცებზე არ არის საუბარი, ფირზე დაფიქსირებული ყოფილა რამდენიმე მაღალჩინოსანი ქალბატონის უხერხული სექსუალური მომენტი. ცხადია, როცა მეგის ქარდა ,,ფილმებს" იღებდა, ეს ქალბატონები მაღალჩინოსნები არ იყვნენ, ზოგი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, ზოგი – მაღალი თანამდებობისთვის ემზადებოდა...როგორც კი ივანიშვილს ვიდეოჩანაწერები აჩვენეს, ეგრევე დაუბარებია ,,გოგოები" თავისთან და უკანასკნელი სიტყვებით გამოულანძღავს კულტურულად, მე თქვენ პატიოსანი ქალები მეგონეთო. ამას ივანიშვილის პოლიტიკურ ,,სასტავში" არავითარი ცვლილებები არ მოჰყოლია, მაგრამ 10 აპრილის პრესკონფერენციაზე, როცა ტელევიზიებისა და გაზეთების ხელმძღვანელებს შეხვდა, ერთი–ორი მინისტრი შემთხვევით არ უხსენებია. რა შეკითხვები და პრეტენზიები უნდა ჰქონდეს ივანიშვილს ერთი–ორ მინისტთან? ისეთი არაფერი, ის ჯერ კიდევ ვერ ,,ხარშავს" ცოლებისა და ქმრების ღალატს. ამ ეტაპზე ხარკი უკვე გადახდილია, დადგა დრო, სულ მცირე, ოთხი–ხუთი სექსუალური მოღალატე მოიშოროს. დროში ერთმანეთს ზუსტად ემთხვევა მეგის ქარდავას მოთხოვნა და ბიძინა ივანიშვილის განცხადება, ამ უკანასკნელს არ უნდა, ვიღაც მეგისამ დააშანტაჟოს და დიდ სკანდალში გაეხვიოს. თუკი ის ,,სექს–მოღალატეებს" მოიშორებს, მერე რაც უნდა, ის ატვირთოს ქარდავამ ინტერნეტ–სივრცეში. მაქსიმუმ, რამდენიმე მაღალი რანგის მოხელის ოჯახი დაინგრევა საქართველოში, მაგრამ ეგ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. რატომ არ იჭერენ მეგის ქარდავას, რომელზეც ,,ინტერპოლით" ძებნაა გამოცხადებული? ამბობენ, რომ ამისთვის თავად ბიძინა ივანიშვილი არ იწუხებს თავს. მეტიც, შესაძლოა, მის ინტერესებშიც იყოს ბაჩო ახალაიას გამოშვება, რათა მიხეილ სააკაშვილი შეაჭმევინოს ცოცხლადო. ეს უკვე წყაროს ვარაუდია, მაგრამ არცთუ უსაფუძვლო.... ასე, რომ ,,ქართულ ოცნებას" სასაცილოდ ნამდვილად არა აქვს საქმე, დღეს თბილისში თითქმის ყოველმა მეორემ იცის რაღაც ფარული ჩანაწერების შესახებ, მაგრამ თუ ყველაფერი გამომზეურდა, ამას დიდი სკანდალი მოჰყვება...ისე, უკეთესი იქნება, ვინც უკვე დიდ სკანდალშია გახვეული, თავად გადადგეს, ანუ ჩუმად გაიპაროს ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან, სხვათა შორის, თურმე ივანიშვილის კარზე თითქმის ყველამ იცის, რა ფარული ვიდეოჩანაწერები აქვს გატანილი მეგის ქარდავას". (,,ალია"N32 (2786); ავტორი: გელა ზედელაშვილი) -
ინტერვიუ ნაძალადევში ,,ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ თამარ კორძაიასთან ,,– მთავარი სკანდალი – ,,როგორც კი შევალ პარლამენტში, მაშინვე დავიწყებ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე ზრუნვას" – ეს თქვენი ფრაზაა? – ამოიღონ ჩანაწერი, ეს სად ვთქვი! სამწუხაროდ, ეს თემა ძალიან სერიოზულად მუშაობს საზოგადოებაში და მათი მხრიდან ყველაზე სერიოზული დარტყმაა, რითაც სურთ, ზიანი მომაყენონ. მინდა, ყველა ნაძალადეველს ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი ბინძური ტყუილია! შეუძლიათ, კიდევ ერთხელ გადახედონ ჩემს ბიოგრაფიას, თავიდან ბოლომდე – არასოდეს მიმუშავია უმცირესობების თემებზე. ვიცავდი ბავშვებისა და დევნილების, მაგრამ არა სექსუალური უმცირესობების უფლებებს. აქ, ალბათ, საუბარია სასამართლო პროცესზე, სადაც ერთ–ერთი თემა იყო არჩევნებიდან იმ კანდიდატის, ლადო სადღობელაშვილის მოხსნა, რომელიც სექსუალური უმცირესობების მისამართით წარმოუდგენელი აგრესიით იმუქრებოდა და საჯაროდ, საშინელ ჰომოფობიურ განცხადებებს ავრცელებდა. იგი ძალადობრივ კამპანიას აწარმოებდა, რაზეც კანონში პირდაპირ წერია, რომ ასეთი კანდიდატი უნდა მოიხსნას არჩევნებიდან. მე, როგორც იურისტმა, სწორედ ეს მოვითხოვე და მის წინააღმდეგ სარჩელიც შევიტანე. ესაა სკანდალის მთელი არსი! მე ყოველთვის ძალადობის მოწინააღმდეგე ვიქნები და თუ ეს არის ჩემი ცოდვა, დაე, ეს იყოს ცოდვა! თავის სამართლებელი არაფერი მჭირს! ჩემთვის ახლა მთავარი ისაა, ამომრჩეველი არ მოატყუონ! ახლა ჩემს ამომრჩეველს რომ ვცემ პატივს, სწორედ ამიტომ ვპასუხობ ამ კითხვებზეც, თორემ ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია თავის სამართლებელი!" (,,ვერსია"N40(796); ავტორი: ნინო კომახიძე)
-
19 აპრილს ,,ნაციონალები" სერიოზულ პროვოკაციებს გეგმავენ
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
,,19 აპრილისთვის ,,ნაციონალები" საგანგებოდ ემზადებიან. სხვა საშუალებების გარდა, მათ უკვე სატელევიზიო კლიპებით დაიწყეს მოწოდება, რათა ხალხი მათ მხარდასაჭერად მოვიდეს. თუმცა, სააკაშვილის ახლო გარემოცვა მხოლოდ რუსთაველზე თავმოყრილი ხალხის იმედად არ იქნება ამ დღეს. პოლიტიკურ კულუარებში ვრცელდება ინფორმაციები, რომელთა თანახმადაც, ,,ნაციონალთა" ბოსები ნებისმიერ პროვოკაციაზე წავლენ, რათა პროცესები უმართავი გახადონ და სულ მცირე, ხელისუფლებას გვარიანად შეელახოს იმიჯი საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ,,ქართულ ოცნებას" მომხრეთა ნაწილი დააკარგვინოს , ხოლო ,,ნაციონალებმა" დაკარგული რეიტინგი როგორმე აიმაღლონ. ეს მინიმუმია, რასაც ამ აქციიდან მოელიან, თუმცა სააკაშვილს უფრო შორსმიმავალი მიზნებიც აქვს....1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ჯერ არ იყო გამოცხადებული და სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მწვალებელი და ათობით ოჯახის გამაუბედურებელი, მეგის ქარდავა სამეგრელოს ტყეში გაიჭრა თავისი რამდენიმე მომხრეთი. მაშინ მასზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. დღეს მეგის ქარდავა ძებნილია და დაუსწრებლად აქვს პატიმრობა მისჯილი. ამდენად, მისი ტყიდან გამომთრევი ახლა უკვე აღარავინაა. მეგის ქარდავას ტყეში მომხრეები შეემატნენ და ისინიც 19 აპრილისთვის ემზადებიან. დავაკონკრეტებ: მეგის ქარდავა და მისი მომხრეები ურთას მთაზე, ხობის რაიონის ტერიტორიაზე იმყოფებიან და იქ აქვთ საველე ბანაკი გაშლილი. ქარდავასთან ერთად არიან პოლიციის ზონდერები, სოდ-ის, კუდ-ის და სხვა სპეცსამასახურების ის თანამშრომლები, რომლებზეც სადღეისოდ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და გამოძიებას ემალებიან. ამ დროისთვის ქარდავას რაზმი 200 კაცს აღემატება...სააკაშვილის ამ 200 შეფიცულს, უკვე 6 თვეა, ახალაიების კლანის წყალობით სამეგრელოს რეგიონში აღზევებული ,,ნაციონალი" ბიზნესმენები აფინანსებენ - არც საჭმელ-სასმელს აკლებენ და არც იარაღსა და ტყვია-წამალს. გარდა ამისა, ტყეში მყოფთა ოჯახებსაც პატრონობენ. ამ საქმეს თავად როლანდ ახალაია აკონტროლებს ( დიდი შანსია ურთას მთაზე კიდევ ერთი ძებნილი, დათა ახალაიაც იმყოფებოდეს). მეგის ქარდავას შეიარაღებულ დაჯგუფებას ,,ნაციონალები" 19 აპრილისთვის გამოიყენებენ. როგორ და რანაირად, ამას თბილისში, რუსთაველზე განვითარებული პროცესების მიხედვით გადაწყვეტენ". (,,კვირის ქრონიკა"N14(588); ავტორი: ხათუნა ელბაქიძე) -
19 აპრილს ,,ნაციონალები" სერიოზულ პროვოკაციებს გეგმავენ
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
,,19 აპრილისთვის ,,ნაციონალები" საგანგებოდ ემზადებიან. სხვა საშუალებების გარდა, მათ უკვე სატელევიზიო კლიპებით დაიწყეს მოწოდება, რათა ხალხი მათ მხარდასაჭერად მოვიდეს. თუმცა, სააკაშვილის ახლო გარემოცვა მხოლოდ რუსთაველზე თავმოყრილი ხალხის იმედად არ იქნება ამ დღეს. პოლიტიკურ კულუარებში ვრცელდება ინფორმაციები, რომელთა თანახმადაც, ,,ნაციონალთა" ბოსები ნებისმიერ პროვოკაციაზე წავლენ, რათა პროცესები უმართავი გახადონ და სულ მცირე, ხელისუფლებას გვარიანად შეელახოს იმიჯი საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ,,ქართულ ოცნებას" მომხრეთა ნაწილი დააკარგვინოს , ხოლო ,,ნაციონალებმა" დაკარგული რეიტინგი როგორმე აიმაღლონ. ეს მინიმუმია, რასაც ამ აქციიდან მოელიან, თუმცა სააკაშვილს უფრო შორსმიმავალი მიზნებიც აქვს....1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ჯერ არ იყო გამოცხადებული და სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მწვალებელი და ათობით ოჯახის გამაუბედურებელი, მეგის ქარდავა სამეგრელოს ტყეში გაიჭრა თავისი რამდენიმე მომხრეთი. მაშინ მასზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. დღეს მეგის ქარდავა ძებნილია და დაუსწრებლად აქვს პატიმრობა მისჯილი. ამდენად, მისი ტყიდან გამომთრევი ახლა უკვე აღარავინაა. მეგის ქარდავას ტყეში მომხრეები შეემატნენ და ისინიც 19 აპრილისთვის ემზადებიან. დავაკონკრეტებ: მეგის ქარდავა და მისი მომხრეები ურთას მთაზე, ხობის რაიონის ტერიტორიაზე იმყოფებიან და იქ აქვთ საველე ბანაკი გაშლილი. ქარდავასთან ერთად არიან პოლიციის ზონდერები, სოდ-ის, კუდ-ის და სხვა სპეცსამასახურების ის თანამშრომლები, რომლებზეც სადღეისოდ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და გამოძიებას ემალებიან. ამ დროისთვის ქარდავას რაზმი 200 კაცს აღემატება...სააკაშვილის ამ 200 შეფიცულს, უკვე 6 თვეა, ახალაიების კლანის წყალობით სამეგრელოს რეგიონში აღზევებული ,,ნაციონალი" ბიზნესმენები აფინანსებენ - არც საჭმელ-სასმელს აკლებენ და არც იარაღსა და ტყვია-წამალს. გარდა ამისა, ტყეში მყოფთა ოჯახებსაც პატრონობენ. ამ საქმეს თავად როლანდ ახალაია აკონტროლებს ( დიდი შანსია ურთას მთაზე კიდევ ერთი ძებნილი, დათა ახალაიაც იმყოფებოდეს). მეგის ქარდავას შეიარაღებულ დაჯგუფებას ,,ნაციონალები" 19 აპრილისთვის გამოიყენებენ. როგორ და რანაირად, ამას თბილისში, რუსთაველზე განვითარებული პროცესების მიხედვით გადაწყვეტენ". (,,კვირის ქრონიკა"N14(588); ავტორი: ხათუნა ელბაქიძე) -
19 აპრილის აქციაზე ნანა კაკაბაძე და პოლიტპატიმრები არ მივლენ
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ინტერვიუ უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესთან ,,ვანო მერაბიშვილი თურმე წინასწარმეტყველიც გახდა და იმასაც ხედავს, რომ პოლიტპატიმრებთან ერთად, აქციაზე მისვლას ვგეგმავ. დაინტერესებულ პირებს საჯაროდ ვუპასუხებ, 19 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის აქციაზე ნანა კაკაბაძე პოლიტპატიმრებთან ერთად მისვლას არ აპირებს! ეს მხოლოდ ვანო მერაბიშვილის მიერ შემოგდებული მორიგი პროვოკაცია იყო, როცა პატიმრებს ეუბნება, იცით რა, ნანა კაკაბაძე თუ მოვა, ჩვენ მას ჩავქოლავთო, ეს ნიშნავს, რომ მათ იწვევს. მან ისიც იცის, რა განწყობა აქვთ ნანა კაკაბაძის მიმართ ყოფილ პილიტპატიმრებს და მაშინ, როცა 9 ათასი პატიმარი გათავისუფლებულია, ხოლო 200–მდე პოლიტპატიმარი გარეთაა, მათ იწვევს, რათა ჩაქოლვის სცენას როგორმე მიაღწიოს. უნდა, ადამიანები მიიყვანონ იმ ზომამდე, თქვან – თუ სამართლიანობა არ აღდგება, ახლა მაინც გავუსწორდებით ნაციონალურ მოძრაობასო. ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია, თუმცა ,,ნაციონალებს" არ გაუვათ ის გეგმა, რაც ჩაფიქრებული აქვთ. მოდი, ლოგიკურად ვიმსჯელოთ – ვინ მივა 19 აპრილის აქციაზე? მხოლოდ ყოფილი პროკურორები, გამომძიებლები და ისინი, ვინც ადამიანებს უკანონოდ აწამებდა, ამიტომ ვამბობ, რომ შესაძლოა, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა იფიქროს, მოდი, მივალ აქციაზე და ნაციონალებს პირისპირ გავუსწორდები, მაგრამ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მსგავსი ქმედება მხოლოდ ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს. საზოგადოებისგან ანგარიშსწორებას ისინი მხოლოდ თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ, ამიტომ სჯობს, ჩვენი პროტესტი საქმიან ჭრილში გადავიტანოთ და ხელისუფლებას მოვთხოვოთ ის, რაც მისი გასაკეთებელია. ნაციონალებს 19 აპრილი უნდა ვაჩუქოთ და აქციის ჩატარების საშუალება მივცეთ. ამასობაში, დიახ, ველოდები, არჩილ კბილაშვილი ვანო მერაბიშვილს დაკითხვაზე აუცილებლად დაიბარებს. თუ ჩემო მოლოდინი არ გამართლდა, ეს ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ ცუდი სიგნალი იქნება. ნაციონალური მოძრაობა, უმცირესობის სახით, ჯერ კიდევ აქტიურობს. ეს იმდენად თვალშისაცემია, რომ უმრავლესობის ქმედებებსაც კი ჩრდილავს. ზოგადად, სიკეთე ყოველთვის პასიურია, ბოროტება – აქტიური, მაგრამ გამაღიზიანებელია, როცა ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ბოროტების მანქანა შექმნა, დღეს ისევ ჭკუის დამრიგებლად და კანონმდებლად გვევლინება. მეტიც, ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგები, დამნაშავე პროკურორები თუ მოსამართლეები მაღალ თანამდებობებს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ. ვფიქრობ, ჩვენი მოთხოვნაც – სამართლიანობა აღდგეს და რეჟიმი გასამართლდეს – აბსოლუტურად სამართლიანი და კანონიერია. შესაბამისად, ყრილობაზე ყველა იმ ადამიანს ველოდებით, რომელიც ფიქრობს, რომ ნაცმოძრაობის უკანონო მმართველობის მსხვერპლი გახდა. ყრილობაზე სამოქალაქო კომისიასაც შევქმნით, სადაც ყველა დაზარალებული ჯგუფიდან თითო წევრი გაერთიანდება, რომელიც შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს საპარლამენტო კომისიის შექმნას ერთადერთი მიზნით მოსთხოვს – ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიანი მმართველობა პოლიტიკურად, მორალურად და იურიდიულად შეფასდეს. ამის შემდეგ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, ამას უკვე ყრილობა გადაწყვეტს". (,,ვერსია"N38(794); ავტორი: რუსუდან შელია) -
ინტერვიუ მაგდა პოპიაშვილთან ,,არ ვიცი რა უნდა ირმა ნადირაშვილს. მოკლედ ამბავი ასეთია: ჩვენს სამინისტროში არის მასალები, რაც ადასტურებს, რომ ირმა ნადირაშვილი სამუშაოდ მოვიდა ჩვენს სამინისტროში 2009 წელს თებერვალში და აქ მუშაობდა 2010 წლის აპრილამდე, მინისტრ დავით ტყეშელაშვილის მრჩევლად. ხელფასი 1800 ლარი. ზედ დაამატეთ კიდევ სოლიდური პრემია. მთელი ამ ხნის მანძილზე იყო მრჩეველი და მისი ხელფასი მთლიანად იყო 28 500 ლარი, პრემიის სახით კი მიიღო 22 060 ლარი. არადა, ეს საჯარო ინფორმაციაა და ამ დროს დაფარულია. ანუ, ნადირაშვილი ამ დროს წარმოადგენს საჯარო მოხელეს. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი არსებობს და მის მიხედვით ირმა ნადირაშვილს სხვა სამსახურში თანამდებობის დაკავება არ შეეძლო. ამ დროს შევიდეთ პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც განთავსებულია ირმა ნადირაშვილის სივი და იქ მითითებულია, რომ ამ პერიოდისთვის ის მუშაობს ტელეკომპანია ,,რუსთავი–2"–ში პროდიუსერად. რაც ითვლება კანონდარღვევად. ამის შესახებ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს დოკუმენტი გადაეგზავნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ესაა სისხლის სამართლის საქმე და საქმე შემდეგ უკვე პროკურატურაში უნდა აღმოჩნდეს..." (,,ალია"N29(2783); ავტორი:თამარ ოქრუაშვილი)
-
ლაფანყურის ოპერაცია ივანიშვილის ლიკვიდაციის მიზნით დაიგეგმა
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ინტერვიუ მწერალ მერაბ შათირიშვილთან ,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ლაფანყურის ოპერაცია უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას. ჩვენ გვახსოვს, მაშინ ივანიშვილს თელავში უნდა ჩაეტარებინა ფართომასშტაბიანი აქცია და ისიც გვახსოვს, რომ გადაიდო. იმ პერიოდში ეს საკითხი ძალიან არ გახმაურებულა, ვინც შიგნით ვიყავით, ყველამ ვიცოდით, რატომაც გადაიდო. არანაირი სირია, არანაირი მოსამზადებელი ჯგუფი, არანაირი ტერაქტი რუსეთის ტერიტორიაზე...ახლა სხვადასხვა ექსპერტები და ,,გონიერი" იურისტები სწორედ ამ ვერსიებს უშვებენ. ეს არის გამორიცხული....რასაც სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, ეს არ არის სწორი ვერსია და შეიძლება ვანო მერაბიშვილმა უწოდოს სისულელე, მაგრამ მაშინ ის უნდა გამოვიდეს და თქვას სიმართლე, ანუ რა არ არის სისულელე. სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივანი იმ დროსაც გიგა ბოკერია იყო, ამ ადამიანს აუცილებლად მოუწევს განმარტება, რა იყო მთავარი მიზანი და რისთვის მოხდა ამდენი ადამიანის ლიკვიდაცია. სირიასა და რუსეთზე ლაპარაკი არის დიდი ლაი–ლაი... ჩანაფიქრი იყო ასეთი: როდესაც ბიძინა ივანიშვილის კორტეჟი გაივლიდა ტრასაზე, მაშინ აუტეხდნენ სროლას და მის მანქანას ააფეთქებდნენ. დაახლოებით ის ვარიანტი უნდა ყოფილიყო, რაც შევარდნაძეს გაუკეთეს კრწანისისკენ მიმავალ გზაზე. არსებობდა სულ სხვა გეგმა, რაზეც ეს ბიჭები დაიყოლიეს, მაგრამ, როგორც კი ბოლო მომენტში რეალური მიზეზი განუცხადეს, მათ უარი თქვეს. სხვათა შორის, თუ ისინი ამ მზაკვრობაზე დასთანხმდებოდნენ, თუ დავალებას შეასრულებდნენ, მაინც ჩახოცავდნენ. ამიტომ დარჩათ ერთადერთი გამოსავალი, როგორმე საქართველოს ტერიტორიიდან გასულიყვნენ. აბა, დაუკვირდით, რა საჭირო იყო ლაფანყურში მათი ლიკვიდაცია, ჩვენი საზღვრები ხომ კარგად არის დაცული, სად გაიქცეოდნენ?...დამიჯერეთ, არავინ დარჩება დაუსჯელი და მათ შორის ის ადამიანებიც დაისჯებიან, რომლებმაც ლაფანყურის ტრაგედია მოაწყვეს..." (,,ალია"N29(2783); ავტორი:გელა ზედელაშვილი) -
ინტერვიუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკისთან ,,ვანო მერაბიშვილი ცდილობს, ოპოზიციური ფრთის სტაბილიზაცია მოახდინოს, რათა ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ძალა გადარჩეს. თუ გნებავთ, მის სტრატეგიასაც გაგიშიფრავთ: 19 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგები საზოგადოების იმ ნაწილის გამოყენებას შეეცდებიან, რომლებმაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, შედეგი სწრაფად ვერ მიიღეს. მერაბიშვილი ფიქრობს, რომ მოქალაქეების ამ ნაწილის შემოკრებით, ისეთი პოლიტიკური ძალა გახდება, რომელიც მხოლოდ საკუთარ მომხრეებს არ ეყრდნობა....ნაციონალური მოძრაობის მიერ 9 წლის განმავლობაში გადადგმული უარყოფითი ნაბიჯების სამ თვეში გადაფარვა, საკმაოდ რთული ამოცანაა, ამიტომ ნაციონალურ მოძრაობასა და პირადად, ვანო მერაბიშვილს სურს, სწორედ ამ გარდამავალი ეტაპით ისარგებლოს, როცა ბევრი რამ ჯერ მართლაც ვერ გაკეთდა. ვერ ვიტყვი, რომ ,,ოცნება" ამ ეტაპზე სუსტია, თუმცა ფაქტია, მერაბიშვილი ვითარების ექსპლუატაციას ახდენს. არ დაგვავიწყდეს, რომ ნაციონალური მოძრაობა სამართლიანობის პროცესის აღდგენის პროცესის გარშემო ახალი ფაქტების გადაფარვას 19 აპრილის აქციებით ცდილობს. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათი პროპაგანდისტული მანქანა საკმაოდ ძლიერი იყო და ამ მიმართულებით ჩვენზე მეტად გამოცდილებიც არიან...ბუნებრივია, პროვოკაცია ახალი ხელისუფლების ინტერესებში არ შედის, დაპირისპირება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე დაასხამს წყალს, თუმცა გარწმუნებთ, 19 აპრილს, არეულობის პრევენციისთვის სამართალდამცავები უსაფრთხოების უმაღლეს ზომებს მიიღებენ...კანონის დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი სათანადოდ დაისჯება. საერთოდ, კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსებს, ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება, მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთვევაში, საზოგადოებაც ფხიზლად უნდა იყოს. მესმის, ჯერ კიდევ ბევრს, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აწუხებს, ქვეყანაში უმუშევარი ადამიანებიც გვყავს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, რომ მათ მიერ დაგროვილი პრობლემები ახალ ხელისუფლებას სამ–ოთხ თვეში უნდა მოეგვარებინა. ველოდები, რომ 19 აპრილს სწორედ ამ თემით მანიპულირება მოხდება, თუმცა მეორე საკითხია, ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობა რამდენად აყვება. ვფიქრობ, ქართველი ხალხი გონიერებას გამოიჩენს". (,,ვერსია"N37(793); ავტორი:რუსუდან შელია)