"თემურ ქათამაძის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ის ყოველდღიურად სუსტდება. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ყოველ საათობრივად ექმნება უდიდესი საფრთხე."
აკაკი გვიანიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/646483137870392
არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს,- ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან სასამართლო დარბაზიდან გაავრცელა.
როგორც ამაღლობელი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ შეძლებს უდანაშაულობის დამტკიცებას.
„არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა, ამიტომ მჯერა მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას“,
ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს.
„ლატვიის პერსონა ნონ გრატთა სიას საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე, შეუზღუდავი ვადით აეკრძალა ლატვიაში შემოსვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შესაბამისად“, - წერს ბრაჟე.
იპნ
ლიეტუვამ 74 ქართველი ჩინოვნიკი, საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო, იმ ადამიანების სიაში დაამატა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ლიეტუვა დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ მისწრაფებაში ქართველი ხალხის გვერდით დგას.
იპნ
ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნა განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩამოთვლილი ქართველი პირები მონაწილეობდნენ ძალადობაში, ან ძალადობით იმუქრებოდნენ. საქართველოში გამოყენებული ძალადობა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ არის მიუღებელი, დამნაშავეობრივი და ადამიანის უფლებე
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს იმ მოქალაქეების სიას ასაჯაროებს, რომელთაც ესტონეთში შესვლა აეკრძალათ.
უფრო კონკრეტულად, უწყების ცნობით, ესტონეთში შესვლა აეკრძალათ საქართველოს პარლამენტის წევრებს: ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულს და პარლამენტის ყოფილ წევრ ბექა ოდიშარიას. ასევე, მედიაპლატფორმა და პოლიტიკურ მოძრაობა „ალტ-ინფო“ -სთან დაკავშირებულ პირებს: კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
გარდა ამისა, ესტონეთში შესვლის აკრძალვა ეხებ
"იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს დღეებში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, მოვუწოდებთ ე.წ. ხელისუფლებას სტიქიის მეორე ფაზას მაინც შეხვდეს მომზადებული, რათა თავიდან ავიცილოთ სტიქიური უბედურებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანი.
განსაკუთრებით ყურადსაღებია ტემპერატურის მატების შედეგად დიდთოვლობის თანმდევი ისეთი სტიქიური პროცესების მართვა და მოსალოდნელი რისკების პრევენცია, როგორიცაა მდინარეებში წყლის დონის მატება, ღვარცოფები და მეწყრული პროცესები."
პარტია "გახარია საქართველოსთვის"
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი ლონდონში დაჯდა. ამის შესახებ ცნობას ბრიტანული მედია ავრცელებს.
ზელენსკი ორშაბათს, 2 მარტს მონაწილეობას მიიღებს სამიტში, რომელიც უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას შეეხება და რომლის ორგანიზატორიც გაერთიანებული სამეფოს პრემიერი კირ სტარმერია.
სტარმერმა ზელენსკის თეთრ სახლში კამათის შემდეგ დაურეკა და უთხრა, რომ ის მას ლონდონში ელოდებოდა სამიტზე. სამიტს სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან.
თეთრ სახლში უკრაინისა დ
აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.
მეორე ტური დე ფაქტო სახელისუფლებო წარმომადგენლის, ბადრა გუნბასა და მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს, ადგურ არძინბას შორის იმართება.
პირველი ტური 15 თებერვალს გაიმართა. დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ცნობით, ბადრა გუნბამ ხმების დაახლოებით 46%, ადგურ არძინბამ კი 37% მოიპოვა. ხმების დანარჩენი წილი კი სხვა სამ კანდიდატს შორის გადანაწილდა.
დე ფაქტო არჩევნების გამართვამდე, ადგილობრივი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მეორე ტურის შემთხვ
დღეს, პირველ მარტს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 40 წლამდე ქალს, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა, შენობის სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა თავში. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ბათუმელები“ ავრცელებს.
როგორც თვითმხილველი „ბათუმელებს“ ეუბნება, დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ბათუმელების“ ცნობით, ბათუმში ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიური თოვის შედეგად, ნახევარ მეტრზე დიდი თოვლი მოვიდა. სახლის სახურავები რადგან გაწმენდილი არ არის, თოვლის მასა შენო
„გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პროკურატურა შესაწყვეტად ამზადებს „არჩევნების გაყალბების საქმეს“.
მეზვრიშვილის თქმით, გადაწყვეტილებას მალე გაახმოვანებენ.
მეზვრიშვილის შეფასებით, საქმეზე შეწყვეტილი გამოძიება „არალეგიტიმურ „ოცნებას“ ლეგიტიმაციას ვეღარ შესძენს“, ხოლო პროკურატურას „ნამდვილად გააფორმებს არჩევნების გაყალბების“ თანამონაწილედ.
მეზვრიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების მიზანი „გაყალბების მთავარი მტკიცებულები
"ქართველ ახალგაზრდებს ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორიგი ფასის გადახდა უწევთ. ოცნებამ არ იკმარა თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების ცემა. რეჟიმი მათ მომავალს და არსებულ შესაძლებლობებს ართმევს. სამწუხაროდ, გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება "ოცნების“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომელიც უნივერსიტეტებზე ავტორიტარული კონტროლის დამყარებას ცდილობს.
მადლობელი ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან ქართველი სტუდენტე
„ოცნებისთვის“ გურია მილიონერი ფეოდალი ვასილ ჩიგოგიძეა (გუშინ ნაცი, დღეს ქოცი). ამ კაცის კეთილდღეობაში აქვს „ოცნებას“ ჩადებული ყველა რესურსი იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ ეს კაცი არის „ოცნების“ რესურსი - ვალს აბრუნებს. ამ კაცს 15-მდე ბინა/სახლი აქვს თბილისში, ბათუმში, ბაკურიანში, ჩაქვში; მიწის ნაკვეთები ურეკში და ახალშენში; ბიზნეს აქტივები 30-მდე კომპანიაში. ფულს ჯერ ნაცებს სწირავდა, ახლა ქოცებს სწირავს. ამ კაცის ქონებრივი მდგომარეობაა „ოცნების“ პრიორიტეტი და რიგით გურულებს საკუთარი შრომით აშენებული
იმერეთში რამდენიმე დღეა, გადაუღებლად თოვს.
გზები გაწმენდილი არ არის, ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაზი.
იმერეთში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად შექმნილი მოხალისეობრივ FB ჯგუფში „იმერეთის დასახმარებლად” მოქალაქეები წერენ, რომ ვითარება მძიმეა.
ვანის მაღალმთიან სოფლებში დასახმარებლად ასვლას გეგმავს მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი „თეთნულდი”. კლუბის წარმომადგენლის, არჩილ გეგენავას თქმით, მათ „ნანუკას ფონდი” დაეხმარა, საღამოს მიეწოდებათ ტექნიკური აღჭურვილობა და 8
ჩვენი პოლიტიკური პარტია არანაირ ერთიან სიაში არ იქნება, გამორიცხულია. ოპოზიციასთან კოორდინაცია კი შეიძლება იყოს ორ საკითხზე: ახალი არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება და სინდისის პატიმრების გათავისუფლება - ჩვენი პარტია რომ ვინმესთან გაერთიანდება, ილუზია არავის ჰქონდეს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ერთი მხრივ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილ
ევროპულ სტრუქტურებში ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ შენარჩუნებული და გადაწყვეტილებებიც ისე იქნება მიღებული, როგორც ამ კრიტიკულ ვითარებას შეესაბამება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივ მომხსენებელ, რასა იუკნევიჩიენესა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის თემა არ იყო სანქციები.
„საინტერესო
შინაგან საქმეთა სამინისტრო ისრაელური კომპანია Cellebrite-სგან ყიდულობს ციფრულ სისტემას, რომლითაც შესაძლებელი გახდება დაშიფრულ და დაბლოკილ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში შეღწევა.
შესყიდვის ღირებულება 6 796 092 ლარია.
შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდა Cellebrite-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან საქართველოში, შპს „ქომუნალ ტექნოლოჯისთან“.
ვებგვერდის თანახმად, Cellebrite ციფრული დაზვერვის კომპანიაა და კრიმინალური გამოძიებისთვის საჭირო პროდუქციით ვაჭრობს, ხოლო მის
გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას ყინავს. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ეს შეეხებათ სტუდენტებს, ასევე, ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობას.
27 ნოემბერს ფიშერმა, ასევე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბაზრიდან გავიდა „ჰაიდელბერგ ცემენტი”.
პუბლიკა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს. ინფორმაციას „პუბლიკას“ ქობულეთის მერიის პრესსამსახურში უდასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 50 წლამდე ასაკის კაცი სახლის ჭიშკართან იპოვა მეზობელმა. რატომ იყო ზამთარში კაცი გარეთ, უწყებას ინფორმაცია არ აქვს.
პრესსამსახურში ამბობენ, რომ თოვლის საფარი სოფელში მაღალია, გაწმენდილია ცენტრამდე გზა, თუმცა შიდასასოფლო გზები გასაწმენდია.
პუბლიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ „ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს”.
განცხადებით თანახმად, „სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები”.
პუბლიკა
გურიაში დიდთოვლობისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში, ქალი გარდაიცვალა.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „გურიის მოამბემ“ გაავრცელა. მათი ინფორმაციით გარდაცვლილი ნონა კვაჭანტირაძე 85 წლის მოხუცებულ დედას უვლიდა.
ნეტგაზეთს ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა ნატანების თემში, ვალერიან ვაჩეიშვილმა ნონა კვაჭანტირაძის გარდაცვალება დაუდასტურა და გვითხრა, რომ ქალი ინსულტით გარდაიცვალა.
მისი თქმით, სოფელში გადაადგილება, ან სასწრაფოს გამოძახება პრობლ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება – ეს მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება.
საია აღნიშნავს, რომ მათ 2023 წელს გამოაქვეყნეს საადვოკაციო დოკუმენტი „ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ“, რომელშიც წამოჭრილია ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის, მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული ნიშვნელოვანი გამო
ფოტო: გზების დეპარტამენტი
იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის ინფორმაციით, იმერეთში ჩაკეტილია 42 სოფლის გზა, ელექტროენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები, გზებზე ტექნიკური მარილს ყრიან და იწმინდება საფეხმავლო ბილიკები.
„ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებში და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ჩ
ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ ამ ფაქტს ადასტურებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.
„ამ დროისთვის ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ ამ ფაქტს ადასტურებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ელჩს აქვს ჩ
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინისა და ევროპის ქვეყნების მიერ ინიციირებული რეზოლუცია, რომელიც უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანა, 18 წინააღმდეგ წავიდა, 65-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. აშშ-მა და რუსეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, საქართველო კენჭისყრაზე არ გამოცხადდა.
ტექსტში ნათქვამია, რომ რეზოლუცია „იმეორებს მიმდინარე წელს ომის დასრულებისა და დიპლომატიური ძალისხმევების გაორმაგების