მამაკაცს, რომელსაც არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ქალის სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა ედებოდა ბრალად, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ განცხადებას „უფლებები საქართველო” ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ქალს 2022 წლის 23 ნოემბერს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ორი თვის შემდეგ ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა ბოდბეში მოხდა.
გარდაცვლილის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს „უფლებები საქართველო“ იცავდ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარში კარგი საშუალეებაა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთან რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხი განიხილონ.
სამხარაძის თქმით, ლოგიკური იქნებოდა, ევროკავშირი რუსეთის გადაწყვეტილებებზე პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან ითხოვდეს.
“ჩვენ ისედაც ვიცოდით ევროკავშირის ამ პოზიციის შესახებ და რაც შეეხება დღევანდელ დემარშს, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი მთავ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, 29 მაისს, გამთენიისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მასშტაბური საჰაერო შეტევა მოიგერიეს და 67 სამიზნის ჩამოგდება შეძლეს.
უკრაინელი გენერლის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 40-მდე ფრთოსანი რაკეტა ისროლა, ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე კი რუსეთმა ირანული წარმოების 35 საბრძოლო დრონი გამოიყენა.
კიევის მერიის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდებიან.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 29 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. დემარში ხორციელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით.
რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ტრაგედიას უწოდებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის შესაბამისად, სომხეთი მზადაა, მთიანი-ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს.
“სულ რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ სომხეთის პრემიერი ასეთ რამეს იტყოდა. მითუმეტეს, 1992 წელს სომხეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის შესაბამისად, ნებისმიერი შიდა თუ სახელმწიფოთაშორისო ნორმატიულ სამართლებრივი აქტი, სადაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერ
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ხასიათი ვერ გაიცნო და ვერ გაიგო, რომ მასზე ზემოქმედება ვერ მოხერხდება.
მსხილაძე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა.
მან აღნიშნა, რომ „ოცნება“ ამ განცხადებით 26 მაისს პრეზიდენტის გამოსვლის გადაფარვას ცდილობს.
„სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ მათი მიზანია პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიცვან, სიტყვით ერთია და ქმედებით აბსოლუტურად სხვაა.
ამის ნათელი
„ძალიან თამამი და ძლიერი განცხადება“ – ასე შეაფასა ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა 26 მაისის ღონისძიებაზე საქართველო პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა. მან ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა და სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტი გააზიარა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
პუბლიკა
„დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლურია” – ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია facebook-პოსტში წერს, რომელიც მისი პარტიის დაფუძნების 2 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
მისი შეფასებით, რუსეთს ტერიტორიების მსგავსად, დღეს საქართველოს მთავრობაც ოკუპირებული ჰყავს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს დროებითია და რომ რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს.
ყოფილი პრემიერი ამბობს, „დღეს ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან
უკრაინის კიევის, ხარკოვის და ჩერნიგოვის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაში გამოცხადდა დედაქალაქ კიევშიც, სადაც რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.
შეგახსენებთ, საჰაერო განგაში დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა. რუსულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიას დრონებისა და რაკეტების გამოყენებით დაარტყეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 37 ფრთოსანი რაკეტა და 29 ირანული ე.წ. „
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრე სირსკი ლიმანის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სირსკის განცხადებით, ის იმ ქვედანაყოფების მეთაურებს შეხვდა, რომლებიც ახლა ყველაზე ცხელ წერტილებში ასრულებენ დავალებებს.
„ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ფრონტზე არსებული ვითარება. აღვნიშნე, რომ მალე მოვა დრო, როცა გადავალთ აქტიურ შეტევით მოქმედებებზე და განვსაზღვრეთ
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება „უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას“.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, მათი პასუხისმგებლობაა, ხელი არ შეუწყონ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამასთან განმარტავენ, რომ ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, რომ არ
დღეს 2 წელი გავიდა პარტია “საქართველოსთვის” დაფუძნებიდან და უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.
როგორც გახარია აღნიშნავს, დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, რომელიც აუფასურებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ქვეყნისთვის ყველაზე წმინდა - ტერიტორიული მთლიანობის
თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებით, იგი "ნამდვილ დემოკრატიამდე" გააგრძელებს ბრძოლას. ამის შესახებ მან პარტიის სათაო ოფისში განაცხადა.
"ამ არჩევნებში ყველა ზეწოლის მიუხედავად ავტორიტარული ხელისუფლების შესაცვლელად ხალხის სურვილი ნათელი გახდა,"- განაცხადა ქილიჩდაროღლუმ.
მიუხედავად იმისა, რომ ქილიჩდაროღლუმ მარცხი არ აღიარა, მისი თქმით "ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რთული დღეები ნამდვილად მამწუხრებს... ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ყველაზე არა
ნახვამდის, ქემალ, – ასე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციონერ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს.
„ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის“, – აღნიშნა ერდოღანმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, „შედეგები მისი მმართველობის მომდევნო ხუთი წლისკენ მიდის“.
„ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი“, – მიმართა ედროღანმა მხარდამჭერებს სტამბო
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, თურქეთის „ყოვლისმომცველი განვითარება“ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ერდოღანს ქვეყნის წინსვლაში და
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავჯდომარემ, აჰმედ იენერმა არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის დათვლილია ხმების 75,42 პროცენტი. საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელსაც ხმათა 53,41 პროცენტი აქვს, მის კონკურენტ ქემალ კილიჩდაროღლუს კი 46,65 პროცენტი.
თურქეთში საპრეზიდენტოი არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართა. მასში 14 მაისს გამართულ არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტ
ამერიკელი ხალხის სახელით თქვენ და ქართველ ერს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში განაცხადა.
ბაიდენის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული პარტნიორობა ხელს უწყობს რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისა და კეთილდღეობის წინწაწევას.
საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლ
პარლამენტის ვიცე სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, ხელისუფლება ევროპელ კოლეგებს მიაწვდის სრულ არგუმენტაციას, თუ რის გამო ვერ შესრულდა ეს საკითხი.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციური ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკონ.
„ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების ნაწილი. სწორედ ამ პასუხისმგებლობით მიუდგა ხელისუფლება და პარლამენტ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას ირანის წინააღმდეგ 50 წლით დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა.
როგორც მედია წერს, კანონპროექტი ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეწყვეტა და ირანული აქტივების უკრაინიდან გატანის აღკვეთა უნდა მოხდეს.
მედიის ცნობით, უკრაინის პარლამენტს აღნიშნულზე კენჭისყრა ჯერ არ ჩაუნიშნ
საქართველოში კენიური ავოკადოს პირველ ლოგისტიკურ ცენტრი გორში, სამაცივრე მეურნეობა Tiriphoni Fruits-ის ბაზაზე გაიხსნა, რომელსაც კომპანია, Eximcrop მართავს. ინფორმაციას EastFruit ავრცელებს.
Eximcrop-მა კენიური ავოკადოს პირველი პარტია სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორაში“ უკვე შეიტანა. ლოგისტიკური ცენტრის მიზანია, საქართველოში მოქმედი სამაცივრე საწყობები 100%-ით დატვირთოს და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი შემოსავალი მიიღოს.
კომპანიის პარტნიორი სამაცივრე მეურნეობა, Tirifoni Fruits-ია, რომელ
ქართულ ავიაკომპანია „ეარ ჯორჯიას“ ტრანსკონტინენტალური ფრენები აშშ-ს მიმართულებით ჯერ კიდევ, 2021 წლის აგვისტოში უნდა დაეწყო, თუმცა ბიუროკრატიული პროცედურების გამო, გაურკვეველი ვადით არაერთხელ გადაიდო.
კომპანიის დამფუძნებელი გიორგი კოდუა დღეს „ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლების სათანადო ნების არგამოჩენის გამო, იძულებული გახდა სხვა ხერხი ეპოვა და საქართველოდან-აშშ-ში ფრენებს იტალიის გავლით ყველაზე გვიან წლის ბოლოს დაიწყებს.
„ჩვენ საქართველოს მთავრობისგან ვერ მივიღეთ მზაობა, და
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ბელორუსმა ოპოზიციონერმა ვალერი ცეპკალომ განაცხადა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც დამატებით დადასტურებას საჭიროებს, ლუკაშენკო პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ამჟამად იმყოფება“, - განაცხადა ცეპკალომ.
იპნ
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსეთის ფედერაციასთან არანაირი მოლაპარაკებები ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ.
მისივე შეფასებით, მსგავსი ინფორმაციის გაჟღერება არის „პოლიტიკური მანიპულაცია“.
„ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ “ქართული ოცნება“ ქართულ პოლიტიკას ატარებს - პირველ რიგში, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყვე
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოახლოებას ოპონენტებს შორის ხისტი ურთიერთბრალდებები, ყალბი ამბების გავრცელება და ნაციონალისტური დისკურსის გაფართოება სდევს თან. მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მთავარ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის გადამწყვეტი კენჭისყრა 28 მაისს უნდა გაიმართოს.
პირველი ტური და გამოწვევა ოპოზიციისთვის
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელიც 14 მაისს ჩატარდა, ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში