Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.220
  • comments
    0
  • views
    697.248

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა. საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარ

POG: ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის 20-წლიან პატიმრობას გავასაჩივრებთ, უვადოს მოვითხოვთ

პროკურატურა სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში გაასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის მკვლელობის ბრალდებულ კაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. უწყების ცნობით, პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და განაჩენს საა

ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა | დაკავებულია 3 პირი

გვიან ღამით ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხელ კვალზე დაკავებულია სამი პირი. მომხდარზე გამოძიება 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. პუბლიკა

ერევანში აქციის მონაწილეები ბელარუსთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვენ

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სომხეთის ხელისუფლებამ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ანტისომხური განცხადების შემდეგ, ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა შეწყვიტოს. სომხური პოლიტიკური პარტიის “რესპუბლიკისთვის” წევრებმა და მხარდამჭერებმა გუშინ, 21 აგვისტოს, საპროტესტო აქცია ერევანში, ბელარუსის საელჩოსთან გამართეს. აქციის მონაწილეებმა შენობას კარტოფილი, კვერცხები და პომიდორი დაუშინეს და სომხეთის დატოვება მოსთხოვეს. ასევე, მათი მთავარი მოთხოვნ

რუსეთში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლებად აიყვანეს

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სურივიკინოში პატიმართა ჯგუფმა ციხის თანამშრომლები მძევლებად აიყვანა. პატიმრები ციხის დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ და დაწესებულების თანამშრომლები სწორედ სხდომიდან აიყვანეს. რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ინფორმაციით, დაღუპულია ციხის მინიმუმ ერთი თანამშრომელი, თავდამსხმელთა რაოდენობა კი არის 3, ან 4 პატიმარი. ისინი, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს, ე.წ. ISIS-ის მებრძოლები არიან. კიდევ ერთი პრო-კრემლისტური მედია, რია ნოვოსტი ვოლგოგრადის გუ

ეროვნული მუზეუმი ლევილის მამულში ქართული ოდის აშენებაზე ტენდერს აცხადებს - ღირებულება 2,6 მილიონ ლარზე მეტია

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ოდის განთავსების მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ოდა სახლის დეტალების დამზადება-დამუშავების, ლევილში ტრანსპორტირებისა და აწყობა-მონტაჟის სამუშაოებს მოიცავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 680 353 ლარია. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 10 721 ლარი და საგარანტიო თანხა 26 804 ლარია. „ქართული ყაიდის სახლის აშენება საფრანგეთში, ლევილში, მისასალმებელი და ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტია. აქ მოეწყობა საქმიანი შეხვედრები ქართული ღ

ყირიმთან საწვავით დატვირთული რუსული ბორანი ააფეთქეს

ყირიმთან, კრასნოდარის ოლქში, პორტ „კავკაზში“ რუსულ ბორან „კონრო ტრეიდერზე“ აფეთქება მოხდა. ბორანი საწვავის ცისტერნებით იყო დატვირთული. მომხდარის ვიდეო რუსულმა ტელეგრამ-არხმა, „კრიმსკი ვეტერმა“ გამოაქვეყნა. არხის გამომწერები ამბობენ, რომ აფეთქებებს წინ უძღოდა უკრაინელთა სარაკეტო თავდასხმა. კრასნოდარის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, ბორანზე 30 ცისტერნა საწვავი იყო. „კრიმსკი ვეტერ“ აღნიშნავს, რომ რუსული ჯარი ყირიმში სამხედრო ტვირთის გადასაზიდად ბორნებს იყენებს ხოლმე. ეს ამ პორტში ბორან

ომბუდსმენი რუსული კანონის წინააღდეგ საკონსტიტუციოს სასამართლოს მეგობრის სახელით მიმართავს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს სასამართლოს მეგობრის სახელით მიმართავს. საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ 4 სარჩელია შესული, რომელიც ერთ საქმედ გაერთიანდა. მისი განხილვა 29-31 აგვისტოს გაიმართება. ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარუდგენს და პოზიციას ამ ფორმით გამოხატავს. რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელი შევიდა – პრეზიდენტის, 12

კამალა ჰარისი - როგორც პრეზიდენტი, მტკიცედ დავუჭერ მხარს უკრაინას - ყოველთვის დავიცავ ისრაელის უფლებასაც დაიცვას საკუთარი თავი

„დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას. „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ჰარისმა აღნიშნა, რომ ხუთი დღით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა, ის შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა რუსეთის შეჭრის გეგმების შესახებ გაეფრთხილებინა. „ხელი შევუწყვე გლობალური პასუხის - 50-ზე მეტი ქვეყნის - მობილიზებას პუტინის აგრესიისგან დასაცავად და როგორც პრეზიდენტი, მე

კამალა ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო - გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნული ყრილობის მეოთხე დღეს ოფიციალურად მიიღო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობა. კანდიდატობაზე თანხმობის განცხადების დროს მან პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება. “ვიცი, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი გვიყურებს და მინდა იცოდეთ: გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. ყოველთვის შეგიძლიათ მერწმუნოთ, რომ ქვეყანას და პარტიას და საკუთარ თავზე მაღლა დავაყენებ“, - აღნიშნა ჰარისმა. მისი თქმით,

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გუნდის წევრების შეხვედრა აბაშაში მოსახლეობასთან და ახალი ოფისის გახსნა სენაკში (ფოტოები)

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გუნდის წევრების შეხვედრა აბაშაში მოსახლეობასთან და ახალი ოფისის გახსნა სენაკში (ფოტოები)

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“, ჩვენი მანდატის ფარგლებში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანაში შრომის უფლებების დაცვის პრეცედენტი შეიქმნას

უკვე თვეზე მეტია ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლები ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. კვირაზე მეტია გაფიცული ახალგაზრდები შიმშილობენ და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, სახელმწიფოს მათი არ ესმის და მათ ვერ ხედავს, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე თქმით,  დღევანდელ „ოცნებას“ აღარ აქვს არც უნარი, არც კომპეტენცია და არც სურვილი, ხალხის პრობლემები მოაგვაროს და ადამიანების ელემენტარული საბაზისო უფლებები დაიცვას. „ოც

23 და 24 აგვისტოს, თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

23 და 24 აგვისტოს, თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებების ორგანიზატორია “ქართულ-უკრაინული პლატფორმა“ და “უკრაინელი აქტივისტები საქართველოში“. 23 აგვისტოს, 19:00 საათზე, მშვიდობის ხიდთან უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი აქცია-მსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორთა ცნობით, შეკრება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდის შესასვლელთან, 18:40 საათზე დაიწყება. შემდეგ კი, მსვლელობის მონაწილეები მშვიდობის ხიდზე უკრაინის დროშა

TI:ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის შვილმა და მისმა პარტნიორებმა „ოცნებას“ ნახევარ მილიონამდე შეწირეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილთან, „ქართული ოცნების“ შემწირველ  კობა ფუტკარაძესთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. თავად კომპანიები და მათი მეწილეებიც დიდძალ თანხას სწირავენ „ქართულ ოცნებას”. – ჯამში მათი შეწირულებები 486 000 ლარია. TI-ის ცნობით, გოჩა ფუტკარაძე 2003 წლიდან 2020 წლამდე სხვადასხვა სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა, ხოლ

პოლიციამ შიდა ქართლში, 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, 15 წლის გოგო დააკავა

პოლიციამ შიდა ქართლში, 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 15 წლის გოგო დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2009 წელს დაბადებული გ.ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გ

ნათია მეზვრიშვილი - დღეს რა მეთოდებსაც იყენებს “ოცნება” ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებდა "ნაციონალური მოძრაობა" და ზუსტად ისე დაასრულებს თავის მმართველობას, როგორც დაასრულეს "ნაცებმა" (ვიდეო)

დღეს რა მეთოდებსაც იყენებს “ოცნება” ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებდა "ნაციონალური მოძრაობა" და ზუსტად ისე დაასრულებს თავის მმართველობას, როგორც დაასრულეს "ნაცებმა". ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/816562243892002

ნათია მეზვრიშვილი - რეალურად “ოცნებას” არ აწყობს "ნაცების" წინააღმდეგ რაიმე პროცესის დაწყება და უბრალოდ ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს (ვიდეო)

თუ “ოცნებას” ნაცების დასრულება უნდოდა სად იყვნენ თორმეტი წელი? ან სად არიან დღეს? რეალურად “ოცნებას” არ აწყობს ნაცების წინააღმდეგ რაიმე პროცესის დაწყება და უბრალოდ ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1040141617047535

პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეხვედრები ამბროლაურში, თერჯოლაში, ხონსა და ქუთაისში (ფოტოები)

პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეხვედრები ამბროლაურში, თერჯოლაში, ხონსა და ქუთაისში:

კახაბერ ქემოკლიძე - “ოცნებას” რეალურად "ნაცების" გასამართლება კი არ უნდა, არამედ ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ მათი დაბალი რეიტინგი როგორმე გაზარდონ (ვიდეო)

“ოცნებას” რეალურად ნაცების გასამართლება კი არ უნდა, არამედ ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ მათი დაბალი რეიტინგი როგორმე გაზარდონ. კახა ქემოკელიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/855913670013553/

უკრაინელებმა კურსკში კიდევ ერთი დასახლება აიღეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება აიღეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ის სუმის ოლქის სასაზღვრო ზონას ეწვია და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის და სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა. „მთავარსარდალმა წარმოადგინა მოხსენება აქტიური ოპერაციების ყველა რაიონში ოპერატიული ვითარებასთან დაკავშირებით, ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებით თავდაცვის გაძლიერების ნაბიჯების შესახებ. კურსკის ოლქი

ფულის გამოძალვის ახალი თაღლითური სქემა – რას ჰყვებიან დაზარალებულები

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია თაღლითურის სქემის შესახებ, რომლითაც ადამიანებისთვის ფულის გამოძალვას ცდილობენ. სცენარი ყველა შემთხვევაში მსგავსია: რუსულენოვანი ადამიანი რეკავს სახლის ტელეფონზე, ძირითადად, ასაკოვან ადამიანებთან, ეუბნება, რომ მისი ოჯახის წევრი ავარიაში მოყვა და იმისთვის, რომ არ დააპატიმრონ, უნდა გადაურიცხოს თანხა. სიტუაციაში გარკვევის მცდელობას მოჰყვება პოლიციითა და პატიმრობით მუქარა, ან აქცენტირება ადამიანის სიცოცხლეზე – “ჯერ თანხა გადმორიცხეთ

რუსული კანონის შეჩერების საკითხს საკონსტიტუციო 29-30 აგვისტოს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო არსებით განხილვამდე რუსული კანონის შეჩერების საკითხს გამწესრიგებელ სხდომაზე 29-30 აგვისტოს განიხილავს. საჭიროების შემთხვევაში, სხდომა 31 აგვისტოსაც ჩატარდება. რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელი შევიდა – პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის და ოპოზიციონერი დეპუტატების. მოგვიანებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართა „მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა. სარჩელის ავტორები დროები

პრეზიდენტი - სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ - როგორც ჩანს, ეს „ოცნების“ მიერ გაგებული, ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა

სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებას. როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის წევრი დეპუტატის განცხადებას „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება. „საერთოდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი, კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე... ეს როგორც ჩანს, „ოცნ

ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას - ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე დაეცით, ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მფარველობას სწირავთ პროკურატურის რეპუტაციას

ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე დაეცით. ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მფარველობას სწირავთ პროკურატურის რეპუტაციას - მაგრამ, მიხარია, რომ გამოვიცანი, რომ ტყუილსაც იკადრებდით, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს

ნათია მეზვრიშვილი - თაღლითების, აფერისტების და მატყუარების დაჯგუფების მორიგ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო - "ნაცმოძრობის" დასრულების პირობას დებს პარტია, რომელიც "ნაცმოძრაობის" გარეშე უბრალოდ არ არსებობს

თაღლითების, აფერისტების და მატყუარების დაჯგუფების მორიგ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო - ნაცმოძრობის დასრულების პირობას დებს პარტია, რომელიც ნაცმოძრაობის გარეშე უბრალოდ არ არსებობს, რომელსაც შავი ფულით ნაცმოძრაობის ყოფილი თუ მოქმედი დონორები აფინანსებენ და ნაცმოძრაობა უმაღლეს თანამდებობებზე უზის, რომელიც 24 საათი პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას გადმოსცემს, რომელმაც ნაცმოძრაობასთან გარიგებით მუნიციპალიტეტები მიიტაცა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უკანასკნელი კარი დახურა, -
×
×
  • შექმენი...