Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    494.854

შემდეგი გიგი უგულავა იქნება


PLANETA_INFO

1.121 views

ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან

 

,,თუკი ვანო მერაბიშვილი ალაპარაკდა,გამოძიება აუცილებლად მივა მიხეილ სააკაშვილამდე. ზუსტად გირგვლიანის საკითხია ძირითადი, რის გამოც მერაბიშვილი დააკავეს. მთლად მართალი არ იქნება, მერაბიშვილმა თქვას, გირგვლიანის მკვლელობა სააკაშვილმა დამავალაო, მაგრამ გააჩნია სხვა საქმეებზე რას მოყვება. სხვა ფაქტების გარშემო მასალების დაგროვების პროცესია, დარწმუნებული იყავით, რომ ამ პროცესში მერაბიშვილზე სხვა მასალებიც დაიდება.

ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას დაკითხვა თანაბარ რეჟიმში მიმდინარეობდა, შესაძლოა, შემდეგი გიგი უგულავა იყოს. მე მგონია, გიგი უგულავას დააკავებენ. უგულავას დანაშაულები უფრო ეკონომიკური ხასიათის არის, თუ არ ჩავთვლით, 2008 წლის ომის პერიოდს. ვანო მერაბიშვილის დანაშაულს კი, სერიოზული ეკონომიკური დანაშაულების გარდა, სერიოზული პოლიტიკური ელფერი დაკრავს, მგონია, რომ ვანო მერაბიშვილი ამიტომაც იქნა დაკავებული. მე ვფიქრობ, 17 მაისი იყო მერაბიშვილისა და მისი გუნდის სერიოზული პროვოკაციის ჩანაფიქრი დიდი მიზნებისთვის".

 

(,,ალია"N50; ავტორი:ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...