Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.558
  • comments
    0
  • views
    761.984

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - ვდგავართ მათ გვერდით, ვინც საქართველოს ევროპული გზის განვითარებაზე მუშაობს და ყოველთვის მხარს ვუჭერთ პერსონალურ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც რეპრესიებზეა პასუხისმგებელი

ვდგავართ მათ გვერდით, ვინც საქართველოს ევროპული გზის განვითარებაზე მუშაობს და კრიტიკულები ვართ ჩატარებული არჩევნების მიმართ, ასევე ოდირის ანგარიშის ფონზე, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეშფოთებულია ჟურნალისტებთან და ჟურნალისტების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებით. „ნიდერლანდები ყოველთვის მხარს უჭერს პერსონალურ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც რეპრეს

“შეშფოთებული ვართ ბაქოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით” – Amnesty International

საერთაშორისო ორგანიზაციამ, “Amnesty International-მა” გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ “დიდი ხანია შეშფოთებული არიან აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობით”. “მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები,”- ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციის ანგარიშში მითითებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებების ფართოდ დარღვევები და სისხლის სამართლის სისტემის პოლიტიკური

ცაჰკნა: ესტონეთის შეთავაზებაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის დაწყება

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი უნდა დაიწყოს – ის მიუთითებს, რომ საკითხი უახლოეს მომავალში შეიძლება არ გადაწყდეს, მაგრამ „მკაფიო გზავნილისთვის” აუცილებელია მისი დაწყება. დეკემბრის ბოლოს ევროკომისიამ წარადგინა წინადადება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. წინადადებაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბჭო მას დაამტკიცებს, ქართველ დიპლომატებ

გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, საქმის მასალებს ადვოკატი გაეცნობა. „ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს,“ - აცხადებენ პრესსამსახურში. საქმე ეხება გახარიაზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას. მას თავს 15 იანვარს, სასტუმრო „შერატონში დაესხნენ. გახარია კლინ

„გახარია საქართველოსთვის“ - პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები - იმედს ვიტოვებთ, რომ ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება მათი სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა

პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები - იმედს ვიტოვებთ, რომ ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. მისივე თქმით, გიორგი გახარიას წარმომადგენელი საქმის მასალებს დღეს გაეცნობა. „როგორც იცით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები პოლიციის უმოქმედობით და „შერატონ ბათუმის“ აქტიური მონაწილეობი

გახარია - მზია ამაღლობელის პატიმრობა გაუგონარი ამბავია, ძალადობის გარდა სხვა არგუმენტი არ აქვთ - როდესაც ძალადობა ხდება მთავარი არგუმენტი შენი ხალხის მართვისთვის, ეს უკვე დიაგნოზია

ჩემზე თავდასხმა იყო წინასწარ დაგეგმილი ჯგუფურად შეიარაღებული ხალხის ორგანიზებული თავდასხმა და, რა თქმა უნდა, ამ თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. ეს ჩვეულებრივი შურისძიებაა და ამის მეტს მე საერთოდ აღარ ვაპირებ საუბარს. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი ძალადობის ფაქტიდან, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ხდება. ათობით და ასობით ახალგაზრდაზე იძალადეს ნიღბიანმა ადამიანებმა. რამდენიმე ადამიანი ვიცი, მათ შორის ჩვენი გუნდის წევრებიც, რომლებიც დღესაც მკურნალობენ, როცა ერთი ო

გიორგი გახარია - ჩვენ უკვე იქ ვართ, როდესაც რეგიონულ კონკურენციაში ყველაზე მაჩანჩალები გავხდით

დღეს საქართველო სამხრეთ კავკასიაში მაჩანჩალა გახდა ამათ გამო., ჩვენ ასე არ ვიყავით 3-4 ელის წინ. დღეს აზერბაიჯანი თავის სტრატეგიულ მიზნებს აღწევს, მან ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და უკვე ძალიან დიდ გლობალურ როლს ეთამაშება ეს სახელმწიფო. სომხეთმა თავის გეოპოლიტიკური არჩევანი განაცხადა და ევროპული მომავალი გახადა მთავარ მიზნად. ჩვენ ვართ გაურკვეველი იდიოტების ხელში, რომლებიც გვაკარგვინებენ არამხოლოდ ევროპულ, ცივილიზებულ მომავალს. მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, შორსაა ის დრო კი არა, ჩვენ უკვე იქ ვართ

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი გამოძიება ადასტურებს, რომ გახარიაზე თავდასხმა იყო შეკვეთილი და ორგანიზებული, განხორციელებული თვალთვალით და ჩასაფრებით (ვიდეო)

ჩვენი გამოძიება ადასტურებს, რომ გახარიაზე თავდასხმა იყო შეკვეთილი და ორგანიზებული, განხორციელებული თვალთვალით და ჩასაფრებით. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/9456497911068833

თეთრი სახლის ინფორმაციით, კოლუმბია მიგრანტების შეუზღუდავ მიღებას დათანხმდა, რის გამოც აშშ დაპირებულ ტარიფებს და სანქციებს აღარ დაუწესებს

თეთრი სახლის განცხადებით, კოლუმბია დათანხმდა იმ ემიგრანტების შეუზღუდავ მიღებას, რომლებიც კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად შევიდნენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „კოლუმბიის მთავრობა დათანხმდა პრეზიდენტ ტრამპის ყველა პირობას, მათ შორის კოლუმბიიდან დაბრუნებული ყველა არალეგალი უცხოელის შეუზღუდავად მიღებას, მათ შორის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით, შეზღუდვისა და შეფერხების გარეშე. ამ შეთანხმების საფუძველზე, მოხდება სრულად შემუშავებული IEEPA ტარიფების და სანქციების გადადება და ხე

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს. საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ვიდეო

გორელი აქტივისტი, ვახო ფიცხელაური ამბობს, რომ სამმა ნიღბიანმა გაიტაცა, გაძარცვა და სცემა

გორელი მოქალაქე, ვახო ფიცხელაური ამბობს, რომ სამმა ნიღბიანმა გაიტაცა, გაძარცვა და სცემა. კერძოდ, ფიცხელაურმა “მთავარი არხის” ეთერში თქვა, რომ მაშინ გაიტაცეს, როდესაც სახლთან ახლოს იყო და მაღაზიაში მიდიოდა. “მანქანა არ დამიძვრია, უნდა გავსულიყავი. აქ იდგა ფურგონი. უნდა გადავსულიყავი, რომ გავეტარებინე. თითქოს ვერ მიდიოდნენ და უნდა მივხმარებოდი, მივწოლოდი. ჩამსვეს ფურგონში და გამიტაცეს. აქედან დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი. ვიცით ვინ

თეა გოდოლაძე - შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მირჩიეს, ჩემი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით განვრიდებოდი სიტუაციას - ქვეყანაა გადასარჩენი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე განმარტავს, თუ რატომ დატოვა ქვეყანა. როგორც გოდოლაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა ურჩიეს, საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით გარიდებოდა სიტუაციას. თუმცა, გოდოლაძის განცხადებით, ქვეყნიდან დროებით მიდის და საქმიანობა არ მიუტოვებია. „ჩემო გულშემატკივარნო, არსებობს მეცნიერთა სამივლინებო პროგრამა, რ

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნებას” მიმართავენ და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, დაკავებულები რეჟიმის პატიმრები არიან. აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას, ხულოელები შეუერთდნენ, რომლებმაც ბათუმის უნივერსიტეტიდან აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”.   იპნ

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თითქმის 2 თვეა მოქალაქეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. „3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ და საკანონმდებლო შენობასთან მყოფ აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნ

„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თსუ-დან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით არჩევნებზე დამკვირვებლების აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვითხოვთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას”! ისმის შეძახილები - “ვითხოვთ ახალ არჩევნებს”, “ძირს რუსული რეჟიმი", “არა ხელისუფლების მიტაცებას", “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი". მოქალაქეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, 27 იანვარს, საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში, ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ. ამასთან, საგარეო საქმეთა საბჭო ევროკავშირისა და აშშ-ს

დენიელ ფრიდი - საქართველოს იზოლაციის გაღრმავება შესაძლოა „ოცნების“ მიზანიც კი იყოს - მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას და ვემხრობი სანქციებს

მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას, ვემხრობი სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო - მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას, მისი ე.წ. მემკვიდრისგან განსხვავებით, ლეგიტიმაცია აქვს, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს და დემოკრატიის მომხრე ქარ

ჯონ ჰერბსტი - ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება არ იქნება - კობახიძის მიერ მათ მტრებთან ირანში მეგობრულად ყოფნა აჩვენებს, რომ ის ჩვენი მეგობარი არაა

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება არ იქნება, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის კონგრესში დაინიცირებულ ორ საკანონმდებლო აქტს, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირების და ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარების შეეხება. როგორც ჰერბსტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი მსოფლიო ძალა მის მთავრობას საკმარისად ლეგიტიმურად არ აღიარებ

იოსელიანი: ჩემს განცხადებაზე აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი

ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მის განცხადებაზე „აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი”. მან „პირველ არხთან” განცხადება გააკეთა იმ კრიტიკაზე, რომელიც მისსავე განცხადებებს მოჰყვა ამავე არხის ეთერში. კერძოდ, ლევან იოსელიანმა გათქვა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის მისამართი, რაც სენსიტიური ინფორმაციაა და მსხვერპლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საიდუმლოა. სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილე ეკატერინე სხილაძემ და სხვა მოქალაქეებმა ამის გამო მწვავედ გააკრიტიკეს ლევან იოსელიანი და როგო

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენთან ბრძოლაში ივანიშვილმა დაკარგა ღირსება, შემდეგში დაკარგავს ფულსაც და ძალაუფლებასაც (ვიდეო)

ჩვენთან ბრძოლაში ივანიშვილმა დაკარგა ღირსება, შემდეგში დაკარგავს ფულსაც და ძალაუფლებასაც. ივანიშვილისთვის სამშობლო არის ფული. ფულის გარდა არავის და არაფერს არ ცნობს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/927040442882965

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, - ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ქვეყნის ოპოზიციისა და დასავლეთის შეფასებით, ლუკაშენკომ გააყალბა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები კი ბელარუსის ხელისუფლებამ ჩაახშო და ათასობით ადამიანი დააპატიმრა. „ჩვენმა ყველა მოწინააღმდეგე

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა. მასთან ინტერვიუ „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა. ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრეა ჩაწერილი. თეა გოდოლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აქვს აქვს ბრალი წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, გოდოლაძე ოჯახის წევრზე ძალადობდა. საგამოძიებო უწყებებს გოდოლაძის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა პარტნიორმა მიმართა. ბრალი თეა გოდოლაძეს 2023 წლის ივლისში წარუდგინეს, შოვის მეწყერამდე რამდენიმე კ

იტალიაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს

იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პოლიციამ, უდინეს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩაატარა. უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებ

„ის არ შიმშილობს შეღავათების მისაღებად. ესაა მისი პროტესტი უსამართლობაზე“ - ქურდოვანიძე მზია ამაღლობელზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, მზია ამაღლობელი უკვე მე-14 დღეა შიმშილობს, იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს. 20 იანვარს გავრცელდა მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან, რომელშიც ის ამბობს, რომ შიმშილობს და „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“. მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქცია

ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი - 20 წლის ბიჭი საკანში მარტო გადაიყვანეს, იზოლირებულია, არც ტელევიზორი და არც სხვა რამე ბენეფიტი აქვს - სამარტოო საკანში გადაყვანა დამსჯელობითი მიზნით გადაყვანას უტოლდება

ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, სამარტოო საკანში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ავსაჯანიშვილი აცხადებს, ჯავახიშვილის სამარტოო საკანში გადაყვანა მიზნად მის დასჯას ისახავს. „წერილი გავრცელდა კიდეც, ქალბატონ მზია ამაღლობელის მხარდაჭერის და სოლიდარობის ნიშნად მან და რევაზ კიკნაძემ შიმშილობა გამოაცხადეს. ჯავახიშვილი წერილში თავადაც ამბობს, რადგან სოლიდარობის ნიშნად შიმშილო
×
×
  • შექმენი...