Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    499.312

,,ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი და დაპირისპირება ,,ნაციონალთა" გუნდში


PLANETA_INFO

1.127 views

ინტერვიუ საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელ კახა კახიშვილთან

 

,,ჩემი ინფორმაციით გიგი უგულავა და გიგა ბოკერია არიან დაინტერესებული, რომ ალასანიამ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. მე არ დავკონკრეტდები, თუმცა გეტყვით, რომ "ნაციონალების" კონკრეტული ფრთა ყველაფერს აკეთებს, ალასანია დაიყოლიოს. ირაკლი ალასანია კარგად უნდა დაფიქრდეს, რის შესაძლებლობები აქვს და ისიც არ დაკარგოს, რაც მას ამ ეტაპზე აქვს. "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან სურს, რომ მათ დაშლამდე დაიშალოს კოალიცია "ქართული ოცნება". "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა ეს არის გარდაუვალი პროცესი, ეს თვითონაც კარგად იციან, ოღონდ ამას ჭიმავენ ოქტომბრამდე. ამიტომაც "ნაციონალები" ყველანაირად ცდილობენ, პირველი დარტყმა განხორციელდეს კოალიცია "ქართულ ოცნებაზე", დაიშალოს და ამით შექმნან არასტაბილურობის განცდა.

ნაცმოძრაობას" ორ პოლიტიკურ ძალასთან უნდა ეთამაშა - "რესპუბლიკელებისა" და ან ალასანიას ფრთასთან. "რესპუბლიკელებთან" თამაშს "ნაცმოძრაობის" მხრიდან ამ ეტაპზე აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ უსუფაშვილი მყარად გრძნობს თავს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ამავდროულად, "რესპუბლიკელებს" სრული კარტ-ბლანში აქვთ პარლამენტში, ამიტომ, ამ ეტაპზე "რესპუბლიკელები" "ნაციონალების" არანაირ შემოთავაზებაზე არ წავლენ და ისინი კოალიციის დაშლის მიზეზი არ გახდებიან. სუსტი რგოლი არის ალასანია, რომელიც არასდროს მალავდა პრეზიდენტობის ამბიციებს, მაგრამ ივანიშვილის განცხადებამ ის სერიოზულად გამოაფხიზლა. სწორედ ამას ჩაეჭიდნენ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები და ახლა ცდილობენ, ალასანია სხვადასხვა მხრიდან დაარწმუნონ, რომ ის დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგეს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ალასანია, "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის წევრი იყო, შეიძლება დღეს პოლიტიკურად დაძაბული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საერთო ენას ვერ გამონახავენ.

ნაცმოძრაობაში" ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ისინი ორიენტირებულები იყვნენ, რომ ხელისუფლებაში დაახლოებით 30 წელი დარჩებოდნენ, ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ, მიხეილ სააკაშვილმა კი მათ გეგმებს მართლაც წყალი გადაასხა, როდესაც 1-ელ ოქტომბერს გამოვიდა 8 საათზე და განაცხადა, რომ არჩევნები "ნაციონალებმა" წააგეს. ფაქტობრივად, მან გზა მოუჭრა მანიპულაციებისთვის და არჩევნების შემდგომ მასშტაბურ გაყალბებას. "ნაცმოძრაობაში" ყოველთვის იყო შიდა დაპირისპირებები. ბოლო პერიოდში დაპირისპირება იყო მერაბიშვილ-კეზერაშვილსა და ახალაიებს შორის, უგულავასა და ბოკერიას ფრთა არ იყო კარგად შეთამაშებული "ნაცმოძრაობის" ძირითად ფრთასთან, მაგრამ იმის გამო, რომ ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყველას ჰქონდა საშუალება, ბიუჯეტიდან ფული მოეპარა, ამიტომაც ეს დაპირისპირება გარედან მწვავედ არ ჩანდა. მაგრამ დღეს, როდესაც ისინი არიან ოპოზიციაში და ოპოზიციაში ყოფნა არის ძალიან რთული. გაახსენდათ ყველაფერი, ამ ხნის მანძილზე ვინ ვის რა უთხრა, ვინ ვის რა აწყენინა და ახლა ცდილობენ, ერთმანეთს ღიად გაემიჯნონ, რათა საკუთარი თავი დაიმკვიდრონ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში. დღეს ყველაზე რთულ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რომლისგანაც გამიჯვნა სურს აბსოლუტურად ყველას, რადგან სააკაშვილისგან აღარავინ არაფერს ელოდება. გარდა ამისა, სააკაშვილს აბრალებენ ყველა პრობლემას..."

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...