Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.213
  • comments
    0
  • views
    695.926

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში 20:00 საათზეა დაგეგმილი. ბრიფინგის თემა უცნობია. იპნ

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა „ვადამდელი არჩევნების“ შესახებ ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი განაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა „ვადამდელი არჩევნების“ შესახებ ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ პრეზიდენტის „ადმინისტრაციასთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „სამთავრობო“ შენობების დატოვებაზე უარი განაცხადეს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ მომიტინგეებს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას წინადადება გააცნო, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს და განაცხადეს, რომ თანახმა მხ

ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მომიტინგეების მიერ ე.წ. პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, ის თანამდებობას დატოვებს

ასლან ბჟანიას განცხადებით, მომიტინგეების მიერ ე.წ. პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, „პრეზიდენტის“ თანამდებობას დატოვებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ განცხადებას რუსული მედია ავრცელებს. „მათ ვინც შენობა დაიკავა, ვინც სახელმწიფო გადატრიალების დასრულებას ცდილობდა, შენობის კომპლექსი უნდა დატოვონ, რის შემდეგაც მე მზად ვარ არჩევნები დავნიშნო, მზად ვარ გადავდგე და არჩევნებში მონაწილეობა მივიღო“, - განუცხადა ასლან ბჟანიამ სოფელ ტამიშში შეკრებილ მხარდამჭერებს. მისივე

დღეს აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის რეჟისორი გიორგი ლიფონავა

დღეს აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის რეჟისორი გიორგი ლიფონავა. როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, სამივე დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით. აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო აქცია დასრულდა. პოლიტიკოსებმა მოქალაქეებს ხვალ, 19 საათზე პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდეს. ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა მსვლელობა დაიწყეს აღმაშენებლის ხეივანზე. პოლიცია მსვლელობის მონაწილეებს უფლებას არ აძლევს გზის სავალი ნაწილი

შსს-მ დავით კირთაძის წინააღმდეგ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცენტრალურ საარჩევნო

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა

ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს. ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გამარჯვებულ პარტიებსა და მანდატმოპოვებულ პირებს მიულოცა და წარმატება უსურვა. „შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგებო, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული ამ პროცესში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის დასრულებასთან ერთად

ზაზა თავაძე - ეს პროტესტი იქნება განგრძობადი. ხელისფულებას მოუწევს უკან დახევა, ხელისუფლებას მოუწევს იმის აღიარება, რომ მან ეს არჩევნები გააყალბა (ვიდეო)

ეს პროტესტი იქნება განგრძობადი. ხელისფულებას მოუწევს უკან დახევა, ხელისუფლებას მოუწევს იმის აღიარება, რომ მან ეს არჩევნები გააყალბა. ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1208463000267159

„შენ ხარ შავი ლაქა“ – კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხეს

ცესკოს სხდომაზე, სადაც არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა შეადგინონ, ცესკოს თავმჯდომარე გიოგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხეს. კალანდარიშვილს შავი სითხე ცესკოში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში დავით კირთაძემ შეასხა. „შენ ხარ ჩვენინ ქვეყნის სირცხვილი! შენი რეალური სახე არის შავი ლაქა“ შენ ხარ შავი ლაქა!“ – მიმართა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს და შავი სითხე შეასხა. ამის შემდეგ ცესკოს სხდომა შეწყდა. ნეტგაზეთი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საქართველო - უკრაინის შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მეტოქეს - უკრაინა 4 ქულით ბოლო ადგილზეა. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში 7 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს. 6

ანა ბუჩუკური - თუ ეს გაყალბებული არჩევნები ივანიშვილს შერჩა, 2025 წლის არჩევნებს კი არა, ათწლეულების განმავლობაში არჩევნებს, შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს

თუ ეს გაყალბებული არჩევნები ივანიშვილს შერჩა, 2025 წლის არჩევნებს კი არა, ათწლეულების განმავლობაში არჩევნებს, შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა “ინტერპრესნიუსს” თსუ-სთან განუცხადა. ბუჩუკურის თქმით, ივანიშვილი ამდენი წლის მანძილზე ახალგაზრდებს ვერ ხედავდა და ახლა მოუწევს, რომ დაინახოს. „ახალგაზრდების აქციები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად. მე არ ვარ ორგანიზატორი, უბრალოდ ამ ადამიანების გვერდში ვდგავარ

ცესკოს შენობასთან სხდომის პარალელურად მოქალაქეები იკრიბებიან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხდომის პარალელურად მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. პარალელურად, ცესკოში 11:00 საათზე სხდომაა ჩანიშნული, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ - ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებაა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ცესკოში სხდომა მაქსიმალური დისკომფორტის

17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე 112-ში ზარების მიღება შეიზღუდება - ქვეყნდება ალტერნატიული ნომრები

17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე 112-ში ზარების მიღება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებას ალტერნატიულ ნომრებს სთავაზობს. „გაცნობებთ, რომ გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება. გადაუდებელი დახმარების მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206; 598087761; 57701

„არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას“ – თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას უცხადებს ბსუ-ს სტუდენტებს, რომლებიც შედეგებს აპროტესტებენ. „თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას, სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ვუერთდებით გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლაში!“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.   ნეტგაზეთი

ცესკოს დღევანდელ სხდომაზე არჩევნების შედეგების შეჯამების პარალელურად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია გაიმართება

16 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ცესკოში 16 ნოემბერს სხდომა ჩაინიშნა, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ - ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება. ოპოზიციის ნაწილი, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე სტუდენტები ცესკოს შენობასთან შეკრებას 11:00 საათისთვის აანონსებენ. "ძლიერი საქართველო" კი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 10:00 საათიდან მივიდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან.

ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბათუმის უნივერსიტეტისა და თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებს. უნივერსიტეტის დაცვამ ეზოს ჭიშკარი ჩაკეტა. აქციის მონაწილეები მათ მოუწოდებენ, გახსნან კარი და ისინი შენობაში შეუშვან. „გაგვიღონ ჩაკეტილი ჭიშკარი, რათა შევიდეთ შიგნით და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ბათუმელ და თბილისელ სტუდენტებს. მობილიზება გამოაცხადეს, შიგნით შევიდნენ და ჩაკეტეს ჭიშკარი“, – გან

სალომე ზურაბიშვილი დამკვირვებლებს - ჩემი, როგორც პრეზიდენტის როლი არის, კავშირში ვიყო უცხოელ პარტნიორებთან - როცა ჩემ „პარასკევებს“ დავამთავრებ, სადაც საჭირო ვარ, იქ ვიქნები და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად ვიქნები

არჩევნების დღეს ძალადობის კადრები რომ ვნახე ტელევიზორით, დავურეკე შს მინისტრს, მის მოადგილეს… ვერსად დავუკავშირდი და დღემდე არ გადმოურეკავთ. შემიძლია დავადასტურო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ გიცავდათ იმ დღეს და არ გვიცავს დღემდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო შეხვედრის დასრულებისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ეს ბრძოლა ახლა მხოლოდ პირველ ეტაპზეა. როგორც პრეზიდენტმა ა

პრეზიდენტი: მინდა დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით

საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. დღეს, 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. მთავრობა „საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირებას გეგმავდა. საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, სესია არ შედგა. სიტუაცია დაიძაბა გარე ტერიტორიაზეც, სადაც მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტის ღობე მოანგრიეს და რამდენიმე საათის შემდეგ შენობაც დაიკავეს. როგორც

თსუ-სთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს და ილიაუნისკენ მიდიან

თსუ-სთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს და ილიაუნისკენ მიდიან. მათ ხელში უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები და სკანდირებენ: „საქართველო”. თუმცა, მანამდე დაძაბულობა იყო თსუ-ის I კორპუსის შესასვლელთან. შეკრებილ სტუდენტებს, რომლებსაც პროტესტის შენობაში გამოხატვა სურდათ, შიგნთ არ უშვებდნენ. ხოლო იმ ლექტორებს და სტუდენტებს, რომლებიც მანამდე ლექციაზე იყვნენ, გარეთ გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე ათეული პოლიციელი. იყო ს

ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გრძელდება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გრძელდება. ისინი მიიჩნევენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. „ეს ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და რთული. ჩვენ შევდივართ ლაბირინთში, მაგრამ გპირდებით, რომ გავარღვევთ მას. გპირდებით, რომ ზღაპრის ბოლო იქნება კეთილი, მაგრამ ამისთვის ახალგაზრდებს ჩვენი მშობლების, ბებია-ბაბუების თაობა უნდა გამოგვყვეთ ამ ბრძოლაში. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მეორე დღეა, სტუდენტებ

პრეზიდენტი სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე - არის საკითხები, რომლებიც წინასწარ არ დავაზღვიეთ, ალბათ, ნამეტანი თავდაჯერებულები ვიყავით - ყველაფერს სჭირდება გამოცდილება და თქვენი გამოცდილება ფასდაუდებელია

არის ისეთი საკითხები, რომლებიც წინასწარ არ დავაზღვიეთ, ალბათ ნამეტანი თავდაჯერებულები ვიყავით, ესეც შექმნილი სიტუაცია იყო და ეს ყველაფერი აღარ უნდა დავუშვათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მომდევნო არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. „მინდა, ყველას მადლობა მოგახსენ

ლექტორის თქმით, თსუ-ის შენობიდან არ უშვებენ, რათა „არ შემოუშვან სტუდენტები"

ფოტო: ნათია ლევერაშვილი/პუბლიკა თბილისსა და ბათუმში სტუდენტების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები შეიკრიბნენ როგორც ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან, ისე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები, მათ შორის მოძრაობა „დაიტოვეს” წევრები უკვე დაიძრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ. თსუ-ის ერთ-ერთმა ლექტორმა, დიპლომატმა გიორგი ბადრიძემ დაწერა, რომ „არ უშვებენ შენობიდან,

პრეზიდენტი არჩევნებზე დამკვირვებლებს ხვდება

სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ,,ჩემმა ხმამ”, საიამ და ,,სამართლიანმა არჩევნებმა” დამკვირვებლების და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საჯარო შეხვედრა მოაწყო. დამკვირვებლები პრეზიდენტს არჩევნების დღეს აღმოჩენილ დარღვევებზე ესაუბრებიან. „მინდა თქვენ ყველას მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რაც გააკეთეთ თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის, თქვენი ქვეყნისთვის. რეალურად თქვენ იყავით ამ ძალიან უსამართლო ბრძოლაში პირველ ფრონტზე და იყავით ის ჯარი, რომელიც იცავდა ჩვენს ხმებს. ახალი მტკიცებულებები ნ

ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველ კორპუსთან მივიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავდნენ. როგორც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ. თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია. როგორც შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, ისინი უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრას ა

საპროტესტო მსვლელობისთვის მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. მსვლელობის ორგანიზატორი ჯგუფი „დაიტოვე“ არის, რომლის ორგანიზებითაც საპროტესტო მსვლელობა წინა კვირაშიც გაიმართა. „პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა“, – აცხადებენ ორგანიზატორები. მსვლელობას შეუერთდებიან სტუდენტებიც, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტ

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „მთავრობა“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბჟანიას „ადმინისტრაცია” დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევა უნდა მოყვეს. „მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილზიებისთვის იქნა მიღებული“, - - ნათქვამია განცხადებაში. აქამდე ოპოზიციამ ბჟანიას „პრეზი
×
×
  • შექმენი...