Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.645
  • comments
    0
  • views
    789.043

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ NGO-ები მათ საქმეებს საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობენ

საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ მედიას უთხრა, რომ ორგანიზაციები პატიმრების საქმეებს საერთაშორისო პარტნიორებს გადასცემენ. მისი თქმით, ოჯახის წევრებმა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მათი შვილების დაკავების გარემოებები გააცნეს, ადვოკატები კი მათ სისხლის სამართლის საქმეების მასალებს მიაწვდიან. ლიკა გუნცაძის შეფასებით, აუცილებელია

მწარიაშვილი: მზია დღეს უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ, ნელა მოძრაობს და ლაპარაკობს

ფოტო: მზია საგანელიძე/რადიო თავისუფლება ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელი საპატიმროში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ ამაღლობელი დღეს უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო, ნელა მოძრაობს და ლაპარაკობს. მისივე თქმით, საპატიმროში ყოფნის დროს ჩაიბარეს იმ სისხლის საერთო ანალიზის პასუხები, რომელიც 28 იანვარს გაუკეთეს. ამაღლობელთან შესვლამდე მწარიაშვილი ამბობდა, რომ ჰქონდათ მხოლოდ 21 იანვარს გაკეთებული ანალიზების პასუხი. „

თეოდოროს რუსოპულოსი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე - საპარლამენტო ასამბლეა არის არა ნაწილობრივი შეთანხმება, არამედ ორგანო, რომელშიც მონაწილეობა არის არა არჩევანი, არამედ ვალდებულება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციისთვის ასამბლეაში მონაწილეობა სავალდებულოა და არა არჩევანი , - Civil.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ თეოდოროს რუსოპულოსმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „საპარლამენტო ასამბლეა არ არის ნაწილობრივი შეთანხმება, არამედ კანონზე დაფუძნებული ორგანო, რომელშიც მონაწილეობა არის არა არჩევანი, არამედ ვალდებულება. მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება მიიღეს, უნდა იყვნენ ას

ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ შიმშილობის ფონზე, შესაძლოა, ორგანოების ფუნქციების მოშლამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოს და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, მზია ამაღლობელს თან აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რაც შიმშილობასთან შეუსაბამოა. „მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც შიმშილობასთან შეუსაბამოა და ამ პროცესთან შეუთავსებელია. გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში

ზუგდიდში აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს

ზუგდიდელი აქტივისტები წერენ, რომ დააკავეს შალვა ესართია, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. აქტივისტი მარიამ სიჭინავა წერს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ესართია ადვოკატმა მოინახულა. სიჭინავას ცნობით, ადვოკატმა თქვა, რომ აქტივისტი დააკავეს პოლიციის შენობაში, სადაც ადმინისტრაციული ოქმის ჩასაბარებლად იყო მისული. მას თან ჰქონდა ტელეფონი, რომლის ჩაბარებაც პოლციამ მოითხოვა. 29 იანვარს ზუგდიდში შალვა ესართიამ

საია - დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებები საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიების მკაფიო გაგრძელებაა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებებს ეხმიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საია მიიჩნევს, რომ ცვლილებები მკაფიო გაგრძელებაა საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიების. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით ცვლილებები შეიტანა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში , რითაც უკანონოდ გააუარესა დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების უფ

"გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია... კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე არ გამოყენებულა, ანუ ტყვიები გახმა..." - რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი 20 ივნისის შესახებ

"გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია... კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე არ გამოყენებულა, ანუ ტყვიები გახმა..." - რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი 20 ივნისის შესახებ.   ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ტი­უ­ლი და­გეგ­მვის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი 2019 წლის 20 ივ­ნისს იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ "გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას "იქ არა­ნა­ი­რი ბრძა­ნე­ბა არ გა­უ­ცია". ამის

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ესტონეთი მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი

ესტონეთი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, „მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია“. „ესტონეთი, როგორც „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები

რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმიში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა, დაიღუპა ცხრა და დაშავდა 13 ადამიანი

რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმიში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა. მედიის ცნობით, შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. ამასთან, უკრაინის სამხედროების ინფორმაციით, რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 81 დრონი გაუშვა, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 37 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოახერხეს. 1ტვ

ვაშინგტონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს

American Airlines-ის ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს, - ინფორმაციას CBS News-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში განხორციელდება, რომელიც ტრაგედიის ადგილთან ახლოს მდებარეობს. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) აცხადებს, რომ კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება. საბჭოში ასევე ირწმუნებიან,

გიორგი ბაჩიაშვილი - ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს - არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ

ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა, ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა თავის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნება რომ იყოს, სასამართლოს საერთოდ არ ჩაატარებდა და პირდაპირ ციხეში გაუშვებდა. „ბოლომდე რომ ამათი ნება იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდნენ ამ სხდო

ჯერმანი: ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა, განიხილოს ივანიშვილზე სანქციების საკითხი

ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდებთ, იმავე პრინციპით იმოქმედოს, როგორც მოქმედებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას უხეშად უპირისპირდებიან – მაგალითად, ბელარუსსა და უკრაინაში. იგივე უნდა გაკეთდეს იმ ფინანსებთან დაკავშირებითაც, რომლითაც „ქართული ოცნება“ ფინანსდება და რომლებიც ლონდონშია განთავსებული... ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა, განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი. მე ხელი მოვაწერე წერილს, PACE-ში ბრიტანეთის დელეგაციაში შემავალ სხვა კოლეგებთან ერთად, რომელიც ბრიტანეთის მთავრო

ჯო უილსონი და ჯეიმს მაკკლირი - მოვითხოვთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან, გაყვეს აშშ-ს მაგალითს, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ფორმალურად შეჩერებით - მოგიწოდებთ სანქციები დაუწესოთ ივანიშვილს

კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. წერილის ხელმომწერები არიან აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი (ლიბერალური დემოკრატები). “მიუხედავად იმისა, რომ

ზაზა თავაძე - ივანიშვილმა არჩევნებამდე დაგეგმა გახარიაზე თავდასხმა (ვიდეო)

ივანიშვილმა არჩევნებამდე დაგეგმა გახარიაზე თავდასხმა. არჩევნების შემდეგ, როცა მიეცათ მათ ამის საშუალება, მოახდინეს ამ თავდასხმის რეალიზება.   ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/922517610067960

გიორგი გახარიას შეხვედრა ახალგაზრდებთან (ფოტოები)

დღეს გიორგი გახარია ახალგაზრდებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ირგვლივ არსებულ კითხვებს უპასუხა        

რატომ არის საბა სხვიტარიძისთვის წარდგებილი ბრალი გამოგონილი – TI-ს მიმოხილვა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიმოიხილავს პოლიტიკური პარტია “ახალის” წევრის, საბა სხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმეს. ორგანიზაციის შეფასებით, სხვიტარიძისთვის წარდგენილი ბრალდება გამოგონილია. გარდა ამისა, მათი განცხადებით, ის დაკავებისას და პოლიციის განყოფილებაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. საბა სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან

ევროკავშირის წარმომადგენლობა - ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო არავინ არ უნდა ისჯებოდეს - ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო არავინ არ უნდა ისჯებოდეს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგელობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. „დღეს ევროკავშირის ელჩი, თავის გუნდთან ერთად, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებულების ოჯახებს და მეგობრებს შეხვდა. Caption ყოველი დაკავებულის უკან ოჯახები და მეგობრები

სახალხო დამცველი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აქტიურ მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის უფლებების დაცვისა და მისთვის მიწოდებული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხს. აპარატის ინფორმაციით, დაკავების დღიდან, სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, მედიცინის დოქტორმა, შვიდჯერ მოინახულეს ჟურნალისტი. აქედან სახალხო დამცველის აპარატის ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში 27 იანვარს იმყოფებოდა და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელ

„ვიზიტი არ უნდა იქნას განხილული, როგორც ლეგიტიმაცია" | ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის

3-4 თებერვალს საქართველოში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის საპრეზიდენტო დელეგაცია ჩამოდის. როგორც კონგრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს ვიზიტი „არ უნდა იქნას განხილული როგორც ლეგიტიმაცია და მხარეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა”. პრესრელიზის მიხედვით, მისიის მიზანია, არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება, განსაკუთრებით მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებები სავალდებულოა, თუ არ შეასრულებენ, მოუწევთ ორგანიზაციის დატოვება, რაც წარმოუდგენელი იქნება - დოკუმენტს გამოვიყენებთ, რომ უფრო გაიზარდოს წნეხი „ქართულ ოცნებაზე“

ამ დოკუმენტს [ევროპის საბჭოს ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას] თითოეული ჩვენგანი - პოლიტიკური ძალები და სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლად გამოიყენებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს წნეხი და ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ იმისთვის, რომ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, პატიმრების გათავისუფლებამდე და საქართველოს დემოკრატიულ განვითარების გზაზე დაბრუნებამდე , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტი ქმნის ფუნდამენტურ საფუძვლებ

14 ქვეყნის საელჩო - მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი 14 ქვეყნის საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული განცხადების ტექსტი პლატფორმა X-ზე საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გამოაქვეყნა. დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნის საელჩოები შეშფოთებას გამოთქვამენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობით, რომელიც დაკავების დღიდან, უკვე მე-19 დღეა, შიმშილობს. „მედიის თავისუფლების კოალიცია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამს

საია - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ გვაწვდიან - მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან. როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატების შეფასებით, მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა. „მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია.

ბერდია სიჭინავა - ივანიშვილის ძალაუფლება დგას პროპაგანდაზე, რეჟიმის დამფინანსებლებზე და ძალადობაზე, სამივე უნდა მოიშალოს (ვიდეო)

ივანიშვილის ძალაუფლება დგას პროპაგანდაზე, რეჟიმის დამფინანსებლებზე და ძალადობაზე, სამივე უნდა მოიშალოს.     რეჟიმის ყველა სპონსორი არის პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ყველა მათგანი უნდა დასანქცირდეს.     ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1131797441976851

სალომე ზურაბიშვილი - როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? - ეს დიქტატურაა

როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „როგორ შეიძლება, ასეულობით ადმინისტრაციულ და 53 სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? ეს დიქტატურაა. ეს არის დღევანდელი საქართველოს მოსამართლეები და სასამართლოები - რუსეთის გულითადი მეგობრები და ივანიშვილის მონები“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ამასთან, სალომე ზურ

ბერდია სიჭინავა - ეს ქვეყანა “ოცნებისთვის” არის ბაზარი, საშოვარი დახლი... (ვიდეო)

ეს ქვეყანა “ოცნებისთვის” არის ბაზარი, საშოვარი დახლი... ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.   AQNknvRyCkHzeG_yWkMYVm5KtL7uWy_ueESD1noL5Pc5TgtZ7Ydp9CEeALJW9dr_tiBhY3GNAHUjbAxHrZHpcIl4.mp4
×
×
  • შექმენი...