რუსულმა ძალებმა 20 აგვისტოს ზაპოროჟიეს ოლქში, ქლაქ მალოკატერინოვკაში საბავშვო კაფე დაბომბეს. შედეგად, დაიღუპა ერთი ბავშვი. დაშავებულია კიდევ ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი, იუწყება „უკრაინსკა პრავდა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
„მტერმა პირდაპირ საბავშვო კაფეს დაარტყა“, – განაცხადა ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფიოდოროვმა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავებულები არიან 11, 14, 15, 17 და 18 წლის პირები. ჭურვის ტიპი ჯერ დადგენილი არ არ
რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული კადრების მიხედვით, ავარიაში, სულ მცირე, 2 ავტომობილი დაზიანდა.
სხვა დეტალები– მაგალითად, არიან თუ არა დაშავებულები – ამ ეტაპზე უცნობია.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეომასალის თანახმად, მომხდარის გამო შეზღუდული იყო მოძრაობა როგორც გვირაბში, ასევე გზის სხვა მონაკვეთებზეც.
გარეკანის ფოტო: „მთავარი არხი“
ნეტგაზეთი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე, მურთაზ და რემიკო ჭითანავები.
უწყების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდები
საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი).
√ დაუშვებელია ერთი და იმავე
“ოცნების” ხელისუფლება მარცხდება და არანაირი რესურსი არამარტო საკონსტიტუციო უმრავლესობის, არამედ უბრალო უმრავლესობის მოპოვების აღარ აქვთ.
“ოცნებას” სასაუბრო არაფერი არ აქვს, მხოლოდ ცუდ წარსულზე საუბრობენ და ამისთვის “ნაც.მოძრაობა” არის საუკეთესო გამოსავალი, ამიტომაც არიან ისინი ერთმანეთის ბუნებრივი პარტნიორები.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1194680458403699/
"პოლარიზების მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეებს უკვე მობეზრებული აქვთ “ოცნების” ტყუილები და ამასთან ძალიან კარგად იციან, რომ “ნაც.მოძრაობას” რევანშით დაბრუნების თავი არ აქვს. პოლიტიკურ ველზე კი ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ალტერნატივად შეიძლება შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს."
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1996337644156428/
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც “საეჭვოს” უწოდებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. მმართველი გუნდი თავს ესხმის იმ მოსამართლეს, რომელმაც იმ განაჩენით მიანიშნა, რომ მკვლელი ჯერაც თავისუფალი იყო და აცხადებს, რომ ეკა არეშიძე დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს უცხოელებისგან, ხოლო საპროტესტო აქციები, რომლებსაც მოქალაქეები დათუნა სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად მართავდნენ, ოცნების განცხადებით,
მოსამართლე ნანა აფციაურმა ცეკოს დადგენილების გაუქმებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა.
დადგენილება, რომელიც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს იწვევს, ცესკომ 16 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის თანახმად, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა ჩაატარონ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.
მანამდე ეს წილისყრა არჩევნების დილას, საარჩევნო უბნის გახსნამდე ტარდებოდა. ცვლილება ნიშნავს, რომ არჩევნებამდე 7 დღით ადრე გახდება ცნობილი, ვინ იქნება ნაკადის
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავალი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ.
ისინი ასევე, მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ „112“-ში დარეკონ.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტ
ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას მოხმარდება, - ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ჩეხური პროექტის მიმართ უცხოელი პარტნიორების ნდობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.
„ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას, რომელსაც ჩეხეთი შეიძენს. ასე გადაწყვიტა ევროკავშირმა. ამრიგად, ჩვენ შევძლებთ უკრაინისთვი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 - 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.
„აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე სა
ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა აშშ-ის შეთავაზებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებასთან დაკავშირებით, იუწყება AP. შეთანხმების მიღწევას საკმაო ხანია უშლიდა რიგი საკითხები, რომელზეც მხარეები – ისრაელი და „ჰამასი“ – ვერ თანხმდებოდნენ. შუამავლები კი კომპრომისის გამონახვას ცდილობდნენ.
გამოცემის ცნობით, ისრაელის თანხმობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართა შეხვედრა. ბლინკენი ა
რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს.
როგორც ივლისში გახდა ცნობილი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სტრუქტურულად დაემატა ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი. სწორედ ამ დეპარტამენტის უშუალო უფლებამოსილებაა კანონთან დაკავშირებული საკითხები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი სწორედ სანდრო კირვალიძე იქნება.
ამავე დეპარტამენტში არის ორი სამსახური:
ფი
უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონი მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს. კანონის მიღებას მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა.
უკრაინელი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეში შევა ძალაში, ხოლო უკრაინაში, რუსეთის ეკლესიაში შემავალ სასულიერო პირებსა და ეპარქიებს 9-თვიანი ვადა ექნებათ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირის გასაწყვეტად.
პუბლიკა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის ბაზარში (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2), ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც ლაბორატორიული კვლევისათვის აიღეს ზღვის პროდუქტის (ხამანწკები) ნიმუშები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად, ხუთივე ნიმუშში პათოგენური მიკროორგანიზმი Salmonella spp გამოვლინდა, ხოლო ერთში - ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია E.coli.
მა
ცესკოს 2024 წლის 16 აგვისტოს დადგენილება ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ერთპარტიული ცესკო და ცესკოში გადაწყვეტილებების ერთპარტიულად მიღება, ხელისუფლების ინტერესების გასატარებლად, საბოლოო ჯამში კი, არჩევნების გასაყალბებლად სჭირდებოდა, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე თქმით, აღნიშნული დადგენილება (რომელიც კენჭისყრის დღეს ფუნქციების განაწილების ნაცვლად ადგენს ფუნქციების კენჭისყრამდე არაუგვიანეს 7 დღით ადრე განაწილე
უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ რუსეთის საბრძოლო პოტენციალის აქტიურ ამოწურვას, მათ შორის კურსკის ოლქში ოპერაციის დროს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე 158 სამხედრო შეტაკება დაფიქსირდა, აქედან მესამედზე მეტი პოკროვსკოეს მიმართულებით.
განახლებული ინფორმაციით, 19 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა უკრაინული ქვედანაყოფების პოზიციების წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 78 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. გარ
„ყირიმის პლატფორმის” მე-4 სამიტი 11 სექტემბერს კიევში გაიმართება – უკრაინულმა მხარემ მოწვევა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.
ამის შესახებ უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, მიხაილო ხარიშინმა „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
„ყირიმის პლატფორმაში” სალომე ზურაბიშვილმა 2022 და 2023 წლებშიც მიიღო. 2023 წელს ზურაბიშვილი მონაწილეებს ონლაინ ჩაერთო.
2024 წელს სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა შვეიცარიაში, გლობალური მშვიდობის სამიტში, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდე
იუსტიციის სახლის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა 20 აგვისტოს 00:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს და გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება.
„იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
მოძრაობის შეზღუდვა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 აგვისტ
გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო და რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას, 50 მილიარდი ევროს ოდენობის სესხით, რომელსაც „დიდ შვიდეულთან“ ერთად ვიწყებთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ცნობისთვის, გასულ შაბათ-კვირას, გერმანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობის ამჟამინდელი ბიუჯეტის დაგეგმვა უკრაინის მხარდასაჭერად დ
რუსი სამხედრო ბლოგერების განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მესამე ხიდი ააფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, დღეს, 19 აგვისტოს „სამხედრო კორესპონდენტმა ვლადიმირ რომანოვმა დაწერა, რომ უკრაინულმა მხარემ სოფელ კარიჟთან მდებარე ხიდი გაანადგურა, თუმცა დამატებითი დეტალები მომხდარზე არ გაუვრცელებია. კიდევ ერთმა პრორუსმა ბლოგერმა იური პოდოლიაკმა კი დაწერა, რომ „მტერმა მდინარე სეიმზე უკან
India's Prime Minister Narendra Modi attends a meeting with Russia's President Vladimir Putin at the Kremlin in Moscow, Russia July 9, 2024. Sputnik/Sergey Bobylev/Kremlin via REUTERS/File Photo
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავა. ამის შესახებ Reuters ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, მოდი ივლისში მოსკოვში იმყოფებოდა და ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. რუსეთის დედაქალაქში ყოფნი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის" და „ოცნების" ურთიერთობაზე - რისი გამსამართლებლები არიან, ეს არის კეკლუცი
An8_ugpONjtakYLKPlvbmrQ6OVFRZzmSzvEr38JbslKWJUEjEmTbqXPNPNhtGGM4a4qE0twe0rD5CIKPlBnQcBiH.mp4
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჭიროა დაჩქარდეს იარაღისა და ჭურვების მიწოდება პარტნიორებისგან, კერძოდ, საჭიროა გამოცხადებული პაკეტების დროული ლოგისტიკა.
„საჭიროა მოწოდების დაჩქარება ჩვენი პარტნიორებისგან. ძალიან გთხოვთ. ომს არ აქვს შვებულება. საჭიროა გადაწყვეტილებები, დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დღეს არის კარგი შედეგები, უკრაინისთვის საჭირო