„ქართული ოცნების“ დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვას არ ესწრებიან. მათ ნაცვლად, საქართველოს პარლამენტს აპარატის თანამშრომლები ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა წარმოადგენენ.
გუშინ, 28 აგვისტოს „ნეტგაზეთს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე დაესწრებოდნენ, თუმცა დღეს სხდომის დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ არცერთი მათგანი საკონსტიტუციო სასამ
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, კანონი საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებსაც, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და ქართული ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ.
ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს, 29 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დაიწყო.
ბურჯანაძის თქმით, საფრთხის შემცველია რუსული კანონის ფარგლებში გამოცემული იუსტიციის მინ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელშიც ახლა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს.
საქმე ეხება 2016 წლის 26 აგვისტოს გონიოს პლიაჟზე მომხდარ ინციდენტს. მაშინ 13 წლის არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა [მაშინ მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო].
დედამ პოლიციას მიმართა, მანამდე კი პლიაჟზევე, ინციდენტის შემდეგ
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 49 წლის ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ინტერნეტ გვერდი „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.
ვიქტორ კიპრიტიდი ბოლო დავალების შესრულების დროს, დაბომბვის შედეგად დაიჭრა.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ მებრძოლს საქართველოში 30 აგვისტოს ჩამოასვენებენ.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.
იპნ
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა.
აქუბარდია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა.
„მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია და სულ მალე იქნება საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში. მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფ
ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ გაათავისუფლეს სკოლის დირექტორობიდან, ძალიან დიდი ხანია ამ პოზიციაზე იმყოფებიან და ბავშვების აღზრდის პროცესში მონაწილეობას იღებენ, "ოცნებამ" დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური დევნით.
ნათია მეზვრიშვილი., პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/522598896899920/
გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, რუსული კანონის არსებობის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, რადგან ეს კანონი ევროპულ პრინციპებს არ შეესაბამება.
შესახებ მან ნინი შენგელიასთან პოდკასტში ისაუბრა.
„თუ ქვეყანა მიიღებს კანონებს, რომლებიც ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მაშინ ის ვერ გაწევრიანდება. „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი არის ზუსტად ასეთი წინააღმდეგობრივი სამართლებრივი აქტი, რადგან ის უხეშად ერევა იმ ფუნდამენტურ უფლებებში, რომელიც ევ
საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოები „ტელეგრამის“ დამფუძნებლის ძმასაც ეძებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico საფრანგეთის ადმინისტრაციულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გამოცემამ მოიპოვა.
Politico-ს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოებმა „ტელეგრამის“ აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვისა და თანადამფუძნებლის, მისი ძმის, ნიკოლაის დაკავების ორდერები მარტში გამოსცეს.
დოკუმენტში მითითებულია, რომ „ტელეგრამთან“ დაკავშირებით საფრანგეთის მიერ საიდუმლოდ ჩატარებული გამოძიება იმ
კახეთში სამი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.
შემთხვევის შემდეგ სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას სამართალდამცავები ეძებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
იპნ
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ივანიშვილს შუშის კოლბიდან მოუწევდა საკუთარ მოქალაქეებთან და საკუთარ ამომრჩეველთან საუბარი. საიდან სადამდე მივიდა.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1498597437710825/
2006 წელს, რაც მოხდა ე.წ. “გუბერსკის” ციხეში, სადაც პატიმრები დახოცეს ვითომ ციხის ბუნტის გამო, მიქანაძე იყო მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ანუ იქ რა უბედურებაც მოხდა მაგაზე მიქანაძეს ეკისრება პირდაპირი პასუხისმგებლობა და ჩვენ ვპირდებით, რომ მიქანაძის მსგავსები აგებენ პასუხს.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1170955413974950/
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
ცნობილია, რომ მომხსენებლი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება. მოსამართლე, რომელმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.
„წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერეს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, „ბრიუსელი „ოცნების” გეგმით ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, შეშფოთებულია”. სტანოს კომენტარს გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად”, – ამბობს სტანო და აღნიშნავს, რომ პლურალიზმი „ევროკავშირში გაწევრების პროცესის
ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც დაესწრება.
მოგვიანებით, მინისტრები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს გა
28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
იპნ
"ახალგაზრდებო, გილოცავთ უნივერსიტეტში ჩაბარებას!
გახსოვდეთ, ეს ქვეყანა თქვენია. თქვენი მომავალი კი ევროპულ, ღირსეულ და სამართლიან საქართველოშია! წარმატებულ სტუდენტობას და საინტერესო პროფესიულ ცხოვრებას გისურვებთ!
გიორგი გახარია, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - ევროპა თუ რუსეთი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს დანიშნა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, „დღე არჩევანის, დღე გადარჩენის“.
"დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამე
29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, საკუთარ ხალხს, ახალგაზრდობასა და ქვეყნის პატრიოტებს ომი გამოუცხადა ქვეყნის შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მან ყველას ცალ- ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალა.
„მაშინ დავდექით უპირობოდ ჩვენი მომავლის გზასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე. ან იქნება ევროპული დემოკრატიული, თავისუფალი და ღირსეული მომავალი, ან დაბრუნდება წარსულში ჩაძი
უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„სხვა რა მიღწევები აქვს უკრაინას? ვიფიქრე, ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდა განხორციელდა. ვულოცავ ჩვენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტის შესახებ მეტის თქმა არ შეუძლია, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელება იმიტო
ცაგერის მერმა, ლევან ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
ზალკალიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი 2023 წლის აპრილში გახდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა. მისმა წინამორბედმა, გიორგი ნემსაძემ თანამდებობა 2022 წლის ნოემბერში დატოვა.
პუბლიკა
მოძრაობა „თავისუფლების მოედანი” ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას „სამარცხვინოს და სამწუხაროს” უწოდებს და ამბობს, რომ მათ მიმართ „ბრალდებები ყალბი და მავნეა”.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძრვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს, 27 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ, რაც „საფრთხეა სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის”.
ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა აქცენტი გააკეთა პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანზე“, რომლის
რუსეთში ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვრის გარღვევას ცდილობენ.
„თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვითარება საზღვარზე რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“ — წერს ბელგოროდის გუბერნატორი პირად „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, რუსი სამხედროები „დაგეგმილ სამუშაოებს“ ასრულებენ, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რა იგულისხმება ამაში.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ რუსეთის პრო-სამთავრობო ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რო
„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით, ისინი „ისტორიულ მინიმუმზე არიან“.
ბუჩუკურის განცხადებით, დღეს საქართველოს მასშტაბით „ოცნების“ მხარდაჭერა 27-28 პროცენტსაც ვერ აღწევს. თბილისის შემთხვევაში კი ეს 20-21%-ია.
როგორც დეპუტატმა განმარტა, „ქართული ოცნება“ აღნიშნული კვლევის შედეგებს არ აქვეყნებს.
„ამ ტყუილ გზავნილს შიგნით არსებული ემოციების დასაცხრობად იყენებს, იმიტომ, რომ შიგნით, „ოცნებაში“ არ არის მაინც და მაინც მყარ
ქართველმა ქალებმა დამოუკიდებლად, პირველად დალაშქრეს უშბის მწვერვალი, იტყობინება საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია. უშბის მწვერვალი ზღვის დონიდან 4710 მეტრის დონეზე მდებარეობს.
„არჩილ ბადრიაშვილის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები, მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა ჭაუხის მოსამზადებელი სპორტული შეკრების შემდეგ ესტუმრნენ სვანეთს, სადაც წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები, ავიდნენ სამხრეთ შხარაზე და ჩრდილოეთ უშბაზე“, – ვკით
საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ასევე საქართველოს წარმომადგენლებს ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და ნატო-ში.
შესაბამისი წინადადებებით მთავრობამ პრეზიდენტს მიმართა და შესაბამისი განკარგულებებიც გამოაქვეყნა.
შვეიცარიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რამაზ ლომინაძეა. განკარგულების თანახმად, მან თანამდებობა 1 ოქტომბრიდან უნდა დატოვოს.
პირველი ოქტომბრიდან