Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.075
  • comments
    0
  • views
    691.389

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური - პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, „პუფები“ გვეძახეს, შემდეგ შემოვიდნენ, ახლა ისევ გადიან, ოღონდ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ თუ მაინც ხელფასებს იღებენ

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, „პუფები“ გვეძახეს, შემდეგ შემოვიდნენ, ახლა ისევ გადიან, ოღონდ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ თუ მაინც ხელფასებს იღებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კომიკურია. „ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში და „პუფები“ გვეძახეს, მერე შემოვიდნენ, ოღონდ თან სიები ჩახსნეს. სიები რომ ჩახსნეს, მერე სანანებელი გაუხდათ, რადგან მანდატები დაკარგეს. ეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია

დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. ამით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ირაკლი კობახიძის ციტატა მოჰყავს, რომლითაც კობახიძემ 2020 წელს, საარჩევნო სიის დასახელებისას საკუთარი თავი წარადგინა. “საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს გამოეხმაურო

საგარეო უწყების ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება. როგორც უწყება განმარტავს, საელჩოს ასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა, განსაკუთრებით რთული იყო 20 პირის შემთხვევა, თუმცა მათგან 14 -ის ადგილსამყოფელი დადგენილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „საელჩოს ქალაქის ნომრებზე, მოქმედ ცხელ ხაზებზე, ასევე ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების სოციალურ ქსელებზე, ორი დღის განმავლობაში შესულია საქართველოს მოქალაქეებ

პრეზიდენტი - ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა - ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია

გაჩნდა ჩვენ შესახებ - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები - ,,ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.   სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა. ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ შეილახა ქვეყნის რეპუ

სალომე ზურაბიშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა - პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა, „ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა“. სალომე ზურაბიშვილის შესაბამის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილის თქმთ, პრეზიდენტისკენ ხელის გაშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, „ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერ

ნათია მეზვრიშვილი ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მიერ შეზღუდვების დაწესებას უკიდურესად საშიშად მიიჩნევს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათიამეზვრიშვილი განმარტავს, თუ რატომ არის ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მიერ შეზღუდვების დაწესება უკიდურესად საშიში. მისი თქმით, ევროპული სტანდარტის საფარქვეშ, ავტორიტარული ხელისუფლების პირობებში, შეიძლება მივიღოთ რუსული სტანდარტი. "ხელისუფლება ცდილობს მისი ინიციატივა ჟურნალისტების არაეთიკური ქცევით ახსნას, რაც ლეგიტიმური იქნებოდა (ოღონდ აქაც პროპორციული ზომებით) რომ არა კ ო ნ ტ ე ქ ს ტ ი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როცა ავტორი

ბექა ლილუაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ინიციატივით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება

პარლამენტის დეპუტატი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ინიციატივით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება.  მისი თქმით, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუსის ხელში ჩაგდების მორიგი მცდელობა.  "კიდევ ერთი იგავი, ოცნების მიერ, სახელმწიფო (კონსტიტუციური) ინსტიტუტის ხელში ჩაგდებისა. მოგეხსენებთ, ეროვნული ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ კობა გვე

ბერდია სიჭინავა - პარლამენტისა და საკრებულოების მანდატების დატოვება და ამ ფორმით რაღაც პროტესტის გამოხატვა არის დაბალი პოლიტიკური კულტურისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობის გამოხატულება

პარლამენტისა და საკრებულოების მანდატების დატოვება და ამ ფორმით რაღაც პროტესტის გამოხატვა არის დაბალი პოლიტიკური კულტურისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობის გამოხატულება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.   "ყველაზე კომიკური ისაა, რომ ამის გამო ქართული ოცნება / Georgian Dream აკრიტიკებს “ნაციონალურ მოძრაობას”, ის პარტია, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე საკრებულოში დამარცხდა, შედეგებს ბოი

მიხეილ დაუშვილი - მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ჩვენ მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთიდან უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას ეხება

უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი პირდაპირ ემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და თავიანთი განცხადებებითა და მოქმედებებით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა ვერ დაუახლოვდეს დასავლეთს, ვერ გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატო-ში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის“ დააინიცირა რეზოლუცია, რომელიც რუსეთიდან უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას ეხება და ითვალ

აფხაზი ახალგაზრდები ბელორუსის უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან

მიმდინარე წლიდან აფხაზ აბიტურიენტებს მისაღები გამოცდების ჩაბარება ბელორუსის წამყვან უნივერსიტეტებშიც შეეძლებათ. ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ აუწყა. მისი თქმით, ბელორუსულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და იქაურ უმაღლეს სასწავლებლებთან კონტაქტებიც მყარდება. არძინბამ ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ადგილებზე აბიტურიენტებისთვის უფრო მაღალი კრიტერიუმები იქნება

ირაკლი ზარქუა - ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ - თუ დეკემბერში განსხვავებული პოზიცია იქნება ევროკომისიის მხრიდან, პირდაპირ იქნება „ნაცმოძრაობის“ და „ჭიჭე ვაშაძე“ რომ დარბის, ამ სექტის დამსახურება

ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ - თუ დეკემბერში განსხვავებული პოზიცია დაფიქსირდება ევროკომისიის მხრიდან, პირდაპირ იქნება რადიკალური ოპოზიციის - "ნაცმოძრაობის" და "ჭიჭე ვაშაძე" რომ დარბის, ამ სექტის დამსახურება, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ბოიკოტს. ზარქუა მიიჩნევს, რომ სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე ევროკომისიის დადებითი შეფასება კანდიდატის სტატუს

ნიკა სიმონიშვილი - ჟურნალისტებისთვის პარლამენტში ქცევის ახალი ნორმების ამოქმედება მედიის საქმიანობისა და თავისუფლების გამოხატვის გაუმართლებელ შეზღუდვას ემსახურება

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ქცევის ახალი ნორმების ამოქმედება მედიის საქმიანობისა და თავისუფლების გამოხატვის გაუმართლებელ შეზღუდვას ემსახურება. როგორც „ინტერპრენიუსთან“ საუბარში სიმონიშვილი განმარტავს, ამოქმედებულ ნორმებზე საუბრისას გასათვალისწინებელია, თუ რა კონტექსტის საფუძველზე მიიღეს ახალი წესები. „შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, რომ ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა, როცა ჟურნალისტები შესაბ

შალვა კერესელიძე ხელისუფლებას - საქმე იქამდე არ მიიყვანოთ, რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომების მონანიების უფლებაც ვერ მიიღოთ

სამწუხაროდ ქართული პოლიტიკა უკვე შოუს და სანახაობას დაემსგავსა რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება იმყოფება ღრმა სახელისუფლებო კრიზისში და იმის მაგივრად, რომ ფიქრობდეს ხალხზე და გააჩნდეს პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი ნაცმოძრაობასის ხელშეწყობით და დახმარებით ყურადღება გადააქვს ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე რაც საზოგადოებას არ აინტერესებს, - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი  შალვა კერესელიძე.  მისი თქმით, ძალაუფლების დაკარგვის შიშის სინდრომით შეპყრობილმა ხელისუფლებამ უკვე ისე

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა უკრაინაში 133 190 ჯარისკაცი დაკარგეს, მათ შორის ბოლო 24 საათში - 1 030

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 030 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 133 190-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 245 ტანკს, 6 443 ჯავშანმანქანას, 2 232 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 294 საბრძოლო თვითმფრინავს და 284 ვერტმფრენს, 5 107 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 1 958 უპილოტო საფრენ აპ

რომელ გზას შეიძლება გულისხმობდნენ აბაშიძე და კარასინი ჩანაწერში

1 თებერვალს Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინს ეკუთვნის. მედიასთან ზურაბ აბაშიძემ ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა. აბაშიძის განმარტებით, აღნიშნული საუბარი გასული წლის ივნისში შედგა და საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხებოდა. როგორც აბაშიძე განმარტავს, ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მ

ევროპის წამყვან ქვეყნებში თუ ინტერვიუს რესპონდენტს არ შეუთანხმებ, შეიძლება საერთოდ ვერ ჩაწერო - მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მედიასთან დაკავშირებული ახალი წესები, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარისა და აპარატის ინიციატივით შემუშავდა, არის ბევრად რბილი ვარიანტი და ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. მან შეფასებისას ასევე გამოიყენა ტერმინი „ჟურნალისტის მიერ რესპონდენტზე ადევნება” და აღნიშნა, რომ თუ ამის უფლება ჟურნალისტებს აღარ ექნებათ, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე გ

რა მოხდება, თუ ჟურნალისტი პარლამენტში ქცევის წესს დაარღვევს | ახალი ბრძანება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე, დეტალურად განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს. აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია: ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას; საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამ

თავდასხმიდან ექვს თვეში სალმან რუშდი ახალ რომანს აქვეყნებს

სამშაბათს, 7 თებერვალს, გამოქვეყნდება მწერალ სალმან რუშდის ახალი რომანი "გამარჯვების ქალაქი" - დაახლოებით ექვს თვეში მას მერე, რაც ნიუ-იორკის შტატში მყოფ მწერალს თავის ლექციაზე მამაკაცმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით. ეს თავდასხმა ფართოდ იქნა დაგმობილი, როგორც იერიში გამოხატვის თავისუფლებაზე. თავდასხმის შედეგად 75 წლის რუშდიმ მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, მძიმედ დაუზიანდა მარცხენა ხელი. თავდასხმა მოხდა სამ ათწლეულზე მეტი დროის გასვლის შემდეგ მას მერე, რაც ირანმა მუსლიმებს რუშდის მოკ

აფხაზეთში ანტირუსუსლი განწყობების გაღვივება ,,სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხედ" გამოაცხადეს

ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა ანტირუსული განწყობების შექმნის მცდელობებს სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი უწოდა. ,,აფხაზეთში ანტირუსული განწყობის გაღვივების მიზანმიმართული მცდელობები სახელმწიფოებრიობისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა ეგრეთწოდებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა რობერტ კიუტმა. მისი თქმით, დესტრუქციული და მტრულად განწყობილი ძალები გარედან ცდილობენ, გამოიყენონ, თითქოსდა, საზოგადოებაში არსებული ანტირუსული განწყობები და აფხაზეთ-რუსეთი

ყველა ასეთ სქემას ვსწავლობთ და გვექნება რეაგირება - სებ-ი რუსეთის მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების საქართველოს მოქალაქეების გამოყენებით მიღებაზე

„კანონმდებლობის დარღვევაა, როდესაც საფინანსო ინსტიტუტი ვერ ახდენს გზავნილის საბოლოო მიმღების იდენტიფიცირებას,“ - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, რუსეთის მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების საქართველოს მოქალაქეების გამოყენებით მიღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. „საქართველოში გვაქვს რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის დიდი რაოდენობა. რუსეთის 110 ათასზე მეტი მოქალაქეა ჩამოსული, ამას ვეძახ

სანქციები მუშაობს - რა ბედი ეწევა რუბლს რუსულ ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს შემდეგ

რუსეთის ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან ამოქმედებული ემბარგოს შედეგად რუსეთი წლიური თვალსაზრისით ექსპორტიდან, დაახლოებით, 8 მლრდ დოლარის შემოსავალს დაკარგავს, ხოლო მარტში დოლარზე ეროვნული ვალუტის კურსის 71,5 რუბლამდე გაუფასურება არის მოსალოდნელი. ამის შესახებ Bloomberg Economics-ის ექსპერტების მონაცემებში არის ნათქვამი. მათი ცნობით, ემბარგოს წინა დღეს ნავთობპროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მაღალი რჩებოდა და დღეში, დაახლოებით, 0,6 მილიონ ბარელს შეადგენდა. ამდენად,

ჯარიმებით ბიუჯეტში რეკორდული თანხის მობილიზება მოხდა

2022 წელს ბიუჯეტში ჯარიმებიდან რეკორდული თანხა შევიდა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 281 741 849 ლარის აკუმულირება მოხდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში - 129 720 204 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 152 021 644 ლარის მობილიზება მოხდა. აღსანიშნავია, რომ ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების მაჩვენებელი წლიურად, 43,9%-ით ანუ 1,4-ჯერ არის გაზრდილი. 2021 წელს ბიუჯეტში სანქციებიდან 195 828 629 ლარის აკუმულირება მოხდა.

მიწისძვრის გამო ჯეიჰანის ნავთობტერმინალმა მუშაობა შეაჩერა - რა მდგომარეობაშია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი

თურქეთში გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის გამო ჯეიჰანის ნავთობტერმინალმა ეპიცენტრის სიახლოვის გამო ოპერაციები შეაჩერა. ინფორმაციას Reuters გადამზიდავი სააგენტო Tribeca-ზე დაყრდნობით ავრცელებს Tribeca-ს ცნობით, აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გაიმართება. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის პორტები მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და მათ მუშაობაში შეფერხებები დაფიქსირდა. თუმცა Reuters-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის თურქული მონაკვეთის ოპერატორ BOTAS-ზე დაყრდნობით

ქართული ალკოჰოლის ექსპორტის 61,2% რუსეთზე მოდის - რომელ კომპანიებს გააქვთ რუსეთში სასმელი

საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 26%-ით გაიზარდა. თუ 2021 წელს ქვეყნიდან ჩრდილოეთში 171.995 მლნ დოლარის სასმელი გავიდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 217.402 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ მაჩვენებელში დიდი წილი ცხადია, ნატურალურ ღვინოებზე მოდის, კერძოდ, შარშან რუსეთში 160.816 მლნ დოლარის (73 114 ტონა) ღვინო გავიტანეთ, 56.586 მლნ დოლარის (12 231 ტონა) კი სხვა სპირტიანი სასმელები. მთლიანად კი 2022 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 251.593 მლნ დოლარი (106 584 ტონა), ს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
×
×
  • შექმენი...