Jump to content
Planeta.Ge

"მადლობა საქართველოს პრეზიდენტს დიდებული წუთებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიის ასე ამაღელვებლად გაცოცხლებისთვის, მებრძოლი ქალების დაფასებისთვის და ქვეყნის უახლესი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში სწორ ადგილას დგომისთვის"


მადლობა საქართველოს პრეზიდენტს დიდებული წუთებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიის ასე ამაღელვებლად გაცოცხლებისთვის, მებრძოლი ქალების დაფასებისთვის და ქვეყნის უახლესი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში სწორ ადგილას დგომისთვის, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, 9 აპრილის ტრაგედიამ დამოუკიდებლობა მოიტანა, დღევანდელი ბრძოლა კი, საქართველოს ევროპული ოჯახის ღირსეულ წევრად აქცევს.

 
"სამწუხაროდ, 34 წლის შემდეგაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით. მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლის მძიმე, სევდიანი და ამავდროულად საამაყო წარსული გვახსენებს, რომ სხვა არჩევანის უფლება არ გვაქვს - საქართველოს მომავალი ევროპაშია!
9 აპრილის ტრაგედიამ დამოუკიდებლობა მოიტანა. დღევანდელი ბრძოლა მჯერა, საქართველოს ევროპული ოჯახის ღირსეულ წევრად აქცევს!
დიდება თავისუფლებას! დიდება გმერთად საქართველოსთვის! წინ ევროპისკენ!", - წერს ნათია მეზვრიშვილი.

პრეზიდენტი.png

 

9.png

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...