Jump to content
Planeta.Ge

მაია კახნიაშვილი - მივიღე გადაწყვეტილება, გავაგრძელო მუშაობა საკრებულოში, რათა ვემსახურო ჩემს რაიონს და დავიცვა იმ ხალხის ინტერესები, ვინც ნდობა გამომიცხადა - ვყოფილიყავი მათი ხმა


3 წლიანი დავის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულდა (აღდგენის ნაწილში). როგორც იქნა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება (რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებიათ და ბიუჯეტს არ მიადგებოდა ის ზარალი, რაც ჩემი უკანონო გათავისუფლებით მიაყენეს), სისრულეში მოეყვანათ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომლითაც დაუყოვნებლივ უნდა აღვდგენილიყავი ა.ა.ი.პ. დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, საიდანაც უკანონოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კანონის სრული დარღვევით გამათავისუფლეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ზესტაფონის საკრებულოს წევრი მაია კახნიაშვილი წერს.
 
მისივე თქმით, თვითმმართველობის კოდექსის თანახმად ეკრძალება ერთდროულად იყოს საკრებულოს წევრი და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება მუშაობა საკრებულოში გააგრძელოს.
 
"ამ პროცესების პარალელურად, თვითმმართველობის არჩევნებზე, ზესტაფონის მოსახლეობამ გამომიცხადა ნდობა და გავხდი საკრებულოს წევრი, პარტიიდან “საქართველოსთვის”. თვითმმართველობის კოდექსი არ მაძლევს უფლებას ვიყო საკრებულოს წევრი და ასევე გახლდეთ დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე. შესაბამისად, მიწევს არჩევანის გაკეთება, თანამდებობასა და საკრებულოს წევრობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავების სამსახურში მოადგილის ხელფასი ორჯერ აღემატება საკრებულოს ხარჯს, უარი განვაცხადე აღდგენაზე და ჩემი ნებით დავტოვე სამსახური. მივიღე გადაწყვეტილება, გავაგრძელო მუშაობა საკრებულოში, რათა ვემსახურო ჩემს რაიონს და დავიცვა იმ ხალხის ინტერესები, ვინც ნდობა გამომიცხადა ვყოფილიყავით მათი ხმა!", - წერს მაია კახნიაშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...