-
პოსტები
1.419 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი PLANETA_INFO
-
,,სააკაშვილისა და ,,ნაციონალებისთვის" ივანიშვილის განცხადება, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ,,ნაციონალური ოცნების" დასაწყისი აღმოჩნდა, ვადაგასულმა პრეზიდენტმა გორიდან მუშტები დაგვიბრახუნა - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პრევენციის მიზნით, დიახაც, ჩემი ბრძანებით იქმნებოდა შეიარაღებული დაჯგუფებებიო, მაგრამ ვიდეოკომპრომატები, რომელსაც ჩემი რეჟიმის დროს იღებდნენ, კასრში ამათ ჩადესო...ნაცებმა კი მუქარა მიაყოლეს, ბიძინა წავა და ჩვენ დავბრუნდებით და მერე ნახეთ, თქვენ რა დღეში ჩაგაგდებთო! მარსიდან გამოექანეთ, მარსიდაააან!!! სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხომ არ ემზადებით, ,,მიშარასტებო"?! მიხეილის ,,პაგონებიანი' ბიძა თემურ ალასანია ჩამოსულა, დისშვილს გაუჭირდაო და მასთანაც ხომ არ ექნება პროკურატურას კითხვები?! გადაგთვალათ ბიძინამ?! აი, ,,ჩემი პრეზიდენტის" განცხადებაში კი ნამდვილად არის , რაღაც პროკურატურისთვის საინტერესო!!! მისი ბრძანებით შექმნილა მწვალებელ-მანიაკთა სექტა, მთავარი შაითანი კი ამ ლოგიკით მიშა გამოდის! როცა არწივები დუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას და მაინც, მივდივართ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ბიძინამ პოლიტიკური ტრიუკი ჩაუტარა მიშას, ,,აყბედებულ თუთიყუშს" კი 9 წელი ძვირად დაუჯდება. კულუარული ინფორმაციით, ივანიშვილმა აშშ-ს ელჩს განუცხადა, რომ მისი ხელისუფლება სააკაშვილს დაიჭერს, გაოგნებულმა ელჩმა ივანიშვილს უთხრა, რომ თქვენ ამას ვერ და არ გააკეთებთო, პრემიერის პასუხი იყო ასეთი: ამასაც დაგანახებთ, როგორ დავიჭერ მიხეილ სააკაშვილს და როცა ქვეყანას დავალაგებ, მაშინ კი მშვიდად წავალ პოლიტიკიდანო!" (,,კვირის ქრონიკა"N25; ავტორი:ნინო სამხარაძე)
-
შსს მინისტრის მოწვევაზე კარგა ხანია ვზრუნავთ, ვფიქრობთ გამოგვივა....
-
ინტერვიუ ევროპაში მოღვაწე ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესთან ,, ჯერ ერთი, ამერიკის კონგრესს არ მიუღია არანაირი რეზოლუცია, ეს იყო ერთი კონგრესმენის მიერ დაწერილი ტექსტი და შენ წარმოიდგინე, ამერიკის ელჩიც კი შეიყვანეს შეცდომაში. მეტსაც გეტყვი, როცა ამაზე ერთი ამბავი ატყდა, თეთრმა სახლმაც კი გააკეთა განცხადება, – ამ ფორმის ტექსტს მხარს არ ვუჭერთო. სხვათა შორის, ბოლო დროს დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ მიშას ლობისტები ძალიან ფუსფუსებენ, ვაშინგტონშიც ფუთფუთი მიდიოდა, როცა ევროპარლამენტში კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ამერიკაში გადაინაცლეს. მაგათ უნდათ, რომ ვანო მერაბიშვილის საკითხი გაიტანონ ევრონესტის სამიტზე, მაგრამ სოციალისტებმაც კი არ დაუჭირეს მხარი. აქ ერთი პრობლემაა, ახალ მთავრობას პიარში ძალიან უჭირს, ამ კუთხით, ფაქტობრივად, არავინ მუშაობს არც ევროპაში და არც ამერიკაში. არადა, როგორც საკუთარი თვალით ვხედავ, ვიღაც ლობისტები ჰყავთ დაქირავებული, ფულს უხდიან, მაგრამ ისინი ბაიბურში არ არიან და არც არანაირ სამუშაოს არ ასრულებენ, ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდება და მაგათი ლობისტი ჩემი თვალით მაინც ხომ უნდა დამენახა ევროპარლამენტში შემოსული? როგორც ჩანს, ისინი ახალ ხელისუფლებას ატყუებენ, ვმუშაობთო, მაგრამ თითს თითზე არ აკარებენ, არავითარი მუშაობა აქ არ მიდის.... არა, არავითარი რეზოლუცია არ არის მისაღები, ეს არის, უბრალოდ, ამ მოსმენის საფუძველზე ოქტომბერში იქნება მიღებული დეკლარაცია და იქ უკვე ჩამოყალიბდება საქართველოს მიმართ მიდგომა, დაისახება სამომავლო გეგმები. ასევე, საუბარი იყო ვილნიუსის სამიტზე, სადაც საქართველო, ალბათ, გახდება ევროკავშირის ასოცირებული წევრი, მე თუ მკითხავთ, ეს ასოცირებული წევრობაც დიდი არაფერია, შეიძლება წინგადადგმულ ნაბიჯად ჩავთვალოთ. ქართველ ბიზნესმენებს მიეცემათ უფლებები, პროდუქცია შეიტანონ ევროპის ბაზარზე... ან ევროკავშრში როდის მიგვიღებენ, არავინ იცის. ესენი ჯერ უკრაინაზეც კი არ ფიქრობენ და ჩვენკენ როდის მოტრიალდებიან, არავინ იცის. კიდევ ერთს დავამატებ,– ჩემი აზრით, ევროკავშირში ნამდვილად არაფერი გვესაქმება, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ისეთი ურთიერთობა ევროპასთან, როგორიც აქვს ისრაელს და შვეიცარიას. მათ აქვთ სამეზობლო პოლიტიკა და ამით უფრო მეტს იგებენ. ნახეთ, რა დღეშია საბერძნეთი და ესპანეთი. შვეიცარიელები ამბობენ, ევროკავშირში რომ შევიდეთ, საკუთარ ეკონომიკაზე უნდა ვთქვათ უარიო. ჯერჯერობით სულ ეს არის, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები". (,,ალია"N65; ავტორი:გელა ზედელაშვილი)
-
ინტერვიუ უფლებადამცველ ლევან ჩიტაძესთან ,, მოძრაობა ,,არას" ეგიდით ჩატარდა გამოძიება და ვანო მერაბიშვილის უძრავი ქონების შესახებაც გაირკვა რაღაცეები. მაგალითად, მერაბიშვილს ჰქონდა სიხარულიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი. ეს სახლი იყო სადავო, ის ვანო მერაბიშვილმა წაართვა კანონიერ მფლობელს. არჩევნების შემდეგ ამ სახლის მფლობელი დაბრუნდა საქართველოში და განაცხადა პრეტენზია კუთვნილ ქონებაზე. არა მხოლოდ უძრავ ქონებას ეხება საქმე. ამასთან ერთად, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც საჭიროებს სერიოზულ გამოძიებას. როცა პოლიციის შენობები შენდებოდა, აქედან მერაბიშვილს მილიონობით ლარი აქვს მითვისებული. ტენდერს იგებდა კონკრეტული კომპანია, რომელიც აფორმებდა ხელშეკრულებას თურქეთში დარეგისტრირებულ შუამავალ კომპანიასთან და პროდუქცია შემოჰქონდა სამჯერ მეტად გაძვირებული, ვიდრე რეალურად ღირდა. მარტივად რომ ვთქვათ, თურქეთში დარეგისტრირებული კომპანია ყიდულობს ერთი მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციას და ქართულ მხარეს აძლევს ორ მილიონად. მოგების გადასახადი და განბაჟება ემატებოდა, თუმცა ერთი მილიონი სუფთად ილექებოდა და ეს თანხა იყო ვანო მერაბიშვილის... ორი ერთმანეთის მსგავსი სახლია ირეთუბანში. მაშინ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ სახლებს ფლობდა ვანო მერაბიშვილი. ვიცოდით ისიც, რომ ვანო მერაბიშვილი ხშირად მიდიოდა და აკვირდებოდა მშენებლობის პროცესს. ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ადგილზე მიდიოდა მერაბიშვილი, მშენებარე სახლში შედიოდა მერაბიშვილის დაცვა და ამოწმებდა. ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. როდესაც ხუთი მეზობელი გიდასტურებს სახლში მერაბიშვილისა და მისი დაცვის წევრების მისვლას, ეს ნიშნავს იმას, რომ ვანო მერაბიშვილის საკუთრება იყო ეს ორი სახლი. საჯარო რეესტრში არ იყო დარეგისტრირებული და ეს ბუნებრივიცაა, რომ ის ამ სახლებს თავის სახელზე არ დაარეგისტრირებდა. რადგან მერაბიშვილი ამის დამტკიცებას ითხოვს, იმედი მაქვს, ამ სურვილს პროკურატურა შეუსრულებს და დაუმტკიცებს". (,,ალია"N64; ავტორი:შორენა გოგოლაძე)
-
ინტერვიუ მთავრობის კანცელარიის ყოფილ უფროს პეტრე მამრაძესთან ,,,,ნაციონალების" ნარჩენებში თავის გადარჩენის მიზნით დიდი ბჭობა და სერიოზული დაპირისპირებაა იმასთან დაკავშირებით, ვინ წარადგინონ პრეზიდენტობის კანდიდატად. თავიდან თვლიდნენ, რომ დასავლეთის თვალში მომგებიანი იქნებოდა კანდიდატი, რომელიც ციხეში ზის. მათი მიზანი იყო ეყვირათ, საქმე იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატიც კი ციხეში ზისო. მაგრამ ,,ნაციონალების" შიგნით მოხდა დიდი დაპირისპირება ვანო მერაბიშვილის კანდიდატურის გამო, დაინახეს, რომ მერაბიშვილს ბრალი უფრო და უფრო დაუმძიმდა და წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები მისი სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ, ეს მასალები დასავლეთს მიეწოდება და ყველა დაინახავს, რომ მერაბიშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ამან კიდევ უფრო დაძაბა ,,ნაციონალების" შიგნით მერაბიშვილის მიმართ განწყობა და სერიოზული რყევებიც დაიწყო. ჩემი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის კანდიდატურა გამოირიცხა, ჯერ კიდევ უცნობია, საბოლოოდ ვისზე ფიქრობენ. ერთი რამ მინდა გითხრათ, ,,ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი აგრესიაა ვანო მერაბიშვილის მიმართ. ის, რაც თქვა მარიკა ვერულაშვილმა, რომ მერაბიშვილთან დგომა არის დანაშაული, ამ აზრს იზიარებს ,,ნაციონალების" დიდი ნაწილი. ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ბევრმა ამოისუნთქა და თავს მშვიდად გრძნობს მერაბიშვილის დაჭერის შემდეგ". (,,ალია"N63; ავტორი: ნინო სამხარაძე)
-
ინტერვიუ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან ,,იუსტიციის საბჭო არის ის ორგანო, რომელიც უნდა იცავდეს თავად მოსამართლეების ინტერესებს და ასევე მოქალაქეებს უკანონო გადაწყვეტილებებისგან. ამჟამად სამართლის კოდექსში აღარ არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც, არასწორი გადაწყვეტილების გამო მოსამართლე დაისჯება, რჩება ერთადერთი იუსტიციის საბჭო და იქაც თუ არასწორად წავიდა საქმე, იქით რჩები დასჯილი, რასაც აღარაფერი ეშველება. მე ვერ ვიტყვი, რომ ვინც იუსტიციის საბჭოში აირჩიეს, არიქა, ყველა ტენდენციური და არაპროფესიონალია–მეთქი, იქ არიან ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად იმ საშინელი პერიოდისა, მაინც ბედავდნენ ობიექტური გადაწყვეტილებების გამოტანას, მაგრამ ეს იყო ერთეული შემთხვევები. ახლა, კოტე კუბლაშვილი რომ სააკაშვილის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იყო და არის, ამაზე ლაპარაკი არც ღირს. მოკლედ, როგორც საჭირო იყო, მოვლენები ისე არ განვითარდა, ახლა ჯერი პარლამენტზეა, 6 წევრი დეპუტატებმა უნდა აირჩიონ და გამოდის, რომ ხმათა უმრავლესობით ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი ვხდებით. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ეს პარტია გამინაწყენდება თუ ის პარტია? როცა საკითხი ასე დგება, იქ სამართალზე ლაპარაკი ზედმეტია. მე ვიცნობ იმ მოსამართლეებს, სამი–ოთხი კაცია, თავს მოიკლავენ და ,,ნაციონალებს" არ უღალატებენ. ამას პირად საუბრებშიც მიდასტურებენ. სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სასამართლო ბერკეტი არ გაქცეოდა ხელიდან. ამიტომ ვიძახდი, რომ ამ საქმეში უნდა ჩაერიონ დამკვირვებლები–მეთქი. აი, აქ დაუშვეს შეცდომა, თავად მოსამართლეთა კორპუსის განწყობაც არ იქნა გათვალისწინებული, მე პირადად მეუბნებიან: დავიღალეთ იმ ძალის ზეწოლისგან, ამ ძალის ზეწოლისგან და ასე შემდეგო. ამოვიღოთ სტატისტიკა, ბოლო 9 წლის განმავლობაში რამდენი მოსამართლეა დასჯილი უკანონო გადაწყვეტილებების გამო? ლოგიკურად დავალაგოთ ყველაფერი, თუ 200–ზე მეტი პოლიტპატიმარი გვყავს, მაშინ რა ხდება, ამ მოსამართლეებმა არ მიიღეს ასეთი უკანონო გადაწყვეტილებები? წამდაუწუმ იძახიან, 17 ათასი განცხადებაა შემოსული პროკურატურაშიო, აქედან, დავუშვათ, ყველა მომჩივანი არ არის მართალი, სადღაც 10 ათასი ხომ მართალია? მარტო ჩემთან არის 200 საქმე და დარწმუნებული ვარ, აქედან 190–ს აუცილებლად მოვიგებ, ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე ხალხს 20–25 წელი აქვს მისჯილი. ვის გამოქონდა ასეთი განაჩენები? არაერთი ვერდიქტი გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ, მხოლოდ გირგვლიანის თემა გახმაურდა, თორემ ასეთი საქმეები ბევრია....იყო ლაპარაკი, თითქოს კუბლაშვილი დაპირდა მოსამართლეებს, ხელფასები გაგეზრდებათ, სამუდამო ვადით დაგნიშნავთო. კი, მაგრამ ასეთი მოსამართლეები მუდმივადაც რომ დანიშნო, რა, სავლეები პავლეებად იქცევიან?...თავად ამ მოსამართლეებსაც უნდა შეეკავებინათ თავი, პირდაპირ ცეცხლს ეთამაშებიან. მე დარწმუნებული ვარ, ასე იოლად არ დამთავრდება ეს საქმე! წულუკიანი დავას გააგრძელებს და არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გასარჩევი გახდეს. ამ კუბლაშვილის საქციელისაც ვერაფერი გამიგია...პრემიერ–მინისტრი შეხვდა, ორჯერ გააკეთა განცხადება, მაგ სკამიდან არ ჩამოგსვამთო. არადა, ობიექტური სასამართლო თვითონ უფრო სჭირდებათ. აგერ, მერაბიშვილია დაპატიმრებული, ბაჩო ახალაია, სხვებსაც მოუწევთ სასამართლოს წინაშე წარსდგომა. უნდა დავამთავროთ ეს სოციალიზმი! როგორ შეიძლება, სასამართლოს კოლეგიის წევრი იყოს იუსტიციის საბჭოს წევრი? ასე არ ხდება არცერთ ქვეყანაში! იგივე კუბლაშვილი რატომ უნდა იყოს საბჭოში? მე პირადად არ მივიღე არჩევნებში მონაწილეობა, რადგან აშკარად პოლიტიკაში ვარ წასული, ვერ ვიქნები ობიექტური. უახლოეს ხანში 200 პოლიტპატიმარი მოითხოვს საკუთარი საქმეების გადახედვას, ეს მოსამართლეები სად მიდიან, თავიანთი გადაწყვეტილებები უნდა გააუქმონ თუ როგორაა საქმე? ვინც ასეთ რაღაცას აკეთებს, ის ანგრევს ქვეყანას!". (,,ალია"N62; ავტორი: გელა ზედელაშვილი)
-
ინტერვიუ ,,კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილთან ,, ეჭვი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი მუშაობს რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურებზე, რომლის მიზანია, გვაიძულონ, სახით რუსეთისკენ შევბრუნდეთ და დათმობაზე წავიდეთ. ახლა შეიძლება რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურმა გამოიყენოს სააკაშვილის ეს მანევრი, თვითონ ჩაატარებს ტერაქტებს და სხვას დააბრალებს. მინიმუმ 4 ქვეყნის სპეცსამსახური იბრძვის ჩვენს რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად. ჩვენ და მთელი კავკასია ველოდებით ვილნიუსის სამიტს, როგორ შეაფასებს ნატო და დასავლეთი ჩვენს თავგანწირვას. 24 წელია, წარუმატებლობის ზონაში ვტრიალებთ აღარ ვაპირებთ შევეგუოთ მართვად ქაოსში ყოფნას, ვილნიუსის სამიტის შემდეგ ჩვენ არგუმენტირებულად და იურიდიულად დავასაბუთებთ ყველაფერს და დავაკონკრეტებთ ყველას ინტერესს, ვის რა მიზნები ამოძრავებს საქართველოში....რაც მოხდა, ეს იმით იყო განპირობებული, რომ ძალაუფლების მანიით შეპყრობილი ეგოცენტრული პირები მართავდნენ ქვეყანას, ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ ეძებენ მხარდამჭერებს,. სწორედ ამითაა განპირობებული ის, რომ პოლიტიკური პარტიები და ზოგიერთი ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის ინტერესის სპეცსამსახურებად ჩამოყალიბდნენ, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ინტერესი წამოწიონ წინ, ურთიერთმომგებიან პრინციპზე ვითანამშრომლოთ, ჩვენი მხრიდან ჯერ მხოლოდ მსხვერპლია. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ კავკასიაში მშვიდობა არავის აწყობს. როგორც ჩანს, დიდი სახელმწიფოები შეთანხმებულები არიან კავკასიაში მართვად ქაოსზე. ჩვენი ქვეყანა ამდენს ვეღარ გაუძლებს. დროა, პოზიციები გამოიკვეთოს! არ მინდა პანიკა გამოიწვიოს ჩემმა განცხადებამ, მაგრამ, სამწუხაროდ, ტერაქტებია მოსალოდნელი! გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში ძლიერდებიან ვაჰაბისტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქ აუცილებლად ვაჰაბისტები ან თალიბები მოაწყობენ ტერორისტულ აქტს. არ არის გამორიცხული, ეს მათ გააკეთონ, ვინც სააკაშვილის უკან დგას. ყველაფერი კარგად გათვლილი ნაბიჯებია, რათა რეგიონში მართვადი ქაოსი შექმნან! მძიმე შედეგები რომ არ დადგეს, ორი მიმართულებით უნდა იმუშაონ ქართულმა სპეცსამსახურებმა, შიგნით – პოტენციურ შემსრულებლებზე და ქვეყნის გარეთ – პოტენციურ შემკვეთებზე. სააკაშვილის ხელისუფლებამ 2003 წლის შემდეგ 30–ზე მეტი ჩრდილოკავკასიელი დააკავა და გადასცა რუსეთს. 2008 წლის ომამდე ძალიან საეჭვო მოლაპარაკება იყო ხრულოვთან, 58–ე არმიის სარდალთან, რასაც მოჰყვა სავალალო შედეგი – აგვისტოს ომი, ამაში ჩართული იყო ვანო მერაბიშვილი. ავღანეთში ვოიაჟები და გაუთავებელი ტრაბახი გვიჩენს ეჭვს, რომ ეს კეთდება სპეციალურად, რომ საქართველოს მოსახლეობამ ჯარი გამოითხოვოს და რუსეთისკენ შევბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ოღონდ არა როგორც დასავლეთისგან მხარდაჭერილი ქვეყანა, არამედ როგორც მიტოვებული ძალა და იძულებული გავხდეთ, დავთმოთ ძალიან ბევრი რამ, ამიტომ ვთხოვ უსუფაშვილს, ეს საკითხი გამოიძიონ!" (,,ალია"N61; ავტორი:ნინო სამხარაძე)
-
,,ვანო მერაბიშვილის დაჭერის შემდეგ სააკაშვილი გვარიანადაა შეშფოთებული და მზადაა, ბევრ ისეთ კომპრომისზე წავიდეს, რომლის გაგონება მას ადრე არც კი სურდა. სააკაშვილი ივანიშვილს სთავაზობს, რომ, თუ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება, მზადაა, საპრეზიდენტო ვადა მშვიდად ჩაამთავროს, ოქტომბერში დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები და გაეცალოს აქაურობას....სააკაშვილი კიდევ ბევრ დათმობაზე მიდის, რადგან ხვდება, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა დაკარგა და მერაბიშვილი ის იარაღია ხელისუფლების ხელში, რომლის ძალითაც მისი ციხეში გამომწყვდევა არ გაუჭირდებათ, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მზად არიან ბაჩო და დათა ახალაიები და რაც დრო გადის, ამის მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებას დავით უსუფაშვილი და დავით ბაქრაძე აწარმოებენ და თუ წინასწარმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო, მხოლოდ შემდეგ ჩაერთვებიან ამ პროცესში პრემიერ–მინისტრი და პრეზიდენტი. ამ ეტაპზე, სააკაშვილის ასეთი მოწადინების მიუხედავად, მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ბიძინა ივანიშვილი კატეგორიული წინააღმდეგი ყოფილა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესის შეჩერებისა, რადგან მას ,,ნაციონალთა" მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ იმდენი და ისეთი ამაზრზენი ინფორმაციები აქვს, რომ ერთადერთ გამოსავალს ხედავს – ყოფილი ხელისუფლების ყველა იმ ლიდერმა, რომლებიც გულმოდგინედ ანგრევდნენ ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანას, თავად უზარმაზარი ქონება იშოვეს და მოსახლეობა უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე მიიყვანეს, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. ამ განწყობის მიუხედავად, ივანიშვილი მზადაა, ორმხრივ კომპრომისზე და მას ერთადერთი მოთხოვნა აქვს სააკაშვილთანაც და მის თანაგუნდელებთანაც.ახალი მთავრობის ყველა შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს იმ მიმართულებით, რომ დაითვალონ, ,,ნაცმოძრაობის მმართველობის" პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რა რაოდენობის თანხა მიითვისა სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა კლანმა...უხეში გათვლებით, ამ 9 წლის მანძილზე, სააკაშვილის კლანმა, სულ მცირე, 9 მილიარდი დოლარი მოიპარა და ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო ციფრი. ბიძინა ივანიშვილმა, მთავრობის მიერ მოძიებული ეს ინფორმაციები, უტყუარი დამადასტურებელი მტკიცებულებების თანხლებით, მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა დავით უსუფაშვილის ხელით და შეუთვალა – ამ 9 მილიარდიდან, 6 მილიარდის დაბრუნება პრობლემებისა და სასამართლო დავების გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია, შენ და შენმა თანაგუნდელებმა, საკუთარი ნებით დათმეთ ფული და ქონება და შემდეგ მზად ვარ კომპრომისებზეო. თუ სააკაშვილი და მისი კლანი ამ პირობებს დასთანხმდება, მაშინ ივანიშვილი მზადაა პოლიტიკური ამნისტიის გამოსაცემად, კორუფციისა და სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით ციხეში არავინ წავა. ცხადია, ამნისტია არ შეეხებათ იმ პირებს, რომელთაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.... რეალურად, დღეს ქართული ეკონომიკის 80 პროცენტს ,,ნაციონალების" კლანი განაგებს, დღემდე, მათი კლანის არცერთი წევრისთვის უკანონოდ მითვისებული ქონება არ ჩამოურთმევიათ. ერთადერთი, მგონი, აჩიკო გეგენავაა, რომელსაც ეყო ჭკუა და ყვარელში, ლოპოტის ტბასა და მის მიმდებარე ტერიტორიას ძველ მფლობელს უბრუნებს, რომელსაც, თავის დროზე, ძალით წაართვეს ყველაფერი... აღნიშნული საკითხი ,,ნაცმოძრაობის" ვიწრო წრეში განხილვის საგანი გახდა. ამ პროცესში, ადვოკატის მეშვეობით, ვანო მერაბიშვილიცაა ჩართული. მერაბიშვილი თანახმაა, ივანიშვილს, რაც თავად იცის, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ყველა იმ კომპანიის მონაცემები გაუმხილოს, სადაც ,,ნაცმოძრაობის" მიერ მითვისებული ქონების ერთი ნაწილია დარეგისტრირებული. ასევე, მზადაა, უცხოურ ბანკებში მისი აგენტურის სახელზე გადარიცხული ფული დააბრუნოს. თუმცა, ამას სჭირდება კლანის ყველა წევრის დასტური. სააკაშვილის გუნდში არიან ადამიანები, რომელთაც ეს მილიარდები არ ეთმობათ და მას ბრძოლის გაგრძელებას მაშინაც ურჩევენ, როცა პრეზიდენტი არ იქნება. ამ იდეის აქტიური მხარდამჭერი გივი თარგამაძეა. მისი რჩევა პრეზიდენტისადმი ის არის, რომ ერთი ცენტიც არ დააბრუნოს უკან.... გიგა ბოკერია კი ურჩევს მიხეილ სააკაშვილს, რომ დათმოს ფული და ქონება და მშვიდად წავიდეს პოლიტიკიდან. ბოკერია შედარებით არხეინადაა. მისი ხალხი კორუფციასა და ამ ტიპის დანაშაულებში ნაკლებადაა გარეული. საკუთარი გუნდის წევრები ბოკერიას არასამთავრობო სექტორში, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში, საელჩოებში ჰყავდა დასაქმებული და ისინი სოლიდურ გასამრჯელოებს იღებდნენ, მოსაპარად და ბიუჯეტში ხელის საფათურებლად არ ჰქონდათ საქმე. ბევრი მათგანი 3–4 ადგილზე მუშაობდა. მაგალითად, დეპუტატი აკაკი მინაშვილი კიდევ 2 ადგილზე იყო გაფორმებული და დეპუტატის ხელფასის გარდა, დამატებით 2 ხელფასს იღებდა...მინაშვილის დღიური შემოსავალი, 2008–2012 წლებში, 400 დოლარს შეადგენდა... თავად მიხეილ სააკაშვილი უფრო იმისკენ იხრება, რომ დაყაბულდეს ივანიშვილის წინადადებას, მშვიდობიანად გაერიდოს ქვეყანას და თავი და თანაგუნდელები გადაარჩინოს... მას აქეთ, რაც ბიძინა ივანიშვილის წინადადების შესახებ შეიტყვეს, ,,ნაციონალთა" ნაწილმა საკუთარი ქონების უცხოელებზე გაყიდვა დაიწყო, რათა ხელისუფლებას ამ ქონების დაბრუნების პერსპექტივა დაუკარგონ...არა მარტო საქართველოში, უცხოეთში არსებული ქონების დიდი ნაწილის გაყიდვას უკვე აპირებენ კობა ნაყოფია, მერაბ სამადაშვილი, დავით ბეჟუაშვილი, აჩიკო გეგენავა, თემურ კოხოძე, ბეჟან ბუცხრიკიძე და სხვა ოლიგარქები. საქართველოში საკუთარი ბიზნესის გაყიდვასა და კვლავ რუსეთში გადაბარგებას გეგმავს კახა ბენდუქიზეც. თუ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ეს გარიგება არ შედგა, ბენდუქიძე იმ სიის სათავეშია, რომელსაც ბიუჯეტის ხარჯზე უკანონოდ ათეულობით მილიონი აქვს ნაშოვნი და მალე ხელში ,,ვირის აბანოს" ბილეთსაც შეაჩეჩებენ... მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილსა და ,,ნაცმოძრაობას" თავის გადარჩენის რეალურ შანსს აძლევს და გამოიყენებენ თუ არა, ეს მათ ჭკუასა და მადაზეა დამოკიდებული". (,,კვირის ქრონიკა"N23; ავტორი: ხათუნა ელბაქიძე)
-
ჩვენი ჯარისკაცები ომში არიან და ამ აზრს უნდა შევეგუოთ
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ინტერვიუ კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ,, ქართველი ჯარისკაცები იმყოფებიან ჰელმანდის პროვინციაში. ეს ადგილი განსაკუთრებით ცხელი ბრძოლებითაა ცნობილი. ფაქტობრივად, ისინი ომში არიან და ამ აზრს ჩვენ უნდა შევეგუოთ. ობიექტურად რომ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი ვიყავი ჩვენი ჯარისკაცების იქ გაშვებისა, პოლიტიკური თვალსაზრისით მესმის, რატომ კეთდება ეს. პოლიტიკური კუთხით ამის წინააღმდეგი ვერ ვიქნები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ჯარისკაცები ავღანეთში საომრად მიდიან თავისი ნებით, ისინი გარკვეულ წვრთნას იღებენ. ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი იქ მხოლოდ წმენდებში მონაწილეობენ და განსაკუთრებულ გამოცდილებას არ იღებენ, ეს არის ტყუილი. ჩვენი ჯარისკაცები ნამდვილად მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში და ჩვენ იქ საკმაოდ კარგი ჯარისკაცები გვყავს გაგზავნილი. აქვე გეტყვით, რომ ქართველი და ზოგიერთი სკანდინავიელი ჯარისკაცის ფორმაზე გამოსახულია ჯარი, რომელიც განსაკუთრებულად გამაღიზიანებელია ისლამის გზის მიმდევარი მებრძოლებისთვის. ისინი ჩვეულებრივი მუსლიმანები არ არიან, იბრძვიან ისლამის იდეისთვის, როგორებიც არიან, მაგალითად, თალიბანები. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რა უნდა გავაკეთოთ, საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ვთავაზობდი განსაკუთრებულ გეგმას ისლამთან დაკავშირებით. გეგმა მოიცავდა როგორც საგანმანათლებლო სისტემას, ასევე უსაფრთხოების სისტემას. თუ ეს გეგმა არ განხორციელდა, ვთვლი, რომ ,,თალიბანი" ხვალ საქართველოში გვექნება. ხომ ხედავთ დღეს თურქეთში რა ხდება, ეკოლოგიიდან დაიწყო და ისლამიზაციის თემაზე გადავიდა 26 ქალაქის მოსახლეობა". (,,ალია"N60; ავტორი:ნინო სამხარაძე) -
ვის რჩევებს იღებს ბიძინა ივანიშვილი და ვინ ატყუებს პრემიერს
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ინტერვიუ ,,სახალხო კრების" წევრ ლაშა ამირეჯიბთან ,,როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბატონი ბიძინა ივანიშვილის კარზეც შედის რამდენიმე კაცი და ,,გრუზავს" მას, ათას რაღაცას უდებენ თავში. ამიტომაც მოეჩვენა პრემიერს, რომ ,,სპორტის სასახლეში" იყო გაურკვეველი საზოგადოება, თუმცა ეს ადამიანები სინამდვილეში არიან პოლიტპატიმრები, წინა ხელისუფლების მიერ უცხოეთში გაქცეული ბიზნესმენები, რომელთაც დღესაც აწუხებთ ახალი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი, ქონებაწართმეული ადამიანები და ა.შ. მგონი, ძნელად მისახვედრი არ არის, რატომ შედიან ბატონ ბიძინასთან ეს ადამიანები და რატომ უყვებიან ასეთ ტყუილებს. ცხადია, გახსოვთ ბატონი ბიძინას ბოლო შეხვედრა ჟურნალისტებთან, მაშინ ის ძალიან გაცხარდა და ჟურნალისტებს ,,ფოსტალიონები" ეძახა. დარწმუნებული ვარ, რომ წინა ღამეს მასთან იყო მისული რამდენიმე კაცი, რომელთაც არასწორი ინფორმაციები მიაწოდეს და ამან გამოიწვია ივანიშვილის გაბრაზება. თუმცა მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბატონი ბიძინა თავის თავზე იყო გაბრაზებული, არასწორი საკადრო პოლიტიკა რომ აქვს. ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც ხვედელიძის დანაშაული გამოვლინდა და თითქოს, ბატონი ბიძინა საკუთარ თავს უბრაზდებოდა. თუ მართლა ასე იყო, ეს ცუდი არ არის. სიმართლეა ის, რომ საკადრო პოლიტიკა არასწორად მიჰყავს და თუ ამას მიხვდა, კარგია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან მიყვარს ბატონი ბიძინა, ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ მისი, მაგრამ ვიღაცეები ახერხებენ, ბატონ ბიძინას თავბრუ დაახვიონ. მინდა ვუთხრა მას, ვისზეც ფიქრობს, რომ მასთან სწორი ინფორმაცია მიაქვს, სწორედ ის ატყუებს და მხოლოდ სათავისოდ ეუბნება ყველაფერს. ისიც ვიცი, რომ ჩვენი პრემიერი ისეთი კაცია, ხელაღებით ბოლომდე არავის ენდობა, მაგრამ გარკვეული ნდობის ფაქტორები მას თავისი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან აქვს. ის უსმენს გია ხუხაშვილს, კოკა ყანდიაშვილს, ლაშა ნაცვლიშვილს, თუკი ის კიდევ სვამს მასთან ერთად ჩაის. ასევე ირაკლი მელაშვილსა და კიდევ რამდენიმე კაცს.... მინდა ბატონ ბიძინას მოვესიყვარულო და ვუთხრა, – ძალიან რთულ სიტუაციაშია. თავად არის გენერალი და ჰყავს სამი–ოთხი ოფიცერი, მას არმია არ ჰყავს. ოფიცრებში შესაძლოა, ჩავთვალოთ ირაკლი ღარიბაშვილი, კახი კალაძე და კიდევ რამდენიმე, მაგრამ დანარჩენები, პირდაპირ ბიძინას წინააღმდეგ მუშაობენ.... მაშინ, როცა მე და ბატონმა ბიძინამ ვისაუბრეთ, რამდენიმე კაცზე მთხოვა, რამე მომეყოლა. ამითაც ჩანს, რომ არ იცნობდა პოლიტიკოსებს და აინტერესებდა ჩემი მოსაზრება მათთან დაკავშირებით. მეუხერხულა და ამიტომ არ ვთქვი არაფერი. მე ვფიქრობ, ვინც პატივს ვცემთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მას უნდა დავუდგეთ ყველანაირად გვერდზე და ვამხილოთ ის ადამიანები, ვინც მის წინააღმდეგ მუშაობენ. ეს არის დღეს ქართული საზოგადოების ვალი. თუ გვინდა დარჩეს ბატონი ბიძინა პრემიერ–მინისტრად, თუ გვინდა ქვეყანა გადარჩეს და ეს კაცი, ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყნიდან არ გააქციონ, მხილებაა საჭირო. ივანიშვილი თუ ქვეყნიდან წავიდა, ყველაფერი თავზე დაგვემხობა. გაურკვეველი ძალები შემოვლენ საქართველოში, რომლებიც ძალიან ცუდად იმოქმედებენ საქართველოს პოლიტიკაზე...ჯერჯერობით ვისგანაც იღებს რჩევებს, ჩამოგითვალეთ, თუმცა ახლოსაა ის დრო, როდესაც ივანიშვილი მიხვდება, რომ ეს ადამიანები ისინი არ არიან, ვისი რჩევებიც უნდა გაითვალისწინოს...დადგება დრო, როდესაც მათი მხილებისთვის ბიძინა ივანიშვილი აღარ გაგვაკრიტიკებს და იტყვის, – დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, საბოლოოდ რომ გამაგებინეს, ეს პიროვნებები ვინ ყოფილანო". (,,ალია"N59; ავტორი:ნელი ვარდიაშვილი) -
,,არჩილ კბილაშვილის პირველმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა,ორშაბათს, გვიან ღამით, ის პროკურორები შეკრიბა, რომლებიც 2011 წლის 26 მაისის დარბევის საკითხს სწავლობენ და მათ საგანგებო დავალება მისცა, – ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, რომ 26 მაისის საქმეზე ბრალი წაუყენოთ ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, რომ არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი დაკითხვებზე სიარულში გაატაროს და სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცესო. ამას წინ უძღოდა ანალიტიკური სამსახურის მონაცემები, რომ დღეის მდგომარეობით, ნინო ბურჯანაძის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ,,ქართულ ოცნებას" ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გარანტირებული აქვს. სოციალური კვლევები ცხადყოფს, თუ ოპოზიციური ერთობა შედგება და ნინო ბურჯანაძეს დაუჭერს მხარს, ის არჩევნებს მოიგებს". ლაშა ნაცვლიშვილთან ,,საიდუმლო სერობის" დეტალებზე ,,ქრონიკა +"–ის მომდევნო ნომრიდან დაწვრილებით გავიგებთ. (,,ქრონიკა +"N7 )
-
ივანიშვილის მკვლელობის მეორე მცდელობა ახალაიებმა ჩაშალეს
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
,,დათა ახალაიამ ქართველ ძალოვანებს მოუთხრო, როგორ გეგმავდა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მოკვლას 2012 წლის 22 სექტემბერს, ზუგდიდში, ,,ქართული ოცნების" მიტინგზე....ლიკვიდაციის გეგმა, ძმებ დათა და ბაჩო ახალაიების დაჯგუფებებს უნდა განეხორციელებინათ. ამ გეგმის ავტორი კი ვანო მერაბიშვილი იყო. ივანიშვილის მკვლელობის შემდეგ, გეგმის მიხედვით, მეგის ქარდავას დაჯგუფებებს არეულობა უნდა დაეწყოთ სამეგრელოში, ქაოსს მთელი ქვეყანა უნდა მოეცვა, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო მართვადი ქაოსი. ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა, არჩევნები გადაიდებოდა, მერე კი მთავარი კონკურენტის გარეშე ჩაატარებდა არჩევნებს და ,,ნაციონალური მოძრაობა" დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდა. დათა და ბაჩო ახალაიებისთვის ცნობილი გახდა ამ გეგმის ბოლო, დამაგვირგვინებელი ეტაპი. ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ძმებ ახალაიებისა და მათი დაჯგუფების გაწირვას აპირებდნენ. გამოძიება ისე წარიმართებოდა, რომ მთავარი დამნაშავეები ახალაიები აღმოჩნდებოდნენ, რომელთაც ძალაუფლება თავში აუვარდათ, კონტროლიდან გამოვიდნენ და საკუთარი ინიციატივით მოკლეს ივანიშვილი. ცხადია, სააკაშვილთან და მერაბიშვილთან შეუთანხმებლად. მთავარ დამნაშავედ შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია გამოცხადდებოდა და დათასაც ზედ მიაყოლებდნენ. შესაძლოა, ეს გეგმა მერაბიშვილმა და სააკაშვილმა მაშინაც შეიმუშავეს, როცა ერთობლივად გადაწყვიტეს ბაჩო ახალაიას დანიშვნა შს მინისტრად. მოკლედ, ახალაიებმა შეიტყვეს, რომ მათ იყენებდნენ და მერე უკეთეს შემთხვევაში საციხედ, ანდა სულაც სასიკვდილოდ სწირავდნენ. ამიტომ, დრო გაწელეს, ივანიშვილის სალიკვიდაციოდ, გეგმის თანახმად, ყველაფერი გაამზადეს და ბოლო მომენტში ვანო მერაბიშვილს უარი განუცხადეს გეგმის განხორციელებაზე. ზუგდიდის მიტინგი იყო ბოლო შანსი სააკაშვილისთვის, ივანიშვილის ლიკვიდაცია მოეხდინა. ამის შემდეგ, მერაბიშვილი–სააკაშვილი და ახალაიები ერთმანეთს წაეკიდნენ". (,,კვირის ქრონიკა"N22; ავტორი: ხათუნა ელბაქიძე) -
დათა ახალია მერაბიშვილის წინააღმდეგ თანამშრომლობს ჩვენს სამართალდამცავებთან და უფრო დიდი და მნიშვნელოვანი დანაშაულების გახსნაში ეხმარება, ვიდრე მას და მის ძმას ედავება გამოძიება. სანაცვლოდ კი დათა ახალაია თავისუფლებას მიიღებს, ბაჩო ახალაია – მინიმალურ სასჯელს, როლანდ ახალაიაზე კი საქმე არ აღიძვრება...დაახლოებით ერთი თვის წინ, დათა ახალაია ფარულად შეხვდა საქართველოს პროკურატურისა და შს სამინისტროს სპეციალურ ჯგუფს თურქეთში და გარიგება იქ შედგა. სწორედ ახალაიასგან გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა. ,, 2011 წლის 11 ოქტომბერს, უზომოდ მთვრალმა და კონტროლიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილმა, ავლაბრის რეზიდენციაში დაიბარა ვანო მერაბიშვილი და მას უბრძანა, სასაწრაფოდ თავიდან მოეშორებინა ბიძინა ივანიშვილი. სააკაშვილი მოითხოვდა, რაიმე მარტივი პროვოკაცია დაეგეგმათ ივანიშვილის წინააღმდეგ, თუნდაც, პოლიციელებად გადაცმული სპეცრაზმელების მიერ ბიზნესცენტრში ჩხრეკის ჩატარების ან სხვა ამგვარი, მისი დაცვის წევრები კი აეძულებინათ, ცეცხლი გაეხსნათ და შემდეგ, ორმხრივი სროლისას, ივანიშვილი მოეკლათ. მიშა იძახდა, რომ ეს იმავე დღეს და თან აუცილებლად, ივანიშვილის ბიზნესცენტრში უნდა მომხდარიყო. ვანო მერაბიშვილმა უარი განაცხადა ამის შესრულებაზე, ის შეეცადა სააკაშვილისთვის დაემტკიცებინა, რომ ეს უპერსპექტივო გეგმა იყო, მას ვერანაირად ვერ ,,გაათეთრებდნენ" და საპასუხოდ რევოლუციას მიიღებდნენ. პასუხად მერაბიშვილმა დედის გინება მიიღო პრეზიდენტისგან. მოგვიანებით, მერაბიშვილის ძალისხმევით, ავლაბარში მივიდნენ ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო ახალაია, გიგა ბოკერია და მისი უახლოესი გარემოცვის კიდევ რამდენიმე წევრი. პრეზიდენტს ყველა უმტკიცებდა, რომ ივანიშვილს სხვა გზით გაანეიტრალებდნენ, ხელისუფლებაში მის მოსვლას არ დაუშვებდნენ, მისი მოკვლა არ იყო საჭირო და არჩევნებამდე იმდენი დრო იყო დარჩენილი, რომ მას პოლიტიკურ გვამად გადააქცევდნენ და რომ ივანიშვილის ლიკვიდაცია საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე დატოვებდა სააკაშვილის ხელისუფლებას და მის უამრავ მომხრეს ქუჩაში გამოიყვანდა. სააკაშვილს არაფრის გაგონება არ სურდა, ის უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებოდა. მასზე ვერ იმოქმედა ვერც ბიძამისის, თემურ ალასანიას ზარმა, რომელსაც ერთ საათზე მეტხანს ესაუბრა. მიშა ვანო მერაბიშვილს დაემუქრა, რომ მას შს მინისტობიდან გადააყენებდა, ამ საქმეს კი ბოლომდე მიჰყვებოდა. სააკაშვილმა თავისთან დაიბარა კუდ– ის უფროსი დათა ახალაია და მას დაავალა, რომ ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა მოეფიქრებინა და მასვე განეხორციელებინა. ახალაიას 3 საათი მისცა მოსაფიქრებლად. თან დაემუქრა, თუ ამას არ გააკეთებდა, ცოცხალს არ დატოვებდა. ბაჩო ახალაია მიხვდა, რომ მისი ძმა დიდ შარში ეხვეოდა და სააკაშვილს სთხოვა, ძმასთან ერთად ამ ოპერაციაში მონაწილეობის მიღება, იმ მიზნით, რომ, თუ საჭირო გახდებოდა, კუდ–ს თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების დანაყოფებსაც დაახმარდა. სააკაშვილი დაყაბულდა ბაჩო ახალაიას წინადადებას, ვანო მერაბიშვილს ნიშნისმოგებით უთხრა ძმებზე, – ესენი ვაჟკაცები არიან , შენ კი მშიშარა ხარო. მიშამ ძმები გაისტუმრა და თავად ვისკის სმა განაგრძო. მოულოდნელად, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. სააკაშვილს აუწყეს, რომ მასთან ამერიკის ელჩი, ჯონ ბასი იყო მოსული. ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როცა რომელიმე ქვეყნის ელჩი პრეზიდენთან წინასწარი შეთანხმების გარეშე გამოცხადდა. ბასი უბოდიშოდ შევიდა სააკაშვილის კაბინეტში და მას, ფაქტობრივად უბრძანა, რომ გარემოცვა დაეთხოვა და მარტო დარჩენილიყვნენ. ჯონ ბასმა და მიხეილ სააკაშვილმა ერთ საათზე მეტხანს ისაუბრეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა მერაბიშვილი დაიბარა და უთხრა მას, რომ თავის განზრახვაზე ხელს იღებდა. მიშამ დათა ახალაიას დაურეკა და უთხრა, სპეცოპერაცია გაეუქმებინა. ჯონ ბასის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვისთვის იარაღი ჩამოერთმიათ. აქედან ჩანს, რომ ბასისთვის არა მხოლოდ ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა, მისი დეტალებიც ცნობილი იყო (ივანიშვილის დაცვის იძულება, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ ,,პოლიციისთვის"). სააკაშვილი ასეც მოიქცა – თემურ ჯანაშიას უბრძანა, ივანიშვილისთვის დაცვა მოეხსნა, ხოლო დაცვის წევრებისთვის იარაღი იმავე საღამოს ჩამოერთმია. მგონი, ბევრი ახსნა აღარ სჭირდება იმას, რომ ჯონ ბასმა ეს პრევენციის მიზნით გააკეთა, ის ბოლომდე არ ენდო სააკაშვილს, დაუშვა, რომ მისი ჩარევის მიუხედავად, ის თავის გეგმას მაინც განახორციელებდა და ორმხრივი სროლა რომ აეცილებინა თავიდან, იმიტომ უბრძანა სააკაშვილს ივანიშვილის დაცვის განიარაღება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩააყენა საქმის კურსში ჯონ ბასი – სააკაშვილის თუ ივანიშვილის კეთილისმყოფელმა. ფაქტი ის არის, რომ ბასს ინფორმაცია სააკაშვილის უახლოესი გარემოცვიდან მიაწოდეს. აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ბასი დამოუკიდებლად არ მოქმედებდა, მან არსებული ვითარება ვაშინგტონს გააცნო და იქიდან შესაბამის რეკომენდაციებს იღებდა. ჯონ ბასი და ამერიკული პოლიტიკური წრეები, ამერიკული სპეცსამსახურები, მიხეილ სააკაშვილს მოხარშულს იცნობენ, ამიტომ ერთი წამითაც არ ენდობოდნენ მას. არც მას შემდეგ, რაც ივანიშვილის დაცვა განაიარაღეს. ბიძინა ივანიშვილმა შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია სწორედ ამერიკის საელჩოდან მიიღო. დაცვის გარეშე დარჩენილმა კი ისღა მოახერხა, რომ ბიზნესცენტრს განარიდა ცოლ–შვილი და მომსახურე პერსონალი, მათი დაცვა ,,ქართუ ჯგუფის" დაცვის სამსახურმა ითავა. თავად კი მარტო დარჩა ბიზნესცენტრში. ჯონ ბასმა ესეც არ იკმარა და ბოლომდე საკუთარ თავზე აიღო ივანიშვილის დაცვა. ის წავიდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში და დილამდე იქ იყო. ივანიშვილი მხოლოდ მეორე დღეს, 12 ოქტომბერს, შუადღისას დატოვა. ჯონ ბასი, ცხადია, დარწმუნებული იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ გასცემდა ივანიშვილზე თავდასხმის ბრძანებას მაშინ, როცა მასთან ამერიკის ელჩი იმყოფებოდა. აი, ასეთი გახლდათ ეს დღემდე ბურუსით მოცული ისტორია, რომლის შესახებაც არაერთი ვერსია გავრცელდა, მაგრამ ივანიშვილის დაცვის მოულოდნელი განიარაღების შესახებ სიმართლე ჯერ არ თქმულა". (,,კვირის ქრონიკა"N22; ავტორი: ხათუნა ელბაქიძე)
-
რუსები ჩვენი მიწის 300 მეტს მერაბიშვილში ცვლიან
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ინტერვიუ ,,სახალხო კრების" წევრ ლაშა ამირეჯიბთან ,,ცოტა ზედმეტად ხომ არ გადავიხარეთ ამერიკელებისკენ? რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, ერთ წელიწადში ნატოში შევალთო? მე, გაოცებული ვარ, ჩვენ ნატოში კარგა ხანი არ მიგვიღებენ და ივანიშვილი ასე რატომ ლაპარაკობს? რუსებმა ეს ჩვენზე კარგად იციან, უბრალოდ ძალას გვაჩვენებენ, გვეუბნებიან, თუ გვინდა, თბილისამდე მოვალთო. ახლა აუცილებელია პუტინთან დაჯდომა და დალაპარაკება, თორემ შეიძლება მართლა თბილისამდე მოვიდნენ თავიანთი მავთულხლართებით. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს მოსახლეობაში უკმაყოფილებას და უფრო მეტი აგრესია გაჩნდება ახალი ხელისუფლების მიმართ. ისიც ფაქტია, რომ ვანო მერაბიშვილი ყოველთვის იყო რუსეთის კაცი და ასრულებდა მათ დავალებებს. არ არის გამორიცხული, ცოტა ხანში ის გადმოკვეთილი 300 მეტრი რუსებმა ვანოში გაგვიცვალონ. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ასეთი პირობა წამოაყენონ. თუმცა, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ამაზე არ დათანხმდება, ის ძალიან ჯიუტია....დღეს საქართველოში ისეთი რაღაცეები ხდება, არ არის გამორიცხული ვანო მართლა გამოუშვან და საპრეზიდენტო კანდიდატადაც წარადგინონ. სხვათა შორის, ამ ეტაპზე მერაბიშვილის დაპატიმრება არ იგეგმებოდა, პირველი გიგი უგულავა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ,,კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნდა და მეც ვადასტურებ, რომ ვანო მერაბიშვილი აპირებდა გაქცევას. თუ რუსებისთვის სერიოზული ფიგურაა, ჩვენ ცოტა ხანში კიდევ ვიქნებით აგრესიის მოწმეები. ახლა შეიძლება დაუჯერებელი რაღაც ვთქვა, მაგრამ კულუარებში იმასაც ამბობენ, ზეწოლა მიდის, უცხოელებიდან ,,ქართულ ოცნებაზე", რომ პრეზიდენტის პოსტი ,,ნაციონალების" სასარგებლოდ დათმონ. რა თქმა უნდა, არ გამოვა, მაგრამ თუ ესენი გარიგდნენ, რაღაც ფანდს გაგვითამაშებენ. შეიძლება ივანიშვილს ურჩევნია, რომ ვანო ბოლომდე ეგდოს ციხეში, რუსები სხვანაირად ფიქრობენ და ეგენი 300 მეტრის გადმოწევით არ დაკმაყოფილდებიან. ყოველ შემთხვევაში, ეს აგრესია ამისთვის დაიწყო, რომ ჩვენ რაღაც დავთმოთ. ნუ დაგავიწყდება, რომ სააკაშვილი ეხვეწება ივანიშვილს შეხვედრაზე, მას მაინც იმედი ჰქონდა, რომ ვანოს არ დაუჭერდნენ. ახლა ივანიშვილს ერთი–ერთზე უნდა სთხოვოს, რომ გამოუშვას. თუმცა მიშას საკუთარი თავიც ჰყავს გადასარჩენი, ვანოს თავი ნამდვილად არა აქვს, მაგრამ რა ქნას, როცა მის გარშემო წრე ნელ–ნელა პატარავდება? ახლა ის ფიქრობს იმაზე, როგორ აიცილოს ტრიბუნალი. მას ეს სასჯელი ეკუთვნის, როდესაც ტელევიზიით ამბობდა, აფრასიძეების ჩახოცვის ბრძანება მე გავეციო. ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ეს ჩანაწერი ოდესღაც ჯოჯოხეთად ექცეოდა. ამ ადამიანმა დანაშაული თავისი პირით აღიარა. აქედან გამომდინარე, ბიძინას ძალიან მარტივად შეუძლია დაპატიმრება, თუნდაც არჩევნების შემდეგ. თუ ამას მივუმატებთ გირგვლიანის საქმეს და 2008 წლის ომს, ნამდვილად არ უნდა ასცდეს ტრიბუნალი". (,,ალია"N56; ავტორი:გელა ზედელაშვილი) -
ინტერვიუ ,,სახალხო კრების" წევრ ლაშა ამირეჯიბთან ,,როგორც იქნა, ვადამდელ არჩევნებზე დაიწყეს ლაპარაკი, გაბედეს. ეს, აუცილებელია, ვინც არ მუშაობს, ის არც ჭამს...ასეა იდეაში. ესენი არ მუშაობენ და მაინც ჭამენ, თან ზიან და ზიანს აყენებენ ქვეყანას. აუცილებელია, ოქტომბერში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ეჭვი არ მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას გააკეთებს.ამას ისე არ ვლაპარაკობ, მაქვს ინფორმაცია. ძალიან დიდი შანსია, რომ საპარლამენტო არჩევნები მიებას საპრეზიდენტოს. იმის ნაცვლად, რომ პარლამენტში მუშა ხალხი შეკრებილიყო და კარგად ემუშავა, შეიკრიბნენ არაფრისმკეთებლები. შეხედე, უმრავლესობიდან სულ 5–6 კაცი ლაპარაკობს – უსუფაშვილი, მისი ცოლი, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური და მანანა კობახიძე, დანარჩენები რას აკეთებენ, სად დადიან საერთოდ? მოდი, რა, ასე ვთქვათ, ნუკრი ქანთარია რეჟისორია, ქალების თვალიერების გარდა რამე სხვა მოვალეობა აქვს? ან ის რომ არის, ახმეტელი მოჭიდავე, ზურაბ ზვიადაური...რომელი ერთი ჩამოვთვალო? მოვიდა, ძმაო, იმის დრო, რომ გადახალისდეს პარლამენტი. კულუარებიდან ვიცი, რომ ივანიშვილი უკმაყოფილოა დღევანდელი პარლამენტით". (,,ალია"N56; ავტორი:გელა ზედელაშვილი)
-
,, 29 მაისს, გვიან ღამით, სააკაშვილის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაეშვა და პრეზიდენტი პირდაპირ ,,ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ოფისში მივიდა, სადაც საპარლამენტო უმცირესობის წევრებსა და ადგილობრივ მთავრობას შეხვდა. ასეთი ხალხმრავალი ოფისი სააკაშვილის მხარდამჭერებს 1–ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ არ უნახავთ. სააკაშვილმა პარტიულ ,,ბიჭებს" კიდევ ერთხელ განუმარტა, რას ნიშნავს თითოეული ,,ნაციონალისთვის" გენერალური მდივნის დაკავება, მისთვის ბრალის დამძიმება და ყოფილი მმართველი გუნდისთვის რა საბედისწერო შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს ეს სიტუაცია. გარკვეული სტრატეგიაც შემუშავდა, როგორ უნდა გადაირჩინოს ,,ნაცმოძრაობამ" თავი და დაეხმაროს გენმდივანს, რომ რაც შეიძლება მალე იგრძნოს ,,ქვეყნის ხერხემლად" მონათლულმა ვანო მერაბიშვილმა ,,სვაბოდის" გემო. კონკრეტული ნაბიჯებიც დასახელებულა, კიდევ უფრო გააქტიურება და პერმანენტური ხასიათის აქციების ჩატარება. ანუ, ერთი კვირის შემდეგ, ,,ნაცმოძრაობა" და მისი საპარლამენტო წარმომადგენლობა, იმ რეგიონებსა და ქალაქებს შემოივლიან, სადაც ჯერ კიდევ ჩაესვლებათ და სიტყვა ეთქმით მოსახლეობასთან. მათ რაც შეიძლება მეტი უნდა აკრიტიკონ ახალი ხელისუფლება და იმ პრობლემებზე ისაუბრონ, რომელთა მოგვარებასაც ივანიშვილის გუნდი ჯერ ვერ ახერხებს. მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლა მოუწევთ რეგიონის გუბერნატორებს, იმ საკრებულოს თავმჯდომარეებსა და გამგებლებს, სადაც ჯერ კიდევ ,,ნაციონალური" ჰეგემონიაა შემორჩენილი. სააკაშვილის მოდელის მიხედვით, ,,ჯაჭვური პროტესტი" შემდეგი სქემისაა: დაიწყებს ერთ კონკრეტულ დღეს ერთი რეგიონის ერთი ქალაქი თუ რაიონი საპროტესტო აქცია–მანიფესტაციას, გენმდივნის განთავისუფლების მოთხოვნით, ასევე პედალირებით იმ თემებზე, როგორიცაა: ,,საქართველო უარს ამბობს დასავლურ ღირებულებებზე", ,,ოპოზიცია პოლიტიკური ტერორის მსხვერპლია", ,,ნაცმოძრაობას" ვერავინ გააქრობს" და ასე შემდეგ, მომდევნო დღეს იმავე შინაარსით გამოეხმაურება სხვა ქალაქი და რაიონი და ასე გაგრძელდება მანამდე, სანამ საქართველოს ყველა რეგიონი რესურსს არ ამოწურავს და სანამ ხალხს არ ,,გამოაღვიძებს" მათი გადასახედიდან. ამ შეხვედრებზევე დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას მერაბიშვილის განთავისუფლების მოთხოვნით. სააკაშვილი 30 მაისს პრეზიდენტის სასახლეში ვახშამს მართავს და გუბერნიებიდან ოც–ოცკაციან დელეგაციას ეპატიჟება დელიკატესებით დახუნძლულ გრძელ მაგიდასთან! ვისთვის და რის გამო ხდება საზეიმო მიღება, რატომ ანაყრებს პოლიტიკურად და ძალაუფლებრივად ,,მოშიებულ" ,,ნაცებს" ქვეყნის პრეზიდენტი, ძნელი მისახვედრი არაა!" (,,ალია"N55; ავტორი: ნანა თვალაბეიშვილი)
-
მომწონს, თანაც ძალიან...
-
ხუხაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე უარი თქვა
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ინტერვიუ კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ,, _ არის თუ არა სააკაშვილის ინტერესში, ჩართოს ქვეყანა ომში და ახალ ხელისუფლებას თავსატეხი დაუტოვოს? _ სააკაშვილს დღეს გუნდი არ ჰყავს, აქედან გამომდინარე, მას ამის გაკეთება გაუჭირდება. ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, ამ საქმეში რომ სააკაშვილს მხარი აუბას, ეს არის გიგა ბოკერია, სხვა არავინაა. ამ თემას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. მე გითხარით, რომ სერიოზული საფრთხე არსებობს, იმასაც გეტყვით, როგორ უნდა მოევლოს ამ ხიფათს. აუცილებელია პირდაპირი დიალოგი რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან, მარტო საერთაშორისო თანამეგობრობის იმედად ვერ ვიქნებით. დრო უნდა გავჭიმოთ და კარგად მოვემზადოთ იმისთვის, რაც შეიძლება 2014 წლის ოლიმპიადის შემდეგ მოხდეს. რაც შეეხება, შეძლებს თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობა" არეულობის შექმნას, მე ვვარაუდობ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის' ლიდერებმა შეიძლება მოინდომონ სიტუაციის შეცვლა უარყოფითისაკენ. ისიც უნდა გითხრათ, რომ ზოგიერთი მოსკოველი მაღალჩინოსანი ხელზე იხვევს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია და მას შეუძლია ექსცესური ვითარება შექმნას. ამიტომ, ეს ხიფათი, ბუნებრივია, არსებობს. ახალმა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუშალოს მათ ჩანაფიქრს, მაგრამ არსებობს უმნიშვნელოვანესი მომენტი, საქართველოს ახალ ხელისუფლებას არ აქვს ის ორგანო, რომელიც შეცვლიდა უშიშროების საბჭოს, ძალიან მაღალ დონეზე ანალიზს გაუკეთებდა მოვლენებს და შესთავაზებდა მთავრობას. პრეზიდენტს ეს ორგანო ჰყავს უშიშროების საბჭოს სახით და მის ხელმძღვანელ გიგა ბოკერიას საკმაოდ დიდი ავტორიტეტი აქვს დასავლეთში. ბოკერიას შეუძლია ძალიან ცუდი როლი ითამაშოს სიტუაციის ცვლილების თვალსაზრისით....ბოკერიას შეუძლია, მოახდინოს ხელისუფლების დისკრედიტაცია ძალიან გავლენიან დასავლურ ჯგუფებში, რადგან მას უსმენენ და მისი სჯერათ, უშიშროების საბჭოს ქვემოთ არსებულ გავლენის ჯგუფებს შეუძლიათ, გარკვეული ექსცესური ფონის შექმნა, პრესის მეშვეობით, დასავლეთში მუშაობით. _ კულუარებში ამბობენ, რომ პრეზიდენთან მოლაპარაკება მიღწეულია და შესაძლოა, გიგა ბოკერია გია ხუხაშვილმა ჩაანაცვლოს. ეს ინფორმაცია სერიოზულია? _ გია ხუხაშვილმა თვითონ განაცხადა უარი ამაზე. გარდა ამისა, გია არაა ამ საქმის სპეციალისტი. ვინ ჩაანაცვლებს, რთული სათქმელია, მაგრამ ჩანაცვლებამდე შორი გზაა. ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და არა მთავრობის". (,,ალია"N54; ავტორი:ნინო სამხარაძე) -
პლანეტა.გეს სტუმარია მაია მიმინოშვილი!...
PLANETA_INFO replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ქალბატონო მაია! წელს საატესტატო გამოცდები სკოლებში ტარდება და არა ცენტრალიზებულად. რამდენად შეძლეს სკოლებმა ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება და მომავალში როგორ და რა ცვლილებებით მოხდება მსგავსი გამოცდების ჩატარება -
პლანეტა.გეს სტუმარია მაია მიმინოშვილი!...
PLANETA_INFO replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ქალბატონო მაია! უსიამოვნო შემთხვევა უნდა გაგახსენოთ. თქვენ, დიმიტრი შაშკინს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებზე ყალბი ატესტატების გაცემაში ადანაშაულებდით. კიდევ, ექსტერნად ჩაბარების პროცესის დარღვევაში. იქნებ გვითხრათ, სამართლებრივად რა გაგრძელება მოჰყვა ამ დავას? -
ინტერვიუ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან "არჩევნებამდე სტადიონზე გაიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავყრილობა, სანდრა რულოვსი სიტყვით გამოვიდა და განცხადება გააკეთა სუროგაციის თემასთან დაკავშირებით, რომ მას სურს კლინიკის გახსნა, ვითომ მისი იდეა ძალიან კეთილშობილური იყო. შემდგომ აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ამ თემაზე პასუხისგებაში იყო მიცემული, არასწორი კვალიფიკაციით და სიყალბით. საუბარია ერთ–ერთ კლინიკაზე, არ მინდა ახლა ამ კლინიკის დასახელება, ეს კლინიკა დასაქმებულია იმით, რომ ხელოვნურად გააჩინონ ბავშვები, რომლებიც შემდგომ გაჰყავთ საზღვარგარეთ და იყიდებიან ჰომოსექსუალურ წყვილებზე. ამის დოკუმენტაციები, ფაქტობრივად, თავმოყრილი მაქვს, საქმიდან როგორც ირკვევა, ამ კლინიკასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა სანდრა რულოვსს. მიმდინარეობს გარკვევა, თუ რამდენად იყო სანდრა რულოვსი ამ საქმეში ჩართული, კერძოდ, ქართველი ბავშვების ჰომოსექსუალურ წყვილებზე გაშვილებით". (,,ალია"N53; ავტორი:ნინო სამხარაძე)
-
ინტერვიუ ,,კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" ხელმძღვანელ ზაალ კასრელიშვილთან ვანო მერაბიშვილის დაკავება იყო თუ არა შეთანხმებული ამერიკის ,,ეფბიაის" უფროსთან, რომელიც მერაბიშვილის დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე იყო ჩამოსული: ,,დაუჯერებლად მიმაჩნია, რომ ივანიშვილმა რომელიმე დამნაშავე ჩინოვნიკის დაკავება შეუთანხმოს დასავლეთს. ეს არის წარმატებული და გაუსვრელი კაცი და მას არ სჭირდება ასეთი კულუარული მოლაპარაკებები. ახლა ნახეთ თქვენ რა მოხდება. ახალაიებმა დაასმინეს ვანო მერაბიშვილი, ვანომ დაასმინა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე – გია ლორთქიფანიძე, ახლა გია ლორთქიფანიძე დაწერს სხვებზე, ესენი არიან დედიკოს ბიჭები, კაცობა რომ ტელევიზორიდან აქვთ ნასწავლი და ციხეში ერთ ღამეს რომ ვერ ძლებენ. მინდა გითხრათ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაგრძელდება და სხვათა შორის, ორივე მხარეს – პოზიციაშიც და ოპოზიციაშიც. ამას თქვენ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ნახავთ. ისე კი, სახელისუფლო კანდიდატზეც გეტყვით. არ გამოვრიცხავ, რომ ეს კანდიდატი გამოიცვალოს უფრო უკეთესით. ჩვენ კი უფრო იდეალურად მიგვაჩნია ივანიშვილი პრეზიდენტად, ხოლო ღარიბაშვილი – პრემიერ–მინისტრად". (,,ალია"N53; ავტორი:ნინო სამხარაძე)
-
,,მატროსოვის ციხის" შემდეგი ბინადარი უგულავა იქნება
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან ,,,,ნაციონალური მოძრაობა" არის აბსოლუტურად დაშლილი ძალა, იქ არის მხოლოდ რამდენიმე ტვინგახურებული, რომელთა იდეოლოგიური მამა გახლდათ გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, რომელიც გამოეცალათ და გადავიდა სხვა რეჟიმზე, ოქტომბრის არჩევნებამდე ბოკერია შეეცდება პროვოკაციების გზით სიარულს, მაგრამ ეს არ გამოუვა, მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენიმე ტელევიზიას აკონტროლებს და გავლენა აქვს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სხვა პოლიტიკურ რეალობაში, პარლამენტში, ფაქტობრივად, ოპოზიციური ძალა არ არსებობს და ამისთვის საჭიროა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. დღეს ამაზე უნდა მიდიოდეს საუბარი, ,,ნაციონალური მოძრაობა" დამთავრებული საკითხია. მეტსაც გეტყვით, ძალიან სერიოზული მასალები დევს პროკურატურაში კეზერაშვილზე, ადეიშვილზე, დათა ახალაიაზე, დავით კირკიტაძეზე, მასზე საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებზეა საუბარი, მათ გააჩნდათ კლანები, მიმდინარეობს გამოძიება. ასევე გიგა ბოკერიაზე პროკურატურაში საკმაოდ სერიოზული საქმეებია, ასევე გიგი უგულავას თუ ჰგონია, რომ მას აღმკვეთი ღონისძიება სასამართლომ არ შეუფარდა და ამით ყველაფერი დამთავრდა, ძალიან ცდება. ასე რომ, იმ ადამიანებზე, ვინც წლების მანძილზე დანაშაულებს სჩადიოდა, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ვლაპარაკობთ, ვინ იქნება შემდეგი, ყველაზე კარგი კანდიდატურა ამ კუთხით პროკურატურისთვის არის გიგი უგულავა. ვანო მერაბიშვილის სიმამრასაც არ ელოდება კარგი დღე. იყო თუ არა ვანო მერაბიშვილის სიმამრი თაღლითურ სქემაში ჩართული, ამას გამოძიება დაადგენს, მისმა სიმამრმა პოლიტპატიმარს გამოსძალა ვითომ საპროცესო შეთანხმებისთვის 60 ათასი დოლარი. ამაზე გამოძიება დაწყებულია, უახლოეს დღეებში ამ ყველაფრის შედეგებს ვნახავთ. აქვე კიდევ ერთ ინფორმაციას გეტყვით, შესაძლოა, ძალიან მალე ვიხილოთ საქართველოში ჩამოსული დათა ახალაია, რომელიც, სავარაუდოდ, ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მას ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ დათა ახალაია გირგვლიანის მკვლელობის საქმეშია გარეული, რამდენად ღირებული იქნება მისი თანამშრომლობა პროკურატურასთან, ამას საქმე გვიჩვენებს. საზოგადოებამ ერთი რამ უნდა იცოდეს, ,,ნაციონალურ მოძრაობაში" ასეთი განწყობაა,– წამოვიდნენ თანამშრომლობაზე ხელისუფლებასთან, ვიღაცამ ითანამშრომლოს, ვიღაცა კი განუდგეს ამ დანაშაულებრივ პარტიას და გადაწყვეტილია, ,,ნაცმოძრაობა" გაქრეს პოლიტიკური სივრციდან". (,,ალია"N53; ავტორი:ნინო სამხარაძე) -
პლანეტა.გეს სტუმარია მაია მიმინოშვილი!...
PLANETA_INFO replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
როგორი ანალიზი ჩატარდა და რა დასკვნები გააკეთა თქვენმა სამსახურმა წიგნიერების საერთაშორისო გამოკვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სავალალო შედეგების შემდეგ? როგორ აპირებს სახელმწიფო მის წინააღმდეგ ბრძოლას? -
პლანეტა.გეს სტუმარია მაია მიმინოშვილი!...
PLANETA_INFO replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა მექანიზმით მოწმდება იმ მასწავლებელთა კომპეტენცია, რომლებიც იღებენ ეროვნულ გამოცდებს? ვის ანიჭებთ უპირატესობას, სკოლის პედაგოგებს თუ უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებლებს? რამდენად არსებობს საფრთხე, რომ ეს გამოცდილი მასწავლებელი გამოცდილებას იმაში გამოიყენებს, რომ პრივილიგირებული რეპეტიტორი იქნება და მის მომზადებულ ბავშვებს გამოცდის ჩაბარების ტექნიკა უკეთ ეცოდინებათ და ეს მათ უსამართლო უპირატესობას მიანიჭებს?