„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი კიბერდანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, - ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის პროკურატურამ განაცხადა.
უწყების ცნობით, ის ეჭვმიტანილია ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური საქმიანობის ხელშეწყობაში, ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმაში და ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ნარკოტრეფიკთან, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში თანამონაწილეობაში. ამ საქმეზე ამჟამად 12 სავარაუდო დანაშაულის გამოძიება მიმდინარეობს
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივი-რიჰში მდებარე სასტუმროზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა და ორი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი „ტელეგრამ“ არხზე იუწყება.
„კრივი-რიჰის სასტუმროზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა, მათ შორის საავადმყოფოში მყოფი 43 წლის ქალი მძიმეა მდგომარეობაშია. კიდევ ორი ადამიანის ბედი ჯერჯერობით უცნობია. ი
„ოცნებას“ ხელში არაფერი არ უჭირავს გარდა იმისა, რომ სტრატეგიული ბუნდოვანება შეინარჩუნოს და ფაქტობრივად, მოახდინოს საზოგადოების ე.წ. მორალური დისორიენტაცია.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1936307463498960/
“ოცნებას” მოვუწოდებ, რომ დაანებონ თავი შუშის აკვარიუმებიდან საუბარს და გავიდნენ ხალხში.
დღეს “ოცნება” არის ერთი მუჭა ადამიანების, რომლებიც დახარბებული და დახამებული არიან თავიანთი ძალაუფლების გახანგრძლივებაზე, მხოლოდ და მხოლოდ მეტი ფულის საკეთებლად, მათ არ აინტერესებთ მოქალაქეები.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/868895311818403/
სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილსა და „ლივერპულს“ შორის შეთანხმება საბოლოოდ შედგა და ინგლისურ კლუბს ქართველი მეკარე 2025 წლიდან შეუერთდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი „ლივერპულში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, კლუბს კი 2025/2026 წლის სეზონიდან შეუერთდება.
შეთანხმების მიხედვით, მამარდაშვილის სანაცვლოდ ესპანური „ვალენსია“ 35 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება „ლივერპულის“ მოქმედ მეკარეს, ალისონი კლუბში სულ მცირ
დღეს, 26 აგვისტოს, აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები აღნიშნავენ მოსკოვის მიერ მათი ე.წ. სახელმწიფოებრიობის აღიარების მე-16 წლისთავს.
2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებულებით, მოსკოვმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები [დე ფაქტო].
დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღე სოხუმსა და ცხინვალში სახალხო დღესასწაულის სახით აღინიშნება და რესპუბლიკების [დე ფაქტო] მასშტაბით გაიმართება.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქ
"ცხადია, არასრულწლოვნები ნებისმიერი სახის პროპაგანდისგან უნდა დავიცვათ, რა თქმა უნდა ჩვენი ოჯახური ფასეულობებიც დასაცავია, მაგრამ ეს ჩვენი ოჯახების გასაკეთებელია და ამას საერთოდ არ სჭირდება ჩვენს საზოგადოებაში კანონი. ვიღაც არ უნდა გვასწავლიდეს, რომ დედა დედაა და მამა მამაა. თავის თანაგუნდელებს მიხედონ, რომლებიც მართლა მოსიარულე ელგებეტე პროპაგანდისტებივით გამოიყურებიან და იმ ტელევიზიებს მიხედონ, რომლებმაც ეს ტერმინოლოგია აიყვანეს ისეთ დონეზე, რომ პირდაპირ ამ პროპაგანდის ნაწილები არიან. ვთვლი, რ
ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულებაში პატიმარმა დაზიანებები მიიღო. ის ჯერ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში, მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში, ვივამედში გადაიყვანეს.
ახალგაზრდა კაცის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ის ნაცემია. მათ ამის საფუძველს აძლევს მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია რომელიც კლინიკისგან მიიღეს. ასევე, მისი ვიზუალური შეფასება – მათი თქმით, ქუთაისიდან თბილისში გადაყვანის დროს, კლინიკიდან რეანიმობილში მიყვანამდე მონაკვეთში მათ შორიდან დაინახე
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ „აშშ საქართველოში ფერად რევოლიციას ამზადებს”.
ამ შინაარსის პროპაგანდისტული განცხადება მათ ერთხელ, 2024 წლის 9 ივლისს უკვე გამოაქვეყნეს.
უწყების მიერ დღეს, 26 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თანახმად, მათი ინფორმაციით, „თეთრ სახლში უკმაყოფილოები არიან საქართველოში არსებული სიტუაციით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით”.
რუსეთი აცხადებს, რომ „ამისთვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები აგროვებენ უამრა
ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ თქვენი კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. მეგობარი ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აღიარებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველი კოლეგის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, რომელიც მან უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.
„ჩვენი ხალხების კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და აყვავებას“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლა
ვიყავით სამეგრელოში, სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, შიდა ქართლში, იმერეთში. ელექტორალური განწყობები, ამ და წინა არჩევნებს შორის, ძალიან განსხვავდება. გასაგებია, ქვეყანაში სიტუაცია ცოტა სხვა არის, ხალი დაიღალა და “ოცნების” უბრალოდ აღარ სჯერათ. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს "ოცნების" მდგომარეობს იმაში, რომ რიგითი ადამიანების თვალში ჩამოყალიბდა, როგორც მატყუარა პოლიტიკური ძალა - მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, “ოცნება” 100 ლარიან პენსიის ზრდას დაპირდება თუ მილიონ ლარს, ეს ყველაფერი აიძულებს "ოცნებას" ნეგ
იორდანიის ქალაქ ამანში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდე სპორტსმენთა შორის, კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ მსოფლიო პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი რუსი სანაკოევი 8:0 დაამარცხა.
24 აგვისტოს, შეჯიბრების ფინალურ ბლოკში, ნიკოლოზ მაისურაძემ (80 კგ) ირანელ რეზა აფშართან ოქროს მედლისთვის იჭიდავა და დაძაბულ დაპირისპირებაში დამარცხდა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭი
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც უკრაინა რომის წესდების რატიფიცირებას ახდენს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უერთდება.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ეს მორიგი ნაბიჯია უკრაინის ევროკავშირთან დასაახლოებლად.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებას ამ დროისთვის 137 ხელმომწერი და 124 წევრი სახელმწიფო ჰყავს. უკრაინა 125-ე იქნება. საქართველო ხელმომწერი 1998 წელს გახდა, წესდების რატიფიცირება კი 2003 წელს მოხდ
გამოცემა POLITICO წერს, რომ საქართველო, მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით, ჩრდილოეთ კორეის გზას ადგას და ქართველი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს ახალი საფრთხე ემუქრება.
მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ პირობა დადო, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს, საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებს.
როგორც გამოცემა წერს, ოპოზიციის აკრძალვა საქართველოს უკვე ისედაც გაყინულ მის
საქართველოში 50 კგ. და მეტის წონის ცოცხალი ღორების იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა. გასულ წელს იანვარ-ივლისში ქვეყანაში 13.4 მილიონი დოლარის ცოცხალი ღორის იმპორტი განხორციელდა, წელს იმავე პერიოდში კი 15.5 მილიონი დოლარის ღირებულების.
გასული წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ. ცოცხალი ღორის საშუალო საიმპორტო ფასი 1.5 დოლარი იყო. ფასი მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში უცვლელი დარჩა.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც 2024 წლის პირველ შვიდ თვეში, ასევე გასული წლის იმავე პერიოდში ცო
ავიაკომპანია Air France-ი აცხადებს, რომ თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით დღეს და ხვალ ფრენებს აჩერებს.
ავიაკომპანიის განმარტებით, შეზღუდვა, შესაძლოა, გაგრძელდეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება უსაფრთხოებასთან დაკავშიირებული ვითარება.
ამასთან, ტელეკომპანია Al Arabiya იუწყება, რომ ბეირუთის აეროპორტში ფრენების უმეტესობა გაუქმებულია და რომ ზოგიერთი ავიარეისი იორდანიის დედაქალაქ ამანში გადაამისამართეს.
შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვ
საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი დააკავა.
BBC-ის ინფორმაციით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ ვერ გადადგა ნაბიჯები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად.
პაველ დუროვი რუსეთში დაიბადა და დუბაიში ცხოვრობს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა ა
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჟანაძე საკონსტიტუციოში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება.
„შემდეგ კვირას ვიქნები საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის არაკონსტიტუციურობის საქმეზე.
მიხარია რომ საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის პირველ სარჩელს წარმოვადგენ.
ამ შემოთავაზებისას საბჭოს კონკურსის წყენაზე არ მიფიქრია, რადგან ისეთი საკითხია, სადაც ყველას ერთობა აუცილებელია. რუსული კანონის მიღება სახელმწიფოებრიობის გაუქმების ტო
ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! - მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში აღნიშნავს.
„ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!
მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის
“ევოლუშენ ჯორჯიას” ირგვლივ განვითარებული მოვლენები არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1274189883562892/
ჩვენ ვპირდებით ნამდვილ მშვიდობას, ნამდვილ ღირსებას და ნამდვილ კეთილდღეობას ჩვენს მოქალაქეებს, რომელი კეთილდღეობაც ყველაზე თანაბრად იქნება გადანაწილებული.
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/418774734555221/
“ოცნება” არ დაასრულებს "ნაც-მოძრაობას", რადგან “ოცნების” ძალაუფლება დგას მათზე.
ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/873230351349967/
რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, აშშ-მა კიდევ 100-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, -
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ახალი სანქციები 16 სხვადასხვა იურისდიქციაში მდებარე ასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, მათ შორის ათზე მეტ ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვაში მონაწილეობენ, ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას და ეხმარებიან რუსეთის სამხედრო-სამრეწ