Jump to content
Planeta.Ge

PLANETA_INFO

პლანეტელი
  • პოსტები

    1.419
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი PLANETA_INFO

  1. პარტია "შაქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი კახი კალაძეს განცხადებებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.პოლიტიკოსი თბილისის მერს გახარიასადმი წარდგენილ ნარკოდამოკიდებულების ბრალდებას ახსენებს და საქმიან ინიციატივებზე საქმიან პასუხს მოითხოვს სრული ტექსტი: "ბატონ კალაძეს, როგორც სჩანს, ჰგონია არჩევნები დასრულდა და მისი ავტორობით წარმოებული უღირსი წინასაარჩევნო კამპანია ყველას დაავიწყდა. ნარკოდამოკიდებულების ბინძური ბრალდების სულისჩამდგმელი და გამწევი ძალა რომ იყო ეს არ იკმარა და ახლა ნეპოტიზმში და კორუფციაში ადანაშაულებს კაცს, რომლის ცხოვრების წესია “არა ნეპოტიზმს და არა კორუფციას”. მერწმუნეთ, ეს ცილისწამებაც ისევე ჩამოგენგრევათ თავზე, როგორც ყველა სხვა. მსგავსი თავდასხმებით ვერ აირიდებთ პასუხისმგებლობას ვერც კორუფციაზე და ვერც სხვა პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ამიტომ, სჯობს საქმიან ინიციატივებს საქმანად მოეკიდოთ, რასაკვირველია, თუ ამის პასუხისმგებლობა გაგაჩნიათ. და ეს პარტია გველაპარაკება პოლარიზაციის დასრულებაზე, რადიკალიზმის შემცირებაზე:
  2. თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგნელებს მიმართა და განაცხადა, რომ კახა კალაძის შეურაცხყოფით ისინი იმ ასიათასობით ამომრჩეველს შეურაცხყოფენ, ვინ სწორედ კალაძეს დაუჭირა მხარი. ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას: “მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან“ | ახალი ამბები (timer.ge)
  3. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე მოწყობილი გამშვები პუნქტი, რომელიც პანდემიის გამო ჩაკეტილი იყო, 22 ივნისს, 2 დღით გახსნა. როგორც აფხაზური პრესა იუწყება, ეს იყო ,,ჰუმანიტარული დერეფანი,“ რომელითაც 907-მა ადამიანმა ისარგებლა. ,,ესენი იყვნენ აფხაზეთის მოქალაქეები ან აქ მაცხოვრებლები, რომელთაც საზღვრის გადაკვეთის ნებართვა ჰქონდათ.“- აცხადებენ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული უშიშროების სამსახურში. უწყების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აფხაზეთის ტერიტორია დატოვებული ჰქონდათ იმ ადამიანებს, ვისაც ,,რესპუბლიკაში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს.“ ,,ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზების გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ აფხაზეთის მოქალაქეების ინტერესი დაგვეცვა და მათთვის საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა მიგვეცა.“ - ნათქვამია აფხაზური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ენგურის ხიდზე არსებული გამშვები პუნქტი, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 24 ივნისის საღამოს ისევ ჩაიკეტა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაკვეთი ანალოგიური მიზნით, მანამდე, 26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლითაც გაიხსნა. 1 ივნისის შემდეგ კი, 22 ივნისამდე სრულად ჩაკეტილი იყო.
  4. საგადასახადო სისტემის და ბიზნესის განვითარების დერეგულაციის საკითხებში რუსეთი ძალიან უსწრებს უკრაინას. ამის შესახებ უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ბიზნესმენ იგორ გუმენნისთან საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთში ბევრი საკითხი უფრო სწრაფად წყდება, ვიდრე უკრაინაში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის თქმით, ის ცდილობს, გადმოიღოს უკრაინაში, რაც რუსეთში უკვე რეალიზებულია. ეს ეხება როგორც საგადასახადო სისტემას, ისე ბიუკრატიის შემცირებაქ. თავად ბიზნესმენმა გუმენნიმაც სინანულით აღნიშნა, რომ რუსეთში ბიზნესის წარმოება უცხოელებისთვის გაცილებით მომგებიანია, ვინაიდან ქვეყანა ამისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. ამიტომ დასავლელი და ჩინელი ინვესტორები, მიუხედავად ძვირი მუშახელისა, საქმიანობისთვის ხშირად ირჩევენ რუსეთს. ,,მათ ხუთ წელიწადში შეძლეს ყველაფრის შეცვლა. უკრაინაში უკეთესობა არ შეიმჩნევა, იქ კი, ყველაფერი ისეა, როგორც ევროპაში.“ - განაცხადა ბიზნესმენმა პოლიტიკოს სააკაშვილთან საუბარში. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ამბები მას ხასიათს უფუჭებს, რადგან რუსეთი ძალიან წინ წავიდა. ,,ისინი ბევრად მეტს უსმენენ ბიზნესს, ვიდრე ჩვენ, ჩვენი დემოკრატიის პირობებში. რეფორმების ფრონტზე ისინი იგებენ.“ - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ამ მიმართულებით მხოლოდ ლაპარაკობს.
  5. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლედიმირ ზელენსკიმ ,,უკრაინსკაია პრავდა-სთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თავდაპირველად რეფორმების საკითხებში მრჩევლობა შესთავაზა, თუმცა მან უპასუხა, რომ ეს პოსტი ,,მისი დონის არ არის". ზელენსკის თქმით, რეფორმების დარგში უკრაინის ვიცე-პრემიერობის პოსტის დაკავება თავად მიხეილ სააკაშვილის იდეა იყო. ამ თემაზე, უკრაინულმა ტელეარხმა ,,112-მა“ განმარტება ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენელს, ვადიმ აბრამოვიჩს სთხოვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ორი პოლიტიკოსიდან, რომელიღაცა ურევს. ,,სააკაშვილი ამას წინ გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავებას არც აპირებდა და ამასთან დაკავშირებით არც საუბარი ყოფილა, ახლა ზელენსკი საწინააღმდეგოს ამბობს… როგორც ჩანს, ამ ორიდან, რომელიღაცა რაღაცას ურევს, რაც ჩვეულებრივი ამბავია. რაც შეეხება, პრეზიდენტის მრჩევლობას, მე თუ მკითხავთ, მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არ არის სააკაშვილის დონე, ამიტომ სამართლიანი იქნება, დავუბრუნდეთ საწყის პოზიციას. ის ჯერ საქართველოში წავიდეს და მოიხადოს თავისი სასჯელი. საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, რომელთანაც ახლა სააკაშვილის გამო დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ, დაე, ცოტა მსხვერპლი გაიღოს სააკაშვილმა და ამ ორ ქვყანას შორის მეგობრული ურთიერთობის შესანარჩუნებლად, საქართველოსა და უკრაინის გულისთვის, საქართველოს ხელისუფლებას ჩაბარდეს. ჩვენ ციხეში ამანათებს არ მოვაკლებთ. რომ მოიხდის, მერე ჩამოვიდეს და ვიცე-პრემიერადაც დავნიშნავთ.“ - განაცხადა უკრაინული ოპოზიციის წარმომადგენელმა.
  6. უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ახლადგამომცხვარმა თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ბიზნესის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრა გამართა. კონფერენცია in time Ukraine-ის YouTube არხზე მიმდინარეობდა, რომლის დროსაც, ერთ-ერთი მონაწილის კითხვამ საქართვლოს ყოფილი მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წყობილებიდან გამოიყვანა. სააკაშვილს ჰკითხეს, თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი რეფორმების სფეროში მისი მოღვაწეობის კონკრეტული შედეგების ნახვა? ამ კითხვაზე აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე აფეთქდა და გაბრაზებულმა უპასუხა, რომ მობეზრდა მსგავსი საყვედურები და უკრაინელებს შესთავაზა, ქვეყანაში ვითარების შესაცვლელად თავად გააკეთონ რამე. ,,…და როდის გექნებათ უფრო კონკრეტული საქმეები? რას ნიშნავს კონკრეტული საქმეები? ეშმაკსაც წაუღიხართ ყველა, ვინც ასე ფიქრობთ. მომბეზრდა უკვე ეს… აქაოდა, ხომ დაგნიშნეს და აბა, როდის იქნება შედეგი? თავად გაანძრიეთ ხელები, ყველაფერი თქვენს ხელშია. К чертовой матери! რამდენჯერ შეიძლება თქვათ: მისი როგორი იმედი გვქონდა, მან კი მოლოდინი გაგვიცრუა? ხომ არ ჯობია, თავად გაინძრეთ?“ - მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს მთავარმა რეფორმატორმა. აღნიშნული სკანდალის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტებმა, კომენატრის გაკეთება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ვადიმ რაბინოვიჩს სთხოვეს და ასევე, ჰკითხეს, სააკაშვილის გარდა, მოსალოდნელია თუ არა, უკრაინაში გაკრკვეული პოსტის დასაკავებლად, საქართველოდან სხვა პოლიტიკოსების ჩასვლა? რაბინოვიჩის განმარტებით, უკრაინულ ოპოზიციას არ შეუძლია პასუხი გასცეს მსგავს კითხვებს, რადგან მათ არ იციან, ვის რა აზრი მოუვა თავში. - ვის შეეძლო ეფიქრა, რომ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს დააბრუნებდა? სააკაშვილი - ეს არის წასული ხელისუფლების დაცინვის სიმბოლო, წარუმატებელი რეფორმების მცდელობის სიმბოლო, ვინაიდან არავითარი რეფორმები არ ყოფილა და ის ფაქტი, რომ ახალმა ხელისუფლებამ სააკაშვილი, როგორც საუკეთესო კანდიდატი ისე მოიყვანა, არის კატასტროფა.- აღნიშნა უკრაინის ოპოზიციური პარტიის ,,ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ თანათავმჯდომარემ, ვადიმ რაბინოვიჩმა.
  7. უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ახლადგამომცხვარმა თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ბიზნესის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრა გამართა. კონფერენცია in time Ukraine-ის YouTube არხზე მიმდინარეობდა, რომლის დროსაც, ერთ-ერთი მონაწილის კითხვამ საქართვლოს ყოფილი მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წყობილებიდან გამოიყვანა. სააკაშვილს ჰკითხეს, თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი რეფორმების სფეროში მისი მოღვაწეობის კონკრეტული შედეგების ნახვა? ამ კითხვაზე აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე აფეთქდა და გაბრაზებულმა უპასუხა, რომ მობეზრდა მსგავსი საყვედურები და უკრაინელებს შესთავაზა, ქვეყანაში ვითარების შესაცვლელად თავად გააკეთონ რამე. ,,…და როდის გექნებათ უფრო კონკრეტული საქმეები? რას ნიშნავს კონკრეტული საქმეები? ეშმაკსაც წაუღიხართ ყველა, ვინც ასე ფიქრობთ. მომბეზრდა უკვე ეს… აქაოდა, ხომ დაგნიშნეს და აბა, როდის იქნება შედეგი? თავად გაანძრიეთ ხელები, ყველაფერი თქვენს ხელშია. К чертовой матери! რამდენჯერ შეიძლება თქვათ: მისი როგორი იმედი გვქონდა, მან კი მოლოდინი გაგვიცრუა? ხომ არ ჯობია, თავად გაინძრეთ?“ - მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს მთავარმა რეფორმატორმა. აღნიშნული სკანდალის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტებმა, კომენატრის გაკეთება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ვადიმ რაბინოვიჩს სთხოვეს და ასევე, ჰკითხეს, სააკაშვილის გარდა, მოსალოდნელია თუ არა, უკრაინაში გაკრკვეული პოსტის დასაკავებლად, საქართველოდან სხვა პოლიტიკოსების ჩასვლა? რაბინოვიჩის განმარტებით, უკრაინულ ოპოზიციას არ შეუძლია პასუხი გასცეს მსგავს კითხვებს, რადგან მათ არ იციან, ვის რა აზრი მოუვა თავში. - ვის შეეძლო ეფიქრა, რომ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს დააბრუნებდა? სააკაშვილი - ეს არის წასული ხელისუფლების დაცინვის სიმბოლო, წარუმატებელი რეფორმების მცდელობის სიმბოლო, ვინაიდან არავითარი რეფორმები არ ყოფილა და ის ფაქტი, რომ ახალმა ხელისუფლებამ სააკაშვილი, როგორც საუკეთესო კანდიდატი ისე მოიყვანა, არის კატასტროფა.- აღნიშნა უკრაინის ოპოზიციური პარტიის ,,ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ თანათავმჯდომარემ, ვადიმ რაბინოვიჩმა.
  8. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ხელისუფლება მოქალაქეებს, ენგურის ხიდზე მოწყობილი გამშვები პუნქტის გავლით, საკუთარ სახლებში დაბრუნების ნებას რთავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სოხუმში გუშინ მიიღეს. ,,ის პირები, რომლებიც საქართველოში სამკურნალოდ იყვნენ წასულები, სამშობლოში დაბრუნებას 26 მაისიდან შეძლებენ.“ - განაცხადა სოხუმის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ლუდმილა სკორიკმა. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ,,საზღვარზე“ გადავლენ, აუცილებლად თან უნდა ჰქონდეთ ლაბორატორიის დასკვნა. ,,მათ უნდა წარმოადგინონ ცნობა ლაბორატორიიდან, რომ არ არიან კორონავირუსით დაინფიცირებულები. ასეთი საბუთის არქონის შემთხვევაში, გამოკვლევის მიზნით, მათგან ბიომასალას ავიღებთ და გამოვიკვლევთ." - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე თქმით, ენგურის ხიდზე გადასვლის მსურველებს ადგილზე აფხაზი მედიკოსებიც შეამოწმებენ, რათა დაადგინონ ხომ არ აღენიშნებათ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ კი, მათ სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო ვადა თვითიზოლაციის რეჟიმში უნდა გაიარონ, რასაც ადგილობრივი სამართალდამცავები და ეპიდემიოლოგიური სამსახური გააკონტროლებს. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში მარტსა და აპრილში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, გაგრისა და გალის რაიონებში კი კომენდანტის საათი მოქმედებდა. შეზღუდვების ნაწილი მაისის დასაწყისიდან მოიხსნა, ნაწილი კი - ივნისის თვემდე ძალაში რჩება. კარანტინის გამო, ჩაკეტილი იყო, როგორც საქართველო-რუსეთის ფსოუს მონაკვეთი, ისე, ეგრეთწოდებული საზღვარი ენგურის ხიდთან. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზებისა და რუსების მიერ მოწყობილ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები 14 მარტიდან დაწესდა. შეჩერებული მიმოსვლა,გარკვეული წესების დაცვით, დღეიდან ისევ აღდგება. შეგახსენეთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის გამოვლენილია კორონავირუსით დაინფიცირების 28 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 14 ადამიანი, გარდაცვლილი - 1.
  9. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დანიშნა. ახლადდანიშნულ ჩინოვნიკს, გუშინვე უჩვეულო თხოვნით მიმართა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მან სააკაშვილს სთხოვა, მოეგვარებინა ამორტიზებული ქარხანა ,,ბოლშევიკის“ მეხუთე სახელოსნოს საკითხი, სადაც დღეს მეორადი საქონელი იყიდება. ამის შესახებ კიევის მერმა ერთ-ერთ ტელეშოუში ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილს პირდაპირი ეთერის საშუალებით მიმართა ,,მიხეილ, გთხოვთ! იქ არის შულიავსკის ხიდი, არის მეხუთე სახელოსნო, სადაც მეორად საქონელს ჰყიდიან. ჩვენ, ჯერ კიდევ, გასულ ზაფხულს უნდა აგვეღო ეს შენობა, თუმცა რაღაც გაურკვეველი მიზეზებით, სახელმწიფო ქონების მართვის ფონდი ამ ძველ, უსარგებლო ნანგრევს არ თმობს.“ - განაცხადა კლიჩკომ. მისი თქმით, ის არაერთხელ დაიმუქრა, რომ თავადვე დაჯდებოდა ექსკავატორზე და მიწასთან გაასწორებდა იმ ძველ სახელოსნოს. ,,გთხოვთ. მე ვიცი, რომ სააკაშვილს შეუძლია ამის გაკეთება. დაეხმარეთ დნეპრს, დაეხმარეთ კიევს. ძალიან მადლიერი ვიქნებით.“- აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ, სატელევიზიო მიმართვისას. პასუხად სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხსენებულ პრობლემას იცნობს და ამ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავად მჯდარა ტრაქტორზე და ოდესის პლაჟებზე გაბმული ღობეები თავადვე გაუტანია.
  10. საერთაშორისო ტურიზმი შეიძლება 80 %-მდე დაეცეს, რაც მთელ მსოფლიოში, დაახლოებით, 120 მილიონი სამუშაო ადგილის გაუქმებას გამოიწვევს. მოგზაურობის აკრძალვების გამო მსოფლიოს ქვეყნების დაკარგული შემოსავალი გაეროში 80 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასეს. ამის შესახებ სააგენტო REUTERS-ი იუწყება. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, რომელიც გაეროს სტრუქტურული ერთეულია, მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 2020 წლის ბოლოსთვის, გასულ წელთან შედარებით, შეიძლება 58-78 % -ით შემცირდეს. ორგანიზაციის დასკვნაში ნათქვამია, რომ 2020 წლის პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი უკვე 22% -ით არის შემცირებული. ,,მთელ მსოფლიოში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროები უპრეცედენტო კრიზისის წინაშე დადგა. ამის გამო, ყველაზე მეტი დარტყმა ტურიზმმა მიიღო, რაც ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე შრომატევად სექტორში საფრთხეს უქმნის მილიონობით სამუშაო ადგილს." - განაცხადა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა. მისი თქმით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მსოფლიოს ქვეყნებისთვის დაკარგული შემოსავალი გაეროს მონაცამების მიხედვით 80 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. თუმცა, ეს რიცხვი 2020 წლის ბოლომდე კიდევ შეიძლება გაიზარდოს. საერთაშორისო ტურიზმის აღსადგენად ორგანიზაცია სამი სახის პროგნოზს წარმოადგენს. პირველი სცენარის მიხედვით, თუ საერთაშორისო საზღვრების ივნისის დასაწყისიდან გაიხსნება, ასეთ შემთხვევაში, 2020 წლისთვის ტურისტთა რიცხვის ვარდნა მოსალოდნელია 58 % იყოს. მეორე სცენარის მიხედვით, თუ საზღვრების გახსნა სექტემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება, ამ დროისთვის ტურიზმის ვარდნა 70 % -მდეა მოსალოდნელი, ხოლო მესამე ვარაუდის მიხედვით - საზღვრები შესაძლოა მხოლოდ დეკემბრის დასაწყისისთვის გაიხსნას. ამ შემთხვვაში საერთაშორისო ტურიზმი უკვე 78 %-მდე დაეცემა. გაერო-ში ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა, შესაძლოა, მთლიანად 0, 85 - 1,1 მილიარდ ადამიანამდე შემცირდეს, ხოლო შემოსავლის დანაკარგმა 1, 2 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს. ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს 120 მილიონ სამუშაო ადგილს მთელ მსოფლიოში.
  11. დღეს ზუსტად არავინ იცის, რა პოსტზე იმუშავებს მიხეილ სააკაშვილი ხვალ, თუმცა უკრაინული პრესა იუწყება, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში მალე ,,რაიმე“ თანამდებობაზე დაინიშნება. ,,უახლოეს დღეებში ის მიიღებს თანამდებობას, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, თუ რა პოსტი იქნება ეს, ვინაიდან დანიშვნის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სააკაშვილი უკრაინაის ხელისუფლებას მუშაობაში დაეხმარება.“ - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინელ ჟურნალისტებს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმა მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა პრესაში გავრცელა ინფორმაცია, თითქოს ის, რეფორმების საკითხებში, უკრაინის ვიცე-პრემიერად უნდა დანიშნულიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მან მმართველი პარტიის უმრავლესობის კეთილგანწყობა ვერ მოიპოვა და ხსენებულ პოსტზე რადამ მისი კანდიდატურა არც განიხილა. მოგვიანებით ითქვა, რომ შესაძლებელი იყო სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს წევრი გამხდარიყო.
  12. islamic poetry quotes ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზ მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, დაექვემდებარონ დაწესებულ შეზღუდვებს. ამის შესახებ მან სოხუმში დღეს გამართულ ეგრეთწოდებულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ,,ჩვენ არ გვაქვს მოდუნების არავითარი საფუძველი. ვითარება ძალიან რთულია და დღევანდელი კეთილდღეობა შეიძლება ნებისმიერ წუთს დაირღვეს. სწორედ მაშინ დადგება საკითხი, არსებული რესურსებით შევძლებთ ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას თუ ვერა? რა თქმა უნდა, არსებობს ეკონომიკური სიდუხჭირე და ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ავწონ-დავწონოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, როგორმე გადავიტანოთ ეს სირთულეები და შევინარჩუნოთ საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თუ მოვდუნდეთ, მოვხსნათ ყველა შეზღუდვა დღესვე და ხვალ ყველა ავად გავხდეთ?“ - აღნიშნა ანქვაბმა.
  13. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში შემოღებული კარანტინის რეჟიმი, მცირე გამონაკლისების გარდა, 15 მაისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ განკარგულებას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა დღეს მოაწერა ხელი. განკარგულების მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ სილამაზის და კოსმეტიკურ სალონებს შეზღუდვები 1 მაისიდან მოეხსნება, თუ ისინი სოხუმის მთავარი ეპიდემიოლოგის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას და წესს დაიცვენ. ოკუპირებულ აფხაზეთში, 4 მაისიდან ქალაქების შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგება. ოკუპირებულ აფხაზეთში კარანტინით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები ძალაში 15 მაისამდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დიაგნოზით ოფიციალურად აღრიცხული პაციენტი არ ჰყავთ, მანამდე იყო ინფიცირების სამი დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან ერთი პაციენტი, 95 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.
  14. უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის შემთხვევაში, ქვეყნიდან სრულუფლებიანი ელჩის გამოწვევის შესახებ გააკეთა. კრავჩუკი გახარიას განცხადებას უკიდურესობად აფასებს და მიიჩნევს, რომ უკრაინის შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს. ამის თაობაზე მან უკრაინულ ინტერნეტ-გამოცემა ,,112 უკრაინას“ კორესპონდენტთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. ,,მე ვფიქრობ, ეს უკიდურესი ნაბიჯი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი არა საქართველოს, არამედ უკრაინის მოქალაქეა, ხელისუფლებას შეუძლია მისი დანიშვნის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება თავად მიიღოს.“ - განაცხადა ლეონიდ კრავჩუკმა. მისი აზრით, საჭიროა გაკეთდეს განცხადება, სადაც არგუმენტირებულად იქნება ნაჩვენები, თუ რატომ მოქმედებს უკრაინა თავისი სუვერენული უფლებების შესაბამისად. კრავჩუკი მიიჩნევს, რომ მათ შინა მმართველობაში გამუდმებით ერევიან გარედან. ,,ხან რუსეთი და ამერიკა ერევა ჩვენს საქმეში, ხან - პოლონეთი, ხშირად უნგრეთიც ერეოდა და ახლა საქართველოც გამოჩნდა. უკრაინამ საერთაშორისო ნორმების დაცვით თავისი მყარი პოზიცია უნდა დაიკავოს. უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და საკუთარი კანონებისა და კონსტიტუციის მიხედვით თავად გადაწყვეტს, ვის სად დანიშნავს და როგორ ხელისუფლებას ჩამოაყალიბებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად არის უკრაინის მოქალაქე. ვფიქრობ, ერთ-ერთ მხარეს ძალიან არ უნდა, რომ უკრაინამ სააკაშვილის პოტენციალი გამოიყენოს.“ - აღნიშნა უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა. 2020 წლის 22 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისგან მიიღო შეთავაზება, რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერობის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით. მის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში, დღის წესრიგში დადებოდა უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის საკითხი. ასევე, გიორგი გახარიას თქმით, უკრაინის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან კატეგორიულად მიუღებელია მაღალ თანამდებობაზე დანიშნოს ისეთი პირი, რომელიც საქართველოში საკმაოდ მძიმე დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული და ამჟამად ძებნაში იმყოფება. ცნობისთვის, დღეს უკრაინულ პრესაში გავრცელდა ხმები, თითქოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინიდან სრულუფლებიანი ელჩი გაიწვია, თუმცა ქართული მხარე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
  15. უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის შემთხვევაში, ქვეყნიდან სრულუფლებიანი ელჩის გამოწვევის შესახებ გააკეთა. კრავჩუკი გახარიას განცხადებას უკიდურესობად აფასებს და მიიჩნევს, რომ უკრაინის შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს. ამის თაობაზე მან უკრაინულ ინტერნეტგამოცემა ,,112 უკრაინას“ კორესპონდენტთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. ,,მე ვფიქრობ, ეს უკიდურესი ნაბიჯი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი არა საქართველოს, არამედ უკრაინის მოქალაქეა, ხელისუფლებას შეუძლია მისი დანიშვნის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება თავად მიიღოს.“ - განაცხადა ლეონიდ კრავჩუკმა. მისი აზრით, საჭიროა გაკეთდეს განცხადება, სადაც არგუმენტირებულად იქნება ნაჩვენები, თუ რატომ მოქმედებს უკრაინა თავისი სუვერენული უფლებების შესაბამისად. კრავჩუკი მიიჩნევს, რომ მათ შინა მმართველობაში გამუდმებით ერევიან გარედან. ,,ხან რუსეთი და ამერიკა ერევა ჩვენს საქმეში, ხან - პოლონეთი, ხშირად უნგრეთიც ერეოდა და ახლა საქართველოც გამოჩნდა. უკრაინამ საერთაშორისო ნორმების დაცვით თავისი მყარი პოზიცია უნდა დაიკავოს. უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და საკუთარი კანონებისა და კონსტიტუციის მიხედვით თავად გადაწყვეტს, ვის სად დანიშნავს და როგორ ხელისუფლებას ჩამოაყალიბებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად არის უკრაინის მოქალაქე. ვფიქრობ, ერთ-ერთ მხარეს ძალიან არ უნდა, რომ უკრაინამ სააკაშვილის პოტენციალი გამოიყენოს.“ - აღნიშნა უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა. 2020 წლის 22 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისგან მიიღო შეთავაზება, რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერობის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით. მის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში, დღის წესრიგში დადებოდა უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის საკითხი. ასევე, გიორგი გახარიას თქმით, უკრაინის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან კატეგორიულად მიუღებელია მაღალ თანამდებობაზე დანიშნოს ისეთი პირი, რომელიც საქართველოში საკმაოდ მძიმე დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული და ამჟამად ძებნაში იმყოფება. ცნობისთვის, დღეს უკრაინულ პრესაში გავრცელდა ხმები, თითქოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინიდან სრულუფლებიანი ელჩი გაიწვია, თუმცა ქართული მხარე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
  16. ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ აფხაზურ პრესას ადგილობრივი ეპიდ.სამსახურის მთავარმა ექიმმა, ლუდმილა სკორიკმა აცნობა. არსებული მონაცემებით, გუშინ, 6 აპრილს გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსის სიმპტომებით ორი პაციენტი მოათავსეს, რომელთა ანალიზების პასუხსაც დღეს ელოდნენ. დაახლოებით ერთი საათის წინ, ამ ორი პაციენტიდან, ერთ-ერთს კოვიდ 19-ის ინფექცია დაუდასტურდა. შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი ნაწილობრივ, რუსეთის მოქალაქეთათვის, ჩაკეტა. დღევანდელი შემთხვევის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ხელისუფლებამ, აღნიშნული საზღვრის სრულად ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
  17. ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული, ეგრეთწოდებული ენობრივი კომისიის წევრები უკმაყოფილებას გამოხატავენ იმ ფაქტის გამო, რომ კანდიდატები, რომლებიც ,,რესპუბლიკის ხელმძღვანელის“ პოსტს უმიზნებენ, აფხაზურ ენაზე საუბარს, ხშირად, თავს არიდებენ. ამიტომ, აფხაზური ენის ცოდნის მხრივ, ისინი კანდიდატების მიმართ მოთხოვნების გამკაცრებას აპირებენ. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვალენტინ კოღონია ავრცელებს. მისი თქმით, ,,მომავალი პრეზიდენტი“, ვალდებულია, სახელმწიფო ტელევიზიის ეკრანიდან ხალხს აუცილებლად აფხაზურ ენაზე ესაუბროს. ,,პრეზიდენტი აფხაზურ ენას თავისუფლად უნდა ფლობდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ოპერატიული თათბირის, ბრიფინგის თუ სხვა შეკრებების წაყვანა აფხაზურ ენაზე უნდა ეხერხებოდეს. მე პირველად ვმონაწილეობ კომისიაში და ვერ შევაფასებ, აქამდე როგორ ჩააბარეს გამოცდები იმ კანდიდატებმა, რომლებმაც შემდეგ ეკრანიდან აფხაზურ ენაზე ლაპარაკი ვერ შეძლეს. ამჯერად, გადავწყვიტეთ, ეს ბარიერი გავამკაცროთ.“ - აღნიშნა კოღონიამ. კომიიის სხდომაზე, რომელიც ოკუპირებულ სოხუმში გუშინ გაიმართა, გადაწყდა, თუ რომელ დღეებში და როგორ ფორმატში ჩააბარებენ გამოცდებს ,,საპრეზიდენტო კანდიდატები“. კომისიის წევრების თქმნით, ,,პოტენციურ პრეზიდენტს“ მოუწევს თავი აფხაზურად წარადგინოს, მოჰყვეს თავის შესახებ, ამ ენაზევე წაიკითხოს თხზულება და წაკითხულის შინაარსი გადმოსცეს, ასევე, შეადგინოს ტექსტი. ვალენტინ კოღონიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მიუხედავად, ეგრეთწოდებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესისა, ,,პრეზიდენტობის კანდიდატები“ სატელევიზიო ეთერებში მშობლიურ ენაზე არ ლაპარაკობენ. ,,ამ საკითხში საჭიროა გამოვიჩინოთ პრინციპულობა. ჩემის აზრით, აფხაზურად, ძირითადად, არ საუბრობდნენ ის პირები, რომლებიც ენას პასიურად ფლობდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სახელმწიფო ენაზე თავისუფლად ლაპარაკობენ, მაგრამ უნდოდათ, მათი ნათქვამი მთელ ელექტორატს გაეგო და ამიტომ არჩევდნენ რუსულ ენას. ჩვენ დავაყენეთ აუცილებელი პირობა, რომ ესა თუ ის კანდიდატი, პირდაპირ სატელევიზიო ეთერში უნდა გამოვიდეს მხოლოდ აფხაზურ ენაზე.“ - განაცხადა მან. კოღონიას თქმით, დადგენილი წესის დარღვევისთვის სანქციები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მიიღოს. ეგრეთოწდებულ ენობრივ კომისიაში ხუთი წევრი შედის: თავად ვალენტინ კოღონია, აფხაზეთის სახელწმიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ალექსეი კასლანძია, დოცენტი ბათალ ხაგუში, პროფესორი ლეონიდ სამანბა და დოცენტი დიანა აჯინჯალი. კომისიის მიერ მშობლიური ენის ცოდნის შესამოწმებლად ჩატარებული გამოცდების შედეგები იქნება ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტი, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის წარადგენს. მისი არქონის ან უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, კანდიდატის განცხადება არ მიიღება. კანდიდატების მიმართ აფხაზური ენის ცოდნის შესახებ მოთხოვნების გამკაცრების თაობაზე, ენობრივი კომისიის წევრმა ალექსეი კასლანძიამ, ადგილობრივ საარჩევნო კომისიას, ჯერ კიდევ, გასული წლის ,,საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ მიამრთა. ,,თუ ახლა ჩვენ გარკვეულ დათმობებზე მივდივართ, მაგალითად, ზმნის დროების ცოდნის ან მართლწერის საკითხებში, მომავალში ეს არ მოხდება.“ - აცხადებდა ის. ოკუპირებულ აფხაზეთში, 2019 წელს გამართულ ეგრეთწოდებულ არჩევნებამდე, კანდიდატებმა ენის ცოდნაზე, როგორც ზეპირი, ისე წერითი ტესტირება გაიარეს, რომელიც ბილეთების სისტემის მიხედვით ჩატარდა და აფხაზურ ენაზე მათი კითხვის, წერის და თავისუფლად საუბრის უნარი შემოწმდა.
  18. ჩინეთის ქალაქ ტიანცზინის სასამართლომ ინტერპოლის ყოფილ შეფს მენ ჰუნვეის, კორუფციისა და თანამდებობის პირადი მიზნებით გამოყენების გამო, 13 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმრობის გარდა, სასამართლომ მას 2 მილიონი იუანის ოდენობით, ჯარიმის გადახდაც დააკისრა. ბრალდებულს განაჩენის გასაჩივრების უფლება არა აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია ტიანცზინის საქალაქო სასამართლომ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. მენ ჰუნვეიმ აღიარა, რომ 2005-2017 წლებში, ქრთამის სახით 14, 5 მილიონი იუანი (2 175 000 აშშ დოლარი) აიღო. 2004 წლიდან მენი ინტერპოლის ჩინეთის განყოფილების მეთაური იყო, ხოლო 2016 წელს მთელი ორგანიზაციის შეფი გახდა. მის უფლებამოსილებას ვადა 2020 წელს უნდა ამოწურვოდა. მენ ჰუნვეის დაკავების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს ჩინეთის უშიშროების მინისტრის მოადგილე, რომელიც კომუნისტური პარტიის რიგებიდანაც გარიცხეს. შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის ყოფილი მეთაური 2018 წლის სექტემბერში, მას შემდეგ დაიკარგა, რაც საფრანგეთში მდებარე ინტერპოლის მთავრი ბაზიდან ჩინეთში ჩაფრინდა. მისმა მეუღლემ, გრეის მენმა ქმრის დაკარგვის შესახებ განაცხადა და მისგან ბოლოს მიღებული შეტყობინება გამოაქვეყნა, სადაც მენი წერდა, დალოდებოდა მის ზარს და უგზავნიდა ხმლის გამოსახულებიან ეგრეთწოდებულ ,,სმაილს“, რაც ხიფათზე მიანიშნებდა. მეუღლე აცხადებდა, რომ არ იცოდა, სად იმყოფებოდა ან რა დაემართა მის ქმარს და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა. მოგვიანებით ჩინეთის მთავრობამ გაავრცელა ცნობა, რომ მენ ჰუნვეი კანონის დარღვევის გამო დააკავეს. ამის შემდეგ ცნობილი გახდა ინტერპოლის მეთაურის პოსტიდან მისი გადადგომის შესახებაც. მენ ჰუნვეის შემდეგ ორგანიზაციის ახალი შეფი სამხრეთ კორეელი კიმ იონგ იანი გახდა. მენის გაუჩინარების დღიდან ჩინეთის მედიასაშუიელებებმა მისი შემოსავლების შესახებ დეტალური ინფორმაციების გამოქვეყნება დაიწყეს. წერდნენ, რომ მენი თანამდებობას პირადი გამორჩენის მიზნით იყენებდა, სარგებლობდა რა თავისი ავტორიტეტით და ეძებდა სამსახურს საკუთარი ცოლისთვის.
  19. პარტია ,,ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერმა სერგეი შამბამ ქართულ მხარესთან აფხაზების შესაძლო მოლაპარაკების შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი განცხადებით, იმისათვის, რომ ,,საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტები დამყარდეს,“ აუცილებელია ხელი მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას. ,,აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მართებულად არის ნათქვამი, რომ იმისათვის, რათა პოლიტიკური კონტაქტები დამყარდეს და ღირებული შედეგები მივიღოთ, აუცილებელია ხელი მოეწეროს სამშვიდობო შეთანხმებას და უარი ითქვას ისეთ პოლიტიკაზე, სადაც აფხაზეთს იხსენიებენ, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიას და უნდათ ისე წარმოაჩინონ, თითქოს, ჩვენი ქმედებები რუსეთიდან არის ნაკარნახევი. რუსეთთან ჩვენ გვაკავშირებს შეთანხმება და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. როცა შესაბამისი დრო დადგება, რეალურ შედეგსაც მივიღებთ, ახლა კი საუბარი იმაზე, რომ დიალოგი არ გვჭირდება, სისულელეა. მე ვერ წარმომიდგენია, ამის თქმა ჭკვიან ხალხს როგორ შეუძლია.“ - განაცხადა შამბამ. მისი თქმით, ომის დამთავრებიდან, ,,ქვეყნები“ სხვადასხვა დონეზე ადრეც აწარმოებდენ მოლაპარაკებებს. მან მაგალითად ძალის გამოუყენებლობის შესახებ, არძინბასა და შევარდნაძეს შორის, 1997 წელს დადებული მემორანდუმი და სახალხო დიპლომატიის ფარგლებში გამართული შეხვედრები მოიყვანა. ,,ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და რა თქმა უნდა, საჭიროა, როგორმე საერთო ენა გამოვნახოთ.“ - აღნიშნა სერგეი შამბამ. დღეს, 17 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც ეხებოდა ქართველი პოლიტიკოსების რეაქციას, ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით. დიალოგის შესაძლებლობის შესახებ, რამდენიმე დღის წინ, სწორედ სერგეი შამბამ ისაუბრა. უწყებამ გაკვირვება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დაწყების შესახებ გახმოვანებული მზადყოფნის გამო. ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ემხრობიან ორმხრივი დიალოგის ფორმატის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც გაითვალისწინებს აფხაზეთის დეიზოლაციას, რეგიონულ უსაფრთხოებას, ასევე ეკოლოგიას და სხვა თემებს, რაც ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება. აქვე, მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსი არავითარი მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება იყოს. ,,ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი და სოხუმსა და თბისლისს შორის ამა თუ იმ ფორმის დიალოგის მიზანშეწონილობის განხილვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუ ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომელიც ორივე მხარეს იურიდიულად დაავალდებულებს, არ გამოიყენონ ძალა ერთმანეთის მიმართ.“- განმარტებულია განცხადებაში.
  20. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მთავრობის ხელმძღვანელად მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა ხმათა უმრავლეობით დაამტკიცა. ახლა მხოლოდ პრეზიდენტ პუტინის წერილობითი თანხმობაა საჭირო იმისთვის, რომ მიშუსტინი მედვედევის სამართალმემკვიდრედ დაინიშნოს. მან დუმის დეპუტატთა 383 ხმა მიიღო, თავი 41-მა შეიკავა, წინააღმდეგ კი ხმა არავის მიუცია. ,,თქვენ მხარდაჭერის რეკორდი ვერ მოხსენით.“ - ასე მიმართა, კენჭისყრის შემდეგ, მიხეილ მიშუსტინს სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომელმაც გაიხსენა, რომ 2008 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად პუტინმა დუმის 392 დეპუტატის ხმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 იანვარს რუსეთის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი მთავრობის მთლიან შემადგენლობასთან ერთად თანამდებობიდან გადადგა. გუშინვე, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის, მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა წარადგინა.
  21. ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებს, ეგრეთწოდებული პარლამენტის დეპუტატი და საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ნატალია სმირი გამოეხმაურა და აფხაზ ჟურნალისტებს ესაუბრა. სოხუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას მან აღნიშნა, რომ დეჟავიუს შეგრძნება აქვს, ვინაიდან 2004 წლიდან, მათთან ხელისუფლების ცვლა სულ ერთი და იგივე მეთოდებით, ძალადობრივი გზით ხდება. ,,ამას გეუბნებით, როგორც მოქალაქე და როგორც ერთადერთი ქალი დეპუტატი, ეს ვითარება ძალიან მაშინებს და შეურაცხმყოფს. მე მინდა ვიცხოვრო სამართლებრივად დაცულ სახელმწიფოში. ვწუხვარ ხელისუფლების და ხალხის გამო! მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ნამდვილი ოხლოკრატია, ბრბოს მმართველობა, რაც ძალიან მაშფოთებს.“ - განაცხადა სმირმა. მისი თქმით, როცა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ამის შემდეგ მაინც შეიძლებოდა სამართლებრივი გზით წასულიყვნენ, ისე, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობა არავის გაეძარცვა და სხვადასხვა სამთავრობო ატრიბუტი და ოფიციალური საჩუქრები არავის მოეპარა. ,,ამაშიც ხაჯიმბას ხომ არ მიუძღვის ბრალი, ეს ხომ ჩვენი აღზრდისა და კულტურის ამბავია?.. დღეს ამ მღვრიე წყალში ყველა თავისი პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობს, მაგრამ საკითხავია, ვინმე თუ ცდილობს დივიდენდების მოპოვებას სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის, ჩვენი შვილებისთვის? ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონს და წესებს. ჩვენ მივიღეთ სასურველი სახელმწიფოებრიობა, მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებთ, ამ მონაპოვარს ანადგურებს. “ - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პარლამენტის დეპუტატმა, ნატალია სმირმა.
  22. ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიციური პარტიების 4 დღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ პოსტიდან გადადგომის შესახებ, ოფიციალურ განცხადებას ხელი გუშინ მოაწერა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბარციცი აცხადებს, რაულ ხაჯიმბა მომავალ ,,საარჩევნო მარათონში“ მონაწილეობას არ მიიღებს და არც ადგილობრივი უზენაესი სასამართლოს დადგენილებას გაასაჩივრებს, რომლის ძალითაც გასული წლის შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნების შედეგები გაუქმებულად გამოცხადდა. ბარციცის თქმით, რაულ ხაჯიმბამ თავისი ხალხისთვის ბევრი რამ გააკეთა, თუმცა მისი ,,მოღვაწეობის“ შეფასება ჯერ ნაადრევია. ,,გადადგომის შესახებ მისი განცხადება კარგად აწონილ-დაწონილია. ასეთი ვაჟკაცური ნაბიჯის შემდეგ, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება, ჩემის ზარით, მართებული არ იქნება. დაე, ისეთი პოლიტიკოსები მოვიდნენ, რომლებიც რეალურად შეძლებენ ჩვენი ხალხის გაერთიანებას.“ - აღნიშნა ეგრეთწოდებულმა ვიცე-პრეზიდენტმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არ არის გამორიცხული, ხაჯიმბას მოხმრეებმა მხარი ერთ-ერთ კანიდატს დაუჭირონ. ,,რაულ ხაჯიმბას დიდი ელექტორატი ჰყავს. ბუნებრივია, შეგვიძლია რომელიმე კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი პატარა საიდუმლოებები, რომელთაც ჯერ-ჯერობით არ გავამხელთ. ჩვენ უკვე გაგვაჩნია პოლიტიკური გამოცდილება და ხმას იმ კანდიდატს მივცემთ, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ყველაზე მაღლა დააყენებს. რომელი იქნება ასეთი, მას შემდეგ გაირკვევა, როცა ვნახავთ, ვინ დააყენებს თავის კანდიდატურას.“- განაცხადა ასლან ბარციცმა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მისი გადადგოის მოთხოვნით, ოპოზიციურად განწყობილმა ძალებმა შტურმი 9 იანვრის დილიდან მიიტანეს და ძალადობრივი გზით, შენობაში შეღწევა მალევე მოახერხეს. მომიტინგეთა ნაწილი, 4 დღის განმავლობაში შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე რჩებოდა, გუშინ საღამოს მათ ეგრეთწოდებულ სამთავრობო აგარაკთან გადაინაცვლეს, სადაც ხაჯიმბა იმყოფებოდა. მის დაცვასა და აქციის მონაწილეებს შორის იქაც ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. იმ დროისათვის შენობასთან, უკვე, რამდენიმე ასეული მომიტინგე იყო შეკრებილი. გარკვეული დროის შემდეგ მათთან გავიდა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ეგრეთწოდებული პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, სერგეი შამბა, რომელმაც ხაჯიმბას მიერ პოსტის დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადება წაიკითხა, რასაც აქცციის მონაწილეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეწოდებული პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის მარტში გაიმართება, ვინ იყრის კენჭს და კონკრეტულად ვინ იბრძოლებს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, ამის შესახებ, ჯერ-ჯერობით განცხადებები არ გაკეთებულა. არჩევნებამდე ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვალერი ბგანბა დაინიშნა, რომელიც აქამდე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყო. რაც შეეხება რიგით აფხაზებს, ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკა ან ,,სახელმწიფოზე“ ზრუნვა არაფერ შუაშია, ძალაუფლებაზე მეტადაც ხელისუფლებაში მოსვლა ყველას ფულის მოსახვეჭად უნდა. Planeta.ge სოცილაური ქსელის მეშვეობით ერთ-ერთ აფხაზ მოქალაქეს ესაუბრა და ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების მოკლე შეფასება თხოვა. (ობიექტური მიზეზების გამო, რესპონდენტის ვინაობას არ ვახმაურებთ, მის მოსაზრებას კი უცვლელად გთავაზობთ. ,,აქ რაც ხდება, ამ მოვლენებში პოლიტიკა არაფერ შუაშია, აფხაზეთში ძალაუფლება დაკავშირებულია ფულთან. ვინც ხაჯიმბამდე იყო ხელისუფლებაში, ყველა მილიონობით ხარჯავდა ბიუჯეტის ფულს. როცა რაულ ხაჯიმბა ავირჩიეთ პრეზიდენტად, მან კორუფციაში გარეული თანამდებობის პირები მოხნა, ბევრს სახემწიფო თანხებთან მისასვლელი არხები გადაუკეტა, ხელ-ფეხი შეუკრა, რამაც ისინი გააცოფა, რადგან მანამდე ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. არადა თანამდებობის გარდა, სხვა შემოსავალი არ ჰქონდათ და საიდან მოჰქონდათ ამდენი თანხა? ხაჯიმბამ ისინი მშრალზე დატოვა, ამიტომ თავიდანვე უკმაყოფილოები იყვნენ. მიუხედავად ბრძოლისა, ის მაინც ვერ მოერია კორუფციას და ბანდიტიზმს, რომელიც აქ მეფობს. აფხაზეთში კანონიერი ქურდების მმართველობაა. რაც შეეხება თავად რაულ ხაჯიმბას ქონებას, ვერავინ იტყვის, რომ მან ამ წლების განმავლობაში, რამე ღირებული შეიძინა, საკუთარი მანქანაც კი არ ჰყავს. საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, სუსტი აღმოჩნდა, სიძნელეებს ვერ გაუმკლავდა, წესრიგი ვერ დაამყარა. ადამიანურად, მასზე გული გვწყდება, მაგრამ იქნებ მისი წასვლა ჯობდეს. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, აღარ ვიცით, რა იქნება უკეთესი. დღეს ღირსეული კანდიდატი არ ჩანს. რუსეთის როლს რაც შეეხება, მათ უნდოდათ, აფხაზეთში საკვანძო სამსახურების უფროსებად რუსები ყოფილიყვნენ, რასაც, გარკვეულწილად ხაჯიმბაც ემხრობოდა, მაგრამ ამასთან შეგუება არავის უნდოდა... ზოგადად, ჩვენს ხალხს წესრიგი არ უყვარს, ურჩევნიათ ქაოსი იყოს და გვაქვს კიდეც.“
  23. როგორც ვიცით, 9 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციურად განწყობილმა ძალებმა ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაცია შტურმით აიღეს. ისინი 2019 წლის შემოდგომაზე გამართული, ეგრეთწოდებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ. ამის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო სპეციალური პროექტი, რომლითაც ხაჯიმბას პოსტის ვადაზე ადრე დატოვებისკენ მოუწოდებენ. მისგან მიიღეს პასუხი, რომ ,,საერთო ნაციონალური“ შეთანხმების მისაღებად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, უმჯობესია, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. აფხაზმა პოლიტოლოგმა, ბესლან ხაგბამ ადგილობრივ ჟურნალისტებთან, მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, აღნიშნა, თუ რატომ არ შეიძლება ახლა სოხუმში საგანეგბო მდგომარეობის გამოცხადება და როგორ უნდა გამოვიდნენ ისინი შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან. მისი აზრით, აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევა მხოლოდ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგის გზით არის შესაძლებელი, ამიტომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ,,ქვეყანაში“ შექმნილ რთულ ვითარებაზე კიდევ უფრო უარყოფითად აისახება. ამის დასტურად ხაგბამ ,,სხვა ქვეყნების“ მაგალითები მოიყვანა. ,,ჩვენ უნდა გვახსოვდეს მიტინგების მწარე გამოცდილება აზერბაიჯანსა და საქართველოში. მე მახსოვს ბაქოში არსებული წინააღმდეგობები, სადაც მიტინგი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადება ცუდის ნიშანია.“ ბესლან ხაგბას აზრით, ვითარების სტაბბილიზაცია იოლი არ არის, ამიტომ საკითხს ცოდნით უნდა მიუდგნენ, რათა ხალხის დაპირისპირება არ გამოიწვიონ. ,,მკაცრი პოლიტიკური კრიზისის ნიშნები სახეზეა, თუმცა კატასტროფამდე ჯერ არ მივსულვართ, ამიტომ პოლიტიკოსები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ისაუბრონ არა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვს, არამედ გამოსავალზე შექმნილი ვითარებიდან.“ - აცხადებს აფხაზი პოლიტოლოგი. მისი თქმით, აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი ახლა არ დამდგარა და ,,რესპუბლიკაში“ ჯერ კიდევ 2004 წლიდან მიდიოდა ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ,,ვითარება ძალიან დაძაბულია და ჩვენ ძალიან შორს წავედით... მთელი ეს წლებია, მიდის პოლიტიკური ბრძოლა. ვერ ვიტყვით, რომ 2004 წლიდან ჩატარდა რამე რეფორმა აფხაზური ენის განვითარების მხრივ, დემოგრაფიული საკითხის მოგვარების ან ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მხრივ. მხოლოდ ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ეს არის ჩვენი თანამედროვე საზოგადოების სენი. თუ აფხაზები დაპირისპირებას არ შეწყვეტენ, მაშინ შეიძლება ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, რუსეთმა სხვა თვალით შემოგვხედოს და მაშინ აფხაზეთის მომავალი ძალიამ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს უნდა გვახსოვდეს.“- აღნიშნა ბესლან ხაგბამ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ სოხუმში საპროტეტსო აქციები გუშინ, 9 იანვარს დილიდანვე დაიწყო. აქციის მონაწილეები ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. ასობით მომიტინგემ ადმინისტრაციის შენობა, კარებისა და ფანჯრების შემტვრევის შემდეგ, შტურმით აიღო. მათი ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში შენობის შიგნით, ნაწილი კი - ქუჩაში მორიგეობდა. დილით აქციის მონაწილეებმა თავიანთ თანამოზარეებს მოუწოდეს შეერთებოდნენ საპროტესტო აქციას. ამასთან, დღეს დილიდან სოხუმში შეკრება დაიწყეს ხაჯიმბას მომხრეებმაც.
  24. აფხაზმა მომიტინგეებმა ეგრეთწოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღეს. ამბოხებულები ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულად რაულ ხაჯინბა გამოცხადდა. ხაჯიმბას ადმინისტრაციაზე მისმა მოწინააღმდეგეებმა შტურმი 9 იანვარს, დილის 11 საათიდან მიიტანეს, მათ შენობის შესასვლელი კარი ჩამოხსნეს და ფანჯრები შეამტრვიეს, რის შემდეგაც შიგნით შეღწევა მოახერხეს. ადმინისტრაციის დაცვასთან და აფხაზურ მილიციასთან შეტაკებების დროს რამდენიმე მომიტინგე დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე კი ინცინდენტის ადგილიდან თავად მეამბოხეებმა გაიყვანეს. თავად ხაჯიმბამ საკუთარი ადმინისტრაცია უკვე დატოვა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთწოდებული პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2019 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით, ხმათა 47,39 % - ით, გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა დაასახელეს, მისმა მოწინააღმდეგემ, პარტია ,,ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიწინიამ კი ხმების 46,17 % მიიღო. კვიწინია არ დაეთანხმა არჩევნების შედეგებს და ოკუპირებული აფხაზეთის ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი ეგრეთწოდებულ უზენაეს სასამართლოში შეიტანა.
  25. ,,უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი ბოინგ-737-ის ბორტზე, რომელიც ირანის დედაქალაქ თეირანიდან უკრაინისკენ მიემართებოდა, სულ 169 მგზავრი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან ორი რეგისტრაციაზე არ გამოცხადებულა. შესაბამისად, ისინი თვითმფრინაბში არ ასულან. ამის შესახებ, კიევში გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა. ,,რაც შეეხებათ დიპლომატებსა და სხვა პირებს, ვინც დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა იქ, შეგვიძლია მოგაწოდოთ მხოლოდ ეს ინფორმაცია: ჩვენ ხელთ გავქვს ამ რეისის მგზავრთა სია, სადაც 169 ადამიანია რეგისტრირებული, რომელთაგან ორი თვითმფრინავის ბორტზე არ ასულა.“ - აღნიშნა დანილოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი აცხადებს, ტრაგედიის დეტალები ირკვევა და მგზავრთა სიაც მალე გამოქვეყნდება. ,,მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვინმეს ვინაობის გაგება. მომხდარის მიზეზებზე საუბარი ჯერ ადრეა. ჩვენ არ გვინდა, სხვადასხვა ვერსია გავავრცელოთ მანამდე, ვიდრე გამოძიება ოფიციალურ მიზეზს არ გამოაქვეყნებს.“ - თქვა გონჩარუკმა. მან აღნიშნა, რომ ირანის საჰაერო სივრცეში უკრაინული ავიახაზების მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მხოლოდ დღეს მიიღეს, რადგან აქამდე ამის წინა პირობა არ არსებობდა. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, 8 იანვარს, თეირანის დროით, დილის 6 საათზე თეირანის იმამ ჰომეინის სახელობის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, მალევე ავიაკატასტროფა განიცადა ,,უკარინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც რეისს თეირანი-კიევის მიმართულებით ასრულებდა. ბოლო მონაცემებით, ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან ყველა დაიღუპა. მგზავრთა შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.
×
×
  • შექმენი...